ტელეკომპანია ”იმედი” განადგურებულია

გუშინ, 20:30-ზე რომ ტელეიმედში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, ყველამ იცის მემგონი. მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, რაც შემდეგ მოხდა.
მოხდა ის, რომ სპეცრაზმელებმა თითქმის დალეწეს და გაანადგურეს ტელეკომპანიის თითქმის მთელი აპარატურა, ინვენტარი, სერვერები, კომპიუტერები, კამერები, მონიტორები… საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლის ახორციელებდნენ იმ დროს შენობაში დარჩენილ ყველა თანამშრომელზე…
ისინი შეიჭრნენ დამოუკიდებელი მედიასაშუალების შენობაში, დაარბიეს იგი, გათიშეს სიგნალი… ფაქტიურად, გაანადგურეს ტელეკომპანია. და ეს მაშინ, როდესაც საგანგებო სიტუაცია პრეზიდენტის მიერ ჯერკიდევ არ იყო გამოცხადებული.
განვაგრძოთ კითხვა →









