2008: გილოცავთ!

გილოცავთ, ახალი წელია! :)
პრინციპში, რა მერე? რა მოხდა, რომ ახალი წელია? რატომ გვიხარია?
არა, ლოგიკურად რომ მივუდგეთ, რატომ გვიხარია ახალი წელი? :D რატომ არ გვიხარია ახალი თვე? ან ახალი კვირა? რა დააშავეს? :D
თუმცა, არ ღირს ამაზე ფიქრი - ვაითუ აღმოჩნდეს, რომ არაფერია სასიხარულო, მერე რა გვეშველება? ახლა მთავარია, რომ რაღაც გვიხარია, რაღაც სასიხარულოა და რაღაც სახალისო. მთავარია, რომ რაღაც ნათელი წერტილი გამოჩნდა უკანასკნელი პერიოდის დაძაბულობის შემდეგ (ან დაძაბულობებს შორის) და დღენახევრის ან ორი დღის მანძილზე მაინც საერთო სიხარულის მიზეზი გვექნება :)
2007 ზუსტად ერთი წელი გაგრძელდა. 2008 - ერთი დღით უფრო გრძელი იქნება. ასერომ, 29 თებერვალს დაბადებულებს წინასწარ ვულოცავ დაბადების დღეს - რომ გამომრჩეს, რა მოიცდის მერე 4 წელიწადი :D
გარდა იმისა, რომ 7 თებერვალს ”ოფიციალურად” დაიწყება თაგვის წელიწადი, ეს წელი უკვე გამოაცხადეს დედამიწის, კარტოფილის, გაჯანსაღებისა და ინტერკულტურული დიალოგების საერთაშორისო წლად.
ხომ მაგარი საინტერესო ინფორმაციაა? :D თითქმის აუცილებელი… :D
მოკლედ, ნელნელა სულ უფრო და უფრო ეტყობა ამ პოსტს, რომ გრადუსის ქვეშ იწერება :D ამიტომ, ჯობს დროზე დავამთავრო და მკითხველებს მივანდო კომენტარებში მილოცვები :) კიდევ ერთხელ გილოცავთ! მომავალ შეხვედრამდე, მომავალ წელს! :)
P.S. ხო, მართლა, გაინტერესებთ რა შუაშია ზევით გამოსახული მოწყობილობა ახალ წელთან? საქმე იმაშია, რომ ამ ჯიხურს ზუსტად 2008 წელს გამოიგონებენ! :) (იმედია, არა საქართველოში :D)
P.S.2. ხოლო თუ არ იცით, ეს რა ჯიხურია, მაშინ გირჩევთ Futurama ნახოთ, ძალიან მაგარია ;)










31 დეკემბერი, 2007, 02:22 —
Cudi ამბობს:
მე პირდად იმიტო მიხარია ახალი წელი რო ყველას ერთად აქვს დღესასწაული;) მაგარი იქნებოდა ახალ თვეზეც ახალი წლის ნაირი დვიჟენია რო იწეოდეს:D
31 დეკემბერი, 2007, 03:57 —
ყვავა ამბობს:
რა მარტივია, ჩაგდებ 25 ცენტს დ იკლავ თავს…
31 დეკემბერი, 2007, 07:37 —
ხატია ამბობს:
ყველა დღესასწაული მიყვარს, როცა მედღესასწაულება! :) …და ღმერთმა ქნას ყველას გვედღესასწაულებოდეს! :) ახალი წელი იქნება თუ ახალი თვე :) მთავარია რომ მსოფლიოს უმეტესმა ქვეყნებმა შეთანხმება საკითხზე მოახერხეს და ახალ წელს თითქმის ყველანი ვზეიმობთ. მე პირადად თავს შევიკავებდი ახალი წინადადებების შემოტანით … მსოფლიო მშვიდობა უპირველეს ყოვლისა ;)
31 დეკემბერი, 2007, 07:39 —
ხატია ამბობს:
გილოცავთ ყველას ახალ წელს! :)
31 დეკემბერი, 2007, 11:45 —
დათო ამბობს:
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს მრავალს დავესწროთ ერთად ყველა.
და მშვიდად ვიყოთ კარგად ვიყოთ აქ ვიყოთ
31 დეკემბერი, 2007, 16:28 —
ჯაბა ამბობს:
გილოცავთ ყველას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!!!
დღეგრძელი იყოს ქართველი ერი!
31 დეკემბერი, 2007, 16:32 —
AZAX ამბობს:
ახალ წელს გაუმარჯოს,მაგრად ვიყოთ ერთად ვიყოთ!
31 დეკემბერი, 2007, 17:39 —
მე? ამბობს:
ყველას გილოცავთ ახალ წელს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
განსაკუთრებულად მინდა მიულოცო და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო აირინს, მიშას, მოზგს და ჯაბას )))
31 დეკემბერი, 2007, 19:28 —
მე? ამბობს:
Rocko
გილოცავ ახალ წელს,ნიჭიერი ბიჭი ხარ და გისურვებ შენი ნიჭის სრულ რეალიზაციას,წარმატებებს ყველაფერში და რაც მთავარია ჯანმრთელობას.))
31 დეკემბერი, 2007, 20:13 —
ჰომერ ამბობს:
შვილო, ახალი წელი ჯადოსნური დღEსასწაულია..ოცნებების და ზღAპრების..დრიმს ქამ ტრუ:D
ამიტომაც რაც არ უნდა აკრიტიკო შენც გიხარია, რადგან საერთო სიხარულის მუხტი ტრიალებს ჰაერში.. რაც კ სტაწი იწვევს დადებითი ენერგეტიკის სიუხვეს მთელ დედამიწაზე.
ასე რომ გილოცავთ მეგობრებო! გაიღიმეთ, სერიოზული სახე სულაც არ ნიშნავს ჭკუის არსებობას:D
31 დეკემბერი, 2007, 21:46 —
დელფი ამბობს:
ვუერთდები საახალწლო მილოცვ-მოლოცვებს!
ყველას გისურვებთ იმას, რაც რომ გინდათ!
და ჰო,
ამ აპარატის გამოგონება გადავდოთ… ასე ათასი წლით ;)
31 დეკემბერი, 2007, 22:25 —
ნიკა ამბობს:
გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავლას სიხარულით და სიყვარულით, მე მომიწევს 9საათ ნახევარი ლოდინი :)
1 იანვარი, 2008, 12:23 —
miramax ამბობს:
გილოცავთთთ, გილოცავთ!!!!!!!!!!!
როკო მიყვარხარ :*
გამომიარეთ, რომ შემპირდით და არ მოდიხართ :P :D
1 იანვარი, 2008, 13:25 —
Dv0rsky ამბობს:
Bite my shiny metal ass!!! :)
ბენდერი, ფრაი, ლილა და დოქტორ ზოიდბერგი - გილოცავენ ახალ წელს.
2 იანვარი, 2008, 06:43 —
ნიკა ამბობს:
ხო იავიცი აბა რატომ გვიხარია ახალი წელი :) რაღაც ახლის მოლოდინში ვართ. ახალი იმედები, ახალი ამბები, ახალი სიტუაციები და ისევ და ისევ ნაცნობი პრობლემები :(
2 იანვარი, 2008, 08:49 —
ჩათლახი ამბობს:
ვირთხა ვარ ჩემი წელია, როკო მიფრთხილდი :)
ისე, ყვავი ვირთხა პირველად გავიგე … :D
2 იანვარი, 2008, 20:57 —
ჯიბლა ამბობს:
გილოცავთ :)
2 იანვარი, 2008, 22:19 —
ნატალი ამბობს:
ვაიმე მიყვარსს ახალი წელიიი!!! არდადეგები ასწორებსსსსს!!! დილით ძილიცც!!! :)
2 იანვარი, 2008, 22:39 —
კუდა ამბობს:
გილოცავ :*
3 იანვარი, 2008, 00:55 —
miramax ამბობს:
ხაი :P
და გილოცავთ ))))))
3 იანვარი, 2008, 04:25 —
Ladybird ამბობს:
ყველას გილოცავთ ახალ 2008 წელს :)
3 იანვარი, 2008, 14:00 —
აირინი ამბობს:
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!!!
უფალი გფარავდეთ!… ამბობენ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ახდებაო, ეს თუ მართლა ასეა მაშინ მომილოცავს, დამდეგ ახალ წელს სოხუმში შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ყველამ თუ არა, ყოველმა მეორე ქართველმა ეს ინატრა მაშინ, როცა საათმა თორმეტი ჩამოჰკრა, საქართველოს ცა ფეიერვერკებმა გაანათა და ქართულ ოჯახებში მრავალჟამიერი აგუგუნდა.
ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდეს და თვალში სიხარულის ნაპერწკალს გისურვებთ მარად.
ეჰ როკო ამ კითხვის ზუსტი პასუხი რომ ვიცოდე კარგი იქნებოდა.
თუმცა ასეც შეიძლება. რატომ გვიხარია ახალი წელი??====იმიტომ რომ ახალი წელია!…….
გილოცავთ !!!……..
3 იანვარი, 2008, 14:43 —
AZAX ამბობს:
მივხვდი რომ ბავშვების პრაზნიკია რა ეს სილვესტერი მაგრამ მე კი სერიოზულად ვიგულავე:)))) ძალიან გული დამწყდა ქარტულ არხებზე ვიღაც გაბერილი ესპანელები გიტარას იხევდნენ თავზე კინაღამ სააკაშვილს შევაგინე:)))) ჩემი სურვილი იყო შემდეგ ახალ წელს თბილისში შევხვდე..
3 იანვარი, 2008, 15:20 —
აირინი ამბობს:
:):):):):):)
საახალწლო პროგრამებში ნამდვილად გვჯობიან რუსები!!!!…..
სამწუხაროდ არ მახსენდება არც ერთი ნორმალური საახალწლო გადაცემა ბ ოლო წლების განმავლობაში..
3 იანვარი, 2008, 16:04 —
ჯაბა ამბობს:
მოგესალმებით ყველას!
ხო მაგარს ჭედავენ ერთი ნორმალური საახალწლო შოუ ვერ გააკეთეს ამდენი წლის განმავლობაში, სამწუხაროა,
3 იანვარი, 2008, 20:57 —
azax ამბობს:
არც რუსები მომწონს მე და არც ის რომ ერთი და იგივე ფილმებს გაყურებინებენ:)) საერთოდ ტელევიზორს არ უნდა შეხედო…ჩემთვის ცოტა სევდიანია წლის ბოლო როდესაც მთელ წელს აანალიზებ და პოზიტიური ვერაფერი გახსენდება…მერე ისევ აახლებ ცხოვრების ამაოებაზე ფიქრს და დღესასწაულსაც სევდის ფერი ეპარება…იგივე მჭირს დაბ დღეზეც თან წლევანდელი 7 ნოემბერიც დაემატა(ამ დღეს ვარ დაბადებული).ალბათ ის სევდა რაც ზემოთ ვახსენე ყველას გაქვთ და რაც ასაკი გვემატება ისიც მატულობს…ამიტომაც ვთვლი ახალ წელს ბავშვურ დღესასწაულად თან ძალიან მიყვარს:)))
ეეჰ ამაოებაა ეს ყველაფერი დაჟე ახალი წელიც:))
4 იანვარი, 2008, 12:29 —
აირინი ამბობს:
ახალი წელი “ქართულ მედიაში”:
1. მილიონჯერ გაშვებული ქართული ფილმები
2. მილიონ სამასიათასჯერ გაშვებული საახალწლო ფილმები (რუსული და უცხოური).
3. და რაც მთავარია მილიონცხრაასოთხმოცდამეცხრამეტედ 31 დეკემბერს აუცილებლად გვაჩვენებენ “ბედის ირონიას”.
მართლა ბედის ირონიაა რა ეს ყველაფერი.
რაც შეეხება დაბადების დღეს… მეც სევდიანი ვარ, არასდროს აღვნიშნავ და შეიძლება ითქვას არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე.
4 იანვარი, 2008, 15:39 —
ლელი ამბობს:
ახალი წელიც და დაბდგეც სიხარულთან ერთად სევდას იწვევს ჩემში და ალბათ იმიტომ რომ წლები გვაკლდება და დასარულისკენ მივდივართ……………..
6 იანვარი, 2008, 15:11 —
დათო ამბობს:
ვეხმაურები მოსაზრებას რო ჩვენი ტვ-ახალი წელი სრული საზიზღრობა იყო.
ბოღმა კაცი ვარ და ვერაფრით დავივიწყებ შარშან ჩვენმა საამაყო ჟურნალისტებმა როგორ მიუძღვნეს ახალი წელი თავიანთ ოჯახებს და საყვარელ პირმშოებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იყვნენ დამნაშავეები ამ საზიზღობაში…
აი ასე!
დღეს რატომღაც მომეძალა ვნება რასაც ვფიქრობ ყველაფერი ვთქვა!
კიდე მინდა ვთქვა, რომ როცა ფეხბურთი 7 საათზეა ხალხი რვის ნახევარზე იწყებს შემოსვლას და რიგებს შორის სიარულს… კინო ხო არაა?
თუ არ გინდა რას მოდიხარ, ვინ გაძალებს?
ხოოოო, სულ დამავიწყდა….. მიშას ბრალია ეგ ყველაფერი…
ისიც მიშას ბრალია ჩემი მეზობელი საახალწლო ჭორებს რო მიყვებოდა გუდვილში და პოპულში ჰოლანდიური ყველი 60 ლარი ღირს და ხალხმა ერთმანეთი დახოცაო…
იმ დღეს ერთგანაც ვიყვაი და მეორეგანაც და 20 ლარად 1 კილო შევიძინე. თან იმდენი იყო რამდენიც გენებოს და ხალხი სულაც არ აწყდებოდა ერთმანეთს.
რაში გვჭირდება ეს ყ…ობები?
!!!!!!!!!!
რა ჯანდაბა და დოზანა დაგვემართა?!
და ჯურნალისტები უბრალოდ უნიჭო, უგემოვნო რეგვენები არიან!
მადლობა ჩვენ მედიას ლამაზი ახალი წლისთვის!
ეგეც მიშას ბრალია…
6 იანვარი, 2008, 15:12 —
დათო ამბობს:
დამავიწყვა დაწერა,
წელს არ მიყურებია საახალწლო პროგრამისთვის
10 იანვარი, 2008, 04:23 —
Dante ამბობს:
აუ, ეგ ჯიხური ის არაა..
თავს რომ იკლავენ..
ისა, მართლა გამოიგონებენ ? :უსერ:
31 იანვარი, 2008, 06:54 —
ნინკა ამბობს:
როკო, მოგილოცავ “თინ.ჯის” დაბადების დღეს…
ჯინეტის ერთ-ერთი “ტუზი” ხარ!
ხანდახან გაკრიტიკებ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ…
17 ოქტომბერი, 2008, 00:54 —
გიოოო182 ამბობს:
ჰეეე მაგარია ბუტკა სამაუნიჩტოჟენია=)))