ჩეთრულეტი

Chatroulette

უბრალოდ გენიალურია :))

ჩეთრულეტი - ეს ახალი საიტია, რომელიც 17 წლის რუსმა სტუდენტმა შექმნა. ვინ იფიქრებდა, რომ ვებკამერით და ფლეშით კიდევ იყო დარჩენილი რაიმე ინოვაციური იდეა. ამ საიტის პრინციპი კი ძალიან მარტივია:

შედიხართ ჩეთრულეტზე, ავტომატურად აქტიურდება თქვენი ვებკამერა და ავტომატურად უკავშირდებით შემთხვევით შერჩეულ სხვა მომხმარებელს. ის ხედავს თქვენ კამერას, თქვენ - მისას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ორი ადამიანი მომენტალურად, რენდომულად ხვდება პირისპირ :)) ახლა კი ორივეს გაქვთ არჩევანი - შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ერთმანეთს (ხმით ან ჩეთით) ან დააჭიროთ ღილაკს Next და დაუკავშირდეთ შემდეგ ადამიანს.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (32)


ვირუსული ვიდეო: Geo Style!

ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).

არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (12)


The Best Of: Georgian Porn Providers

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
წინამდებარე პოსტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუსრულდა 18 წელი! მასში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა და შინაარსი, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი ან ზიანის მომტანი იყოს მავანთა გონებისთვის!
გთხოვთ, ნუ წაიკითხავთ მომდევნო პოსტს, თუ ხართ უბიწო და კონსერვატიული აზროვნების მქონე ან თუ თვლით, რომ ზედმეტად მგრძნობიარე დამოკიდებულება გაქვთ ძლიერი ლექსიკის მიმართ.

ესეიგი… :D დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე. ახლა კი გადავწყვიტე ჩავუჯდე და მივიღო სრული სიამოვნება :D

საქმე რაშია.
ჩვენთან ძალიან, ძალიან მომრავლდა პორნო-ვარეზები :) ნუ, ის ბედნიერება ხომ არ კმაროდა, რომ ყოველი მეორე საკუთარ ვარეზნიკს ქმნიდა. ამის შემდეგ კი, ჯინეტის პროგრესირებადი კონტენტმეიკერები პორნო-ფაილებზე გადავიდნენ. მიზეზი მარტივი იყო - პორნო საიტის კეთება არის ადვილი, სასიამოვნო (:D) და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტური. პორნო ხომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კონტენტია მსოფლიო ინტერნეტში და, რათქმაუნდა, საქართველოშიც. ამიტომ, სულ რაღაც 2-3 დღეში ახალი პორნო საიტი რეიტინგში საკმაოდ სოლიდურ საიტებსაც კი უსწრებდა ხოლმე. შესაბამისად, მარტივად მოპოვებული ვიზიტორები ბევრს მოუნდა :D
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (123)


დღეს პირველი აპრილია :)

დღეს 1 აპრილია…

არ გეშინიათ? :D დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება - როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო :)

პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი - აპრილის გუგულებს.

განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (10)


თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები

top-25.jpg

ამას წინათ ჟურნალმა BusinessWeek თავის მკითხველებსა და ავტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი 25 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე ინტერნეტის ფორმირებაზე.

მემგონი საინტერესო იქნება, გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)

1. შემქმნელი: ტიმ ბერნერს-ლი

როგორც Webpark წერს, 1989 წელს ბერნერს-ლიმ ჰიპერტექსტის გამოგონებით საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტში ინფორმაციის ორგანიზების ძირითად პრინციპს - მარტივად რომ ვთქვათ, მან ბმულების სისტემა შექმნა. 90-იან წლებში კი სწორედ მან დაიწყო ე.წ. ”სემანტიკურ ვებზე” (Semantic Web) მუშაობა, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის განაწილების უფრო მოსახერხებელ, ტეგებზე აწყობილ ფორმას გულისხმობდა. დღეს ბერნერს-ლი, ორგანიზაცია World Wide Web Consortium-ის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებითაა დაკავებული.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (7)


and the Oscar goes to…

award1.jpg

:თავისდახრა: :ღიმილი: :მადლობა:

ვიღებ მილოცვებს - ბლოგმა Rocko.Ge ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში TopSite.Ge პირველი ადგილი მოიპოვა, საინფორმაციო რესურსების ნომინაციაში. :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (45)


Gmail - უკვე 20 MB

gmail20.gif

ეხერხება გუგლს რა კარგ განწყობაზე დაყენება! :D
ცოტა ხნის წინ, მეილის შემოწმებისას ჯიმეილმა ახალი ამბავი მახარა - Gmail-ში გაგზავნილ წერილზე მიმაგრებული ფაილის ლიმიტი (10 მბ) გაორმაგდა და ამიერიდან თითოეულ წერილზე 20 მბ-ის მიწეპებას შევძლებთ :)

ხომ კაი ამბავია? :) რა ვიცი, მე გამიხარდა :D
ახლა უკვე სერიოზულად შეიძლება ფიქრი იმაზე, ხომ არ ამეღო ანგარიში myFileStorage@gmail.com და ზედ ისეთი ფაილები შემეყარა საკუთარი თავისთვის გაგზავნილ წერილებში, რომლებიც ხშირად მჭირდება ხოლმე, სხვადასხვა კომპიუტერებიდან… მაგალითად, ქართული კლავიატურის დრაივერები, სხვადასხვა პატარა პროგრამების საინსტალაციოები, standalone-ვერსიები… :)

კომენტარები (4)


პირველი სმაილი :-)

smile.gif

ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :-) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია - მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!

ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების ”გამომგონებელმა” სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (8)


პირველი ონლაინ-ინტერვიუ

live.jpg

შეიძლება მაშინ ეს პატარა ნაბიჯი იყო, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი ნახტომი გახლდათ ქართული ინტერნეტის ისტორიაში :)
2006 წლის 19 აპრილი - ამ დღეს ჩატარდა პირველი ონლაინ-ინტერვიუ ცნობილ პიროვნებასთან ტელეკომპანია ”იმედის” ფორუმის ჩათის საშუალებით. ინტერვიუერები თავად ფორუმის მომხმარებლები იყვნენ, პირველი რესპოდენტი - გიორგი თარგამაძე, ხოლო იდეა და მისი ტექნიკური შესრულება ტელეიმედის ორ თანამშრომელს - გაფრინისა და აიეტ კოლხის ნიკებით ცნობილ იუზერებს ეკუთვნოდათ :)

ეს იყო პირველი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება ცივილიზაციის ისეთი მიღწევის საშუალებით გასაუბრებოდა ამავე საზოგადოების შედარებით ტექნიკურად განვითარებულ წარმომადგენლებს, როგორიც ჩეთი გახლდათ. იდეამ აშკარად გაამართლა - ინტერვიუს დასრულების შემდეგ ორივე მხარე აშკარად კმაყოფილი იყო - მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ძალიან უშუალო და დაძაბულობას მოკლებულ გარემოში გასაუბრებოდნენ გიორგი თარგამაძეს, ხოლო რესპოდენტისთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავდა 100%-ით თავისუფალი და გულწრფელი საუბარი მისივე მაყურებელთან; საუბარი, რომელიც მოკლებული იყო ვიზუალურ კონტაქტს, შესაბამისად, დაისმებოდა ბევრი ისეთი კითხვა, გაკეთდებოდა ბევრი ისეთი კომენტარი, როგორიც შესაძლოა, პირადი კონტაქტისას არავის ეხსენებინა.

ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ ჩატარდა რამოდენიმე, ძირითადად, ისევ ტელეიმედის სახეებთან. პირველთან შედარებით მომდევნო ინტერვიუებზე მომხმარებლების ისეთი ნაკადი აწყდებოდა ჩეთს, რომ უკვე შეუძლებელი ხდებოდა მათი გაკონტროლება. ამიტომაც, ამ აქციის ფართოდ დაფიარება არ ჩათვალეს მიზანშეწონილად. დღეს კი, ძველი ვინჩესტერის თვალიერებისას სწორედ ამ ინტერვიუს ლოგს წავაწყდი და გადავწყვიტე, აქ გამომექვეყნებინა :) ალბათ საინტერესო იქნება უმეტესობისთვის მისი წაკითხვა. ან უბრალოდ იმის გაგება, რომ ასეთი რამ არსებობდა და მისი განახლება უახლოეს მომავალში იგეგმება ;)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (19)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • პაპუნა  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ჯენგო  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ანდოლინი  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
  • ყლეები ხარტ ყველასნი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ვასილი  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • Kate  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1204 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 89 წერილი და 4,125 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,656 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია