24 სექტემბერი, 2008, 03:42
— წაკითხულია 15,793-ჯერ ტეგები: BDSM, MILF, xashura, ახვევის დროა, დამა ქალი, ზოოფილია, ინტერნეტი, ინცესტი, კინო, პორნო, პორნოგრაფია
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
წინამდებარე პოსტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუსრულდა 18 წელი! მასში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა და შინაარსი, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი ან ზიანის მომტანი იყოს მავანთა გონებისთვის!
გთხოვთ, ნუ წაიკითხავთ მომდევნო პოსტს, თუ ხართ უბიწო და კონსერვატიული აზროვნების მქონე ან თუ თვლით, რომ ზედმეტად მგრძნობიარე დამოკიდებულება გაქვთ ძლიერი ლექსიკის მიმართ.

ესეიგი… :D დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე. ახლა კი გადავწყვიტე ჩავუჯდე და მივიღო სრული სიამოვნება :D
საქმე რაშია.
ჩვენთან ძალიან, ძალიან მომრავლდა პორნო-ვარეზები :) ნუ, ის ბედნიერება ხომ არ კმაროდა, რომ ყოველი მეორე საკუთარ ვარეზნიკს ქმნიდა. ამის შემდეგ კი, ჯინეტის პროგრესირებადი კონტენტმეიკერები პორნო-ფაილებზე გადავიდნენ. მიზეზი მარტივი იყო - პორნო საიტის კეთება არის ადვილი, სასიამოვნო (:D) და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტური. პორნო ხომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კონტენტია მსოფლიო ინტერნეტში და, რათქმაუნდა, საქართველოშიც. ამიტომ, სულ რაღაც 2-3 დღეში ახალი პორნო საიტი რეიტინგში საკმაოდ სოლიდურ საიტებსაც კი უსწრებდა ხოლმე. შესაბამისად, მარტივად მოპოვებული ვიზიტორები ბევრს მოუნდა :D
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
3 აგვისტო, 2008, 00:23
— წაკითხულია 2,808-ჯერ ტეგები: ახვევის დროა, ემიგრანტები, ისტორიები, საქართველო, უცხოეთი

რამოდენიმე თვის წინ თბილისის ფორუმში საინტერესო თემა გაიხსნა - უცხოეთში ქართველების ქართველებთან შეხვედრის ისტორიები. გახსნის დღიდან თვალს ვადევნებდი. უამრავი ისტორია დაგროვდა - ზოგი ისეთი, თბილად რომ მეღიმება :) ზოგზე - ამელის მსგავსად რომ ვიღვრები :*) ისტორიების ნახევარი კი, უბრალოდ მაიძულებს, რომ შემრცხვეს ხოლმე ჩემი ეროვნების :(
თუმცა, თავს ვიიმედებ ხოლმე - ცუდი და კარგი ყველა ერშია…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
28 ივლისი, 2008, 02:32
— წაკითხულია 1,047-ჯერ ტეგები: ახვევის დროა, ევროვიზია, იურმალა, მიხეილ სააკაშვილი, მუსიკალური კონკურსები, პრეზიდენტი, საქართველო, სლავიანსკი ბაზარი, ტელევიზია

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…
სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?
ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? - მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში - ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
21 ივლისი, 2008, 01:37
— წაკითხულია 1,985-ჯერ ტეგები: Batman, WALL-E, X-Files, ამირანი, ახვევის დროა, კინო, პრემიერები, რუსთაველი, საქართველო, შონზო Inc.

რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?
მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.
ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს - არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული