რაც შენია - შენია. მალე - ტელეფონის ნომერიც!

ნომრის პორტაბელურობა - ეს ცნება შეიძლება უახლოეს მომავალში საქართველოშიც რეალური გახდეს.
ნომრის პორტაბელურობა არის მომხმარებლის უფლება, შეინარჩუნოს მისი საკუთარი ტელეფონის ნომერი (მობილური ან ფიქსირებული) ოპერატორის/სერვისის მომწოდებლის შეცვლისას. ეს ძალიან სასარგებლო და ცივილური მომსახურებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. და რომელიც, შესაძლოა, მალე ჩვენთანაც დაინერგოს. :)
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ღრმა ძილიდან ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას და ამ საკითხის განხილვას. საკონსულტაციო დოკუმენტი უკვე მზადაა, ახლა სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კარგად შეისწავლის საკითხს და ჩვენი ქვეყნისა და ბაზრისთვის მისაღებ მოდელს შეიმუშავებს.
განვაგრძოთ კითხვა →









