ქართული 200-ლარიანი თვის ბანკნოტია

currency_news.jpg

აი თურმე რა მომხდარა… ამას წინათ გამოსული ახალი ქართული 200-ლარიანი საკმაოდ ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემა Currency News-ს თვის ბანკნოტად დაუსახელებია. მან მაისის ნომერში ეს ჩვენი კუპიურა მსოფლიოში ყველაზე დაცულ ბანკნოტად დაასახელა და მოზრდილი სტატიაც მიუძღვნა ამ თემას.

პრინციპში, ფრიად საინტერესო მოვლენაა. გთავაზობთ 200-ლარიანი ბანკნოტისადმი „Currency News“-ის მიერ მიძღვნილი სტატიის სრულ თარგმანს.

თვის ბანკნოტი

ახალი 200-ლარიანი ბანკნოტი სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აერთიანებს

31 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინეს ახალი, მაღალი ნომინალის – 200 ლარის ბანკნოტი. ცერემონიას თბილისში ესწრებოდა ამ ბანკნოტის მწარმოებელი კომპანია „გიზეკე ენდ დევრიენტის“ პრეზიდენტი დოქტორი ვალტერ შლებუში, რომელმაც კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბანკნოტის არსენალი მოიცავს უსაფრთხოების უნიკალურ ნიშნებს, რაც მას მსოფლიოში გაყალბებისაგან ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ბანკნოტად ხდის.

ლარი, რაც ქართულად „განძს“, „ქონებას“ ნიშნავს, ეროვნული ვალუტაა 1995 წლიდან (1992 წელს, საბჭოთა რუბლის მიმოქცევიდან ამოღების მომენტიდან ლარის შემოღებამდე, ქვეყანა დროებით ფულად ერთეულს – კუპონს იყენებდა) და იგი შემოღებისას დენომინირებულ იქნა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100-ლარიანი კუპიურებით. მას შემდეგ 200 ლარი პირველად შემოდის და, როგორც ბ-ნი რ. გოცირიძე განმარტავს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ასახავს.

ახალი ბანკნოტი ერთდროულად წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილს ქვეყნის იდენტურობისა და სუვერენიტეტის შესახებ. მის ავერსზე მოთავსებულია სამხედრო მეთაურის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი, რომელიც 1920-იან წლებში საბჭოთა ოკუპაციას ებრძოდა და ემიგრაციაში, პარიზში გარდაიცვალა. 2005 წელს პრეზიდენტის ინიციატივით მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და ოფიციალურად დაკრძალეს.

ბანკნოტის რევერსზე გამოსახულია აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი. პრეზენტაციის ცერემონიალზე ამ არჩევანის კომენტირების დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა: „ქართველებსა და აფხაზებს ერთიანი ფესვები აქვთ. ქართულ კუპიურაზე აფხაზეთის გამოსახვა წარმოადგენს ჩვენს გზავნილს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი უნდა აღორძინდეს ორივე ხალხის მიერ, და რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ გვერდიგვერდ“.

ბანკნოტის დიზაინი 2005 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ქართველი მხატვრის მიერ არის შესრულებული. ტენდერში რამდენიმე უცხოელი დიზაინერიც მონაწილეობდა. პოლიტიკურ სიმბოლიკას რომ თავი დავანებოთ, ბანკნოტი აერთიანებს უსაფრთხოების ნიშნების ფართო სპექტრს, მათ შორის: ჩოლოყაშვილის პორტრეტის ციფრული ტექნოლოგიით შესრულებულ გრავიურას, ფორმაში ელექტროტიპით გამოჭრილ წყლის ნიშანს, გარედან ინტაგლიოთი დატანილ წყვეტილ ზოლსა და „გიზეკე ენდ დევრიენტ“-ის უნიკალური ტექნოლოგიით დატანილ ნიშნებს, სახელწოდებით – PEAK, FITmedal, STEP და LOOK.

PEAK (დაბეჭდილი და რელიეფურად დატანილი ანტიკოპირების გასაღები) წარმოადგენს ოპტიკურად ცვალებად ნიშანს, რომელიც შეიცავს ოფსეტური ბეჭდვისა და ინტაგლიოს რელიეფურ გამოსახულებას. FITmedal წარმოადგენს სამ განზომილებაში შესრულებულ მონეტისეული გამოსახულების რელიეფურ ნიშანს, რომელიც წინასწარ დამზადებულია კომპიუტერიდან ფირფიტაზე გადმოტანილი ნაბეჭდის სახით, ინტაგლიოს ტექნოლოგიის გამოყენებით. STEP-ი არის ფერის ცვალებადობის ნიშანი, ხოლო LOOK-ი (ლაზერული წარმოშობის ოპტიკური გასაღები) „გიზეკე ენდ დევრიენტ“-ის უახლესი ნიშანია. სპეციფიკური ეფექტები ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით არის დატანილი თითოეული ბანკნოტის მატრიცაზე, რომლის პროცესში ლაზერული ენერგია შედის რეაქციაში მელანსა და ზოლში არსებულ ნაწილაკებთან. 200 ლარის ბანკნოტი პირველია მსოფლიოში, რომელიც ამ ნიშანს შეიცავს.

Currency News, მაისი 2007. თარგმანი: NBG

200-gel.jpg

დაცულობაზე ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად უმაღლეს დონეზე იზრუნეს კუპიურის გაყალბების აღმოსაფხვრელად, მაგრამ თავად დიზაინის კი რა მოგახსენოთ… პირველი ნახვისას, რომ არ ეთქვათ, ახალი ლარიანიაო, თითქმის დარწმუნებით ვიტყოდი, თურქული ლირას ახალი ნომინალია-მეთქი… :)
რატომღაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათიც არაბუნებრივი მეჩვენა და ზოგადი ფერთა გამაც ზედმეტად ჭრელი… აფხაზურ ენაზე მოთავსებულ წარწერებზე კი საერთოდ არაფერს ვამბობ. ძლივს ვიპოვე ერთი ქართული სიმბოლო ერთ კუპიურაზე არსებული სამი სხვადასსვა დამწერლობის კორიანტელში…
თუმცა ეგ არაფერი… 200-ლარიანები არ მომაკლდეს და დიზაინს ვინ ჩივის :D

11 კომენტარი

  1. saintereso statiaa :)
    da getanxembi shenishvnebshi

  2. ჰომა says:

    მმმმმმმმ…..200 ლარიიიი……

  3. დინარა says:

    გეთანხმები მართლა ტურქულ ლირას გავს და ქაქუცა ჩოლოყაშვილიც თურქს უფრო გავს ვიდრე ქართველს

  4. იკა says:

    გამარჯობატ,ადმინ ბანერების ან ლინკების გაცვლა არ გინდა? ტუ გინდატ მომცერეტ ჩემ საიტის მინი ჩატში.

  5. იკა says:

    საიტს ქვია MAO.კLAN.სU ვერა და ვერ დავცერე ნორმალურად მემგონი მიხვდები რა ქვია საიტს :)

  6. გიორგი says:

    ქაქუცა როგორიც იყო, ფოტოც ისეთივეა და მისი გამოსახულებაც. თურქს ნამდვილად არ გავს და თუ მაინცდამაინც გინდა რო ულვაშები მოპარსო, მაგ დროს პარიზშიც ულვაშებს ატარებდნენ და ქართველი ჩოლოყაშვილი ხო მით უმეტეს ულვაშა იქნებოდა. დავით აღმაშენებელი სირიელს არ გაგონებს?! :))

    მე უბრალოდ მგონია რომ ამ იაფფასიანი ხრიკებით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. საბჭოურ მანეთზე რომ ეწერა 15 ენაზე დენომინაცია, ხო შერჩა მერე რუსეთს ხახვივით ეს კუპიურები სანამ არ გამოცვალა!!!

    ასე რომ si vis pacem para bellum! ომი იწყება, ომიიიიი!!!! :)))

  7. ფერებია ცუდი, ეროვნული სული არ გასჭყავის :D

  8. ნიკა says:

    კი ერთ რამეში კი დაგეთანხმები, ქართულ ლარზე ქართული ნაწერების პოვნა ჭირს, ინგლისური კიდე მესმის საერთაშორისო ენაა, მაგრამ აფხაზური და მითუმეტესი იქ აფსუას მიწერა? კაი რაა ეგ ერთი მხრივ აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ აღიარებაზე არ მიუთითებს? რავიცი მე ასე მგონია

  9. Giorgi Ezugbaia says:

    Qaquca Choloyashvili gavs araferi cvlileba araa, mshvenieria… da yvelaze metad is momwons ro SOXUMI-s suratia, dagvabruna mand da….. kupiuraze kiara yvelgan soxums davaxatavt………

  10. Giorgi Ezugbaia says:

    და ჩემი აზრით 200 GEL თურქულ ლირაზე მეტად EURO-ს უფრო გავს

  11. მაგრად შიგ გაქვთ ყველას, ირონიით ვინც აკომენტარებთ ამ კუპიურაზე, პირადად მე კი ძალიან მომწონს ეს ახალი ბანკნოტი და ნეტა გამოულევლად მქონდეს, ამას ვნატრობ..

კომენტარის დამატება