16 ივნისი, 2009, 01:04
— წაკითხულია 3,379-ჯერ ტეგები: Pomegranate Phone, ახალი შოტლანდია, ვირუსული მარკეტინგი, კურიერი, მარკეტინგი, რუსთავი2, ტელევიზია, ფიარი

„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.
2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/
ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
19 ნოემბერი, 2007, 00:06
— წაკითხულია 8,056-ჯერ ტეგები: Comedy Club, ТНТ, გოჩა თანდარაშვილი, იუმორი, პაველ ვოლია, რუსთავი2, სტენდ-აპ კომედი, ტელევიზია, ქლაბ-შოუ, შაბათის შოუ

დაიწყო ქლაბ-შოუ :) კომედი-კლაბი ქართულად. სტენდ-აპ-კომედი ქართულად.
მართალია, სტენდ-აპის გაკეთების მცდელობა იყო უკვე ქართულ ტელესივრცეში, ”იუმორისტული ფესტივალის” სახით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველას გვახსოვს, როგორი გამოვიდა. ამის მიზეზი ალბათ ზედმეტად ბევრი მოყვარული და გამოუცდელი მონაწილე იყო. მათი უმრავლესობა ან ძველი ”კავაენშიკი” გახლდათ, ან უბრალოდ კაი მსმელი და ჯიგარი ბიჭი, რომელიც სასტავში მაგრად ღადაობდა და ძმაკაცებმა კასტინგზე გასვლა ურჩიეს. შოუს პროდიუსინგშიც მისი მსგავსი ჯიგრები დახვდა ალბათ და გადაცემაში მონოლოგიც წააკითხეს… :D
მოკლედ, მსგავსმა მიდგომამ ვერ გაქაჩა. და სტენდ-აპ-კომედიც შეწყდა.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
14 ოქტომბერი, 2007, 12:47
— წაკითხულია 8,370-ჯერ ტეგები: LGBT, კობა დავარაშვილი, პაკო, რუსთავი2, ტელევიზია, ჯეობარი 4, ჰომოფობია

სათაურიდან დავიწყოთ რა! :D ”რუსთავი2 მორალის სადარაჯოზე” - ხომ უკვე სასაცილოა? :D
ხოოდა, ბარის ეპოქა სრულდება-მეთქი და… დაიწყო გუშინ ბოლო ბარი. ”ბარი 4 – ყველაზე ყველაზე შოუ!” დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! დაიწყო ყველაზე ექსტრავაგანტული მონაწილეების გასაცნობი ლაივ-შოუთი და მათ შორის ”ყველაზე ყველაზემ” ქართველი ერის წინაშე აღიარა - მე არატრადიციული ვარო. :D შემდეგ უფრო გასაგებად განმარტა - ”გეი ვარ მე, ორი ადამიანი ერთში, მე ხომ ქალიც ვარ და კაციც, ასერომ, ყველას კონკურენტი ვარ ამ შოუშიო”. ბარში მყოფი ხალხის გაკვირვება იმდენად არა პაკოს ორიენტაციამ, არამედ სწორედ ამ ხმამაღალმა განცხადებამ გამოიწვია. ამ მომენტის შემდეგ კი მთელი ლაივ-შოუს მთავარი თემა სწორედ ეს ადამიანი იყო. ყველა დანარჩენი კითხვა სწორედ პაკოსთან ერთად თანაცხოვრებას შეეხებოდა და სახლში ასვლის შემდეგაც, ცენტრალური ფიგურა ყველა კადრში ახლადგამოკლოზეტებული გეი გახლდათ.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
8 ოქტომბერი, 2007, 01:04
— წაკითხულია 2,439-ჯერ ტეგები: ვიდეო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პოსტსკრიპტუმი, პროტესტი, რეალითი, რუსთავი2, ტელევიზია, ჯეობარი, ჯეობარი 4

ხოდა, მეოთხე ბარი იწყებაო :) ოღონდ ჯეო- აღარ, უბრალოდ ბარი :) არა, უბრალოდ ბარიც არა, ბოლო ბარი! არ ვიცი რამ განაპირობა ასეთი მიდგომა; იმან, რომ ბოლოა თუ იმან, რომ ჯეოსელი გამწარდეს, რა შანსი გავუშვი ხელიდანო :D მაგრამ პროდიუსინგის ასეთი დამოკიდებულება მართლაც სასიამოვნოა ;) ”ეს უნდა იყოს ყველაზე ყველაზე შოუ!” - განაცხადა დღეს P.S.-ში პროექტის ფსიქოლოგმა. მთავარმა პროდიუსერმა კი პირობა მოგვცა, აღარ დავინდობთ ქართველ მაყურებელს და ისეთ რამეებს ვანახებთ, რეალითის უნახავს გაგხდის კაცსო! :D ვნახოთ რა გამოვა, კასტინგის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იქნება Live from Asatiani with Nino Khoshtaria :D როგორც ჩანს, ცდილობენ შეკრიბონ ყველაზე არაორდინალურები, ორიგინალურები, უკომპლექსოები, განსხვავებულები, გიჟები და თანამედროვეები :D
დღევანდელ სიუჟეტს ფორუმებზე უკვე მოყვა, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრი გამოხმაურება :D ნაწილი შოკშკია, ნაწილი ყვავას ეტენება (:D), ნაწილს საქართველოს მომავალი აღელვებს, მცირე ნაწილი საკუთარი ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს, დანარჩნეები კი პირდაპირ აგინებენ მსგავსი საშინელების ავტორებსა და მხარდამჭერებს :D
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
18 ივლისი, 2007, 12:41
— წაკითხულია 2,601-ჯერ ტეგები: Inclusive Foundation, LGBT, გეი-აღლუმი, ვიდეო, კურიერი, რუსთავი2, ტელევიზია, უმცირესობები, ჰომოფობია

დიახ, ტელეკომპანია ”რუსთავი2” გეი-აღლუმის გამართვას აპირებს. აბა სხვა რა ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანო გუშინდელი სიუჟეტიდან? კურიერის პირველივე ბლოკში, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, თავდასხმისას მოკლული პატრულის თანამშრომლის შემდეგ, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ შეთხზულ მითს იმის შესახებ, რომ თურმე თბილისში 29 ივლისს გეი-აღლუმი იმართებაო. არადა, არავინ მართავს გეი-აღლუმს, მაგრამ ამხელა ფილარმონია ტელეკომპანია ხომ არ მოგვატყუებდა?..
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
16 ივნისი, 2007, 00:37
— წაკითხულია 3,125-ჯერ ტეგები: SNL, იუმორი, რუსთავი2, სკეტჩ-შოუ, ტელევიზია, ღამის შოუ სტუდია, შაბათის შოუ

წლები რა… პრინციპში, წელი… ნუ, ჰა, 2 წელი…
არადა რატომღაც მაინც თავს ვაჯერებდი - თითქოს უბრალოდ დროის ამბავი იყო ის, რომ აწ უკვე COMEDY-შოუ-ზე თითქმის აღარც კი მეღიმებოდა… ვფიქრობდი, ალბათ მომბეზრდა უბრალოდ, ერთი და იგივე ტიპის ხუმრობებს ატრიალებენ, ამიტომ ვხვდები წინასწარ როგორ დასრულდება ყოველი რეპლიკა-მეთქი. მაგრამ სამწუხაროდ მართალი ყოფილა - ამოვალაგე გუშინ ჩემი DVD-ები, ვუყურე ძველ სკეტჩებს და დავრწმუნდი - მართლაც საშინლად დაცემულა იუმორის დონე… დაცემულა და გაჭედილა გლდანის, თემქის, ქუთაისის გარეუბნებისა და ზესტაფონის დონეზე…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
31 მაისი, 2007, 23:10
— წაკითხულია 2,903-ჯერ ტეგები: ბავშვები, ვიდეო, იაფფასიანი სკანდალი, კურიერი, პორნოგრაფია, რუსთავი2, ტელევიზია

უყურეთ დღეს 9 საათიან კურიერს? არა? როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა, ე.წ. ტოპ-ნიუსი?
ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დღეს… სანკტ-პეტერბურგში დესეთეს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც სიტყვით ნინო ბურჯანაძე გამოვიდა; მოგვიანებით მან სერგეი მირონოვთან ერთად პრესკონფერენცია გამართა; კოკოითმა წყლის მიწოდება შეუწყვიტა რამოდენიმე ქართულ სოფელს და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა; პარლამენტში ქონების ლეგალიზაციის პროექტს განიხილავენ, რეპუბლიკელები კი საზოგადოებას გადასახადების გაორმაგებისაგან იცავენ; სააკაშვილმა მუშებს ღირსების ორდენები გადასცა (ზუსტად რ2-ის პროფილის ნიუსია), ასევე, ქარქუსოვმა და სანაკოევმაც გააკეთეს მნიშვნელოვანი განცხადებები…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული