ვირუსული ვიდეო: Geo Style!

ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).

არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (12)


აფხაზეთი რუსულ ობიექტივში

ალბათ ბევრს გაგიგიათ ცნობილი რუსი დიზაინერის არტიომ ლებედევის შესახებ. ჩემ ბლოგშიც მიხსენებია იგი რამოდენიმეჯერ…

ნუ, ამ ადამიანზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მისი ჰობი - მოგზაურობაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად დაიარება დედამიწის გარშემო, იღებს ფოტოებს და საუკეთესოებს თავის მობლოგო-საიტზე ათავსებს, კომენტარებითურთ.

დღეს კი, მის საიტზე მორიგი ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ ერთი თვის წინ აფხაზეთში ყოფილა ჩასული. რამოდენიმე დღიანი ვიზიტისას თითქმის ყველა ლეგენდარული ქალაქის მონახულება მოასწრო. და, რათქმაუნდა, ფოტოებიც გადაიღო.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (28)


ქართველები საზღვარგარეთ

რამოდენიმე თვის წინ თბილისის ფორუმში საინტერესო თემა გაიხსნა - უცხოეთში ქართველების ქართველებთან შეხვედრის ისტორიები. გახსნის დღიდან თვალს ვადევნებდი. უამრავი ისტორია დაგროვდა - ზოგი ისეთი, თბილად რომ მეღიმება :) ზოგზე - ამელის მსგავსად რომ ვიღვრები :*) ისტორიების ნახევარი კი, უბრალოდ მაიძულებს, რომ შემრცხვეს ხოლმე ჩემი ეროვნების :(

თუმცა, თავს ვიიმედებ ხოლმე - ცუდი და კარგი ყველა ერშია…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (43)


მუსიკალური კონკურსები

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…

სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?

ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? - მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში - ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (36)


კინოსეზონი ქართულად

რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?

მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.

ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს - არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (17)


იყო ქართველი…

georgia.jpg

დღეს ერთმა ნაცნობმა მთხოვა გამეხსნა თბილისის ფორუმზე თემა ამგვარი სათაურით და მეთხოვა ფორუმელებისთვის, დაესახელებინათ ის უმთავრესი ”პირობები”, რომელსაც, მათი აზრით, ჭეშმარიტი ქართველი უნდა აკმაყოფილებდეს. რათქმაუნდა თემამ ის სახე არ მიიღო, როგორიც ამ ჩემს ახლობელს ეგონა :D ანუ, აქ არ დაიწყეს ქართველობის ტრადიციული და ბანალური დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა, ისტორიის ცოდნა, ქრისტიანობა და ა.შ. თბილისის ფორუმელები უფრო შორს წავიდნენ და ისეთი დამახასიათებელი ნიშნები ჩამოთვალეს, რომლებიც რათქმაუნდა, 100%-ით ჩვენია, მაგრამ წრფელი გულით მოგინდება, რომ რომელიმე სხვა ერზე იყოს ეს სიტყვები… :|

რათქმაუნდა აქ მთელი თემის გადმოტანას აზრი არ აქვს. უბრალოდ მინდა გამოვწერო Gode-ს მიერ ჩამოყალიბებული 30 ასპექტი, რომლის შესრულების შემდეგაც შენ ჭეშმარიტი ქართველი ხარ! :) იქ სხვა აზრებიც გამოითქვა, თუმცა ამ პოსტმა განსაკუთრებით მომხიბლა. და გადავწყვიტე, რომ საცოდაობა იქნებოდა, იგი ხსენებული ფორუმის მილიონობით პოსტში დაკარგულიყო :D

მოკლედ, შეიძლება ბევრი რომელიმე ან ყველა პუნქტს არ დაეთანხმოთ, შეიძლება ზოგისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, დარწმუნებული ვარ მწვავე კომენტარები მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც დავწერ, შავით თეთრზე :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (115)


პირველი ონლაინ-ინტერვიუ

live.jpg

შეიძლება მაშინ ეს პატარა ნაბიჯი იყო, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი ნახტომი გახლდათ ქართული ინტერნეტის ისტორიაში :)
2006 წლის 19 აპრილი - ამ დღეს ჩატარდა პირველი ონლაინ-ინტერვიუ ცნობილ პიროვნებასთან ტელეკომპანია ”იმედის” ფორუმის ჩათის საშუალებით. ინტერვიუერები თავად ფორუმის მომხმარებლები იყვნენ, პირველი რესპოდენტი - გიორგი თარგამაძე, ხოლო იდეა და მისი ტექნიკური შესრულება ტელეიმედის ორ თანამშრომელს - გაფრინისა და აიეტ კოლხის ნიკებით ცნობილ იუზერებს ეკუთვნოდათ :)

ეს იყო პირველი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება ცივილიზაციის ისეთი მიღწევის საშუალებით გასაუბრებოდა ამავე საზოგადოების შედარებით ტექნიკურად განვითარებულ წარმომადგენლებს, როგორიც ჩეთი გახლდათ. იდეამ აშკარად გაამართლა - ინტერვიუს დასრულების შემდეგ ორივე მხარე აშკარად კმაყოფილი იყო - მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ძალიან უშუალო და დაძაბულობას მოკლებულ გარემოში გასაუბრებოდნენ გიორგი თარგამაძეს, ხოლო რესპოდენტისთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავდა 100%-ით თავისუფალი და გულწრფელი საუბარი მისივე მაყურებელთან; საუბარი, რომელიც მოკლებული იყო ვიზუალურ კონტაქტს, შესაბამისად, დაისმებოდა ბევრი ისეთი კითხვა, გაკეთდებოდა ბევრი ისეთი კომენტარი, როგორიც შესაძლოა, პირადი კონტაქტისას არავის ეხსენებინა.

ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ ჩატარდა რამოდენიმე, ძირითადად, ისევ ტელეიმედის სახეებთან. პირველთან შედარებით მომდევნო ინტერვიუებზე მომხმარებლების ისეთი ნაკადი აწყდებოდა ჩეთს, რომ უკვე შეუძლებელი ხდებოდა მათი გაკონტროლება. ამიტომაც, ამ აქციის ფართოდ დაფიარება არ ჩათვალეს მიზანშეწონილად. დღეს კი, ძველი ვინჩესტერის თვალიერებისას სწორედ ამ ინტერვიუს ლოგს წავაწყდი და გადავწყვიტე, აქ გამომექვეყნებინა :) ალბათ საინტერესო იქნება უმეტესობისთვის მისი წაკითხვა. ან უბრალოდ იმის გაგება, რომ ასეთი რამ არსებობდა და მისი განახლება უახლოეს მომავალში იგეგმება ;)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (19)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • პაპუნა  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ჯენგო  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ანდოლინი  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
  • ყლეები ხარტ ყველასნი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ვასილი  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • Kate  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1204 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 89 წერილი და 4,125 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,656 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია