18 სექტემბერი, 2007, 14:57
— წაკითხულია 1,956-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, დაუწერელი კანონები, რა? სად? როდის?, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები

ვაგრძელებ ბორის ბურდას სტატიების გამოქვეყნებას. :) წინა სტატია რეკლამასა და პროპაგანდას ეძღვნებოდა, ამჯერად კი სხვადასხვა ერებისა და ქვეყნების წეს-ჩვეულებებზე იქნება საუბარი. უამრავ უცნაურ და საინტერესო ისტორიაში შეიძლება გაეხვიო, თუ სადაც წახვალ იქაურ ქუდს არ დაიხურავ :) სწორედ მსგავსი ისტორიების ერთად შეკრება სცადა ავტორმა.
სტატიას საფუძვლად ბორის ბურდას მიერ წლების მანძილზე ამ თამაშში მოსმენილი საინტერესო შეკითხვები უდევს. ბევრს აღარ გავაგრძელებ. სტატია ავტორისეული შესავლით იწყება.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
27 ივნისი, 2007, 22:26
— წაკითხულია 1,845-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, მარკეტინგი, რა? სად? როდის?, რეკლამა, ფიარი

ბორის ბურდას სტატიის გაგრძელება. დასაწყისი ამ ბმულზე.
იმ წლების განმავლობაში, რაც მე “რა? სად? როდის?” ვთამაშობ 100 000-მდე შეკითხვა მოვისმინე. ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი, სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი. ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა…
რაც შეეხება საქონლის სახელწოდებას, მასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბჭოთა მანქანას ”ჟიგული” საფრანგეთში ”ლადა” უწოდეს, იმიტომ, რომ სიტყვა ”ჟიგული” ძალიან წააგავდა ფრანგულ სიტყვა ”ჟიგოლოს”. იგივე განმეორდა, რომდესაც ფინეთში გაიტანეს მანქანა ”ზაპოროჟეცი”. მას იქ ”იალტა” უწოდეს, რადგან ორიგინალური სახელწოდება თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ფინურად ”ღორის კუდს”.
საერთოდ, ავტომობილების რეკლამირება ადვილი საქმე არ გეგონოთ, განსაკუთრებით კი - აშშ-ში. ერთხელ, მენეჯერი ლი იაკოკკა ყვებოდა რამოდენიმე სარეკლამო რგოლის სცენარს, რომლებიც ერთ-ერთი ავტომობილის სიარულს უკეთებდნენ რეკლამას და რომლის მიხედვითაც, ამ მოსიარულე მანქანაში იმყოფებოდა: მჟავით სავსე ჭიქა ძვირფას ქურქზე, ჩართული პატეფონს, პარიკმახერი, რომელიც ბასრი სამართებლით პარსავდა ცნობილ ფეხბურთელს და იუველირი, რომელიც ალმასს აწახნაგებდა.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
24 ივნისი, 2007, 22:26
— წაკითხულია 2,226-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, მარკეტინგი, რა? სად? როდის?, რეკლამა, ფიარი

ვინც რუსულ ”რა? სად? როდის?’-ს ადევნებთ თვალს, ალბათ გეხსომებათ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბორის ბურდა. ამჯერად მის შესანიშნავ სტატიას გთავაზობთ, რომელსაც საფუძვლად მის მიერ წლების მანძილზე ამ თამაშში მოსმენილი საინტერესო შეკითხვები უდევს. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ავტორისეული შესავლით დავიწყებ სტატიის პირველ ნაწილს. გაგრძელება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
იმ წლების განმავლობაში, რაც მე “რა? სად? როდის?” ვთამაშობ 100 000-მდე შეკითხვა მოვისმინე. ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი, სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი. ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული