დღეში ერთი ბუშტი

ძალიან მიყვარს ჩვეულებრივი ნივთების კონცეფციაში ახლებურ გადაწყვეტილებებს რომ იგონებენ ხოლმე. დღესაც ერთ-ერთი მსგავსი ნივთი ვიპოვე ნეტში – ბუშტულებიანი კალენდარი <3

ბევრი „ნოვატორული“ კალენდარი მინახავს :D ათასნაირი ფორმების, ფერების, შინაარსის... „ანაბეჭდის“ წლევანდელი კალენდარიც მაქვს ნანახი, ჯააან არტ- და შხვანაირობაზე რომ აქვს პრეტენზია :D
თუმცა „იუზაბილითის“ თვალსაზრისით კლასიკურ ვარიანტს არცერთი არ ჯობდა.
Bubble Calendar კი გენიალური რამეა! :) ყოველი დღე საკმაოდ დიდი ზომის გასაკრავ კალენდარზე თითო ბუშტულითაა აღნიშნული. აი ისეთით, ელექტროტექნიკა რომ არის შეფუთული და მათი დახეთქვა რომ კაცობრიობის 90%-ის ჰობია :D ეს კალენდარიც მსგავს პრინციპზეა აგებული. :)

მაგარი რამეა, როცა მთელი დღე ელოდები მეორე დილის დადგომას, რომ კიდევ ერთი ბუშტის გახეთქვის უფლება მოიპოვო! :) ან კიდევ, როგორი სიხარულით წახვალ დილით სამსახურში, როცა იცი, რომ იქ გასახეთქი ბუშტულა დაგხვდება >:D<

თუმცა, მთავარია ნერვებმა არ გიმტყუნოს და მთელი კვირა, თვე ან წელიწადი არ შემოგეხეთქოს ერთბაშად :D ნამდვილად გამიჭირდება ამ ცდუნების გაძლება :-S
მოკლედ, ძალიან მაგარია :D როგორც კი ჩამერიცხება ხელფასი, ვუკვეთავ :)

შეკვეთა ოფიციალური საიტიდან შეგიძლიათ: http://www.bubblecalendar.com/
ცოტა ძვირი კი ღირს ისე… :-S

P.S. ისე, „იუზაბილითის“ ამბავში ეს კალენდარიც ვერ ბრწყინავს, რადგან შორიდან არ იქნება ადვილი დღევანდელი დღის რიცხვის გარჩევა. თუმცა, დილით, გახეთქვისგან მიღებული სიამოვნების შემდეგ, არამგონია დაგავიწყდეს რა რიცხვი ემსხვერპლა ცერა თითს :D

9 კომენტარი

  1. nikala1 says:

    mec vnaxe dges eg da momewona;)
    ————————————-
    nikala1.log.ge

  2. ბუშტუკებიანი პარკი კაცობრიობის ერთ-ერთი უგენიალურესი მიგნებაა, მნიშვნელობით ისეთების ტოლფასი, როგორიც მაგალითად არის ბორბალი :D (იმ ოთხმოცდაათ პროცენტში მიგულე :D )
    კალენდრის კი რა გითხრა, ჩემთვის ეგ არ გამოდგება იქიდან გამომდინარე, რომ მაინც შემომეხეთქება :D

  3. იდეა მაგარია, მაგრამ არაპრაქტიკული და “არაიუზაბელური” :დ

    სუვენირად უნდა გქონდეს რა.

    და მერე, იმ 90%-იდან არავინ არ კმაყოფილდება ერთი ბუშტის გახეთქვიტ :D

    დაილოცოს სტარიი დობრიი კუბიკებიანი კალენდარი

  4. გივი says:

    ძალიან კარგია :)

  5. ჰომა says:

    ძაან მაგარია!!!დავსკლიცავდი ერთი წლისას:D

  6. azax says:

    მაგარი უაზრობაა და ეგეთ რაღაცეებზე ფიქრი რომ დავიწყოთ ყველა რაღაც დურაკობას გამოიგონებს.

  7. თიკო says:

    აუუუ მეც მინდა :)
    მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძლებდი და მთელ წელს გავხეთქავდი <3

  8. თამთა_დოკვა says:

    აუ ეს რო სახლში დამიკიდონ და მითხრან დგეში მართო ერთი გახეთქეო ერთს შემაძაგძაგებს და გავაფრენ :| ისე ასწორებს :P

  9. მე”ჩ” მინდააააააააააააააააააა))))

კომენტარის დამატება