24 თებერვალი, 2010, 00:33
— წაკითხულია 1,566-ჯერ ტეგები: თეა თუთბერიზე, იმედი, ნანკა კალატოზიშვილი, პატრიარქი, სიმართლის დრო, ტელევიზია

როგორ უნდა მოახერხო, რომ თუთბერიძეზე გამაღიზიანებლად გამოჩნდე?
როგორ უნდა მოახერხო, რომ თუთბერიძეს უნიჭო დემაგოგის ტიტული ცხვირწინ აახიო?
როგორ უნდა მოახერხო, რომ თუთბერიძე შენს გვერდით ათჯერ უფრო ადეკვატურ ადამიანად გამოაჩინო?
გაოგნებული ვარ :)) ვერ ვხვდები, როგორ მოახერხეს ეს ნანკამ, დუდუმ და მთელმა კოლექტივმა :))
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
16 ივნისი, 2009, 01:04
— წაკითხულია 2,569-ჯერ ტეგები: Pomegranate Phone, ახალი შოტლანდია, ვირუსული მარკეტინგი, კურიერი, მარკეტინგი, რუსთავი2, ტელევიზია, ფიარი

„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.
2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/
ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
7 სექტემბერი, 2008, 14:36
— წაკითხულია 1,854-ჯერ ტეგები: ABC, CSI, Deal or no Deal, Grey's Anatomy, HBO, Heroes, House M.D., NBC, Prison Break, SBC, Survivor, The Office, The Simpsons, აშშ, ახალი სეზონი, ტელევიზია

მართალია, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ტელეკომპანიის გეგმები შეცვალა, მაგრამ ისინი არც მშვიდობიან დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნოვატორულობით. :( ამიტომ, მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სექტემბრის თვეში პირველად სწორედ აშშ-ს ახალ სეზონზე ვისაუბრებ.
შარშანდელთან შედარებით, როცა ამერიკის ტელესივრცეში ახალი შოუების ბუმი იყო, წლევანდელი წელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება :) თუმცა, ეს ”მოკრძალებულობა” პირობითი ნათქვამია - ახალი შოუები საკმაოდაა, უბრალოდ წინა წელს მართლა სასწაული იყო, როდესაც 9 ახალი და კიდევ უამრავი returning შოუ მხოლოდ ABC-მ დააანონსა აგვისტოს ბოლოს :D
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
28 ივლისი, 2008, 02:32
— წაკითხულია 1,047-ჯერ ტეგები: ახვევის დროა, ევროვიზია, იურმალა, მიხეილ სააკაშვილი, მუსიკალური კონკურსები, პრეზიდენტი, საქართველო, სლავიანსკი ბაზარი, ტელევიზია

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…
სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?
ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? - მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში - ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
24 იანვარი, 2008, 00:26
— წაკითხულია 1,813-ჯერ ტეგები: Fox, Life in Hell, The Simpsons, თრეისი ულმანის შოუ, მეტ გრეინინგი, სიმფსონები, ტელევიზია, ტელესერიალები

არ მოგწონთ საკუთარი ოჯახი? მაშინ ნახეთ სიმფსონები და მადლობელი იქნებით იმის, რაც გაქვთ! :)
The Simpsons - ძნელად თუ მოიძებნება დღეს ადამიანი, ვისაც ეს შოუ ნანახი არ აქვს. 18 წლის წინ შექმნილმა და დღემდე უზომოდ პოპულარულმა ამ სამყარომ უდიდესი გავლენა იქონია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრების წესზე. ეს არის შოუ, რომლის ნახატი გმირები ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე გახდნენ ცნობადები; შოუ, რომლის ციტატებით წლების მანძილზე საუბრობდა მთელი ინგლისურენოვანი სამყარო; და შოუ, რომელიც სამართლიანად ითვლება სატირისა და იუმორის ეტალონად.
თუმცა მსგავსი პოპულარობა მომენტალური არ ყოფილა. გაინტერესებთ როგორ იწყებოდა ყველაფერი?.. :) მაშინ დავიწყოთ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
19 ნოემბერი, 2007, 00:06
— წაკითხულია 6,262-ჯერ ტეგები: Comedy Club, ТНТ, გოჩა თანდარაშვილი, იუმორი, პაველ ვოლია, რუსთავი2, სტენდ-აპ კომედი, ტელევიზია, ქლაბ-შოუ, შაბათის შოუ

დაიწყო ქლაბ-შოუ :) კომედი-კლაბი ქართულად. სტენდ-აპ-კომედი ქართულად.
მართალია, სტენდ-აპის გაკეთების მცდელობა იყო უკვე ქართულ ტელესივრცეში, ”იუმორისტული ფესტივალის” სახით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველას გვახსოვს, როგორი გამოვიდა. ამის მიზეზი ალბათ ზედმეტად ბევრი მოყვარული და გამოუცდელი მონაწილე იყო. მათი უმრავლესობა ან ძველი ”კავაენშიკი” გახლდათ, ან უბრალოდ კაი მსმელი და ჯიგარი ბიჭი, რომელიც სასტავში მაგრად ღადაობდა და ძმაკაცებმა კასტინგზე გასვლა ურჩიეს. შოუს პროდიუსინგშიც მისი მსგავსი ჯიგრები დახვდა ალბათ და გადაცემაში მონოლოგიც წააკითხეს… :D
მოკლედ, მსგავსმა მიდგომამ ვერ გაქაჩა. და სტენდ-აპ-კომედიც შეწყდა.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
9 ნოემბერი, 2007, 01:16
— წაკითხულია 17,210-ჯერ ტეგები: 7 ნოემბერი, დარბევა, დაჩი გრძელიშვილი, იმედი, ირაკლი მოსეშვილი, სპეცრაზმი, ტელევიზია

გუშინ, 20:30-ზე რომ ტელეიმედში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, ყველამ იცის მემგონი. მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, რაც შემდეგ მოხდა.
მოხდა ის, რომ სპეცრაზმელებმა თითქმის დალეწეს და გაანადგურეს ტელეკომპანიის თითქმის მთელი აპარატურა, ინვენტარი, სერვერები, კომპიუტერები, კამერები, მონიტორები… საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლის ახორციელებდნენ იმ დროს შენობაში დარჩენილ ყველა თანამშრომელზე…
ისინი შეიჭრნენ დამოუკიდებელი მედიასაშუალების შენობაში, დაარბიეს იგი, გათიშეს სიგნალი… ფაქტიურად, გაანადგურეს ტელეკომპანია. და ეს მაშინ, როდესაც საგანგებო სიტუაცია პრეზიდენტის მიერ ჯერკიდევ არ იყო გამოცხადებული.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
22 ოქტომბერი, 2007, 03:04
— წაკითხულია 3,859-ჯერ ტეგები: 1995, დარჩით ჩვენთან, ვიდეო, მანა, ტელევიზია, ტელეფესტივალი

ახალი ჩანაწერი აღმოვაჩინე და უნებლიედ ისევ მანაზეა ეს პოსტი :)
ამ ბლოგზე რამოდენიმე თვის წინ დადებულმა ჩანაწერმა ნამდვილად ვიცი, ბევრი გაახარა. ბევრს ძველი დროის ნოსტალგია შემოაწვა, უფრო ახალგაზრდებმა - ახლანდელი ფეისები ნახეს თინეიჯერულ ასაკში :D ზოგმა ეგებ საკუთარი თავიც იპოვა მანა-94-ის საფინალო სიმღერაში… :)
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
14 ოქტომბერი, 2007, 12:47
— წაკითხულია 6,610-ჯერ ტეგები: LGBT, კობა დავარაშვილი, პაკო, რუსთავი2, ტელევიზია, ჯეობარი 4, ჰომოფობია

სათაურიდან დავიწყოთ რა! :D ”რუსთავი2 მორალის სადარაჯოზე” - ხომ უკვე სასაცილოა? :D
ხოოდა, ბარის ეპოქა სრულდება-მეთქი და… დაიწყო გუშინ ბოლო ბარი. ”ბარი 4 – ყველაზე ყველაზე შოუ!” დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! დაიწყო ყველაზე ექსტრავაგანტული მონაწილეების გასაცნობი ლაივ-შოუთი და მათ შორის ”ყველაზე ყველაზემ” ქართველი ერის წინაშე აღიარა - მე არატრადიციული ვარო. :D შემდეგ უფრო გასაგებად განმარტა - ”გეი ვარ მე, ორი ადამიანი ერთში, მე ხომ ქალიც ვარ და კაციც, ასერომ, ყველას კონკურენტი ვარ ამ შოუშიო”. ბარში მყოფი ხალხის გაკვირვება იმდენად არა პაკოს ორიენტაციამ, არამედ სწორედ ამ ხმამაღალმა განცხადებამ გამოიწვია. ამ მომენტის შემდეგ კი მთელი ლაივ-შოუს მთავარი თემა სწორედ ეს ადამიანი იყო. ყველა დანარჩენი კითხვა სწორედ პაკოსთან ერთად თანაცხოვრებას შეეხებოდა და სახლში ასვლის შემდეგაც, ცენტრალური ფიგურა ყველა კადრში ახლადგამოკლოზეტებული გეი გახლდათ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
8 ოქტომბერი, 2007, 01:04
— წაკითხულია 2,120-ჯერ ტეგები: ვიდეო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პოსტსკრიპტუმი, პროტესტი, რეალითი, რუსთავი2, ტელევიზია, ჯეობარი, ჯეობარი 4

ხოდა, მეოთხე ბარი იწყებაო :) ოღონდ ჯეო- აღარ, უბრალოდ ბარი :) არა, უბრალოდ ბარიც არა, ბოლო ბარი! არ ვიცი რამ განაპირობა ასეთი მიდგომა; იმან, რომ ბოლოა თუ იმან, რომ ჯეოსელი გამწარდეს, რა შანსი გავუშვი ხელიდანო :D მაგრამ პროდიუსინგის ასეთი დამოკიდებულება მართლაც სასიამოვნოა ;) ”ეს უნდა იყოს ყველაზე ყველაზე შოუ!” - განაცხადა დღეს P.S.-ში პროექტის ფსიქოლოგმა. მთავარმა პროდიუსერმა კი პირობა მოგვცა, აღარ დავინდობთ ქართველ მაყურებელს და ისეთ რამეებს ვანახებთ, რეალითის უნახავს გაგხდის კაცსო! :D ვნახოთ რა გამოვა, კასტინგის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იქნება Live from Asatiani with Nino Khoshtaria :D როგორც ჩანს, ცდილობენ შეკრიბონ ყველაზე არაორდინალურები, ორიგინალურები, უკომპლექსოები, განსხვავებულები, გიჟები და თანამედროვეები :D
დღევანდელ სიუჟეტს ფორუმებზე უკვე მოყვა, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრი გამოხმაურება :D ნაწილი შოკშკია, ნაწილი ყვავას ეტენება (:D), ნაწილს საქართველოს მომავალი აღელვებს, მცირე ნაწილი საკუთარი ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს, დანარჩნეები კი პირდაპირ აგინებენ მსგავსი საშინელების ავტორებსა და მხარდამჭერებს :D
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
← ძველი წერილები