ანრი ჯოხაძის „ბედნიერი ერი“

დღეს სკანდალურმა შემოქმედმა (ასე უწოდებს იგი საკუთარ თავს) ანრი ჯოხაძემ ინგა გრიგოლიას „პოლიტიკურ კვირაში“ ახალი სიმღერა და კლიპი შემოგვთავაზა.
„ბედნიერი ერი“ ილიას ლექსზე დაწერილი სიმღერაა, რომელიც ავტორმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. კლიპში ანრი თავად განასახიერებს სხვადასხვა ცნობილ სახეს და მთელი 3 წუთის მანძილზე რაღაც გაურკვეველი მესიჯის მოტანას ცდილობს მსმენელ-მაყურებლამდე :))
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც ანრი ამ სიმღერისთვის „გვამზადებს“, მაინც გაუგებარია რისი თქმა სურდა მას ამ ნაბიჯით :D ყველა ინტერვიუში იგი იმეორებს, რომ „კონკრეტულად არცერთი პოლიტიკური ძალის მხარეზე არ დგას, თუმცა მას, როგორც შემოქმედს, სრული უფლება აქვს გააჩნდეს კონკრეტული პოზიცია და ღიად აფიქსირებდეს მას.“
კლიპში მრავლადაა შარჟის მცდელობა სხვადასხვა ცნობილ ეპიზოდებზე — დაწყებული „მონანიებით“ და დამთავრებული ოქრუაშვილის ცნობილი სპეცოპერაციით ერთ-ერთ ბორდელზე :)) ასევე, ვნახავთ ჩემთვის სრულად გაუგებარი იდეის მატარებელ ეპიზოდს, სადაც პუტინის ხელის გულიდან მატრიცისებურად ასხლეტილი სტეფანეს და 3G-ს ნასროლი ტყვიები ნავში წამოწოლილ შიშველ ანრის აფეთქებს; ან მომენტს, თუ როგორ ყიდის სოხუმისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთებს სალაროში პატარა ბავშვი…
მოკლედ, ამდენ ლაპარაკს ჯობს თავად ნახოთ ეს ამბიციური ქმნილება :)
ეგებ თქვენ მაინც მიხვდეთ ბოლობოლო — რა უნდა ანრის? :D
ეს კი სიმღერის MP3 ვერსია, თაყვანისმცემელთათვის :D










1 ივნისი, 2009, 00:51 —
ნინი ამბობს:
მეც ვნახე გადაცემაში კლიპის პრეზენტაცია. პუტინის მატრიცობა, 3G-ის მომენტი და ანრის ნავი, რა თქმა უნდა, “ეროვიზიის” შესარჩევი ტურის ბოღმაა. ბურჯანაძის და “მონანიების” ეპიზოდი როგორც თავად ავტორმა “ბრძანა” ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის მონანიებას უკავშირდება. მაგრამ ერაფრით ვერ გავიგე, რატომ აფრიალებს ბურჯანაძის როლში იმ წითელ რაღაცას. საბოლოოდ კი, ეს კლიპი ერთ-ერთი საშუალებაა ანრისთვის იმისა, რომ საზოგადოებას სკანდალური მომღერლის იმიჯით მოევლინოს და ამით “სტერეოზე” და “მიუზიკ-ბოხსზე” გარკვეული ხნის მანძილზე ჰიტ-ათეულში იტრიალოს.
1 ივნისი, 2009, 00:56 —
ნინი ამბობს:
ისე ბურჯანაძეს მაგრად გავს ანრი :) ინგას როლიც კარგად “გაქაჩა” :) მოკლედ ქალობა გამოსდის რა :)
1 ივნისი, 2009, 05:50 —
გურიჩა ამბობს:
ვაღიარებ როგორ შედევრს!
1 ივნისი, 2009, 11:56 —
alex ამბობს:
იაფფასიანი შედევრი
1 ივნისი, 2009, 12:47 —
Alexander ამბობს:
ძალიან კარგი კლიპია, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლების მანძილზე ასეთი სასაცილო და ცინიკური არაფერი გაკეთებულა, ხალხი ნამეტანი დასერიოზულებულია და ასეთი რამეები შიგადაშიგ ნამდვილად არ გვაწყენს. არ მგონია, რომ თვითონ ანრისაც პრეტენზია ჰქონდეს მის შემოქმედებით ღირებულებაზე ან რატომ უნდა ჰქონდეს. უბრალოდ იხალისეთ, და ვისაც არ მოსწონს, ჩართოს მაესტრო და კავკასია, და ბესელიას კლიპებს უყუროს.
1 ივნისი, 2009, 13:51 —
sali ამბობს:
აუ რა ცუდი ვიღაცაა. ბურჯანაძეს მართლა გავს ისე
1 ივნისი, 2009, 14:41 —
თაკო ამბობს:
მე კარგათ ვიხალისე, რისი თქმა სურდა მემგონი ძალიან გაუგებარი არ უნდა იყოს, თვითონვე თქვა, რომ ამ კლიპით ცდილობს ხალხს აჩვენოს თუ როგორი მარაზმიგახდა ქართული პოლიტიკა უკვე და ქართველი პოლიტიკოსები კი სასაცილოები, პოზიციაც და ოპოზიციაც. არაფერი ამოუხსნელი ამაში არ არის.. :))
1 ივნისი, 2009, 15:05 —
Jibla ამბობს:
სოხუმის ბილეთებზე კარგად იყო რა გინდა - ”გაყიდულია” :D ”სოხუმი გაყიდულია” ისტორია…
1 ივნისი, 2009, 15:16 —
ზურა ამბობს:
ანრი რომ ამბიციურია მაზე აღარ დაობენ - ისე, ამბიცია ცუდი არაა. რაც შეეხება “ნიუსის” ავტორს, მიდა რომ უთხრა - არაა აუცილებელი მისთვის ყველაფერი იყოს გასაგები, რაც ამ კლიპში ხდება, დასანანია, რომ ვერ მიხვდა “ბოლობოლო რა უნდა ნარის?”, რადგან ჩვენ ყველამ მივხვდით. 1871 წელსაც ვერ გაუგეს ილიას … “ბოლობოლო რა უნდა ილიას?…”
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
1 ივნისი, 2009, 15:26 —
Rocko ამბობს:
:))
ჩემთვის გაუგებარი ის იყო, თუ რატომ არ გააკეთა რაიმე კონკრეტული კომენტარი ანრიმ რომელიმე ინტერვიუში მაინც. და კიდევ რამოდენიმე ეპიზოდი კლიპში, რომელიც საბოლოო ჯამში იაფფასიან კომერციულ პროექტად მეჩვენა და არა მომღერლის პოზიციის დაფიქსირებად (რომელიც, სავარაუდოდ, საერთოდ არ გააჩნია).
თუ რამის თქმა გინდა, ბოლომდე უნდა თქვა. და თუ არ გაქვს ამის უკანალი, საერთოდ არ უნდა ამოიღო ხმა :)
აი ანრის და ილიას შორის პარალელების გავლება ოოოდნავ ზედმეტია იმჰო ;)
1 ივნისი, 2009, 16:09 —
თმ ამბობს:
`sansam-manam~, erTs vityodi: anri joxaZe aris momRerali, kargi Tu cudi es msmenelis gemovnebazea damokidebuli. da Tu is momReralia, e.i. xelovnebis dargSi muSaobs da rogorc Tundac rigiT xelovans, mas surs Tavisi saTqmeli simReriT gamoxatos. es misi rogorc `Semoqmedis~ uflebaa. amasTan misi rogorc adaminais ufelbaa iyos Semoqmedi, gaaCndes sruli ufleba hqondes konkretuli pozicia da ar afiqsirebdes Riad. mimaCnia, rom am klipSi igi swored am ukanasknel uflebas iyenebs . Tumca sruli obieqturobis dacva mainc ver xdeba. vgulisxmob `wiTel raRacas~ erT-erTi TvalsaCino politikosis xelSi. marTalia, am TvalsaCino figuras ruseTisken inklinaciebi braldeba, magram es jer dasabuTebuli ar aris, Sesabamisad am figuras `wiTeli raRacis~ gareSec SeeZlo ecekva klipSi .
tyviebi marTlac `evroviziis boRmaa~. Tumca aqac, iseve rogorc zeviT, am batons aqvs ufleba hondes es `boRma~. ratomac ara? igi xom am, Cemis subieqturi azriT, yovlad uazro konkursze wasvlis erT-erTi realuri kandidati iyo. 3G verc Put-In-s moeria da anris gemic CaZira , maSin roca Tavisuflad SeiZleboda simReris konkursze ubralod emReraT. Tumca albaT dameTanxmebiT, dadebiTad SeiZleba CaiTvalos, rom pativcemuli batoni joxaZe amas arc ise seriozulad aRiqvams da Tavis saTqmels sakmaod delikaturad vinmes Seurawyofisa da dacinvis gareSe ambobs. da Tu aq sadmea dacinva, mxolod da mxolod Seqmnil viTarebaze.
is rom pativcemuli batoni joxaZe szogadoebas skandaluri momRerilis imijiT cdilobs moevlinos da `stereoze~ da `muzik-boqsze~ garkveuli xnis manZilze hit-aTeulSi itrialos dasaZraxi sulac ar aris, gamomdinare iqidan rom igi momReralia da es misi `samsaxuria~ . sxva sakiTxia iRebs Tu ara igi gasamrjelos am `samsaxuridan~, magram gana aravis umuSavia uxelfasod?
iafasiania Tu ufaso, am klipis Seqmnisas ar mgonia mis avtorebs rogorc Sedevrze ise emuSavaT. ase rom, arc es sarkastuli Sefaseba gamodgeba am konkretul SemTxvevaSi.
saxasiaTo is aris, rom am klipSi Sou-bizi da politika ise mSvenivrad Tanaarseboben, rom SeiZleba gagiCndes grZnoba isini erTmaneTisgan mcirediT Tu gansxvavdeba. politika iyenebs Sou-bizs, xolo Sou-bizi politikas. saboloo jamSi orive kmayofili gvrCeba da fulic ase keTdeba.
ise marTla Zalian hgavs burjanaZes.
1 ივნისი, 2009, 16:28 —
Irish Republican Army ამბობს:
საღოლ ანრი და იმათ ვინც ეს კლიპი გააკეთა!!!
1 ივნისი, 2009, 21:06 —
საბა ამბობს:
ანრი არ მევასებოდა ეხა დამევასა.
სოხუმი გაყიდულია ისტორიაში არ დაგეთანხმებით,გაყიდულია ნინასნაირებისთვის :@
1 ივნისი, 2009, 22:44 —
ტასო ამბობს:
ცანცარაა პროსტა
არადა კარგი ხმა აქვს..
1 ივნისი, 2009, 22:54 —
სოსო ამბობს:
ჩვენი უბედურებაც სწორედ ეგაა რომ ვითომ ვერ ვხვდებით რას ამბობს.——-ეს ბიჭი იმას ამბობს რის თქმასაც ბევრი ნატრობს,მაგრამ ზოგს თავი და ზოგს უკანალი არ აქვს “გამბედაობას რომ თავი დავანებოთ” . ეს ლექსი ჩვენზეა დაწერილი,მაშინაც ესე ამბობდნენ რისთვის ან ვისთვის დაწერა ილიამო,რაში დაჭირდაო მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რა პრობლემებიც მაშინ იყო ანუ დიქტატორი,მოკავშირე და ასე შემდეგ იგივეა ეხლაც მაგრამ სახელებია სხვადასხვა. მაგრამ ბევრი მაშინ მიხვდება ამ ლექსის აზრს თავის ოჯახში რომ შეაბიჯებს ის პრობლემები რაც თითქმის მთელ ქვეყანას აწუხებს.მაშინ ვეგარ უშველის ბევრს თავისი მამიკო,ან ბოზ…. დედიკო,ბიძიკო დ.ა.შ.ასე რომ ერთმანეტის განსჯის მაგივრად ერთმანეთს დაუდგეტ მხარში და გავატანინოთ ეს წუთისოფელი ამ ტირანების ხელში…………….
2 ივნისი, 2009, 00:29 —
piccolina ამბობს:
ვაფშეტა ანრის ინტერვიუ მოვისმინე მაგაზე, რა რას ნიშნავდა და ვერ ვიტყვი რომ ბევრი რამ გავიგე, მარა ამან ხელი არ შემიშალა, რომ კლიპი მომწონებოდა )))
2 ივნისი, 2009, 01:28 —
დოდკა ამბობს:
აუ მე მაგრად მომეწონა, ღრმა აზრები და ანრის პოზიცია არ მიძებნია, რადგან ეგ მკიდია - პაროდიები ასწორებდა!
2 ივნისი, 2009, 08:05 —
ხატია ამბობს:
მე არ მეჩვენება იაფფასიან კლიპად და სიმღერად. სიტუაციაა იაფფასიანი. უბრალოდ მესმის, ზოგჯერ არ გვინდა ვნახოთ, რა ‘ბედნიერები’ ვართ. არ გვინდა პესიმიზმი და გულის გახეთქვა. არადა სიმართლეა.
თვითოეული დეტალი პერფექტულადაა გათვლილი და მომწონს. ჩემთვის ეს შედევრია და მადლობა ჩემგან მომღერალს ჩვენი გულის ტკივილის და უბედურების დაფიქსირებისთვის. მტკივნეულია, მაგრამ ზოგჯერ ჯობია სარკეში ჩაგახედონ და შენი თავი დაგანახონ.
2 ივნისი, 2009, 08:07 —
ხატია ამბობს:
და რა თქმა უნდა აქვს ანრის აზრი ამ სიმღერით ნათქვამი. თუ სხვა აზრი პოზიციის ან ოპოზიციის მხარდაჭერის გარდა, აზრად არ მიიღება?
6 ივნისი, 2009, 21:58 —
Nikoloz ამბობს:
ვიცით ილიამ რაც თვა ვიცით ანრი ხარ თუ ბაბასილი
7 ივნისი, 2009, 02:51 —
ბას ამბობს:
რავი, მე მევასა და :D
8 ივნისი, 2009, 13:05 —
ალვა ამბობს:
@ როკო
დავიჯერო მართლა ვერ მიხვდი რას ნიშნავდა წარწერა “გაყიდულია” სოხუმის ბილეთებზე?
8 ივნისი, 2009, 21:46 —
სახელი ამბობს:
კარგია რა! :)
11 ივნისი, 2009, 02:21 —
კობა ამბობს:
მაგრად მეჯავრება და ეხლა ხო საერთოდ ამ კლიპის შემდეგ, ქარაქუცაა რა
15 ივნისი, 2009, 10:10 —
მარი ამბობს:
მე მომეწონა პირადად და თქვენი არ ვიცი…. განსაკუთრებით აფხაზეთის ეპიზოდი… “გაყიდულია”
და თვითონ ანრი რომ ნიჭიერია, ეს ცხადია. შარჟი იყო ძალიან მაგარი ნინო ბურჟანაძის და ინგასი… ძალიან მომეწონა და ვიხალისე. მაგრამ არც ისე რომ ამ სიმღერის MP3 ვერსია პლეიერში გადავიტანო :)))
23 ივნისი, 2009, 21:43 —
ნიკა ამბობს:
როგორც მომაკვდავს სჭირდება უკვდავების წამალი ისე სჭირდება ილიას იდეოლოგია დღევანდელ საქართველოს, ასე რომ საუბარს იმაზე კლიპი კარგი იყო თუ ცუდი დიდი დატვირთვა არა აქვს, მთავარია აზრის მიტანა ერისთვის,,, ვისაც როგორ შეუძლია ისეთი ფორმით… ” ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა ე რ ი ს თ ვ ი ს დ ა ა რ ა ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს თ ვ ი ს!!!!” კარგი იქნება დღევანდელი ხელოვნების მოღვაწენი სამშობლოს თუ მოახმარენ თავიანთ საქმეს და არა ცას და ჰაერს.. იმიტო რო ყველა იმათი გაკეთებული ხელოვნება რომელიც სამშობლოსთვის არ არის ფერფლია და წარმავალი… სიტყვას სიმღერას ლექს და თავის ნიჭს ვინც ქვეყანას მოახმარს უკვდავია იგი ერში…
23 ივნისი, 2009, 22:15 —
სოფო ამბობს:
როკო თუ იმას ვერ ხვდები ამ კლიპში რა დატვირთვა აქვს წარწერას ,,გაყიდულია” კარგად გქონია საქმე:))
მე პირადად მაგრად მომეწონა ეს კლიპი,და მისი აზრიც კარგად გავიგე!!!…ყოჩაღ ანრის..
ისე ბურჯანაძეს დაგრიგოლიას მართლა მაგრად გავს:))
1 ივლისი, 2009, 12:01 —
სერგი ამბობს:
პაროდია გამოსდის. საბოლოო ჯამში კი მარაზმია კლიპიც და სიმღერაც
1 ივლისი, 2009, 18:29 —
რა თქვენი საქმეაააააააა??? ამბობს:
კარგია ცოტა უზრდელური რო არ იყოს :)
12 ივლისი, 2009, 00:52 —
ივანე ამბობს:
მე რაც მანდ ამოვიკითხე ისაა რაცაა დღეისათვის, ყველა ყველას ჭამს, თავისი თავითაა კმაყოფილი და მიაჩნია საუკეთესოდ, ამადროულად იგივე სიბინძურეა რაც სხვა ან სულაც არაფერია. მეძავია და სხვას ეძახის მეძავს და ა.შ. თან ისიც ფაქტია რომ უაზრო თვითკმაყოფილება ჩვენში საკმაოდ მაღალია, ჩვენ ვართ ყველაზე საუკეთესოები, ნიჭიერები(უბრალოდ გვეზარება :) …) და ამ ისტერიით შეპრყრობილები ობიექტურად ვერ ვაფასებთ პრობლემებს რაც აუცილებელია მათი მოგვარებისათვის.
სხვა საკითხია ანრი რაზეა დაბოღმილი/გაბრაზებული … , მაგრამ ჩვენთვის რა არის მთავარი, ადამიანი თუ ის რასაც ის ამბობს(თუ ის ობიექტურ რეალობასთან ახლოსაა[სხვა საქმეა რომ ობიექტური რეალობა მაინც სუბიექტურად ობიექტურია როგორც ცესი :D ყოველი ინდივიდისათვის])? ისტორიაში არათუ მომღერლები არამედ ფილოსოფოსები იყვნენ ისეთები რომლებიც მაგალითად თვითონ არ იყვნენ იდეალის მაგალითები მაგრამ მათი ფილოსოფია დღემდე აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ვიღაცამ ისიც შეიძლება თქვას რომ ეს ვინ გდია რომ საუბრობს ერზეო მარა ისევ და ისევ, ამან არ უნდა დაჩრდილოს თვის საუბრის არსი.
და ბოლოს დიდი ასოებით ეს ყველაფერი IMHO
19 ივლისი, 2009, 03:07 —
მადამM ამბობს:
როგორც ჩანს დიდი ხანი დასჭირდათ მაგ ვიდეოს სცენარის დასაწერად და ჩანაფიქრი ალბათ ძალიან პატრიოტული იყო, მაგრამ ბოლოში მაინც დილეტანტური ნამუშევარი გამოვიდა. ანრი ნიჭიერი მომღერალია და როგორც ჩანს “თეატრალური” ნიჭიც ჰქონია, მაგრამ ადამიანო! როცა ილიას ლექსზე სიმღერას სწერ ან ისე გააკეთე, რომ წლების მერე შენი ნამოქმედარის არ შეგრცხვეს და ან კიდევ საერთოდ თავი დაანებე!!!
მოკლედ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს……..
P.S. ისე როგორც ჩანს ქალის როლში თავს შესანიშნავად გრძნობს…უცხოეთში ტრანსვესისტი მომღერლები - Drug Queens- საკმაოდ პოპულარულები არიან, იქნებ მაგ მხრივ აჯობებდა კარიერის გაკეთება ეცადა….
19 ივლისი, 2009, 03:22 —
მადამM ამბობს:
ბოდიშს ვიხდი ერის წინაშე! Drag-Queen-ის დაწერა მინდოდა….. ეგღა აკლდა ანრის Drug-Queen რომ გახდეს :))
20 ივლისი, 2009, 21:52 —
თაკო ამბობს:
მე ვფიქრობ რომ ყველაფერთან ერთად ქართველები დაბოღმილი და კომპლექსებით სავსე ერი ვართ. რას ერჩით ან ამ კლიპს ან ანრის საერთოდ. ანრი ყველაზე მაგარი თუ არა, ძალიან, ძალიან მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!! ყველა ასპექტში! ხმაც, გარეგნობაც, მანერებიც, ყველაფერი მომწონს! არ შეიცვალო ვიღაცეების ბოღმით სავსე კომენტარების გამო. მე ვფიქრობ შური ალაპარაკებს ამ ხალხს საერთოდ საქართველოში! დარჩი სულ ასეთი თავისუფალი და უკომპლექსო, ფლიიიიიიზ…
28 ივლისი, 2009, 00:10 —
Raycher ამბობს:
რაღა რისი თქმა უნდა, ბოლოს ქართლის !დედის ტრაკი! იყო ფონად…
23 სექტემბერი, 2009, 18:18 —
xokaido ამბობს:
“ყველა ყრუი”…
ყრუ - ადამიანი, რომელსაც სმენე აქვს დაქვეითებული და არ ესმის რას ამბობს “სხვა”…
14 ოქტომბერი, 2009, 16:09 —
კატიე ამბობს:
შედევრის მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ :) ბოლოს და ბოლოს, მარტო მუშაობს კაცი და რაცაა ეგაა, ჩვენ ვინ გვეკითხება? :))) და სულაც არაა ბანძი :)
10 ნოემბერი, 2009, 11:59 —
ნიკა ამბობს:
კლიპი მომეწონა, გარკვეული აზრი რარათქმა უნდა დევს . მიშას მიერ საქაღტველოს გაბრწყინება, ბურჯანაძის მიერ ქვეყნის “დატირება” ყველა პერსონაჟი მოიხდინა განსაკუთრრებით ბურჯანაძე :)))) სოხუმის მონაკვეთი მწარე რეალობის და ტრაგედიის მაჩვენებელი იყო
19 თებერვალი, 2010, 04:24 —
GBRRR ამბობს:
არ ვიცი რა უნდა ამ ადამიანს, ინტრიგა თუ სკანდალი თუ ხზ, მაგრამ იმდღეს ჩემმა მეგობარმა სალონი გახსნა და კი მოვიდა თავის დაქალებთან ერთად ;(და მაგიდაზე არ დამიტოვა არაფერი, არც სხვებს და ზეთის ხილი გადაჭამა ;( 1 ცალიც ვერ შევჭამე :(
4 მარტი, 2010, 14:10 —
მარი ამბობს:
ვვვვვვვაააააააააააააააააა კკკკკაააააააცცცცცცცცცცციიიიიიიიიიიიიიიი
24 აპრილი, 2010, 14:12 —
ბაჩო ამბობს:
ნუ ანრი საერთოდ მოვლენაა ქართულ ესტრადაში.უყვარს კაცს ყურადგების ცენტრში ყოფნა და რა ქნას?!!!მაგის კლიპების შემყურე იცი რა შიშები მაქვს ხოლმე?-ასე მგონია ერთხელაც იქნება და ან ან დენის “ბუტკაში”შევარდება შუა კლიპის დროს და ან ხარაკირს გაიკეთებს მაყურებლით სავსე დარბაზის სცენაზე