არქივი: ოქტომბერი, 2007

Rocko.Ge – პრომო ფანკლუბის თავმჯდომარისგან

rockoge_promo.jpg

მოკლედ რა… ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი - გაწუხებენ ფანები, ჟურნალისტები, ყველას ინტერვიუ უნდა, ყველას შენი კომენტარი… ხალხი გცნობს ქუჩაში, ხანდახან სასიამოვნოა, მაგრამ უფრო ხშირად - გამაღიზიანებელი…
რათქმაუნდა, ბევრი პლუსი აქვს ცნობადობას, მაგრამ მინუსები - ორჯერ მეტი…

აშკარად თავში ამივარდა, ხომ? :D აშკარად სხვა ბლოგში უნდა ეწეროს ეს სიტყვები… :P :D
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (18)


მანა – „დარჩით ჩვენთან“ – 1995 წელი

mana95.jpg

ახალი ჩანაწერი აღმოვაჩინე და უნებლიედ ისევ მანაზეა ეს პოსტი :)
ამ ბლოგზე რამოდენიმე თვის წინ დადებულმა ჩანაწერმა ნამდვილად ვიცი, ბევრი გაახარა. ბევრს ძველი დროის ნოსტალგია შემოაწვა, უფრო ახალგაზრდებმა - ახლანდელი ფეისები ნახეს თინეიჯერულ ასაკში :D ზოგმა ეგებ საკუთარი თავიც იპოვა მანა-94-ის საფინალო სიმღერაში… :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (11)


რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე

pako.jpg

სათაურიდან დავიწყოთ რა! :D ”რუსთავი2 მორალის სადარაჯოზე” - ხომ უკვე სასაცილოა? :D

ხოოდა, ბარის ეპოქა სრულდება-მეთქი და… დაიწყო გუშინ ბოლო ბარი. ”ბარი 4 – ყველაზე ყველაზე შოუ!” დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! დაიწყო ყველაზე ექსტრავაგანტული მონაწილეების გასაცნობი ლაივ-შოუთი და მათ შორის ”ყველაზე ყველაზემ” ქართველი ერის წინაშე აღიარა - მე არატრადიციული ვარო. :D შემდეგ უფრო გასაგებად განმარტა - ”გეი ვარ მე, ორი ადამიანი ერთში, მე ხომ ქალიც ვარ და კაციც, ასერომ, ყველას კონკურენტი ვარ ამ შოუშიო”. ბარში მყოფი ხალხის გაკვირვება იმდენად არა პაკოს ორიენტაციამ, არამედ სწორედ ამ ხმამაღალმა განცხადებამ გამოიწვია. ამ მომენტის შემდეგ კი მთელი ლაივ-შოუს მთავარი თემა სწორედ ეს ადამიანი იყო. ყველა დანარჩენი კითხვა სწორედ პაკოსთან ერთად თანაცხოვრებას შეეხებოდა და სახლში ასვლის შემდეგაც, ცენტრალური ფიგურა ყველა კადრში ახლადგამოკლოზეტებული გეი გახლდათ.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (125)


ბარის ეპოქა სრულდება :D

bigbrother.jpg

ხოდა, მეოთხე ბარი იწყებაო :) ოღონდ ჯეო- აღარ, უბრალოდ ბარი :) არა, უბრალოდ ბარიც არა, ბოლო ბარი! არ ვიცი რამ განაპირობა ასეთი მიდგომა; იმან, რომ ბოლოა თუ იმან, რომ ჯეოსელი გამწარდეს, რა შანსი გავუშვი ხელიდანო :D მაგრამ პროდიუსინგის ასეთი დამოკიდებულება მართლაც სასიამოვნოა ;) ”ეს უნდა იყოს ყველაზე ყველაზე შოუ!” - განაცხადა დღეს P.S.-ში პროექტის ფსიქოლოგმა. მთავარმა პროდიუსერმა კი პირობა მოგვცა, აღარ დავინდობთ ქართველ მაყურებელს და ისეთ რამეებს ვანახებთ, რეალითის უნახავს გაგხდის კაცსო! :D ვნახოთ რა გამოვა, კასტინგის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იქნება Live from Asatiani with Nino Khoshtaria :D როგორც ჩანს, ცდილობენ შეკრიბონ ყველაზე არაორდინალურები, ორიგინალურები, უკომპლექსოები, განსხვავებულები, გიჟები და თანამედროვეები :D

დღევანდელ სიუჟეტს ფორუმებზე უკვე მოყვა, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრი გამოხმაურება :D ნაწილი შოკშკია, ნაწილი ყვავას ეტენება (:D), ნაწილს საქართველოს მომავალი აღელვებს, მცირე ნაწილი საკუთარი ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს, დანარჩნეები კი პირდაპირ აგინებენ მსგავსი საშინელების ავტორებსა და მხარდამჭერებს :D
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (40)


იმეილ-ფორვარდები

forwards.jpg

დაგვეტყო, დაგვეტყო! :D შევდივართ ნელ-ნელა ევროპაში :D
მოკლედ, ნელნელა ჩვენთანაც იკიდებს ფეხს ელფოსტის ფორვარდები :) საუბარი მაქვს ძირითადად სისულელეებით გამოტენილ წერილებზე, რომელიც კიდევ ოთხმოც ადამიანთან ერთად რომელიმე მეგობრისგან მოგივა ხოლმე, შემდეგ ეგებ მოგეწონოს და შენც გადაუფორვარდებ მეგობრების სხვა ოთხმოცეულს… ისინი კიდევ გადააფორვარდებენ და ასე მანამ, სანამ უფროსთან ახალი ნალაპარაკები რომელიმე რეციპიენტი ნერვებმოშლილი არ გადააგდებს სანაგვეში მსგავსი შინაარსის წერილს, 83 ადამიანით CC-ში :D

პრინციპში, სხვა რა უნდა აკეთო? ზიხარ ოფისში, როგორც წესი, რუტინულ სამუშაოზე. თუნდაც შენთვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო საქმე კვირაში ერთხელ მაინც, სულ ერთი საათით, ხომ აუცილებლად იქცევა საშინლად მომაბეზრებელ და ამაზრზენ საქმიანობად? :) ასეთ დროს კი იმეილზე მოსული რაღაც სისულელე კი ზე-შვებაა! :D ალბათ სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ახალი იმეილის Carbon Copy ველში ერთდროულად რამოდენიმე ადამიანის ჩაწერაა შესაძლებელი :D და დესკტოპზე დაყრილი office-joke-ების ნაგლეჯებიდან საუკეთესოები ალბათ მაშინ გადააგზავნეს პირველად… :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (9)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • პაპუნა  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ჯენგო  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ანდოლინი  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
  • ყლეები ხარტ ყველასნი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ვასილი  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • Kate  წერილზე —
    „თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ...“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1204 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 89 წერილი და 4,125 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,656 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია