იყიდება ხმა!

იყიდება ხმა!

მოგესალმებით ჩვენს ტელემაღაზიაში და კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
დღეს მინდა განსხვავებული პროდუქტი შემოგთავაზოთ — იყიდება ხმა! სულ რაღაც $9.99-ად!

იყიდება დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ანუ, ჩემი კუთვნილი ერთი ხმა. თუ თქვენ, ჩემგან განსხვავებით, ზუსტად იცით 7 კანდიდატიდან ვინ არის მხარდაჭერის ღირსი, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მისცეთ მას ხმა, ჩემი ხმის გამოყენებით! ეს ჩემთვის პირველი არჩევნებია, შესაბამისად, ხმა სრულიად ახალია და დღემდე არასოდეს მიცემულა.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (25)


ეს სად ვცხოვრობთ…

შალვა რამიშვილი

ეჰ, რა დრო იყო… :) რადიო 105 გახსოვთ? და ეს კაცი?
ამჯერად ასხუთზე არ ვილაპარაკებ, მომავალში ვაპირებ ამ ფენომენზე უფრო ინფორმატიული პოსტის დაწერას. ახლა უბრალოდ ერთი კონკრეტული არტით შემოვიფარგლები, რომელიც ცოტა ხნის წინ არქივის თვალიერებისას ვიპოვე. ვიპოვე და მივხვდი, რომ ამ არტს დღემდე არ ჰქონდა დაკარგული აქტუალურობა. დაკარგული კი არა და, პირიქით - დღევანდელი დღისთვის ყოფილა ზედგამოჭრილი.

თან ძალიან სასაცილოა, თან - სატირალიც. არტი, რომელიც 7-8 წლის წინ შეიქმნა, დღევანდელობასაც იდეალურად ერგება. შალვა რამიშვილის ლეგენდარული ფრაზა კი არტის ბოლოში ზუსტად ისაა, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ, უკანასკნელი დღეებია გამუდმებით ვიმეორებ. მე და არამარტო მე.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (65)


ეს არის სიმართლე

lopez.jpg

ამ ახალ კატეგორიას შავთეთრი რეკლამით დავიწყებ :)

თქვენს წინაშეა არგენტინული კომპანია Savaglio/TBWA-ს რეკლამა, დამზადებული პოლიტიკური პარტია Recrear-ისთვის. მასში წარმოდგენილია საპრეზიდენტო კანდიდატის ლოპეს მერფის მიმართვა არგენტინელი ხალხისადმი.
ბოლომდე უყურეთ, ნუ შეგაშინებთ დასაწყისი ;)

მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევარია. აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკური რეკლამა! ძლიერი მესიჯის მატარებელი, ორიგინალური, ახლებური, სახეებით ნაკლებად დატვირთული, “დაჟე” მე, უცხოელსაც რომ გამაჟრიალებს ყურებისას, ისეთი. :) და არა ისეთი, ვარდებით და შადრევნებით; გაკეთებული საქმეების ყელში ამოდენით. რას გვამადლიან, რა, არ უნდა გაეკეთებინათ გზები? :D
ხოდა, რა შუაშია წვიმაში დგომა… უბრალოდ, იხილეთ კარგი რეკლამა :) ინგლისურის ნაკლებად მცოდნენი ტყუილად ნუ ნახავთ, არამგონია რამეს მიხვდეთ… თუმცა, მოისვით გვერდით ვინმე და ათარგმნინეთ, ნამდვილად ღირს!
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (14)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • ირაკლი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ლიზიკო  წერილზე —
    „ქართველები საზღვარგარეთ“
  • პაპუნა  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ჯენგო  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ანდოლინი  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
  • ყლეები ხარტ ყველასნი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1210 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 89 წერილი და 4,127 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,665 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია