7 ივნისი, 2009, 03:10
— წაკითხულია 1,882-ჯერ ტეგები: WOM, ვანოს შოუ, ვირუსული ვიდეო, ვირუსული მარკეტინგი, თემურ კოხორა ჯახაია, ინტერნეტი, მარკეტინგი, საქართველო, ფიარი, ჯინეტი

ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).
არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
14 ივლისი, 2007, 23:03
— წაკითხულია 2,286-ჯერ ტეგები: I believe I can fly, R. Kelly, გელა კიპაროიძე, ვანოს შოუ, ვიდეო, თამუნა ლეკვეიშვილი, ნიკა ქავთარაძე, ნინო ბუცხრიკიძე, ნოსტალგია, რადიო 105, რაფერ მევიქცე მე

ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი იყო ნამდვილად :) უყურეთ წინა კვირას ვანოს შოუში? ძალიან კარგი ქნეს, რომ გაგვახსენეს და კიდევ ერთხელ იმღერეს ეს სიმღერა :)
ნიკა ქავთარაძე და თამუნა ლეკვეიშვილი სიმღერით ”რაფერ მევიქცე მე?” (I believe I can fly) :D ჯერკიდევ რადიო105-ის დროინდელი КВН-ისთვის დაიწერა როგორც მახსოვს. ორი ზესტაფონელი შეყვარებულის - გელა კიპაროიძისა და ნინო ბუცხრიკიძის მრავალნატანჯი სიყვარულის ისტორია და ძმაკაცის დის სიყვარულის მუდმივი პრობლემა!.. რათქმაუნდა ჰეპი ენდით! :D
ასერომ, მოქაჩეთ ჩანაწერი ვისაც არ გინახავთ :) აქვეა სიმღერის სრული ტექსტიც ;)
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
13 ივლისი, 2007, 23:12
— წაკითხულია 1,274-ჯერ ტეგები: ვანოს შოუ, ვიდეო, იმედი, მზე, ნიკა ქავთარაძე, ტელევიზია, ტელევიზორი

დღეს ნიკა ქავთარაძემ გამოგვიცხადა, ტელევიზორს ვამთავრებო. რაღაც ახლის გაკეთებას აპირებენ სექტემბრიდან, როგორც ჩანს, ტელევიზორზე უკეთესს გვიმზადებენ. თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში დასახური ნამდვილად არ იქნებოდა. ზე-გადაცემა არ ყოფილა, თუმცა, მართლაც ყველაზე ხარისხიანი და დახვეწილი იყო მათ შორის, რა იუმორისტული თოქ-შოუებიც ამ ჯგუფს შეუქმნია. უფრო ”დასტოინად” მიყავდა გადაცემა, არც იმ დონეზე იკბინებოდა, როგორც N-შოუში და არც იმ დონის ხუმრობები იყო, როგორიც ლიმონში. არადა, სტუმრებთან ზედმეტად მწარე ხუმრობები და ფეხქვეშ გათელვა ნიკა ქავთარაძის სავიზიტო ბარათი იყო ერთ დროს. გახსოვთ რა დღეში აგდებდა N-შოუში მისულ სტუმრებს? :D მართალია, ბოლოს სიმღერით და საჩუქრით აჯილდოვებდა, თუმცა მანამდე ნამდვილად არ აკლებდა დაცინვას.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული