19 ნოემბერი, 2007, 00:06
— წაკითხულია 6,250-ჯერ ტეგები: Comedy Club, ТНТ, გოჩა თანდარაშვილი, იუმორი, პაველ ვოლია, რუსთავი2, სტენდ-აპ კომედი, ტელევიზია, ქლაბ-შოუ, შაბათის შოუ

დაიწყო ქლაბ-შოუ :) კომედი-კლაბი ქართულად. სტენდ-აპ-კომედი ქართულად.
მართალია, სტენდ-აპის გაკეთების მცდელობა იყო უკვე ქართულ ტელესივრცეში, ”იუმორისტული ფესტივალის” სახით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველას გვახსოვს, როგორი გამოვიდა. ამის მიზეზი ალბათ ზედმეტად ბევრი მოყვარული და გამოუცდელი მონაწილე იყო. მათი უმრავლესობა ან ძველი ”კავაენშიკი” გახლდათ, ან უბრალოდ კაი მსმელი და ჯიგარი ბიჭი, რომელიც სასტავში მაგრად ღადაობდა და ძმაკაცებმა კასტინგზე გასვლა ურჩიეს. შოუს პროდიუსინგშიც მისი მსგავსი ჯიგრები დახვდა ალბათ და გადაცემაში მონოლოგიც წააკითხეს… :D
მოკლედ, მსგავსმა მიდგომამ ვერ გაქაჩა. და სტენდ-აპ-კომედიც შეწყდა.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
9 ნოემბერი, 2007, 01:16
— წაკითხულია 17,193-ჯერ ტეგები: 7 ნოემბერი, დარბევა, დაჩი გრძელიშვილი, იმედი, ირაკლი მოსეშვილი, სპეცრაზმი, ტელევიზია

გუშინ, 20:30-ზე რომ ტელეიმედში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, ყველამ იცის მემგონი. მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, რაც შემდეგ მოხდა.
მოხდა ის, რომ სპეცრაზმელებმა თითქმის დალეწეს და გაანადგურეს ტელეკომპანიის თითქმის მთელი აპარატურა, ინვენტარი, სერვერები, კომპიუტერები, კამერები, მონიტორები… საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლის ახორციელებდნენ იმ დროს შენობაში დარჩენილ ყველა თანამშრომელზე…
ისინი შეიჭრნენ დამოუკიდებელი მედიასაშუალების შენობაში, დაარბიეს იგი, გათიშეს სიგნალი… ფაქტიურად, გაანადგურეს ტელეკომპანია. და ეს მაშინ, როდესაც საგანგებო სიტუაცია პრეზიდენტის მიერ ჯერკიდევ არ იყო გამოცხადებული.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
7 ნოემბერი, 2007, 22:32
— წაკითხულია 3,508-ჯერ ტეგები: 7 ნოემბერი, შავი ფურცელი
რაღა დავწერო?
ეს დღე უბრალოდ შავი ფურცელი იქნება ჩემ ბლოგში…
…და უახლეს ისტორიაშიც.
სამწუხაროდ :(
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
3 ნოემბერი, 2007, 12:04
— წაკითხულია 2,694-ჯერ ტეგები: 2 ნოემბერი, აქცია, ოპოზიცია, ფოტოპოსტი

როგორც იქნა მოვიდა ორი ნოემბერი! და რა მერე? არც არაფერი…
კაცობრიობის ისტორიაში ჩატარებულ აქციათა შორის ყველაზე უაზრო და უშედეგო. აქცია, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არავინ იცოდა, რას მოითხოვდა. ზოგი იძახდა, პრეზიდენტის გადაყენებისთვის ვართ აქო, ზოგის თქმით, მთავრობის საწინააღმდეგო არ იყო ეს აქცია, უბრალოდ დიალოგს ითხოვდნენ, ზოგი - სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა, ზოგი კი - პენსიის სიმცირეს.
მოკლედ, იმდენს ლაპარაკობენ ამ თემაზე, რომ ძალიანაც რომ მომინდეს, ახალს ვერაფერს დავწერ. თან, არც მაქვს სურვილი რაღაც… უბრალოდ, გუშინდელ აქციაზე ნაჩხაკუნებ რამოდენიმე ფოტოს დავდებ, ფოტოპოსტის სახით :)
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
1 ნოემბერი, 2007, 00:05
— წაკითხულია 7,067-ჯერ ტეგები: კლიპი, ოპოზიცია, პოლიტიკური დედაენა, უცნობი

არა რა, ძალიან მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ! :) კლიპებით ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, ვაღვიძებთ ხალხში ჩამკვდარ პატრიოტულ სულს და ვცდილობთ, მორიგი ხელისუფლება გადავაყენოთ :)
უცნობმა დღეს მორიგი მთავრობის საწინააღმდეგო მორიგი პოლიტიკურ-მუსიკალური ქმნილება წარმოგვიდგინა. ისე, როგორი ცუდია, როდესაც თავს მომღერალს უწოდებ და ამ დროს, უკანასკნელი 3 ჰიტიდან 2 პოლიტიკურ თემაზეა (თანაც, ორი სხვადასხვა პერიოდის ხელისუფლების საწინააღმდეგო), ხოლო ერთი - ფრეშ-თრეველის რეკლამად ქცეული სიმღერა პლაჟზე ჟიმაობის შესახებ… :)
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული