დღეს პირველი აპრილია :)

დღეს 1 აპრილია…

არ გეშინიათ? :D დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო :)

პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი – აპრილის გუგულებს. გაგრძელება →

თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები

top-25.jpg

ამას წინათ ჟურნალმა BusinessWeek თავის მკითხველებსა და ავტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი 25 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე ინტერნეტის ფორმირებაზე.

მემგონი საინტერესო იქნება, გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)

1. შემქმნელი: ტიმ ბერნერს-ლი

როგორც Webpark წერს, 1989 წელს ბერნერს-ლიმ ჰიპერტექსტის გამოგონებით საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტში ინფორმაციის ორგანიზების ძირითად პრინციპს – მარტივად რომ ვთქვათ, მან ბმულების სისტემა შექმნა. 90-იან წლებში კი სწორედ მან დაიწყო ე.წ. ”სემანტიკურ ვებზე” (Semantic Web) მუშაობა, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის განაწილების უფრო მოსახერხებელ, ტეგებზე აწყობილ ფორმას გულისხმობდა. დღეს ბერნერს-ლი, ორგანიზაცია World Wide Web Consortium-ის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებითაა დაკავებული. გაგრძელება →