არქივი: აგვისტო, 2007

იყო ქართველი…

georgia.jpg

დღეს ერთმა ნაცნობმა მთხოვა გამეხსნა თბილისის ფორუმზე თემა ამგვარი სათაურით და მეთხოვა ფორუმელებისთვის, დაესახელებინათ ის უმთავრესი ”პირობები”, რომელსაც, მათი აზრით, ჭეშმარიტი ქართველი უნდა აკმაყოფილებდეს. რათქმაუნდა თემამ ის სახე არ მიიღო, როგორიც ამ ჩემს ახლობელს ეგონა :D ანუ, აქ არ დაიწყეს ქართველობის ტრადიციული და ბანალური დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა, ისტორიის ცოდნა, ქრისტიანობა და ა.შ. თბილისის ფორუმელები უფრო შორს წავიდნენ და ისეთი დამახასიათებელი ნიშნები ჩამოთვალეს, რომლებიც რათქმაუნდა, 100%-ით ჩვენია, მაგრამ წრფელი გულით მოგინდება, რომ რომელიმე სხვა ერზე იყოს ეს სიტყვები… :|

რათქმაუნდა აქ მთელი თემის გადმოტანას აზრი არ აქვს. უბრალოდ მინდა გამოვწერო Gode-ს მიერ ჩამოყალიბებული 30 ასპექტი, რომლის შესრულების შემდეგაც შენ ჭეშმარიტი ქართველი ხარ! :) იქ სხვა აზრებიც გამოითქვა, თუმცა ამ პოსტმა განსაკუთრებით მომხიბლა. და გადავწყვიტე, რომ საცოდაობა იქნებოდა, იგი ხსენებული ფორუმის მილიონობით პოსტში დაკარგულიყო :D

მოკლედ, შეიძლება ბევრი რომელიმე ან ყველა პუნქტს არ დაეთანხმოთ, შეიძლება ზოგისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, დარწმუნებული ვარ მწვავე კომენტარები მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც დავწერ, შავით თეთრზე :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (115)


ორმაგად დაკარგულები

double-lost.jpg

ქართული არხები სექტემბრის შუა რიცხვებიდან ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებენ. გარდა ბევრი ახალი შოუს, სერიალის და სხვა პროექტისა, რუსთავი2 “უკანასკნელი გმირის”, ხოლო ტელეიმედი “დაკარგულების” ახალი სეზონის ჩვენებას აპირებს.

მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული ფორმატისა, ეს ორი შოუ ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუმცა, ამაზე მოგვიანებით…

დავიწყოთ სულ თავიდან – 1997 წლიდან, როდესაც შვედურმა ტელეკომპანია “სტრიქსმა” წარმოებაში ჩაუშვა ერთი შეხედვით უცნაური პროექტი – “ექსპედიცია რობინზონი”. მის ფორმატზე ავტორი ჩარლი პარსონი 1992 წლიდან მუშაობდა, რომელსაც მანამდე უკვე ორი საკმაოდ წარმატებული ბრიტანული შოუ – “სამყარო” და “დიდი საუზმე” ჰქონდა შექმნილი. “ექსპედიცია რობინზონმა” შვედეთში არნახული პოპულარობა მოიპოვა. საერთო ჯამში ეთერში 8 სეზონი გავიდა; მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდს კი თვალს 4 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ, ყოველი მეორე შვედი ადევნებდა.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (18)


КОКОЙТЫ ФÆНДАРАСТ!

kokoiti-fandarast.jpg

აგორდა კამპანია! ისევ ფიარით თუ გადავაგდებთ კოკოითსო, იფიქრა მიშამ და გამოცდილ ხერხებს მიმართა. ბოლობოლო, თავადაც ხომ ფიარით გახდა პრეზიდენტი. და ჩვენი სახელმწიფოც ხომ ფიარზეა აშენებული… პრინციპში, ომს ბევრად ჯობს, მაგრამ გამოვა კი რამე?…

მაისურები დაბეჭდეს, კეპები, დროშები, გზა მშვიდობისას ეუბნებიან კოკოითს. ლექს-სენს სიმღერაც დააწერინეს, კლიპიც გადაუღეს და დღეს, დღის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, ამ კლიპის პრეზენტაციაც გამართეს.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (66)


სიყვარულის და სექსის სვეტი

sex-and-love-cover.jpg

გახსოვთ რამოდენიმე თვის წინანდელი რე_აქცია? სტუდიაში მიწვეული აუდიტორია 24-ე სკოლის გამოცემაზე რომ საუბრობდა სიყვარულის და სექსის შესახებ… ამას წინათ ზუსტად ეს გამოცემა ჩამივარდა ხელთ და მინდა თქვენც წაგაკითხოთ :D

ისტორია ასეთია: 24-ე სკოლის გაზეთის გამომცემლობამ გადაწყვიტა ე.წ. ”ყვითელი ჩანართი” დაერთო ახალი ნომრისთვის თემაზე ”სიყვარული და სექსი”. მათ მეცხრეკლასელ ბავშვებს თხოვეს დაეწერათ საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ თემაზე, ბავშვებმაც დაწერეს (ერთის გარდა ყველამ ანონიმურად) და რედაქციამაც ჩანართი გამოსცა… ატყდა მერე ერთი ამბავი :D
ზუსტად არ მახსოვს, ინგას გადაცემაში რაზე იყო ძირითადი დავა - იმაზე, რომ მსგავსი რამ არ უნდა იბეჭდებოდეს თუ იმაზე - ეს რა სახის ინფორმაცია ჰქონიათ ჩვენს შვილებსო, მაგრამ მთელს შოუს რომ უბრალოდ ამ ჩანართის ხმამაღლა წაკითხვა აჯობებდა, თავად დამეთანხმებით :D

უამრავი მარგალიტია მიმობნეული მთელ ტექსტში… მაგალითად, ერთი ბავშვი თვლის, რომ თუ ადამიანი გიყვარს, მისთვის ყველაფერზე მზად ხარ! ყველაფერზე! სექსზეც კი! :D წარმოგიდგენიათ? საყვარელ ადამიანს სექსი როგორ უნდა აკადრო? მაგრამ რას არ გააკეთებ ადამიანი სიყვარულის სახელით… ასევე ვხვდებით მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სიყვარული სათუთი და ფაფუკი (!) გრძნობაა, რომელსაც უამრავი პოეტი ეტრფოდა, ამიტომ იგი სექსისგან მკვეთრად განსხვავდება!..
საინტერესო შეხედულება აქვს ასევე ერთ გოგოს, რომელსაც ვერ გაუგია, თუ რატომ არის თანამედროვე ადამიანი უსექსოდ წარმოუდგენელი… იგი მყარადაა დარწმუნებული, რომ სექსი სულაც არ არის აუცილებელი ადამიანისთვის.
კიდევ ციტატა: ”ჩემი აზრით სექსი არის ორგვარი - ბინძური და ისეთი წმინდა და წრფელი, რომელიც ცოლსა და ქმარს შორის ხდება”…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (260)


გაზეთი ”ალია” ”პლეიბოის” ეხმაურება

alia.jpg

მე ძალიან ვიცინე, ძალიან :) იმედია, თქვენც გაგახალისებთ :D
გთავაზობთ სტატიას გაზეთ ”ალიადან”, რომელიც ”პლეიბოის” მეორე ნომრის გამოსვლას მიეძღვნა. თუმცა, ეს სტატია პირველი არ არის ამ თემატიკაზე. საქმე იმაშია, რომ პირველი ”პლეიბოისადმი” მიძღვნილ რამოდენიმე მარაზმულ სტატიას, რომლებიც ქართულ პრესაში დაიბეჭდა, ”შიშველი გოგოების ჟურნალის” მთავარი რედაქტორი მეორე ნომერში საკმაოდ მწარედ, მაგრამ სამართლიანად გამოეხმაურა :D

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გამოქვეყნდა ქვემოთ მოცემული სტატია :D რომელიც ჟურნალისტიკასთან დაახლოებით ისეთივე კავშირშია, როგორითაც ”პლეიბოი” ქართველების გადაჯიშების მზაკვრულ გეგმასთან ;) მომდევნო წერილი უფრო გაკაპასებული დედაკაცის დაბოდვარს გავს, აფექტის მდგომარეობაში დაწერილს, ვიდრე სტატიას, რომელსაც ხელს მთელი რედაქცია (!) აწერს… :(
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (38)


The Simpsons Movie

simpsons-movie.jpg

როგორც იქნა! აღსრულდა ის, რასაც უკვე ბოლო 1 წელია ველოდები - მას შემდეგ რაც სიმფსონების დიდ ეკრანზე გადატანის შესახებ გავიგე ინფო :) ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო დღეს დილით, როდესაც ბიტკომეტმა 100% დაწერა და ამერიკის ეკრანებზე 5 დღის წინ გამოსული The Simpsons Movie უკვე ჩემს კომპიუტერში იყო ჩამოტვირთული :)

”დღეს, კომპიუტერული ანიმაციის ეპოქაში, როდესაც სამ განზომილებიანი მოდელირება არაჩვეულებრივი სილამაზის სამყაროების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ერთი ფილმი არაფრად აგდებს ამ მიღწევებს და ბედავს, იყოს უშნო!” - ეს სიმფსონებია, ორ განზომილებაში და დიდ ეკრანზე! :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (35)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • როდრიგო სანტორო  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1028 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,887 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
imedi

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია