I miss you…

ამ ბლოგზე პირადულს არასოდეს არაფერს ვწერ ხოლმე… ვცდილობ, არ იყოს მოსაწყენი აქაურობა, გადატენილი ჩემი ცხოვრების ყოველდღიური დეტალებით. ასეთი ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას ფეისბუკის სტატუსები ითავსებს მშვენივრად. აქ კი, „მუზის“ არ-ქონის გამო პერიოდულად to-do list-ების ჩამოწერას მირჩევნია ორ თვეში ერთხელ დავწერო ხოლმე რამე აზრიანი…

მაგრამ…
მაგრამ ვეღარ ვითმენ. ამომასხა. და აქაც უნდა ვთქვა ეს!..

მიყვარს და მენატრება! საშინლად მენატრება!

თითქოს არაფერი… ვცდილობ, რომ არ შემეტყოს.
მხიარული და ბედნიერი ვარ 24/7.

ვიძახი, საერთოდ არ მადარდებს. აღარც კი მახსენდება-მეთქი.

ნეტავ, მართლა ასე იყოს. შინაგანად მკვდარი ვარ.

რამდენი თვეა უკვე არ მინახავს…
არ შევხებივარ…
არ მიგრძვნია მისი სითბო ტუჩებზე…

როგორ არ მადარდებს! და როგორ არ მახსენდება!

თავიდანვე, ნელნელა ვგრძნობდი, როგორ ვეჩვეოდი.
როგორ ხდებოდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
და, საკუთარი თავის მიკვირდა. არასოდეს ვყოფილვარ ასე დამოკიდებული.
თუმცა, მაინც ბედნიერი ვიყავი. ყველაზე ბედნიერი.
უკვე მიზანი მქონდა არსებობის. აზრი ქონდა ყოველ დღეს და წუთს…

ახლა კი, შავ-თეთრად ვხედავ ყველაფერს. ყოველი დღე ერთფეროვანი და გულისამრევია.
მხოლოდ სხვა ვინმეს ხელში თუ მოვკრავ ხოლმე ხანდახან შურიან თვალს…
ან, ძველ ფოტოებში…

არანორმალურად მენატრება.
მენატრება ჩაძინებამდე და გაღვიძებისას.
მენატრება ტაქსში ჯდომისას და შხაპის მიღებისას.
მენატრება ლანჩის მირთმევისას და სიგარეტის მოწევისას.
მენატრება ლიფტის ლოდინისას და ქუჩაში ბოდიალისას.
მენატრება სულ. ყველგან. 24/7.

პირველად ალბათ ბავშვი ვიყავი, ტელევიზორში რომ ვნახე…
ბოლო რამდენიმე წელიწადი კი, მის გარეშე დღე არ გადიოდა…

არ ვიცი როდემდე გავძლებ ასე. არ ვიცი, სამუდამოა თუ არა ეს ყველაფერი.
კიდევ რამდენი? 6 თვე? 1 წელიწადი? მთელი ცხოვრება?
აქვს კი მნიშვნელობა დროს? როდესაც ვიცი, რომ ახლა ის ჩემს გვერდით ვერ იქნება!

ვბოდავ უკვე. არეულად ვწერ. თითები მებლანდება.
ან ამის წერას რა აზრი აქვს? ათჯერ წავშალე და გადავაადგილე აბზაცები…

ისღა დამრჩენია, გავიკეთო ვარდისფერი სათვალეები და დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ სულ ცოტაც, სუუულ ცოტაც…

სულ რაღაც 15-20 კილოგრამიც და…

მე ისევ მივალ რუსთაველზე! ან, მარჯანიშვილზე! თუნდაც სპორტის სასახლესთან!
მე ისევ შევძლებ მის ჩაკბეჩას!
ისევ გაადენს კრატუნს მჟავე კიტრი!
ისევ ძველებურად გადმოიღვრება კეტჩუპი კიდეებიდან!
და ისევ ისე შეებჟნება მდნარი ყველი კბილებს!..

მითხარით, რომ მალე მოვა ეს ნანატრი წამი!

Wait for me, Double Cheeseburger! <3
I'm on my way!!!

62 კომენტარი

  1. 24 ივლისი, 2009, 01:32

    აღასპერი ამბობს:

    =(

  2. 24 ივლისი, 2009, 01:33

    აღასპერი ამბობს:

    რა კოშმარია, მე რომ ქათამს ვერ ვჭამდე :((((((((

  3. 24 ივლისი, 2009, 01:38

    მარიამი ამბობს:

    მე ორი ერტმაგი მირცჰევნია ერტ ორმაგს :D :P

  4. 24 ივლისი, 2009, 01:48

    piccolina ამბობს:

    მმმმ
    როოოოკო
    არადა თავიდან დარწმუნებული ვიყავი, სიგარეტზე წერსთქო ))) აი ვისაც რა ადარდებს იმაზე ფიქრობს

    როოოკ, დრო რომ მოვა ერთად წავიდეთ, კარგი? :*

  5. 24 ივლისი, 2009, 01:48

    ჰომა ამბობს:

    აპლაუსე !!!!!:X

  6. 24 ივლისი, 2009, 01:50

    ბას ამბობს:

    დაბლი ასწორებს ყველაფერი!!!

    ქუოთერ ფაუნდერები მიყვარს მე :))))

  7. 24 ივლისი, 2009, 02:04

    დათო ამბობს:

    მდაა… რატომღაც მგონია რომ ეს ყველაფერი სიხარულის მარილიანი ცრემლების თანხლებით არ ჩაივლის…

  8. 24 ივლისი, 2009, 02:49

    ნეკრო ამბობს:

    ლოლ
    ბოლოს მაგრა გამისწორდა რო ვნახე რო ჩისზე იყო
    თორე მაგრა გამიტყდებოდა :D

  9. 24 ივლისი, 2009, 08:03

    ლუX ამბობს:

    :@
    დამეწვა გული

  10. 24 ივლისი, 2009, 08:42

    დელფი ამბობს:

    ეჰ, კარგი რა როკო!
    ამ დილაადრიან ასეთი გულისშემძვრელი ამბები იქნებოდა?

    :)))

    ისე, რომ დადგები სასურველ წონაზე და მერე თუ ისევ მაგ ბუტერბროტების ჭამას დაიწყებ, ხომ დაიბრუნებ უკან ძველ წონას? ;) ასე არ არის?

  11. 24 ივლისი, 2009, 10:10

    ხატია ამბობს:

    უი ვერ ვიტან ბურგერებია თუ რაღაც უბედურება :) პიცა ან ხაჭაპური ;)

  12. 24 ივლისი, 2009, 11:54

    ალექსანდრე ბეჟანიდზე ამბობს:

    ბოლომდე წაიკითხე

  13. 24 ივლისი, 2009, 14:20

    ნატა ამბობს:

    საშინელი ნაწერია, გულისამაჩუყებელი და არაფრისმაქნისი.

  14. 24 ივლისი, 2009, 15:35

    კანარიო ამბობს:

    ვაიმეეეე…. რა მადისაღმძვრელად გამოიყურებით, ქალბატონო ჰამბურგეროო! :)))

  15. 24 ივლისი, 2009, 16:43

    David ამბობს:

    კიდევ კარგი ჩემს ნოუტს სკროლი არა აქ და ბოლომდე არ ჩამისქროლია დასაწყისშივე. :))))

    დროა ცოტა უფრო სხვა “მის U” ობიექტი გაიჩინო :) აღარც დაბლჩიზი გაგახსენდება და აღარც კილოგრამები :)

    დიმიჯერე :)

  16. 24 ივლისი, 2009, 20:56

    OTO ამბობს:

    მე ბოლოდან დავიწყე კითხვა : D

  17. 26 ივლისი, 2009, 14:33

    ნინი ამბობს:

    აუუუუ, აღფთოვანებული ვარ:))))))))))))
    თავიდან მართლა ტირილი დავიწყე და ბოლოოოს იმდენი ვიცინე სკამიდან გადავარდიიი :D :D

  18. 27 ივლისი, 2009, 15:07

    დოდკა ამბობს:

    მეც 2 ერთმაგი მირჩევნია. ორმაგი ერთხელ ვჭამე და მივხვდი, რომ ტყუილად ვუღალატე ერთმაგს.

  19. 28 ივლისი, 2009, 16:53

    A_I ამბობს:

    ეროვნულობას გვართმევენ. ძირს ჰამბურგერი.

    :D

  20. 29 ივლისი, 2009, 02:33

    Landish ამბობს:

    ოხ, ეს დიეტა არა.. ? :user:

  21. 29 ივლისი, 2009, 15:50

    Andy Warhol ამბობს:

    აეეეეეე ….საერთოდ არ მიყვარს ბლოგებზე ვიღაცის ისტორიების მოსმენა , ან როგორ ხასიათზე გაიღვიძა და რა მუსიკას უსმენს წვიმიან ამინდში. მაგრამ ამჯერად ძაან ახლოს მივიტანე გულთან : ეგრევე გადავერთე შეყვარეუბულზე , წავიდა მისი ცხოვრებიდან და გულის ნადებს გვიმხელს ! :D მმმმაგარი იყო !

    არ უღალატო იცოდე ბლოგის ჟანრს / ჟიზნენნი + შავი კომედია ! :D

  22. 31 ივლისი, 2009, 14:43

    zurriuss ამბობს:

    უი დედა!… გადამიცივდა გული :D :D :D მეგონა, რაიმე უფრო ტრაგიკული გჭირდა :D :D :D
    მე რამდენიმე წელიწადი შემწვარ კარტოფილს არ ვჭამდი :)

  23. 3 აგვისტო, 2009, 02:29

    ანი ამბობს:

    ტავიდან კინაგამ ვიტირეეე :D:D:D

  24. 3 აგვისტო, 2009, 20:39

    Samurai ამბობს:

    მომიკვდა გული! შენ რა გითხარი :D
    არადა როგორ მიხაროდა.. ასე შეყვარებული ადამიანი თქო და.. უf რაა

  25. 4 აგვისტო, 2009, 18:06

    ბაღა ამბობს:

    აააააააააააააააააა :D :D :D

    ბოლოში რო ჩავედი გულზე მომეშვა :D

  26. 7 აგვისტო, 2009, 13:41

    რეზიკო ამბობს:

    საღოოოლ მაგარი ხარ ძაააან

  27. 8 აგვისტო, 2009, 06:12

    Sweet Baby Girl ამბობს:

    :(

    1 თვე იქნება მეც პირი არ დამიკარებია…

  28. 10 აგვისტო, 2009, 22:47

    Maggot ამბობს:

    რა არი, მაკდონალდსი დახურეს?!

  29. 11 აგვისტო, 2009, 11:48

    ვასასი ამბობს:

    მაგარი იყო ძალიან…

    :D :D :D :D

    ვიხალისე.. :)

  30. 12 აგვისტო, 2009, 14:31

    რამზესა ამბობს:

    ამას ნამდვილად არ ველოდი :D

  31. 12 აგვისტო, 2009, 18:37

    Nikoloz ამბობს:

    იასნი იყო ეგრევე ჩანაფიქრი ძაან გადაამეტე თავში :D

  32. 12 აგვისტო, 2009, 19:06

    ნინო ამბობს:

    ცოტაც და ამეტირებოდა :D :D :დ

  33. 21 აგვისტო, 2009, 23:16

    ომაჰა ამბობს:

    :D:D:D:D ხო რაღაც ამდაგვარს ველოდი :D

  34. 24 აგვისტო, 2009, 23:00

    Sophie Golden ამბობს:

    ბლახ!
    კარგი რა!
    ბოლოს ჯერ კიდევ ბალღობაში ვიყავი MCD-ში, პირველად რომ გახსნეს თბილისში და ხალხს დორბლი მოსდიოდა, I hate fast foods! Kosher რამეები რომ ჰქონდეთ, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ… ახლა მე გადავედი ოცნებებში, ხო იცი, bugger off, S!

  35. 27 აგვისტო, 2009, 19:50

    scorpion ამბობს:

    ამდენი ხანი მაგიტომ იწვალე :D

  36. 28 აგვისტო, 2009, 01:48

    თაზო ამბობს:

    მაკდონალდსში ერთხელ შევედი ჩემი ნებით, მეორედ მეგობრის ხათრით, მესამედ კი, სურვილი არ გამჩენია. ფინალი მომეწონა. აუ, მეც ეგრე ვიყავი ზუსტად 7 თვე. 25 კგ რომ დავიკელი, მეგონა სამყაროზე გავიმარჯვე. სასწორიდან ჩამოსულმა კაფეში შევიარე და ჩემი საყვარელი პიცა შევსანსლე. იმწუთას ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. მას შემდეგ გავიდა კიდევ ერთი წელი და დაწყევლილი 25 ისევ დამიბრუნდა :))))

  37. 28 აგვისტო, 2009, 23:58

    კუდა ამბობს:

    ჩემი საწყალი ბიჭი >:D<

  38. 31 აგვისტო, 2009, 00:59

    DEVI ამბობს:

    რეკლამის მამა ხარ როკოოო :)) ძალიან მომწონს შენი ბლოგი და წარმატებებს გისურვებ!

    I’m Love It :))) Mc DEVI

  39. 6 სექტემბერი, 2009, 21:28

    ქეთ_ევა_ნი ამბობს:

    აუ როკო.. აი გამაბითურე :) გაოცებული და გადიდებული თვალებით ვკითხულობდი..მიკვირდა, რომ შენ ასე..ყურებამდე შეყვარებული იყავი..ერთი მომენტი გავიფიქრე კიდეც, ნეტა ასე ვინმეს შევუყვარდეთქო :D :D :D და როგორ დაამთავრე.. რა არის ახლა ეს ;)))

  40. 10 სექტემბერი, 2009, 15:56

    აირინი ამბობს:

    როკო ჩისბურგერი კარგია მაგრამ ბლოგი როდის უნდა განაახლო?
    დავიზეპირე უკვე ეს თემები…

  41. 10 სექტემბერი, 2009, 17:03

    AნდრონიX ამბობს:

    ნუ იდარდებ, მონატრება არაფერს გიშველის ;)

  42. 20 სექტემბერი, 2009, 23:49

    გვინეეე ამბობს:

    აუ ზაან მაგარია გაიხარე როქკო მაგარი ბლოგია ერთადერთი ბლოგია რომელიც მომწონს ;)

  43. 26 სექტემბერი, 2009, 15:40

    miramax ამბობს:

    ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი.
    კი ვიფიქრე კაიფობს თქო, მარა ისე წერდი ეჭვიც კი შემეპარა ჩემ დაეჭვებაში :D
    მოკლედ ფინალმა დაგლიჯა! :UP:

  44. 3 ოქტომბერი, 2009, 13:29

    trancoid ამბობს:

    აუ გული დამეწვა და ამ დილაადრიან ამ ბოლო სურათის ნახვამ საერთოდ მომკლა :S
    რესპ კარგი ნაწერია.
    მალე დაგეგდოს დარჩენილი კილოგრამები

  45. 3 ოქტომბერი, 2009, 18:40

    ლიზიკო ამბობს:

    ბოლომდე, რომ არ წამეკითხა ვიტყოდი შეუდარებელია იმ ადამიანის ნააზრევი ვისაც ეს ნაცერი ეკუთვნისთქო… მე ამ ყველაფერს ორ ნაწილად დავყოფდი პირველი რომელიც მომეწონა და მეორე რომელიც არ მომეწონა ( ალბათ იმიტომ,რომ ასეთი შესავლის შემდეგ რამე უჩვეულო დასასრულს მოველოდი)

  46. 7 ოქტომბერი, 2009, 21:30

    კუსკუსელა ამბობს:

    ძაან მაგარი ფინალი იყოოო მაგრად ვიხალისე :D:D:D:D:D

  47. 9 ოქტომბერი, 2009, 20:14

    ქვატა ამბობს:

    :|:|:|:\:|:|:|:|: |: |: \

  48. 12 ოქტომბერი, 2009, 18:48

    გიო ამბობს:

    თავიდან მეგონა რო შაბლონი იყო (რაც ამ საიტზე არასდროს შემხვედრია) მაგრამ ბოლო :D:D

  49. 18 ოქტომბერი, 2009, 22:17

    Spieler ამბობს:

    ვიცოდი, რომ რაღაც აგდაგვარზე წერდი და მთელი პოსტის განმავლობაში დორბლი მდიოდა…

    აი მისს ორმაგი ჩიზბურგერი, თუ… :(

  50. 24 ოქტომბერი, 2009, 13:31

    სალო ამბობს:

    გული დამეწვა… მე გუშინ ვჭამეეე… გასკდი გულზე…

  51. 25 ოქტომბერი, 2009, 01:13

    Dეა ამბობს:

    მე როკოს ახალი წერილები მომენატრა…. აი მენატრება აი… :|

  52. 26 ოქტომბერი, 2009, 05:10

    უცნობი ამბობს:

    რა გულწრფელი პოსტია..
    არ გავიდა დრო??

  53. 20 ნოემბერი, 2009, 01:49

    ნიკა ამბობს:

    აუ გული ცუდად გამიხდა მეთქი რა ხდება :D

  54. 28 ნოემბერი, 2009, 18:12

    ბაო გაველური. ამბობს:

    ისედაც მშიოდა : შ
    იგივე დამოკიდებულება მაქვს ჰოთ დოგთან და ატმის იოგურტთან, გადავყვები, რომ ამიკრძალონ : შ

  55. 13 დეკემბერი, 2009, 22:43

    ტუსკა ამბობს:

    ვაიმე რამის ვიტირე და გული ამომივარდა… უფფ შენ რა გითხარი რა.. =D =D

  56. 23 დეკემბერი, 2009, 23:04

    ან1 ამბობს:

    ფუ რა დებილობაა, ეგრევე ეტყობოდა ბოლოსკენ რო ბაძდებოდა, თავიდან კი კარგი იყო დამგრუზა. ჰამბურგერი არ აფეხები

  57. 23 დეკემბერი, 2009, 23:07

    ან1 ამბობს:

    და “შეებჟენება” ვერ გავიგე. დაბჟენა ვიცი რა არის, კბილის დაპლომბვა, მარა რა კავშირშია ფუუ

  58. 28 დეკემბერი, 2009, 22:53

    ის გილმორი ამბობს:

    ორმაგი ჩისბურგერი შემიყვარდა (())))))

  59. 20 იანვარი, 2010, 16:55

    მარიკოოოოო ამბობს:

    ისე არ გეწყინოს მარა როკო ჩემ პეკინესს ქვიაა! ისე რაც შეეხება მონატრებას ნაღდად არ მეგონა ბიგმაკი ტუ გენატრებოდა! :) :D

  60. 26 იანვარი, 2010, 17:24

    თაა ამბობს:

    ოოოოოოოოოოოხ
    ბოროტოოოოოოოოოოოოო

    რა საშინლად მიმინდა ჩიზბურგერიიიიიიიიი
    ან ბიგმაკიიიიიიიიიი
    ნერა საერთოდ არ შემოვსულიყავი :(

  61. 28 იანვარი, 2010, 22:24

    jellyboss ამბობს:

    ooooo,,,, sooooo sweeeeeeeeeettttttttt

    mmmmmmmmmmm

  62. 1 თებერვალი, 2010, 23:36

    დათოჯეკი ამბობს:

    კაი იყო როკო = )) თავიდან ზოგი რაღაც წუთი გამახსენდა ცხოვრებიდან ნუ და იმოქმედა ჩემზე და ბოლოს მაგრად გამეცინა = )) საინტერესოდ გამოგივიდა :P

    მოკითხვა მეგობარი ფორუმიდან :D

ამ წერილის კომენტარების RSS-არხი ტრეკბეკის მისამართი

თქვენ რას იტყვით?

მონიშნულის ციტირება

ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • დათო  წერილზე —
    „აფხაზეთი რუსულ ობიექტივში“
  • Quick  წერილზე —
    „გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე“
  • Sweet  წერილზე —
    „გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე“
  • 138-ე ცოდვა – ისტერიკა  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • ტორტი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • თაკო  წერილზე —
    „რეკლამა: ფაქტები, ქვეყნები, საუკუნეები (ნაწ. II)“
  • თათა  წერილზე —
    „Pomegranate Phone და high-tech თემები კურიერში“
  • Rocko  წერილზე —
    „გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე“
  • ლანა  წერილზე —
    „გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე“
  • სალომე  წერილზე —
    „გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 998 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 84 წერილი და 3,777 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,346 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
goodwill

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია