არქივი: დეკემბერი, 2007

2008: გილოცავთ!

happy-2008

გილოცავთ, ახალი წელია! :)

პრინციპში, რა მერე? რა მოხდა, რომ ახალი წელია? რატომ გვიხარია?
არა, ლოგიკურად რომ მივუდგეთ, რატომ გვიხარია ახალი წელი? :D რატომ არ გვიხარია ახალი თვე? ან ახალი კვირა? რა დააშავეს? :D
თუმცა, არ ღირს ამაზე ფიქრი - ვაითუ აღმოჩნდეს, რომ არაფერია სასიხარულო, მერე რა გვეშველება? ახლა მთავარია, რომ რაღაც გვიხარია, რაღაც სასიხარულოა და რაღაც სახალისო. მთავარია, რომ რაღაც ნათელი წერტილი გამოჩნდა უკანასკნელი პერიოდის დაძაბულობის შემდეგ (ან დაძაბულობებს შორის) და დღენახევრის ან ორი დღის მანძილზე მაინც საერთო სიხარულის მიზეზი გვექნება :)

2007 ზუსტად ერთი წელი გაგრძელდა. 2008 - ერთი დღით უფრო გრძელი იქნება. ასერომ, 29 თებერვალს დაბადებულებს წინასწარ ვულოცავ დაბადების დღეს - რომ გამომრჩეს, რა მოიცდის მერე 4 წელიწადი :D
გარდა იმისა, რომ 7 თებერვალს ”ოფიციალურად” დაიწყება თაგვის წელიწადი, ეს წელი უკვე გამოაცხადეს დედამიწის, კარტოფილის, გაჯანსაღებისა და ინტერკულტურული დიალოგების საერთაშორისო წლად.
ხომ მაგარი საინტერესო ინფორმაციაა? :D თითქმის აუცილებელი… :D

მოკლედ, ნელნელა სულ უფრო და უფრო ეტყობა ამ პოსტს, რომ გრადუსის ქვეშ იწერება :D ამიტომ, ჯობს დროზე დავამთავრო და მკითხველებს მივანდო კომენტარებში მილოცვები :) კიდევ ერთხელ გილოცავთ! მომავალ შეხვედრამდე, მომავალ წელს! :)

P.S. ხო, მართლა, გაინტერესებთ რა შუაშია ზევით გამოსახული მოწყობილობა ახალ წელთან? საქმე იმაშია, რომ ამ ჯიხურს ზუსტად 2008 წელს გამოიგონებენ! :) (იმედია, არა საქართველოში :D)
P.S.2. ხოლო თუ არ იცით, ეს რა ჯიხურია, მაშინ გირჩევთ Futurama ნახოთ, ძალიან მაგარია ;)

კომენტარები (33)


დროში მოგზაურობა: true or false?

დროში მოგზაურობა: true or false?

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1895 წელს ჰერბერტ ჯორჯ უელსმა პირველად გამოსცა წიგნად თავისი ”დროის მანქანა”. ზუსტად 10 წლის შემდეგ კი, 1905 წელს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოქვეყნდა. როგორც სკოლაში ასწავლიან, აინშტაინი პირველი იყო, ვინც დრო ”მეოთხე განზომილებად” გამოაცხადა. და ისინი მწარედ ცდებიან - სინამდვილეში პირველმა სწორედ უელსმა დაწერა თავის რომანში: ”განსხვავება დროსა და სამყაროს სამი განზომილებიდან რომელიმეს შორის საერთოდ არ არის. უბრალოდ, მას ჩვენი ცნობიერება მისდევს ფეხდაფეხო.”

დროში მოგზაურობის თემატიკა უელსამდეც იყო გაჟღერებული - 1733 წელს სემუელ მედენმა ”მეოცე საუკუნის მემუარები” დაწერა, ხოლო 1771 წელს კი არნახული პოპულარობა მოიპოვა ლუის-სებასტიან მერსიეს უტოპიურმა ნოველამ ”2440 წელი”, რომელშიც უსამართლობით დაღლილი თანამედროვე პარიზელი მოულოდნელად მომავლის საფრანგეთში იღვიძებდა. თუმცა ამ თემატიკამ უფრო კონკრეტული მიმართულება უკვე მეოცე საუკუნეში მიიღო, როდესაც ფანტასტებმა ადამიანები დროში მოგზაურ ტურისტებად აქციეს და ამ პროცესისთვის ”დროის მანქანები” გამოიგონეს. დაიწერა უამრავი ნოველა, შეიქმნა ურციხვი რაოდენობის ფილმი, რომლებშიც დროში მოგზაურობა სიუჟეტის ძირითადი ან დამხმარე ღერძი გახლდათ.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (26)


ეს სად ვცხოვრობთ…

შალვა რამიშვილი

ეჰ, რა დრო იყო… :) რადიო 105 გახსოვთ? და ეს კაცი?
ამჯერად ასხუთზე არ ვილაპარაკებ, მომავალში ვაპირებ ამ ფენომენზე უფრო ინფორმატიული პოსტის დაწერას. ახლა უბრალოდ ერთი კონკრეტული არტით შემოვიფარგლები, რომელიც ცოტა ხნის წინ არქივის თვალიერებისას ვიპოვე. ვიპოვე და მივხვდი, რომ ამ არტს დღემდე არ ჰქონდა დაკარგული აქტუალურობა. დაკარგული კი არა და, პირიქით - დღევანდელი დღისთვის ყოფილა ზედგამოჭრილი.

თან ძალიან სასაცილოა, თან - სატირალიც. არტი, რომელიც 7-8 წლის წინ შეიქმნა, დღევანდელობასაც იდეალურად ერგება. შალვა რამიშვილის ლეგენდარული ფრაზა კი არტის ბოლოში ზუსტად ისაა, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ, უკანასკნელი დღეებია გამუდმებით ვიმეორებ. მე და არამარტო მე.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (64)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • როდრიგო სანტორო  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1029 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,887 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
playboy

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია