16 ივნისი, 2009, 01:04
— წაკითხულია 3,379-ჯერ ტეგები: Pomegranate Phone, ახალი შოტლანდია, ვირუსული მარკეტინგი, კურიერი, მარკეტინგი, რუსთავი2, ტელევიზია, ფიარი

„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.
2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/
ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
7 ივნისი, 2009, 03:10
— წაკითხულია 2,776-ჯერ ტეგები: WOM, ვანოს შოუ, ვირუსული ვიდეო, ვირუსული მარკეტინგი, თემურ კოხორა ჯახაია, ინტერნეტი, მარკეტინგი, საქართველო, ფიარი, ჯინეტი

ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).
არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
22 სექტემბერი, 2008, 21:21
— წაკითხულია 2,579-ჯერ ტეგები: SMS, მარკეტინგი, რეკლამა, ფიარი, ჩინური სახლი

აი ასეთი მესიჯი მივიღე ჩემ ტელეფონზე გუშინ. ღამის პირველ საათზე :D
აბა სამი ცდიდან ვინ გამოიცნობს მსგავსი მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელს? :D
მუდმივი ბმული
27 ივნისი, 2007, 22:26
— წაკითხულია 1,833-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, მარკეტინგი, რა? სად? როდის?, რეკლამა, ფიარი

ბორის ბურდას სტატიის გაგრძელება. დასაწყისი ამ ბმულზე.
იმ წლების განმავლობაში, რაც მე “რა? სად? როდის?” ვთამაშობ 100 000-მდე შეკითხვა მოვისმინე. ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი, სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი. ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა…
რაც შეეხება საქონლის სახელწოდებას, მასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბჭოთა მანქანას ”ჟიგული” საფრანგეთში ”ლადა” უწოდეს, იმიტომ, რომ სიტყვა ”ჟიგული” ძალიან წააგავდა ფრანგულ სიტყვა ”ჟიგოლოს”. იგივე განმეორდა, რომდესაც ფინეთში გაიტანეს მანქანა ”ზაპოროჟეცი”. მას იქ ”იალტა” უწოდეს, რადგან ორიგინალური სახელწოდება თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ფინურად ”ღორის კუდს”.
საერთოდ, ავტომობილების რეკლამირება ადვილი საქმე არ გეგონოთ, განსაკუთრებით კი - აშშ-ში. ერთხელ, მენეჯერი ლი იაკოკკა ყვებოდა რამოდენიმე სარეკლამო რგოლის სცენარს, რომლებიც ერთ-ერთი ავტომობილის სიარულს უკეთებდნენ რეკლამას და რომლის მიხედვითაც, ამ მოსიარულე მანქანაში იმყოფებოდა: მჟავით სავსე ჭიქა ძვირფას ქურქზე, ჩართული პატეფონს, პარიკმახერი, რომელიც ბასრი სამართებლით პარსავდა ცნობილ ფეხბურთელს და იუველირი, რომელიც ალმასს აწახნაგებდა.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
24 ივნისი, 2007, 22:26
— წაკითხულია 2,213-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, მარკეტინგი, რა? სად? როდის?, რეკლამა, ფიარი

ვინც რუსულ ”რა? სად? როდის?’-ს ადევნებთ თვალს, ალბათ გეხსომებათ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბორის ბურდა. ამჯერად მის შესანიშნავ სტატიას გთავაზობთ, რომელსაც საფუძვლად მის მიერ წლების მანძილზე ამ თამაშში მოსმენილი საინტერესო შეკითხვები უდევს. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ავტორისეული შესავლით დავიწყებ სტატიის პირველ ნაწილს. გაგრძელება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
იმ წლების განმავლობაში, რაც მე “რა? სად? როდის?” ვთამაშობ 100 000-მდე შეკითხვა მოვისმინე. ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი, სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი. ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
18 ივნისი, 2007, 01:57
— წაკითხულია 1,591-ჯერ ტეგები: TBWA, აბსოლუტი, არაყი, ენდი უორჰოლი, მარკეტინგი, რეკლამა, ფიარი, ხელოვნება

”აბსოლუტი” საკმაოდ კარგი შვედური არაყია, მაგრამ როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მან სახელი გაითქვა არა მისი ხარისხით, არამედ არაჩვეულებრივი სარეკლამო კონცეფციით. მისი ყოველი ახალი სარეკლამო კამპანია თანამედროვე და საკმაოდ მიმზიდველი აქციის ხასიათს ატარებს, ხოლო მისი ნებისმიერი სახის რეკლამის ნახვა უდიდეს სულიერ სიამოვნებას ანიჭებს რეკლამის ნამდვილ გურმანებს.
თავდაპირველად დიზაინერული აზროვნება ტრიალებდა ამ მარკის ტერიტორიალური მიკუთვნებისკენ. მათ სურდათ, რომ ახალ არაყს ჰქონოდა მკვეთრად გამოკვეთილი შვედური იმიჯი; მაგალითად, ”ნათელი შვედური არყის” კონცეპცია ვიკინგებიანი ეტიკეტით ან ”საიმპერატორო კარის არყის” იდეა. ყველაფერთან ერთად ქაღალდში გახვეული ბოთლის იდეაც იყო შემოთავაზებული. მაგრამ ამ იდეებს არ იზიარებდნენ კომპანიის მიერ მიწვეული ამერიკელი ექსპერტები - მათი ხედვით ახალ არაყს უფრო მკაცრი, თანამედროვე იმიჯი უნდა ჰქონოდა; ბოთლი მაღაზიის ვიტრინებში ადვილად შესამჩნევი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ისინი მაინც იზიარებდნენ იმ აზრს, რომ სარეკლამო კამპანიაში რაიმე სამეფო ელემენტების შეტანა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა ამერიკელების და შვედების დავა, ისინი ვერანაირად ვერ თანხმდებოდნენ ერთიან კონცეპციაზე… მაგრამ ამ გაურკვევლობას ბოლო აბსოლუტურად შემთხვევით დაბადებულმა იდეამ მოუღო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც საბოლოოდ შეირჩა ტარა არყისათვის.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
15 ივნისი, 2007, 01:27
— წაკითხულია 2,132-ჯერ ტეგები: გოგოები, მარინა დემიდოვა, მარკეტინგი, რეკლამა, ფიარი

მოკლედ, გაგიჟდები რა კაცი! რისი პოვნა აღარ შეიძლება 3 ვინდოუსის წინანდელ My Documents-ში… :D ამ ტექსტსაც მანდ ქექვისას წავაწყდი :) თავის დროზე, ჯინეტიდან მაქვს აღებული, მაგრამ ახლა თუ კიდევ დევს სადმე ონლაინში, არ ვიცი. მისი ავტორი მარინა დემიდოვაა, ხოლო ქართული თარგმანი გიორგი ხუბუას (Hub-ს) ეკუთვნის :)
მშვენიერი მაგალითები თემაზე - მარკეტინგი. ნურავინ გაიგებს ამ პოსტს ისე, თითქოს მარკეტოლოგიის სხვადასხვა ტერმინის განსამარტად მხოლოდ გოგოებს ჭირდებათ ასეთი ერთი შეხედვით პრიმიტიული მაგალითები - ეს სია შესანიშნავი სახელმძღვანელოა ნებისმიერი დამწყები მარკეტოლოგისთვის; ან ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც ზოგადი წარმოდგენის შექმნა სურს ამ სფეროზე :)
მოკლედ, ვინც ერკვევით - იხალისებთ; ვინც ვერ ერკვევით - გაერკვევით და მერე იხალისებთ :D ასერომ, დავიწყეთ:
ეპიგრაფის ნაცვლად:
მხოლოდ ძალიან ლამაზ ქალს შეუძლია თავს უფლება მისცეს იყოს საოცრად ჭკვიანი, ან აბსოლუტურად სულელი.
წვეულებაზე შენ ხვდები სიმპათიურ ბიჭს. უახლოვდები მას და ეუბნები: ”საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
- ეს პირდაპირი მარკეტინგია.
ამხანაგებთან ერთად მიხვედი წვეულებაზე და დაინახე სიმპათიური ბიჭი. ერთ-ერთი შენი მეგობარი მიდის მასთან და ეუბნება: ”ის გოგო საწოლში ძალიან მაგარია”.
- ეს რეკლამაა.
წვეულებაზე შენ ხედავ სიმპათიურ ბიჭს. დგები და ისწორებ კაბას, უახლოვდები მას და უსხამ სასმელს. ეკითხები: ”შეიძლება?” და კიდევ უფრო უახლოვდები, რათა ჰალსტუხი გაუსწორო, ერთდროულად ეხები მის მკერდს და შემდეგ ეუბნები: ”სხვათაშორის, საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
- ეს პიარია.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
29 მაისი, 2007, 00:02
— წაკითხულია 1,477-ჯერ ტეგები: TBWA, არგენტინა, არჩევნები, ვიდეო, ლოპეს მერფი, მარკეტინგი, რეკლამა, საპრეზიდენტო არჩევნები, ფიარი

ამ ახალ კატეგორიას შავთეთრი რეკლამით დავიწყებ :)
თქვენს წინაშეა არგენტინული კომპანია Savaglio/TBWA-ს რეკლამა, დამზადებული პოლიტიკური პარტია Recrear-ისთვის. მასში წარმოდგენილია საპრეზიდენტო კანდიდატის ლოპეს მერფის მიმართვა არგენტინელი ხალხისადმი.
ბოლომდე უყურეთ, ნუ შეგაშინებთ დასაწყისი ;)
მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევარია. აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკური რეკლამა! ძლიერი მესიჯის მატარებელი, ორიგინალური, ახლებური, სახეებით ნაკლებად დატვირთული, “დაჟე” მე, უცხოელსაც რომ გამაჟრიალებს ყურებისას, ისეთი. :) და არა ისეთი, ვარდებით და შადრევნებით; გაკეთებული საქმეების ყელში ამოდენით. რას გვამადლიან, რა, არ უნდა გაეკეთებინათ გზები? :D
ხოდა, რა შუაშია წვიმაში დგომა… უბრალოდ, იხილეთ კარგი რეკლამა :) ინგლისურის ნაკლებად მცოდნენი ტყუილად ნუ ნახავთ, არამგონია რამეს მიხვდეთ… თუმცა, მოისვით გვერდით ვინმე და ათარგმნინეთ, ნამდვილად ღირს!
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული