შედევრები

უბრალოდ დანაშაულია, რომ ამ ბლოგზე ეს ორი შედევრი არ იყოს წარმოდგენილი - ”შავი წრე” და ”შავი კვადრატი” :) არა, იმიტომ არა, რომ მალევიჩის შემოქმედების მოყვარული ვარ ან იმიტომ, რომ შევძელი და ჩავწვდი ამ ნამუშევრებს; უბრალოდ, ამათ ფონზე ჩემი ბლოგიც ერთგვარი შედევრია - შავით თეთრზეა წარმოდგენილი, თან, კვადრატების გარდა მართკუთხედები, წრეები, წრფეები და ასო-ციფრებიცაა გამოსახული! :)
ნუ დამიწყებთ ახლა ლექციების კითხვას თემაზე, თუ რატომ არის ეს შედევრი. ბევრი მაქვს მოსმენილი - ”ნახატი არის კონცეპტუალური სერიის ბოლო ნაწილი - მის ბოლომდე ჩასაწვდომად მთელი სერიის ნახვაა საჭირო” და ა.შ. და ა.შ. მაგრამ მაინც ვერ ვწვდები და რა ვქნა! :) ეგებ არც უნდა ჩავწვდე.
ზედმეტად პრიმიტიული ვარ მალევიჩისთვის და ”ცხელი შოკოლადის” ზოგიერთი სტატიის ბოლომდე წაკითხვისთვის, რა ჩემი ბრალია :(
ხოოდა, ამ სურათის იდეა 2 თვის წინ ბოდლერის კითხვისას მომივიდა თავში. მაშინვე ვერ შევძელი ხატვის დაწყება… სამი კვირის მანძილზე გამოკეტილი ვიყავი ქალაქგარეთ მყოფ ჩემს სახლში, ყოველგვარ ცივილიზაციას მოწყვეტილი და ვფიქრობდი. მხოლოდ ამ ხნის შემდეგ შევძელი ხელში მაუსის აღება. კიდევ ექვსკვირიანი მუშაობის შედეგი კი სახეზეა - ”შავი კურსორი!”
ხვალვე ვაპირებ სოთბიზე გატანას, ახლა საწყის ფასზე ვფიქრობ… წესით, რამოდენიმე ასეულ ათასად უნდა გაიყიდოს. რა, თქვენ ჯერკიდევ ვერ ჩაწვდით მის სიდიადეს? არაფერია, ეს ხომ ერთი დიდი სერიის დასასრულია! :) ამ სერიის ხატვას კი მალე დავიწყებ, ბევრი კარგი ნამუშევარი გამოვა - ხომ იცით კიდევ რამდენი custom shape მოყვება ფოტოშოპს ;)










29 მაისი, 2007, 18:08 —
ჯიბლა ამბობს:
ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
:D :D :D
30 მაისი, 2007, 00:47 —
ბრიჯიტ ჯონსი ამბობს:
მივესალმები როკოს, რომელმაც დღიურების წერა დაიწყო :)
მიხარია, რომ საქართველოშიც კი გამომიჩნდა მიმდევარი :)
გმადლობ როკო, ჩემო ვარდისფერო.
30 მაისი, 2007, 00:59 —
Rocko ამბობს:
გამარჯობა ბრიჯიტ :)
შენი მიმდევარი ნაკლებად ვარ, ეს დღიური არ არის, ეს ვებლოგია :)
თუმცა, ჯერ ნაკლებადაა ჩვენთან განვითარებული ამის კულტურა…
ზოგს წერა ეზარება. ზოგს კი ზედმეტად არა-მასკულანურ საქციელად მიაჩნია ბლოგის წარმოება :D ეგ არაფერი, გაიზრდებიან ისინიც :)
31 მაისი, 2007, 13:18 —
ყვავა ამბობს:
ბიჯო, ამ ბლოგს რომ ვკითხულობ, სულ მგონია რომ მონიტორი გამიფუჭდა და ფერები გამოერთო…
:იუზერ:
31 მაისი, 2007, 22:21 —
/// RIDER ამბობს:
1. ლოლ
2 .მ დ ა …
3. ჰმ…
4. ააა …
5. ხედავ შენ თურმე …
==============================
ყვავა ამბობს:
ბიჯო, ამ ბლოგს რომ ვკითხულობ, სულ მგონია რომ მონიტორი გამიფუჭდა და ფერები გამოერთო…
:იუზერ:
არ შემიძლია არ დაგეთანხმო მარა 1 + აქვს …
თვალს არ ღლის
1 ივნისი, 2007, 02:38 —
ეკე ამბობს:
აჰჰაჰაჰა საღოლ როკო :D
3 ივნისი, 2007, 10:32 —
ქართველო ამბობს:
21 საუკუნეში ვართ. ხალხი პლაზმურ და სენსორულ ეკრანებზეა გადასული რომ ხარისხის უმაღლესი პიკი დაინახოს. შენ კი წინა საუკუნის 60 იანი წლების დონეზე გვაკურებინებ საიტს… ცოტა ფერები დაუმატე თორე შავ-თეთრი მონიტორი მგონია რომ მაქვს…
10 ივნისი, 2007, 14:52 —
ზუზუ ამბობს:
საღოლ ბევრი ვიცინე :D :D
16 ივნისი, 2007, 19:31 —
ირაკლი ამბობს:
ამ დიდ აუქციონს მე გვარდს ვერ ავუვლი,, 20 თეთრი ჩემი, ,, :)
16 ივნისი, 2007, 19:33 —
ირაკლი ამბობს:
ისე ამას რომ ჰყიდი უკეთესს რაღას ყიდულობ ჩემამდე არ დადის:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
24 ივნისი, 2007, 19:45 —
AND1 ამბობს:
ლოოოოოლ… . საღოლ ძალიან მაგარი იყო . . . . :D :D