27 ივნისი, 2007, 22:26
— წაკითხულია 1,833-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, მარკეტინგი, რა? სად? როდის?, რეკლამა, ფიარი

ბორის ბურდას სტატიის გაგრძელება. დასაწყისი ამ ბმულზე.
იმ წლების განმავლობაში, რაც მე “რა? სად? როდის?” ვთამაშობ 100 000-მდე შეკითხვა მოვისმინე. ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი, სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი. ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა…
რაც შეეხება საქონლის სახელწოდებას, მასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბჭოთა მანქანას ”ჟიგული” საფრანგეთში ”ლადა” უწოდეს, იმიტომ, რომ სიტყვა ”ჟიგული” ძალიან წააგავდა ფრანგულ სიტყვა ”ჟიგოლოს”. იგივე განმეორდა, რომდესაც ფინეთში გაიტანეს მანქანა ”ზაპოროჟეცი”. მას იქ ”იალტა” უწოდეს, რადგან ორიგინალური სახელწოდება თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ფინურად ”ღორის კუდს”.
საერთოდ, ავტომობილების რეკლამირება ადვილი საქმე არ გეგონოთ, განსაკუთრებით კი - აშშ-ში. ერთხელ, მენეჯერი ლი იაკოკკა ყვებოდა რამოდენიმე სარეკლამო რგოლის სცენარს, რომლებიც ერთ-ერთი ავტომობილის სიარულს უკეთებდნენ რეკლამას და რომლის მიხედვითაც, ამ მოსიარულე მანქანაში იმყოფებოდა: მჟავით სავსე ჭიქა ძვირფას ქურქზე, ჩართული პატეფონს, პარიკმახერი, რომელიც ბასრი სამართებლით პარსავდა ცნობილ ფეხბურთელს და იუველირი, რომელიც ალმასს აწახნაგებდა.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
24 ივნისი, 2007, 22:26
— წაკითხულია 2,213-ჯერ ტეგები: ბორის ბურდა, მარკეტინგი, რა? სად? როდის?, რეკლამა, ფიარი

ვინც რუსულ ”რა? სად? როდის?’-ს ადევნებთ თვალს, ალბათ გეხსომებათ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბორის ბურდა. ამჯერად მის შესანიშნავ სტატიას გთავაზობთ, რომელსაც საფუძვლად მის მიერ წლების მანძილზე ამ თამაშში მოსმენილი საინტერესო შეკითხვები უდევს. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ავტორისეული შესავლით დავიწყებ სტატიის პირველ ნაწილს. გაგრძელება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
იმ წლების განმავლობაში, რაც მე “რა? სად? როდის?” ვთამაშობ 100 000-მდე შეკითხვა მოვისმინე. ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი, სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი. ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
19 ივნისი, 2007, 23:17
— წაკითხულია 1,420-ჯერ ტეგები: 200 ლარიანი, ბანკნოტა, დაცულობა, კუპიურა, ლარი, ქართული ფული, ქაქუცა ჩოლოყაშვილი

აი თურმე რა მომხდარა… ამას წინათ გამოსული ახალი ქართული 200-ლარიანი საკმაოდ ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემა Currency News-ს თვის ბანკნოტად დაუსახელებია. მან მაისის ნომერში ეს ჩვენი კუპიურა მსოფლიოში ყველაზე დაცულ ბანკნოტად დაასახელა და მოზრდილი სტატიაც მიუძღვნა ამ თემას.
პრინციპში, ფრიად საინტერესო მოვლენაა. გთავაზობთ 200-ლარიანი ბანკნოტისადმი „Currency News“-ის მიერ მიძღვნილი სტატიის სრულ თარგმანს.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
18 ივნისი, 2007, 01:57
— წაკითხულია 1,591-ჯერ ტეგები: TBWA, აბსოლუტი, არაყი, ენდი უორჰოლი, მარკეტინგი, რეკლამა, ფიარი, ხელოვნება

”აბსოლუტი” საკმაოდ კარგი შვედური არაყია, მაგრამ როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მან სახელი გაითქვა არა მისი ხარისხით, არამედ არაჩვეულებრივი სარეკლამო კონცეფციით. მისი ყოველი ახალი სარეკლამო კამპანია თანამედროვე და საკმაოდ მიმზიდველი აქციის ხასიათს ატარებს, ხოლო მისი ნებისმიერი სახის რეკლამის ნახვა უდიდეს სულიერ სიამოვნებას ანიჭებს რეკლამის ნამდვილ გურმანებს.
თავდაპირველად დიზაინერული აზროვნება ტრიალებდა ამ მარკის ტერიტორიალური მიკუთვნებისკენ. მათ სურდათ, რომ ახალ არაყს ჰქონოდა მკვეთრად გამოკვეთილი შვედური იმიჯი; მაგალითად, ”ნათელი შვედური არყის” კონცეპცია ვიკინგებიანი ეტიკეტით ან ”საიმპერატორო კარის არყის” იდეა. ყველაფერთან ერთად ქაღალდში გახვეული ბოთლის იდეაც იყო შემოთავაზებული. მაგრამ ამ იდეებს არ იზიარებდნენ კომპანიის მიერ მიწვეული ამერიკელი ექსპერტები - მათი ხედვით ახალ არაყს უფრო მკაცრი, თანამედროვე იმიჯი უნდა ჰქონოდა; ბოთლი მაღაზიის ვიტრინებში ადვილად შესამჩნევი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ისინი მაინც იზიარებდნენ იმ აზრს, რომ სარეკლამო კამპანიაში რაიმე სამეფო ელემენტების შეტანა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა ამერიკელების და შვედების დავა, ისინი ვერანაირად ვერ თანხმდებოდნენ ერთიან კონცეპციაზე… მაგრამ ამ გაურკვევლობას ბოლო აბსოლუტურად შემთხვევით დაბადებულმა იდეამ მოუღო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც საბოლოოდ შეირჩა ტარა არყისათვის.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
16 ივნისი, 2007, 00:37
— წაკითხულია 3,125-ჯერ ტეგები: SNL, იუმორი, რუსთავი2, სკეტჩ-შოუ, ტელევიზია, ღამის შოუ სტუდია, შაბათის შოუ

წლები რა… პრინციპში, წელი… ნუ, ჰა, 2 წელი…
არადა რატომღაც მაინც თავს ვაჯერებდი - თითქოს უბრალოდ დროის ამბავი იყო ის, რომ აწ უკვე COMEDY-შოუ-ზე თითქმის აღარც კი მეღიმებოდა… ვფიქრობდი, ალბათ მომბეზრდა უბრალოდ, ერთი და იგივე ტიპის ხუმრობებს ატრიალებენ, ამიტომ ვხვდები წინასწარ როგორ დასრულდება ყოველი რეპლიკა-მეთქი. მაგრამ სამწუხაროდ მართალი ყოფილა - ამოვალაგე გუშინ ჩემი DVD-ები, ვუყურე ძველ სკეტჩებს და დავრწმუნდი - მართლაც საშინლად დაცემულა იუმორის დონე… დაცემულა და გაჭედილა გლდანის, თემქის, ქუთაისის გარეუბნებისა და ზესტაფონის დონეზე…
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
15 ივნისი, 2007, 01:27
— წაკითხულია 2,132-ჯერ ტეგები: გოგოები, მარინა დემიდოვა, მარკეტინგი, რეკლამა, ფიარი

მოკლედ, გაგიჟდები რა კაცი! რისი პოვნა აღარ შეიძლება 3 ვინდოუსის წინანდელ My Documents-ში… :D ამ ტექსტსაც მანდ ქექვისას წავაწყდი :) თავის დროზე, ჯინეტიდან მაქვს აღებული, მაგრამ ახლა თუ კიდევ დევს სადმე ონლაინში, არ ვიცი. მისი ავტორი მარინა დემიდოვაა, ხოლო ქართული თარგმანი გიორგი ხუბუას (Hub-ს) ეკუთვნის :)
მშვენიერი მაგალითები თემაზე - მარკეტინგი. ნურავინ გაიგებს ამ პოსტს ისე, თითქოს მარკეტოლოგიის სხვადასხვა ტერმინის განსამარტად მხოლოდ გოგოებს ჭირდებათ ასეთი ერთი შეხედვით პრიმიტიული მაგალითები - ეს სია შესანიშნავი სახელმძღვანელოა ნებისმიერი დამწყები მარკეტოლოგისთვის; ან ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც ზოგადი წარმოდგენის შექმნა სურს ამ სფეროზე :)
მოკლედ, ვინც ერკვევით - იხალისებთ; ვინც ვერ ერკვევით - გაერკვევით და მერე იხალისებთ :D ასერომ, დავიწყეთ:
ეპიგრაფის ნაცვლად:
მხოლოდ ძალიან ლამაზ ქალს შეუძლია თავს უფლება მისცეს იყოს საოცრად ჭკვიანი, ან აბსოლუტურად სულელი.
წვეულებაზე შენ ხვდები სიმპათიურ ბიჭს. უახლოვდები მას და ეუბნები: ”საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
- ეს პირდაპირი მარკეტინგია.
ამხანაგებთან ერთად მიხვედი წვეულებაზე და დაინახე სიმპათიური ბიჭი. ერთ-ერთი შენი მეგობარი მიდის მასთან და ეუბნება: ”ის გოგო საწოლში ძალიან მაგარია”.
- ეს რეკლამაა.
წვეულებაზე შენ ხედავ სიმპათიურ ბიჭს. დგები და ისწორებ კაბას, უახლოვდები მას და უსხამ სასმელს. ეკითხები: ”შეიძლება?” და კიდევ უფრო უახლოვდები, რათა ჰალსტუხი გაუსწორო, ერთდროულად ეხები მის მკერდს და შემდეგ ეუბნები: ”სხვათაშორის, საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
- ეს პიარია.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
7 ივნისი, 2007, 23:02
— წაკითხულია 1,420-ჯერ ტეგები: 1994, დარჩით ჩვენთან, მანა, მეორე არხი, ნოსტალგია, პირველი არხი, ტელევიზია, ტელეფესტივალი

გახსოვთ ეს ფესტივალი? ალბათ ქართული ტელევიზიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა…
ვინც არ იცის: სატელევიზიო ფესტივალი ”მანა” პირველად 1994 წელს ჩატარდა. მისი ფუნქცია ძალიან მარტივი იყო - ქართულ ტელესივრცეში მოღვაწე ხალხის ერთად შეკრება და მათი დამსახურებების რაღაც ფორმით აღნიშვნა. ფესტივალი 1995 წელსაც ჩატარდა. 1996-ში მან უკვე საერთაშორისო სახე მიიღო; რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ უაზრო გადაწყვეტილება გახლდათ… ამ წელს ნომინაციების უმრავლესობაში რუსულმა ტელეკომპანიებმა და ტელესტუდიებმა აიღეს მთავარი პრიზები და, ცოტა არ იყოს, ჩაიკარგა ქართული ტელესივრცე და მისი წარმომადგენლები; რომელთაც ბევრად უფრო მეტად ჭირდებოდათ მსგავსი სახით სტიმულის მიცემა, ვიდრე შედარებით უკეთეს პირობებში მყოფ რუს კოლეგებს :)
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული
3 ივნისი, 2007, 03:01
— წაკითხულია 1,176-ჯერ ტეგები: Apple, Mac, Microsoft, PC, VS, Windows, ვინდოუსი, მაკი

გამარჯობა პატრონო, მე PC ვარ :) გახსოვარ? ცოტათი მსუქანი, ნელნელა გამელოტებაც დამეწყო… სოლიდური და საქმიანი შესახედაობა მაქვს, მუდამ პიჯაკში გამოწყობილი. რა ვქნა, საქმიანი ადამიანი ვარ. ჩემთვის მთავარი ფუნქციონალური მხარეა, გასართობად დრო ნაკლებად მრჩება… სამწუხაროდ არ მაქვს აკვა-დიზაინი, არც ფანჯრებს შორის ფრენა შემიძლია სხვადასხვა ეფექტებით… არც ჩემი ხატულები განიცდიან გასივებას და არც ვაზელინს ვხმარობდი შენთან ურთიერთობისას, უადგილოდ :)
სამაგიეროდ, ჩემს საქმეს მშვენივრად ვასრულებდი. უამრავი დამხმარე პროგრამა მქონდა. მართალია, ვირუსები მაწუხებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პოპულარული ვარ ზედმეტად… თუმცა არც ეს იყო დიდი პრობლემა… სულ რაღაც მეხსიერების რამოდენიმე მეგაბაიტი და კასპერი მშვენივრად მიცავდა გაციებისგან :)
არც ჰარდზე ვიყავი დამოკიდებული… ჩემთვის ჰარდს უამრავი მწარმოებელი ქმნის. შესაბამისად, არჩევანი დიდზე დიდი იყო :) პლიუსები მეც მქონდა და იმასაც, მაკსაც… ისევე, როგორც მინუსები.
ყველაფერი ხომ შეჩვევაზეა :) ყველაზე კარგი და მოსახერხებელი ის არის, რომელსაც შეეჩვიე.
განვაგრძოთ კითხვა →
მუდმივი ბმული