არქივი: ივლისი, 2007

პლეიბოი-ფართი №2

დიდი ხანია არაფერი დამიბლოგია ხომ?.. შემოქმედებითი კრიზისი მქონდა :D სამაგიეროდ, დღეს შემთხვევით მოხვედრილ პლეიბოის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე თან ფოტოაპარატი აღმომაჩნდა (მადლობა დეიდაშვილისშვილის დაბადების დღეს :D) და ახალი პოსტისთვის მასალის აგროვებაც ვცადე ;)
მოკლედ, ფოტოპოსტი პლეიბოის მეორე ნომრის პრეზენტაცია-ფართიდან. დაგვიანებით მისულმა ყველაფრის დაფიქსირება ვერ მოვახერხე, თუმცა ვიზუალურად ყველაზე საინტერესო და დაფიქსირების ყველაზე მეტად ღირსი ნაწილი - პლეიმეიტების კონკურსი - აღბეჭდილია :D
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (109)


რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს

pride.jpg

დიახ, ტელეკომპანია ”რუსთავი2” გეი-აღლუმის გამართვას აპირებს. აბა სხვა რა ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანო გუშინდელი სიუჟეტიდან? კურიერის პირველივე ბლოკში, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, თავდასხმისას მოკლული პატრულის თანამშრომლის შემდეგ, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ შეთხზულ მითს იმის შესახებ, რომ თურმე თბილისში 29 ივლისს გეი-აღლუმი იმართებაო. არადა, არავინ მართავს გეი-აღლუმს, მაგრამ ამხელა ფილარმონია ტელეკომპანია ხომ არ მოგვატყუებდა?..
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (33)


”რაფერ მევიქცე მე?” - ნიკა და თამუნა

rafer_meviqcet.jpg

ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი იყო ნამდვილად :) უყურეთ წინა კვირას ვანოს შოუში? ძალიან კარგი ქნეს, რომ გაგვახსენეს და კიდევ ერთხელ იმღერეს ეს სიმღერა :)
ნიკა ქავთარაძე და თამუნა ლეკვეიშვილი სიმღერით ”რაფერ მევიქცე მე?” (I believe I can fly) :D ჯერკიდევ რადიო105-ის დროინდელი КВН-ისთვის დაიწერა როგორც მახსოვს. ორი ზესტაფონელი შეყვარებულის - გელა კიპაროიძისა და ნინო ბუცხრიკიძის მრავალნატანჯი სიყვარულის ისტორია და ძმაკაცის დის სიყვარულის მუდმივი პრობლემა!.. რათქმაუნდა ჰეპი ენდით! :D
ასერომ, მოქაჩეთ ჩანაწერი ვისაც არ გინახავთ :) აქვეა სიმღერის სრული ტექსტიც ;)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (10)


მორჩა ტელევიზორი…

nika.jpg

დღეს ნიკა ქავთარაძემ გამოგვიცხადა, ტელევიზორს ვამთავრებო. რაღაც ახლის გაკეთებას აპირებენ სექტემბრიდან, როგორც ჩანს, ტელევიზორზე უკეთესს გვიმზადებენ. თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში დასახური ნამდვილად არ იქნებოდა. ზე-გადაცემა არ ყოფილა, თუმცა, მართლაც ყველაზე ხარისხიანი და დახვეწილი იყო მათ შორის, რა იუმორისტული თოქ-შოუებიც ამ ჯგუფს შეუქმნია. უფრო ”დასტოინად” მიყავდა გადაცემა, არც იმ დონეზე იკბინებოდა, როგორც N-შოუში და არც იმ დონის ხუმრობები იყო, როგორიც ლიმონში. არადა, სტუმრებთან ზედმეტად მწარე ხუმრობები და ფეხქვეშ გათელვა ნიკა ქავთარაძის სავიზიტო ბარათი იყო ერთ დროს. გახსოვთ რა დღეში აგდებდა N-შოუში მისულ სტუმრებს? :D მართალია, ბოლოს სიმღერით და საჩუქრით აჯილდოვებდა, თუმცა მანამდე ნამდვილად არ აკლებდა დაცინვას.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (5)


ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • როდრიგო სანტორო  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1028 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,887 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
megatechnica

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია