ქართველები საზღვარგარეთ

რამოდენიმე თვის წინ თბილისის ფორუმში საინტერესო თემა გაიხსნა – უცხოეთში ქართველების ქართველებთან შეხვედრის ისტორიები. გახსნის დღიდან თვალს ვადევნებდი. უამრავი ისტორია დაგროვდა – ზოგი ისეთი, თბილად რომ მეღიმება :) ზოგზე – ამელის მსგავსად რომ ვიღვრები :*) ისტორიების ნახევარი კი, უბრალოდ მაიძულებს, რომ შემრცხვეს ხოლმე ჩემი ეროვნების :(

თუმცა, თავს ვიიმედებ ხოლმე – ცუდი და კარგი ყველა ერშია…
დღეს ბოლო გვერდებს ვკითხულობდი ამ თემის და გადავწყვიტე, ყველაზე საინტერესო ისტორიები ამომეკრიბა. ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება საკუთარი თავისთვის… განსაკუთრებით ჩემნაირებისთვის – ვინც არასოდეს გაცდენილა საქართველოს საზღვრებს. :)

ადრეც მქონდა გაგონილი, რომ უცხოეთში ქართველები ვერ იტანენ ქართველებსო… იმაზე არ არის საუბარი, რომ ერთმანეთისთვის ცუდი უნდათ. უბრალოდ, მაქსიმალურად ცდილობენ, ერთმანეთს ნაკლებად ეკონტაქტონო.
ალბათ უმრავლეს შემთხვევაში გასაგებიცაა.
როდესაც ამ ქვეყნიდან მიდიხარ, ამის ერთადერთი მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ფინანსური მხარე ხომ არ არის ხოლმე. ახალი და უკეთესი ცხოვრება ახალ ხალხსაც გულისხმობს. თუნდაც ისეთებს, ვინც ავტობუსში არ დაგპატიჟებს. ან ისეთებს, ვისთანაც სტუმრად მისასვლელად რამოდენიმე დღით ადრე დაგჭირდება შეთანხმება… მაგრამ ასევე ისეთებსაც, რომელთა უმრავლესობაც ორი ჭიქა სასმელის შემდეგ დანის გასაყრელად არ გაგიმეტებს…

მოკლედ რომ ვთქვა, ვერ ვამტყუნებ ამ ისტორიების ზოგიერთ გმირს… ალბათ მეც მსგავსად მოვიქცეოდი. ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში… ისე მაქვს ყელში ამოსული ქართველების მინუსები, რომ პლიუსების გარჩევა მიჭირს ხოლმე ხანდახან :(

ხოოდა, ბევრი ისტორია მოგროვდა. ბევრით – დავიგრუზე. თუმცა – ბევრმა გამახალისა. აქაც შევეცადე მსგავსი თანამიმდევრობით ჩამომელაგებინა :) ნეგატიური ამბების შემდეგ, პოზიტიურებმა რომ გაანეიტრალონ უარყოფითი ემოციები… :)

გადაავლეთ თვალი და თქვენიც დაწერეთ, თქვენ რა სიტუაციაში შეხვედრილხართ ქართველებს? :)
ვინ იცის, ეგებ მართლა ითავოს ვინმემ, როგორც ერთმა ფორუმელმა თქვა, და ფილმი გადაიღოს პატარ-პატარა შორტებით შეკრული – ამ ისტორიებიდან :)

12 წლის წინ ნიუ-იორკში, ბრუკლინში შევესწარი ასეთ რამეს:

“ლამარაააა! ლამარაააა! მეიცა შე ქალო! დამელოდე პაწა”

ამერიკაი სრიპ კლუბში ლოს ანჯელესში

მაგრად მომეწონა სტრიპერშა მოკლედ დავუწყე ლაპარაკი

საიდან ხარ მეთქი და მითხრა შენ არ გეცოდინება ჩემი ქვეყანა სად არისო
რო ჩავეძიე და რო მითხრა საქართველოდანო ქართველი ყოფილა

ფული მჭირდება და აქ ვარ დროებითო

ნიუ იორკში მგონი ავტობუსში ერთი გოგო ფეხზე მდგარა, უცებ ავტობუსმა წაატორმუზა და ეს გოგო პირდაპირ კალთაში ჩაუხტა მის წინ მჯდომ მამაკაცს და შეუგინებია უხ შენი დედაო, მერე გავსწორდი და ბოდიში მოვუხადეო და მამაკავმაც ბრძანდებოდეთო :D

ხომ წარმოგიდგენიათ იმ გოგოს რეაქცია :D ათასი ბოდიში ვუხადე მერე სულ ქართულადო :D

ქართველები ყველგან არიან, თან უამრავი.
ამ ზაფხულს ერთმა ქართულად ჯენტლმენმა მე და ჩემი დაქალი ლამის გვცემა მეტროში,
თქვენ გინდა თუ არა იტყუებით და სტუდენტები არ ხართო…

დე მერე იყო და ერთი თეონა ერთი დიდი ბარის ტუალეტში შეიკეტა და იქ
ღრიალებდა და დაქალს კარს არ უღებდა. :D

ეს ყველაფერი პარიზში. კიდე იქნება რამე, მაგრამ არ მახსენდება. ხანდახან მართლა აღარ მოგინდება ადამიანს ქართულად ხმის ამოღება. :(

მოკლედ, ზალცბურგში ვარ პირველად, ამ ” მარადიულად შენთან მყოფი დღესასწაულის” ქალაქში, სადაც ყველაფერი აღვსილია მოცარტის მუსიკით და ბაყაყებიც კი წუმპეებში ვიოლინოებზე მოცარტის სერენდებს უკრავენ….

მეც აღმაფრენის ხასიათზე ვარ, აღტაცებისგან ლამის ცრემლები მადგას თვალებზე და ამაღლებულ განწყობილებას ვატყობ ქალაქის ცენტრი მოსიარულე საზოგადოებასაც… ისმის ჩუმი, სასიამოვნო მუსიკა, მაღაზიებიდან ახლადგამომცხვარი ბულკების და ვანილის სურნელი გამოდის, ზამთარია, მაგრამ თბილა… :)

ამ დროს მესმის ყვირილი, ძალიან ხმამაღალი, ქუჩის საწინააღმდეგო მხრიდან: “ჩურჩხეეეეეელ! ჩურჩხეეეელ! შე Yლეო! მოიხედე, სიმონ, ამათი დედა მ%%%%ან, არ გერსმის შეჩემა, შენი პირში შ&&&ცი, რომ გიძახი, ბლიად???!!!!”

და პასუხი (ისეთივე ყვირილით): “Xო რა იყო, შეჩემა, ამის დედა მოვ%%ან დამაცადე რა ამ Yლეს 100 დოლარიანზე ვკერავ, ბლიად, ვერ ხედავ, ჩემი დედა მ&&&ან?????????!!!!!!!!!!”

უცებ მშობლირ მძღნერში ჩამაყოფინეს, მოკლედ, ცხვირი… :(

საზღვარგართ ჩემი თანამემამულეების დანახვა მძულს – ძალიან მცხვენია, თავის მოჭრის განცდა მიპყრობს ხოლმე.

ბუდაპეშტში სასტუმროში 1991 წელს ლიფტში დდიიიიდიი ასოებით თანაც აც მთავარია ქართულად ეწერა

რუსებს შევ////ი

მე სულ ერთი ქართველი ბიჭი მახსენდება, პარიზის აეროპორტიდან. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით საქორწილო მოგზაურობაში და დეგოლის აეროპორტში რომ ჩამოვედით, აი მანდ დაგვერხა!!! :D დაახლოებით საბურთალოს ხელაა, მიუხედავად ჩემი ფრანგულთან მეგობრობისა, მაინც ვერ გავიგე მეტროსკენ როგორ უნდა წავსულიყავით.

ჩვენი თანამგზავრი ქართველებიც თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალნენ. ვხედავ დგას ვიღაც ბიჭი, აშკარად ქართველი, მოვიდა და გვეკიტხება, ხომ არ დაგეხმაროთო, ავუხსენი – მეტროს ვეძებთქო, წაგვიყვანა, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ვიარეთ აეროპორტში მეტროს ჩასასვლელამდე, მე იმის მიმგნები შანსი არაა, არასდროს არ ვიყავი :)

გზაში მოგვიყვა, საქართველოდან რამოდენიმე წელია წამოსული ვარ, შვეიცარიაში ვიყავი, იქიდან გამომაგდეს, ეხლა პარიზში ვარო, იმდენად მომენატრა ქართული ლაპარაკი, აქ ვდგევარ ხოლმე, საქართველოდან რომ თვითმფრინავი ჩამოდის და ქართველები ჩამოდიან, ვხვდები და რომ ვუსმენ, მსიამოვნებსო, ძალიან ამიჩუყდა გული….

ნიუ იორკის აეროპორტში წარწერა ქართულად

საქართველოდან ვინც ბოლო წამოვა სინათლის ჩაქრობა არ დაავიწყდესო

ერთხელ სამსახურიდან ვბრუნდები, შევლასლასდი პარიზის მეტროში, თავისუფალ ადგილს მივაშურე, წიგნი მოვიმარჯვე და ის იყო კითხვა უნდა დამეწყო, რომ მშობლიურ ენაზე საუბარი მომესმა. ავიხედე, სამი ჯეელი დგას და დაახლოებით ასეთი დიალოგი აქვთ. „კაროჩე, მე შევალ და ფარდას გაგიკეთებთ, თქვენ კი…“ მაღაზიის გაქურდვის დაგეგმვას პირველად ვესწრებოდი და მივაშტერდი. ეტყობა ჩემმა მიშტერებამ ეჭვები გამოიწვია მათში და ერთმა გადაულაპარაკა სხვებს „ბოშყო, ქართველია და გვისმენს“, მეორემ ჩემი აგდება სცადა „არა ტო, ქართველი იყოს, გვეტყოდა რამეს“ და ა.შ.
ცხადია, არ გამოვცნაურებივარ.

მე ისეთი არაფერი. ქართველებს სადაც ვხედავ უცხოეთში მაშინვე 20 მეტრით იქით გავდივარ თუ არის შესაძლებლობა..

ჰო, ვენის აეროპორტის, და ალბათ თბილისში პირდაპირი რეისი სადაცაა ყველგან, ტუალეტებში, ძირითადად ქართული წარწერებია. დომინირებს სახელები და თარიღები და ასევე გინება, სხვადასხვა სახის. საერთოდ საინტერესო საკვლევი თემაა.

კიდე კაი 100%იანი ქართული როჟა არ მაქვს

ყველაზე შთამბეჭდავი იყო სცენა ვერსალში:
ფრანგი ქალების სინატიფით აღფრთოვანებული, ვეძებ ჭარბწონიან ადამიანს. ვერსალში ორ ასეთს მოვკარი თვალი – ორი ცალი ქალი მოგორავდა. ის იყო, უნდა გადამელაპარაკა მეგობრისთვის, აი, ვიპოვე მეთქი და მესმის: “რა ლიამაზია ვერსალიიიი”.

ჩემმა ახლობელმა მოყვა დენვერში კოლორადოში სასაფლაოზე ვიყავი დასაფლავებაზე და უცებ შევამჩნიე ყველაზე დიდი სასაფლაო ქვა მარმარილოსი ყველასგან გამორჩეული და ზედ ქართულად აწერია იოსებ მაისურაძეო . თანაც ხაზი გაუსვა იმას რო იმენნა ყვეკლაზე გამორჩეული სასფლაო იყოო

თურმე შარშან ბელგიაში რომელიღაც ქართულ მოცეკვავეთა ანსამბლი ჩამოსულა რამოდენიმე დღით გასტროლებზე. კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე მედოლემ თურმე ერთ-ერთ მაღაზიაში რაღაც მოიპარა და დაუჭერიათ კიდეც საწყალი. მთელი კონცერტი კი დოლის გარეშე ჩატარებულა.

2005 წლის ზამთარში, ჩრდილოეთ შვედეთის (!!!) ერთ მიყრუებულ პატარა ქალაქში, ჰუდიკსვალში ვსწავლობდი… ქალაქში სულ რარაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს და ერთი ძირითადი სავაჭრო ქუჩაა… ჰოდა, გაქანებულ -20 გრადუს ყინვაში, ქუჩაში გამოვედი, სიგარეტს ვეწევი წიგნის მაღაზიის წინ და უცებ, ვიღაც ტიპმა მობილური დააძრო და ქართულად დაიწყო ლაპარაკი…. თავიდან გამიხარდა, მეთქი, მივალ, გამოველაპარაკები, მარა, რომ გავიგე, რა თემაზე ლაპარაკობდა, სასწრაფოდ გადავაგდე სიგარეტი და უკვალოდ დავტყდი :D

ტიპის მეტყველება იყო დაახლოებით ასეთი: აუ, ჩემი დედა მOVთYან, მაგთI დედებშEVEჩI, ბლიაD, იმინა ავაფეთქებ, ბოძ&^ისშვილი ვიყო! აუ, ბლიააააააDLY)Y&%&^ღ&ღ…

მეტი არ მომისმენია :D და შვებით ამოვისუნთქე, რომ არ გამოველაპარაკე :D კიდევ კარგი :D

მე და ჩემი ძმაკაცი– ქართველი– წითელქუდას ზღაპრის ილუსტრაციებს ვაკეტებდით, ჰოდა იქაური მხატვრებიც იყვნენ და დავმეგობრდით კარგად, და ერთხელ ერთ მეგობართან სახლში ვსვავდით, უკვე რამე იყო გვიანი, და ქუჩაში სიჩუმე, დაახლოებით 2 წუთში ერთხელ- მანქანა თუ გაივლიდა.. და ამ დროს რაღაც ხმაური გვესმის, გეგონება ვირაცეები ღრიალებენო– მაგარი არასასიამოვნო ხმა იყო.. გადავიხედეთ მერე გარეთ, და დავინახეთ- რამოდენიმე მაგარი მთვრალი მამრი– ბარბაცით და ერთმანეთზე ხელგადახვეული- მოდიან ქუჩაში, და ცდილობენ რო სულიკო- იმღერონ, ქართული სიმღერა, მაგრამ ბღავიან ძალიან ხმამაღლა, და AEEEEEEEEEEEEEEE— ესე ყვიროდნენ– რუსებოოოო, თქვენი დედაც მოვ$%&ან… აი ესე ყვიროდნენ და უხაროდათ თან.. და ერთმა ძმაკაცმა მითხრა-იქაურმა– ტვოი ზემლიაკი :)– .:)) .. მერე მეორემ მკითხა– ა შტო ანი კრიჩატ ტაკ– ოოო .., სიმღერას მღერიან მეთქი, მეც. აპა რა მეთქვა. .. ჰოდა ეგრე– გაიარეს და არ ვიცი სად წავიდნენ.. მე კი მაგრად “დავიგრუზე” ვთქვა თუ რა ვთქვა არ ვიცი, , ეს ყველაზე”დობრი” ისტორია დავწერე ეხლა აქა… უარესებიც კი ვიცი… ეეჰჰ..

ისე მე ვისაც ვიცნობ ნორმალურ ქართველს საზღვარგარეთ,-(ძველი სსსრ-საზღვარგარეთად არ ითვლება)- ჰოდა იმათ საერთოდ გაგონებაც არ უნდათ საქართველოსი და არც ყვირიან ქართველები ვართო.. თავისთვის არიან, შერწყმული იქაურ ნორმალურ საზოგადოებასთან, ჰოდა ვინც ჩანან ხალხში– ეგენი არიან ძირითადად სუპერმარკეტების “რისხვა” და უარესებს აღარ ვიტყვი კიდევ, ჰოდა ეგთები რომ ქმნიან ჩვენი ქვეყნის სახეს იმათთვის, უცხოელებისთვის ანუ. ეგ არ მომწონს მე.. და კიდევ უფრო უარესად არ მომწონს–რაც ბევრჯერ გამიგონია–”ცხოვრებამ აიძულა”-და ეგრე რო ამართლებენ მაგ ხალხს. ჰოდა მაგის დაწერა მინდოდა მე..

რომში,პალატინოზე,ბერძნულ ეკლესიაში ქართველი მოძღვარი წირავს და იქ ვნახე უამრავი ქართველი .არ ვიცოდი მანამდე,საზღვარგარეთ რომ ქართველები ერთმანეთს ვერ იტანენ,და გამიხარდა. რომ გამოველაპარაკე,ყველამ თავი ისე შორს დაიჭირა მას შემდეგ ქართველის დანახვის მეშინოდა,ერთმანეთს ისე ერიდებიან,შოკში ჩავვარდი,თან ახალგაზრდა გოგოს რომ გაუღიმებ და პასუხს რომ არ გაგცემს,გეწყინება,უბრალოდ.რა გვჭირს რა უბადურებაა!!!თან მე იქ მეგრულ-დასავლური აქცენტები მოვისმინე!!!განუმეორებელი სინტაქსით!!ქართული ენის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ხელახლა აღმომაჩენინეს:)))
გამონაკლისის სახით ძალიან სასიამოვნი ცოლ-ქმარსაც შევხვდი,რომ გამეღიმა,შევშინდი,ამათაც არ დამიბღვირონ მეთქი და თვითონ მომაძახეს,-ქართველი ხარო?ჩემი უბნელები აღმოჩნდნენ:)

მე შემხვედრია მაგალითად ქართველი, კაცური, კახური, კაი “ღიპიანი” ქართველი კაცი სასტუმროში..

როგორია, გოგოსთან ერთად ვარ სასტუმროში (პარიზში) გამოვდივარ ოთახიდან პირსახოცით აბაზანაში მივდივარ და დერეფანში მოდის, მოყლატუნობს ამხელა კაცი ღიპ-გადმოგდებული, ბანჯგვლიანი (პერანგი შეხსნილი ქონდა) და ქართულად მღერის :)))) როგორ არ გინდა გაიცინო?

გაიცინო კი არა, გამივარდა პირსახოცი და დავწექი სიცილით.. გაგიჟდა კაცი, რა აცინებსო.. გამოვარდა გაწეწილი ჩემი “გოგო” :)))
ხოდა.. ქართულად, რომ დამელაპარაკა კი მიხვდა ის დალოცვილი რაზეც ვიცინოდი.. ლამის გაგყვარეს სასტუმროდან.. :)))))

პირადად ვერ ვნახე, მაგრამ ინგლისში ერთი კომპანია მოვინახულეთ და გზად ერთ პატარა სოფელში მოვხვდით, ნისლი ჩამოწვა და სანამ ცოტა გადავიდოდა ამ სოფელში შევუხვიეთ, პატარა ფაბი იყო. დავჯექით ცოტა ხანი. ბარმენი ასაკოვანი ძია იყო, დახლთან ჩალიჩობდა და თან ხშირად იხედებოდა ჩემსკენ, მერე მკითხა – შენ საიდან ხარო, ვუთხარი ჯორჯია-თქო და მეუბნება საინეტერესოა, ამას წინათ აქ ერთი ქართველი კაცი იყო შემოსული და თავი მაგრად დამამახსოვრაო……….დავიძაბე, კარგ იტყოდა თუ ცუდს არ ვიცოდი……….მერე გააგრძელა – ისეთი საინტერესო პიროვნება იყო, გამიკვირდა ჯერ ამ სოფელში რა ქარმა გადმოაგდოვო, მერეო მომიყვაო ისეთი საინტერესო ამბები საქართველოზეო, მერე მსოფლიო მითოლოგია, ისტორია და იმდენი საინტერესო რამე იცოდა, რო აღარ ვუშვებდიო მაგრა გამიხარდა. ამ კაქცს ბარის თავზე ჭერში მიწებებული ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი კუპიურები, იმ კაცს სამწუხაროდ ქართული ფული არ ედო, თორემ მაგრა მინდოდა ამ კოლექციისთვის შემემატებინაო……….მოვიჩხრიკე ჩანთა და 5-ლარიანი მედო, გადირია სიხარულით, აძვრა ჭერთან მიაკრა და ძალიან მიხარია ასეთი საინტერესო ქვეყნის ფულიც რომ მაქვსო……………მართლა მაგრად გაასწორა

კიევში,მეტროში ვარ და ჩემს წინ ტიპი დგას, შავგვრემანი. ქართველს მივამსგავსე. გულში ვფიქრობ, ქართველია? არაა ქართველი? თან ჩემი გაჩერება მალეა და ვფიქრობ არ გავცდე, ამ დროს ვატყობ ეს ტიპი ნელ-ნელა მიახლოვდება, ჩემსკენ იჩოჩებს, ცოტაც და გვერდზე მომეკრა. დაჟინებით შევხედე სახეზე, ის კი ვაგონის ბოლოსკენ იყურება სადღაც, ამ დროს ვაგონი გაჩერდა, ჩემი გაჩერებაა. ჩავდივარ და კარებში ახალი გასული ვარ, ჯიბეების შემოწმებას ვიწყებ და…! ქურთუკის სახელოს ჯიბეში რომ მობილური მედო, აღარ დევს! მოვასწარი და ისევ შევვარდი ვაგონში, მეთქი მოვკლავ მაგრამ ის ტიპი რასაც ქვია აორთქლდა. მაგრა გამიტყდა, უფრო იმის გამო რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი რაღაცეები მქონდა. რას ვიზამდი, მთელი დღე დაბოღმილი დავდივარ მეგობართან ერთად და საღამოს მის ტელეფონზე ზარია. იზვინი ძმა, სახეზე კი არ გეწერა ქართველი რომ ყოფილხარო, – კარტაზე უნახავს ჩემი ძმაკაცის ნომერი და დარეკა, ამა და ამ ადგილას მოდი და იქ იდება შენი ტელეფონიო. არაფრით არ შეგვხვდა, რა ვიცი ვინ ხართო.

დავით ყიფიანს აქვს საინტერესო მოგონება. არგენტინაში ყოფილან რაღაც ტურნირზე საბჭოთა კავშირის დროს. ფეხბურთელები ოჯახში მიუწვევია იქ მცხოვრებ ერთ ქართულ ოჯახს. ყიფიანს უკითხავს არგენტინაში თქვენს გარდა თუ ცხოვრობენ ქართველებიო? კიო, ერთი ოჯახი ცხოვრობსო. ყიფიანს გაკვირვებია – მაშინ დღეს რატომ არ დაპატიჟეთო? რატომო და ნაჩხუბრები ვართ და ურთიერთობა არ გვაქვო. :D ყიფიანი გაგიჟებულა თქვე კაი ხალხო ამხელა ქვეყანაში ორი ქართული ოჯახი ცხოვრობს და რამე რომ დგჭირდეთ, ან გაგიჭირდეთ ერთმანეთს გვერდით არ უნდა დაუდგეთო????
სუფთა ქართული პონტია ეს შემთხვევაც…….

გემახსოვრებათ, 2006-ის აგვისტოს როგორ დალპა და დადნა თიურინგენის მიწა გადაუღებელი წვიმებისგან. ილმენაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგ დროს, დამათრევს დიდი ზურგჩანთა აქეთ-იქით _ ერფურტიდან ვაიმარში, იენადან აიზენახში, დრეზდენიდან ბერლინში (ან პირიქით), ქართველის არა თუ თვალით დანახვა და ხმის გაგონება არ მინდა, არღარც კი ვფიქრობ ქართულად _ რუსები გამოერევიან აქა-იქ და მიხარია, მეც რუსი რომ ვგონივარ ყველას (უფრო სწორად, საქართველო რომ რუსეთი ჰგონიათ). ერთ თვეში უკან უნდა დავბრუნდე, და არ მინდა. არ მინდა. ამ მალვით და ზიზღით ვითომ ამ ერთთვიანი ვადის გახანგრძლივებას ვცდილობ. რაღას არ ვაკეთებ _ სისხლიც კი ჩავაბარე შილერშტრასეს ერთ-ერთ სუფთა და ზრდილობიანექიმებიან სამედიცინო პუნქტში. მაგრამ არა და არა _ მაინც მოვიდა 2 სექტემბერი, და ფრანკფურტში უნდა გადავსახლდე 3 დღით. ჩავედი. ბოლო 3 დღეა. გეგმა მარტივი მაქვს _ ჰაუფთბანჰოფზე ბარგი ჩავაბარე, დიდი ზურგჩანთა ავიღე (თუ ამიღო) და მერე რა, რომ დასავლეთშიც წვიმს, 3 დღე მაქვს და ეს დროც გარეთ უნდა გაავტარო, წამითაც არ უნდა დავიძინო, სისულელეა ძილში დროის კარგვა… 2 დღე გავიდა და დავწანწალებ აქეთ-იქით, წვიმაში სიგარეტის მოწევა ვისწავლე და მაინის ნაპირებზეც მძინავს ცოტ-ცოტა, ზურგჩანთაზე თავით (ეს ორი თანდათან მძიმდება). მესამე დღეა და რაღაც წიგნების მაღაზიაში შევბოდიალდი. ზურგჩანთა უკვე სავსე მაქვს ხსენებული ნივთებით, და ცდუნებასგადაყოლილი მე ახალნაყიდ ბახმანს, ფრანცის წერილების სამტომეულს და კიდევ რაღაცას (მგონი, გუსტავის მწვანე სახეს, არ მახსოვს ზუსტად) სულელურ პარკში ვდებ და მავიწყდება, რომ გადაუღებლად წვიმს გარეთ. სწრაფად მოვდივარ, რომ რომელიმე წყნარ კაფეს თავი შევაფარო _ თმის ღერებით ვგრძნობ, როგორ მისველდება ჩემი ახლადნაყიდი ფურცლები… ეკლესია გამახსენდა პარალელური ქუჩის ჯვარედინზე და გადავტლაპუნდი. გაყინული და აცრემლებული ვარ, იქ კი სითბოა და ბახი, კიდევ ვიღაც ორნი, წინ, სურათებს იღებენ. კუთხეში დავჯექი, კედელთან, საიდანაც თბილი ჰაერი მოდიოდა, წიგნები ამოვალაგე და თან ვიცრემლები _ ფრანცის თხელი ფურცლები ოდნავ დაკუჭილია, დანარჩენებს მარტო ყდა აქვთ ნოტიო. წიგნებს გვერდით მთელ სიგრძეზე ვაწყობ და მეც ხელებზე თავს ვდებ _ იქნებ თმა მაინც გამიშრეს. მაჯაზე საათს მოვკარი თვალი _ შუადღის ორია… 6 საათზე თმებში (ალბათ უკვე მშრალში) ვიღაცის თითებს ვგრძნობ _ მალე უნდა დავიკეტოთ, თორემ არ გაგაღვიძებდი, ისე მშვიდად გეძინაო, _ კბილებით და სასით დამუშვებული გერმანული აქცენტი მეუბნება. თავი ავწიე და გამხდარი, გამხდარი ქალია, თავსაფრით, მორჩილი თუ ვიღაც ასეთი, დამლაგებელიც, შეიძლება. თავი ხომ ავწიე, მაგრამ ეს ჩემს თმებს მაინც არ უშვებს ხელს და ლოყაზე რომ ჩამოვიდა, გამოვფხიზლდი, _ უკაცრავად, მაპატიეთ, გავდივარ-მეთქი, _ ეს გერმანულად და დამთქნარება-შეწუხების შორისდებულები _ ქართულად. არავითარი სიტყვა, მხოლოდ რაღაც შორისდებულები _ ”ვაი”, ან ”აუჰ” ან არ ვიცი რა… და უცებ ამის სისინა გერმანული კიდევ უფრო ჩუმი ხდება, ძლივს მესმის: ”Kommst du aus Georien?” (”საქართველოდან ხარ?”) და ინსტინქტურად ”Wie bitte?” (”ბატონო”) – მეთქი. და აქ უკვე ორივე ენაზე დამიმარცვლა სამშობლო… ”სა-ქარ-თვე-ლო”-ო ქართულად… ქართულად და შევხედე სახეზე. მიყურებს გულისამრევად გაყვითლებული, ლოყებჩაცვენილი და ნაადრევად დაბერებული, ყავისფერი თავსაფრით თავზე, სულელურქართული ღიმილით სულელურქართულიიმედიანი თვალებით, ხელი ისევ ჩემს ლოყაზე უდევს, ”საქართველოს” რომ ამბობდა, ოდნავ მომიჭირა ის ხელი. ”Nee”_ გავაქნიე თავი.
მერე პარკის მოძებნაში და წიგნების ჩალაგებაში დამეხმარა. კიდევ ერთხელ მომიხადა ბოდიში, ვიკეტებოდით მალე, თორემ არ გაგაღვიძებდიო… სანამ ზურგჩანთას მოვიკიდებდი და მის წინა ჯიბეში სანთებელას ვიპოვიდი, ნინოო, ვიღაცამ დაუძახა, თავისნაირმა მორჩილმა თუ დამლაგებელმა, ქერამ, ფერხორციანმა და თავზელურჯთავსაფრიანმა.

14 საათის შემდეგ თბილისის აეროპორტში დავფრინდი.

რავიცი, რამდენად უცნაურია, მაგრამ მე რომ გული დამწყდა ის დღემდე მახსოვს.. აშშ-ში ქართველების მეტი რა არის მაგრამ მაინც…
სამხრეთ ნიუ ჯერსი, ოკეანის სანაპიროზე, მე და შეყვარებული წყალში ვთამაშობთ, ვკიოდით, ვწიოდით, ქართულად ვლაპარაკობდით…
ჩვენს გვერდით ვიღაც მოხუცი ქალი და ახალგაზრდა გოგო იზაგრებოდა… უცებ ამ გოგოს მობილურმა დაურეკა და გოგომ ქართულად დაიწყო ლაპარაკი….
:( :( :( აუ როგორ გამიტყდა, ამ გოგოს ცხვირ წინ ვიჯექით, ქართულად ვლაპარაკობდით და იმ ძროხამ …. კაროჩე რაა… წამიხდინა იმ დღეს ხასიათი…. საერთოდ გავეცალეთ იმ ადგილს…..

ერთიც ბრუკლინში… ახალი ჩამოსული ვიყავი და ვერც წარმომედგინა თუ ქართველს შევხდებოდი, ხოდა ტელეფონზე დაქალს ვუთხარი “ოხ შენი დედა ვატირე მეთქი…ბლა,ბლა,ბლა… და როჟამ თუ აგინებ ნორმალურად შეაგინეო… )))) პირი დამრჩა ღია, იმ ბიჭის მარტო უკანალს მოვკარი თვალი. ახლობლებს მოვუყევი გაკვირვებულმა, არც გაჩერდა და არც გამომეხმაურა მეთქი…. დამცინეს მაშინ… მალე მიხვდებიო ყველაფერსო….

ვარ ნიუ იორკში სადაც ყველაზე, ყველაზე გემრიელი პიცა ცხვება. ჰოდა შევედი ლექსინგტონის ქუჩაზე მდებარე სახელგანთქმულ იტალიურ პიცერიაში sbbaro . არის საღამოს 10 საათი. შეკვეთა მიცემული მაქვს პიცის და ველოდები როდის გამზადდება. ამასობაში, მეც იქვე დახლთან ვტრიალებ და ვათვალიერებ პიცერიის დახლს სადაც გამოფენილია სხვადასხვა სახის მადისაღმძვრელი კერძები. ამ დროს შემოვიდა პიროვნება რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. გულში კი გავიფიქრე ქართველი იქნება მეთქი მაგრამ მაშინათვე არაფერი არ მითქვია, რადგან ასეთი შემთხვევები ხშირად მქონია როდესაც პიროვნება მგონია ქართველი მაგრამ აღმოჩნდება რომ შევმცდარვარ. ჰოდა რაღა გავაგრძელო, ტელეფონმა დაურეკა და ქართულად არ დაიწყო საუბარი?! .. მაგრამ რა საუბარი, ჯობდა საერთოდ არ დაეწყო, მოკლედ კარგი საქმისთვის არ იყო ის ამერიკაში, მერე ვთქვი კიდევ კარგი რომ ინიციატივა მე არ გამოვიჩინე პირველმა და არაფერი არ უთხარი რადგან რა იცი რა შარს არ გადაეყრები ამხელა გზაზე. თვითონ ვერ მიცნო, რადგან მე არ მაქვს ტიპიური ქართველის შესახედაობა, თუმცა რაღა თქმა უნდა ქართველი ვარ!! იმ საღამოს გემრიელად მივირთვი sbbaro-ს მარგარიტა.

ერთი ჩემი ახლობელი გოგო იყო ამერიკაში წასული ბავშვების მომვლელად. ჰოდა იქ ერთ ოჯახში ცუდად მოექცნენ და გააგდეს. და გამწარებული, შეურაცხყოფილი, ატირებული მოვდივარო. სადღაც უნდა მისულიყო რომ იქიდან სხვა სამუშაო ეშოვნა. ჰოდა ავტობუსის გაჩერებაზე ქართულ საუბარს მოვკარი ყური და ეს იმ მომენტისთვის ჩემთვის იყო როგორ წყარო უდაბნოშიო. გოგო და ბიჭი იყვნენ, სტუდენტები ალბათ. გახარებული მივვარდი და ქართველები ხართო და თურმე ამ ბიჭს და გოგოს ეგრევე ამრეზილი სახეები მიუღიათ და ხმა არ გაუციათ. და ვაბშე გადაირია ეგ გოგო, უარესად აბღავლდა, მაგარი დაიგრუზა. ერთი სიტყვა მაინც ეთქვათო….

მე მოსკოვში არბატზე ვიღაცას ველაპარაკებოდი და ქალმა გამაჩერა ქართველი ხარო? ქალი ნაყინს ყიდდა და მაჩუქა :წუბ: საყვარელი…
გამომკითხა ყველაფერი…
რა ხდება როოგორ არის საქმეებიო…

გუშინ ერთ ადგილას ვიჯექით სამი ქართველი, ღია კაფის პონტი იყო, სადაც დიდი ასოებითაა გამოკრული რომ ასი ფუტის რადიუსში მოწევა კანონით აკრძალულია :) ჩვენ კიდე ვიჯექით და ვეწეოდით, ბოლო ხმაზე ვხარხარებდით და მოკლედ ცხოვრება გვიხაროდა :D ჰოდა უცებ ეს ტოპიკი გამახსენდა და ვიფიქრე, ახლა რომ რომელიმე ფორუმელმა ჩაგვიაროს, მერე ხო დაწერს იმ ტოპიკში როგორ გვნახა და როგორ შერცხვა რომ თვითონაც ქართველი იყო :D

ჰამბურგში TUNNEL CLUBში Reeperbahn alleeზე აღვნიშნავდი ახალ წელს.. ვიღაც საოცრად უმსგავსი 40ოდე წლის მამაკაცი იყო, გასაზიზღრებულ კაიფში, რო შეხედავ და ეგრევე სიტყვა ძონძი რო გაგახსენდება დადიოდა და ყველა მდედრს ეუბნებოდა “ქერა ქალები მევასება! აი ნახავთ, დადგება დრო და ყველას დაგტ(*&^*&^თო”… აი ასეთი უმსგავსი ვინმე იყო… სრაზუ დამაჭრა ფრთები :(((

ვენაში აეროპორტის საპირFარეშოში დიდად ეწერა “ვარკეთილი დიდია გლდანი მაგარი მკიდია”…

:D:D:D:D:D

უაზროდ ვიდექი და ვხარხარებდი………..

snoop dogg ის კონცერტია და სანამ დარბაზში შეხვალ ჯერ მილიცია გჩხრეკავს რამე არ შეიტანო და უცებ უკან ბიჭების ხმა მესმის : ეს სადა ვართ ტოოო ამან რო ეხლა ჯიბეში ხელი ჩამიყოს შევაგინებო , გამეცინა მარა ვერ გამოველეპარკე :D

ოსლოში. უკვე ცხრა თვე იყო იქ ვიყავი და ერთი ქართველის მეტი ქართველი არ მენახა. ჰოოოდა შევდივარ ერთ დღესაც სუვენირების მაღაზიაში და ვხედავ: ტროლების წინ ორი გოგო დგას და ერთი ამბობს: ვაიმეეეე,ეს ნახე რა საყვარელიაა…მამლუქში რომაა,ხომ იცით, ხვიჩა და გოჩა რომ შეხვდებიან,დაახლოებით ასეთი რეაქცია მქონდა: ვაიმე,ქართველები ხართ- მეთქი? ისე გამეხარდა,გეგონება მიძაშვილი მენახოს ორი წლის უნახავი. ჰო,ქართველები ვართო, კონფერენციაზე ჩამოვედითო. მე დებილივით ვუყურებდი გაღიმებული, მერე სუვენირების თვალიერება რომ გააგრძელეს ,ვიფიქრე,წავალ,თორემ ჩემი დარდი არ აქვთ ეტყობათ-მეთქი. დავემშვიდობე გარეთ რომ გამოვდიოდი გავიგე ერთი ამბობდა: უიმეე,რა ყველგან ქართველები უნდა იყვნენო…ჰოოო,დებილის ღიმილი სახეზე შემაშრა და საღამოს ჩემი სამხრეთ აფრიკელი მეზობელი აღარ ,,დამიბოლებია“ქართველების ქება-დიდებით. მაშ

ამსტერდამში ვიყავი მგონი 2003 წლი იყო. ღამე 3 საათზე გამოვედით დისკოტეკიდან ძალიან დაღლილები და ღამის ტრამვაიში ჩავჯექით სასტუმროში რომ წავიდეთ. რაღაც საზაფხულო ბანაკის პონტში ვსტუმრობდით ამსტერდამს და დისკოტეკაზე დიდი ბანდა ვიყავით სხვადასხვა ქვეყნებიდან გოგოებიც გვახლდნენ. გავსებულია ეს ღამის ტრამვაი ჩვენი ბანაკის ხალხით. და უცებ ქართული ლაპარაკი მესმის – დაუდგა მარცხნიდან “შიტად” ამ გოგოს და მე ვიწყებ. შევხედე ორი ქართველი ეჩალიჩება კანადელი გოგოს ჩანთას. თან ვიცნობ ამ გოგოს კაი ტიპშაა. იასნა მივედი ქართველ ჯიგრებთან და ვეუბნები ვაა გაასწორა თქვენმა ნახვამთქო და თან იმ გოგოსაც გამოველაპარაკე და ამათ მაგარი გაუტყდათ მიხვდნენ რომ მივხვდი რომ ჩალიჩობდნენ. და უცებ ერთი მეუბნება იზვინი ძმაოო, საიდან უნდა გვცოდნოდა ეს გოგო შენი ახლობელი თუ იქნებოდაო, და სხვას რომ ვეჩალიჩოთ ხომ არ გაგიტყდება ამით ვჭამთ ჩვენ პურსო. ძალიან შემეცოდნენ ეს საწყლები და ერთი 30 ევრო ვაჩუქე და ჩავიდნენ საცოდავად ტრამვაიდან და ნომერი დამიტოვეს თუ ამსტერდამში რამე დაგჭირდეს დაგვირეკეო.

გუშინ ჩემი ქალაქის ერთ-ერთ მიკარგულ გარეუბანში ვმუშაობდი. ვიღაცამ იატაკზე ქაღალდი დააგდო. კარგა ხანი ვუყურე, მერე ნერვები მომეშალა, ამ მოპრიალებულ იატაკზე თეთრი ფურცელი რომ ეგდო, დავიხარე ასაღებად და ჰოი საოცრებავ, ამ ფურცელზე საყიდლების სიაა ქართულად ჩამოწერილი: კიტრი, პამიდორი, ნიორი, წყალი, ვაშლი … და ბოლოს ტილოები ლუკასთვისო ეწერა. ისე გამიხარდა, ასეთი მოულოდნელი შეხვედრა ქართულ ხელნაწერთან, რომ მას მერე ყველას ვუყვები smile.gif არადა ვინ იყო ასეთი, ჩემი 12 ასოიანი ქართული გვარი რომ ვერ შეამჩნია :)) (რომელიც გულზე მაქვს გაკრული), ანდაც შეამჩნია და ???

ქართველი არ შემხვდა მარა ეხლა უნდა დავწერო რამდენიმე საათის წინ რა მომივიდა… კაროჩე დასალევად ვარ შესული ერთერთ პაბში და ვბარდღალებ, იმენა ყველას ველაპარაკები და უცებ მოდის იმენა 2PAC ბლიად… მეკითხება საიდან ხარო , მეთქი ჯორჯია რამე, ისთერნ იუროფ ტაში ტუში….ვაააა მე ტუნისიდან ვარო და ერთი ქართველი ვიცი მარტოო, ვაა მეთქი მეტყვის ეხლა რამე კაის და უცებ დაიწყო დედის პრო*ის გინება, ტუნისში იყო ვიღაცა ტარიელაო კაროჩე არ გავუტყავებივართ ფიზიკურად მარა რაც კი წასაღები იყო ყველაფერი გაღლიტაო, მაფიოზი იყოო კაროჩე დედა მოგვიდღნაო რა :D ვფიქრობ მეთქი ტარიელ ონიანზე ლაპარაკობს უეჭველითქო და რო ვუთხარი გვარი ონიანი ხო არ იყოთქო ოოოოოოოო ეგ იყო მე მაგის დედა ასე და ისეო , ვახ სად წავსულიყავი არ ვიცოდი ბლია, თან ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი რა და დავიზმენდი, მერე ტელეფონი გააძრო მასტმა და მეკითხება საქართველო როგორ იწერებაო ინგლისურადო ხოდა მეც ავუხსენი ჩავაწერინე. ხოდა დაიწყო მერე ვიღაცასთან ბაზარი და აი აქ იმენა პანიკაში ვარ უკვე, ისეთი დაბოლილი ვარ პირი მეტYვნება და ავიკიდე იზმენა მეთქი ეს უეჭველი ვიღაც ტუნისელ ტერორისტს ელაპარაკება ეხლა და თუ დამიჭირეს ტარელას მაგივრად მე გამატყავებენთქო. კაროჩე ჩამიჟვა რა ვიღაცა ტარიელამ კამპოტში. :(

ლონდონში ჩემ თვალწინ გამოათრია ოთხმა მენტმა ერთი გაგლეჯილი პიანი ტიპი მაღაზიიდან. მანქანაში რო ტენიდნენ ტიპმა ყვირილი დაიწყო და მშობლიურ ენაზე ჯიგრული ქართული მამა პაპური დედის ტრაკის გინება შემომესმა მერე გამყიდველს კითხავდნენ ის მენტები და თურმე შესულა ეს ჩვენი ზემლიაკი მაღაზიაში და ყოველგვარი შესავლის გარეშე უთქვამს გამყიდველისთვის I AM MAFIA !!! და დავაი ძენგიო… შედეგმაც არ დააყოვნა და მერე რაც მოხდა უკვე დავწერე…

კალიფორნიაში, სან-დიეგოში აღმოვაჩინე ქართულ-რუსული რესტორანი და ქართულსაჭმელმონატრებული გავეშურე ჩემს ამერიკელ და რუს მეგობრებთან ერთად. ძალიან ლამაზი ატმოსფერო და უგემრიელესი საჭმელები დაგვხვდა. ოფიციანტები სომხები და ლიტველები იყვნენ, რომ გამოველაპარაკე და ვუთხარი ქართველი ვართქო, ერთი ოფიციანტი წავიდა და რესტორნის მეპატრონე მომიყვანა – ხანშიშესული გამხდარი კაცი რომელიც ძლივსღა ლაპარაკობდა ქართულად, კაცი ჩამეხუტა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, შემიყვანა თავის კაბინეტში რომელიც ქართული დეკორაციებით და ნივთებით ჰქონდა მორთული… მოკლედ ეს კაცი იყო აფხაზი და უკვე დიდი ხანია სანდიეგოში ცხოვრობდა. მომიყვა სოხუმზე, გაგრაზე, შავ ზღვაზე, თავის ქართველ მეგობრებზე… მოკლედ ცრემლებად დაიღვარა კაცი. ცუდად გავხდი კინაღამ… თანაც აღმოჩნდა რომ პირველი ქართველი ვიყავი იმ რესტორანში. ფული არ გადაგვახდევინა. ღმერთმა გაახაროს ის კაცი, სახელი აღარ მახსოვს

შარშან ზაფხულში ჩემს ქალაქში ნეკა სებისკვერაძის კონცერტიდან გოგოებმა კნაიპეში შევიარეთ, ქართველი გოგო მუშაობდა და თითო ჭიქა კოკტეილი მოგვართვა. რა ვიცი რა გაურია შიგ ასეთი, მოკლედ ყველას ლაითად მოგვეკიდა. წამოვედით სახლისკენ ბანცალ-ბანცალით, გზად ადგილი უნდა გამოგვევლო, სადაც ღამის ბაზრობა (Flohmarkt) იყო გამართული. მოვდივართ ამ სიბნელეში ნახევრად ფხიზელი 5 ქალი, ერთმანეთს ვეყრდნობით რომ არ წავიქცეთ და რას ვხედავ!!! … ვიღაცას მაგიდაზე დოქი უდევს გასაყიდად. მივვარდი სასწრაფოდ, გავეტაკე ამ დოქს, ჯერ გამყიდველს ვეკითხები საიდან გაქვთ-თქო, დედაჩემმა დამიტოვა, საიდან მოიტანა არ ვიციო. მივხვდი მაშინვე, რომ ქართული იქნებოდა, ვატრიალეთ ეს დოქი წაღმა-უკუღმა და ბოლოს ძირში ქართული ასო ..ხ.. აღმოვაჩინეთ. მთელი რიგი განათებებით ძლივს ამოვიკითხეთ დოქის ძირზე სიტყვა “მცხეთა”. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა მაშინ. ვიყიდეთ მაშინვე ის დოქი …. 3 ევროდ :( მთელმა ბაზრობამ გაიგო იმ დღეს ეს ამბავი.

რომ წარმოვიდგინე რა ბედი ეწეოდა იმ დოქს, იმიტომაც ვიყიდე.
არავინ არ იყიდდა, ბოლოს დააგდებდნენ სადმე და მეორე დღეს ნაგვის მანქანა პრესსში მოაქცევდა.

50 კომენტარი

  1. Rocko says:

    P.S. ჩემი ფავორიტი ეს არის! :D =))

    ნიუ იორკის აეროპორტში წარწერა ქართულად

    საქართველოდან ვინც ბოლო წამოვა სინათლის ჩაქრობა არ დაავიწყდესო

  2. piccolina says:

    მმმმმმმმ
    მთლიანად წავიკითხე და რეაქციები შენ რომ დაწერე ეგეთები მქონდა მონაცვლეობით მეც :D
    რავი…მე ერთი მახსენდება, ჩემი ბიძაშვილი ქართულად კითხვას რომ სწავლობდა მეტროში დაჯდა და ქართული ზღაპრების წიგნს კითხულობდა და ვიღაცა გამოეკიდა ეგრევე, შენო ქართველი ხარო? :D და იმან წიგნი დამალა და ამ ტიპმა კიდევ უი, შენ მშობლებს ვიცნობო, იმისი გოგო არ ხარო? ძაან გავხარო :lol:
    ხო
    მე კიდევ შემთხვევით არ შევხვედრივარ, რომში რომ ჩავედი ბოლოს მაშინ უნდა დაგვხვედროდნენ ქართველები, საელჩოდან ხოდა არ მოვიდნენ… კიარადა 1 თუ 2 საათით დააგვიანეს და მაშინ 15 წლის ვიყავი თან და პა ხოდუ გზაში ძაან საყვარელი ქართველი წყვილი გავიცანით და იმათ წაგვიყვანეს :D მერე იმ საელჩოს ხალხს უსაყვედურეს იასნა ჩვენმა მშობლებმა და იმათ კიდევ რავიო, დაგვაგვიანდა, რა მოხდაო… თან სად უნდა წასულიყვნენო :D ესეიგი ორი 15-16 წლის ბავშვი უნდა მდგარიყო და უნდა ეცადა როდის ინებებდნენ ღრმად პატივცემული გაბღენძილი ტიპები მათ წამოყვანას :D ძაან გავბრაზდი მაშინ

  3. ნამდვილი გივი says:

    ფილადელფიისაკენ მიმავალ თრეინში ვზივარ ამ წუთას ვკითხულობ ამ პოსტს და მეღიმება …. :)

    __

    მეც მომივიდა ასე წელიწადნახევრის წინ .. მაღაზიაში შევედით მე და ჩემი ძმაკაცი, ხოდა ასე 15 – 16 წლის “ვაით თრეშის” წარმომადგენელი მიყურებს, გავივლი გამომაყოლებს თვალს, გამოვივლი გამომაყოლებს .. მეთი რა უნდა .. არადა შეხედავ შავკანინანი რო ყოფილიყო მართლა 50 Cent მეგონებოდა, არანაკლებ ჩაჩაჩული იყო და კეპიც შესაბამისი ეხურა … გაკვირვებულმა და მამრის დაჭინებულმა მზერამ რო დამღალა მივუბრუნდი ჩემს ძმაკაცს და ვეუბნები, რა უნდა ამას რა დაYლევებული მიყურებს მეთქი … ხოოოოოოოოდა . .. გამარჯობაო 50 Cent -მა .. რა უნდა მეთქვა, უი, ქართველი ხარ, ბოდიში მეთქი … ადვილად გადავრჩი, თუმცა ეკუთვნოდა :givi:

  4. მძიმე სიტუაციაა…

  5. ვაიმე, სიცილ–ტირილით ჩავედი ბოლომდე.
    ეს რა ჭირი გვჭირს…

  6. iverson says:

    ყველაზე პრიკოლნი იყო მობილური რო დააბრუნა მასტმა გგგ :goga:

  7. God, please, drop a bomb!

    : (((((((((((((

  8. შუქის ჩაქრობამ დაგლჯა =)))))

  9. XXX says:

    Kაი იყო, მეც ძალიან მომეწონა.
    ეგეთი ისტორიები იმდენი გადამხდენენია რომ რომელი მოვყვე არც კი ვიცი.
    ყველა ჩემი ისტორიიდან ერთ დასკვნას გამოვიტან.
    თუ ხარ ემიგრანტი და გყავს გვერდით სჰენნაირი ემიგრანტი კარტველი რომელსაც იცნობ ბავშვობიდან, ნუ დაკარგავ, მაგაზე კაი კარტველს ახალს ვერსად ვერ იპოვი.
    მეც ახალი ცჰამოსული ვიკავი New Yorkshi და სადაც ქარტველს დავინახავდი დიდი სიკვარულით და სიტბოთი გამოველაპარაკებოდი ხოლმე, აი უკვე 5 წლია აკ ვცხოვრობ და სამცუხაროდ ქარტული ლაპარაკი რო მესმის ვიკრუებ ან კუცჰის მეორე მხარეს გადავდივარ. ამ ქართულ ფენომენს მარტო კართველი ემიგრანტი ტუ გაიგებს.
    ეეეეჰ რა გული მცკდება ტვალები რო ამეხილა და მივხვდი კველა ერს კავს ცუდი და კარგი მაგრამ ამდენი ნაგავი ჩვენ გვკავს მარტო

    პატივისცემით უიმედო პატრიოტი:)))

  10. თენგიზ ბოძგლდარა says:

    ააააჰაჰაჰააჰაა, ყველაზე მაგარი მაინც I AM MAFIA იყო აააააააჰაჰაჰჰაჰაჰააააააააა

  11. ჭატერმელონმან says:

    ტფუ……………..

  12. (c) Anika says:

    საინტერესო ისტორიები იყო.

    მე იმის შემდეგ მივხვდი, რომ არ ღირს ყველა ქართველთან გამოლაპარაკება, როცა ერთ-ერთ სასტუმროში “უცნაურად” ჩაცმული ქართულად მოლაპარაკე ქალი ვნახე.

    ერთხელ კიდევ თურქეთის მიყრუებულ ქალაქში ვართ ავტობუსში ბავშვები. ანუ იმ ქალაქში ტურისტები არ არიან. ჰოდა ერთი კაცი მოვიდა ავტობუსთან, ცრემლნარევი თვალებით. როცა გავიგე ქართველი ბავშვების ხმაური ჟრუანტელმა დამიარაო. რა კარგები ხართო. მენატრება საქართველოო. ჩვენც ცრემლები მოგვერია.

  13. ნოე says:

    მე ესტი ისტორია გადამხდა. მანჰეტენზე ჩემი მეგობრის მანქანით ნიუ ჯერსის ნომრებით, ტაქს ჩავუჭერი ძალიან ცუდად, ცოტა რომ წამომეწია გადმოყო ხელი და გემრიელი ქართულით შენი ნიუ ჯერსელი დედაცო მომაძახა. უზომოდ ბევრი ვიცინე ჩემ თავზე.

  14. ნოე says:

    კიდე ერთი ისტორია:
    მე და ჩემი მეუღლე ბრუკლინის ერთერთ რაიონში ვსეირნოთ, და უცებ ღობეს მოაწყდა ძაღლი და ისეთი ყეფა ატეხა.. გაკვირვებული უყურებდი, ამერიკელი ძაღლები არ ყეფენ საერთოდ (მიზეზი: თუ საჯიშედ არ გინდა აუცილებლად უნდა დაკოდო, კანონით. დაკოდილები კიდე არ ყეფენ, არ დაკოდავ და გადასახადები უნდა იხადო მაგისი და საბუთები რომ საჯიშეა. საკმაოდ ძვირია). ამ დროს მეორე სართულიდან რუსი ქალი გადმოდგა და აკცენტით დაუძახა მურგვა გაჩუმდი, ეტყობა ძაღლმა მარტო ქართული იცოდა. :)))) ქართველის დძარლი თუ დაგიკეპავს ისევე. :)))))))

  15. ქნეა says:

    რა ვთქვა…… სამი თვეა ქართველი არ მინახავს და ქუჩაში დავეძებ… თუ იერით ვინმე მივამსგავსე ავეკიდები..შეკითხვებს ვუსვამ……მარა……….. ამისწინ მაგაზიაში რიგში ვიდექი,გოგოებმა და ბიჭებმა ჩამიარეს..შემთხვევით თვალი გავაყოლე და ერთ გოგოს ქართულად აწერია ზურგზე “მარინა” , გავგიჯდი! გავეკიდე .. ვკიტხე ქართველი ხართთქო?… და გაიცინა, ააადრე ორი დღით ვიყავი საქართველოში და შემომრჩაო რაა.. მეგობარმა , აბა რა აწერიაო და მარინათქო რომ ვუთხარი ძაან აგფრთოვანდნენ :D:D ყოჩაღო :):)..მე ვეძებ ქართველებს.. ვინმე მარსელში ხომ ხართ????? ან ექსში…

  16. ლელა says:

    შუქის ჩაქრობა მომეწონა

  17. ეკე says:

    როკო მაგ თემის ლინკი დაწერე რა :)

  18. საინტერესო ჩანაწერებია… “უპატრონოდ” მიშვებულ ქართული “წარმომავლობის” საზღვარგარეთულ “ინოვაციებზე”…
    შინაგანად ნაღდი ქართველი, თავისი ქცევით ვფიქრობ აქაც და იქაც თავისებურად მომხიბვლელია…
    ურიგო არ იქნება, მსგავსი ჩანაწერები შეგროვდეს და შესაბამისი წინასიტყვაობის თანდართვით წიგნად გამოიცეს…
    მე ჩემსას ვამბობ… “თინეიჯერულად” ვერ მოვუქცევ…

  19. OTO1880 says:

    kargi iyo aim mafia :)
    ravici emigrantebze bevri prikoli istoria vici mara ertma pexebidan mogvcela: dzmakaci gvyavda 12-13 wlisa denvershi cavida ojaxtan ertad sacxovreblat tan mozango stilis sanzoneli dzveli bichi iyo :))))))) yovel zafxuls chamodioda chventan da nu iq istoriebi high school-shi ra wioki daayena da a.sh. bolos chamodis da mteli xeli aqvs mtlianat tatooshi imenna mteli xeli da zurgi. ra dagemarta bliad???? (ashin 18-is iyo) Pasuxi: samxret meqsikelebis bandis wevri gavxdi sharshan da ukve 12 kaci mabariao.. :)))))))))))))))))))))))))))))
    ha rogoria qartvel-meqsikeli rom shegayenebs denvershi???/ :))))))))))))))

  20. კერქი says:

    დეგენერატებს რა გამოლევს… მეც უცხოეთში ვარ და იმდენი დეგენერატი ქართველია რო…. მარა არიან კაი ხალხიც ვისთანაც ვმეგობრობ და ჩემის მხირვ ვცდილობ საქართველო კარგად წარმოვაჩინო, სტუდენტი ვარ და კარგად ვსწავლობ და ამით ვცდილობ ვაჩვენო რომ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოგვხარშონ!:)

  21. ჰმ, მეც შემემთხვა რაღაც ამის მსგავსი
    სუპერმარკეტში დავბოდიალობდი (შოტლანდიაში) და უცებ გავიგონე ხმამაღალი “ეეე შე Yლეო, დროზე ქენი”
    მაგარი ვიკაიფე ბოლომდე
    აღარ გამოვეცნაურე, არა იმიტომ, რომ ქართველს გავურბივარ უცხოეთში, უფრო იმიტომ, რომ ქართველობა საკმარის მიზეზად არ მიმაჩნია, ვიღაც გავიცნო.

    პ.ს. კარგი პოსტი იყო

  22. საქართველოდან ვინც ბოლო წამოვა სინათლის ჩაქრობა არ დაავიწყდესო

    ბევრი ვიცინე და თან დავიგრუზე :S

  23. ნიკა says:

    ნიუ იორკის საზღვარს როგორც კი გადალახავთ :) მითუმეტეს ბრუკლინისკენ ( ქართველთა ნავსაყუდელისკენ ) თუ გაქვთ გეზი აღებული, გირჩევთ ქართული დაივიწყოთ და ყურებზე ხელები აიკრათ. თუ რისკის მოყვარულნი ბრძანდებით მაინც ” დლია ვსიაკიი სლუჩი” ვალიდოლები დაიგროვეთ ენის ქვემოთ

  24. ზვიადი says:

    გაუმარჯოს უცხოეთის ცის ქვეშ მყოფ ქართველებს…
    ვიხალისეთქო რო ვთქვა არ იქნება მარეთალი, ბევრზე ნერვებიც ამეშალა და ისე უარესებიც გამიგონია… თან თარჯიმნად ვმუშაობ სასამართლოებში…
    ისეთები მინახავს ბევრი ვერც ცამოიდგეს, მარა არ დავცერ ესეც კმარა თავის მოსაჭრელად…

    ერთი მესიამოვნა მარტო, ქართულად რო წერია, და არა ყველასათვის გასაგებ ენებზე…
    კმარა რასაც გებულობენ ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები…
    გემანიაში მცხოვრებლებსაც აქვთ ეგეთი ისტორიები და ქართულად შეიძლება ვეღარც წერენ…
    და გერმანულად წერია უარესებიც… თავის მოჭრა ეგაა…
    მალე გვენახოს საქართველოც და ქართველებიც ისე, ჩვენ რო გაგვახარებს და მტერს გულს გაუტეხავს…
    გაიხარეთ

  25. ზვიადი says:

    პ.ს.
    ზვიადი ციურიხი

  26. ჯუზე says:

    ეკლესია გამახსენდა პარალელური ქუჩის ჯვარედინზე და გადავტლაპუნდი. გაყინული და აცრემლებული ვარ, იქ კი სითბოა და ბახი, კიდევ ვიღაც ორნი, წინ, სურათებს იღებენ. კუთხეში დავჯექი, კედელთან, საიდანაც თბილი ჰაერი მოდიოდა, წიგნები ამოვალაგე და თან ვიცრემლები _ ფრანცის თხელი ფურცლები ოდნავ დაკუჭილია, დანარჩენებს მარტო ყდა აქვთ ნოტიო. წიგნებს გვერდით მთელ სიგრძეზე ვაწყობ და მეც ხელებზე თავს ვდებ _ იქნებ თმა მაინც გამიშრეს. მაჯაზე საათს მოვკარი თვალი _ შუადღის ორია… 6 საათზე თმებში (ალბათ უკვე მშრალში) ვიღაცის თითებს ვგრძნობ _ მალე უნდა დავიკეტოთ, თორემ არ გაგაღვიძებდი, ისე მშვიდად გეძინაო, _ კბილებით და სასით დამუშვებული გერმანული აქცენტი მეუბნება. თავი ავწიე და გამხდარი, გამხდარი ქალია, თავსაფრით, მორჩილი თუ ვიღაც ასეთი, დამლაგებელიც, შეიძლება. თავი ხომ ავწიე, მაგრამ ეს ჩემს თმებს მაინც არ უშვებს ხელს და ლოყაზე რომ ჩამოვიდა, გამოვფხიზლდი, _ უკაცრავად, მაპატიეთ, გავდივარ-მეთქი, _ ეს გერმანულად და დამთქნარება-შეწუხების შორისდებულები _ ქართულად. არავითარი სიტყვა, მხოლოდ რაღაც შორისდებულები _ ”ვაი”, ან ”აუჰ” ან არ ვიცი რა… და უცებ ამის სისინა გერმანული კიდევ უფრო ჩუმი ხდება, ძლივს მესმის: ”Kommst du aus Georien?” (”საქართველოდან ხარ?”) და ინსტინქტურად ”Wie bitte?” (”ბატონო”) – მეთქი. და აქ უკვე ორივე ენაზე დამიმარცვლა სამშობლო… ”სა-ქარ-თვე-ლო”-ო ქართულად… ქართულად და შევხედე სახეზე. მიყურებს გულისამრევად გაყვითლებული, ლოყებჩაცვენილი და ნაადრევად დაბერებული, ყავისფერი თავსაფრით თავზე, სულელურქართული ღიმილით სულელურქართულიიმედიანი თვალებით, ხელი ისევ ჩემს ლოყაზე უდევს, ”საქართველოს” რომ ამბობდა, ოდნავ მომიჭირა ის ხელი. ”Nee”_ გავაქნიე თავი.

    აი ძაან მაგრად დავიგრუზე და პროსტა ადამიანი რა სასტიკი, სადისტი და არ ვიცი კიდე სხვა რა ვთქვა – უნდა იყოს, რომ ასეთი რამე გააკეთოს. :პუკე:

  27. მეფეო! says:

    უკაცრავად ვარ თქვენთან მაგრამ ერთ ძალზედ მაგრამ სასარგებლო/საინტერესო შეკითხვას დაგისვამთ:თქვენა და ხომ არ გიცუცუნებთ ცოტა-ცოტას,რომელი ქართველი დადის საზგვარგარეთ ესეთი კვერცხობა ბოტასებით?

  28. მარიმარი says:

    გააფრენს კაზი….არ ვიზი რა ვტკვა! გული მეტკინა თანაზ ზალიან!!!!!
    ცუდები რომ ჩანან კარგები სად არიან.

  29. ნიკა says:

    “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს”…. ესაა მთელი ამ ისტორიების აზრი და სათქმელი..
    ” გ ა ვ თ ი თ ო კ ა ც დ ი თ!!!”
    რამდენი ხნის წინ უთქვამთ ეს ფრაზა ჩვენებს, მაშინდელი საქართველოში იდგა ეს პრობლემა და მაშინ თქვეს ეს და ახლა ამ სიტყვების პატრონს დღევანდელი საქართველოსთვის რო შეახედა

  30. GIGILO says:

    ესპანეთში მოხდა ასეთი რაგაც: ერთმა ქართველმა იჩხუბა ვიღაც ესპალენთან და მეორე დღეს იმ ესპანელმა ქარტველი ძმაკაცები დააყენა საქმის გასარჩევათ :)

  31. ფინეთის გავლით ბევრს ადეპორტებენ რუსეთიდან შემოსულ ქართველებს.
    ერთმა დამირეკა საჭმელი ფული არა მაქვს სად წავიდეო,იქნებ შემხვდეო.ზამთარი იყო არ გაიყონოს მეთქი და შევხვდი.
    სად მიდიხარ მეთქი, პეტერბუგშიო თან რუსული პასპორტი ქონდა.
    დავთვალე 25 ევრო ღირდა ავტობუსის ბილეთი და 50 ევროს მივცემ რომ სახლში ჩავიდეს მეთქი.
    ქეში აღარ მქონდა და ავტომატთან მივედით ფულის ასაღებად. 50 ევრო მივაჩეჩე. აბა, კეთილი მგზავრობა მეთქი.
    ტიპმა ფული გამომართვა და პირდაღებული შეცერებოდა ავტომატს.
    -ეს ჯადოსნური ყუთი მეტს არ იძლევაო?
    -კი იძლევა მეთქი.
    -აბა, რაშია პრობლემა, თუ იძლევა ბოლომდის ავიღოთ რამდენსაც მოგვცემსო.
    ვიფიქრე მაშაყირებს ეგ შობელძაღლი მეთქი და გავბრაზდი, მაგრამ ფულს უკან ხომ არ წავართმევდი და მოვშორდი.
    მერე ვიფიქრე და მივხვდი, იმ საწყალს ვერ წარმოედგინა რომ მე საკუთარი ანგარიშიდან ვხსნიდი.
    მაგ საწყალ ქარველს ვერ წარმოედგინა ქართველი უცხოელი რომელიც სხვისი ბართიდან არ ხსნიდა ფულს ისე ჩუქნიდა ფულს.

  32. aliencat says:

    ვაი შვილოოო….. სერიოზული პრობლემაა საეთოდ ქართველების 90%-ის აზროვნება, მენტალიტეტი, შეგნება. არამარტო საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით. მე ვფიქრობ რომ დიდი დრო დაჭირდება ჩვენს ქვეყანას რომ ევროპას დაემსგავსოს, და აქ ეკონომიკა არაფერ შუაშია, ქართველი ვერ აღიქვამს საკუთარ თავს როგორც საზოგადოების ნაწილს, როგორც მოქალაქეს, რომელსაც ვალდებულებები გააჩნია და არ არის მზად, რომ ზრდასრულ პიროვნებასავით მოიქცეს. ძაან საწყენია რომ მარტო სუფრასთან პირფერობის დროს არის ქართველების უმეტესობა ზრდილობიანი და უსინდისოდ ლაპარაკობს ადამიანობაზე, რომელიც თითონ მას არ გააჩნია

  33. GIGILO says:

    ერთხელ მადრიდში, იქნებოდა ეგრე დილის 6 საათი, დისკოტეკიდან გამოვდივარ მეგობრებტან ერთად და ქუჩის მეორე მხარეს ვხედავ ორი ბიჭი ხელიხელგადახვეულები, ტანზევით ტიტვლები, მაგარი მთვრალები სიმგერით მიდიან…… დავლეეეეეეეევ, დავლევ აბა რას ვიზაააააააააააააააააააავ…….. მაგარი ვიკაიფე::):):):):):) მეც მაგრად ვიყავი და ლამის ბანი მივეცი….

  34. მე არასდროს ვყოპილვარ საზღვარგარეთ მეგობარი მყავს იტალიაში რომელისგანაც მსმენაი ასეთი რაგაცეები, არ მჯეროდა და მცყინდა მისგან ააააასე რომ საუბრობდა ქარტველებზე და ბევრჯერ ცხუბიც მომსვლაი ამის გამო…სამცუხარო ფაქტებს წავაწყდი გული დამცყდა… ყველა ქართველისტვის მტკივნეულია თავის ტანამოძმეებზე ასეტ რამეს, რომ შეიოტყობს.თუმცა იმედი იმისა რომ კარგები უფროა ჩვენში ვიდრე ( არ მინდა ქართველებია სე მოვიხსენიო,მაგრამ) ცუდები…ქართველი მუდამ და ყოველთვის ინარჩუნებდა ქართველობას და მცამს რო ასე იქნება მომავალშიც

  35. ეგრისელი says:

    ამ ისტორიის დამწერები და მოქმედი “გმირები” ის ქართველები აღარ არიან რომელიც წმინდა ნინოს შეეცოდა და შესთხოვა ღმერთს, რომ ნუ გაიმეტებს გასაწირად ასეთ ლამაზ ერსო. მისი წყალობით გავქრისტიანდით მარა რათ გინდა მერე… ყველამ თავის საქციელზე აგოს პასუხი, მე ჩემ წილ საქართველოს შევინახავ ყველგან :)

  36. ლერი says:

    საქართველოს საზღვრებს მიღმა არასოდეს არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ ალბათ ჩემი მხრიდან ვინმეს გაკრიტიკება არ იქნება სწორი და ამას არც გავაკეთებ. უბრალოდ გული მტკივა, როდესაც ყოველივე ამას ვისმენ. ჩემთვის ქართველი სულ სხვა რამესთან ასოცირდება. სასაცილოა… ახალგაზრდობის ბრალია, თორემ რეალურად ჩვენზე უარესი ერი ცოტა მეგულება ამ დაწყევლილ დედამიწაზე. ვიცი, ერთ დღეს მეც დავტოვებ საქართველოს (თუ ნორმალური განათლებისა და სამსახურის მიღება მინდა სხვა გზა არ მექნება). დამშვიდდით, უიმედო თუ იმედიანო პატრიოტებო, მაღაზიების გაქურდვას მუშაობას არ ვუწოდებ. ჩემი მომავალი პროფესიის, პროგრამირების განხრით ვაპირებ რაიმეს მოძებნას. ისევ თემას დავუბრუნდები. იმ ემიგრანტებს, რომელნიც ასე გულმოდგინედ ჭრიან თავს საქრთველოს, უდიდეს მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ ჩვენი ნამდვილი სახე დამანახეს. იცით, უკვე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ოცდახუთსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა გვაქვს. ადრე მეც, ბევრის მსგავსად, იმედიანი პატრიოტი ვიყავი, ეხლა კი არავითარი იმედი აღარ მაქვს. საქართველოდან ვინც ბოლო გამოვა, არა მგონია, შუქის ჩაქრობა დასჭირდეს. ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც სიბნელეში დავრჩით… მოკლედ, პატრიოტი ვარ, ოღონდ უკვე უიმედო, რომელიც აღარც კი ოცნებობს, მისი სამშობლო, ასე საყვარელი და საძულველი, ოდესმე ნორმალური ქვეყანა გახდება. მივყვები ცხოვრების დინებას, აღარ ვცდილობ მის საწინააღმდეგოდ ცურვას, ვემშვიდობები ჩემს ემოციებს, გულში საიმედოდ ვინახავ ჩემი ქვეყნის სიყვარულს, რომელიც არავის არ სჭირდება, ვრჩებით ამ ღამეში მარტო მე და უჩინარი ხმა, რომელიც ნაზად მეჩურჩულება:

    ამ ღამით, როდესაც ყველას სძინავს,
    კვლავ მხოლოდ შემი ფიქრი იღვიძებს,
    აიღებ წიგნებს შენ ჩუმი ოხვრით,
    ისევ გადაშლი გაცვეთილ ფურცლებს.

  37. ლერი says:

    ბოდიშს გიხდით ბეჭდვითი შეცდომებისათვის.

  38. jumberi says:

    Aris shens gulshi mts*are
    Ganadgureba mkvdari,
    Rotsa zizghia are,
    Rotsa ver suntkavs knari.

  39. მიყვარხართ ქართველებოოოოოოოოოოოოოოოო……თქვენ გენაცვალეთ.მაინც სუ სხვაა შენი ხალხი შენი მიწა….საქართველოს ვერავიზე და ვერაფერზე გავცვლი….სიმშვიდეს მხოლოდ აქ თავის სამშობლოში თუ პოვებს ქართველი.

  40. ამერიკაში რომ ჩამოვედი და გავიაზრე ამდენი ქართველი ყოფილა აქეთ, მე და ჩემმა დამ ვთქვით (სტუდენტები ვართ ორივე) მოდი რამე პროექტი შევქმნათ გავაძლიეროთ ქართული დიასპორა ისე რომ ქართველებს შორის კავშირი იყოს, და რამე რომ დაგვჭირდეს ერთმანეთის იმედი გვქონდესო. მერე რაც მეტი შევიტყვეთ არსებული სიტუაციის შესახებ ენთუზიაზმი ნელ-ნელა გაგვინელდა. თან დიდია ეს ოხერი ამერიკა და სხვადასხვა შტატებში ვისაც დავუკავშირდით, აქ ჩვენ ქართველებს ვერიდებით თქვენ გიჟები ხომ არ ხართო. გიჟები ვართ თუ რა მე მაინც მგონია რომ რამის გაკეთება შეიძლება და ბევრი წარმატებული და განათლებული ქართველიცაა აქეთ.

  41. ანგლიშკა says:

    ჰმმ….. ამის მერე კიდევ ბევრჯერ იტყვიან რაც კარგები ვართ ქართველები ვართო:((((((((

  42. და მაინც რატომღაც განსაკუთრებით მიყვარს ჩვენი ერი….გამორჩეული მამაცობით , ჭკუა_გონებით,თუ განსაკუთრებული ისტორიიით…ყოველ დროში იყვნენ ქართველთა შორის ისეთები,რომლებიც არ იმსახურებდნენ ამ საპატიო , ხვთისგან კურთხელ მიწაზე თავიანთ თანამემამულეებთან ერთად ცხოვრებას,თუმცა ამას იმდროინდელ ქართველობაზე მცირედითაც არ უმოქმედია…ქართველებს ერთი განსაკუთრებულიი თვისება გვაქ,რომ ერთმანეთის გვერდში ამოდგომა ვიცით ყველაზე საჭირო დროს….ვფიქრობ ნაკლი ყველა ერს აქვს …მიყვარხარ საქართველოვ!!! მიყვარხართ ქართველებო!!!

  43. გიო says:

    გერმანიაში ერთხელ სვეტაფორზე წითელზე გადავედი და მეორე მხარეს ერთი მეორეს ეუბნება: აბა ეხლა ქართველის მეტი ამას სხვა ვინ იზავდაო და მე უთხარი არავინ მეთქი :D და გაგიჟდნენ კინაღამ არა მეც გავგიჟდი :D:D:D

  44. ნატალი says:

    ძალიან “დავიგრუზე”..(((

  45. ოთარიუს ბუნდოვანი says:

    ვაააა,თქვენი ჭირიმე ხალხოოოოო,
    სულ ორი თვეა რაც საზღვარგარეთ ვარ და იმ აზრზე ვარ ქართველი რომ ვნახო – ზურგი არ შევაქციო და მითუმეთეს გაჭირვებული ქართველი.
    ღმერთმა ნუ შემაცვლევინოს აზრი!!
    ჰოოდა მერე რა,ზოგი იპარავს და ზოგი არა,
    აგერ თურმე ტელეფონი დაუბრუნა ვიღაცამ ქართველს და მაგასაც კაი ვაჟკაცობა უნდა.
    ყველას თავისი სიმართლე აქ და დღეს თუ ერთს მოიპარავს ხვალ ორს კაი საქმეს გააკეთებს,ასეთები ვართ ქართველები და ნუ დაძრახავთ ვინც უცხოეთშია და ქურდობს ძაან უჭირთ აქ ქართველებს.

    p.s. ორი ქართველი რომ იყო,დილის ექვსზე,წელზევით გახდილები მღეროდნენო,ეეეე მე რატომ იქ არ ვიყავი,საერთოდ წელ-ქვევით დავიხდიდი და ისე მივცემდი ბანს,

    თქვენი ჭირი-მე ქართველებო!!!!!!!!!!!!!

  46. ნიუ იორკის აეროპორტში წარწერა ქართულად

    საქართველოდან ვინც ბოლო წამოვა სინათლის ჩაქრობა არ დაავიწყდესო

  47. მარიკუნა says:

    მაგარია ძაან მომეწონა

კომენტარის დამატება