თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ…

90-იანები

ბოლო რამოდენიმე თვეა მთელი რუნეტი ნოსტალგიურმა პოსტებმა მოიცვა. ყველა იხსენებს საბჭოთა კავშირს, ძველ დროს, ყრიან ძველი რუსეთისა და მოსკოვის ფოტოებს, საბჭოთა პროპაგანდისტულ პოსტერებს, მაშინდელი გამოშვების ყოველდღიური ნივთების სურათებს… ერთი სიტყვით, იხსენებენ ყველაფერს, რაც მათ ბავშვობასთან ასოცირდება. თავისთავად, საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა :)

შესაბამისად, რადგანაც ჩვენი და მათი ყოველდღიურობა რამოდენიმე წლის წინ ჯერკიდევ ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ზოგიერთმა ფოტომ და მოგონებამ მეც გამახსენა ძველი, ”კარგი” დრო :) ის პერიოდი, როდესაც ცხოვრების აზრზე მოვდიოდი და შემეძლო ყოველი უსარგებლო და უინტერესო ნივთისგან მთელი სამყარო შემექმნა, შემდეგ კი მასზე უამრავი მოგონება მიმეწეპებინა, მომავალში, ასეთ მომენტებში გასახსენებლად. :)

საერთოდ, ძალიან ბევრი სპეციფიური მოვლენა და ყველასათვის ნაცნობი სიტუაციაა გასახსენებელი. თუმცა, 90-იანი წლების კრიმინალური ნაწილზე ჩუმად ვარ – უბრალოდ არ გვაძლევენ მისი დავიწყების საშუალებას თანამედროვე კინოსა და თეატრის რეჟისორები თუ ყვითელი პრესის დონის მწერლები :) ”კაი ბიჭებზე” ყველა წერს. ხოლო ის ყოველდღიური ურბანული ყოფა, რაც ოთხმოცდაათიანებს ახასიათებდა, რატომღაც ბევრმა დაივიწყა. არადა, საკმაოდ კომიკური, კოლორიტული და, რაც მთავარია, უმრავლესობისთვის ”მშობლიური” პერიოდი იყო. ერთად-ერთი ”შუა ქალაქმა” მოახერხა თავის ეპიზოდში გასული წლების გაშარჟება, და საკმაოდ წარმატებულადაც :)

ხოდა, რას ვყვებოდი – რუნეტში ნანახმა ფოტოებმა მეც ბევრი რამ გამახსენა, ბევრმა მაშინდელმა ნეგატივმა კი დღეს უნებლიედ ღიმილი მომგვარა :) საბედნიეროდ მე არ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ნათლად ახსოვს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, მხედრიონისა და გლობალური განუკითხაობის პერიოდი… თუმცა იყო ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი დეტალი, რომელიც ჩემი თაობისთვის ”ჩვენი ბავშვობის პერიოდს” ქმნიდა. ამ პოსტში კი მინდა შევეცადო და გავიხსენო მსგავსი სისულელეები… :)

მაშ ასე, ჩემი თაობა ხართ, თუ შემდეგი აბზაცებიდან რომელიმე მაინცაა თქვენთვის ნაცნობი :)

ქინდერი გახსოვთ? :) ქინდერ სიურპრიზი. ყვითელი კვერცხის გულით და გარშემო ორფენოვანი შოკოლადით. ერთი სული მქონდა ხოლმე სანამ კვერცხს გავხსნიდი, იმის მოლოდინში – რა ამოვიდოდა. და როგორ მწყდებოდა გული, ”უძრავი” სათამაშო თუ შემხვდებოდა! :) უძრავი, ანუ ისეთი, რომელსაც აწყობა არ ჭირდებოდა და არც ნახატებიანი ინსტრუქცია მოყვებოდა… :) მახსოვს, ლურჯი ბეჰემოტების სერია იყო ასეთი, უბრალოდ ჩამოსხმული, შტერი ბეჰემოტები… x( სულ სხვა იყო, კვერცხს რომ გახსნიდი და ბევრი პატარა დეტალი გადმოცვივდებოდა :) ინსტრუქციის წაკითხვა არასოდეს მიყვარდა, მეთვითონ ვცდილობდი ყველა დეტალის დაკავშირებას, ისე, რომ წინასწარ არც ვიცოდი რა უნდა გამოსულიყო… :)
რამდენი მქონდა ქინდერის სათამაშოები! სავსე უზარმაზარი პარკი! მერე გავაჩუქე ალბათ… აღარსად შემხვედრია… :(
მხოლოდ ესენიღა დამრჩა:

ქინდერი

ჟუვაჩკები! :) თავიდან საშინელი დეფიციტი იყო და ყოველი კევი მრავალჯერადი გამოყენების გახლდათ :D სანამ ბოლომდე გამოუსადეგარი არ გახდებოდა, როგორ უნდა გადაგეგდო? :D თუმცა მერე უკვე დიდი რაოდენობით შემოზიდეს კევები გამყიდველმა ბებიებმა და ბუტკებმა :D (ვიცი, რომ ქართულად ”ჯიხურია” სწორი, უბრალოდ ”ბუტკას” მაინც თავისი მუღამი აქვს :D)
ფერადი ჟუვაჩკები ცალკე მოვლენა იყო :) ნაკლეიკები – კიდევ ცალკე. და მისაწეპებელი ნაკლეიკები ხომ – საერთოდ ცალკე! :D დღემდე მახსოვს ჩემი ძველი მაცივარი, რამოდენიმე თვე რომ ვავსებდი კარებს მთლიანად სხვადასხვა ნაკლეიკით :D რამოდენიმე ფენად იყო დაკრული ბეტმენის და სკრუჩ-მაკ-დაკის პერსონაჟები :D კიდევ ალადინი იყო ხოდში, და რაღაც მანქანებიანი კევი, სახელი აღარ მახსოვს…
თუმცა ცუდი ის იყო, რომ გემოთი ყველაზე მეტად რომლებიც მომწონდა – ტურბო და ლოვ-იზი – მათი ნაკლეიკები დასაწეპებლით არ გამოდიოდა :D
აი ტატუ უკვე შემდეგი ეტაპი იყო. :D მახსოვს, პირველ ტატუიან კევს Party ერქვა :D

love is…

ბუტკები ვახსენე და, ესეც ერთგვარი ფენომენი იყო :D გვერდიგვერდ ჩამწკრივებული, ჟანგიანი და შუშებჩალეწილი ჯიხურები, სადაც აუცილებლად იყიდებოდა ჟუვაჩკები, სემიჩკა, სიგარეტი, რვეულები და კიდევ ათასი სისულელე. თავიდან ყველა ბუტკის ფანჯარას ვერ ვწვდებოდი, ამიტომ განსაკუთრებით ის ბუტკები მიყვარდა, რომლებსაც ქვეშ რკინის კანტი ჰქონდათ – ფეხი რომ დამედო და უფრო კარგად დამეთვალიერებინა საქონელი :D

ამ ბუტკებში გასაყიდ სისულელეებთან ერთად, ატარის ბარათები გახსოვთ? :D ცალკე რომ უნდა გეყიდა კევი, ცალკე – ბარათი და შემდეგ ამ ბარათის უკან კევში ამოსული ნაკლეიკა უნდა დაგეკრო :D სულ 38 ცალი იყო, მაგრამ ის ერთადერთი და სანუკვარი 38-ე ნომერი არავის ამოსდიოდა :) რამდენი ლეგენდა დადიოდა, გლდანში მცხოვრებ ერთ ბიჭზე, რომელსაც ამოუვიდა 38-ე ნაკლეიკა, შეავსო კოლექცია და საჩუქრად კომპიუტერი გამოუგზავნეს ჩინეთიდან =))))
აი ჩემი ატარის კოლექციაც :D რათქმაუნდა 38-ეს გარეშე :(

atari

ტელევიზორში გახსოვთ რა ხდებოდა? მხოლოდ 2 არხი :D რუსეთისა და საქართველოს პირველი არხები :D ამას მოულოდნელად დამატებული მეორე არხი ხომ საერთოდ სენსაცია იყო :) 7 საათზე დაწყებული მაუწყებლობა, საშინლად მოსაწყენი საინფორმაციო გამოშვება და შემდეგ – მულტფილმი! :) რომელსაც რენდომულად წყვეტდნენ ხოლმე, ხანდახან შუა ფრაზაშიც კი :D
პასეანსი საერთოდ სენსაცია იყო – ქართული წარმოების იუმორისტული გადაცემა! :D მანამდე თუ მის მერე, აღარ მახსოვს, მაგრამ ბუდარიაც არანაკლები სენსაცია გახლდათ, ქართული რეალითის საწყისები :D
პირველი არხი არასოდეს მიყვარდა, რაღაც სიბნელესთან და გლოვასთან ასოცირდებოდა რატომღაც… აი ОРТ კი ფავორიტი იყო! :) ”პოლე ჩუდესი” ყოველ პარასკევს :D კიდევ, ”ზოვ ჯუნგლეი”, ”ზვიოზდნი ჩას”… კიდევ, რაღაცეების გაკეთებას რომ გვასწავლიდნენ დილაობით, ”ოჩინ უმელიე რუჩკი”, რუბრიკა იყო გადაცემა ”პაკა ვსე დომა”-სი :D კიდევ ”სამ სებე რეჟისორ” მიყვარდა – я всегда с собой беру виииидеокамеру…. :D

ОРТ

და კიდევ, სტუდია ВИД-ის ქუდის დღემდე მეშინია :D

ВИД

თუმცა სად იყო ტელევიზორის ფუფუნება – შუქი ხომ რჩეულთა ხვედი გახლდათ :D მაგრამ გახსოვთ ის ბედნიერება, რაც შუქის მოსვლას მოქონდა? :D ღამით ეზოში ყოფნისას უცებ რომ განათდებოდა გარშემო კორპუსები და იმ მომენტში შენზე ბედნიერი ადამიანი რომ არ დადიოდა დედამიწაზე! =)
კაბელის გასკდომები, ფიდელის დაზიანებები, უკბილო და გაცვეთილი ხუმრობები ფიდელასტებზე :D ყოველ გახსენებაზე მთავრობის გინება და ორმაგად ბედნიერი ახალი წელი – შუქი მთელი დღე იქნებაო :D
”ლევი” შუქი? :D და ნახევარი სამეზობლო ერთ ოთახში, ტელევიზორს მიჩერებული ”ველური სიყვარულის” 541-ე სერიის კულმინაციის მოლოდინში :D
ლამფები გახსოვთ? და ნავთის სუნი :D კერასნიკა და შემდეგ უფრო ჰაი-ტექი – გაზის დასატენი ბალონები :D
სანთლით თამაში არ გიყვარდათ? (ცუდი არაფერი იფიქროთ :D) დამდნარი ცვილისგან სისულელეების ძერწვა, ყველანაირი პატარა ნივთის ჩაგდება გახურებულ სანთელში… :D
ათასობით ხელი ჯოკრის თამაში სიბნელეში? რვეულები, სავსე ოთხსვეტიანი ფურცლებით, სადაც ერთ-ერთი სვეტი აუცილებლად ”მე” იყო :D სანთლის ნაღვენთებიანი რვეულები, ყდაზე – გადაბრუნებული ყავის ჭიქის დატოვებული ანაბეჭდით :)
და განუყრელი ნივთები: :D

ლამფა

რადიო? არასოდეს ყოფილა ჩემ ცხოვრებაში რადიო ისეთივე აქტუალური, როგორც მაშინ :) სხვა რა უნდა მეკეთებინა, თუ გარეთ ცუდი ამინდი იყო? და ისედაც, ელექტრონული მედიის ერთადერთი საშუალება ხომ მაშინ რადიო იყო, რომელსაც შუქი არ ჭირდებოდა. რადიო მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ჩემ ორკასეტიან მაგნიტოფონს უკან ელემენტების განყოფილება ვუპოვე და მაღაზიიდან 6 ცალი AA-ზომის ბატარეიკით ხელდამშვენებული შემოვიჭერი სახლში :D
ასე დაიწყო ჩემი პაპსავიკობა :D რადიოში საყვარელი სიმღერის ლოდინი, მაშინ ჯერკიდევ იშვიათი დიჯები და რამოდენიმე კასეტა, ზედ ხელით დაწერილი ლეიბლით – ”რადიოს სიმღერები” :D სადაც რადიოდან ვიწერდი ხოლმე ჰიტებს (რათქმაუნდა, ყველა მათგანს რამოდენიმე წამი აკლდა თავიდან :D სანამ REC-ზე დავაჭერდი თითს :D) თუმცა ჩაწერა ზედმეტად ბევრ ელემენტს ხარჯავდა, ამიტომ მხოლოდ საუკეთესოებს ვიწერდი, სამაგიეროდ გადახვევაზე ვაკეთებდი ეკონომიას და მეტი რა საქმე მქონდა? – ვიჯექი და ვატრიალებდი ფანქარგაყრილ კასეტას :D
კასეტები გახსოვთ? :D ჯერკიდევ ის კასეტები, გაუმჭვირვალე რომ იყო და ლენტი მხოლოდ პატარა ფანჯარაში რომ ჩანდა :D SONY, TDK, BASF, AGFA…. :D

რათქმაუნდა რადიოს უკავშირდება 105-ის ეპოქაც :) რომელიც ჩემთვის პირდაპირ ასოცირდება 90-იანებთან, შევარდნაძესთან და რატომღაც – სასიამოვნო მოგონებებთან :D
რადიო 105 – განსხვავებული, ახლებური და ახალგაზრდული იუმორის წყარო, მუდამ გონებამახვილური არტები, ხუმრობები და ფრაზები, რომლებსაც გაცინების გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – გულის მოფხანის ფუნქციაც ჰქონდათ. რამდენი ლეგენდარული არტი შეუქმნიათ, რამდენი პერსონაჟი, რამდენი ფრთიანი ფრაზა, რომელთაგან ბევრი დღემდეა ქალაქური სლენგის განყუყოფელი ნაწილი.
ყრზო და ზვიო, დიჯეი ედუარდი, დიჯეი დათო და ქალაქელი სვეტები, ბოზი ანჟელა და პალეონტოლოგი სტუდენტი ნოდარი, ნათელა დეიდა, მიშა მშვილდაძის საინფორმაციო გამოშვება, რეკლამების ანთოლოგია, ყველაზე ცუდი ამბები, დედის როკის კასეტები, რაა? – რეკლამა, ზაზა და გუბაზი, სიდედრის ცოკოლი და კიდევ ბევრი აბსურდი :)

კიდევ კოკა-კოლას პირველი გათამაშება მახსოვს, ფეხბურთის რომელიღაც ჩემპიონატს დაამთხვიეს… მემგონი საგზურები თამაშდებოდა :D თავსახურების ქვეშ ასოები ამოდიოდა და სიტყვა უნდა შეგედგინა, მემგონი ”უეფა”?.. თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინვე ააფორიაქა მთელი თბილისი, პირველი გათამაშება იყო ასეთი მასშტაბის :D
აი ასო ”ე” და ლეგენდარული ბურთიანი თავსახური :D

კოკა-კოლა

დენდი! :D (იგივე NES) ჩემი პირადი ტექნოლოგიური რევოლუცია :D საათობით ნათამაშები ერთი და იგივე თამაშები და ეკრანდამჯდარი ტელევიზორი :) მარიო ვის არ ახსოვს, ტანკები, ტეტრისი, პრინც ოვ პერსია, მაუგლი, ჩიპ-ენ-დეილი და კიდევ 99999999 თამაში ერთ კარტრიჯზე! :D
რამხელა ბედნიერება იყო, ამ 9 მილიონი თამაშიდან რომელიღაცა – მარიოს უკვდავი ვერსია რომ აღმოვაჩინე :D ანუ ვერსია, სადაც სიცოცხლეები კი გაკლდებოდა, მაგრამ უამრავი ”ქონთინიუ” (:D) გქონდა :D
თამაშისას თქვენც აყოლებდით ჯოისტიკს ნებისმიერ მოძრაობას? :D ახტომისას ინსტიქტიურად ზევით რომ წევდით თავის პრისტავკიანა :D რამდენი ჯოისტიკი დამიმტვრევია სიკვდილით გაბრაზებულს იატაკზე დახეთქებით!… :D
დენდის შემდეგ კი – სეგა-მეგა-დრაივი :D მეზობელმა დამასწრო ყიდვა და მახსოვს ღამეები არ მეძინა, სანამ მეც არ დავიდგი სახლში :D

დენდი

ლაზერები გახსოვთ? :D ჩინური წარმოების, პატარა, ყვითელი, სხვადასხვა თავებით. უშუქობის პერიოდში განსაკუთრებით იყო აქტუალური :D რამდენი ლეგენდა აღარ დადიოდა – კანზე არ მიანათოთ, კიბოს აჩენსო :D

ტამაგოჩი? :) მსოფლიოს ყველაზე უსარგებლო გამოგონების ტიტულით დაჯილდოვებული სათამაშო, რომელიც ერთი პერიოდი მსოფლიო ჰიტი იყო! მე დინოზავრი მყავდა, დინო ერქვა :X მახსოვს როგორ სერიოზულად განვიცადე მისი გარდაცვალება :D არა, ჩემი მზრუნველობა ნამდვილად არ აკლდა, საჭმელსაც დროზე ვაძლევდი და ტუალეტშიც პირველი მოთხოვნისთანავე გამყავდა, უბრალოდ, ასაკმა უწია საცოდავს… თუ გამყინვარებამ?.. ზუსტად აღარ მახსოვს :D

ლაზერი და ტამაგოჩი

ისევ ტელევიზორი – რუსთავი2 ნამდვილი სასწაული იყო :D
სწორედ ამ არხმა მაზიარა მე პირველად სიმფსონებს, საიდუმლო მასალებს, საინფორმაციო გამოშვებას ორი წამყვანით :D, ზოგადად, ამერიკულ სერიალს, ბევრ მულტფილმს (შუა წინადადებაში გახლეჩის გარეშე, მეორე არხივით :D). ასევე შეაფერხა ჩემი გონებრივი განვითარება ზოლიანი ბანანებით, გრენდაიზერით და ბრაზილიური სერიალით ბავშვებისთვის ”ცისფერი ხე” :D
რათქმაუნდა ვის არ არ ახსოვს ღამის კურიერი, დებატები ყოველ ღამით პირდაპირ ეთერში. პირველი ინტერაქციაც – პეიჯინგ-1-ით გაგზავნილი მესიჯები ღამის კურიერის მორბენალ სტრიქონში. :)
ყველაფერ სიკეთესთან ერთად რუსთავი2-მა ერთადერთი ცარიელი სლოტი ამოავსო პრაიმტაიმში, როდესაც სერიალი არცერთ არხზე არ გადიოდა და შემეძლო პულტი ჩემ ხელში ყოფილიყო – თუმცა არ გამახარეს – ახლა 8-დან 9 საათამდესაც უფროსებს ქონდათ ტელევიზორი :(

არალიცენზირებული ფილმების პერიოდი… :) ”მთავარ” არხებსაც რომ ფეხებზე ეკიდათ ლიცენზია და ბაზრობაზე ნაყიდი VHS-ებით რომ უშვებდნენ ფილმებს, იმ საშინელი კაცის გახმოვანებულს, ყველა რომ ვიცნობთ მოგუდულ ხმაზე :D ბრუს-ლი, სტალონე, ჯეკი ჩანი :D კიდევ ნიკოს ბოევიკები, ვანდამი და პიანი მასტერი :D
ხანდახან ერთი ფილმის ამოკვიატება რომ იცოდნენ ქართულმა არხებმა :D მახსოვს ”ზაზუნას დღე” სამჯერ ვნახე ერთი კვირის მანძილზე :D ახალი წლის დღეებში ხომ საერთოდ – რეკორდის დამყარება შეგეძლო ”მარტო სახლში”-ს ნახვის რაოდენობებში :D ძირითადად კავკასიას უყვარდა ხოლმე ერთიდაიგივე კასეტის ტრიალი :D

ევრიკა გახსოვთ? :D და გადაცემა სალონი :D რაღაც გაუგებარი კონცერტების ჩანაწერები და ქორწილებზე დამკვრელების მიერ შესრულებული კომპოზიციები, ხელის ვიდეოკამერით, სიძის პატარა ძმიშვილის მიერ გადაღებული :D

კუპონები? ყველა ჩვენთაგანი რომ მილიონერი იყო :D ყველაზე უშნო, უხარისხო და გამოუსადეგარი ფული კაცობრიობის ისტორიაში :) ესეც ჩემი კუპონები – ერთ დროს ძვირფასი რელიქვია იქნება =)

coupon.jpg

სკოლა? ყველაზე საშინელი და სასიამოვნო რუტინა :D ერთი და იგივე უაზრო გაკვეთილები ყოველ დღე და ხუთოსნობა მეხუთე კლასამდე (მეტი ვერ გავქაჩე :D). შატალოები ზოოპარკში, თოვლის დროს – მიმდებარე შემაღლებულ ადგილზე. მეორე დღეს – დირექტორის ლექციის მოსმენა და საკუთარი თავის დაიმედება – ყველას ხომ არ გაგვაგდებენ… :D
პასტები, რომელსაც ხანდახან თვეზე მეტ ხანს იყენებდი (დღეს – წარმოუდგენელია) :D დაღეჭილი თავები, სიცივეში გაყინულის ხელებით სრესა და წვერზე დაორთქლება :) სად იყო მაშინ ამხელა ასორტიმენტი, როგორიც დღესაა :)
რვეულის გადასაკრავზე ფრჩხილის გასმა და ზოლებად ამოხევა წვრილ-წვრილი ხაზების :D დაფაზე ცარცის საშინელი ხმა, შპარგალკის დამალვის და გადაწერის 125 ათასი მეთოდი… :D
მუშტების პირველი უაზრო რტყმევა და დაზეპირებული პასუხი კითხვაზე – ”კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი”? :D
(პასუხი აუცილებლად ”ტორტი” იყო, იმიტომ რომ ისედაც კაი ბიჭი იყავი და კიდევ აღარ გჭირდებოდა კაი ბიჭობა =)))
მერხზე არასოდეს გიმესიჯიათ? :D ინტერნეტ-ფორუმის პირველყოფილი წინამორბედი გვქონდა შექმნილი – მერხზე დატოვებდი წერილს; მეორე დღეს – პასუხი გხვდებოდა უცნობი თანასკოლელისგან, რომელიც სხვა გაკვეთილზე შენს მერხზე ჯდებოდა :D მერე იმას უტოვებდი პასუხს და ასე მანამ, სანამ დამლაგებელი მერხს არ გახეხავდა :D

მეგობრობის დღიურები :D ყველა გოგოს რომ ქონდა! სულ ყველას! :D და ყველას ერთი და იგივე, უინტერესო და ბანალური შეკითხვებით :D და ყველა სათითაოდ რომ თხოულობდა შევსებას :S კითხვებს მაინც ერთმანეთისგან იწერდნენ და პასუხებიც გადაეწერათ ნეტა… :D

რას აგროვებდით ბავშვობაში? :) მე – რათქმაუნდა ყველაზე ორიგინალურ სისულელეს :D სიგარეტის თავსახურებს :D ოღონდ – სხვადასხვა სიგარეტისას. უცნაური აკვიატება მქონდა, ძვირფასი თვლებივით დავსდევდი იშვიათი ბრენდების ცარიელ ყუთებს და თავსახურებს ვახევდი. ამ თამაშ-თამაშში 500-მდე სხვადასხვა ბრენდის თავსახური ავაგროვე, მათ შორის ისეთი ანტიკური ეგზემპლარებიც კი ერია, როგორიც კოსმოსი და განთიადი იყო :D გუშინ ვიპოვე სხვათაშორის, 500-დან 100-მდეღა დარჩენილა:

სიგარეტები

ჯე-ი-რა-ნი! ამ ფენომენს მოესწარით? :D ”Камень, ножницы, бумага”-ს ლოკალიზებული ვარიანტი :D რომელშიც გამარჯვებულს პირველს ჰქონდა ატარის (და შემდეგ უკვე ფეხბურთელების) კარტებზე ხელისგულის დარტყმის უფლება. :) ერთ დარტყმით რაც შეიძლება მეტი კარტი რომ უნდა ამოგეტრიალებინა; რასაც ამოაბრუნებდი – შენი იყო :) რაც მე ხელის გულები მიხეთქია ჭუჭყიან ტროტუარებზე… :)

ეზო გახსოვთ? :) თქვენი ეზო. მიკროსამყარო თავისი თაობებით, მაცხოვრებლებით, წესებით და ისტორიებით. ”ვზროსლებისთვის” სიგარეტის ყიდვა და მათგან ნასწავლი კაი ბიჭობის tips and tricks :D და იმედები, რომ მომავალში ბირჟას ჩვენ გადმოგვაბარებდნენ – მომავალ თაობას :D

მზის სათვალეზე თქვენც გაგისვამთ ხვლიკის კუდი? :D იმის იმედით, რომ ხალხი შიშველი გამოჩნდებოდა :D ბაყაყისთვის თუ გადაგიყლაპებიათ კარბიტი? :D საშინელი სანახაობა იყო :D

ეზოში ძაღლები გყავდათ? :D ლეკვები? :D დღემდე მახსოვს ჯეკას მშობიარობა :D მხოლოდ მშობიარობის მერე რომ მივხვდით, რომ ჯეკა თურმე გოგო ყოფილა, ჩვენ კი ამდენი წლები ბიჭის სახელით მივმართავდით :D
კიდევ პირველი პორნო-კარტი მახსოვს, ძმაკაცს ბიძამ რომ ჩამოუტანა მოსკოვიდან :D მთელი ეზო 3 დღით წინასწარ რომ ემზადებოდა ამ კარტის დასათვალიერებლად და მე რომ ექსკლუზიურად ვნახე პირველმა =)) და ისიც მახსოვს, ჩუმად რომ ყვავის 7-იანი მოვტეხე – ყველაზე დიდ ძუძუებიანი ქალი რომელზეც ეხატა :D

პირველი პორნოც მახსოვს =)) ნუ, ჩემთვის პორნო – მეოთხე კლასელმა დეიდაშვილის ძველი ანატომიის წიგნი რომ ვნახე და შესაბამისი თავები გადავათვალიერე :D ისიც მახსოვს, როგორ ველოდებოდით ბავშვები მერვე კლასში იმ გაკვეთილის დადგომას, როცა ჩვენს ასაკოვან ანატომიის მასწავლებელს გამრავლება და სასქესო ორგანოები უნდა აეხსნა :D თუმცა დადგა ნანატრი გაკვეთილი და მასწავლებელი წარბშეუხრელად გადაახტა სანუკვარ თავს წიგნში :D კითხვა კი ვერავინ გავბედეთ – მასწ, ”იმ ადგილებზე” რო წერია იმას რატომ გადავახტითო? :D

სურათებს თქვენც ამჟღავნებდით? :D ჯერ ფირის ამოღება, მერე – გამჟღავნება, პლიონკის შუქში თვალიერება და სასურველი კადრების ამოკრეფა, კოდაკის ყვითელი ფურცლის შევსება :D აგურისხელა ფოტოაპარატები, ლენტი რომ ხელით უნდა გეხვია კადრიდან კადრზე :D
პოლაროიდი? ტექნიკის სასწაული! :D ერთი პერიოდი ჩემი ჰობი პოლაროიდის ახალგამოფურთხებული ფოტოს დაკვირვება იყო :D როგორ ჩნდებოდა ნელნელა ნაცრისფერ ფონზე გამოსახულება :D

ეჰ… ბევრი რამე გამახსენდა, ყველაფერს ვერ დავწერ – კლავიატურაც მეცოდება და ჩემი საიტის სერვერიც :) თუ ამ ყველაფრიდან რომელიმემ თქვენი ღიმილიც გამოიწვია, ესეიგი ჩემი მისია შესრულებულია :D
რათქმაუნდა ბევრი რამის დამატება შეიძლება, ღამის 5 საათზე კი მე მეტი არაფერი მახსენდება. ამიტომ, კომენტარები ამისთვისაა!

და თქვენ რა გახსოვთ? :)

126 კომენტარი

  1. ოთო says:

    :((((((((((((((((((((
    რას მერჩოდი როკოოო…….
    იმენნა ცრემლები მაქვს თვალებზე მომდგარი :))))))))))))
    არადა მუშაობა უნდა განვაგრძო იდეაში :))))))))
    ყველაფერი მახსოვს, იმენნა ყველაფერი :))))))
    ოღონდ უეფა არა, ევრო :P
    ჩიპ-ნ-დეილ 2-ც მაგარი იყო ძალიან… ჭიქებზე რომ დახტოდი და ყუთებს რომ ისროდი…
    სეგა, სონიკი…
    მორტალ კომბატი…
    აუფ…
    წავედი ვიტირო :-S
    :* :x

  2. /// RiDER says:

    მანქანებიანი კევი kent ი იყო .. ტურბო რომ ეწერა :)))
    ეჰ, ოთოს ტქმის არ იყოს მეც ავტირდი ლამის :P
    დენდი არასდროს მევასებოდა, მახსოვს პირვლად რომ ვნახე, რამხელა ახფთოვანება გამოიწვია ჩემში. .. მამაჩემს ვაჩვენე და ცოტახანში პოლონეთიდან სუბორი ჩამომივიდა, დაბადებისდღის წინა დღეს მაჩუქა.
    ოდითგანვე მახსვოს ხალხს გაფუჭებული ჯოისტიკები რომ ქონდათ და 1 ცალი დარჩენილი… “მიდი ძმა შენ მეორე გაჩითე და ვითამაშოთ” :D
    არადა ჩემსას არც ეხსნებოდა … ახლაც მუშაობს… არა სუბორი მაგარი იყო :D გავჭედე :P

    ერთს დავამატებ …
    ტროლიკები, შკოდას ტროლიკები… დილით მათი ხმა გზაზე და ლოდინი როდისმივა სკოლასთან და უკანა კარები გაიღება რომ ჩაასწრო, ლოოლ.

  3. მდაააააა… თვალს ცრემლი მომადგა, ავტირდი, შემცივდა. :)))

    შენ იცი რა დაგავიწყდა… ან კიდევ ეს შენი თაობის არ იყო:

    თეთრი და ლურჯი ნივები და კიდევ “ზა რულიომ” :))

  4. trancoid says:

    :fslukun:
    ბეჰემოტები დზალიან მაგარი სათამაშოები
    მახსოვს მაგათგან ერთ ერთი ქალის ბეჰემოტი არ იშოვებოდა
    ნეტა სადაა ჩემი კოლექცია :D
    მაგარი თემაა
    resp rocko

  5. წუთით ბავშვობაში დავბრუნდი

    “ტუბროს” “ნაკლეიკების” დასტა მაჩუქა ვიღაც კეთილმა ბიძიამ (ნეტა სად მოაგროვა იმდენი, ასამდე იქნებოდა) და პირველი კაცი ვარ ეზოში:D ყველა მოწიწებით მეპყრობა, სათითაოდ მთხოვენ “დამათვალიერებინე რაა”. მერე მოვინდომე რომ მთელი ეზოს ბავშვების “ნაკლეიკები” უნდა მქონოდა მე. ავდექი და “სალკაობა” ვეთამაშე ყველას, თან სათითაოდ. 3-4 ბავშვს მოვუგე, მერე დაღლილობამ თავისი გაიტანა და დავრჩი 100 თუ 200 ნაკლეიკით წაგებაში. მერე გავბრაზდი და დარჩენილი 300 ცალი შეძლებისდაგვარად თანაბრად გავუნაწილე ყველას – კეთილი საქმეც გავაკეთე და თან მე ისევ მოგებული დავრჩი – ყველაზე ყველაზე მაგარი ბიჭის სახელი მქონდა ეზოში :)) ხუმრობა ხომ არ არის 300 “ნაკლეიკის” გაჩუქება. სამაგიეროდ მას მერე აღარ მითამაშია :)

    გაიხარე როკო!

  6. მაგარია ყველაფერი მახსოვს! განსაკუთრებით მარიო! მაგის თამაში ძაან მიყვარდა დენდის კომპიუტერზე!

  7. ლელუ says:

    მისია პირნათლად შეასრულე! სამსახურში ვკითხულობდი და ისე ვიღიმოდი, ალბათ 32ვე კბილი მიჩანდა. ვინ იცის ვინ რა იფიქრა :))) მაგრამ ვინ რა იცის ამ დროს მე რა “მჭირდა”. გაიხარე, ძალიან კარგი თემაა… სახალისოც და საოცრად მძიმეც. დღევანდელი დღესავით ცხადად წარმომიდგა ის პერიოდი.

    5იანი შენ ;)

  8. ლოოოოოლ
    მე პივის ბანკებს ვაგროვებდი…

    მაგარი წერილია, საღოლ

  9. მიშა says:

    მე მახსოვს:

    1. ტურბოს “ნაკლეიკების” სერია, შედგებოდა 70 სხვადასხვა მარკისაგან!
    2. ფინალის კევები, 100 ფეხბურთელის სურათით
    3. თურქული ფანრები, მიგალკებით, სირენით და რადიოთი
    4. ხელნაკეთი ბომბები (ბრონზე, სურიკი, 3 ქვა და “ლეიკოპლასი”)
    5. რაც მთავარია, ცისარტყელა თუ რაღაც მაგდაგვარი სახელის მქონე სათამაშო, სხვადასხვა ფერებში გარდამავალი… ხელში რომ უნდა გეთამაშეებინა… მახსოვს შეყვარებულს ვაჩუქე..))))
    6. სიგარეტი MORE მენტოლით…)))
    ………….))))))
    მაგარი იყო…))))))))

  10. მიშა says:

    ხო კიდე გამახსენდა: გაზის ბალონის სითხე, ბენზინის ნაცვლად… )))))

  11. Int3lig3nt says:

    აკი შავით თეთრზეო, რა უნდა ამ ფერად სურათებს :P.

    ჰო, რაღაც-რაღაცეები მეც გამახსენდა :).

  12. სულელუკა says:

    ვაიმეე
    ბავშვობაა
    love is…
    კინდერებიი
    სიგარეტის ქაღალდები :)

  13. Tifozi says:

    ბრავო, ძაან მაგარია :))

    ყოველი მაცივრის ჩართვის ხმაზე უზომო სიხარული ‘შუქი მოვიდაა’ ,,, ეს თუ სახლში ვიყავით ..

    ეზოში.. მთელი სამეზობლო … დიდები ჭორაობენ ბავშვები დახუჭობანას თამაშობენ …
    რა სიყვარული იყო… :))

    კიდევ ესენი

    53 ნომერი, პატრიკ მბომა რო არ ამოდიოდა და მაგის გლისთვის მთელ ბლოკებს რო ვყიდულობდი … :

  14. ცჰანუნპა წაკან says:

    აჰალგაგვიდებულზე ესეტი ნოსტალგიები სჰეილებოდა ეჰლა? ვავა

  15. ბექო says:

    კი ძმაო მახსოვს კი:( ისე 1 დღე დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ისევ იმხელა იმ პერიოდის ბავშვი:) აბა ეხლანდელ თაობას პატარებს თავზე ხელი რო გადაუსვა წაგეკაჩავებიან “ბიჭო შენ რა უფლება გაქ ხელს რო მისმევ პატარას მამაჩემი აღარ მეძახისო” :D დენდი უკვდავია ჩემს მეხსიერებაში , არც შუქის მოსვლის სიხარული და შუქის ჩაქრომის დროს თურმე ასე ვიძახდი “ხიხი ძია მოვიდეს რა შუქი ბექო ტაი ბიტია”:D დღემდე კაიფობენ ჩემი მშობლები ამაზე:D მოკლედ დიდი მადლობა როკო რო გამახსენე ის ძველი პერიოდი:)

  16. ინსპექტორი says:

    ეჰ… რა დრო იყო……..
    :spy:

  17. Deus says:

    99 % ჩემზეა :D თამაგოჩი არ მკავდა, ტეტრისი ჩვეულებრივი მკონდა, დანარჩენი ყველაფერი კი მეც ესე იყო

    და ის, პუგაჩები თუ ხყავდათ? რკინის ტრუბკებში ასანთის თავები ვაგროვებდი და ველოსიპედის სპიცები რაზინით ვამაგრებდი, და მერე ბუმ. და პისტონებით სათამაშო პისტოლეტები!!!!

  18. ბექა says:

    აუ ზაან მაგარი იყო.. მთელი სიმძაფრით გამახსენდა ბავშვობა….

  19. თიკა says:

    მარტივი და გენიალური…ამის დამატება შემიძლია მხოლოდ.სხვა ყველაფერი ნათქვამი იყო…

  20. კაი პოსტი იყო :D
    მიუხედავად იმისა, რომ ახლა რო ვიხსენებთ საზიზღარი პერიოდი იყო მაინც ნოსტალგია მოაქვს ამ პოსტს :P

    ვაბშე ვისაც უნდა რო წარმოდგება შეექმნას იმ დროზე მოუსმინოს 105-ის არქივს და ეგაა :P :P

  21. კახა says:

    ცოტა უფროსი ვარ მაგრამ ეგ ყველაფერი მეც გავიარე თქვენთან ერთად,
    ჰეჰ რო შეილებოდეს ფანქარი გაუყარო და გადაახვიო…კაია ბავშვობა…

    მადლობა როკო!

    :მლაშეგემოტუჩებზე:

  22. ანონიმი says:

    როკო საღოლ :) მაგარი რამეები გამახსენდა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ, რაც შენ ჩამოთვალე, ჩემთვის უცნობია, მე საკმაოდ დიდი ვიყავი მაგ დროს უკვე
    მადლობა :)

  23. 900 says:

    მაგარია! :) პერიოდი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველანაირად საშინელი იყო, მაგრამ ჩვენ ვიყავით ბავშვები და ეგაა მთელი მუღამი. მილიონებიც რომ ვიშოვოთ და პარიზში ვიცხოვროთ კიდევ 100 წელი, ბავშვობა მაინც არ განმეორდება არასოდეს და “ლოვე ჟუაჩკა” უფრო მაგარ ვეშჩად დარჩება, ვიდრე დედამიწის ყველა ეხლანდელი ჟუაჩკა ერთად აღებული. ნუ, კუპონებზე ვერ ვიტყვი იგივეს :)
    ხომ მაგარი სიბრძნე ვთქვი ეხლა :)

  24. ნინო says:

    როკო!!! :) არ ვიცი უფრო მეტი ვიცინე თუ რაღაც გულის სიღრმეში გამკაწრეს მოგონებებმა… მაგრამ ძალიან კარგი იყო!!! :) მემგონი ჩემი თანამეოთახე გაოგნდა ჩემი შემყურე, ხან ისტერიულად ვიცინოდი და ხან კიდევ სევდიანი სახით ვუყურებდი ეკრანს და აი ახლაც ზის და შეშინებული სახით მიყურებს… ვერ ხვდება რა მჭირს… :) არადა როგორ ავუხსნა, ამის ბავშვობაში არც ტურბო იყო, არც ბუტკები, არც ნავთის ლამფები, არც უშუქობის დროს ჩაწერილი სიმღერები რადიოდან… (ფანქრით კასეტის გადავევაზე განსაკუთრებით ვიხალისე ! =))) არც 105 ნიშნავს რაღაც განსაკუთრებულს მისთვის და მოკლედ… ბავშვობა მომენატრა :user:

  25. ახლა რო გადავხედე, მგონი ლაზერმა ყველაზე კარგად გაუძლო დროს. ჩემი დისშვილსაც მოსწონს ხალხის დაბრმავება და სიბნელეში მაიმუნობა :)

    რაღა დასამალია და მეც… დღემდე… ლოლ

  26. ირაკლი_კ says:

    ყველაზე მაგარი იყო ტურბოს ნაკლეიკები და ამობრუნებაზე თამაში, მანდ ავიკიდე პირველად ზამასკა და დღემდე გამომყვა, ჩემი მთელი კოლექცია წავაგე და ბიძაშვილის კოლექციაც მივაყოლე იმ იმედით რომ უკან მოვიგებდი.

    105-ს მერე იდეაში არც გაჩითულა ისეთი არაფერი მართლა სასაცილო რომ ყოფილიყო, პირველი ხანები 202-იყო, მერე იმათმაც ჩაიკუკეს. და

    მაგარი ხოხმა იყო პავლიაშვილის “სამშობლო” ბოლოში რო ყვიროდა “უუუ”… მაგრად მევასებოდა.

    კიდე იყო ჯექსონის you are not alone-ის საშინელი რიმეიქი “ჩემო სანთელო” და რაღაც მაგვარი მარაზმები, მარა ზოგი კაიფობდა… დაჟე ზოგი ეხლაც კაიფობს ეგეთებზე… რადიო ატრიალებდა და ეგ იყო მოდა რა…

    კენგოლი თუ არ გეხურა მაგარი ლოხი იყავი, მაგრად მიყვარდა ჩემი უშანკა კენგოლი, სუ მეხურა, 1-2 წელი არ მომიხდია თავიდან… ისე მოდაში დიდი ცვლილებები არც მომხდარა, ჩაჩაჩული ჯინსები და ბოტასები იყო მაშინაც და ეხლაც, მაგარი ხოხმა იყო 90-ნები

  27. ლევანაბრძენი says:

    ის დრო მიყვარდა, ეს დროც მიყვარს; სადაც ვარ, მიყვარს….

  28. lasha says:

    ამავე შინაარსის თემა 10 წლის შემდეგ:

    ეჰჰ კაი დრო იყო, მახსოვს როგორ სრულდებოდა ინტერნეტ კაფეების ერა და იწყებოდა ხალხის “კომპიუტერებით პენწიუმ 4 ებით” აღჭირვა. მახსოვს პირველად რო დამიდგეს სახლში “პენწიუმ 4″_ი და ერთი სურვილი მქონდა როდის ვითამაშებდი ინტერნეტ კაფეში ერთხელა ნანახ “gtai”_:D რომელლის თამაშის დროსაც კინარამ ხელები მეხლართებოდა მაუსის და კლავიატურის მორჯულებაში მაგრამ მალევე გამოვძებნე გამოსავალი :) მაუსს ერთ ხედზე დავაყენებდი და ისე ვთამაშობდი, ასევე მახსოვს გრანდიოზული GTA ს ლეგენდარული კოდები (aspirine, leavemealone nottertools ) რომლებსაც ყველა რვეულის უკან ნახავდით :D. შემდეგ როდესაც ეგრედწოდებული “ზანგი GTA” “გამოვიდა” :D ხალხი გაფაციცებული
    დახვდა ამ სიახლესს, შემდეგ იყო san andreas_ის ახალი რუსების მიერ გადაკეტებული ვერსია, მახსოვს ერთი მანქანა რომ მაინც ყოფილიყო შეცვლილი ხალხი დაგიჟებული ყიდულობდა GTA ახალ რუსულ ვერსიებს
    ხოლო ყველანაირი ფურორი მოახდინა ქართულმა GTA_მ რომელშც არაფერი იყო ქართული გარდა შემქმნელის სახელის და გვარისა რომლიტაც აჭრელებული იყო მთელი თამაშის ტერიტორია

    დანარჩენს მერე გავაგრძელებ :)

  29. Internet_Contraband says:

    // ამიტომ განსაკუთრებით ის ბუტკები მიყვარდა, რომლებსაც ქვეშ რკინის კანტი ჰქონდათ – ფეხი რომ დამედო და უფრო კარგად დამეთვალიერებინა საქონელი

    Holy shit… მეც… ზოგს გისოსები ქონდა და ფეხიც მეჭედებოდა შიგნით… მაგრამ ცნობისმოყვარეობა თავისას შვებოდა…

    Mortal Kombat ს ცალკე პოსტი უნდა მიუძღვნა აუცილებლად!!! არ შეიძლება მასე.

    ტყვიების აკუმულატორიდან გამოდნობაც ვერ შევნიშნე…

    კაი 5 იანს დაგიწერ, ოღონდ მომავალში კარგად მოემზადე :D

  30. თურქეთობია დაგავიწყდა რატომღაც, კოჭებამდე ჭრელი კაბები, ტყავის კურტკები, კაზაჩოკები … ქაღალდისაგან გაკეთებული “გონჩები” მერხიდან მერხამდე რო ფრინავდა ზედ ნაირ-ნაირ წარწერებებითა და გაფორმებებით .. წითელი კერასინკები სკოლაში რო დაგვირიგეს, მაგრამ მასწავლებლების სახლებში რომ აღმოჩნდა, მწვანე და ლურჯი ნავთქურები, ხუთ და ექვს ფეხიანი .. 5 იანი არ ვარგოდა 6 იანი კაი იყო .. :) ირანული ლამფები ? “ნათურისთვის” ხელი რომ არ უნდა მოგეკიდა, თორემ იფშვნებოდა – გაზზე რო მუშაობდა, თუმცა სუნი იმისთანა საშინელი იყო, ყველას თავი გვტკიოდა … გზეზბზე მოჭრილი წიფელის ხეები, სახლებში რომ ამოგვქონდა შეშისთვის … “სუშილკიდან” მომყივანი მამალი, მოღრუტუნე ღორი თუ მოღმუილე ძროხა … ახალი, მწვანე გირჩისგან დამზადებული თაფლი … სათამაშო პისტალეტები პატარა მრგალი პლასტმასის ბურთებს რო ისროდა, რამდენს გამწარებია ფეხი/ხელი … გიჟების “რეინბოუ” ? ყოველ მეორეს რომ ქონდა, კიბეებზე რომ დავაგორებდით ხოლმე, ან ხელში გვეჭირა და ისე ვთამაშობდით … სტუდენტური საცივი ქათმის მაგივრად კვერცხი რო იყო, პეჩენისს ნამცხვრები … კინაღამ დამავიწყდა UNICEF ის ლურჯი რვეულები ვის გახსოვთ ? მინდვრები უკუღმა რომ ქონდა … ან თეთრი სახაზავები ინჩები რო ეწერა მეორე მხარეს, მოგვიანებით იმ სახაზავებით ადგილებს რომ ვიზომავდით … :rolleyes: პური ტალონებზე … ყვითელი და ლურჯი ტალონები … კენტი და ლუწი რიცხვებისათვის … ( ეს რა უბედურება იყო .. ) პურის რიგები … ბაბოჩკა დანები … უხ.. რავიცი ათასი რამის გახსენება შეიძლება …

  31. იკკა says:

    ეეჰ რა დრო იყოოოოოოო, ჩინური ლაზერები 70 ლარი ღირდა, ახლა 70 თეთრი ღირს ბლიად:( ეეჰ ახლა დამაბრუნა იმ დროში ერთი 200 ცალი ლაზერით:-)

  32. LILIEN says:

    გაიხარე როკო:):) ცრემლები მომადგა ამ ყველაფრის გახსენებაზე.
    კიდევ იცი რა გამახსენდა??? LOVE-ს კევები და ფეხბურთელების გამოსახულებიანი “სპიჩკები”. ჰო კიდევ თექვსმეტობანა, ნებისმიერ კითხვაზე თექვსმეტი რომ უნდა გეპასუხა. ცუდი დრო იყო მაგრამ დღეს კარგად მახსენდება ყველაფერი……….

  33. კორძა says:

    ინსტრუქციის წაკითხვა არასოდეს მიყვარდა, მეთვითონ ვცდილობდი ყველა დეტალის დაკავშირებას, ისე, რომ წინასწარ არც ვიცოდი რა უნდა გამოსულიყო… :) ნიჭიერი, მარა ზარმაცი იყავი ბავშვობიდან:)))))

  34. კორძა says:

    მზის სათვალეზე თქვენც გაგისვამთ ხვლიკის კუდი? :D იმის იმედით, რომ ხალხი შიშველი გამოჩნდებოდა :D ბაყაყისთვის თუ გადაგიყლაპებიათ კარბიტი? :D საშინელი სანახაობა იყო :D სასიამოვნო მოსაგონარი… მაგრამ მძიმე ბავშვობა გვქონდა:))) ისე ხვლიკის კუდზე უნდა ვუთხრა ზოგიერთებს:))))

  35. კორძა says:

    P.S. გენიალურია, სიტყვები არ მყოფნის, აი მალადცააააა!!!

  36. კორძა says:

    აუ რა გამხსენდა იცი, ქაღალდისგან სამ (ეს მკაცრად იყო დადგენილი) ბურთს რო ვაკეთებდით სკოლაში და მერხის ფეხბურთს რო ვთამაშობდით ისე რომ ერთი ბურთი ორის შუაში უნდა გაგეძვრინა:))) არ ვიცი როგორ ავხსენი მარა გამახსენდა:D მერე ჩEმპიონატები და მთელი ამბები იყო მაგაზე:))))

  37. კორძა says:

    ხო მართლა კიდე, ის არ დამავიწყდეს, სკოლის ეზოში ფეხბურთის გირჩით, კონსერვის ქილით, ან უკეთეს შემთხვევაში “ლიტრანახევრიანი” პლასტმასას ბოთლით თამაში, აბა ბურთი ჭირდა მაშინ ან ჟმოტავდა ვისაც ქონდა რო არ გაფუჭებოდა “ასფალტზე თამაშით” :( :))))

  38. ცქნაფი says:

    ძალიან დიდი ხანია ასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს :D დეგენერატივით გაღიმებულმა ჩავიკითხე :))) შენზე დიდი კი ვარ, მარა მაინც ერთი თაობა ვყოფილვართ (forever young) :))
    ემოციებით გავიტენე :D :D :D წავალ ეხლა, მარიოს ვითამაშებ :))

  39. Deus says:

    ტეგები არ მუშაობს :)

  40. კაი თემაა.

    მე ის გამახსენდა, აკუმულატორის კალას რომ ვადნობდით და ჩონჩხის თავებს (თუ თავის ჩონჩხებს) ვასხამდით. ბატარეებზე ლურჯი იზოლენტით გაკეთებული ფარნები. ბატარეებში დენს ენით რომ ვსინჯავდით. კრონა რულავდა მაშინ.

    ვიდეო-ვიდეო. და ვიდეო ბარები… მერე რა რომ სველიაზე მოდა. ლიკა მს-ის კონცერტი სპორტის სასახლეში.

    არლიონოკი არ მევასებოდი, ლურჯი პერლამუტრი აისტი მყავდა სვეცკად ჩაფორმებული. ყოველდღე ვრეცხავდი – მანქანა მეგონა.

    კრუგოი ლაფტა. გოგოები რეზინობანას რომ თამაშობდნენ მაგარი პრიკოლი იყო. კისტის თოფი. მერხის რეზინისგან გაკეთებული კასტეტები. სისხლის გადასხმის სისტემების მილების ქსოვა. მარკები… ბეეევრი მარკები.

    დიდი ბრტყელი დისკები. საბჭოთა ე-ვე-ემები ლამპებით რომ ინთებოდა ციფრები. ელექტრონიკის ნუპაგაძი. მაგნიტაფონები და მანიკურით გადბმული კასეტის ლენტები, რომელიც სულ იხვევდა.

    საყოველთაო ზეიმი – ილუზიონი (ქალის გუბეში გარბენით და მერე მაგის ეზოში გამეორებით).

    ცისკარას სეზონი რომ იწყებოდა? – ცისკარათი? სამი კაკალი კონკიასათვის სულ ჩარტის თავში იყო.

    საკომისიო მაღაზიები და პენალებით და პასტებით მარიაჟობა. მანამდე კი მოსკოვური ფორმები და ცარცისფურცლიანი რვეულები. პითაგორას ტაბულა მწვანე რვეულის უკანა გარეკანზე. ტრანსპორტირი და ფარგალი.

    ექსკურსიები, რომლებზეც ძირითადად მშობლები აჯაზებდნენ. გიდები კი ყოველ წელს ერთი და იგივეს ყვებოდნენ. ავტობუსის უკანა სკამებზე გასასტავება. გოიმები წინ ისხდნენ.

    პირველი სიგარეტი შატალოზე რუსთაველის მეტროსთან მდგარი ბუტკის უკან – პირველი თავბრუსხვევა. პირველი ზასაობა, პირველი სექსი, პირველი სიმთვრალე, პირველი ღამისთევით ქეიფი :-)))))))))))))))))))

    პოპკორნი და ბრავო – მანდ ვკითხულობდით პოპცხოვრების სიახლეებს.

    სპიდინფოს ინტიმური ისტორიები. ამ ისტორიებზე ფანაზიები.

    ეუფფფფ სად წავედი :-)))

    კიდევ ის გამახსენდა ლევი ხაზების გადმოყვანა. იმიტომ, რომ 20-ე ფიდერი ვეჩნად ფეთქდებოდა…

    გორკებს რომ ყიდიდნენ შვიდფოთოლას და ცხრაფოთოლას? დ10, რენესანსი, დუბოვი ლისტი, კობალტი, ლუდოვიკო, ჯოზე, კლიმა, მეჟი ნუარი. დეტსკი კრემი. ირისის კანფეტები. საბავშვო ბაღის თეთრი რეიტუზები და როლინგსტონები. პერლოვკის ფაფა. ბოთლის მაწონი ალია კეფირი. გოგლი-მოგლი. სოჩი, დაგომისი, კეჩხობი…

    ბაღში ერთი თვე ვიარე და გავრეკე. ძალით მაძინებდნენ ხოლმე. ვუყურებდი გახუნებულ სტაფილოსფერ კედლებს ზედ რომ მზის სხივები ეცემოდა. ჭორიკანები ქოთენბიდან იღვრებოდა. დიდი მრგვალი ვაზები საბავშვო ბაღის შესასვლელთან… პასკა პასკა გამოდი ვაკის პარკში და ა.შ.

    მაგარი მარაზმი გვაქვს გამოვლილი. მაგიტომაც არის ჩვენი თაობის ადამიანების ცხოვრება გაცილებით საინტერესო… იმასაც მოვესწარით და ამასაც კი ვუყურებთ :-)))))

  41. ჰომა says:

    ეჭვი მაქვს ყმაწვილო ბევრ რამეს აქედან არ მოსწრებიხარ და სხვისი მოგონებები ჩAმოყარე:D მარა ყოჩAღ მარტლა კაია!
    კ სტაწი კუდი კიარა გული, მთელი ეშხი მაგაშია:D

    მაკარტი სათვალეები, სიგარეტები ტრაკაი და ტუ134
    გამქრალი სიგარეტის ნაწარმი და მაგ დროს რიგში ნაყიდი 30 კოლოფი “პოლიოტი”
    ბენზინის რიგში 20 ლიტრიანი კანისტრის გამოტანა(მთელი ღAმის ნაჩAლიჩAრი)
    IBM 286 მაშინ 1 მბ სასწაულად ითვლებოდა:D
    ალტაირი, ელექტრონიკა, ვითომ კომპიუტერი:) მაგნიტაფონის ფირზე წერდნენ თAმაშებს.
    ფერადი ტელევიზორი და მხოლოდ ფერადი”ვრემია”
    კიდე ფერად ფირებს აკრავდენ ტელევიზორს:D აი ფეხბურთზე მაგალითAდ ზემოთ ლურჯი ქვემოთ მწვანე=))
    ლაღიძის წყლები “ნაღEბი შოკოლადით”
    თეთრი ფეხსაცმელები”ალფა”(მე თბილისელი ბიჭი ვარ)
    სალამანდრას ფეხსაცმელები კაცებს “ცებო” ქალებს:D
    მოსკოვის გუმ-ში ნაყიდი შმოტკა…უკეთEსი ვარიანტი სუხიშვილების ჩAმოტანილი….
    ცხენი ზოოპარკში(ყველა თAობის საკულტო ფოტო!)
    37 მანეთAდ მოსკოვში ფრენა(ლენინგრადი 50 ღირდა)
    ვიდეომაგნითAფონი 6000მანეთAდ
    ქირით გამოტანა და კალიგულა(ეს განსაკუთრებით მყუდრო სანახავი იყო 50 კაცში:D),კუკუშკა,ბაბოჩკა=))
    ვაკისპარკში ჯაჭვები და მანქანები..
    წითელი თუმნიანები,ლენინის ჩAმოგდება ლენინის მოედნიდან:)
    ფრაზა დისიდენტი..ქსეროქსი წიგნები..ინასტრანკა..ნევიეზდნოი..კგბ..
    დოლარის ბარიგები ივერიის ვალუტნი ბარში..დოლარი 3 მანეთად..
    wrangler,lee,super rifle, ჯინსები და პა ხოდუ ხდიდნენ:D
    250 მნეთი ღირდა(საშუალო ხელფასი 200 მანეთი იყო)
    ეჰ გავჩEრდები თორე ვიღAცა გოლოვინსკს გაიხსენებს და კინტოებს=))

  42. ჟიგა says:

    პედრო, დონალდო, მამალოები, ციგნებს რო რეზინაზე გამობმული რაღაცა მობურთო სათამაშოები ქონდათ, სათამაშო აპარატები რომელშიც შიგნით რკინის ხელივით იყო – ერთი ღილაკზე დაჭერით სიგრძეზე უნდა გაგეჩერებინა და მეორე დაჭერით სიგანეზე და რასაც ამოიღებდა იმას იგებდი, სომხური კევები (ვრიგლის პონტში) სტაფილოსფერი, ლურჯი რეზინის ბურთები წითელი ზოლით, ნუ პაგადიში ათასსზე მეტს რო გააკეთებდი მულტფილმებს რო ანახებდა, ველოსიპედი ივერია, კევა ტიპ-ტიპი გრძელცხვირა კაცის სურათებით, ქართული მულტფილმი გოგონაზე რომელიც ძალიან პატარაა და რომელშიც ესეთი ტექსტია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი……, გასაღებების ჩამოსაკიდი ბრელოკი რომელიც დასტვენაზე რაღაცა ხმას გამოსცემდა (გულით მინდა გავიხსენო ეგ ხმა), 25 სნიკერსის ჭამაზე სერიოზული მაზიანები, “ახალ ფიდერზე გადავსვეს” აღნიშვნები, ესპადრელები თეთრი და შავი, ბენდენა, მაწვნის ცარიელი ბოთლებით სავსე თოკის დაწნული ჩანთები, არაჟანი და მაწონი შუშის ქილებში ზემოდან ფოლგის ქაღალდიანი თავსახურით თითის ჩარტყმით რო უნდა გაგეხსნა, დიდი ბუბლიკები, ძველი გემრიელი სტაკანჩიკი ნაყინი, შოკოლადიანი ოთხკუთხედი ნაყინი…………… ეეე კიდე რამდენი რამეა ჩამოსათვლელიიიი…………..

  43. იკარაგუა says:

    მატირეთ :’( ლოვ იზ-ის სურათი რო დავინახე, გამაჟრიალა.. საღოლ როკო.. მალადეც ყველას.. აუF, რა დროში ვიცხოვრეთ, რა გადავიტანეთ!.. ამპულები შეშის ფეჩში გახსოვთ? პირველი ტოიოტა მახსოვს თელავში, მარჯვენა რულით. ნისან პატრულიც :D სკოლის ფორმაც მახსოვს. საშინელი, მძიმე მატერიით შეკერილი და ალუმინის ღილებით, სინიაკებს რო ვიხატავდით თვალებზე. რუსულის რვეულები გახსოვთ? დაწვენილი უჯრები რო ჰქონდა და უკანა მხარეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ეწერა.. ფრაზა “დენი მოვიდა”-ზე დღემდე რაღაცა მიხარია. აღარ მინდა გახსენება.. მერე პირამიდა ჯინსები, ფოჩიანი ჯექსონები, პუმას კაშნი, დერმატინის კურტკები (მხედრიონელებს ეცვათ ხოლმე), მოკრი ასვალტისფერი ნოლვოსემები და ძევიტები, თურქული ჯემპრები, კაბა-შარვლები, ქალები მუხლამდე ჯემპრებში და ელასტიკებში :D შემსალაროში მთელი ამბით გაქანებული ოჯახის დანაზოგი და მერე ტომრებით კუპონები. მაღაზიების ვიტრინებში პირამიდებად დაწყობილი “მალაკო” და თევზის კონსერვი. მერე რაღაცა საშინელი მაკარონის სუნი ამავე მაღაზიაში და ლომპასი კანფეტები. ნუგა, კბილებზე რო გეკრობოდა :D შუშის ნაძვისხის სათამაშოები და წვიმები..
    ვსიო, მოვკეტე ეხლა :’( დეპღესსია..

  44. ბალახა says:

    საღოლ. ასეთი მაშტაბის ბლოგ სტატია სიმართლე რომ გითხრა არასოდეს წამიკითხავს თავიდან ბოლომდე და ამასთან არასოდეს გამჩენია სურვილი მერე კიდევ გადამეხედა რამოდენიმეჯერ. ნოსტალგიები მომეძალა. მაგრად მახსოვს ტრანსპორტი რო არ დადიოდა და პლატოზე ასასვლელად კეთილშობილი მანქანიანი ხალხის შემხედვარე რომ ვიდექით ხოლმე ასახვევში და ხელს ვუქნევდით გაგვიყოლეო. როკო კიდო შენთან მახსოვს სახლში პირველად ვითამაშე “თევზაობა”, მაგნიტიანი ანკესი იყო და თევზები კიდე ბრუნავდნენ და პირს აღებდნენ. შენ კი ანკესი პირში უნდა ჩაგედო და… სანთლის შუქზე გაცოცხლებული ჩრდილების თეატრი? შეუდარებელი გრძნობაა. მაგარია ბავშვობის მოგონებები..

  45. ბაცო says:

    ბრავო როკო
    ვკითხულობდი და ვხარხარებდი თან ცრემლები მადგებოდა ეგ ყველაფერი მეც გამოვიარე,
    მაგრამ ცოტას ჩემგანაც დავამატებ :) : “ბუტკების”, გარედან ალუმინის მავთულებისთ ჩაკეტვა და შემდეგ მოულოდნელი ბრახუნით გამყიდვლის შეშინება, გაქცევა და კორპუსის კუთხეში ხარხარი იმაზე თუ როგორ წვალობდა საცოდავი გამყიდველი კარის გასაღებად; “ჟუვაჩკა: ბომბიბომი” :))))) , პურის რიგში ჩაწერა და დილის 4 საათამდე ლოდინი . პურის ტალონები? ფუჯიქსი ? :) ნუ ტურბოს სჰემოსვლა ხომ რევოლუცია იყო “კერასინკების წარმოებაში :))))
    ახალი წლის არ იყოს, ხალხს უბანში ვინმეს გარდაცვალება ცოტა არ იყოს უხაროდა, შუქი იქნებოდა გასვნებამდე :)
    duck hunt? მიჭირს მაგ თამაშის გახმოვანება :))))) და აცდენის შემთხვევაში ძაღლის ბალახიდან წამოდგომა და პირზე ხელის აფარებით დაცინვა :D
    ბევრს დავამატებდი კიდევ უბრალოდ დაბნეული ვარ და ემოციებით დახუნძლული :)

    როკო გმადლობ :))))

  46. ბოჭორა says:

    საღოლ როკო!!!
    დუტის კურტკები გახსოვთ?.. Helly Hansen თუ რაღაც მსგავსი რომ ეწერა და მთელ თბილისს ეგ რომ ეცვა..

    ეჰჰ..

  47. გეგა says:

    სანშაინები?

  48. სოფო says:

    როკო მართლა მაგარი ადამიანი ხარ ყველაფერ ამაზე რო იფიქრე და სტატიის სახით ჩამოაყალიბე. მეც შენი თაობა ვარ, რადგან ყველაფერი ეს კარგად მახსოვს და მიუხედავად იმისა რო გოგო ვარ გამოცდილიც კი მაქვს ბევრი რამ :))) თუმცა მეც შემიძლია დავამატო ისეთი რაღაცეები რაც არარასდროს დამავიწყდება და რაც ამ სტატიაში მოყვანილ თითო მაგალითთან ერთად ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ესაა ჩემი ბავშვობა… მოკლედ შტაბები გახსოოვთ? :))) რამდენი შტაბი აღარ გვქონდა, ერთს დავანგრევდით, მეორეს ვაშენებდით, კიდევ ხის რაგატკები და ჟგუტები რაგატკებისთვის, რკინის რაგატკა თუ გქონდა ვაფშე მაგარი როჟა იყავი :))) ეზოში ნათამაშები ცალკარა და ჟოპასტენკა :))) დღესაც ჩამესმის ბავშვების ყვირილი “პაჟარია”, “ფახი დუ დუ დუუუ”, პარალობანას თამაში, ჭიაკოკონობისთვის შეშის გროვება, სტროიკა და ამწე კრანი, ამწე კრანის ბოლოში რო ბუტკა იყო იქ ასვლაა და რამდენი რამ……. ბენდენების პერიოდი თუ გახსოოვთ, მახსოოვს ძაან ხოდში იყო წითელი და შავი ბენდენები :))) ესაა რისი დამატებაც მე ეხლა შემიძლია და თუ რამე გამახსენდა კიდევ დავწერ !!!

  49. სერგი says:

    საღოლ როკო, მართლა გენიალურია. მთელმა ბავშვობამ თვალწინ გაირბინა კითხვის დროს:) ფეხბურთი ვისაც უყვარს ემახსოვრება, სერია ა-ს ფეხბურთელები და ლოგოები რომ იყო გამოსახული დიდ ბარათებზე:) ფიორენტინას ლოგოს გარდა ეხლაც ყველა მაქვს :D (რაც მე ლაკიას მაგ ლოგოზე ვეხვეწე…ნწნწნწ).

    #
    კორძა ამბობს:

    5 March, 2008 01:18

    აუ რა გამხსენდა იცი, ქაღალდისგან სამ (ეს მკაცრად იყო დადგენილი) ბურთს რო ვაკეთებდით სკოლაში და მერხის ფეხბურთს რო ვთამაშობდით ისე რომ ერთი ბურთი ორის შუაში უნდა გაგეძვრინა:))) არ ვიცი როგორ ავხსენი მარა გამახსენდა:D მერე ჩEმპიონატები და მთელი ამბები იყო მაგაზე:))))

    თან ჩვენ სულ ერთ “პადგრუპაში” ვხვდებოდით :D და სულ პირვე-მეორეზე გავდიოდით. კარგად გაიხსენე ;)

  50. BlackGlance says:

    მე მასოვს პასტის გულებს რომ აცლიდნენ ბიჭები, დაღეჭილ ქაღალდს რომ ტენიდნენ შიგ და ერთმანეთს ესროდნენ.

  51. აირინი says:

    ბრავო!… გენიალურია, იმდენი რამ არის ჩამოთვლილი რაღა დავწერო არ ვიცი. ბევრი რამ მახსოვდა, ბევრიც არა..
    ამ წუთში ქაჯური ენა მახსენდება, ზაფხულობით სოფელში რომ ჩავდიოდი ბებიასთან ქაჯურად ვლაპარაკობდით.
    მაგ: გამარჯობა ითქმის როგორც გაფამაფარჯოფაბაფა. ყოველ თანხმოვანზე ემატება “ფ”.
    პირველად სიყვარული ქაჯურად ამიხსნეს, “მეფე შეფენ მიფიყვაფარხაფარ”-..
    საწყალი ბებიაჩემი, სულ მეხვეწებოდა ბებო ნორმალურად დამელაპარაკეო.
    ტურბოს კევებიც მახსოვს, კიდევ “ცისფერი ხე” და “ზოლიანი ბანანები”.
    ეჰ როკო, ბავშვობა მომანატრე… გაიხარე…

  52. წებ_ნტს says:

    :S ბავშვობა გამახსენდა…..

    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი :D

  53. Ladybird says:

    wow, პატარაობა გამახსენა, რეზინობანა… :D ძაან მოდაში იყო 90იანებში… :D

  54. ოთო says:

    საღოლ, ძაან ვიხალისე.
    მარა გულახდილად მიპასუხე ეგ ამდენი რაღაცეები შენახული გაქ ეხლაც?? :)

  55. fiamifero says:

    იეს-ნოუ მაიკები გამოგრჩათ :D

  56. -=BALOO=- says:

    საგოლ მაგარი სტატიაა:) გამახსენდა ყველაფერი, რა დრო იყოო რა ცუდი დროოო:( ეხლაც მაქვს ატარის ნაკლეიკები:D სიგარეტის თავსახურები დ მურტალ კობბატის მრგვალი მარკები რო იყო დარტყმაზე რო ტრიალდებოდა გავაცჰუკე:) პარებსში მარკაობა და ბლოკებს არ ვართო რა მაგარი იყოო:D კიდე ნახევარი პური რო იყიდებოდა და რო უჭრიდნენ ხოლმე პურს. ტურბოს კოლეკცია მოვიგა მეკარეებს შორის ჩატარებულ ჩემპიონაში უბანში:):):) კიდევ ზამთრობით ხუდადოვის ტყეში შეშის ჭრა მახსენდება რათა სახლში ჩამეტანა და გავმთბარიყავი, თან ნაძვის მოჩრა იკრძალებოდა და ფულადი ჯარიმა იყო ნაძვზეც და ნედლი ხის მოჭრაზე, ლოტკინის ძაგლობა აჯარიმებდა. ყოველ საგამოს აივანზე გამოვდიოდი და ვიტვლიდი ხოლმე ლოტკინზე თუ რამდენი სახლი იწვოდა ხოლმე. აუ რა დრო იყო როცა ვიჯსენებ ყოველთვის ჟრუანტელი მივლის:( მართლა მაგრა გამიხარდა ეს სტატია რო ვნახე, აკამდე ასე კარგად გადმოცემული არსად არ მინახავს;) კიდევ რამდენი რამის მოყოლა შეიძლებააა…

  57. კუდა says:

    სახეზე ღიმილი აღარ მშორდება, ყველაფერი თავიდან გამახსენდა =))

  58. eli_eni says:

    ჰააჰააააა….:)))) პუუუუსკ უმაგრესიი იყო იმდენიი ვიხალისეე როო ბოლოს ცრემლიც მომადგაააა:)))))))))………………. ყველაფერმა უცებ გამიელვააააა…:))))) კიდეე რა გამახსენდა იციი ??… ქახალდისგაან თვითმფრინავებს და გემებს როო ვაკეთებდიიით.. მე დაა ჩემიი კლასიის გოგოები დღიიის ამბებს ვწერდიით ხოლმე ძირითადად ბიჭებს ეხებოდა (თავისთავად) :)) ან მასწავლებელს ვლანძღავდიით:))) ერთხელ მახსოოვს “გაფრენაში” მასწმა დაიჭირა და იმ წელს სამიანი გამომყვა იმ საგანშიიიიიიი:))))))))) მომენატრეეე:*

  59. Maggot says:

    რა გამახსენდა და აკუმულატორის ტყვიის დადნობა რომელსც ყველა კალას ვეძახდით და შემდეგ აგურებში ჩამოსხმა. აქვე მამაჩემის დარიგებები რომ სველში არ ჩამესხა თორე ამოასხავდადა დამწვავდა. შემდეგ პირამიდების გაყოფა ერთმანეთში.

    ჩემი კორპუსის გვერდზე მშენებლობაზე ხიშნიკობანას (კინოფილმ Predator-დან) თამაში სადაც შვარცენეგერი ყოველთვის მე ვიყავი იმიტომ რომ ყველაზე მეტი სათამაშო იარაღი მე მქონდა და ხალხს მე ვამარაგებდი.

    პლასტმასის ტყვიებიანი თოფებით გამართული ომები და ჩემი Beretta რომელშიც 28 ტყვია იდებოდა და 50 ლარი მივეცი. თან რკინის იყო. ეგეთი მეორე არავის ჰქონდა. და ყველას შურდა :P .

    მახსოვს მამაჩემის ტანკისტის ბუშლატს, არტილერისტის ქუდს და მოტოციკლისტის სათვალეებს რო გავიკეთებდი და რო დავრბოდი ხოლმე ესე უშიშრად ტყვიების უწყვეტ ნაკადში… მანამ სანამ ერთ ჩემს ეხლანდელ ძმაკაცს (მაშინ კი მტერს) თვალში არ გავარტყი და კინაღამ არ დავაბრმავე.

    ჩემი ლამფა მახსოვს… მამაჩემის ამოქექილი რაღაც ანტიკვარი ლამფა… ალადინის ჯინი ზის შიგნითო რო მაბოლებდა :P

    მამაჩემი რო ჩამოდიოდა ხოლმე აფხაზეთიდან და როგორი სიხარულით ვხვდებოდით :)

    ჩემი სახლის კარნიზზე მანქანებით თამაში, სახლთან ახლოს გორაზე ჟიანჟველების ბუდეში განხორციელებული დივერსიული აქტები.

    ნუ კისტის თოფი რო მიყიდა მამაჩემმა ეს იყო რაღაც… მახსოვს ერთ დილაში 14 ბეღურა გამოვასალმე სიცოცხლეს…

    დანარჩენი კი რაც როკომ ჩამოთვალა ყველაფერი ის ხვლიკის კუდის, პორნო კარტის და კარბიდ გადაყლაპული ბაყაყის გარდა. ბაყაყები ემვასებოდნენ და არ ვკლავდი.

    და კიდე ბევი რამ რისი დაწერაც უკვე მეზარება :)

    როკო გაიხარე ესეთი კარგი პოსტის დადებისთვის. თითქოს მართლა წარსულში გადავედი და მთელი ბავშვობა დავინახე…

    ხო დახუჭობანას თამაში იყო ხოლმე კიდე ძაან მაგარი, ხეზე ჩიტი, ორდროშობანა, 7 ქვაობანა, დაჭერობანა….

    ეჰ… კაი იყო რა :)

  60. მარგარიტა_ბულგაკოვა says:

    აუუუუუ ძალიან მაგარია გავსკდი ტირილით ;((( მამიკოს დაბრუნება როგორ მიხაროდა აფხაზეტიდან!!! მერე ცავიდა და აგარც დაბრუნებულა…

    პურის რიგები…

    უბანში ვისაც ვიდეო ქონდა ყველა იმასტან იყო :D

    პერადი ცარცები…

    პენალები გახსოვტ??? ფანქრებს და რაგაცეებს რომ ვაცყობდით… კლაში ეგენი მარტო ხუთოსნებს ქონდათ =)))

    ჭიაკოკონობაზე ერტხელ საბურავები მოვიგეთ… 50ცალი ”პაკრიშკა” და ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო!!! იცით რამხელა ცეცხლი იყოოოოოოოოოოო????? =)))

    მაშინ ნირვანას უსმენდა ჩემი ძმა და ძალიან მომწონდა კუტი პლაკატებს ვპარავდი ჩემს ძმას =)))

    აუ რა ვიცი დავასველე კლავიატურა ცრემლებით =)))

    მადლობთ ზუ ეს სტატია რომ მანახე =)))

    ბავშვობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა არ მინდა დიდი ვიყო არ მინდა არა არა არა არა არაააააააააააა

    იცი კიდე რააა??? გახსოვთ ძალიან რომ უჭირდა ხალხს ეზოში ვხარშავდიტ ლობიოს ცეცხლზე… =)))

    მოკლედ აღარ მინდა ამაზე ფიქრი თორე გავრეკავ მართლა ოღონდ!!! ბავშვობა მინდა!!!

    მაგარი ხარ როკო სიტყვები არ მყოფნის!!! კომენტარებიც მაგარი იყო ძააააააალიან!!! საღოლ ხალხო!!!!!!

    ეეეეეეეეეეეეეჰ ;((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

  61. მარგარიტა_ბულგაკოვა says:

    აუუუუუუუ იცი რა დამავიწყდააააა??????

    როცა გეტყვი იიი მაშინ გამოდიიიიიიი, როცა გეტყვი ეეეე არ გამოხვიდეეეეეე =)))

    და კიდე…

    ელია მელია თვალი გამიხელია ვინც არ არის დამალული ცჰემი ბრალი არ არიიიიიიიიიიის =D)))))))))))))))))))))))))))

    იცით რა ბედნიერები ვართ ამ წლებს რომ მოვესწარით????? მე ძალიან ბედნიერი ვარ! =)))) თქვენ არა???????

    კავკასიაზე კვირაობით 9საათზე გადიოდა ხოლმე აერობიკა =)))) და მერე მულთფილმები ეჰ რა კარგი იყო…. აუ მინდაა ;(((((((((((((((((((

  62. BlackRat says:

    აუ როკო შკში ვარ… მეტირება… რა კაი დრო იყო… თავისი მუღამი ჰქონდა ამ გაჭირვებას, მაგრამ ტკბილი მოგონებები… უშუქობა… ხალხი გარეთ რომ გამოდიოდა და აქცირბს მართავდა… შეშას რომ ვაგროვებდით ბაღში, ზამთარში სახლი რომ გაგვეთბო… ეჰ… უფროსი თაობისთვის რთული დრო იყო, ჩემთვის კიდე ბედნიერი ბავშვობა… ყველას გვიჭირდა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით

  63. მეც მინდა თქვენი თაობა ვიყო…როკო გენაცვალე…წიგნად არ გამოუშვებდი ამ ბლოგებს?..კი არა და თემებს რა

  64. მიყვარხართ…ყველა ვისაც ამასთან რამე გაკავშირებთ…ეს ბავშვი კიდე რაღაცა უუუძალიანეასად ნიჭიერია…ასე კარგად ჯერ არ გამიგია..მოთხრობა თუ რაღაც ეეთი….თითქოს მე მიცხოვრიაააა

  65. ხინკალა says:

    საღოლ საღოლ უმაგრესიაააა თუმცა ღიმილთან ერთად ცრემლებიც მომადგა :(( არ ვიცი ესე ზუსტად როგორ მაგრამ ფაქტია რომ ჩემთანაც იყო ძაღლი რომელიც თურმე ძუკნა იყო და ხვადის სახელი ერქვა (Шарик ერქვა)
    ერთადერთი რაც უკვე შესწორებულია უეფა არა ევრო იყო და ევრო96 :))
    და კიდე ხოო მე კარტის მოტეხვა ვერ მოვახერხე :”>
    დიდი რესპექტი ჩემგან ;)

  66. MATE says:

    ძლიერი ხარ ძმაო საღოლ რა არ დაიკარაგები ამ ცხოვრებაში ხოოდა P.R. უვდავია ;)

  67. სანამ კოკა-კოლა და მსგავსი სასმელები შემოვიდოდა მაგარ ცვეტში, რატომღაც მახსოვს დუბლი-კოლა, თქვენთან თუ იყო?

  68. ოთარი says:

    ძალიან ბევრი ვიხალისე ამ თემით, მართლაც, ყველაფერმა იმან რაც ზემოდ წერია თვალწინ გადამირბინა, “ფანტიკები” :) ყველაზე სახალისო მოგონებად იქცა.. ისიც მახსოვს მაცივარზე ნაკლეიკები ისე მივაკარი რომ დედამ არ იცოდა.. სოფელში იყო.. დამსაჯეს :) “მაჩალკით” მახეხინეს მაცივარი :)) მაცივარს ვინ ჯავრობდა, ნაკლეიკები გამიფუჭდა.. ერთხელ ის მოხდა, რომ ძალიან ბევრი ტურბოს ნაკლეიკა მქონდა (მოგეხსენებათ “ლაპატნიკის” მსგავსი საფულეები რთული საშოვარი იყო მაშინ.. რომელიც ოცნებათ მქონდა ქცეული რომ “ფანტიკები” ჩამელაგებინა შიგ.. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი მეზობელი ჩემზე გონიერი გამოდგა.. მას დაუნახე “ლაპატნიკი” რომელიც ჩემს ფანტიკებს ძალზედ გამოადგებოდა.. და გარიგება შემომთავაზა, “ლაპატნიკი” ყველა “ფანიკის” სანაცვლოდ.. გაუცავლე და მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე :D “ფანტკიები” აღარ მქონდა რომ შიგ ჩამელაგებინა… საღამოს ისტერიკები მოვაწყვე სახლში და უკან დავიბრუნე ნაკლეიკები :)

    სერიალები.. როგორ მახსოვს.. ბათუმში რეგიონულ ტელევიზია “25 არხზე” რაგაც სერიალი გადიოდა.. ვუყურებდით “აკუმულატორით” … შემდგომ ჩვენი სახლის წინ თბილისის “მარშუტეკბი” იდგნენ.. რომლებსაც ტელევიზორები ქონდათ.. მარშუტკაში ვუყურებდით :)))

    მულტფილმებს რაც შეეხება … ჩემს მეგობრებს ძალიან ცოტას ახსოვს.. ისიც ამას წინათ აღმოვაჩინე, რომე 1მა ჩემმა მეგობარმა გაიხსენა ამ “მულტიკის” შინაარსი… იყო ესეთი გადაცემა ОРТ-ზე “Детцкий час” – ქუდათ მოცეკლვავე ნაჩნიკი ქონდა გადაცემა რომ იწყებოდა.. “BIG MUZZY” ერქვა .. ბუდილნიკებს ჭამდა.. და სულ ყოველ მეორე სიტყვაზე გაიძახოდა ” I AM BIG MUZZY” …..

    კომპიუტერებს რაც შეეხება “პირველი შოკი მაშინ განვიცადე” როცა გადაცემა “პოლე ჩუსესში” “დენდის” კომპიუტერებს ჩუქნიდნენ” მაშინ საქართველოში ფერადი ტელევიზორიც იშვიათობა იყო.. როგორ მინდოდა მეც ვყოფილიყავი იმ გადაცემის ფინალისტი და კომპიუტერი წამომეღო”

    ზაღეჭი რეზინები.. ეჰ პირველად მახსოვს “ტიპი-ტიპი” და “დონალდო” იყიდებოდა.. ბოშებს ჰქონდათ ძირითადად… მერე “ჩიპა-ჩუპსი” და “ტურბო” გამოვიდა… მერე იყო შოკი.. რუსეთის ტელევიზიაზე სნიკერსის რეკლამა გადიდოდა და ბაუნტის.. ეს 2 შოკოლადი იყო რაღაც არ ვიცი როგორი ოცნება.. და ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ჯიხურში ვიხილე ორივე.. სასწრაფოდ ბებიას მივადექი.. “მიყიდა მაგრამ..” ცეცხლის ფასი ქონდა :)…

    კიდევ ბევრი მოსაგონარია… მაგრამ არ მინდა თემის ავტორს გავასწრო :))

  69. სულხან says:

    თურმე რამდენი რამე არ მახსოვდა….
    შემიძლია დავამატო:

    კაუჩუკის ბურთები….

    მშრალი ყინულით წყლით სავსე “პლასტმასის” ბოთლებს რო ვაფეთქებდით…

    კაი ბიჭების სიაში მერამდენე წერიხარ?….

    ვარვარ კონანი რო გადიოდა რუსთავი2ზე…

    “დიუკ ფლინდი” თუ არ ვცდები ასე ერქვა გრენდაიზერში “რო ბიჭი იყო”:D…

    ალფი, ალბათ გახსოვთ, უცხოპლანეტელი იყო:)

    “ინდიანა ჯონსს”, “როკის” და “უკან მომავალშის” ხო რა დამავიწყებს:D

    პატარა სათამაშო მანქანები რო იყო თუ გახსოვთ…

    “ვაის-როი”, სოფლებში “ვიგეროის” რო ეძახდნენ მახსოვს 60 თეთრი ღირდა…

    კიდე ის მახსოვს ხალხმა ლექსები რო დაივიწყა და ბავშვებს კასანდრას შესავალს რო აზეპირებინებდნენ: მსახიობების ჩამონათვალს თავისი სცენარის ავტორითა და რეჟისორით…

    “მალჩიკ ხოჩიშ ტანგო” და “ა ჯესკო, ჯუსეი”(I just called, you say)

    ქამელეონი სათვალეები რო იყო… და პლასტმასის საათები, რიცხვსაც რო აჩვენებდა:D… ორლარ ნახევარი ღირდა…

    “კუსაჭკები” რო გამოვიდა… 5 ლარიანი “ტყავის” ბურთი…

    პირველი “კაზაჩოკები” და “ბუცები”(შიპებიანი რო იყო, მწვანე და წითელი:D)…

    ხლაპუშკები :D:D…

    ათ თეთრიანი პასტები…

    “პლოსკი” ეკრანით ტელევიზორი რა ცვეტში იყო… ტრინიტრონი…

    სამ ბორბლიანი ველოსიპედები, უკრაინა, სალიუტი, დესნა დვა…:D:D

    ერთადერთი რაც არ შეცვლილა, ეს არის “Nokia Tune” და თოფურიას მათემატიკა… ისევ ცვეტშია ორივე :D…

  70. წიკო says:

    წონით ნაყინი გახსოოოოვთ, ზედ შოკოლადს რომ აყრიდნენ ან ლაღიძის წყლები თავის ნაირნაირი ხაჭაპურებით (ოღონდ მაშინდელი გემოთი ნახევრად მარგარინიანი და ყველის მაგივრად მაკარონს არ ვგულისხმობ), ფულიკუნიორზე სიარული და კიდევ რა ჩამოვთვალო
    და სულაც კაცს რომ ბრეჟნევის დრო მოგენატრება იმ ქვეკანას რა უნდა უთხრა დადიოდა კაცი თავისთვის გარშოკით და გაიძახოდა მირუ მიროოოოოოოოოოო რას ერჩოდნენ კოფილიკო პაწია კიდევ :D :D :D ჰააააა რას იტკვით

  71. წიკო says:

    ხო კიდევ გოზალა თუ გახსოვთ ვაკეში დონალდოს და პედროებს რომ ყიდდა. იმათი გემო ეხლაც მახსოვს შეედაროს ეხლანდელი დიროლი და ორბიტები :D:D:D

  72. Gუა says:

    auuu ra magari iko bavshvoba :) zustad egre vertobodi mec zustad :) au ra dro iko :D

  73. თოკო says:

    აუ მართლა მაგარი სტატიაა
    ძაან მაგარი საკაიფო და ამავე დროს სერიოზულიც
    მადლობა რო დაწერე

  74. ქეთუშა says:

    ბავშვობა გამახსენდააა=) დიდი მადლობაააა მაგარი სტატიაა=)

  75. როკო, დიდი მადლობა! გაიხარე! ძალიან მასიამოვნა შენმა საიტმა… აქ რაცაა განხილული ყველაფერი გამოვიარე, პროსტა ეს ვერ
    გავიხსენე: “რაღაცეების გაკეთებას რომ გვასწავლიდნენ დილაობით, ”ოჩინ უმელიე რუჩკი”, რუბრიკა იყო გადაცემა ”პაკა ვსე დომა”-სი :D კიდევ ”სამ სებე რეჟისორ” მიყვარდა” _მემგონი არ ვუყურებდი და იმიტომ… ყოჩაღ შენ ეს ყველაპერი რომ შეგინახავს… აი საიტი, ესეთი უნდა იყოს რა… დიდი მადლობა!

  76. დათო says:

    მოიცა მოიცა ესპადრილები იყო და ისეც იყო
    ქაღალდის კურტკები და მარლის საროჩკები.წითელი ჯინსი ოდრაც ,თუ არ გინახია ვერ აგიხსნი ეს რა იყო
    მანქანიდან მოპარული ნაკლეიკები, ხის საბოები, მასტიკის და ნახერხის სუნი სკოლაში დილაობით
    იყო იყო

  77. KOრBEN says:

    უმაგრესი ბლოგია. სტატია და ყველა კომენტი წავიკითხე ღიმილით .მგონი არაფერი გამოგრცენიათ. უცნაურ დროში გავიზარდეთ, ვისაც იმ დროის თბილისში არ უცხოვრია იფიქრებს ეგ რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმაო,(უშუქობა..სიმოვნება მომგვარა ამ ყველაფრის გახსენებამ, უფრო სწორად ბავშვობის გხსენებამ და ამავე დროს სევდა.
    ხო კიდევ გარაზები გამახსენდა და მათ სახურავებზე გატარებული უამრავი დრო .

  78. GIO707 says:

    მდაა :| Turbo ნაკლეიკები დღემდე მაქ შენახული :D რაც კი ჩამოწერე ყველაფერი მქონდა გარდა ის რაღაც პატარა სატამაშო რომ იყო საწმელ ორმ აჭმევდი და სირობები ლოლზ…

    ფუ საშინელი დრო იყო აკუმულიატორის გატეხვა და ტყვიის გადადნობა ეს იყო ყველაზე საყავრელი საქმიანობა ლოლზ როგორ დნებოდა ტყვიაა ვასხავდით აგურის ყალიბებში :D

    კაზაცოკები , ბოტასები jump ესენი ხომ მაგარ მოდასი იყო ბენდენები,

    პასტები pilot შუიასი რეზინა რომ ქონდა 1 ლარი ღირდა მახსოვს :chups:

    გაყინული ხელები უსინათლობა უბანსი ოპერების შემოვარდნები და მარფინისტებსი დაჭერა ჩატენვა ,

    უბანი უბანზე ცჰუხბი , ბიწო ეს ცჰემი დაიკოა როგორ სჰეხედე :lolzzzz:

    კლასი კლასსზე ცჰხუბი

    ვობშეეემ ბავსობა გამახსენდაააა cryyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyy

    მაგრამ უკან დაბრუნებას სიკვდილი მირცევნია !

  79. ზაკ says:

    ქინდერის მოლურჯო ბეჰემოტები!! აი ამას ასი წელი არ გავიხსენებდი აქ რომ არ წამეკითხა :D

    რა ცოტა იყო საჭირო ბედნიერებისთვის.. დავბრუნდებოდი ცოტა ხნით, შუქის მოსვლის ბედნიერების განსაცდელად :|

  80. პატარა ფერია says:

    ჰმმმმ…….ყველაფერი თვალწინ დამიდგა.ღიმილიანი და ცოტათი სევდანარევი თვალებით გადავიკითხე ყოველივე, უცებ ისევ იმ დროში აღმოვჩნდი. რა დრო იყო… უშუქობა… მახსოვს ცოტა “ბლატნოი”ოჯახებს გენერატორები ჰქონდათ,ზოგი კი ოთახებს აკუმლიატორით თუ რაღაც ეგეთით ანათებდა :) კუპონები…უჰ რამდენი მქონდა…ქინდერებზე აღარაფერ ვამბობ…
    მადლობა ამის მოფიქრებისთვის ჩემო კარგო :* უამრავი მოგონება მოფრინდა უცებ ჩემთან…….
    წარმატებებს გისურვებ

  81. რობ! says:

    მდაა…ძველი ბლოგია მარა საღოლ :)
    უშუქობა:ვაიმე 8 საათიდან 1 საათამდე რო დააყენეს ერთი პერიოდი გრაფიკი :( ბედნიერება იყო ეგაც :) და ლამპის სუნი :) :D ფუ როგორ მევასებოდა ეგ სუნი
    ლაზერი რო შემოვიდა :D ეგ მართლა მაგარი იყო რა
    ქინდერი ყოველდღე 1 რო მქონდა გამოწერილი :D
    კუპონები უბრალოდ > :|
    კოკა კოლაში :D რამდენი ასო მქონდა :D
    დენდი მართლა რევოლუცია იყო :D მარიო :) და მოტოები და დანარჩენი 99999999 თამაში
    და ჯოკერი ეზოში :D სუ ჯოკერს ვუყურებდი 4 წლის ვიყავი უკვე უბნის გემერი რო ვიყავი :D

  82. რობ! says:

    აუ არ ვიცოდი თუ ხვლიკის კუდი უნდა გადამესვა :( მარა ღამურის სისხლი ვიცოდი :P :D წასმულიც მქონდა :P :D
    მარა შედეგი 0 :(

  83. ქეთი says:

    პირველად ვარ ამ საიტზე, მეგობარმა გამომიგზავნა ლინქი, წაიკითხე ფანტასტიური სტატიააო.
    მინდა გითხრა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველი შემდეგი აბზაცი კიდევ უფრო
    “მაოცებდა”.. უღრმესი მადლობა ამისთვის. უკვე ამოვბეჭდე და უნდა შევინახო ეს სტატია
    ჩემს “ბავშვობის დროინდელ სისულელეებთან” ერთად, აი შენ რომ სურათები გიდევს
    მაგ ნივთებთან ერთად უნდა შევინახო :)) და მერე შვილებს წავაკითხო :))
    პ.ს. სხვათაშორის მე “მარიოს” პერსონალურ კომპიუტერზე დღემდე ვთამაშობ :D:D:D
    უფრო სწორედ, ერთი წლის წინ გადმოწერა ჩემმა პატარა ბიძაშვილმა და ცოტა ხნის წინ
    სამსახურიდან გვიან მოსულს სულმა წამძლია და ღამის სამ საათამდე ვითამაშე :))))

  84. კობა_შ says:

    აუუ გავიგუდეე იმდენი ვიცინეეე ცუდადავარ სიცილისაგან ვტირივარ! საგოლ ავტორსსს!!!

  85. Dracula says:

    რაღაც ზე სტატიაა! ძალიან მომეწონა.

    გადავვარდი იქ, უკან : )

    გმადლობ

  86. ძალიან თბილი სტატიაა : D
    მეც გამახსენდა რაღაცეები ჩემი “ღრმა” ბავშვობიდან
    დენდი და მარიოოო : D
    ტანკები და კიდევ ოლიმპიადა რო იყო : D
    ჭოკით ხტომა, ისრის სროლა(შუაში ვერ ვარტყამდი ვერასდროს)
    კიდევ ქინდერები
    ცემს დას ვეჯიბრებოდი სულ ვის უფრო მაგარი რამე ამოუვიდოდა : D
    მერე ბარბები და “სუნიანი” ბლოკნოტები
    : D
    მეგობრების დღიური არ გამახსენოთ : D
    მარკებს რო ვაწეპებდით შიგ და

  87. ექსე says:

    ეეჰ…

  88. dato mikeladze says:

    me erti taobit adrindeli var, magram es yvelaferi chemtvisac aqtualuri iyo, – metsac vityodi – bewrad upro mcvave iyo…
    meore arxze rom iyo klipebi sheyvarebulebistvis !!! – unda dagereka da getkva rame, magalitad ” lika miyvarxar. dato” da chabechdavden ( morbenali striqoni jer ar arsebobda rogorc fenomeni ) :)))))
    me TipiTip-is qagaldebs vagrovebdi, magra mevaseboda. egeti juvachka iyo.
    kasetis lenta dedis prchxilebis ( dzlivs nashovni ) laqit ar dagicepebiat??? :)))))))))))))

    auf… puris rigebi… siebis shedgena cina sagamos, da dilas vinme gnida ro mowidoda yvelaze adre da dzvel sias ro gadaagdebda da ” vitom axal” sias ro daazrobda jibidan da ik ra tkma unda meeqvse iyo ) pirveloba magari gafaktva iyo ) :))))))))))))))))))))))))))

    LOBIOM RO GADAARCHINA SAQARTVELO…..
    koconebi ezoshi da did qvabshi saerto lobios xarshva :))))))))))))

    trolebusis ukan chamokidebebi da krishaze adzromebi !!!!!
    metroe vagonebs shoris chadgomebi !!!!
    me mkonda ” blatnoi” gasagebi – samkutxedis formis romelic metros vagonshi VIP – kabinkis kars agebda, da chumad vagebdi imas da viketebodi. ra tkma unda magari ponti iyo tu vinme lamazi gogo iyo axlo-maxlos da am intimur budeshi sheipatijebdi – shen iyavi misi gadamrcheneli, kumiri da gmiri uaxloesi 5-6 gachereba.,…

    “DAMITOVE” !!!!! – amis gareshe ar gasula arcerti dge chem axalgazrdobashi. maxsows vinme tu ichiteboda sigaretit , da amoigebda ert gers, egreve erti 5 kaci yviroda damitoveeee!!! ori napasi !! erti napasi !!!

    bulterierebi da mere pitebi da stafebi – ” ioli pulis” shovnis ert-erti xerxi iyo. stafebi ketilebic aqrian, tu ar gaaborote da amitom dgesac daborialoben aka-ik, xolo bulterieris jishi mtlianad amocxda dinozavrebivit…. ver ishoves bulterierebma puli mashindel saqartveloshi. formiani dzaglebi ra puls dagitowebden :))))))))))))))))))))

    benzini !!! ooooo!!!! gaxsowt. bankebit ro iyideboda, jeshtis ragac churchlebit ! da kide chasasxmel pistoletebs ro ragac rezervuarshi debden, da ik dgis bolos rac chaicveteboda benzini, is benzini sheedzlo caego chamsxmels …..

    kide magari fenomeni iyo gasvenebebi. aba, daicereboda bazarshi camsvlelebis sia, da mere am xorags ro miyridnen rame sasadiloshi, or bichs tovebdnen im sasadiloshi, ro povars da mis megobrebs xoragi ar caegot saxlshi. ra tkma unda sagamos midioda patara sharafi povartan da mistanebtan , – gvino, loqo qinzmarshi da egeti ragaceebi, da bolos sheni xelit udebdi chantashi sachmelebs saxlshi casagebad, – aba, dzmao, xo unda achamo rame shvilebs !!! :))))))))

    rogor grialebda mteli ubani shuqis mosvlaze…..

    mecxre bloki…. es mecxre bloki iyo ragac mistiuri, – rogorc dzvel gvatemalelebs scamdat rom tu mta popokatopetli chamoingreoda, mashin sicocxlec shecxdeboda, – ai zustad ise iyo mecxre bloki, ase megona, mecxre bloki tu amushavda, saqartveloc dadgeba pexze-tko, imdenad utopiuri iyo misi amushaveba…..

    rogor eloda mteli eri axal tsels, imitom rom yvelaze naklebi shansi iyo ro shuqi gamortuliyo…

    yvela ubanshi iyo iseti vigac, vis gamoc xalxi ambobda rom ” vsio, am tsels shuqi agar gamoitisheba!! es gadmovida chwen ubanshi !!! ”

    ” kupons ar vgebulobt”

    butkebshi ro iyideboda celopanshi chadebuli da vitrinashi gamodebuli egred codebul la\vashis nachershi chatenili egred codebuli katleti, da niaxuris sami geri… es mikrobiznesi rogorc cesi butkis qalebis kerdzo prioriteti iyo – am fekaloidebis gayidvis tsils mat aravin ecileboda….

    arayi ” rustavi” da ” fortuna”, romelmac asewe gadaarchina saqartvelo

    VICEROY da L&M – atcleulis sigaretebi. maxsows legendebi – ” BU-iani momeci, is nagdia” es “BU” iyo inglisuri sityva “BY” romelic ragac kontekstshi iyo gamoyenebuli sigaretis pachkaze mikroteqstshi. :))))))

    mere sigaretis gatamashebebi rom iyo – 5 moxeuli etiketi unda shegegrowebina :)))) da gagegzavna. xalxi gagijda, daicxo yvelam moceva. mere ragac xani gavida da vnaxe masti agrovebs kentis pachkebs, konda 3000 shegrowebuli. ra jandabad ginda – metki? da ras mpasuxobs masti: ager naxe, davit, aucileblad ikneba kentis gatamashebac, da ai mashin chemi dro dadgebao !!!! :))))))))))))))))

    KIA-s gatamasheba koka-kjolashi, – is sanukvari ukana karebi, romelic saertod ar iyo, da vistvisac ar unda gekitxa, yvelas konda mzad legenda tu rogor amoigo es ukana karebi pirweliwe botlshi da moisrola mtkwarshi, :)))))))))))))))

    bichebi ro dadiodnen ” podruchkebgayrilebi” – es sadauri moda iyo, dgemde ver gamigia….

    xinkali 10 tetri… maxsovs….

    ” tsiteli pexsacmlis dgiurebi” rustavi-2 ze :)))))))))))))))))

    “BABILONI” da “BATA”….. no comment…..

    “NIKALA” – sadac yava 60 tetri girda, xolo chai 40 tu ragac egeti… sadac sul tbiloda da aravin geubneboda aba exla daaxvieo… :))))))))

    ra rigebi iyo tu gaxsowt nikalashi????

    pirveli mobilurebi… au, T10 tu gkonda, magari derzki roja iyavi :)))))

    “SAXELURS AR ENDOT!!!” -amas aucileblad shesdzaxebda kvelaze magari roja gasvenebebshi. da kide ” bijo, geubnebi ra, kubo protivze unda daatrialo da ara piriqit ! geunebi ra, gushincin davmarxe deidachemi , ras mascavli, Toooooooooooo”

    eeeh…. chemo dzmebo, chemo daikoebo… ramdenjer vendet saxelurs cxovrebashi, imitomacaa ro chamogvengra tavze kubo…., da exlac mis nangreveb qvesh vgoravt, magram miuxedavad amisa, es mogonebebi mudam gemrieli da tbili ikneba… madlova blogis avtors

  89. გიორგი says:

    ჯგუფი “სახე” გახსოვთ? სკოლაში ცნობის კედლები სადაც ყველაფერი ეწერა ყველაზე :D წვენები რომ იყო ზუკო და ინვაითი :D:D:D:D ეზოში კლასობანა, დენდის “ბლოკ-პიტანიის” გაცივება (მალე ხურდებოდა და იწვებოდა), ასაფეთქებლები ორი ბოლტით, გაიკით და ასანთის თავებით, გოგოების “მაჩალკები” და პირველ მერხზე ჯდომის სირცხვილი:D:D:D:D “ფული გააქვს ბიჭო? – არა – აბა ახტი” (ხურდები ჩხრიალებდა ახტომისას), ქურდი ზონაში, ნამიოკობანა და რა ვიცი კიდევ რამდენი რამე. მგონი მთელს მსოფლიოში ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი ვისაც მიუხედავად ასეთი უბედურებისა, მაინც ტკბილად გვახსენდება ბავშვობა და გვენატრება….

  90. დათო says:

    მე-9 ბლოკი გახსოვთ? ზოგი იმასაც იძახდა დავჭეჭყოთ ელემენტივით და რაც დენი იქნება გამოიტანს ბოლომდე და ცოტას დავისვენებთო… :D იმ დროს თავისი ხიბლი ქონდა… მე თავიდან საკმაოდ პატარა ვიყავი მაგრამ ბევრი რამე მაინც მახსოვს… მაშინ ცხოვრებას თავისი მუღამი ქონდა… ძაან მაგარი მუღამი…

  91. ეს არის ყველაზე ემოციური პოსტი რაც უკანასკნელი რამოდენიმე თვის განმავლობაში წამიკითხავს!!!

    როკო, შენ მე 5 წუთში ბავშვობა გამიცოცხლე! უღრმესი მადლობა ამისთვის! სიტყვები არ მყოფნის… უზომოა ჩემი სევდა…

  92. მართლა ბევრი ვიხალისე და თან სევდიანი გრძნობა დამეუფლა იმიტომ რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის დრო მენატრება თან ძალიან იმიტომ რომ ბავშვობის წლები იყო და მარტო ბავშვობას შეუძლია ესეთი დრო ესე ლამაზად ჩაბეჭდოს ტვინში.მერე გამახსენდა ერთხელ ამჯერად მეცხრე ბლოკი კი არა თვითონ ლოკალური გამანაწილებელი აფეთქდა და ჩვენი სახლიდან მოჩანდა როგორ აქრობდნენ ”პაჟარნიკები” და ვუყურებდით ერთ-ერთი როგორ გმირულად შევარდა ცეცხლსში, ლამის გულის სიღრმეში გვიხაროდა რაღაც გასართობი იყო სენსაციური ხდებოდა აბა ფილმს ჩვენ ვერ ვუყურებდით და…….. ხოდა მერე გადავწყვიტეთ მთელმა დების დინასტიამ ერთიანი ძალებით დაგვერეკა რადიოში და სიმღერა მიგვეძღვნა და ძალიან ამაყები ვიყავით ამ ფაკტით.კიდე მახსოვს ერთი პერიოდი შავი ჭირის ხაზზე დაგვსვეს და შუქი სულ გვქონდა და მაგარი როჟა მეგონა თავი .მალე შეცვალოს და ჩვენი გვერდითი კორპუსები დასვეს მაგ ხაზზე და მერე მახსოვს ფანჯრებიდანნ სინათლეს რო ვხედავდით როგორ ვსკდებოდით გულზე.კიდე გამოგიტყდებით და მე მგონი შუქი მოვიდას კი ცყვიროდი და მარა სადღაც გული მწყდებოდა იმიტო რო მერე ყველა თავისი საქმის გასაკეთებლად მიდიოდა თავ თავიანთ კუთხეებში.ეგ დრო მემგონი ყველაზე მეტად მზესუმზირამ და კროსვორდებმა გადაგვატანინა.ხო კიდე მწარედ მახსოვს ვუკურებდით მთელი ოჯახი შემოდგომა ნიუ იორკსში და ზუსტად იმ მომენტში რო უნდა გაგვეგო გადაარჩა თუ არა შუქი გამოირთო.

  93. მარი says:

    ეჰ, რა დრო იყო მარიამ, მეც ეგრე ზუსტად… სინათლე რო მოვიდოდა გამწარებული კი ვყვიროდით შუქიო, მაგრამ გულის სიღრმეში, სადღაც პატარა კუნჭულში ვიცოდი, რომ მერე თბილი “კერასინკის” ირგვლივ მჯდომი ხალხი ადგებოდა და ზოგი სერიალის ყურებას დაიწყებდა, ზოგი კიდევ რაგაცის წერას და მუშაობას…. არადა როგორ მახსოვს, მაგ უშუქობის დროს ჩემს მეზობელს აკუმულატორზე შესაერთებელი მოცუცქნული ტელევიზორი ქონდა და მთელი სამეზობლო იქ იკრიბებოდა “მონაკასა და ხუანის” მორიგი თავგადასავლის საყურებლად. ეკრანი ისეთი პატარა იყო, ცალი თვალით რომ ეყურებინა ყველას, მაინც ვერაფერს დაინახავდა, საერთოდ ცხვირწინ რომ დაგედო, მაინც სათვალე დაგჩირდებოდა, მაგრამ ალბათ მანდ მარტო სერიალის გამო არ მიდიოდა ხალხი, ერთად ყოფნა და გართობა იყო მთავარი იმ მოწყენილობის დროს. არადა მაშინ უფრო მაგრა ვერთობოდით ვიდრე ახლა ზოგჯერ.
    მე9 ბლოკი არ გამახსენოთ. სინათლე რო გაითიშებოდა, მთლად მთელი მსოფლიოც რო უშუქოდ ყოფილიყო, ყველაფერი მაინც მე9 ბლოკს ბრალდებოდა :D მახსოვს ერთხელ ტელევიზორში ჟურნალისტი ამბავს ყვებოდა…. ქალი დაიკარგა მოხუცებული და ინფორმაციას ეკითხებოდნენ მის ოჯახზე. ვერაფერს უპასუხა და ბოლოს კითხეს, რაც გახსოვს, ის გვითხარიო და იმ ქალმა მე9 ბლოკზე ვარო :D საწყალი, როგორ მესმის ამ მე9 ბკლოკისგან გაწამებული ადამიანის.
    მოკლედ, ამ ყველაფრის მიუხედავად, უცნაურია, და მაინც ძალიან მენატრება ის დრო, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობა იყო და ყველზე დიდი გასაჭირიც ყველაზე კარგ გასართობ საშუალებადაც შემეძლო წარმომედგინა.

  94. ეე მარი საწყალი ქალი აბა მაგას ვის რა დაავიცყებდა.ლამის მეცხრე ბლოკი აერთიანებდა ქვეყანას.ერთი რაც გამახსენე კიდევ მწვანე კერასინკა.სახლსში ხო აყროლებულები ვიყავით მაგრამ სადაც წახვიდოდი ყველას ეგ ედგა სულ თან დაგყვებოდა.მუსიკალურ სკოლაში ერთ მიკუჭულ ოთახშიც ეგ კერასინკა გვედგა და ლამის ვიხრჩობოდით სულ ხველა ხველის ფონზე ვუკრავდიტ ბახს ეს მესამე ხმა იკო ორხმიანში.

  95. მარი says:

    აბა მარიიი…. ეჰ რა დრო… ყველაფერი მახსოვს, ეგ ჩვენი ლაზერები, ქინდერიც… რამხელა კოლექცია მქონდა…. ვაიმეე :D კიდევ დზველი ატიკვარული ფოტოაპარატები (მგონი სახლში სადღაც კიდევ მაქვს ეგეთი). კიდევ ის მახსოვს, ნავთის რიგში რო იდგა ხალხი… და თავქუდმოგლეჯილი რო მირბოდა ყველა მახლობელ ბუტკაში რო გაიგებდნენ ნავთი იყიდებაო… ვაიმე ჯუაჩკის ბუტკები ფერად ფერადი ბუშტებით რო იყო მორთული და ასე იზიდავდა ბავშვების ყურადრებას. პირველი არხი, რომელიც ისევე როგორც ახლა, მაშინაც წარსულის სამარიდან ამოსული ხმებით იყო სავსე :D ყოველთვის მეზიზღებოდა მაგ არხის ყურება, მაგრამ მეტი სად იყო? მოკლედ ძალიან, ძალიან ვისიამოვნე ამ “წარსულის ამონარიდის” კითხვით :D გაიხარეთ.

  96. მარი says:

    ვაიმე ეს რო არ დავწერო არ შემიძლია, მაცივარზე დაწებებული ნაკლეიკების კოლექცია :D ძველს რო ვერ მოვაშორებდი ახალს ზემოდან ვაკრავდი და მალე მაცივარი მაცივრის გარდა ყველაფერს გავდა… ერთხელ მახსოვს ბებიამ ყველა ერთად მოაშორა ცხელი წყლით (სხვანაირად არ შორდებოდა ისე იყო ჩაბეჭდილი :D) და გამოჩნდა მაცივრის ოდესღაც თეთრი ზედაპირი :D გული კი დამწყდა ჩემს ნაკლეიკებს სანაგვეზე რომ გადავუდზახეთ (არადა რამდენი ხანი ვაგროვებდი) მაგრამ მოთეთრო მაცივრის დანახვაც გარკვეულწილად სიხარულთან იყო დაკავშირებული :D

  97. aku says:

    ეეეეჰ….
    ზოოლიანი ბანანებიიიი :(

  98. ბაჩო says:

    მაგარი ხარ როკო,ძაან მაგარი თვისება გაქვს ის რომ შეგიძლია ამდენ ადამიანში დადებითი ემოციები გამოიწვიო.ვკითხულობდი და მეგონა ჩემს განვლილ ცხოვრებას მონიტორზე ვუყურებთქო.კაროჩე ჯიგარი ხარ.

კომენტარის დამატება