სრული მილიტარიზაცია!

sakartvelo.jpg

გილოცავთ, გუშინ პირველი სექტემბერი იყო :) სწავლა ამ დღეს აღარ იწყება, მაგრამ წლევანდელ წელს იგი მაინც განსაკუთრებულია. იცით რა მოხდა გუშინ? რა მოხდა და, 33-ე დეციმეტრულ დიაპაზონზე მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანია ”საქართველომ!” :)

დიახ, დიახ. ეს სწორედ ის ტელეკომპანიაა, რომლის შესახებაც რამოდენიმე თვის წინ ხმები დადიოდა. იგი ფაქტიურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მედია-საშუალებაა, რომელიც ამ სახელმწიფო სტრუქტურის დაკვეთით მომზადებულ გადაცემებსა და ფილმებს გაუშვებს ეთერში. მართალია ამჟამად სამაუწყებლო ბადე ძირითადად avoe.ge-დან გადმოწერილი სამხედრო თემატიკის ფილმებითაა გაჯერებული, თუმცა ისინი სამომავლოდ ეროვნული სამხედრო ტელეპროდუქციის შექმნასაც გვპირდებიან. ხო, ესეც მათი საიტი: tvsakartvelo.ge

ნამდვილად საინტერესო სიტუაციაა ქვეყანაში. როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა სტუდია ”სარკის” სამხედრო სარეკლამო რგოლები, ყოველ ორ გაჭრაში ერთხელ პრაიმ-ტაიმში, საკმარისი არ აღმოჩნდა კამპანია ”შენი რეზერვი”, კამპანია, რომლის დროსაც ყველას ჩვენ ლაჩრები გვიწოდეს… ტელეკომპანია აკლდა ნამვილად ამ ყველაფერს! :) ტელეკომპანია, რომლის ეთერშიც მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ფილმები ომზე, ჯარზე, სამხედრო საქმეზე. ეს იქნება არხი არა სამხედრო მოსამსახურეთათვის (თუმცა, მათი სლოგანი ამას ამბობს), არამედ არხი მიმართული საზოგადოების სრული მილიტარიზაციისა და ძალადობისა და ომის პროპაგანდისკენ.

ისე კი, დიდი რამე, მაგალითად ამერიკაშიც არის მსგავსი არხი, აი, საიტი იხილეთ: usmilitary.tv. უბრალოდ, ერთი ”პაატარა” განსხვავებაა ჩვენსა და მათ არხებს შორის :) ამერიკული მილითარი-ტივი საკაბელო არხია, ანუ, მისი ჩართვა ნებაყოფლობით შეუძლია მას, ვისაც აინტერესებს. იგი არ ვრცელდება თავისუფლად და არავის ”თხრიან თვალებში” მის გადაცემებს. არხი მიმართულია მათკენ, ვისაც აინტერესებს ეს სფერო, ყოფილი სამხედრო მუშაკია ან ბავშვობიდან ოცნებობს ჯარისკაცობასა და ნავთობისთვის სიცოცხლის შეწირვაზე.
ჩვენს შემთხვევაში კი, არხი დეციმეტრულ სიხშირეზე ვრცელდება, მას ნებისმიერი მოქალაქე დაიჭერს და უყურებს - წარმოიდგინეთ აბა, კომპიუტერი რომ არ გქონდეთ როგორი დახარბებული იქნებოდით ტელევიზორში გასულ ფილმებზე :) მითუმეტეს, თუ ეს ფილმები ”ჩხუბებზეა”. და იცით რამდენი ადამიანისთვისაა avoe.ge საერთოდ უცხო ხილი? :)

