არქივი: მაისი, 2007

სახიფათო თამაშები რუსთავი2-ზე

child_porn.jpg

უყურეთ დღეს 9 საათიან კურიერს? არა? როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა, ე.წ. ტოპ-ნიუსი?
ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დღეს… სანკტ-პეტერბურგში დესეთეს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც სიტყვით ნინო ბურჯანაძე გამოვიდა; მოგვიანებით მან სერგეი მირონოვთან ერთად პრესკონფერენცია გამართა; კოკოითმა წყლის მიწოდება შეუწყვიტა რამოდენიმე ქართულ სოფელს და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა; პარლამენტში ქონების ლეგალიზაციის პროექტს განიხილავენ, რეპუბლიკელები კი საზოგადოებას გადასახადების გაორმაგებისაგან იცავენ; სააკაშვილმა მუშებს ღირსების ორდენები გადასცა (ზუსტად რ2-ის პროფილის ნიუსია), ასევე, ქარქუსოვმა და სანაკოევმაც გააკეთეს მნიშვნელოვანი განცხადებები…
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (29)


შედევრები

malevich.jpg

უბრალოდ დანაშაულია, რომ ამ ბლოგზე ეს ორი შედევრი არ იყოს წარმოდგენილი - ”შავი წრე” და ”შავი კვადრატი” :) არა, იმიტომ არა, რომ მალევიჩის შემოქმედების მოყვარული ვარ ან იმიტომ, რომ შევძელი და ჩავწვდი ამ ნამუშევრებს; უბრალოდ, ამათ ფონზე ჩემი ბლოგიც ერთგვარი შედევრია - შავით თეთრზეა წარმოდგენილი, თან, კვადრატების გარდა მართკუთხედები, წრეები, წრფეები და ასო-ციფრებიცაა გამოსახული! :)

ნუ დამიწყებთ ახლა ლექციების კითხვას თემაზე, თუ რატომ არის ეს შედევრი. ბევრი მაქვს მოსმენილი - ”ნახატი არის კონცეპტუალური სერიის ბოლო ნაწილი - მის ბოლომდე ჩასაწვდომად მთელი სერიის ნახვაა საჭირო” და ა.შ. და ა.შ. მაგრამ მაინც ვერ ვწვდები და რა ვქნა! :) ეგებ არც უნდა ჩავწვდე.
ზედმეტად პრიმიტიული ვარ მალევიჩისთვის და ”ცხელი შოკოლადის” ზოგიერთი სტატიის ბოლომდე წაკითხვისთვის, რა ჩემი ბრალია :(
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (11)


ეს არის სიმართლე

lopez.jpg

ამ ახალ კატეგორიას შავთეთრი რეკლამით დავიწყებ :)

თქვენს წინაშეა არგენტინული კომპანია Savaglio/TBWA-ს რეკლამა, დამზადებული პოლიტიკური პარტია Recrear-ისთვის. მასში წარმოდგენილია საპრეზიდენტო კანდიდატის ლოპეს მერფის მიმართვა არგენტინელი ხალხისადმი.
ბოლომდე უყურეთ, ნუ შეგაშინებთ დასაწყისი ;)

მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევარია. აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკური რეკლამა! ძლიერი მესიჯის მატარებელი, ორიგინალური, ახლებური, სახეებით ნაკლებად დატვირთული, “დაჟე” მე, უცხოელსაც რომ გამაჟრიალებს ყურებისას, ისეთი. :) და არა ისეთი, ვარდებით და შადრევნებით; გაკეთებული საქმეების ყელში ამოდენით. რას გვამადლიან, რა, არ უნდა გაეკეთებინათ გზები? :D
ხოდა, რა შუაშია წვიმაში დგომა… უბრალოდ, იხილეთ კარგი რეკლამა :) ინგლისურის ნაკლებად მცოდნენი ტყუილად ნუ ნახავთ, არამგონია რამეს მიხვდეთ… თუმცა, მოისვით გვერდით ვინმე და ათარგმნინეთ, ნამდვილად ღირს!
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (14)


უნაკლო ბლოგი

something.png

ესეც ასე!
ამიერიდან ეს ბლოგი უნაკლოა!
არ გჯერა? ნუ გჯერა. მართლა უნაკლოა, არაფერი აკლია. აი ის ”რაღაცაც” კი არ აკლია, რომ ამბობენ ხოლმე - ”რაღაცა აკლიაო” :P
აგერ ბატონო, რაღაცა, ყოველი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში :)

P.S. ძალიან ცხელოდა დღეს.

P.S.2. იდეა მოდიფიცირებულია ლებედევის изюминка-დან :P

კომენტარები (13)


LOST - მე-3 სეზონის ფინალი

looking-glass.jpg

Through the Looking Glass

და დადგა ჟამი… :D
მოვიდა დღე, რომელსაც ველოდით… :D
მესამე სეზონის ორსაათიანი ფინალი ჩვენს ხელთაა!

შემდეგ სეზონამდე კი სულრაღაც 9 თვე დარჩა :) მეოთხე, 16 სერიანი სეზონი ეთერში 2008 წლის თებერვლიდან გავა :)
ასერომ, ინჯოი ლასთ მინითს :D
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (26)


Gmail - უკვე 20 MB

gmail20.gif

ეხერხება გუგლს რა კარგ განწყობაზე დაყენება! :D
ცოტა ხნის წინ, მეილის შემოწმებისას ჯიმეილმა ახალი ამბავი მახარა - Gmail-ში გაგზავნილ წერილზე მიმაგრებული ფაილის ლიმიტი (10 მბ) გაორმაგდა და ამიერიდან თითოეულ წერილზე 20 მბ-ის მიწეპებას შევძლებთ :)

ხომ კაი ამბავია? :) რა ვიცი, მე გამიხარდა :D
ახლა უკვე სერიოზულად შეიძლება ფიქრი იმაზე, ხომ არ ამეღო ანგარიში myFileStorage@gmail.com და ზედ ისეთი ფაილები შემეყარა საკუთარი თავისთვის გაგზავნილ წერილებში, რომლებიც ხშირად მჭირდება ხოლმე, სხვადასხვა კომპიუტერებიდან… მაგალითად, ქართული კლავიატურის დრაივერები, სხვადასხვა პატარა პროგრამების საინსტალაციოები, standalone-ვერსიები… :)

კომენტარები (4)


პირველი სმაილი :-)

smile.gif

ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :-) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია - მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!

ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების ”გამომგონებელმა” სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (8)


პირველი ონლაინ-ინტერვიუ

live.jpg

შეიძლება მაშინ ეს პატარა ნაბიჯი იყო, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი ნახტომი გახლდათ ქართული ინტერნეტის ისტორიაში :)
2006 წლის 19 აპრილი - ამ დღეს ჩატარდა პირველი ონლაინ-ინტერვიუ ცნობილ პიროვნებასთან ტელეკომპანია ”იმედის” ფორუმის ჩათის საშუალებით. ინტერვიუერები თავად ფორუმის მომხმარებლები იყვნენ, პირველი რესპოდენტი - გიორგი თარგამაძე, ხოლო იდეა და მისი ტექნიკური შესრულება ტელეიმედის ორ თანამშრომელს - გაფრინისა და აიეტ კოლხის ნიკებით ცნობილ იუზერებს ეკუთვნოდათ :)

ეს იყო პირველი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება ცივილიზაციის ისეთი მიღწევის საშუალებით გასაუბრებოდა ამავე საზოგადოების შედარებით ტექნიკურად განვითარებულ წარმომადგენლებს, როგორიც ჩეთი გახლდათ. იდეამ აშკარად გაამართლა - ინტერვიუს დასრულების შემდეგ ორივე მხარე აშკარად კმაყოფილი იყო - მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ძალიან უშუალო და დაძაბულობას მოკლებულ გარემოში გასაუბრებოდნენ გიორგი თარგამაძეს, ხოლო რესპოდენტისთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავდა 100%-ით თავისუფალი და გულწრფელი საუბარი მისივე მაყურებელთან; საუბარი, რომელიც მოკლებული იყო ვიზუალურ კონტაქტს, შესაბამისად, დაისმებოდა ბევრი ისეთი კითხვა, გაკეთდებოდა ბევრი ისეთი კომენტარი, როგორიც შესაძლოა, პირადი კონტაქტისას არავის ეხსენებინა.

ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ ჩატარდა რამოდენიმე, ძირითადად, ისევ ტელეიმედის სახეებთან. პირველთან შედარებით მომდევნო ინტერვიუებზე მომხმარებლების ისეთი ნაკადი აწყდებოდა ჩეთს, რომ უკვე შეუძლებელი ხდებოდა მათი გაკონტროლება. ამიტომაც, ამ აქციის ფართოდ დაფიარება არ ჩათვალეს მიზანშეწონილად. დღეს კი, ძველი ვინჩესტერის თვალიერებისას სწორედ ამ ინტერვიუს ლოგს წავაწყდი და გადავწყვიტე, აქ გამომექვეყნებინა :) ალბათ საინტერესო იქნება უმეტესობისთვის მისი წაკითხვა. ან უბრალოდ იმის გაგება, რომ ასეთი რამ არსებობდა და მისი განახლება უახლოეს მომავალში იგეგმება ;)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (19)


პორნო-ტორტები

porno-tort.jpg

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ სექს-შოპისა და საკონდიტროს ერთობლივი ნაწარმი გამოჩნდებოდა გაყიდვაში? :D თქვენს წინაშე ნიუ-ჯერსის ორი სწორედ ასეთი ტიპის დაწესებულების ერთობლივი პროექტის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ტორტის ნიმუშია :)

ხომ ძალიან მაგარი საჩუქარია? :D განსაკუთრებით, თუ თემატურად ისევე შეესაბამება საჩუქრის ადრესატს, როგორც ეს ტორტი, მასზე მოთავსებული წარწერით. :)

სიამოვნებით შევუკვეთდი რამოდენიმე ასეთი შინაარსის ნამცხვარს ერთი-ორი ჩემი ახლობლისათვის :D მაგრამ ჩვენ კაი ხანი არ გვეღირსება მსგავსი ”კანტორა”… ეგ კი არა, სექს-შოპი არ გაახარეს - ყველას გვახსოვს ალბათ რამოდენიმეჯერ დარბეული და შუშებჩალეწილი მაღაზია, სადაც კლიენტები ძირითადად სერიოზული შენიღბვის შემდეგ ბედავდნენ შესვლას :D (თუ, რათქმაუნდა, ქართული გენის მორიგი დამცველი არ შეუშლიდა ხელს მაღაზიასთან მიღწევაში).
თუმცა, ასეთი პესიმიზმიც არ შეიძლება! :) ქართული პლეიბოი ხომ გამოვიდა უკვე! :) ქართველმა გოგოებმაც ხომ გაიხადეს უკვე! თუნდაც მხოლოდ საცვლებამდე, მაგრამ მაინც პროგრესია :)

ხოდა, რას ვამბობდი, რადროის პლეიბოია… აგერ სხვა ტორტებიც :)
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (17)


ხელები, პატარა ხელები

xelebi.jpg

ესეც პირველი წერილი ამ კატეგორიაში :)

აბა, ვის გახსოვთ ეს პერიოდი? 90-იანი წლების დასაწყისი, პირველი ლტოლვილები, დაკარგული ტერიტორიები… და ერთ-ერთი პირველი ვიდეორგოლი - ბასტი-ბუბუს შესანიშნავი კლიპი ”ხელები, პატარა ხელები”.
მე აღარ მახსოვს :( 4 წლის ვიყავი მაშინ…

დღეს კი მტვრიანი VHS-ების ქექვისას სწორედ ეს კლიპი აღმოვაჩინე, ძალიან კარგი სიმღერა, ძალიან მაგარი ბავშვები და ზუსტად ისეთი, ოპტიმისტური განწყობა, როგორიც მაშინ მთელ საქართველოს ჭირდებოდა.
განვაგრძოთ კითხვა →

კომენტარები (30)


← ძველი წერილები

ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • GN  წერილზე —
    „I miss you...“
  • ...  წერილზე —
    „როგორ მოახერხეს?“
  • სანი  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Rocko  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Tim Burton  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Landish  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Zghuladze  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • Cheshire Cat  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
  • როდრიგო სანტორო  წერილზე —
    „რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1028 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 86 წერილი და 3,887 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,379 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:
gurichage

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია