ზღვას არ უყვარს ჩაუძირავი გემები

titanic.jpg

ტიტანიკის აგების იდეა 1907 წლის ერთ ზაფხულის საღამოს დაიბადა. კომპანია White Star Line-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრიუს ისმეი ფირმა Harland & Wolff-ის წარმომადგენელ ლორდ ჯეიმს პირის ლონდონის რეზიდენციაში ვახშმობდა. იმ დროს ქალაქში ყველას პირზე ლაინერი ლიზიტანია ეკერა, რომელიც კონკურენტ კომპანია Cunard Line-ს ეკუთვნოდა. როგორც ამბობდნენ, ლიზიტანიის პირველი რეისი ატლანტიკის გადაცურვაში რეკორდს დაამყარებდა სისწრაფეში და ამით Cunard Line სუპერლაინერთა კონკურსის ლიდერად გამოცხადდებოდა. ლორდ პარიმ და ისმეიმ პირველობის გეგმა შეიმუშავეს. უფრო სწრაფი ლაინერების აგების ნაცვლად მათ გადაწყვიტეს აეგოთ ორი ჭეშმარიტად მცურავი სასახლე. ეს ისტორიული ვახშამი იყო. სამუშაოები უკვე ერთი კვირის შემდეგ დაიწყო… 1908 წლის დეკემბერში ნომერ 400 გემის (შემდგომში ”ოლიმპიკის” სახელით ცნობილის) ასაგებად პირველი სამუშაოები ჩატარდა. ნომერ 401-ე, შემდგომში ”ტიტანიკად” წოდებულის აგება კი 1909 წლის 31 მარტს დაიწყეს.
1912 წელი. ჰემპშირი. ჩრდილო ატლანტიკა. 6-12 აპრილი.

6 აპრილი, შაბათი. სამხრეთ ინგლისი. ტიტანიკმა ეკიპაჟის უმეტესობა დაიქირავა და ტვირთის უმეტესი ნაწილი მიიღო. ტვირთი 560 ტონას იწონიდა და 11524 ცალკეულ ადგილს იკავებდა. White Star Line-ის ოფისის ჰოლები საუტჰემპტონის უმუშევრად დარჩენილმა მეზღვაურებმა გაავსეს. ბევრი მათგანი საუტჰემპტონიდან იყო, ზოგი კი ლივერპულიდან, ლონდონიდან და ბელფასტიდან ჩამოვიდა. კონტინენტებიდან მოსულთა განცხადებებს არ იღებდნენ, რადგან ტიტანიკის კაპიტანმა ედვარდ ჯ. სმიტმა განაცხადა, რომ ფორმირებულიყო ”ნამდვილი ბრიტანული ეკიპაჟი ნამდვილი ბრიტანული ხომალდისათვის”. დღის ბოლოს მრავალრიცხოვან ტვირთს 5800 ტონა ქვანახშირი დაემატა.

7 აპრილი, აღდგომის კვირა. ტიტანიკზე ყველა სამუშაო შეჩერდა. აღდგომის დღეს ლაინერის მილიდან არც ორთქლი ამოდიოდა, არც კვამლი. გემის წყალზე რწევის ხმა მთელს ყურეში გაისმოდა. იგი კი თავისი უმოძრაოდ დგომის უკანასკნელ საათებს ითვლიდა. ტიტანიკი კვლავ #44-ე ბაქანზე იდგა, რომელიც სპეციალურად 16 მეტრით იყო გაღრმავებული.

8 აპრილი, ორშაბათი. ტიტანიკი კვლავ 44-ე ბაქანზე დგას და თავისი პირველი რეისისთვის ემზადება. ამოიტანეს სურსათი: 34 ტონა ხორცი და 5 ტონა თევზი. ეს სურსათი უზარმაზარ სპეციალურ მაცივრებში მოათავსეს, რომელიც G გემბანზე იმყოფებოდა. გასვლამდე ცოტა დროღა რჩებოდა. ყველა უკანასკნელი სამუშაო და შემოწმება კონსტრუქტორ თომას ენდრიუსის ზედამხედველობით ჩატარდა. თომასი 7 საათამდე დარჩა ტიტანიკზე და შემდეგ White Star Line-ის ოფისში თავის საქმეებს მიუბრუნდა.

9 აპრილი, სამშაბათი. უკანასკნელი სრული დღე, როდესაც ტიტანიკი კვლავ საუტჰემპტონში იყო გაჩერებული. თომას ენდრიუსმა სულ მცირე ხნით მოიცალა, რათა თავისი მეუღლისთვის ეს სიტყვები მიეწერა: ”ძვირფასო, მინდა ის სიხარული გაგიზიარო, რასაც განვიცდი. გემი თითქმის მზადაა გასასვლელად და ხვალ, როდესაც ის რეისში გავა, ძველ ფირმას საქვეყნო აღიარებას მოუტანს!” კაპიტან სმიტის გარდა ყველა ოფიცერმა ის ღამე ტიტანიკზე გაატარა. ღამე წყნარი და ცივი იყო. ყველა მეზღვაურსა და ოფიცერს ერთდროულად შიში, სიამაყე და მღელვარება დაუფლებოდა. ეამაყებოდათ იმიტომ, რომ მსახურობდნენ სუპერლაინერზე მისი პირველი რეისის დროს! ეს ტიტანიკის უმოძრაოდ დგომის უკანასკნელი ღამე იყო.

10 აპრილი, ოთხშაბათი. 7 სთ-სა და 30 წთ-ზე კაპიტანი სმიტი ტიტანიკზე ავიდა და თავისი პირველი თანაშემწე ჰენრი უაილდის რაპორტი მიიღო. მალე ერთი მილის მანძილზე გაისმა ტიტანიკის საყვირი, რომელიც ყველას გასვლას აუწყებდა. 9:30-სა და 11:30-ს შორის პირველი, მეორე და მესამე კლასის მგზავრები მოვიდნენ. სამგზავრო ვაგონებმა ისინი ლონდონის მახლობელ სადგურ ვატერლოოდან მოიყვანეს. შუადღემდე ცოტა ხნით ადრე ტიტანიკის ძლიერმა, მბრძანებლურმა სირენამ ყველას კიდევ ერთხელ აცნობა, რომ მალე გადიოდა. მნახველებმა და გამცილებლებმა, აგრეთვე პორტში და ხმელეთზე მომსახურე პერსონალმა ხომალდიდან ჩამოსვლა დაიწყო. ზუსტად შუადღისას ტიტანიკი ნაპირიდან საფრანგეთის მიმართულებით გაცურდა. 24 მილის სიგრძე ინგლისის არხით კი ნაშუადღევს, 17:30-ზე ტიტანიკმა კურსი ირლანდიისკენ აიღო.

11 აპრილი, ხუთშაბათი. შერბურგიდან ქუინსთაუნში ხანმოკლე გადასვლა იმ მნიშვნელოვანი მოვლენებით არ გამოირჩეოდა, რომლებიც მგზავრებს საშუალებას მისცემდა გაეთავისებინათ, რომ უზარმაზარ ხომალდზე იმყოფებოდნენ და მათი მოგზაურობა ისტორიული იქნებოდა. თომას ენდრიუსი და Harland & Wolff-ის საგარანტიო ჯგუფი ინჟინრებს გემის მოძრაობისთვის აუცილებელი სისტემების მომსახურებაში ეხმარებოდნენ. გაიარეს საყოველთაო განგაშის რეპეტიცია. ავარიის მაუწყებელი ზარების ხმა რამდენიმე წყალგაუმტარი კარით იყო დახშული. 11:30-ზე ტიტანიკმა ღუზა ქუინსთაუნის ყურეში ჩაუშვა, ნაპირიდან ორი მილის მოშორებით და თავისი უკანასკნელი მგზავრებისა და ახალი ფოსტის მისაღებად მოემზადა. 13:30-ზე უკანასკნელად ასწიეს ღუზა. დაიწყო ტიტანიკის პირველი და უკანასკნელი ტრანსატლანტიკური რეისი. კაპიტანს მოახსენეს, რომ მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა საერთო რაოდენობა 2227 ადამიანს შეადგენდა.

ტიტანიკზე სიცოცხლე ჩქეფდა. მას ჩრდილოეთ ატლანტიკაში თავის ყინულის რანდევუზე მიეჩქარებოდა. ფრანგული თევზსაჭერი გემები ისე ახლოს მიდიოდნენ ტიტანიკთან, რომ მისგან ასროლილი შხეფები მეთევზეებს ღრუბლად ეხვია თავს. მორიგე ოფიცერი გემების მისალმებას მოკლე საყვირებით აძლევდა პასუხს. მოწმენდილ, ნათელ ამინდში ყველა ხედავდა, მათგან 4-5 მილის მოშორებით როგორც მიცურავდა დიდებული გემი, ჭეშმარიტან ”მცურავი სასახლე”. მნახველთ მთელი სიცოცხლის მანძილზე დაამახსოვრდათ ეს გრანდიოზული სანახაობა – შავი მილების თავზე თეთრი ბოლის ღრუბლები ულამაზესად მოჩანდა.

12 აპრილი, პარასკევი. დღის მეორე ნახევრისთვის ტიტანიკმა წყნარ და ნათელ ამინდში 629 კმ გაიარა. მოგზაურობის ყოველი დღე სულ უფრო და უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევდა ყველაში: არ იგრძნობოდა რწევა, ლაინერი შესანიშნავ მანევრებს აკეთებდა, სიჩქარის მომატებისას წონასწორობას მშვენივრად ინარჩუნებდა. ჰაერი იმდენად ცივი იყო, რომ მგზავრებს გემბანზე ყოფნისა და იქ წიგნის კითხვის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ უმეტესობა ბიბლიოთეკებში ატარებდა დროს. დღის განმავლობაში ტიტანიკმა ბევრი მილოცვა მიიღო. მიმლოცველები ბედნიერ მგზავრობას უსურვებდნენ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. სხვა გემებისგან მიღებულ ყველა რადიოგრამაში იყო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ატლანტიკის ოკეანეში მასიური ყინულის მთები ჯერკიდევ დაცურავდნენ, რაც მეტად უჩვეულო იყო აპრილის სეზონისთვის. გვიან საღამოს ტიტანიკის რადიო დროებით გამორთეს, რათა ფილიპსსა და ბრაიდს (ტიტანიკის რადისტებს) უთენია მისცემოდათ საშუალება აპარატურა შეემოწმებინათ და წესრიგში მოეყვანათ. პარასკევი ღამე გადასული იყო, როდესაც გემი ყინულის კლდეებით გარშემორტყმული აღმოჩნდა.

13 აპრილი, შაბათი. პარასკევის შუადღიდან შაბათის შუადღემდე ტიტანიკმა 835 კილომეტრი გაიარა. 10:30-ზე კაპიტანმა სმიტმა ხომალდის მორიგი დათვალიერება დაიწყო. ქვევით, გემის სიღრმეში, წელამდე გაშიშვლებული მუშები ქვანახშირს ქვანახშირზე ამატებდნენ დახუთულ, მთვრით სავსე ჰაერში, რომ გემს შეუჩერებლად ემოძრავა. ამ აუტანელ, საშინელ სიცხეში ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ზევით, გემბანზე, საშინლად ციოდა. და ასე, საათიდან საათამდე, ცვლიდან ცვლამდე შეუსვენებლად გრძელდებოდა უმოწყალო შავი სამუშაო…

14 აპრილი, კვირა. წყლის სარკესავით ზედაპირი, მშვენიერი, მზიანი და წყნარი სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი შესანიშნავ განწყობას უქმნიდა ყველას. მგზავრების უმეტესობა გემბანზე დასეირნობდა.

ჯერკიდევ ადრიან დილით ტიტანიკმა კარონის რადიოგაფრთხილება მიიღო: ”წინ აისბერგებია!” ამას მოყვა დანიური ლაინერ ნორდამის ცნობა ”ყინულის უზარმაზარ კლდეზე”. ნაშუადღევს ბალტიკამ აცნობა, რომ წინ, 400 კილომეტრის მოშორებით, ყინულოვანი კლდეების ველი იყო შექმნილი. ყველა ეს რადიოგრამა სმიტმა ისმეის გადასცა. არ ვიცით რას ფიქრობდა ყველაფერ ამაზე ისმეი – ერთ-ერთი უშუალო მესაკუთრე ტიტანიკისა, მაგრამ გემი აღებული კურსით აგრძელებდა გზას.

რამდენიმე ხნის შემდეგ ”დიდ აისბერგზე” გერმანულმა ხომალდმა ამერიკამაც აცნობა ტიტანიკს, მაგრამ ამ ცნობას კაპიტან სმიტამდე არ მიუღწევია. სადღაც 18:30 წთ-ისთვის კაპიტანმა ჩვეული მიმართულების კურსი ოდნავ შეცვალა სამხრეთ-დასავლეთით. ალბათ ცდილობდა, გვერდი აექცია ყინულის კლდისთვის, რომელზეც ამდენმა გემმა მისცა გაფრთხილება. ოღონდ ამასთან ერთად, სვლის შენელების ბრძანება არ გაუცია და ლაინერიც თანდათან უმატებდა სიჩქარეს.

19:30 წთ-ზე სამჯერ კალიფორნიანმაც აცნობა ტიტანიკს, რომ მათ წინ, მათი მიმართულებით, სულ რაღაც 80 კილომეტრის მანძილზე უზარმაზარი აისბერგი იყო. იმ დღეს მიღებული ყველა რადიოგრამა იუწყებოდა, რომ ყინულის კლდეები ტიტანიკის კურსზე იყო და 125 კილომეტრის სიგრძის ველს ქმნიდნენ.

კაპიტანმა სმიტმა ვახშამზე უარი თქვა და თავის სადგომზე ავიდა. მან და მისმა თანაშემწე ლაითჰოლერმა ერთხანს მშვენიერ ამინდზე ილაპარაკეს. 21:30-ზე კი სმიტი დასაძინებლად გაემართა და, ჩვეულებისამებრ, განკარგულება გასცა გაეღვიძებინათ, თუ რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდებოდა. ლაითჰოლერმა მორიგეები გააფრთხილა, დილამდე თვალი ედევნებინათ აისბერგებისთვის.

ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა.

10 საათზე ლაითჰოლერი პირველმა ოფიცერმა მიურდოშმა შეცვალა.
10:55 წთ-ზე ტიტანიკიდან 20-30 კმ-ის მოშორებით გემი კალიფორნიანი ყინულის მთებმა შეაჩერეს. ლაინერმა იმ რაიონში მყოფ ყველა გემს გაუგზავნა გაფრთხილება. ტიტანიკის რადისტმა ბრაიდმა აწ უკვე ისტორიული სიტყვებით უპასუხა კალიფორნიანის გაფრთხილებას: ”შეწყვიტე! გაჩუმდი! შენ ჩემ სიგნალს ახშობ! კეიპ-რეისის მონაკვეთზე მე ვმუშაობ!” კალიფორნიანის რადისტს ისღა დარჩენოდა, რომ თავისი აპარატი მთელი ღამით გამოერთო. ამ დროისთვის ქვანახშირი 29-დან 24 ბუნკერში ენთო და ტიტანიკი თავისი მაქსიმალური სიჩქარით – 40 კმ/სთ-ით მიცურავდა.

11:30 წთ-ზე ფლიტმა და ლიმ გემის კურსზე მსუბუქი ნისლი შენიშნეს. 11:40-ზე ფლიტმა (პირველმა) შენიშნა აისბერგი და სასწრაფოდ აცნობა მეექვსე თანაშემწე მუდის. მუდიმ მიიღო სიგნალი და ცნობა გაგზავნა მიურდოშთან, რომელმაც ინსტიქტიურად გასცა ბრძანება: ”გააჩერეთ სვლა!” მან ტელეგრაფით გასცა განკარგულება, რომ გამოერთოთ ყველა ძრავა, გემი გაეჩერებინათ და შემდეგ სრული სვლით უკან წასულიყვნენ; აგრეთვე ჩაეკეტათ ყველა წყალგაუმტარი კარი. ტიტანიკმა ნელნელა შემობრუნება დაიწყო, მაგრამ იქვე, სულ ახლოს მცურავი აისბერგის მიწისქვეშა ნაწილი მის მარჯვენა გვერდს დაეჯახა და შინა წინა ხუთი დამცავი კარი დაუზიანა.

11:55 წთ-ზე G გემბანზე მდებარე ფოსტის განყოფილება და სამანქანე ნაწილის ქვანახშირის ბუნკერი უკვე წყლით იყო დაფარული. უაილდმა, ბოქსჰოლმა და ენდრიუსმა სასწრაფოდ შეამოწმეს დაზიანება. ამან კაპიტანი სმიტი მიახვედრა, რომ მოხდა ყველაზე საშინელი – ტიტანიკი იძირებოდა! მან თავად შეამოწმა დაზიანება, ლაინერის ადგილმდებარეობა და მეოთხე თანაშემწე ბოქსჰოლს კოორდინატები რადიოთი აცნობა. ფილიპსს გადაეცა პაკეტი ბრძანებით, გადაეცა საგანგაშო სიგნალი. ფილიპსმაც ჩვეულებრივი სიგნალი გაგზავნა: GQD… MGY… GQD… MGY…

15 აპრილი, ორშაბათი. შუაღამის გადასვლისთანავე წყალი უკვე იმ სკვოშის პორტს მიწვდა, რომელიც ძირიდან 10 მეტრით იყო დაშორებული. უმეტესობა ბუნკერებიდან აღარ მუშაობდა და კვამლი ბოლქვებად ამოდიოდა გათავისუფლებული მილებიდან. სმიტმა ბრძანება გასცა, რომ გამოეხსნათ მაშველი ნავები და მგზავრები და ეკიპაჟი გაეყვანათ გემიდან. ნავების საერთო რაოდენობა 1178 კაცს დაიტევდა, მაშინ, როდესაც თვით გემზე 2227 ადამიანი იყო. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნავებს მაქსიმალურად დატვირთავდნენ.

00:10-სა და 02:50-ს შორის გემ კალიფორნიანის ეკიპაჟის რამოდენიმე წევრმა გემის სინათლე და რაკეტები შენიშნეს, მაგრამ რაკეტებისთვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ. ბევრმა ხომალდმა მიიღო უბედურების მაუწყებელი სიგნალი ტიტანიკიდან და დასახმარებლად ბევრი მიემართებოდა. მათ შორის იყო კარპატია კაპიტან როსტორნის მეთაურობით. კარპატია ტიტანიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 93 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.

00:15 წთ-ზე უილას გალტერმა და მისმა ორკესტრმა მხიარული რეგთაიმის დაკვრა დაიწყო პირველი კლასის A გემბანზე. ორკესტრის ყველა წევრი უკანასკნელ წუთამდე უკრავდა და შემდეგ ისე დაიღუპა, რომ მათ შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო.

00:25 წთ-ზე კაპიტანმა სმიტმა ბრძანა მაშველ ნავებში ჯერჯერობით მხოლოდ ქალები და ბავშვები ჩაესხათ. 00:30-ზე მარჯვენა მხრიდან წყალში ნელ-ნელა მე-7 მაშველი ნავი ჩაუშვეს. ნავში 68 კაცის ჩასმის შესაძლებლობა იყო, მაგრამ სანაცვლოდ, მასში 28 კაცი იჯდა. ამავე დროს კვარტეტმეისტერმა პირველი სასიგნალო რაკეტა გაუშვა. რაკეტა 800 ფუტის სიმაღლეზე აიჭრა მაღლა და ხმაურით გაიშალა თორმეტ მანათობელ ვარსკვლავად. სავარაუდოდ ეს რაკეტა შენიშნეს კალიფორნიანის ეკიპაჟის წევრებმა და ყურადღება მხოლოდ იმიტომ არ მიაქციეს, რომ თეთრი იყო და არა წითელი – როგორც უბედურების შემთხვევაში. ამ დროს ბოქსჰოლმა მარჯვენა მხარეს ხომალდი შენიშნა, რომელიც რამოდენიმე წუთის შემდეგ უმალვე გაუჩინარდა, მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკიდან მორზეს ნათურებით ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას.

1:15 წთ-ზე წყლის დონემ გემის გვერდზე დაწერილ TITANIC-მდე აიწია. ამ დროს ლაინერი მკვეთრად გადაიხარა მარცხენა მხარეს. წყალში უკვე შვიდი ნავი იყო ჩაშვებული და თითოეულში მგზავრთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო კლებულობდა. თუმცა გემის გადახრის შემდეგ ნავებში უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მოთავსება. მაგალითად, გემის მარცხენა მხრიდან ჩაშვებულ მე-9 ნავში 56 ადამიანი იჯდა.

1:30 წთ-ზე ტიტანიკზე განგაში ატყდა. მარცხნივ, მე-4 ნავში უკვე 60 მგზავრი იჯდა. მათ შორის იმყოფებოდა მეხუთე თანაშემწე ლევი. მას ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოუხდა. რადგან პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ყველანაირი ხერხით ცდილობდა ნავში მოხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ნავები უკვე გავსებული იყო. ფილიპსის რადიოგრამები სულ უფრო და უფრო პესიმისტურ ცნობებს აწვდიდა გემზე მყოფთ. ”გემი სწრაფად მიექანება ფსკერისკენ”… ”გემი დიდხანს ვეღარ გაძლებს წყლის ზედაპოირზე”… ”სულ უფრო და უფრო მალე ვიძირებით”… პარფიუმერიის მაგნატი ბენ გაიგენჰელი და მისი მსახური ვიქტორ გილიო თავიანთ კაიუტაში დაბრუნდნენ და განაცხადეს: ”ჩვენ ისე უნდა შევხვდეთ სიკვდილს, როგორც ეს ნამდვილ ჯენტლმენებს შეეფერება.”

1:40 წთ-ზე გემის კიჩოზე მყოფი ნავებიდან უმეტესობა წყალში იყო ჩაშვებული. ბრიუს ისმეიმ გემი მარჯვენა მხრიდან ჩაშვებული უკანასკნელი ნავით დატოვა. ამ გასაბერ ნავში მის გარდა კიდევ 39 მგზავრი იჯდა. გემის კიჩოზე მდებარე გემბანი უკვე წყლით იყო დაფარული.

2 სთ-ზე ოკეანის ზედაპირისგან ტიტანიკის სასეირნო გემბანს 3 მეტრიღა აშორებდა. ამ დროს უილას ჰარტლეიმ თავის ორკესტრს უკანასკნელი სიმღერა შეურჩია – Near my God, to thee. ის ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ამ სიმღერას აირჩევდა თავისი დაკრძალვისთვის. როცა გემზე ერთადერთი გასაბერი ნავი და 1500-ზე მეტი კაცი დარჩა, ლაითჰოლერმა ეკიპაჟის წევრებს უბრძანა, იარაღით გადაეკეტათ ნავთან მისასვლელი და იქ მხოლოდ ქალები და ბავშვები მიეშვათ. წყალი უკვე გემის ცხვირზე მდებარე A გემბანს მიწვდა. კაპიტანმა სმიტმა რადისტები ფილიპსი და ბრაიდი გაათავისუფლა პოსტიდან სიტყვებით: ”თქვენ უკვე შეასრულეთ თქვენი მოვალეობა”.

როგორც კი უკანასკნელი ნავები გაშორდნენ გემს, იქ მაშინვე შეწყდა ხმაურიანი აურზაური. ტიტანიკზე აბსოლუტური სიწყნარე გამეფდა. მასზე დარჩენილები მიხვდნენ, რომ დაღუპვა გარდაუვალი იყო და ვეღარავინ გადაურჩებოდა თავის ბედისწერას. ასობით ადამიანი გემბანზე იდგა ერთმანეთს მჭიდროდ მიკრულნი და ასე ელოდნენ თავიანთი აღსასრულის მოახლოებას. დაახლოებით 2:17 წთ-სთვის გემის კორპუსი სულ უფრო და უფრო მეტი სისწრაფით დაეშვა ფსკერისკენ. ამ დროს მეორე და მესამე კლასის ასობით მგზავრი ნავის სადგომებზე იდგა და მამა თომას ბულის ლოცვას ისმენდა, რათა შემდგომ სიკვდილის წინ ზიარება მიეღოთ.

2:40 წთ-ზე მსხვრევის ხმა გაისმა. ყველა ის საგანი, რომელიც დამაგრებული არ იყო, ქვევით, ტიტანიკის უკვე ჩაძირული ცხვირისკენ ჩაცვივდა. შუქები ჩაქრა. გემი ვარსკვლავიან ცაზე გამოსახულ სილუეტს დაემსგავსა. ტიტანიკის კორპუსი შუაზე გადატყდა მესამე და მეოთხე მილებს შორის. ხომალდი რამდენიმე წუთს პერპენდიკულარულად გაჩერდა წყალზე. 2 სთ-სა და 40 წთ-ზე კი მთელი სისწრაფით დაეშვა 4 კმ სიღრმის ფსკერისკენ. ღამის სივრცე განწირულთა უმწეო ხმამ გაკვეთა. ლაითჰოლერის გადმოცემით, მათ დიდხანს, თავგამოდებით უბრძოლიათ. ეს გაბრძოლება მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, სანამ ყველა არ გაიყინა – ოკეანე ხომ ყინულოვანი იყო. ”გასაჩერებლად განწირულმა გულებმა და სასოწარკვეთილმა ხმებმა” წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ლაითჰოლერზე, რომელიც გასაბერ ნავ A-ში იჯდა და კატასტროფის ადგილიდან უსაფრთხო დისტანციაზე იმყოფებოდა. მაგრამ არა იმდენად შორს, რომ ხმები არ მისწვდომოდა.

3:30-ზე კარპატიის მანათობელი რაკეტები შენიშნეს. გემი გადარჩენილთა ნავებს 4 სთ-სა და 10 წთ-ზე მიუახლოვდა. პირველი მაშველი ნავიდან ხალხი დაუყოვნებლივ აიყვანეს. 5:30 წთ-ზე, როდესაც კარპატიაზე უკანასკნელი, მეთორმეტე ნავი აიყვანეს, უბედურების ადგილზე კალიფორნიანი მივიდა, რომელსაც უკვე გაეგო ტიტანიკის დაღუპვის ამბავი. რადიომდე რომ მიაღწია ბრიუს ისმეიმ პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ White Star Line-ის ოფისში დეპეშა გააგზავნა: ”ღრმა მწუხარებით ვიუწყები, რომ ამ დილით, აისბერგთან შეჯახების შედეგად ტიტანიკი ჩაიძირა. არის დიდი დანაკარგი. ყველაფერს დაწვრილებით მოგვიანებით გაცნობებთ”…

18 აპრილი, ხუთშაბათი. წვიმიანი საღამო, ნიუ-იორკი. 6-დან 8 საათამდე ნავსადგურში მომლოდინეთა რიცხვმა 30000-ს გადააჭარბა. კიდევ 10 ათასი აკვარიუმის გარშემო და ბიტერში სცემდა ბოლთას. და აი, კარპატიაც მოუახლოვდა ნაპირს. ამ გემს ყველაზე ძვირფასი ტვირთი მოჰქონდა – ის, რაც დარჩა ტიტანიკიდან. 705 ადამიანი და 13 ნავი. როგორც კი კარპატიამ სვლა შეანელა, მას ნავების მთელი არმია მიაწყდა. ხალხი ისტერიული ხელის მოძრაობით ეკითხებოდა გემზე მყოფთ ნათესავებსა და ახლობლებზე, რეპორტიორები ყვირილით უსვამდნენ შეკითხვებს და ფულსაც კი სთავაზობდნენ, რომ გემზე აეშვათ და ექსკლუზიური ინტერვიუ მიეცათ მათთვის. კარპატიის კაპიტანმა უილიამ ჰენრი როსტრონმა განაცხადა, სანამ გემი არ გაჩერდებოდა, მასზე არავინ ასულიყო. ერთ-ერთი კორესპოდენტი დააკავეს კიდეც, რადგან იგი გემზე მოხვედრას თვითნებურად ცდილობდა. ბრბო გონდაკარგული ყვიროდა, ეს სიგიჟითა და სასოწარკვეთილებით სავსე ღამე იყო.

კარპატიას კარგი რადიოკავშირი არ ჰქონდა. რადისტი იმდენად დაღლილი იყო, რომ ტიტანიკიდან გადარჩენილ კოლეგასთან ერთად ნიუ-იორკში გადარჩენილთა სრული სიის გაგზავნაც კი ვერ მოახერხა. ტიტანიკის რადისტ ჰეროლ ბრაიდს ფეხები მოყინული ჰქონდა, მაგრამ ორივე ცვლის შემდეგაც დარჩა, რათა სიის შედგენა გაეგრძელებინათ და ნათესავ-ახლობლებისთვის შეტყობინება გაეგზავნათ.

20:37 წთ-ზე კარპატიამ White Star Line-ის მეცამეტე ბაქანზე 13 მაშველი ნავის გადმოტვირთვა დაიწყო. თითქოს დაუსრულებელი პროცესი 21:35-ზე დასრულდა და კარპატიაც 54-ე ბაქანზე გაჩერდა. გემზე ტრაპის გადებისთანავე მედ-თანამშრომლები საკაცეებითა და ინვალიდის ეტლებით ავიდნენ დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად. ვინც დაარწმუნებდა, რომ ხმელეთზე ვინმე ელოდებოდა, დამოუკიდებლად ჩასვლის ნებას აძლევდნენ. დამხვდურები ემოციებს ვერ ფარავდნენ. მათ შორის 500-მდე სამგლოვიარო კაბით შემოსილი ქალი იყო. რაც მეტი გადარჩენილი ტოვებდა გემს, მით უფრო მატულობდა მოტირალთა რიცხვი. ბრბო ერთხანს სვამდა შეკითხვებს: ”რატომ დაიღუპა ამდენი? საერთოდ რატომ დაიღუპა გემი? ის ხომ ჩაუძირავი იყო!” ზოგი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ როგორ მოხვდა კარპატიაზე სენატორი უილიამ სმიტი. ბევრი სენატორს ეხვეწებოდა, კრეისერები გაეგზავნა კატასტროფის ადგილზე. შეიძლება მათი ნათესავები ჯერკიდევ ცოცხლები იყვნენ და გემის ნამსხვრევებს ჩაჭიდებულნი ცურავდნენ ატლანტიკის ოკეანეში… თუმცა რათქმაუნდა არანაირ მსგავს სამაშველო სამუშაოს აზრი აღარ ჰქონდა…

ასე დაიღუპა ტიტანიკი. ინგლისურ პორტ საუტჰემპტონიდან ამ გემით რეისში 2227 ადამიანი გავიდა. ცოცხალი გადარჩა 711. გემზე მყოფი 1662 მამაკაციდან გადარჩა მხოლოდ 19%. რადგანაც ნავებში პირველი ქალები და ბავშვები სხდებოდნენ, მათ შორის გადარჩენილთა რიცხვი შესაბამისად მეტია – 77% და 49%, შესაბამისად. მაგრამ არსებობს სხვაგვარი სტატისტიკაც: I კლასის მგზავრებიდან გადარჩა 62%, II კლასის მგზავრებიდან – 41%, ხოლო III კლასის მგზავრებიდან კი მხოლოდ 26%. მაშინაც კი, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, მდიდრები მდიდრებად რჩებოდნენ, ხოლო ღარიბები – ღარიბებად. აქვე აღსანიშნავია, რომ ინგლისის სადაზღვევო კომპანიები შოკიდან დიდი ხანი ვერ გამოდიოდნენ – მათ ხომ ”ჩაუძირავი ლაინერი” ყველაზე დაბალი ტარიფებით ყავდათ დაზღვეული.

კალიფორნიანი

კვირას, 13 აპრლის კალიფორნიანს გარს ყინულები შემოერტყა და კაპიტანმა სტენლი ლორდმა ბრძანა, მთელი ღამით გაჩერებულიყვნენ. ამ გემზე ერთადერთი რადიოოპერატორი – 20 წლის ევანსი იყო. იგი იმ დღეს დილის 7 საათიდან საღამოს 12 საათამდე აგზავნიდა და იღებდა რადიოგრამებს. თან გულში წყევლიდა კომპანიის მფლობელებს, რომელთაც მეორე რადისტი არ დაიქირავეს. 19:30 წთ-ზე ევანსმა ტიტანიკს გაუგზავნა შეტყობინება მათ ახლოს მდებარე აისბერგების შესახებ. გვიან საღამოს კაპიტანი ლორდი ევანსთან მივიდა და ჰკითხა, ქონდა თუ არა კავშირი რომელიმე გემთან.
- მხოლოდ ტიტანიკთან, სერ.
- შეატყობინეთ ტიტანიკს, რომ ჩვენ მთელი ღამით დრეიფში ვწვებით, – თქვა კაპიტანმა და გემის ცხვირზე დაბრუნდა.
საშინლად დაღლილმა ევანსმა შეასრულა კაპიტნის დავალება. გავიდა ორი საათი, რადისტმა საათზე დაიხედა. ისრები შუაღამეს უჩვენებდნენ. ევანსმა აპარატი გამორთო და დაიძინა. ზუსტად 15 წუთის შემდეგ კი ტიტანიკმა გაგზავნა სიგნალი S.O.S. ევანსს ძილისგან სულ 15 წუთით რომ შეეკავებინა თავი, ტიტანიკზე არცერთი ადამიანი არ დაიღუპებოდა.

კაპიტანი ლორდი მესამე თანაშემწე გრუვზთან მივიდა. 23 სთ-ზე მათ დიდი გემის სინათლეები შენიშნეს, რომელიც ჩრდილოეთით მიდიოდა. კაპიტანმა ჩათვალა, რომ ეს სატვირთო ლაინერი იყო. შუაღამისას გრუვზი მეორე თანაშემწე სტოუნზმა შეცვალა. კაპიტანი ლორდი დასაძინებლად გაემართა და სტოუნზს უბრძანა, თვალყური ედევნებინა უცნობი გემისთვის. გრუვზმაც დააპირა წასვლა, მაგრამ არა კაიუტაში, არამედ რადისტთან და ცოტა ხნის ჩაძინებული ევანსი გააღვიძა.

- რომელ გემებთან გქონდა კავშირი? – კითხა მან რადისტს. გაღაზიანებულმა ევანსმა უპასუხა, რომ ტიტანიკის გარდა კავშირი არავისთან ჰქონია. იგი მეორე გვერდზე გადაბრუნდა და მომენტალურად დაიძინა. გრუვზი აპარატთან მივიდა და ყურსაცვამი აიღო. მან მორზეს ანბანის კითხვა კარგად იცოდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსლირება ნელა მიდიოდა. მას ყურსაცვამი ერთხანს ხელში ეჭირა, მაგრამ ვერაფერი გაიგო, რადგან ევანსს აპარატი გამორთული ჰქონდა. ეს მომენტი კულმინაციური იყო მთელს ტრაგედიაში: რადისტს ძინავს, გრუვზი გამორთული მიმღებით თამაშობს, ხოლო ამ დროს, იქვე ახლოს მდებარე ტიტანიკი გადასცემს სიგნალს S.O.S. რამდენიმე წუთის შემდეგ გრუვზმა შუქი გამორთო და თავის კაიუტაში დაბრუნდა. ამ დროისათვის კი ტიტანიკს მხოლოდ ნახევარი საათის სიცოცხლე დარჩენოდა…

ტიტანიკის დაღუპვამ კაპიტან ლორდის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ამერიკასი მისვლისთანავე რომელიღაცა მატროსმა კალიფორნიანის სამანქანო განყოფილებიდან ერთ-ერთ ბოსტონურ გაზეთს 500 დოლარად მიყიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვითომ, დაახლოებით შუაღამისას მან და მთელმა ეკიპაჟმა დაინახეს გემი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიდიოდა და უცბად ჩრდილოეთისკენ იცვალა გეზი. სენატორმა, რომელიც ტიტანიკის დაღუპვის მიზეზებს იძიებდა ჩათვალა, რომ ლორდმა დაინახა ტიტანიკი და მას არ დაეხმარა. კაპიტანი ლორდი კომისიის წინაშე იფიცებოდა, რომ მისი გემი ტრაგედიის ადგილიდან 30 მილის მანძილზე იმყოფებოდა და არაფერი საგანგაშო სიგნალი არ მიმიღიაო, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. მოწმეებად გამოდიოდნენ ტიტანიკის ცოცხლად გადარჩენილი მგზავრები, რომლებიც იძახდნენ, რომ თავიანთი თვალით დაინახეს დიდი გემი, რომელიც მათთან ახლოს დიდი სიჩქარით მოძრაობდა და დასახმარებლად არ გაჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკიდან სასიგნალო რაკეტები გაეშვათ. ლორდი დამნაშავედ სცნეს. იგი 1962 წლის ზამთარში, ინგლისის ქალაქ უოლესში გარდაიცვალა

მაშინ, როდესაც ლორდი ჯერკიდევ ცოცხალი იყო, გამოიცა წიგნი ”ტიტანიკი და კალიფორნიანი”, რომლის ავტორი იყო პიტერ პედფილდი. მან დეტალური გამოთვლებით დაამტკიცა, რომ კალიფორნიანი ვერ იქნებოდა იმ ადგილზე, საიდანაც ეკიპაჟის წევრებს შეეძლებოდათ ტიტანიკის დანახვა. პედფილდმა მოიყვანა ერთი საკმაოდ ძლიერი არგუმენტი: კალიფორნიანი 22:20 წთ-დან დილის 5:15 წთ-მდე ყინულებში იყო გაჭედილი და ვერ მოძრაობდა. მგზავრები ტიტანიკიდან კი ამტკიცებდნენ, რომ საიდუმლოებით მოცული გემი მიდიოდა. ერთი სიტყვით, პედფილდმა გამოიტანა დასკვნა: ტიტანიკიდან კალიფორნიანი კი არა, სულ სხვა გემი დაინახეს. მაგრამ რომელი?..

ეს კითხვა ბევრს წლების მანძილზე აწუხებდა და მხოლოდ ლორდის სიკვდილიდან რამოდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით იქნა ნაპოვნი გემ სამსონის კაპიტნის უფროსი თანაშემწე ჰენრიკ ნაესის დღიური. ის წერდა, რომ ტიტანიკის დაღუპვის დღეს სამსონი ზღვის ლომებზე ბრაკონიერული ნადირობიდან ბრუნდებოდა. ღამით მეთევზეებმა სასიგნალო რაკეტები შენიშნეს, მაგრამ ბრაკონიერებს ეგონათ, ამერიკული საპატრულო გემი გაჩერებას გვთხოვსო. მაშინ ნაესმა ბრძანა სინათლეები ჩაექროთ და ჩრდილოეთით, ისლანდიის ნაპირებისკენ წასულიყვნენ.

”… ახლა მე მესმის, – თქვა ნაესმა, – რას ნიშნავდა ის რაკეტები იმ ღამეს… ჩვენ სულ ახლოს ვიყავით, როცა ტიტანიკი იძირებოდა. დიახ, ჩვენ ახლოს ვიყავით დიდი, საიმედო გემით და რვა ნავით. ჩვენ აუცილებლად რამეს ვიღონებდით რომ გვცოდნოდა, რაც ხდებოდა. რადიო კი ჩვენ არ გვქონდა…”

აი რომელი გემი დაინახეს კაპიტან ლორდმა და ეკიპაჟის სხვა წევრებმა კალიფორნიანიდან. გემი, რომელსაც დიდი იმედით უყურებდა სასიკვდილოდ განწირული ხალხი ტიტანიკიდან. ერთადერთი გემი, რომელსაც თუ ყველასი არა, იმ ზოგიერთი მათგანის გადარჩენა შეეძლო, რომლებმაც თავიანთი სამუდამო საფლავი ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე იპოვეს.

37 წამი

თუმცა ტრაგედია კვლავ საიდუმლოებებითაა მოცული, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა ჭეშმარიტებისთვის მიეგნოთ. სწორედ მათი წყალობით ჩვენ ხელთ გვაქვს რამდენიმე ახსნა იმისა, თუ რა მოხდა ყველაზე საბედისწერო 37 წამში. სწორედ ეს დრო გავიდა აისბერგის შემჩნევის მომენტიდან მის ტიტანიკთან შეჯახებამდე. 37 წამი!

ტიტანიკის ეპოქის ლაინერებს გაშლილ ზღვაში კრეისერების სიჩქარით უშვებდნენ საექსპლუატაციოდ. ჩვეულებრივ, ეს ნიშნავდა, რომ ძრავები, რომლებსაც ხომალდი მოძრაობაში მოჰყავდა მუშაობდნენ პოზიციაში ”წინ სრული სვლით”, ასევე მუშაობდა ტურბინაც. სიჩქარის შეცვლის ან რამე მანევრის გაკეთების პროცედურა ითვალისწინებდა ტურბინიდან ორთქლის გადაცემის შეცვლის რამდენიმე ეტაპს. აგრეთვე საჭირო იყო გარკვეული დრო, რათა შეცვლილიყო უკანდასახევი და შემოსაბრუნებელი მექანიზმების მუშაობის პირობები. ჩვეულებრივ გარემოებაში მოტორებს მანევრების გასაკეთებლად სამი წუთი სჭირდებოდა. სულ თხუთმეტი წუთი იყო საჭირო, ვიდრე კაპიტნის გემბანი ძრავებს ნეიტრალურ მდგომარეობაში გადაიყვანდა. როგორც კი აისბერგი შენიშნეს, კაპიტნის გემბანმა ინსტიქტურად მოახდინა რეაგირება. მემანქანეებს დრო აღარ რჩებოდათ იმისათვის, რომ ხომალდი ისეთი მკვეთრი მანევრისთვის მოემზადებინათ, რომელიც მას დაჭირდებოდა აისბერგისთვის გვერდის ასავლელად. ის ხომ 37 წამის სავალზე იყო! საერთოდაც, ვინ მოელოდა განკარგულებაში რამე ცვლილების შეტანას ღამით, შუაგილ ატლანტიკის ოკეანეში. კრეისერის სიჩქარიდან მანევრირებაზე გადასვლას ხომ რამოდენიმე წუთი სჭირდებოდა, რომელიც მემანქანეებს არ ჰქონდათ. ნაკლებ სარწმუნოა, რომ ხომალდს იმ მცირე დროში შეენელებინა სვლა, სანამ აისბერგს შეეჯახებოდა.

რადგანაც არცერთი იმ ინჟინერთაგანი არ გადარჩენილა, რომელიც ტიტანიკის ტურბინებისა და ძრავების მუშაობას უზრუნველყოფდა, ზუსტადაც არავინ იცის ყველაფერი როგორ მოხდა. მაგრამ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ იმ დროს მართვის კაბინაში მემანქანეები არ იყვნენ და პირველი განკარგულებები ორი მზეთავის მიერ იქნა მიღებული და შესრულებული. ბევრი მკვლევარის მოსაზრება ემთხვევა იმაში, რომ ტურბინებს ორთქლის გადაწოდება მაშინვე შეუწყვიტეს. ამან მეტად მცირე ეფექტი გამოიწვია და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტიტანიკი სიკვდილის შესახვედრად მაინც მთელი სიჩქარით მიემართებოდა. რამოდენიმე წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ თვით ტიტანიკის საჭე იმდენად პატარა იყო, რომ მისი საშუალებით შეუძლებელი იყო უზარმაზარი ლაინერისთვის მიმართულების მკვეთრი შეცვლა.

ბრიტანული კომისიის მიერ ჩატარებული ტესტების მიხედვით, როდესაც აისბერგი შენიშნეს გემი 445 მეტრზე შორს არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ტიტანიკს კი, თავის სიგრძეზე ორჯერ მეტი მანძილი მაინც უნდა გაევლო, სანამ თავის საჭის მოძრაობაზე მოახდენდა რეაგირებას. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ჩატარებული ყველა გამოძიება მხოლოდ ერთს ამტკიცებს – 1912 წლის 15 აპრილის შუაღამეს ტრაგედია გარდაუვალი იყო და ბუნების ძალებს წინ ვეღარავინ აღუდგებოდა.

 

თვით ტიტანიკი მისი ჩაძირვიდან მალევე დაივიწყა მსოფლიომ. ორმა მსოფლიო ომმა და ნგრევამ, მძიმე საზოგადოებრივმა დეპრესიამ და გაჭირვებამ უკან გადასწია სუპერლაინერის ლეგენდა. ლაინერის ლეგენდა ისევე გაქრა კაცობრიობის ფიქრებიდან, როგორც თავად ტიტანიკი გაუჩინარდა ყინულოვანი ატლანტიკის სიღრმეებში. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ახსოვდათ გემი. იმ დროს, როდესაც მსოფლიო ივიწყებდა ატლანტიკაში დატრიალებულ ტრაგედიას, ვინმე ვალტერ ლლოიდმა კვლავ ცხოველი ინტერესი აღძრა მის მიმართ მას შემდეგ, რაც ოჯახთან ერთად იმოგზაურა ოლიმპიკით, რომელიც ფაქტიურად იგივე პროექტისა იყო, როგორიც მისი უიღბლო თანამოძმე ტიტანიკი. 1955 წელს მან გამოსცა წიგნი ”დაუვიწყარი ღამე”, რომელიც 1912 წლის 15 აპრილს დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ეხებოდა. 1958 წელს კი ამ წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების კინოფილმი შეიქმნა, კენეტ მურის მონაწილეობით. ხოლო 1997 წელს ჯეიმს კემერონმა გადაიღო გახმაურებული ბლოკბასტერი ტიტანიკის ისტორიაზე.

73 წლის განმავლობაში დედამიწაზე მცხოვრებთაგან არავის დაურღვევა ტიტანიკის წყალქვეშა მყუდროება. ისინი ვერც ახერხებდნენ ამას, რადგან რატომღაც ისე გამოდიოდა, რომ ყველა ექსპედიცია დასაწყისშივე იშლებოდა. ამდენი ხნის განმავლობაში ვერავინ გაიგო გემის ზუსტი ადგილმდებარეობა. მაგრამ 1985 წლის 1 სექტემბერს ამერიკა-საფრანგეთის ერთობლივმა ექსპედიციამ რობერტ ბალარდის ხელმძღვანელობით არამხოლოდ მიაგნო ტიტანიკის ნაშთებს, არამედ წყალქვეშ მართვადი რობოტებით დარჩენილი კორპუსის ფოტოებიც გადაიღო. შემდეგი ნაბიჯი რუსეთმა გადადგა: 1991 წელს რუსეთის ი. შარაშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტმა ბატისკაფები ჩაუშვა ოკეანის სიღრმეში და პირველი ვიდეოჩანაწერები გააკეთა. ასევე გაკეთდა დარჩენილი კორპუსის მონახაზი. 1996 წელს რობერტ ბალარდმა პირველმა და ერთადერთმა სცადა 10 ტონა სიმძიმის ტიტანიკის კორპუსის ნაშთი წყლიდან ამოეღო, მაგრამ მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

ტიტანიკის დაღუპვით ყველა მიხვდა, რომ ბედისწერა ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცა. ვინც დაიღუპა, მათთვის კლასობრივი სხვაობა არ არსებობდა, ბედისწერას ისინი არ გაურჩევია. დღეს კატასტროფის მიზეზები, იმ ღამის მოვლენები და ტრაგედიის გავლენა საზოგადოებაზე ამოუხსნელია. 15 აპრილს კი გმირობის, თავშეწირვის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სულგრძელობის თუ სულმოკლეობის მისტიური ღამე იყო…

61 კომენტარი

  1. მარიამი says:

    საღოლ!
    ნუ ცოტა უაზრობაა ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც არ მესმის რატო დაიკიდა კაპიტანმა ამდენი გაფრთხილება აისბერგების შესახებ? მარტო იმიტომ რომ რეკორდი მოეხსნათ? ჩემი აზრით საკმაოდ ნათელი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი რომ თუ კურსს არ შეცვლიდნენ და სვლას არ შეანელებდნენ უეჭველ სიკვდილზე მიდიოდნენ. მოკლედ ვერ გავიგე რაააა :-??

  2. azax says:

    დიდი მადლობა ამ პოსტისთვის rocko!აუ ძალიან გული დამწყდა კიდევ ერთხელ ამ კველაფერზე..როცა ვკითხულობდი keiko matsui-ს ვუსმენდი უნებლიედ და რამის ვიტირე:)))ტიტანიკი იყო ლეგენდა და თავის ჩაძირვით ლეგენდად დარჩა სამუდამოდ!

  3. miramax says:

    ყოჩაღ! :)

  4. :) როკო როკო.. მალადეც ! :)

  5. დათო says:

    აუ ჯიგარია ამ ისტორიის დამწერი, მართლა ბევრი რამ გავიგე და ყველას მოვუყვები ამის შესახებ, ბევრი არ ვიცოდი და მადლობელი ვარ ვისაც ეს იდეა მოუვიდა

  6. ზუზუ says:

    ძაან ბანალურ რამეს ვწერ მაგრამ ემოციებს ვერ ვკლავ!
    იმენა საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!
    როკო ძაან მაგარი ხარ! ასეთ საინტერესო ამბებს თუ არ მოგვანატრებ მაგარი კაცი იქნები!

  7. ლიზი says:

    აუ ვაპსჰე მაგარია ტიტანიკი! მისი ამბავი უკვდავია! საღოლ!

  8. Dante says:

    ამის წასაკითხად რომ მეცალოს…

    :rolleyes:

  9. მარი says:

    ძალიან სამწუხაროა რო ხალხის დაუდევრობით ასეთი რაღაცეები ხდება.გული ამიჩუყდა და ვიტირე.კარგი იქნება თუ ასეთ ისტორიებს კიდევ დაწერთ.ამით ახალგაზრდები ბევრ საინტერესო და სასარგებლო ისტორიას გაიგებენ .ყველას ვურჩევ ამ საიტზე შემოსვლას.

  10. ლილი says:

    სხვათაშორის საინტერესოა ის ისტორიაც,(არვიცი რამდენად მართალია) რომ ტიტანიკის ჩაძირვამდე რამდენიმე წლით ადრე, ერთმა ღარიბმა მწერალმა თითქმის იდენტური ისტორია დაწერა, სადაც ვეებერთელა ლაინერი “ტიტანი “ლონდონიდან ნიუ-იორკისაკენ მიმავალ გზაზე იძირებოდა, სამწუხაროდ გამომცებლობამ მოთხრობა დაიწუნა,რადგანაც ასეთი ისტორია იმ მომენტისათვის წარმოუდგენელი იყო და ნამიშევარიც დავიწყებას მიეცა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა ეს ტრაგედია მოხდა შეძრწუნებულმა მწერალმა ამ ამბის გაგების შემდეგ წერაზე საბოლოოდ ხელი აიღო.

  11. ეკა says:

    ამ ცნობები ავტორს ჩემი გულწრფელი პატივისცემა:) ძალიან საინტერესო საიტი გაქვს! ვისურვებდი რომ კიდევ მეტი დოკუმენტური და შემეცნებითი ინ ფორმაციები გაგვეგოს:)

  12. საღოლ რა ძმაო, მეტი რა უნდა ვთქვა :)

  13. მააგრი საიტია მაგრად დამევასა საგოლთ ბიჭებო იმენა სერიოზულია რა სხვა საიტებს კი არ გავს პორნოებიტ რო არის გატენილი მააგალიტად ცჩემს:))) იმენა სერიოზულია რა ესეტი საიტი მართლა არ მინახია საგოლთ

  14. ეგ რა შუაში იკო ნეტა მარა მაინც რა მე რაც დამევასა ის ვტკვი თOღE ტიტანიკს ისეც უკრებ:)))

  15. ხატია says:

    ამდენი არ ვიცოდი ტიტანიკზე. ისე სულ არ ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ ისე ჩავედი ბოლოში, ვერც გავიგე :D მოიცადე ეხლა სხვებსაც წავიკითხავ :D:D:D.

  16. აუუუუუ ტიტანიკი უძლიერესია!!!!!!!!!!!

  17. ტიტანიკი არის ლეგენდა ყოჩაღ როკო!!!!!!!! :)

  18. აირინი says:

    გამომდინარე იქედან რომ ამ საიტზე (რიგი მიზეზების გამო) მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შემოვედი, ძველ სტატიებს ახლა ვკითხულობ…

    არ მინდა ბანალურად გამომივიდეს მაგრამ რა ვქნა, შესანისნავი სტატიაა, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. იმედია არქივში მსგავს კიდევ ვიპოვი რაიმეს…. ROCKO. გაიხარეეე

  19. გვანცა says:

    ტიტანიკი ეს დიდი სასწაულია მაგარია

  20. გვანცა says:

    დზალიან მომეცონა და დზალიან სამცუხაროა რო მდიდარი და ღარიბი დღესაც არსებობს

  21. მარიანა says:

    ტიტანიკი ეს მარტლა გემი კი არა უბრალოდ ლეგენდაა. დიდად არაპრის პანი არ ვარ მაგრამ ამას კურედგება რო არ მიექცესარ სჰეიდზლება . და ზევიტ ეცერა ამის ცასაკიტხად სად მცალიაო კი მაგის საქმეა მარა ნეტა ტუ არა სასცავლად და რამის გასაგებად არ უნდა ეცალოს არავიცი .მოკლედ ტიტანიკი ეს ჯერ კინოა რომელიც კოველტვის საინტერესოდ დარცჰება და არასროს გადავა მოდიდან რადგან უკვდავი ამბავია.

  22. ლაშა says:

    ცოტა ტრაგიკული, მაგრამ მსჰვენიერი ისტორიაა :)

  23. ნიკა says:

    საინტერესეო წასაკითხი იყო… ერთი შეხედვით უცნაური ამბავი იყო და საიდუმლოებებით იყო მოცული გემის ჩაძირვა.. თუმცა მიზეზი მაინც ერთია ადამიანების დაუდევრობა და სიმაყის გრძნობა აი ამან დაღუპა ტიტანიკი… დაუდევრობა შეიძლება დამხმარე გემებს მივაწეროთ.. მათი უყურადღებობას.. თუმცა მთავარი მაინც ტიტანიკის კაპიტანის შეცდომაა მისი სიამაყის გრძნობა და წარმოდგენა იმის შესახებ რო რაღამც ამბობდნენ ტიტანიკი ჩაუძირავი იყო ის მართლა არ ჩაიძირებოდა… ასე რო შეცდომას ყოველთვის ახლავს შედეგი და შედეგმაც არ დააყოვნა.. ეს მარტო კაპიტანის შეცდომა კი არაა კაპიტანი უბრალოდ სახეა სხვა დანარჩენი ადამინების რომლებსაც სიამაყის გრდძნობა უსწრებთ წინ.. ჩემი აზრით ასეთი რანგში ასეთი თვისებების მქონე ხალხი არ უნდა იყვნენ..

  24. ნიკა says:

    ზღვას ჩაუძირავი გემები კი არ უყვარს ის კაპიტანი არ უყვარს რომელსაც გემი ჩაუძირავი გონია და ის ხალხიც ასევე….

  25. ნიკა says:

    “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს”…. ესაა მთელი ამ ისტორიების აზრი და სათქმელი..
    ” გ ა ვ თ ი თ ო კ ა ც დ ი თ!!!”
    რამდენი ხნის წინ უთქვამთ ეს ფრაზა ჩვენებს, მაშინდელი საქართველოში იდგა ეს პრობლემა და მაშინ თქვეს ეს და ახლა ამ სიტყვების პატრონს დღევანდელი საქართველოსთვის რო შეახედა

  26. სოსო says:

    კინო ისე მიყვარს რომ ემოციებს ვერ ვმალავ. ამ გემზე ისედაც ბევრი რამ ვიცოდი სანამ ამ ტექსტს წავიკითხავდი,მაგრამ ამ ტექსტმა დაამტკიცა რომ იდუმალებიტ სავსეა ამ გემის ისტორია და მართლაც ზღვას არ უყვარს ჩაუძირავი გემები

  27. სოსო says:

    საღოლ რა მისტერ ენდრისს,რომ ასეთი გემი ააგო. მართლაც ეს გასაოცარი გემია და მეორე არ იკნება ამ ქვეყანაზე. დიდი სურვილი კი მექნებოდა ამ გემზე ფეხის დადგმის . მეცნიერები ცდილობდნენ მის ამოყვანას მაგრამ ვერ ამოიყვანეს და რატომ?ჩემი აზრი ამ პასუხზე ასეთია ეს დიდი ლეგენდაა და დიდი ისტორია და ამიტომ ის უნდა დარჩეს ფსკერზე და მოიხსენიონ დიდი ხნის მანძილზე.

  28. სოსო says:

    მე მაქ ნანახი ტიტანიკი თუ როგორ გამოიყურება ფსკერზე და მის დანახვაზე ზალიან ვფიკრდები

  29. სოსო says:

    ეს გემი ძაან მიყვარს მართალია ვტკვი რომ ის ფსკერზე უნდა დარჩეს,მაგრამ ის მე ისე მიყვარს რომ მინდა კვლავ აღდგეს და ატლანტის ოკეანეში კვლავ გაცუროს

  30. medoqs says:

    კარგია, ძალიან მიყვარს ფილმიც

  31. დათო says:

    არსებობს ბევრი ძველი ან ნაკლებად ძველი ამბები მაგრამ ტიტანიკი სულ სხვაა ის ერთადერთი და განუმეორებელია

  32. უცნობი says:

    ეს ყველაფერი იდიოტობაა მაგრამ გეოგრაფიის მასწავლებელს ვინ აიტანს? საშინელებააა არ გვინდა სწავლა !

  33. ნინი says:

    წაკიტხვის მერე დზალიან მოვიწყინე:((

  34. ზააააან მაგარია მისი ფანი ვარ და გადავწყვიტე რომ სიკვდილის დროს ტიტანიკის ნახვა ვისაც უნდა დაკავშირება და ტიტანიკი მოსწონს გიო_გიო_მმი დამიკავსჰირდეს

  35. მიშა says:

    საღოლ როკო. ჩემი აზრით მასე მცირე დროში ვერცერთი მაგ ზომის თნამედროვე გემიც ვერ მოახერხებდა მაგ მანევრის შესრულებას ცოტა რაგაც მეც გამეგება გემებშიიიიი…

  36. მელიტა says:

    ძალიან საინტერესი ისტორიაა…. და სატირალიც… :X

  37. აუ ძალიან მაგარია ტიტანიკი….ძალიან დამეხმარა და ბევრი რამეც ვისწავლე…ყოჩაღ.!!!!!!!!!!ბრავოოო!!!!!>……

  38. NINO says:

    წავიკითხე და გული სევდით გამევსო.წარმოვიდგინე იმ ადამიანების მდგომარეობა სიკვდილის ბოლო წუთებში და ყველაზე მეტად იმ ორკესტრის წევრებისა, რომლებიც სიკვდილის ბოლო წუთამდე უკრავდენ და მღეროდნენ Near my God,to three. და ასე შეხვდნენ სიკვდილს. ეს იყო ყველაზე საშინელი ტრაგედია მთელს მსოფლიოში. :(:(:(

  39. ნინია says:

    კარგად დაწერილი და საინტერესოა..დიდი მადლობა!!!

  40. გიორგი says:

    ტიტანიკზე ბევრი მქონდა წანაკითხი და განაგონი,მაგრამ აქ ყველაფერი უფრო გასაგებად ეწერა.ერთი რამ ვერ გამიგია ვინ დანიშნა სმიტი კაპიტნად?ის რომ არა ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა.გავანებოთ თავი ათობით გაფრთხილებას აისბერგის შესაახებ,გემს რომ არ მოეხვია და პირდაპირ დაჯახებოდა აისბერგს მისი მხოლოდ ერთი ნაწილი დაზიანდებოდა და 1ადამიანიც არ მოკვდებოდა.მოკლედ ყველაფერი სმიტის ბრალია და იმის,რომ ამ გემზე წარმოდგენა ჰქონდათ როგორც ჩაუძირავზე.

  41. საინტერესოა ისიც რომ ზედამხედველებმა ვერ შეძლეს აისბერგის დანახვა შორიდანვე,რადგან მათ არ ჰქონდათ კარადის გასაღები სადაც “დუბრინტები” იქნებოდა.სასაცილოა მაგრამ ასეა :დ:დ

  42. NINO მეც გეთანხმები ,ორკესტრის წევრების საქციელზე.ვისაც ინფორმაცია გაქვთ ტიტანიკზე ან რამის თქმა გინდათ მასზე დამამატეთ titanik_rocky

  43. ძალიან საინტერესოა და ძალიან შემიყვარდა ეს ფილმი, ძალიან ვიტირეე ჯეკზე და როუზზეეეე

  44. აუ ძალიან საყვარელია ჯეკიიიი

  45. გიორგი says:

    რომელიმემ ხო არ იცით ტიტანიკის შესახებ რაიმე წიგნი,რომლს შოვნაც ბიბლიოთეკაში შეიძლება.

  46. რამაზი says:

    წიგნის ძებნა არ გეზარება????? აქ ხო წერია ყველაფერი

  47. ანა says:

    მაგარია ტიტანიკი მიყვარს ძალიან

  48. გიორგი says:

    მაინც ვერ გავიგე 2227 მგზავრი იყო და ნავებში ერთად კი 1178 კაცი ეტეოდა. რატომ არ წაიღეს იმდენი ნავი რამდენზეც ყველა მგზავრი დაეტეოდა. როცა გაიგეს რომ აისბერგი იყო წინ რატომ არ გაჩერდნენ?

  49. გოჩო says:

    მე როგორც ვიცი თომას ენდრიუსს უნდოდა გემბანზე დამატებითი ნავების დამაგრება, მაგრამ ეს გემის კიჩოს დაამახინჯებსო და აგარ დაამაგრეს

  50. გოჩო says:

    ტიტანიკი თავისი ისტორიით ყოველთვის ჩემი მუზა იყო, არის და იქნება, ეს უდიდესი ლეგენდაა დედამიწაზე და სწორედ ჩაძირვამ აქცია ის ლეგენდად, შემომიერთდით ყველა ვისაც ტიტანიკი გიყვართ

  51. გოჩო says:

    ლილი მართალია მაგ ციგნის არსებობა, ტუმცა მე არ მქონია მაგრამ ვიცი რო მორგან რობერტსონია ავტორი

  52. გოჩო says:

    გაგეცინებათ და იმდენად მიყვარს ფილმიც რო მართლა რამდენიმე ასეულჯერ მაქ ნანახი და ყოველი ნახვისას მგონია რო მოხვევას მოასწრებს და არ ჩაიძირება, 2012 ში 6 აპრილში გამოდის 3D ფორმატით და კინოდან ალბათ ვერავინ გამომათრევს

  53. გოჩო says:

    მომწერეთ ვისაც ტიტანიკი ძაან უყვარს Fეისბუქზე, გოჩო

  54. კოკოროკო says:

    მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმაააააააააააააააააააააააააააააააააგგგგგგგგგგგგგგგგაააააააააააააააააააააააააააააა რიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  55. ძალიან ცუდი რომ ასე მოხდა

  56. ბექა says:

    მე პირველად რომ ვუყურე ამ ფილმს ისე დავინტერესდდი და ყველა ინფორმაციას ჩავეძიე მაგრამ სამწუხაროდ ცუდი დასკვნა გამოვიტანე ….ფილმ ტიტანიკში არის აღწერილი რომ ….ამას ღმერთიც კი ვერ ჩაძირავსო…

  57. gio says:

    ძაან გული მწყდება ამ ყველაფერზე და ძაან მინდა რო ახლაც არსებობდეს ტიტანიკი.ამ ინფორმაციისათვის კი ძაან დიდი მადლობა

  58. ევა says:

    rom ar daedzina 15 cutit ar chaidzireboda

კომენტარის დამატება