ჯერ ფილმები იქნება, შემდეგ კი - სამამულო წარმოების გადაცემებიო, გვპირდებიან არხის შემქმნელები. ალბათ იქნება დოკუმენტური ფილმები იმის შესახებ, თუ როგორი არაჩვეულებრივი სიტუაციაა ჯარში. გადაცემები იმის შესახებ, თუ როგორი კარგია რეზერვი, რამდენ მილიონს ხარჯავს სახელმწიფო სარეზერვო პროგრამაზე და როგორი შედეგიანია იგი - ჩვენს პრეზიდენტს საერთაშორისო შეხვედრებზე ტრაბახის მიზეზს აძლევს - აი, რამოდენიმეათასიანი რეზერვული არმია გვყავსო! მერე რა, რომ 18 დღიანი მომზადება არაფერ რეალურს არ იძლევა და რეზერვგამოვლილი ახალგაზრდები ისეთივე გამოსადეგნი იქნებიან ბრძოლის დროს, როგორც აფხაზეთის ომში დაღუპული მთელი თაობა… უბრალოდ ერთი განსხვავება იქნება, ახლა ილუზია ექნებათ რეზერვგამოვლილებს, რომ რაღაც იციან, სარეკლამო რგოლებითა და მილიტარისტული ტელევიზიით ტვინგამორეცხილები უფრო თამამად გავარდებიან ომში და ტყვიას მათ შუბლამდე რამოდენიმე მილიმეტრი რომ ექნება დარჩენილი საფრენად, მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, რომ ჯობდა სახლში დარჩენილიყვნენ, ჯობდა ლაჩარი ყოფილიყო პრეზიდენტის თვალში, სამაგიეროდ, უაზროდ არ დასრულებულიყო მისი ცხოვრება და მის ცხოვრებასთან ერთად მისი დედის, შეყვარებულის და ახლობლების ცხოვრების რაღაც ეტაპიც… თუმცა, პრეზიდენტმა თავადაც არ იცის რა უნდა და ვის რა უნდა უწოდოს. ერთ ბრიფინგზე დამაჯერებლად მოგვიწოდა ახალგაზრდებს, ნუ იქნებით ბამბუჩა, რეზერვში წადითო! (ისე, მე რომ კოკა-კოლა ვყოფილიყავი, სერიოზულ სკანდალს ავაგორებდი ამ გამოსვლაზე. მაგრამ არ აქვს ჭყონიას ასი თავი…) რამოდენიმე კვირის შემდეგ კი ამაყად გვახარა ის ფაქტი, რომ ”გზააბნეულ” რუსულ სამშვიდობოებს დისკოთეკებით და ბამბუჩობებით დავხვდით აჭარაშიო…

რაღა გვიჭირს, ომით ვიბრუნებთ ესეიგი აფხაზეთს… მერე რა, რომ აფხაზებს რუსები უდგანან გვერდში? ჩვენ ამერიკა დაგვეხმარება! :) არ გახსოვთ როგორი ნასიამოვნები წავიდა ბუში? ვაცეკვეთ, ვასვით, ვაჭამეთ, ცოცხალი ადამიანის სახელობის ქუჩაც კი გავხსენით… კულტურული კაცია და ვალში არ დარჩება. ერთ-ორ ერაყგამოვლილ ბომბდამშენს როგორ არ გვასესხებს გაჭირვების ჟამს. აფხაზეთსაც დავიბრუნებთ, სამხრეთ ოსეთსაც! :) მერე რა, რომ ჯერ არსებული ტერიტორიებისთვისაც ვერ მიგვიხედავს წესიერად და შემოერთებულებს რა ეკონომიკურ პირობებს ვთავაზობთ თავადაც არ ვიცით, სამაგიეროდ, ისევ ჩვენი იქნება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი :)

ომი რომ დაიწყება, ტელეკომპანია ”საქართველო” ყველას მოგვიწოდებს ხელში იარაღის აღებას! დავირაზმებით რეზერვისტები! მართალია, მთელ სარეზერვო ბატალიონს, რომლის მომზადებაშიც ვთქვათ x ლარი დაიხარჯა, ერთი რუსული პროფესიონალურად გაწვრთნილი საკონტრაქტო ოცეული, რომელიც 3x ლარი დაჯდა, ჭიანჭველასავით მოუღებს ბოლოს, მაგრამ სამაგიეროდ რცხვობრივად ხომ ჩვენ ვიქნებით მეტი? აბა დაფიქრდით, რომელი უფრო მჟღერი იქნება პრეზიდენტის სიტყვაში, ”ასი ათასიანი სარეზერვო არმია” თუ ”რამოდენიმე პროფესიონალური ოცეული”? რათქმაუნდა რეზერვისტები! :)

ასერომ, სხვა რა გზაა? შევავსოთ ჩვენი ქვეყნის რეზერვი! :) სამჯერ შევავსოთ და მერე ჯარში აღარ წაგვიყვანენ. მერე რა, რომ ამ პრინციპით ბევრი აიცილებს თავიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს? ადრე უფრო ბევრი არ იცილებდა? ახლა რეზერვისტები მაინც იქნებიან. :) ჩვენ ყველანი სამხედრო მოსამსახურეები ვიქნებით! ყველანი! ექიმები, პროგრამისტები, მარკეტოლოგები, ჟურნალისტები, იურისტები, მშენებლები, ბიზნესმენები, კლერკები, ბუღალტრები, მსახიობები… ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, ტელეკომპანია ”საქართველო” კი მოგვემსახურება ჩვენ! ჩვენ, ვინც ვმსახურობთ…

30 კომენტარი

  1. 2 სექტემბერი, 2007, 15:19

    ნიკა ამბობს:

    BRAVO

  2. 2 სექტემბერი, 2007, 15:21

    ნიკა ამბობს:

    მაგრამ მაინც მგონია რომ საქართველო მართლა კარგი არხია. და რაც სჰეეხება იმას რომ თვალსჰი გვთხრიან ამ არხს ამის თაობაზე მინდა მოგახსენოთ რომ პულტიანი ტელევიზორები დიდი ხანია რაც გამოიგონეს ამიტომ გადართე სხვა არხებზე :)))))

  3. 2 სექტემბერი, 2007, 15:41

    2კიჯა ამბობს:

    ორმხრივი გრძნობა განვიცადე, პირველ რიგში აღვნიშნავ რო ქართველებისთვის გამოკითხვების მიხედვით ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოსი 2003 წლიდან არის ჯარის გაძლიერება :ბლინკბოიშ: დაკარგული ტერიტორიების ფონზე ‘მრავალათასიანი არმია’ მართლაც ამაღელვებლად ჟღერს…მეც ვდგავარ პარადებზე თვალებ გაბრწყინებული (ალბათ სხვა ქვეყანაში არ ვყოფილვარ სამხედრო აღლუმებზე და იმიტომ) წინასწარ არ შევაფასოთ ტელევიზია :) თან არამგონია არალიცენზირებული პროდუქცია გამოიყენონ ტელევიზიაში გასაშვებად…ვისაც არ მოსწონს და პულტი მეგობრებო პულტი use remote control :D

  4. 2 სექტემბერი, 2007, 16:31

    azax ამბობს:

    ტელევიზიას რა გავლენა აქ ქართველ ხალხზე ეს ალბათ ყველამ კარგად იცით! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ქვეყანა სამამულო ომისთვის ემზადება ! ტელევიზია,პატრ ბანაკები,კლიპები, ეს ყველაპერი იმისთვისაა რომ ხალხი მოამზადონ..ჩემი ოცნებაა რომ ეს დეგენერატობა ომით არ დამთავრდეს!

  5. 2 სექტემბერი, 2007, 22:23

    AVIAMAN ამბობს:

    კიდევ კაი ოცნება მაინც გაქვს კარგი აზაქს:))))))))))))))))))

  6. 3 სექტემბერი, 2007, 10:03

    ჯიბლა ამბობს:

    ბავშვობიდან ოცნებობს ჯარისკაცობასა და ნავთობისთვის სიცოცხლის შეწირვაზე

    ეს მაგარი იყო =))

    მოკლედ, არ ვიცი… ეხლაც ისევე თუ მოატყუეს სასტავი როგორც 1992 წელს და მთელი საქართველო უაზრო ომში წაიყვანეს, მაშინ მართლა რეალურად დაენძრევა საქართველოს! კიდევ ერთი თაობა, რომ იდიოტურ “ომში” ისევ ისე დარჩეს, მაშინ არ ვიცი რა მოხდება…. არ არის ეხლა 16 საუკუნე რო ქვეყნისთვის სიცოცხლით თავგანწირვას აზრი ქონდეს (განსაკუთრებით - საქართველო VS რუსეთი - შემთხვევაში) და მგონი ამის მიხვედრა არ არის ძნელი.

  7. 3 სექტემბერი, 2007, 18:16

    AVIAMAN ამბობს:

    და რამე რო მოხდეს ჯიბლა შენ რას იზავ? აიღებ ავტომატს და დაგვიდგები მხარში???????

  8. 3 სექტემბერი, 2007, 18:50

    ფონდი ინკლუზივი ამბობს:

    ვაა მეც არ ვთქვი მილიარდი სად მიდისთქო.

    გორის გარეუბანში მიტოვებული მშენებარე კორპუსები იყო. თავადაცვის სამიისტრომ გაარემონტა ახალგაზრდა სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის. მათთვის, ვინც აფხაზეთი უნდა დაიბრუნოს. მშვენიერი დაფასებაა ღმერთმანი. მათ ხომ ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაიცვან.

    თუმცა, ერთი უხერხულობა ახლდა ამ ყველაფრის აღქმას. ამ ახალ კორპუსებს ერთი ღობე ყოფს აფხაზეთიდან დევნილებით დასახლებული კოლექტიური ცენტრისგან. იმ ცენტრში საშინელი პირობებია. ადრე ტურბაზა ყოფილა და რამდენიმე ბარაკში ათობით ოჯახი ცხოვრობს. სახლების მდგომარეობაზე არ შევჩერდები. სახანძრო ავზში წყალია ჩარჩენილი (ასე 50 სანტიმეტრზე) და შიგნით ყრია უამრავი საშინელება - ორგანული ნარჩენები, ჯართი, ჰიგიენური პაკეტები და ა.შ.

    იქ მცხოვრებ ბავშვებს ბევრი გასართობი არ აქვთ და ისინიც თავს იმითღა იქცევენ, რომ ჯოხით ქექავენ და სუნთქავენ ამ ძვირფასეულობას.

    გვერდით ახალი ქართული მილიტარი ოჯახები იქმნება - ელიტარული და მოაზროვნე ჯარე, რომელმაც მეზობლები აფხაზეთში უნდა დააბრუნონ.

    უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები ბინით უნდა დაახარბო - აბა თუ ჯარში არ წავიდნენ იქ მიღებული ცოდნით ვინ რას მიაშავებს. რად გვინდა ჭკვიანი ხალხი მეცნიერებაში. ჯარში.

    ექიმის ხელფასი 100 ლარია, მეეზოვის 250. პროფესიულ დღესასწაულსაც უხდიან და ტორტსაც უკეთებენ ნიკალას რეპროდუქციით დამშვენებულს.

    აბა ექიმები რაში სჭირდება ჯანსაღ ნაციას. ჩვენ მხოლოდ ის ხალხი გვინდა ვინც ჩვენს დაყრილ ნაგავს ახვეტავს და აფხაზებს ჩაშტიკავს.

    ან მასწავლებლები რაში გვჭირდება - ბავშვს ხომ არ ვასწავლით საზოგადოებში მოქცევას და სანიტარული წესების დაცვას. ეს ხომ თანდაყოლილია - ნიჭიერი, დედა ენაცვალოს…

  9. 3 სექტემბერი, 2007, 19:37

    ჯაბა ამბობს:

    .ჯარი სავალდებულო უნდა იყოს მაქსიმუმ ერთ წლიანი, რაც შეეხება სატელევიზიო არხს კარგი იქნება თუ კარგი ხარისხის იქნება რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უფრო ბევრი იქნება სატელევიზიო არხები მით უკეთესი კიდე. ვისაც ომი და უბედურება უხარია დეგენერატია და მეტი არაფერი მარა როცა ქვეყანა სამ ნაწილად დაგვყვეს და მაგაში დარწმუნებული იყავით რო თუ არ გავძლიერდებით ესეთი პრობლემები სხვაგანაც გაჩნდება მგონი სავალდებულო უნდა იყოს ის რო ქართველი მზათ იყოს ამ პრობლემებისთვის ნებით თუ იძულებით ქვეყნის ინტერესების გატარებაში. აქანე ვარ ძამა და თუ გამოვადგები რამეში ჩემს დანაწევრებულ სამშობლოს მაგაზე უკეთეს რას იზამს წარმართი ქართველი, ასთეა მაი ამბები ძამა…….

  10. 3 სექტემბერი, 2007, 21:33

    ნიკა ამბობს:

    ak rogorc vxedav jari dzalian bevrshi zizgs icvevs (chemtvis gaugebaria ratom) martalia omi sashinelebaamagram gana imistvis ikmneba qartuli armia rom maincdamainc vai ushvelebeli atkdes.. jaris gamokeneba mxolod da mxolod ukidures shemtxvevashia mizansheconili.. rasizmshi ar damadanashaulot magram javaxetis araqartvelma mosaxleobam avtonomia(rasac ukve itxoven kidec) rom moitxovos an kidev uaresii(…) da daickos masshtaburi da qaosuri akciebi, kartuli ojaxebis darbevebi, sheiaragebuli cinaagmdegoba(amis sashishroeba martlac magalia, gavixsenot tundac afxazetis problemebic rogor daicko) mashin rogor ggoniat klerkebi,mascavleblebi,advokatebi da a.sh. gvishvelian? jaba jigaria dzmao gmertma ar knas da rame rom moxdes romeli vajkaci ar aigebs tavisi ojaxis dasacavad xelshi iarags?( martalia kvelas es ar sheudzlia da arc vamtkuneb magram arc mati landzgvaa kargi vinc imaze izrunebs areulobis jams rom tqven mshvidi dzili gkondet )

  11. 4 სექტემბერი, 2007, 17:46

    _Err0r_4o4_ ამბობს:

    მაგარი სტატია ძაან )

  12. 5 სექტემბერი, 2007, 01:45

    გიორგი ამბობს:

    ბიჯო, სტატია - სტატიად და ეგეთი საიტების ლინკებს რო დებ, გვერძე მიაწერ რო “სვარჩიკის აჩკების” გარეშე არ შეხვიდეთ საიტზეო, რა უბედურებაა!

    და კიდევ

    3 ჯერ კი არა 2 ჯერ უნდა ემსახურო რო განთავისუფლდე სავალდებულო სამსახურიდან!

  13. 5 სექტემბერი, 2007, 09:51

    Rocko ამბობს:

    და კიდევ

    3 ჯერ კი არა 2 ჯერ უნდა ემსახურო რო განთავისუფლდე სავალდებულო სამსახურიდან!

    არა, 2-ჯერ არა. ნამდვილად ვიცი, რომ 3-ია აუცილებელი.

  14. 5 სექტემბერი, 2007, 12:18

    მროველი ამბობს:

    ზოგადად არსებობენ პაციპისტები და ადამიანები, რომლებსაც უბალოდ ეშინიათ ჯარის.

    რა ვიცი რა ვიცი

  15. 5 სექტემბერი, 2007, 17:28

    Rozer ამბობს:

    ჰეჰ :) სერიოზნი სტატია იყო ძაან … Respect …

  16. 5 სექტემბერი, 2007, 23:48

    AVIAMAN ამბობს:

    მე იმ კაცის დედა ვატირე, უბანში რო იბლატავებს მაგარი ბიჭი ვარო, და მობილიზაციის დროს საწოლის ქვეშ დაიმალება, ვაჟკაცობა გასაჭირში გამოჩნდება

  17. 6 სექტემბერი, 2007, 15:29

    ყვავა ამბობს:

    როკო, გადადექი…

  18. 6 სექტემბერი, 2007, 15:52

    ყვავის ბუდე ამბობს:

    გადადექით!…

    გადადექით ყველანი, აბსოლუტურად ყველანი გადადექ…

  19. 6 სექტემბერი, 2007, 15:52

    ყვავის ბუდე ამბობს:

    გადადექით!…

    გადადექით ყველანი, აბსოლუტურად ყველანი გადადექ…

  20. 8 სექტემბერი, 2007, 02:49

    გიალო ამბობს:

    ძალიან ჭკვიანი, ერუდირებული, ენამოსწრებული და განათლებული ადამიანის დაწერილი სტატიაა, იშვიატად რომ ნახავ ინტერნეტში , მოხიბლული ვარ, მაგრამ იკნებ და ყველაფერი ასე ცუდად არაა))) ერთი გამოთქმა მახსენდება-თხუნელას უტხრეს ქვეყანა იქცევაო და თვალები დაითხარაოოო)))) მაგრამ ავტორი ნამდვილად აპლოდისმენტებს იმსახურებს, ასე ტუ კიდევ წერდა ვინმე აღარც მეგონა)))))

  21. 10 სექტემბერი, 2007, 17:44

    შალვა ამბობს:

    დემაგოგია და გრაფომანია

    ანუ,

    სიტყვების უაზრო ბრახაბრუხი > ვიდრე გამოხატული აზრი

    ტრივიალური და 1000ჯერ განაგონის გაერთიანებით ავტორი თავის თითქოს ორიგინალურ პოზიციას აფიქსირებს

  22. 19 სექტემბერი, 2007, 18:06

    ნინკა ამბობს:

    თუ ასე გეშინია ჯარის, რეზერვისტობის, კაცობის, ომში წასვლის და განსაკუთრებით კი რუსეთის- ქალად დაბადებულიყავი მაშინ: შინ იჯდებოდი, წინდებს მოქსოვდი, მტვერს გადაწმინდავდი, ოთახს დაგვიდი და როცა ასეთ ვიშვიშს შეუდგებოდი, აღარც გავბრაზდებოდით. როგორ წერ რომ სამშობლოს უაზროდ შეწირენო? შიშს დიდი თვალები რომ აქვს, ვიცოდით, მაგრამ ისე თუ დაიზაფრებოდი რომ რუსი სალდათი დევგმირად მოგეჩვენებოდა და ქართველი კი საცოდავ ჭიანჭველად მაგას ნამდვილად არ ველოდით.

  23. 28 სექტემბერი, 2007, 10:45

    გედა ამბობს:

    მე არ გეთანხმები როკო,
    ნუ გამასაოგნებლად ნამდვილად ა რ ვართ, მაგრამ არც ეგრეა რა
    არამგონია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ აფხაზეთის დაბრუნება მარტო ომით მოხდება. ომი უსისხლოდ და უმსხვერპლოდ კი არავის გაუგია:((
    რაც შეეხება რეზერვისტებს, მათი მოავალეობდა იქნება უკვე დაბრუნებული ტერიტორიების გაკონტროლებაა, და არაა მათი “მოპოვება”.
    საქართველოს ამ ოპერაციებისთვის ყავს საკმაოდ კარგად გაწრვთვნილი ჯარი( პატარ-პატარა სპეცრაზმები, უხეშად თუ ვიტყვი) და სწორედ მათი საშუალებით დაიგეგმება( თუ საერთოდ დაიწყება რა) ამ “ოპერაციების” ჩატარებაა
    რეზერვისტებს ამ ომში ცხელ წერტილზე მოქმედება არ მოუწევს.
    ასეა გათვალისწინებული(სარწმუნო წყაროებიდან), ასე უნდა მოხდეს და ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნებაა:).

  24. 29 სექტემბერი, 2007, 02:58

    დათო ამბობს:

    მაგარი დემაგოგიაა! საკაბელო რა, ნუ გადართავ თუ არ მოგწონს და ეგ არი, გაძალებს ვინმე? და ისიც სწორია რომ ვინც რეზერვში შეუძლია და არ მიდის ლაჩარია!

  25. 29 სექტემბერი, 2007, 03:07

    დათო ამბობს:

    “მერე რა, რომ 18 დღიანი მომზადება არაფერ რეალურს არ იძლევა”

    იცი რა, შენ თუ მარტო წერისთვის არ წერ და მართლა გაინტერესებს, შემიძლია გითხრა - პირადად მე 2 წლის განმავლობაში საბჭოთა ჯარში ზედ ნატოს საზღვართან, გერმანიაში, არ მივარჯიშია, მისროლია და საერთოდ, არ მისწავლია იმდენი რამდენიც რეზერვში რეზერვში 18 დღის განმავლობაში! ფეხებზე მკიდია ვინ დაიჯერებს და ვინ არა, ვიყავი და კიდევაც წავალ იმიტომ რომ ვალდებული ვარ!

  26. 6 ოქტომბერი, 2007, 01:11

    /_\ ამბობს:

    რა სისულელეა, ბლოგის ავტორს პატივს ვცემ მაგრამ სამშობლოსათვის და ქვეყნისათვის თავის გადადება ყველა ჩვენთაგანის ვალია. მე პირადად ვიყავი რეზერვში და ბევრიც ვისწავლე და ვიტანჯე(ჯანჯღავას სადისტური მარშ ბრასოკი რად ღირს მარტო:D) ეს ელემენტარული რომ სცოდნოდათ ჩვენს ბიჭებს მაშინ მართლაც რომ ბუზებივით არ ამოიხოცებოდნენ აფხაზეთში:(
    დროა ყველამ გავაცნობიეროთ რომ(!!!) ჩვენი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში და ყველას ვალია ელემენტარული უნარ ჩვევები მაინც ჰქონდეს იარაღთან ურთიერთობის და ნებისმიერ პირობებთან შეგუების. ღმერთმა დაიფაროს და რამე რომ მოხდეს ამერიკელები და პაკისტანელები კი არ მოგვეხმარებიან, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი ქვეყნის, ქალაქის, უბნის, სახლისა და ოჯახის დაცვა იარაღით ხელში! ამისათვის ჯობია მზად ვიყოთ და მართლა კარადიდან გამოსათრევები და მტრისა და მოყვარის დასაცინები არ გავხდეთ.

  27. 11 ნოემბერი, 2007, 15:51

    ლოლზ ამბობს:

    ჰეჰეჰეჰეეე

    საქართველო რომ არა რა გამახსენებდა შორეულ ბავშვობაში ნანახ ჩაკნორისიან და ვანდამსტალონეიან ფილმებს. ერთი ერევა ყველას - ბახ ბუხ და მთელი არმია მკვდარია, ჩვებნი გმირი კი ცოცხალი და უვნებელი გამოდის ბრძოლის ქარცეცხლიდან. სწორედ დაჩვენო ფილმებია - რიცხობრივად გაცილებით ცოტანი ვართ რეალურ თუ არარეალურ მოწინაარმდეგეზე. და საქართველო გვეუბნება, მიყურე და მოიქეცი ასე თუ გინდა იციცხლო ტკბილად და ბედნიერად მეორედ მოსვლამდეო.

  28. 20 ნოემბერი, 2007, 15:23

    ვასო ამბობს:

    მამაკაცს რომ იარაღით საკუთარი სამშობლოს დაცვა უნდა შეეძლოს, ეს საქილიკო თემაა. შვეიცარიას, მიუხედავად მისი ნეიტრალურობისა, ერთ დღეში 2 მილიონამდე რეზერვისტის გამოყვანა შეუძლია! ჩვენ 100.000 რომ არ გამოვიყვანოთ, სირცხვილია. 70-80 ათასი მარტო ლტოლვილებისგან უნდა მოგროვდეს. იქნებ ისტორიაში ერთხელ მაინც შევძლოთ გაერთიანება და შალიკოების და პადოშების ანტიპროპაგანდას არ ავყვეთ. რომელიმე მათგანმა გაგვიასნა რას უნდა ველოდეთ მაგათი ხელისუფლებაში მოსვლისას?

    პ.ს. ახლა კი ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, 15 წლის წინ რომ დუბაიში მიდიოდნენ სავაჭროდ ერთი თვითმფრინავით და მეორეთი აფხაზეთში საომრად, აღარ გამოვა.

  29. 1 დეკემბერი, 2007, 07:38

    გიორგი ამბობს:

    საქართველოს დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა!

    ჩვენი მთავარი საზრუნავი სახელმწიფოს განმტკიცებაა . სანამ რენეგატი კოკოითი და ბაღაფში მართავენ საქართველოს ორ უძველეს კუთხეს, ჩვენებური ადამიანის მოსვენება არ იქნება.

    ისინი ნაციონალისტები კი არ არიან, არამედ რუსული სახელმწიფოს მძევლები.

    აფხაზებსა და ოსებში კი არ არის საქმე, არამედ სუვერენიტეტის აღდგენასა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაში. ამისათვის მთავრობამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, საპოლიციო და სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით.

  30. 6 აპრილი, 2008, 04:13

    ნიკა ამბობს:

    გეტყობა ძალიან გეშინია ჯარის. თან სადღაც გაისმა , რომ დედისერთა ყოფილხარ, მოკლედ ნელ-ნელა ვხვდები რა გაწუხებს. მართლა ისეთი განათლებული და გონიერი თუ ხარ, როგორც გგონია, უნა გესმოდეს, ან ხვდებოდე მაინც რას ნიშნავს სამშობლო, ან ელემენტარულად სახელმწიფოს არსი. თუ ქვეყანას გაუჭირდა, შენი კლავიატურაზე კაკუნი ნამდვილად ვერაფერში წაადგება და თუ გგონია, რომ rocko.ge-ს შექმით რაიმე ღირებულს ქმნი ქვეყნის სასარგებლოდ, ძალიან ცდები. თუ ქვეყანა აირია და ახალგაზრდების უმრავლესობა შენსავით მოიქცა(ღმერთმა დაგვიფაროს), ერთხელაც სრულიად მოულოდნელად შენი სახლის სახურავზე მტრის ბომბდამშენი გადაიფრენს და მერე ვნახავ როგორ აფრინდები ჰაერში შენს კლავიატურასთან და დედიკოსთან ერთად. რას იზამ , სიმართლე მწარეა

ამ წერილის კომენტარების RSS-არხი ტრეკბეკის მისამართი

თქვენ რას იტყვით?

მონიშნულის ციტირება

ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • BENjAMIN  წერილზე —
    „The Best Of: Georgian Porn Providers“
  • დავითა  წერილზე —
    „აფხაზეთი რუსულ ობიექტივში“
  • ინგლისურიდან ფრანგულზე მთარგმნელი  წერილზე —
    „გუგლი ქართულს სწავლობს“
  • ირაკლი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ლიზიკო  წერილზე —
    „ქართველები საზღვარგარეთ“
  • პაპუნა  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1211 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 89 წერილი და 4,130 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,665 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია