ანრი ჯოხაძის „ბედნიერი ერი“

დღეს სკანდალურმა შემოქმედმა (ასე უწოდებს იგი საკუთარ თავს) ანრი ჯოხაძემ ინგა გრიგოლიას „პოლიტიკურ კვირაში“ ახალი სიმღერა და კლიპი შემოგვთავაზა.
„ბედნიერი ერი“ ილიას ლექსზე დაწერილი სიმღერაა, რომელიც ავტორმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. კლიპში ანრი თავად განასახიერებს სხვადასხვა ცნობილ სახეს და მთელი 3 წუთის მანძილზე რაღაც გაურკვეველი მესიჯის მოტანას ცდილობს მსმენელ-მაყურებლამდე :))
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც ანრი ამ სიმღერისთვის „გვამზადებს“, მაინც გაუგებარია რისი თქმა სურდა მას ამ ნაბიჯით :D ყველა ინტერვიუში იგი იმეორებს, რომ „კონკრეტულად არცერთი პოლიტიკური ძალის მხარეზე არ დგას, თუმცა მას, როგორც შემოქმედს, სრული უფლება აქვს გააჩნდეს კონკრეტული პოზიცია და ღიად აფიქსირებდეს მას.“
განვაგრძოთ კითხვა →









