ბიჭია, ბიჭი!

როგორც იქნა! ვიმშობიარე! :D
როგორც იქნა დავასრულე ბლოგის განახლება :) მაშ ასე, თქვენს წინაშეა Rocko.Ge – ვერსია 2.0

თითქმის ორთვიანი პაუზა სწორედ ამ განახლებას დაჭირდა. ძრავის ახალ ვერსიაზე გადავედი და ძალიან გამაწვალა ამ პროცესმა. რამოდენიმე პლაგინმა მუშაობაზე თქვა უარი, შემდეგ სკინშიც პრობლემები გაჩნდა… ამიტომ გადავწყვიტე ვიზუალური ფეისლიფტიც გამეკეთებინა.

მთავარი ცვლილება ისაა, რომ ამიერიდან ეს ბლოგი „წელვადია“ :) ანუ, მაქსიმალურად ცდილობს ეკრანის მთელი ფართობი „აითვისოს“. შევეცადე, რომ გაზეთის პრინციპებზე ამეგო და მემგონი გამომივიდა… :) გაგრძელება →

and the Oscar goes to…

award1.jpg

:თავისდახრა: :ღიმილი: :მადლობა:

ვიღებ მილოცვებს – ბლოგმა Rocko.Ge ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში TopSite.Ge პირველი ადგილი მოიპოვა, საინფორმაციო რესურსების ნომინაციაში. :) გაგრძელება →

უნაკლო ბლოგი

something.png

ესეც ასე!
ამიერიდან ეს ბლოგი უნაკლოა!
არ გჯერა? ნუ გჯერა. მართლა უნაკლოა, არაფერი აკლია. აი ის ”რაღაცაც” კი არ აკლია, რომ ამბობენ ხოლმე – ”რაღაცა აკლიაო” :P
აგერ ბატონო, რაღაცა, ყოველი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში :)

P.S. ძალიან ცხელოდა დღეს.

P.S.2. იდეა მოდიფიცირებულია ლებედევის изюминка-დან :P

გამარჯობა, სამყარო!

wh.gif

როგორც იქნა…

ინტერნეტ-იუზერის საკმაოდ დიდი სტაჟის მიუხედავად, ეს ჩემი პირველი ბლოგია. როგორც იქნა, მოვაბი თავი…
ამ დრომდე, ერთი 4-ჯერ მაინც მაქვს აწყობილი ვორდპრესი, დასკინული, დანავაროტკებული ჩემ გემოზე. მაგრამ როდესაც ჩემთვის გასართობი ნაწილი (ანუ, ტექნიკური მომზადება) დასრულდებოდა და უკვე ”წერა” უნდა დამეწყო, ვიჭედებოდი ხოლმე :D
ხან მეზარებოდა, ხან დრო არ მქონდა, ხან რა და ხან რა.

ანუ, ეს რიგით მეხუთე მცდელობაა :) ვნახოთ რა გამოვა.