Pomegranate Phone და high-tech თემები კურიერში

„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.

2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/

ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ.
თუმცა, თუ დააპირებთ გაიგოთ, როდის გამოდის ეს ტელეფონი, თქვენ გადამისამართდებით ახალი შოტლანდიის ტურისტულ საიტზე, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ:
„შესაძლოა არც ისე შორსაა დრო, როცა მართლაც გექნებათ ტელეფონი ყველა სასურველი ფუნქციით. მაგრამ ის ადგილი, სადაც ერთადაა თავმოყრილი ყველაფერი, რაც გსურთ — დღეს უკვე არსებობს.“
:)

ახალი შოტლანდია კანადის ერთ-ერთი პროვინციაა. 2008 წელს პროვინციის მმართველობამ სარეკლამო კომპანია Bristol Group-თან ერთად შეიმუშავა სარეკლამო კამპანია Come to Life. მისი მიზანი ამ რეგიონის პოპულარობის გაზრდა და კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა იყო. ფიქტიური Pomegranate Phone და მისი საიტი კი სწორედ ამ შესანიშნავი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა :) რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია, რაც უამრავ მომხმარებელს ამისამართებს ახალი შოტლანდიის ოფიციალურ საიტზე :)

ეს ისტორია ვირუსულ მარკეტინგში ინტერნეტის ძალის გამოყენების კლასიკური მაგალითია. „ბროწეულფონის“ საიტის გამოჩენის შემდეგ მთელ ინტერნეტში ატყდა „ხმაური“. ბევრი საიტს არც მიუყვა ბოლომდე და მართლაც დაიჯერა ამ ტელეფონის არსებობა :)) მომხმარებლების უმეტესობა კი სწორად ჩაწვდა საქმის არსს და საკუთარი მეგობრების, თანაფორუმელების, თანა-facebook-ელების, თანა-twitter-ელების და თანამშრომლების გაშაყირება დაიწყეს. :) საბოლოოდ კი, საიტს მილიონ-ასი-ათასი ადამიანი ეწვია, მსოფლიოს 201 ქვეყნიდან. კამპანიის რეალური შედეგის ამსახველ რამე სტატისტიკას ვერ მივაგენი, მაგრამ მემგონი ცხადზე ცხადია, რომ ვინც ამ საიტს ესტუმრა, თუ მეორე დღესვე კანადაში არ გაემგზავრა, ის მაინც დაამახსოვრდა დიდი ხნით, თუ სად არის ახალი შოტლანდია :))

მაგრამ რა შუაშია აქ კურიერი?
იმ შუაშია, რომ კურიერმა ამ ისტორიის შესახებ ერთი წლის დაგვიანებით შეიტყო და დღევანდელ 9 საათიან გამოშვებაში სიუჟეტი მოგვიმზადა. ბოლო ბლოკის ანონსში გაგვაფრთხილეს, რომ რეკლამის შემდეგ სიუჟეტს იხილავთ რევოლუციური „ბროწეულის ტელეფონის“ შესახებ, რომელიც ყავას ადუღებს და წვერსაც კი პარსავსო :)) ამის გაგონებაზე, სასწრაფოდ მოვამზადე ჩემი tv-ტუნერი და პოპკორნმომარჯვებული დაველოდე სეირს :D

მაგრამ „იმედი გამიცრუვდა“ :D სიუჟეტის დაწყებამდე დიკო ჯოჯუამ შეგვამზადა, ეს ყველაფერი სარეკლამო ტრიუკია, რომელიც „ნოვა სკოტიის“ ხელმძღვანელობამ შეიმუშავაო. თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ სიუჟეტი სრული სერიოზულობით მომზადდა რევოლუციური ტელეფონის შესახებ :)) ეს შესავალი ტექსტი კი ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა, მას მერე, რაც რომელიმე თანამშრომელი ყვირილით შევარდა სტუდიაში, ხომ არ გაგიჟდით, ხუმრობაა ეს ყველაფერიო :))
ამ ეჭვს ის გარემოებაც მიმყარებს, რომ თავად სიუჟეტი სერიოზული ტონით იყო მომზადებული და მასში საერთოდ არ იყო ნახსენები არც სარეკლამო ტრიუკი და არც ახალი შოტლანდია. თანაც, ავტორმა მაია ლომიძემ ბოლოს გამოგვიცხადა, „ბროწეულის ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის, მხოლოდ რამდენიმე სატესტო ვერსია არსებობსო“ :)) მოკლედ, ნახეთ ამ აბზაცის თავზე სიუჟეტი და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დაახლოებით მსგავსი რამ მეც კინაღამ დამემართა :)) ისტორია ასეთია:
2 წლის წინ ტელეიმედის ვებ-განყოფილებაში ვმუშაობდი დეველოპერად. პარალელურად, აწ-გარდაცვლილ ნიუს-პორტალზე imedinews.ge ჰაი-ტექ განყოფილების სიახლეებით მომარაგებაც მევალებოდა.

ჰოოდა, პირველი აპრილის დილით, საშინელ ნაბახუსევზე, გასიებული თავით მივედი სამსახურში. მოვერგე კომპიუტერს და ტრადიციისამებრ, პირველ რიგში ჩემი ჯიმეილი გავხსენი. ჯიმეილმაც, გუგლის ტრადიციული საპირველაპრილო ხუმრობა შემომთავაზა — Gmail Paper :)) გეხსომებათ ალბათ, ფიქტიური სერვისი, რომელიც თქვენს ელფოსტას სახლში, ამობეჭდილს მოგართმევდათ, თუ სასურველ წერილებს ინბოქსში სპეციალური ღილაკით აღნიშნავდით :)) აი ეს გვერდიც გუგლის არქივიდან.

მე კი, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ მახსოვდა არც საღი აზრი და არც აპრილის რა რიცხვი იყო. ავდექი და პორტალზე ჩემი ჭკუით სიახლე გამოვაქვეყნე, გუგლის ამ ახალი სერვისის შესახებ :)) ხუმრობის არსს კი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ჩავწვდი, slashdot-ზე შესვლისას :D მომენტალურად შევცვალე სტატია, ბოლოში დავუმატე, რომ „რათქმაუნდა ეს ხუმრობაა“-მეთქი და გუგლის წინა წლების საპირველაპრილო ხუმრობების მიმოხილვით დავასრულე :D მინიმუმ 45 წუთის მანძილზე კი ქვეყნის ნიუსების ერთ-ერთი მთავარი ინტერნეტ-წყარო, NewsCorp-ის მფლობელობაში მყოფი ტელე-რადიო კორპორაცია „იმედის“ ახალი ამბების პორტალი IMEDINEWS.GE სამ ენაზე იუწყებოდა, გუგლმა ელფოსტის ამობეჭდილი სახით, სახლში მიტანის სერვისი აამუშავაო :))
კიდევ კარგი, მწვანეთა რომელიმე აქტივისტმა ვერ მოასწრო წაკითხვა, თორემ დახარჯული ქაღალდის მოჭრილ ხეებში გადაანგარიშებისას, ნამდვილად გულის შეტევას მიიღებდა :))

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემნაირ geek-ს თუ დაემართა მსგავსი შეცდომა, რიგით ჟურნალისტებს ნამდვილად უნდა ვაპატიოთ :)) მედიასაშუალებების მიერ საპირველაპრილო ხუმრობების სერიოზულ ამბად გავრცელების ფაქტები კი უამრავია მსოფლიოში და ეს კიდევ ცალკე პოსტის თემაა. მაგრამ კურიერში (და ზოგადად, ქართულ მედიაში) ზედმეტად ხშირადაა ხოლმე არაპროფესიონალურად მომზადებული სიუჟეტები high-tech თემებზე, ტერმინების სასაცილო ფორმებში გამოყენებით, რაც საბოლოო ჯამში რიგითი მაყურებლისთვის მთლიანად ამახინჯებს შინაარსს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ კურიერმა რომ Skype აღმოაჩინა, გავიდა სიუჟეტი, სადაც გაურკვევლად იყო ახსნილი VoIP-ზარები რას ნიშნავდა და მაყურებელთა უმრავლესობამ გაიგო, თითქოს სკაიპით უფასოდ იყო შესაძლებელი საზღვარგარეთის ტელეფონებზე დარეკვა. :)) ამ მომენტიდან მომავალი თვეების მანძილზე კი, კომპანიების IT-თანამშრომლებს და საახლობლოში „კომპიუტერის მცოდნედ“ ცნობილ ადამიანებს ტვინი გვქონდა გაბურღილი ნაცნობების კითხვებით — მასწავლე როგორ დავრეკო სკაიპით უცხოეთში უფასოდო! :))

ასე და ამგვარად, კურიერელებმა მსგავსი „მტკივნეული“ მომენტები რომ თავიდან აგვაცილონ და geek-ების დაცინვას გადაურჩნენ, საკმარისია მომზადებული სიუჟეტი ან მისი სცენარი რუსთავი2-ის მართლაც ძალიან ძლიერი ტექნიკური ჯგუფის (მოკითხვა და რესპექტი ნაცნობებს ;) რომელიმე თანამშრომელს გააცნონ ხოლმე. სანამ მორიგი სიუჟეტი არ გასულა კურიერში, Nokia 888-ის საცდელი მოდელის გამოსვლის შესახებ :)) დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ამ სფეროში გარკვეული მარტივად მისცემს ჟურნალისტს რჩევებს და გაასწორებინებს არსებულ შეცდომებს. :)

მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ testlab-რეპორტაჟს Pomegranate Phone-ის შესახებ, მაია ლომიძისგან :))

P.S. გირჩევთ გადახედოთ იგივე თემას ნიკო ნერგაძის superb ბლოგზეც :)

20 კომენტარი

  1. სულაც არ მინდა ეს ტელეფონი
    ვოტ!

  2. ჰომა says:

    უნდა გამეგდე რააააააააააა! =))

  3. მდა says:

    შევეცი ასეთ მობილს ბარემ ჩემს მაგივრად იხმაროს ქალი და ეგაა რა ….

  4. უხ ) I’m so happy რომ დაბრუნდი ბლოგოსფეროში ^^

    ხო, მართლა არ გინდა ბლოგში რამე ვიდჯეტი ჩასვა, რამე ფეისბუქური Like-ს მაგვარი? ))

    ცოტა ოფფტოპიკ კომენტარი კი გამომივიდა )

  5. Andy says:

    ეს მაიას ეპატიება , მაგრამ რაც კანის ფესტივალზე მან იბლუდუნა ის არავითარ შემთხვევაში.

  6. piccolina says:

    ომგ
    ისეთ საშინელებებს ამბობენ, რომ ასეთი ამბები მოსატანიც არ არის )))
    პლიუს ძაან პრიკოლია რამე ლაითი თემის ძიებისას ისეთ ტუპოი მასალას რომ ამზადებენ როგორიცაა, მაგალითად სკაიპის ამბავი აქ
    ათასი ლაითი თემაა განსახილველი და მაინცდამაინც იმას ეცემიან, რომლისა გაშვებაც ზედმეტია )))

  7. Samurai says:

    ლოოლ :) არა, აშკარად არ ქონდა ბოლომდე ნანახი.. ”მხოლოდ რამდენიმე სატესტო ვერსია არსებობს” :)) დაეგუგლა მაინც. იქნებ გამოვიდა უკვე და ფასებიც ყოფილიყო.. ბოლო ბოლო შარშანდელი რეკლამაა :)))

  8. ნინი says:

    amas raga komentari unda, magram mainc, me upretenzio qartveli moqalaqe mivxvdi,rom shayiri iyo da amxela filarmonia (rogorc ityvian xolm)televizia rogor ver mixvda?rac sheexeba statias meored vkitxulob axla. zalian momewona.

  9. თაზო says:

    კურიერი არ ხუმრობს :) . მე ნიკოს ბლოგზე განივითარებულ დისკუსიაზე უფრო მაგრად ვიხალისე. ამის შემდეგ, რ2-ის ასეთი “ლუზერობები” არ უნდა გაგიკვირდეს.

  10. ელენე says:

    ეს კაიი იყო ბოლოში

    “”"”P.S. გირჩევთ გადახედოთ იგივე თემას ნიკო ნერგაძის superb ბლოგზეც :) “”"”

    ნიკო ნერგაძეს სტატია ვნახე და იმსაც ბიოლოAში ქონდა მიწერილი “როკოს” სტატი ნახეთ და დაუფასეთო ..

    მოკლედ, “ჯვარედინი დამტვერვა მიდის”…

    კიდევ ერთი – ეს უკვე როკოს:

    “პ.ს.” იწერება ხოლმე ხელმოწერის (!) შემდეგ.
    ამიტომ, თი “პ.ს.” – წერ, იქამდე, სტატიიის ბოლოს “ხელმოწერა” (‘სკტიპტუმ” (ან საიტის შემთხვევასი ხელმოწერა უნდა იყოს).
    თუ გაითვალისწინებ – კაია თუ არა, არც მაგით დაინგრევა საქართველო (რომელიც “გრუზია”).

    ე.

  11. რიაბლო says:

    GMail Paper-ზე ერთი გენიალური კომენტარი იდო, ქალი ამბობდა – ონლაინ გმაილი კარგია, 1 წერილზე თუ გინდა რამოდენიმე ტეგს მიაბამო. დაბეჭდილ წერილს კი ვერაფერს მოუხერხებ – ვცადე ორ სხვადასხვა საქაღალდეში ჩადება და არაფრით არ წავიდაო. :D

  12. miramax says:

    რაღაც დაუჯერებელია.
    ყავაც კი მოხარშა ბლა!O_o

  13. სასაცილოა :D მე მაშინ შესავალი სიტყვა ვერ ვნახე და დღემდე დარწმუნებული ვიყავი რომ მთლეი სიუჟეტი სრული სერიოზულობით გაუშვეს. კიდევ კარგი, გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე მაინც თუ გაიგეს, რომ უბრალოდ რეკლამაა :)))

  14. თათა says:

    ძალიან მაგარია

  15. ბაჩო says:

    მაგარია

  16. ამ ბლოგს ფეიცბუკის შეარები და ლაიკები რათ არ აქვს? :D DDD

  17. ძესრსკობაააააააააააა

კომენტარის დამატება