Are you still with us?

სიმებიანი კვარტეტი

წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო და… დროზე ახალი პოსტი! :))

ალბათ ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელიც ჩემზე შორს არის ფეხბურთისგან. არ მიყვარს, ვერ ვერკვევი და ერთი მატჩიც არ მინახავს თავიდან ბოლომდე. მაგრამ ის შთაბეჭდილება, რაც ჩემზე ჰეინეკენის ამ კამპანიამ მოახდინა, ნამდვილად დიდხანს გამყვება :)

შარშან ზაფხულში JWT-ს მილანის სააგენტომ ჰეინეკენისთვის დაიწყო კამპანია სახელად „Are you still with us?“
როგორც ცნობილია, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი რიტუალი, მეგობრებთან და ლუდთან ერთად დიდი მატჩის ყურებაა. მაგრამ, ამ რიტუალს ხშირად ემუქრება ხოლმე „საფრთხე“ — მეგობარი გოგოებისგან, უფროსობისგან, ლექტორებისგან და სხვა „ბოროტი“ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მუდამ ცუდ დროს და ცუდ ადგილზე ეჩხირებიან ხოლმე მეგობრებს :))
კამპანიის ყველა სარეკლამო რგოლიც ამ თემის გარშემო იყო. ისინი მოუწოდებდნენ ბიჭებს, კაცურად დადგომოდნენ ამ წინააღმდეგობებს და არცერთ შემთხვევაში არ მიეცათ უფლება სხვებისთვის, გაეფუჭებინათ მსგავსი სანუკვარი მომენტები. :) სარეკლამო რგოლებს ვებსაიტიც უწევდა პარტნიორობას, სადაც სხვა გასართობებთან ერთად, სპეციალური რჩევებიც იყო ჩამოწერილი, როგორ შეიძლებოდა მსგავსი სიტუაციებიდან გამოძრომა და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის წყნარად ყურება.

ჰეინეკენის ეს კამპანია კი 21 ოქტომბერს გენიალურმა ივენთმა დააგვირგვინა.
ამ დღეს ჩემიპიონთა ლიგის დიდი მატჩი იყო დაგეგმილი — მილანისა და მადრიდის რეალის შეხვედრა! მატჩი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი თვეების მანძილზე ელოდა და სიზმარშიც კი გეგმავდა საღამოს — ლუდთან, მეგობრებთან და დიდეკრანიან ტელევიზორთან ერთად :)

მაგრამ, ჰეინეკენს არ ეძინა! :D
21 ოქტომრის საღამოს დაინიშნა „პოეზიისა და კლასიკური მუსიკის საღამო სიმებიან კვარტეტთან ერთად“. მათ „დაავერბოვკეს“ 200 ადამიანი — მეგობარი გოგოები, ლექტორები და მედია-მენეჯერები და დაავალეს მათ, საკუთარი ბოიფრენდები, სტუდენტები და დაქვემდებარებული ჟურნალისტები ნებისმიერი გზით მიეყვანათ ამ კონცერტზე.

გოგოებმა ტრადიციული სვლები გამოიყენეს — „ორი ბილეთი მაჩუქა მამაჩემმა… მერე რა, რომ მატჩია? ჩემს გამო მატჩს არ გამოტოვებ?..“ :)) ლექტორებმა მოთხოვეს საკუთარ სტუდენტებს კონცერტზე დასწრება, რომლის გარეშეც ნიშანს ვერ ეღირსებოდნენ. და მედია მენეჯერებმა კი, პირდაპირ დაავალდებულეს საკუთარ ჟურნალისტებს კონცერტის პირდაპირ ეთერში გაშუქება :))

ამ ორასმა ადამიანმა საერთო ჯამში 1,136 სახეჩამომტირალი გულშემატკივრის „მითრევა“ მოახერხა კლასიკური მუსიკისა და პოეზიის საღამოზე! :))

და საღამო დაიწყო…
ამის შემდეგ რა მოხდა, შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში, რომელიც წლევანდელი Media Lions-ის გრან-პრის მთავარი პრეტენდენტია.
ან უბრალოდ გააგრძელეთ კითხვა ვიდეოს ქვევით :)

… და საღამო დაიწყო. სცენაზე სიმებიანი კვარტეტი გამოვიდა და რაღაც სონატის შესრულება დაიწყო. მათ უკან კი, დიდ ეკრანზე, ხელი და კალამი ჩანდა, რომელიც ნელ-ნელა, ქათქათა ფურცელზე, ლექსების სტროფებს წერდა…

დარბაზში კი ოფიციალური პანაშვიდი იყო. იქ მყოფი 1000-ზე მეტი გულშემატკივარი ტრაგიკული სახით შესცქეროდა სანახაობას და, ალბათ, გულში შურისძიების გეგმებს აწყობდა.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ეკრანზე კალამმა ლექსების წერა შეწყვიტა და დაწერა ფრაზა:

„რთულია ხომ ბოსისთვის უარის თქმა?..“

დარბაზი გაურკვეველმა სახეებმა მოიცვა. კალამი წერას აგრძელებდა:

„… და მეგობარი გოგოსთვის?..“
„… და, მატჩზე უარის თქმა?..“

აქ უკვე ხარხარი ატყდა. მაგრამ უმრავლესობა მაინც ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე :))

„როგორ იფიქრეთ დიდი მატჩის გამოტოვება?!“ — გააგრძელა კალამმა.
„Are you still with us?“ :)

და ამ დროს, სიმების კვარტეტმა შეწყვიტა სონატა და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის შესრულება დაიწყო! :) დარბაზში სტვენა, აპლოდისმენტები და ხარხარი არ წყდებოდა. :)

კალამმა საბოლოო ფრაზა დაწერა:

„ამ მომენტში რეალისა და მილანის შეხვედრა იწყება. მოდით, ერთად ვისიამოვნოთ მატჩით!“
„Heineken® — made to entertain“

და დიდ ეკრანზე პირდაპირი ეთერი ჩაირთო სანტიაგო ბერნაბეუდან! :)

ეს ივენთი იყო შედევრი და ალბათ, რეკლამისა და მარკეტინგის ისტორიაში შევა!
წარმომიდგენია, გულშემატკივრებზე რა ეფექტი ექნებოდა, როდესაც მე, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი შეხება არ მაქვს, ჟრუანტელმა დამიარა ყურებისას :))

და ივენთის შედეგი? — არაჩვეულებრივი :) ხაფანგში გაება 1,136 გულშემატკივარი, კონცერტიდან პირდაპირი ეთერი Sky Sport-ზე გადაიცემოდა, რომელსაც 1,5 მილიონი ტელემაყურებელი უყურებდა, საღამო ყველა მედია-საშუალებამ გააშუქა და მეორე დღის ახალ ამბებში 10-მა მილიონმა ადამიანმა იხილა სიუჟეტები, ინტერნეტში კი, ჯამში 5 მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი დაფიქსირდა ოფიციალურ საიტზე, ბლოგებზე, ფორუმებში და სოციალურ ქსელებში! :)

და მართლაც, Heineken — made to entertain! :)

55 კომენტარი

  1. Zghuladze says:

    მაგარია !

  2. სანი says:

    ვაი
    რა მაგარი იყო ))))
    impressive <3
    good job, Heineken :)

  3. Maggot says:

    მეც ჟრუანტელმა დამიარა :D

  4. Alchemist says:

    მძლავრი კამპანია იყო ნამდვილად, მაგრამ იგივე ჰეინეკენის ბოლო სარეკლამო კლიპმა მუნდიალის თემატიკაზე იმედი გამიცრუა :))

    ამ რეკლამაზეა ლაპარაკი
    http://www.youtube.com/watch?v=thOW8RyOoX4

  5. miramax says:

    ჟრუანტელ )))

  6. Sweet says:

    ვაიმე!!! რა მაგარია როკო! გავგიჟდი!

    ნეტა ოდესმე ასეთი ივენტის გაკეთება შემეძლოს :D ყველას რომ ჟრუანტელს მოჰგვრის…

  7. ჩემთვის ეს ივენთი სამაგალითოა კრეატივის თვალსაზრისით…

    თუმცა ჰაინეკენს არ ვსვამ )))

  8. piccolina says:

    ჰაჰა
    ძაან მაგარი იყო :)))

  9. Ninikson says:

    Really impressed!
    თავში ერთმა “ოხერა” აზრმა გამირბინა: შევძლებდი კი მე ჩემი ბოიფრენდის სიმფონიურ კონცერტზე წაყვანას????
    ჰჰმმმ
    Let’s see! :D

  10. cristian says:

    აუუუუუუ რა ძაააააან მაგარიააააააა, ესეთი ვირუსული მარკეტინგი პირველად … და რავიცი….. გიჟები არიან ეს მარკეტინგის გურუები, ჰაინეკენი ხო პირველია და კიდე ესეთ რაღაცეებს აკეთებს, ვინ იგონებს ? საიდან ? რატო ? როგორ ? როგორ მოსდით ესეთი აზრები ? რა ინტელექტი აქვთ ? რა გამოცდილება ? როგორ მოვიფიქრო ესეთი რაღაცეები : ) ) ვაღიარებ./.. და გაღიარებ როკო… გიჟი ხარ… არანორმალური ადამიანი ხარ… სად პოულობ ესეთ რაღაცეებს ? მითხარი ლინკი !!!! : ) ) გამიზიარე საიდუმლო… : ) ძაააააააან მაგარია… საქართველოში რა უნდა გააკეთო მსგავსი ? : ) ქართველებს ფეხბურთიც კიდიათ უკვე და : ) რავიცი… ისე საქართველოში აკეთებენ მსგავს რაღაცეებს : ალექს გაუდინოზე რომ მიხვალ და სხვა რომ დაგხვდება (ეს შემთხვევით)… ან იმედმა რაც გააკეთა… გააკვირვა საზოგადეობა : ) (ან არ ვიცი რა ქნა :( ისე ჯეოსელს და მაგთის აქვს საშუალება ესე გააააგიჟოს თავისი მომხმარებლები…. ვისაც 3g აქვს… რომ დაგირეკოს ვიღაც უცხომ და გელაპარაკოს ამ დროს ეკრანზე გამოჩდეს ვინმე ვარსკვლავი და გელაპარაკოს ცოტა ისეთ თემებზე… რამე კომპანიასთან უნდა ასოცირდებოდეს : ) ) რა თქმმა უნდა… ან რავიცი… ეს არ იყო ძალიან კრეატიული… ვერ ვფიქრობ ეხლა : ) ) მოდი ავდგეთ და მოვიფიქროთ… ოღონთ თემატიკა ავიღოთ : ) თუ შევძლებთ… როკო არ გინდა ეგეთი მიმართულება რომ გქონდს, დახურული ფორუმი ან social networkის პონტი, რომელიც იფიქრებს ეგეთ რაღაცეებსე, თავისი ენთუზიაზმით : ) ,,შენი დაჯგუფება” რომ გყავდეს: )

    დაფიქრდი

    think !

  11. იდეა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ შუამდე რომ წავიკითხე – დასასრულს მივხვდი თავის ჰიმნიან მატჩის ჩართვიანად. მოკლედ კარგი იდეაა კარგი შედეგით, მაგრამ შედევრისთვის მოიკოჭლებს მისახვედრი დასასრულის გამო.

    პ.ს. ქალი=ბოროტება :D

  12. უძლიერესი იყო, ძალიან მომეწონა :) ისე მართლა გმირობაა კაცი ასეთი მატჩის დღეს სიმფონიურ კონცერტზე წაიყვანო :))

  13. Rocko says:

    შედევრისთვის მოიკოჭლებს მისახვედრი დასასრულის გამო.

    დასასრული რა შუაშია ბიჯო არ გამაგიჟო? :D
    ეს შენთვის იყო მისახვედი დასასრული, ჰეინეკენიც რომ იცოდი წინასწარ და 200 დავერბოვკებული ადამიანიც. ვინც დარბაზში მოხვდა ის როგორ უნდა მიმხვდარიყო?

  14. ზვი says:

    მაგარია :)

  15. ზვი says:

    როკო, შენ ეს გაქვს ნანახი? http://www.youtube.com/watch?v=P_K1ti4RU78
    “იკეას” ფეისბუქ კამპანია?

  16. თან მილანმა მოიგოოოოოოოო :)

  17. Kate says:

    ვაიმე. ფეხბურთზე და მილანზე ვგიჯდები.
    და ძალიან მაგარი ვიდეო იყო მართლა.

    ჰეინეკენი არა ოღონდ. ჰაინეკენი.

    საღოლ როკო. მაგარი პოსტი იყო.

  18. ეს რა იყო..
    ჟრუანტელი კი არა, ორგაზმი ქვია ამას. :D

  19. Spieler says:

    არა, იციან საქმის კეთება… თან მინიმალური დანახარჯებით :yes:

  20. მაგარი რეკლამაა ძალიან..
    ჰაინიკიენს მაგარი რეკლამები აქვს, ნუ, ძირითადად, ფეხბურთით მანიპულირებს, მაგრამ მართლა დასამახსოვრებელია.. :)

  21. ჯუნი says:

    გული ამიჩუყდა : )))))))))))))))

  22. Andy says:

    გენიალური მოფიქრებაა … :)
    კი მაგრამ ჩვენ რატომ არაფერი გავიგეთ თუ ასეთი ამბავი მოხდა ? და მთელი ინტერნეტ სამყარო აზრზე იყო.

  23. Word says:

    კლასიკაა

    ხოდა

    ჟრუანტელ :D

  24. ALDY says:

    ნამდვილი ისტებლიშმენტიაააა!!!! და უფრო მეტი : )

  25. ფეხბურთი ძალიან მიყვარს,მილანი კი ჩემი საყვარელი გუნდია…იქ რომ ვყოფილიყავი ალბათ გავგიჟდებოდი სიხარულისაგან…მართლა უნიკალური იდეა იყო….ბრავო

  26. გაბო says:

    მე ვარ ასეთი არც ერთი მატჩი არ მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე და სტადიონზეც ერთადერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც შეცდომით მოწინააღმდეგე გუნდს ვგულშემატკივრობდი თურმე :)
    ძალიან მაგარი ფანდია ვიხალისე. წარმოვიდგინე რა დღეში იქნებოდნენ საფეხბურთო მატჩის ნაცვლად კლასიკური მუსიკის საღამოზე რომ მოხვდნენ :)

  27. Raycher says:

    მე და ფეხბურთიც ისე შევეფარდებით ერთმანეთს, როგორც ვირი და პიტნა, მაგრამ ძალიან მომეწონა მოვლენა…

    მართლა მაგარია.. :D

    +1 ჟრუანტელი…

  28. თამუნა says:

    ფეხბურთი ძალიან არ მიყვარს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ვუყურებ,მაგრამ ეს სარეკლამო ძალიან მომეწონა :)))) ყოჩაღ ჰეინეკენს !!!!!

  29. არა მე ბარამბოს კამპანია უფრო მომეწონა :D:D

  30. ეს რა არის … იმედმა უფრო დერსკად გააკეთა :D

  31. თამრო says:

    მომეწონა, ზალიან მაგარი იყო, მაგის ორგანიზება არ გინდოდა?! მაგრები არიან.

  32. ჯაბა says:

    +2 ჟრუანტელ

  33. სევა says:

    არც მე ვგიჟდები ფეხბურთზე,მაგრამ heineken-ი მიყვარს.

    როკო ცოტა ხშირ-ხშირად დადე რა ბლოგები .მომწონს ეს საიტი ;)

  34. სევერუსი says:

    მოკლედ, ფანტაზიის, მარკეტინგის, თავიანობის ზეიმია…. სანამდეც საქართველოს კიდე აკლა ათასი ბარამბოს რეკლამა……:D

  35. დგკ says:

    საღოლ, როკო, მაგარი რამე მოძებნე.
    გულით ვიხალისე, მოუხდა მშვენიერ გაზაფხულის ამინდს…….!!
    ცოლს უნდა ვანახო აუცილებლად :D :D

    პირველად ვარ შენს ბლოგში – აწი გვერდზე მიგულე :)

  36. კუდა says:

    დამბურძგლა. რა მაგარია!

  37. ბაბისა says:

    ჰუჰ
    ძალიან მაგარია!
    არ ვიცოდი

  38. ვასკა says:

    მიყვარს ფეხბურთი (კარგი ოღონდ), ლუდი (ჰაინეკენიც) და მილანიც (არა ლეონარდოს). მაგარი იყო კარგად ვიხალისე.

  39. მინდააააააა მაგარი იკო ზაან ნეტა ჩვენთანაც გაედროს მსგავსი უარს არ ვიტყოდი :)
    პ.ს ცივი ლუდი ვისუნ და?

  40. cristian says:

    ე როკო სად დაიკარგე ?

  41. ჰეინიკენს ბევრი აქვს მსგავსი კრეატიული ივენთები რეკლამები და ვაფშე ერთ ერთი უმგარესი კომპანიაა უმაგრესი სარეკლამო სვლებით!!

  42. უგენიალურესია : D ჩემი თავი წარმოვიდგინე ეგეთი რამე რომ გამიკეთონ, ჯერ დაგრუზვით მოვკვდები და იმ მომენტის მერე სიცილით.

  43. ბაჩო says:

    ჯიგარი ხარ,ძაან მაგარია,ისე მომეწონა და იმდენად ახლობელია ჩემტვის ორივე მოვლენა,როგორიცაა ლუდი და ფეხბურთი რომ უეჭველი ბარში გავიქცევი ლუდის საყიდლად(რა თქმა უნდა ჰეინიკენის)და უეჭველი დედას ვაგინებ ლეონარდოს რადგან ხვალ ინტერი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და არა მილანი(მე ვთვლი რომ ლეონარდოს დიდი დამსახურეებაა იმაში რომ მილანის თამაშს ხვალ ვერ ვნახავთ)

  44. ბაჩო says:

    ისე როკო ჩვენში დარჩეს და საქართველოში ვინმე შეცდომით დაბადებულ გენიას რომ მოსვლოდა მსგავსი აზრი და 200 ჯანმრთელი მამაკაცისთვის იგივე შტუკა გაეჩალიჩებინა, ოგონდ იმ განსხვავებით რომ ჰეინიკენის მაგივრად “ნატახტარი “ან “აია” ყოფილიყო და მილანი-რეალის მაგივრად სიონი-ოლიმპი როგორ ფიქრობ იგივე ემოციებს მიიგებდნენ ორგანიზატორები რაც შენს მიერ მოყოლილში მიიგეს?მე რატომგაც მგონია რომ სიმფონია და სიმფონიური ხელოვნება 200 თავგადაკლულ ქომაგს და მსმენელს შეიძენდა იმ საგამოსვე)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  45. Tbiliseli says:

    რა ცუდია ახალ პოსტებს რომ არ წერს როკო…

  46. DAVARA says:

    მაგარიააა………………….

  47. avtomobilebi says:

    რა მაგარია ეს რას მოვუსმინე :)
    გაოოცებული დავრჩი როოკოკოთი:):)

  48. ლელა says:

    ბრავო!!! ბრავო, ბრავო, ბრავო!!!
    კიდე ერთი მშვენიერი დამტკიცება, რომ პიარი ხელოვნებაა და არა ხელობა, რომელსაც ბევრი იბრალებს.
    ბრავო!
    სხვას ვერაფერს ვამბობ… ისწავლონ ქართველებმა… (თუმცა ცუდი იდეები არც ჩვენებს “აწუხებს” ხოლმე – ათასში ერთხელ) :)))

  49. ლადი says:

    ვააააააააა საგოოოოოოოოოოლ … იქ ვყოფილიყავი ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი :( :(

  50. ქეთო ბარაბაძე says:

    მაგარია!

  51. 1myway1 says:

    ძალიან მაგარი რამეა, რო გაშუქდა მაშინ გავიგე და მეც იქ ყოფნა ვინატრე, მაგრამ მე ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არც მილანისა და არც რეალის უშუალო ქომაგი არ ვარ, ასეთ მატჩს არ გავმაზავდი და გოგო თუ ვერ გაიგებს ან ბოლო ბოლო შენთან ერთად არ უყურებს და ეგოიზმსა და კაპრიზებს გამოავლენს, კარგად იყოს :P

    ერთი მინი შენიშვნა, ალბათ სასურველი იქნებოდა ნახსენები ყოფილიყო, რომ ყველა ეს მსხვერპლი იტალიელია და იტალიელებმა გააკეთეს ეგ ცრუ კონცერტი. მგონი ტექსტში ნახსენები არაა, ხოლო მე თუ კი სადმე იტალიელია სახსენებელი… :D
    სხვა ხალხია, ყველაფერი სხვანაირად კარგად გამოსდით :P
    იტალიელისთვის კიდევ ორმაგი ტრაგედია იყო მაგის გამაზვა

  52. 1001giochi says:

    ძალიან მაგარი რამეა მე მომწეწონა

  53. giochiwinx says:

    ესეთი მატჩი და ესეთი კონცერტი ერთად ძალიან ძალიან ვერ ეწყობა ერთმანეთს

კომენტარის დამატება