7 სექტემბერი, 2008, 14:36
— წაკითხულია 2,346-ჯერ ტეგები: ABC, CSI, Deal or no Deal, Grey's Anatomy, HBO, Heroes, House M.D., NBC, Prison Break, SBC, Survivor, The Office, The Simpsons, აშშ, ახალი სეზონი, ტელევიზია

მართალია, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ტელეკომპანიის გეგმები შეცვალა, მაგრამ ისინი არც მშვიდობიან დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნოვატორულობით. :( ამიტომ, მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სექტემბრის თვეში პირველად სწორედ აშშ-ს ახალ სეზონზე ვისაუბრებ.
შარშანდელთან შედარებით, როცა ამერიკის ტელესივრცეში ახალი შოუების ბუმი იყო, წლევანდელი წელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება :) თუმცა, ეს ”მოკრძალებულობა” პირობითი ნათქვამია - ახალი შოუები საკმაოდაა, უბრალოდ წინა წელს მართლა სასწაული იყო, როდესაც 9 ახალი და კიდევ უამრავი returning შოუ მხოლოდ ABC-მ დააანონსა აგვისტოს ბოლოს :D
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
24 იანვარი, 2008, 00:26
— წაკითხულია 2,046-ჯერ ტეგები: Fox, Life in Hell, The Simpsons, თრეისი ულმანის შოუ, მეტ გრეინინგი, სიმფსონები, ტელევიზია, ტელესერიალები

არ მოგწონთ საკუთარი ოჯახი? მაშინ ნახეთ სიმფსონები და მადლობელი იქნებით იმის, რაც გაქვთ! :)
The Simpsons - ძნელად თუ მოიძებნება დღეს ადამიანი, ვისაც ეს შოუ ნანახი არ აქვს. 18 წლის წინ შექმნილმა და დღემდე უზომოდ პოპულარულმა ამ სამყარომ უდიდესი გავლენა იქონია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრების წესზე. ეს არის შოუ, რომლის ნახატი გმირები ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე გახდნენ ცნობადები; შოუ, რომლის ციტატებით წლების მანძილზე საუბრობდა მთელი ინგლისურენოვანი სამყარო; და შოუ, რომელიც სამართლიანად ითვლება სატირისა და იუმორის ეტალონად.
თუმცა მსგავსი პოპულარობა მომენტალური არ ყოფილა. გაინტერესებთ როგორ იწყებოდა ყველაფერი?.. :) მაშინ დავიწყოთ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
2 აგვისტო, 2007, 00:04
— წაკითხულია 4,013-ჯერ ტეგები: The Simpsons, The Simpsons Movie, კინო, მეტ გროენინგი, სიმფსონები

როგორც იქნა! აღსრულდა ის, რასაც უკვე ბოლო 1 წელია ველოდები - მას შემდეგ რაც სიმფსონების დიდ ეკრანზე გადატანის შესახებ გავიგე ინფო :) ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო დღეს დილით, როდესაც ბიტკომეტმა 100% დაწერა და ამერიკის ეკრანებზე 5 დღის წინ გამოსული The Simpsons Movie უკვე ჩემს კომპიუტერში იყო ჩამოტვირთული :)
”დღეს, კომპიუტერული ანიმაციის ეპოქაში, როდესაც სამ განზომილებიანი მოდელირება არაჩვეულებრივი სილამაზის სამყაროების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ერთი ფილმი არაფრად აგდებს ამ მიღწევებს და ბედავს, იყოს უშნო!” - ეს სიმფსონებია, ორ განზომილებაში და დიდ ეკრანზე! :)
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული