Pomegranate Phone და high-tech თემები კურიერში

„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.

2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/

ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (14)


რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს

pride.jpg

დიახ, ტელეკომპანია ”რუსთავი2” გეი-აღლუმის გამართვას აპირებს. აბა სხვა რა ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანო გუშინდელი სიუჟეტიდან? კურიერის პირველივე ბლოკში, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, თავდასხმისას მოკლული პატრულის თანამშრომლის შემდეგ, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ შეთხზულ მითს იმის შესახებ, რომ თურმე თბილისში 29 ივლისს გეი-აღლუმი იმართებაო. არადა, არავინ მართავს გეი-აღლუმს, მაგრამ ამხელა ფილარმონია ტელეკომპანია ხომ არ მოგვატყუებდა?..
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (33)


სახიფათო თამაშები რუსთავი2-ზე

child_porn.jpg

უყურეთ დღეს 9 საათიან კურიერს? არა? როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა, ე.წ. ტოპ-ნიუსი?
ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დღეს… სანკტ-პეტერბურგში დესეთეს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც სიტყვით ნინო ბურჯანაძე გამოვიდა; მოგვიანებით მან სერგეი მირონოვთან ერთად პრესკონფერენცია გამართა; კოკოითმა წყლის მიწოდება შეუწყვიტა რამოდენიმე ქართულ სოფელს და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა; პარლამენტში ქონების ლეგალიზაციის პროექტს განიხილავენ, რეპუბლიკელები კი საზოგადოებას გადასახადების გაორმაგებისაგან იცავენ; სააკაშვილმა მუშებს ღირსების ორდენები გადასცა (ზუსტად რ2-ის პროფილის ნიუსია), ასევე, ქარქუსოვმა და სანაკოევმაც გააკეთეს მნიშვნელოვანი განცხადებები…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (29)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • როდრიგო სანტორო  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1029 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,887 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
aversi

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია