არქივი: ივლისი, 2008

მუსიკალური კონკურსები

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…

სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?

ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? - მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში - ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (36)


კინოსეზონი ქართულად

რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?

მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.

ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს - არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (17)


დღეში ერთი ბუშტი

ძალიან მიყვარს ჩვეულებრივი ნივთების კონცეფციაში ახლებურ გადაწყვეტილებებს რომ იგონებენ ხოლმე. დღესაც ერთ-ერთი მსგავსი ნივთი ვიპოვე ნეტში - ბუშტულებიანი კალენდარი <3

ბევრი „ნოვატორული“ კალენდარი მინახავს :D ათასნაირი ფორმების, ფერების, შინაარსის... „ანაბეჭდის“ წლევანდელი კალენდარიც მაქვს ნანახი, ჯააან არტ- და შხვანაირობაზე რომ აქვს პრეტენზია :D
თუმცა „იუზაბილითის“ თვალსაზრისით კლასიკურ ვარიანტს არცერთი არ ჯობდა.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (8)


ოსკაროსანი ფეხბურთელი

ხომ ნახეთ ეს ფილმი? მოხუცებისთვის ადგილი არ არის :D
ნუ, პოსტერი ცოტა შეცვლილია… :D

გაინტერესებთ რომელმა ყველასათვის საყვარელმა ფეხბურთელმა მიიღო ოსკარი ამ ფილმში შესრულებული როლისთვის?
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (6)


ტაქსის კალპაკი კაპოტზე

მოკლედ, ასეთი ისტორია მომიყვა გუშინ ტაქსისტმა.

ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ტაქსს ტაქსის ნიშანი (შემდეგში - „კალპაკი“ :D) „კაპოტზე“ უდევს ხოლმე :D ნაცვლად მისი ტრადიციული ადგილის - მანქანის თავისა. ხოდა ეს ტაქსისტი მსგავს ტაქსებს აგინებდა - ნაბიჭვრები არიანო. და აი თურმე რატომ:
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (25)


WALL·E — PC-სა და Mac-ის სიყვარულის ისტორია

გამოვიდა, როგორც იქნა გამოვიდა! :)
WALL-E პიქსარის მორიგი სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით ისეთივე დონის ნახტომია, როგორიც 1986 წლის Luxo Jr. იყო. ეს ფილმი ერთდროულად მოიცავს საოცარ ანიმაციურ პროდუქტს, არაჩვეულებრივ ვიზუალურ სანახაობასა და შესანიშნავ საი-ფაი ნაწარმოებს.

რატატუის ნახვის შემდეგ, ნამდვილად არ მეგონა, პიქსარი უკეთეს ფილმს უახლოეს მომავალში მაინც თუ გადაიღებდა, ნებისმიერი კუთხით. თუმცა მათ ეს შეძლეს - ვოლი უდავოდ საუკეთესოა, რაც პიქსარს დღემდე შეუქმნია! და ალბათ უდიდესი მიღწევა სწორედ ესაა, როდესაც სტუდიის ყოველი ფილმი ყველა წინაზე უკეთესია :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (15)


ბიჭია, ბიჭი!

როგორც იქნა! ვიმშობიარე! :D
როგორც იქნა დავასრულე ბლოგის განახლება :) მაშ ასე, თქვენს წინაშეა Rocko.Ge - ვერსია 2.0

თითქმის ორთვიანი პაუზა სწორედ ამ განახლებას დაჭირდა. ძრავის ახალ ვერსიაზე გადავედი და ძალიან გამაწვალა ამ პროცესმა. რამოდენიმე პლაგინმა მუშაობაზე თქვა უარი, შემდეგ სკინშიც პრობლემები გაჩნდა… ამიტომ გადავწყვიტე ვიზუალური ფეისლიფტიც გამეკეთებინა.

მთავარი ცვლილება ისაა, რომ ამიერიდან ეს ბლოგი „წელვადია“ :) ანუ, მაქსიმალურად ცდილობს ეკრანის მთელი ფართობი „აითვისოს“. შევეცადე, რომ გაზეთის პრინციპებზე ამეგო და მემგონი გამომივიდა… :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (16)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • როდრიგო სანტორო  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1028 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,887 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
esm

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია