სავალდებულო სამხედრო სამსახური უქმდება

წინა წერილის თემას ვაგრძელებ უნებლიედ… :) დღეს გავიგე ჩემთვის პირადად საკმაოდ სასიხარულო ამბავი.
როგორც გაირკვა, 25 სექტემბრიდან ძალაში შევა კანონი, რომელიც გააუქმებს სავალდებულო სამხედრო 2 წლიან სამსახურს! მთლიანი ქართული არმია გადადის საკონტრაქტო სისტემაზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჯარში წავა მხოლოდ ის, ვისაც ამის სურვილი ექნება და (რაც მთავარია) სრულად გამოსადეგი იქნება სამხედრო სამსახურისთვის. ვარგის მოხალისეებს გაუფორმდებათ კონტრაქტი და საქართველოს სამხედრო დანაყოფებში იმსახურებენ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. :)
მართალია რეზერვში სამჯერ გაწვევა მაინც სავალდებულო იქნება ყველასათვის, განურჩევლად ყველაფრისა, თუმცა იმედია, ამასაც ეშველება რამე და შეწყვეტენ ფულის ყრას ასეთ ძვირადღირებული ფიარ-კამპანიაში…
ამიერიდან ჯარში იმსახურებს ის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ვისაც შეუძლია, ვინც გამოსადეგია, ვიზეც ღირს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ, ჩვენი ჯიბეებიდან ფულის დახარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესის დამთავრების შემდეგ არ მოგიწევს შენი ცხოვრების 2 წელიწადის უაზროდ დაკარგვა, თუ მართლა არ გსურს სამხედრო საქმე იყოს შენი მომავალი. სახელმწიფო აღარ შეგიშლის ხელს იმაში, რომ შექმნა ოჯახი, გაიკეთო კარიერა, არ დაკარგო ზუსტად ეს უმნიშვნელოვანესი წლები, როდესაც რეალურ ცხოვრებაში დგამ პირველ ნაბიჯებს. თუმცა იყო ვარიანტი, უნდა გადაგეხადა საკმაოდ დიდი მოსაკრებელი იმის სანაცვლოდ, რომ მიმდინარე წლის გაწვევაზე არ წაეყვანეთ ჯარში. თუმცა მომავალ წელს ისევ მოგიწევდა ამ თანხით ბიუჯეტის შევსება. და ასე 26 წლამდე მემგონი… თუ არ გქონდა ამის საშუალება? უნდა წასულიყავი, გემსახურა 2 წლის მანძილზე და ჯარიდან დაბრუნებული გექნებოდა რა? არაფერი, სამხედრო ფორმისა და ჟეტონის გარდა. გექნებოდა თითქმის მიზერული გამოცდილება შენს პროფესიაში, გაგიჭირდებოდა სამსახურის შოვნა, არც შეყვარებული დაგელოდებოდა 2 წელიწადი… ;)
ასერომ ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს: სამშობლოს ბრძოლის ველზე დაიცავს ის, ვისაც ამის, უკაცრავად და, უკანალი აქვს! ფული ბიუჯეტიდან დაიხარჯება იმის მომზადებაში, ვინც გაამართლებს ამ დანახარჯს. დანარჩენებმა კი ისე გავაძლიეროთ ქვეყანა, როგორც შეგვიძლია. ქვეყანაზე ზრუნვა და პატრიოტიზმი მხოლოდ სადღეგრძელოებში, იარაღის ხელში ჭერასა და გულზე მუშტის მირტყმაში არ გამოიხატება. მე რომ ჩემს ოჯახზე ვზრუნავ, ეს არანაკლები პატრიოტიზმია. მე რომ იმიტომ არ მინდა ომში წასვლა, რომ საკუთარ ძალებს ვაანალიზებ, ვხვდები, რომ იქ ვერაფერ რეალურს ვერ გავაკეთებ, არ მაქვს ამის ”მონაცემი” და ჯობს, ტყუილად არ შევეწირო და არ დავტოვო მარტო ჩემიანები, ეს ყველაზე ლოგიკური პატრიოტიზმია…
და ბოლოს, იმ ქვეყნების სია, სადაც სამხედრო სამსახური მთლიანად კონტრაქტულ სისტემაზე გადასული, სავალდებულო მარაზმის გარეშე, და, რომლებსაც, უახლოეს მომავალში ჩვენც შევუერთდებით :)
ქვეყნები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარეშე:
- ავსტრალია
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ანტიგუა და ბარბუდა
- არგენტინა
- ახალი ზელანდია
- ბაგნლადეში
- ბარბადოსი
- ბაჰამის კუნძულები
- ბელგია
- ბელიზე
- ბოცვანა
- ბრუნეი
- ბურკინა ფასო
- ბურუნდი
- გაბონი
- გაერთიანებული არაბეთის საემიროები
- გამბია
- განა
- გრენადა
- დიდი ბრიტანეთი
- ერაყი
- ესპანეთი
- ვანაუტუ
- ზამბია
- ზიმბაბვე
- იამაიკა
- იაპონია
- ინდოეთი
- იორდანია
- ირლანდია
- იტალია
- კამერუნი
- კანადა
- კენია
- კოსტა რიკა
- ლუქსემბურგი
- მავრიტანია
- მალავი
- მალაიზია
- მალდივი
- მალტა
- მიანმა
- მონაკო
- ნიგერია
- ნიდერლანდები
- ნიკარაგუა
- ომანი
- პაკისტანი
- პანამა
- პაპუა ახალი გვინეა
- რუანდა
- რუმინეთი
- სამხრეთ აფრიკის რესპ.
- სან-მარინო
- საუდის არაბეთი
- სვაზილენდი
- სიერა ლეონე
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- სურინამი
- ტონგა
- ტრინიდადი და ტობაგო
- უგანდა
- უნგრეთი
- ურუგვაი
- ფიჯი
- ყირგიზეთი
- შრი-ლანკა
- ჩეხეთი
- ჯიბუტი
- ჰაიტი
- ჰონგ-კონგი










8 სექტემბერი, 2007, 17:12 —
azax ამბობს:
რა უნდა დავამატო ყველა ბირჟავიკს და არაბირჟავიკს გილოცავთ 25 სექტემბერს:))მე კიდე მაინც მივიდვარ ჯარშიი მიუხედავად იმისა რომ არანაირი მონაცემები არა მაქ! არაბებს უნდა დავერიოოო:))
8 სექტემბერი, 2007, 18:03 —
ჯიბლა ამბობს:
უდემოკრატიულესი გადაწყვეტილება!!!
8 სექტემბერი, 2007, 18:46 —
DelphiKnight ამბობს:
თუ ასეთი კანონი გამოვა, მაშინ მე მომხრე ვიქნები, თუ გაზრდიან რეზერვისტების ყოველწლიური შეკრების პარიოდს 1 თვემდე, ან 2 თვემდე.
ასე აჯობებს!
8 სექტემბერი, 2007, 22:07 —
ჯაბა ამბობს:
ოჯახის მიმართ სიყვარულს და პატრიოტიზმს ერთმანეთში ნუ აურევთ თუმცა აურიეთ თქვენი უფლებაა მაგრამ მე მგონია პატრიოტი ის უფროა ვინც მის ოჯახს დათმობს მამულისთვის და არა პირიქით მამულს დათმობს ოჯახისთვის. რაც შეეხება ჯარს სავალდებულო უნდა იყოს აუცილებლად! ეს რათქმა უნდა ეხლაა ესე საჭირო ასეთ რეგიონში და ეგეთ კომფლიქტურ ქვეყანაში თორე ეგეთი საფრთხე თუ არ არი მაშინ მეც მიმაჩნია რო უფრო ცივილურია მე თვითონ ავირჩიო წავიდე თუ არა სამხედრო სამსახურში, ასე რო მოვამზადოთ ( უკანალი ) და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთოდ და არა მარტო სამხედროებმა, მაგრამ წარმოიდგინე შენს გვერდით იბრძვის პიროვნება რომელიც იძულებით არის წასული დაუშვათ აფხაზეთის დასაბრუნებლად და რა ცუდია მისი ატანა ხო წარმოგიდგენია მაგრამ ამისატვის სულ არაა საჭირო ყურების ჩამოყრა სხვა წავა და მის გასაკეთებელს გააკეთებს, ესე ყოველთვის იყო და იქნება, ყველას თავისი შეხედულება აქვს და რას იზამ ვცეთ ერთმანეთის აზრებს და მჭერმეტყველებას პატივი.
8 სექტემბერი, 2007, 23:30 —
კორძა ამბობს:
ზოგს რა ბედი აქვს:)))))))))) გილოცავ ჩემო ნოდარ, გილოცააააააავვვ:))))
8 სექტემბერი, 2007, 23:31 —
კორძა ამბობს:
თუმცა მეც მაგრად გამიმართლა ხო? შეყვარებული ორი წელი არ დამიცდიდა:))))))))))
9 სექტემბერი, 2007, 00:58 —
მროველი ამბობს:
ტუზი დაეცაო ამაზეა ნათქვამი :))
9 სექტემბერი, 2007, 12:27 —
ყვავა ამბობს:
ვიღაც დაამთავრებს უმაღლესს, შექმნის ოჯახს და იცხოვრებს ბედნიერად, სხვამ კი მისი ეს ბედნიერება უნდა დაიცვას. რა კარგიაა… :ბოლი:
9 სექტემბერი, 2007, 12:28 —
ყვავა ამბობს:
ცნობისათვის, უკვე 7 წელზე მეტია 1.5 წელია სავალდებულო ჯარი და არა 2 წელი… ეს ისე…
9 სექტემბერი, 2007, 12:30 —
Rocko ამბობს:
დიახ, უნდა დაიცვას და ამაში მას ფულს გადაუხდიან! პოლიცია რომ გიცავს, კარგია?
ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს!
ნაწილმა თუ ოჯახები არ შექმნა, ეკონომიკა არ განავითარა, ბიზნესი თუ არ წამოიწყო, არც არაფერი ექნება დასაცავი ქართულ არმიას!
ცარიელი ტერიტორიების დედა ვატირე!
9 სექტემბერი, 2007, 16:21 —
ჯაბა ამბობს:
სად არის ცარიელი ტერიტორია? და რომელ ცარიელ ტერიტორიაზე დაობს საქართველო? რისი დაბრუნებაც ჩვენ გვინდა იქ ხალხი ცხოვრობს ეხლაც და მაშინაც ცხოვრობდნენ, და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგი ბედნიერიც იყო მაგრამ…….. და შეიძლება გადასახადებსაც იხდიდა ვინმე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილი შექონდა ალბათ მაგრამ………. იქაც ცხოვრობდნენ ისეთი ხალხი რო სუ ეკიდათ ომი და პატრიოტიზმი მაგრამ…….. ამის შედარება შეიძლება იმასთან თუ როგორი ერთიანია დღეს ჩვენი ერი და საზოგადოება სანამ პირადათ შენ არ შეგეხება უარყოფითად ან კანონი ან ძალოვნები ან კი რავიცი ათასი უბედურება შეიძლება შეგეხოს მაშინ კი ვიბრძოლებთ უკანალზე ვიღა იფიქრებს მითუმეტეს სახლში თუ შემოგივარდა იარაღით ვინმე ღმერთმა არ ქნას და ოჯახის წევრი მოგიკლას. ხოდა რა ვქნათ Rocko ეხლა ჩვენ შევატოვოთ ჩვენს დევნილებს აფხაზეთი და ჩვენთვის არ წაურთმევიათ და ამიტომ ეგ ომი ჩვენ არ გვეხებაო მიუგოდ! აააა რაფერი იქნება ძამა ამფერი პასუხი? ომი არ არი აუცილებელი მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს ეს უნდა მოხდეს გააზრებულად და ჭკვიანურად რათა დიდი მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან. ღმერთო შენ დაიფარე ჩვენი საქართველო . ამინ.
9 სექტემბერი, 2007, 16:23 —
Rocko ამბობს:
ჯაბა,
იდეაშივე არასწორად გაიგე მთელი ჩემი პოსტი.
9 სექტემბერი, 2007, 18:10 —
ჯაბა ამბობს:
ეგ არაფერი თუ ვერ გავიგე ხან გავიგებ ხან არა, თვით კრიტიკული თუ ვიქნები შეიძლება ისე გავიგე როგორც მე მაწყობდა რათა მერე ჩემს მჭერმეტყველებას მოვყოლოდი გეცოდინება ალბათ როგორი ვირუსია ეს პატივმოყვარეობა და გამიტაცა ეგ არაფერი!
10 სექტემბერი, 2007, 11:06 —
კნიაჟნა ამბობს:
მომწონს ეს სიახლე :) მე არასოდეს მესმოდა პიროვნება რომლის მოწოდება არის ბიზნესი, და რომლის მიღწევებიც პირდაპროპორციულად აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე და შესაბამისად განვითარებაზეც, რატომ უნდა ხარჯავდეს თავის დროს იმაზე რაც მისთვის არ არის საინტერესო და დიდათ არც მონაცემები აქვს ამ საქმისთვის. ყველა თუ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ ნაკლები უსაქმური დარჩება და შესაბამისად ქვეყანაც იმედია წავა პროგრესისკენ :)
11 სექტემბერი, 2007, 10:06 —
_Err0r_4o4_ ამბობს:
პირველწყარო ვ სტუდიო
მე ზუსტად ვიცი რომ სადღაც 2 წელიწადში აპირებდნენ, და უკვე გააკეთეს?
11 სექტემბერი, 2007, 12:06 —
Rocko ამბობს:
წყაროს ვინაობა თავად წყაროსივე უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდება :P
მოვა 25 რიცხვი და ვნახავთ :)
11 სექტემბერი, 2007, 23:12 —
ჩათლახი ამბობს:
ბიჯო, რა მაგრად გგავს :)
13 სექტემბერი, 2007, 12:54 —
რომა ამბობს:
უკაცრავად, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ინფორმაციის წყარო… დანამდვილებით მინდა ვიცოდე :)
13 სექტემბერი, 2007, 12:57 —
რომა ამბობს:
გამომრჩა წყაროს შესახებ წერილი.. კარგი, ველოდებით 25 რიცხვს. იმედია parliament.ge მოგვცემს კანონთან გაცნობის საშუალებას.
14 სექტემბერი, 2007, 22:36 —
მოქალაქე ამბობს:
თუ გაუქმდა კარგი იქნება, მარა მიშას მგონი ჯერ არ აწყობს თავისი “მარიაჟი” უკანალის გამო.
14 სექტემბერი, 2007, 22:38 —
მოქალაქე ამბობს:
ისა როკო შენს ფორუმში რომ ჩავაკოპირო ანდა თავად რომ გაგეხსნა ეს თემა ამაზე რა აზრისა იქნებოდი?
15 სექტემბერი, 2007, 08:14 —
კატო ამბობს:
ნამდვილად უქმდება???????????
20 სექტემბერი, 2007, 00:36 —
Braille ამბობს:
ვააა ძაან მაგარიააა ¬¬!!! როგორც იქნა მიხვდნენ ! ისა და მართლა ოფიციალური ინფორმაციაა, მერე არ გადათქვან :D
ჩემთვის საერთოდ გაუგებარია რატო არსებობს ჯარი, არა მარტო ჩვენთან, საერთოდ …ყველგან…მარა ეს რეზერვი რატოა აუცილებელი, ეგეც კონტრაქტზე იყოს რა …:)
20 სექტემბერი, 2007, 05:25 —
გიორგი ამბობს:
მეც ასე ვიცოდი, რომ აღნიშნული კანონი ჯერ მხოლოდ განიხილებოდა (ნუ, ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ასე თქვა რომ ვნახოთო, მარა ჯერ არაო და რავი)
თუ გაუქმდება კარგია, ძალით წათრეული ჯარში მაინც არაფერს გააკეთებს - არც ისე არც ასე!
რაც შეეხება რეზერვს - აუცილებელია! ოღონდ ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს შეკრებები, ეს უზრუნველყოფს სამხედრო რეზერვის (რომელიც სხვათაშორის ყველა ნორმალურ ქვეყანას გააჩნია) მეტნაკლებად ბრძოლისუნარიანობას. ბოლო-ბოლო 18 დღე რა ჩემი ფეხებია? რა უნდა მოასწრო “ისეთი” მაგ დროში? გასწი-გამოსწი პაწია PHP პროგრამა (the joke :) )
არგუმენტი თითქოს 18 დღეში ვერაფერს ისწავლი - აბსურდია! ამ დროის განმვალობაში სულ თავისუფლად შეიძლება ელემენტარულის სწავლა, მაგალითად იარაღის დაშლის - სროლის ხმაზე შეჩვევის - დამიზნების - თვითგადარჩენის საწყისები და კიდევ ელემენტარული რამეები, მაგალითად ის რომ მტრის ნებისმიერ ნივთს არ უნდა შეეხო წინასწარი დათვალიერების გარეშე და ა.შ. წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება მაგ 18 დღით.
არსებობს გამოთქმა - მშვიდობიან დროს რაც მეტ საკუთარ ოფლს დაღვრი მით ნაკლებ საკუთარ სისხლს დაღვრი ომშიო.
23 სექტემბერი, 2007, 13:32 —
Dante ამბობს:
“სავალდებულო მარაზმი” - მაგარი სახელია… რას არ მოიფიქრებს ეს კაცი..
მამენტ კარგია ეს სავალდებულო რომ მოიხსნა, მაგრამ სავალდებულოს მოხსნა ჩემში უჯარისკაცო ქვეყნის ასოციაციას იწვევს. ორი კინკილა კონტრაქტიანი ჯარისკაცი რას გააკეთებს? ვფიქრობ რომ შემცირდება ჩვენი შეიარაღებული ძალები…
ალბათ ძალიან გულუბრყვილო შენიშვნაა.. :D
12 ოქტომბერი, 2007, 11:07 —
ZorG ამბობს:
იყო 25-ი რიცხვი უკვე და რა?
რაღაც ოფიციალური დოკუმენტის მსგავსი ვერაფერი ვერ ვნახე parliament.ge-ზე.
დადასტურდა ეს ინფორმაცია?
16 ოქტომბერი, 2007, 12:33 —
თ.ჯ. ამბობს:
მე მაგალითად, 6 თვეა ჯარში ვარ… და კიდე 1 წელი დამრჩა. საინტერესოა როდის აპირებენ გაუქმებას? თუ მასეთი კანონი გამოვიდა, ჩვენც ხომ უნდა შეგვეხოს?
22 მარტი, 2008, 03:22 —
ნინა ამბობს:
მე ისეთ კაცს რა ვუთხარი, ვისაც ეს კანონი გაახარებს. ჯერ ერთი, ჯარი აყალიბებს კაცს კაცად, სძენს ძალიან ბევრ კარგ და სასარგებლო როგორც ზნეობრივ, ისე ფიზიკურ თვისებას.(აქედან გაომმდინარე ხელს უშლის მავნე ჩვევების განვითარებას, კერძოდ: უსაქმურობა,უპასუხისმგებლობა, კანონის დაუმორჩილებლობა, წესრიგის და ზომიერების გრძნობის არქონა და ა.შ. ნარკომანიასთან ბროლაში თუ რამდენად ეფექტურია, ეს თავად დანსაჯეთ)… მეორე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენი საყვარელი სამშობლო არ არის განებივრებული იმ პირობებით, რა პირობებითაც დანარჩენი ის ქვეყნები, რომლებსაც ესეთი კანონი აკვთ მიგებული. დაბოლოს. რომ ამაყობთ ეს ქართველი “ვაჟკაცები” და თავი მოგაქვთ “მაგარი” წინაპრებით, ის ნუ გავიწყდებათ, რომ რა დროსაც ხმალი დაუჟანგდათ იმ თქვენს წინაპრებს, იქ მოგვ… და სარკეში ჩაიხედეთ დგეს რას ჰგავხართ 2 მეტრიანი გორგასლის შთამომავლებო და მერე გადაწყვიტეთ საჭიროა ჯარი თქვენთვის თუ უარესი, ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა…. თფუ ნა ვას! გულისამრევები ხართ. და ეს თ.ჯ.(ჩემს წინა კომენტარში) შენ რა გინდა ჯარში, შენ დედიკოს კალთას უნდა იყო გამოკიდული და “პერაშკების” ჩამაში უნდა ამოგხდეს სული… ტფუ ნა ვას ეშო რაზ!
22 მარტი, 2008, 21:09 —
ჯაბა ამბობს:
საღოლ გითხარი ნინა! ვიზიარებ შენს შეშფოთებას. საზიზღარი ჯარი გავიარე და არ ვნანობ!
22 მარტი, 2008, 23:18 —
900 ამბობს:
კარგი, ხო, ასეთი გასაღიზიანებელიც არ იყო ეგ თემა, მე მგონი. ვისაც უნდა წავა, ვისაც არა - არ წავა. საკონტრაქტო სამსახურია და მორჩა.
რასაკვირველია, ვინც მიდის, ძალიანაც საამაყოა, მაგრამ ვინც არ მიდის, მასაც არ უნდა ვაგინოთ ამისათვის. და ჯარში არყოფნა მაინცდამაინც “დედიკოს კალთას ამოფარებულად პერაშკიჭამიობას” არ ნიშნავს. ზოგი ჯარში შეიძლება ქვეყანას გამოადგეს და ზოგი სხვა რამეში.
30 მაისი, 2010, 11:30 —
აკაესი ამბობს:
სრულიად ვეთანხმები, რომ საქართველოში უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რადგან ვაპირებ უმაღლეს სასწავებელში სწავლას და კარიერის მოწყობას, სავალდებულო სამხედრო სამსახური კი ხელს შემიშლის!