ოსკაროსანი ფეხბურთელი

ხომ ნახეთ ეს ფილმი? მოხუცებისთვის ადგილი არ არის :D
ნუ, პოსტერი ცოტა შეცვლილია… :D
გაინტერესებთ რომელმა ყველასათვის საყვარელმა ფეხბურთელმა მიიღო ოსკარი ამ ფილმში შესრულებული როლისთვის?
მაშინ გადაიკითხეთ ეს სტატია ერთ-ერთი ქართული ჟურნალიდან :D განსაკუთრებით კი, შემოხაზული ადგილი :D

რატომღაც სტატიის ავტორ გოგონას მსახიობი ჰავიერ ბარდემი ფეხბურთელ ფაბიენ ბარტეზში აერია… და მკითხველებს ასეთი საინტერესო წინადადება შესთავაზა :D
ნუ, გასაგებია, შეცდომები ყველას მოსდის :D ამიტომ კორექტულად გავიცინოთ, plz :P
მაინც მაგარი ხოხმაა =)))))
P.S. აღმოჩენისთვის მადლობა კისის :D










11 ივლისი, 2008, 19:34 —
დოდკა ამბობს:
კორექტულად გაცინება მას შემდეგ გადავიფიქრე, რაც ბარტეზს გავცდი და სტატია ნორმალურად წავიკითხე თავიდან ბოლომდე - 4-აბზაციან ნაწერში სადღაც 5 ფაქტობრივი შეცდომა ვიპოვე.
ამის მერე ის ავადსახსენებელი თემა საერთოდ აღარ მიკვირს :D
12 ივლისი, 2008, 14:06 —
miramax ამბობს:
კურიოზია ფაქტიურად, კურიოზია :D
ნუ ეხა, შეცდომაც აღარ აპატიოთ რა :D
რას ვიზამთ, ასეთ ფაქტებზე მხოლოდ გაღიმებაღა დაგვრჩენია…
კაკრას ეგ ფილმი ვნახე ამ დღეებში და, რა ვიცი, მე პირადად არ ვთვლი ამ ფილმს ოსკარის ღირსად..
12 ივლისი, 2008, 15:54 —
გივი ამბობს:
ვაპატიოთ არა იხვი…
ასეთი უნიჭო ადამიანები რომ მუშაობენ რედაქციებში სირცხვილია და დასაცინია ყველა თითით
თან ბარტეზი მართლაც რომ “ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელია” :D
12 ივლისი, 2008, 21:17 —
ბეთხოვენა ამბობს:
ძალიან არაკორექტულად გამეცინა ეხლა და რა ვქნა :)))))))))))
ჩემი კორექტულობის წაბლის ხის ჩარჩოები ესეთ შემთხვევებში მზის სიმხურვალეს ვერ უძლებს და სკდება :))
18 ივლისი, 2008, 13:13 —
რუუდი ამბობს:
მე არ მიკვირს, მეცოდება!!!
26 სექტემბერი, 2009, 21:29 —
tulipgirl ამბობს:
“კორექტულად” გაცინება ვცადე, მაგრამ უფრო “გემრიელი” გაცინება გამომივიდა. გასაცინი კი არა, დასაცინია. შეცდომა ყველას მოსდის, მაგარმ გააჩნია ადგილს და დროს.