რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე

pako.jpg

სათაურიდან დავიწყოთ რა! :D ”რუსთავი2 მორალის სადარაჯოზე” – ხომ უკვე სასაცილოა? :D

ხოოდა, ბარის ეპოქა სრულდება-მეთქი და… დაიწყო გუშინ ბოლო ბარი. ”ბარი 4 – ყველაზე ყველაზე შოუ!” დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! დაიწყო ყველაზე ექსტრავაგანტული მონაწილეების გასაცნობი ლაივ-შოუთი და მათ შორის ”ყველაზე ყველაზემ” ქართველი ერის წინაშე აღიარა – მე არატრადიციული ვარო. :D შემდეგ უფრო გასაგებად განმარტა – ”გეი ვარ მე, ორი ადამიანი ერთში, მე ხომ ქალიც ვარ და კაციც, ასერომ, ყველას კონკურენტი ვარ ამ შოუშიო”. ბარში მყოფი ხალხის გაკვირვება იმდენად არა პაკოს ორიენტაციამ, არამედ სწორედ ამ ხმამაღალმა განცხადებამ გამოიწვია. ამ მომენტის შემდეგ კი მთელი ლაივ-შოუს მთავარი თემა სწორედ ეს ადამიანი იყო. ყველა დანარჩენი კითხვა სწორედ პაკოსთან ერთად თანაცხოვრებას შეეხებოდა და სახლში ასვლის შემდეგაც, ცენტრალური ფიგურა ყველა კადრში ახლადგამოკლოზეტებული გეი გახლდათ.
მაგრამ მოხდა სასწაული – დღეს დილით, კურიერში გასული სიუჟეტით შევიტყვეთ, რომ თურმე პაკოს ორიენტაციის გამო შოკში ჩავარდნილან არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ ბარის პროდიუსინგიც. ამიტომ, მათი და რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი გადაწყვეტილებით გეის შოუ დაატოვებინეს. მართალია, ნინო ხოშტარიამ ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი ვერ ჩამოაყალიბა და ვერც თამაშის რომელიმე წესით ახსნა მსგავსი ქმედება, მაგრამ იმის თქმა კი მოახერხა, რომ ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს ვერ გადავაბიჯებთო.

ორი აზრი არ არსებობდა – შოუ გეის მონაწილეობით, ყველაზე რეიტინგული გამოვიდოდა. ამ თორმეტი მონაწილიდან პაკო ერთადერთი ”ღირსშესანიშნაობა” ნამდვილად არ იყო, მათ შორის კიდევ ბევრი ”არატრადიციული” ადამიანია (რათქმაუნდა, ორიენტაციას არ ვგულისხმობ); თუმცა, საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ყველა მათგანი ნაცნობი და შეიძლება მობეზრებული ტიპაჟიცაა. პაკო კი სულ სხვა იყო! :D ხალხმა პირველად ნახა ცოცხალი გეი! :D ბუნებრივია, ყველაფერ ამას მოყვებოდა უზარმაზარი გამოხმაურება, შეიძლება, მართლმადიდებელ მშობელთა რამოდენიმე აქციაც კი; მაგრამ რუსთავი2-ს მსგავსი რეაქციების როდის ეშინოდა? რატომ ”დაზადნა” არხმა?

ან ”დაზადნა” კი? როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ პაკოს ორიენტაცია და მანერულობა კასტინგის დროს შეუმჩნეველი იყო ბარის შემქმნელთათვის? სულ რომ ნანახიც არ ყოლოდათ ეს ადამიანი, მხოლოდ მისი პროფილისა და ფოტოს მიხედვით შეიძლებოდა ყველაფრის მიხვედრა :D თუ ეს ყველაფერი იცოდნენ, მაშინ რატომ შეუშვეს შოუში? ერთი ღამისთვის? მეორე დღეს მთელ თბილისს რომ ბარზე ესაუბრა და თან საზოგადოება მადლიერი ყოფილიყო რუსთავი2-ის, რომ მსგავსი საშინელება მოაშორეს ტელეეკრანებს? ნუთუ ვინმეზე დადებითად იმოქმედებს არხის ასეთი საქციელი ან ვინმეს დამოკიდებულებას შეცვლის რუსთავი2-სადმი? მსგავსი იაფფასიანი ფიარ-აქცია ამ არხს არსებობის პერიოდში არ ჩაუტარებია…

რათქმაუნდა დაუჯერებელია, რომ შოუს შემქმნელებს თავიდანვე ვერ გაეთვალათ საზოგადოების რეაქცია. რათქმაუნდა ისიც დაუჯერებელია, რომ პაკო მის მანერულობასა და ამაზრზენ ქცევებს ლაივ-შოუმდე არ ავლენდა. გამოდის რა? იგი ერთი ღამის შოუსთვის გამოიყენეს და როდესაც ახალი ბარის დაწყება საკმარისად სკანდალური აღმოჩნდა, შემდეგ შოუდან გაუშვეს. რომ დაეტოვებინათ რა მოხდებოდა? ბუნებრივია, კარგი არაფერი. ვერ მოითმენდა მსგავს სანახაობას რომელიმე ჭეშმარიტი ქართველი, შევიდოდა ბარში და ცემით ამოხდიდა სულს ტელევარსკვლავ-გეის. საზოგადოება ხომ მინიმალურადაა ინფორმირებული LGBT-თემებზე. მათ უმრავლესობას ხომ დღემდე სჯერა, რომ თუ ბავშვი ცოცხალ გეის დაინახავს, იგი ასეთივე ორიენტაციის გაიზრდება :D

ერთი შეხედვით, სასიხარულო ფაქტი მოხდა გუშინ – როგორც იქნა, ხალხმა პირველად დაინახა ტელევიზიით გეი, რომელიც ამბობდა, მე გეი ვარ და ამის არ მრცხვენიაო. როგორც იქნა, გადაილახა ეს ბარიერი და თითქოს დაიძრა ყინული. თითქოს ხალხი ნელ-ნელა უნდა შეჩვეულიყო იმას, რომ გეი ადამიანებიც ჩვეულებრივი ხალხია და მათი დისკრიმინაცია ისეთივე არაცივილური ქმედებაა, როგორიც შავკანიანების ან (რატომღაც) ქერათმიანების სიძულვილი. მასას უნდა გაეგო, რომ ორიენტაცია გადამდები არაა. განსხვავებული ორიენტაციის ხალხი არაფერს აშავებს. ხალხს უნდა ესწავლა, რომ ის, ვინ რას და ვისთან აკეთებს საწოლში, არავისი საქმე არაა. და ბევრი სხვა რამ… მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს პროცესი ფრთხილად და დაკვირვებით წარმართულიყო, ყველაფერი საწინააღმდეგოდ განხორციელდა. პირველი გეი, რომელიც 3 მილიონი მაყურებლის წინაშე გაიხსნა, რუსთავი2-მა შეარჩია და იგი გამოდგა ყველაზე მანერული და ჩემთვისაც კი ამაზრზენი ქცევების პატრონი.

პაკოს ეკრანზე გამოჩენით ერთხელ და სამუდამოდ დასამარდა იმედი იმისა, რომ ქართული საზოგადოება უახლოეს პერიოდში მაინც გახდებოდა ტოლერანტული და განვითარების კიდევ ერთ ეტაპზე გადავიდოდა. გუშინდელმა ეთერმა კიდევ უფრო გაამყარა ხალხში არსებული პრიმიტიული სტერეოტიპები და კიდევ უფრო გაზარდა ზიზღი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხისა. შემდგომმა ქმედებამ კი, როდესაც არხის დირექტორმა ანგელოზის მზერით გვაუწყა, ეს ჩვენთვისაც შოკი და მიუღებელი იყოო, საბოლოოდ დააგვირგვინა one-night-show, რომლის ერთადერთი მიზანი ბოლო ბარის ხმაურიანი სტარტი იყო, ნებისმიერ ფასად!..

P.S. ვიცი, რომ ეს ზოგადად მძიმე თემაა, მაგრამ მაინც გთხოვთ, მაქსიმალურად კორექტულები იყოთ კომენტირებისას. მათი მოდერაციის დრო ნაკლებად მაქვს, ასერომ გთხოვთ, ნუ მაიძულებთ ამ წერილზე კომენტარების გაუქმებას. :)

126 კომენტარი

  1. Мальчик says:

    ხოო ამის გაკეთება მართლა არ იყო საჭირო. მაგას ადრე თუ გვიან მონაწილეებიც გამოუშვებდნენ და არ მგონია საზოგადოებას მისთვის მხარი დაეჭირა ლაივ შოუზე, მაგრამ ასე ადგე და მხოლოდ იმის გამო, რომ არასტანდარტული სექსუალური ორიენტაციისაა, ბეზპარდონ გაუშვა…

    სხვათა შორის გეი მონაწილეები წინა შოუებშიც მახსოვს (საკმარისად მანერულებიც), მაგრამ ამის გამო არავის გამოუგდია და თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ მთელი შოუს მანძილზე და თუ არ ვცდები საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერაც ქონდათ. საინტერესოა მათ რომ ეღიარებინათ და თან დაეყოლებინათ, რომ ამით ამაყობენ კიდეც თუ დატოვებდნენ პროექტს..?

    მოკლედ კლასიკურ ქართულ ჰომოფობიასთან გვაქვს საქმე: თითქოს ყველა ტოლერანტულია არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ რეალურად ყველა სიძულვილს, შიშს და ზიზღს განიცდის : (

  2. Artgeo says:

    ერთი შეხედვით, სასიხარულო ფაქტი მოხდა გუშინ – როგორც იქნა, ხალხმა პირველად დაინახა ტელევიზიით გეი, რომელიც ამბობდა, მე გეი ვარ და ამის არ მრცხვენიაო. როგორც იქნა, გადაილახა ეს ბარიერი და თითქოს დაიძრა ყინული. თითქოს ხალხი ნელ-ნელა უნდა შეჩვეულიყო იმას, რომ გეი ადამიანებიც ჩვეულებრივი ხალხია და მათი დისკრიმინაცია ისეთივე არაცივილური ქმედებაა, როგორიც შავკანიანების ან (რატომღაც) ქერათმიანების სიძულვილი. მასას უნდა გაეგო, რომ ორიენტაცია გადამდები არაა განსხვავებული ორიენტაციის ხალხი არაფერს აშავებს. ხალხს უნდა ესწავლა, რომ ის, ვინ რას და ვისთან აკეთებს საწოლში, არავისი საქმე არაა. და ბევრი სხვა რამ… მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს პროცესი ფრთხილად და დაკვირვებით წარმართულიყო, ყველაფერი საწინააღმდეგოდ განხორციელდა. პირველი გეი, რომელიც 3 მილიონი მაყურებლის წინაშე გაიხსნა, რუსთავი2-მა შეარჩია და იგი გამოდგა ყველაზე მანერული და ჩემთვისაც კი ამაზრზენი ქცევების პატრონი.

    ვერაფერს დავამატებ. 100%

  3. მართალი ხარ როკო, მაგრამ რას იზამ, რ2-იც ხომ ქართული ტელევიზიაა? :)

  4. კამი says:

    მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს გეების მაგრამ ხალხო ეს საქართველოა რა . ქართველები ვერასოდეს გამოვლენ კომუნისტური წყობილებიდან . რომ არ გაეგდოთ პაკო მერე ნახავდით რაც მოხდებოდა . ახალგაზრდობას არანაირი რეაქცია არ ექნებოდა მაგრამ მოხუცები გაგიჟდებოდნენ და გადაირევოდნენ

  5. ნინი says:

    რუსტავი 2 დასახურია,ჯერ მარტო იმის გამო რო ესეთ “მაგარ ტელე-შოუს” აჩვენებს, ეს “ტელეშოუ”უნდა გადიოდეს გამის 12 საატის მერე,როცა ბავშვებს და მოზარდებს სძინავთ,კიდე ეს უნდათ ისედაც გარყვნილ თაობას,ცისფერების და მეძავეების ასეთი თავისუფალი თარეში

  6. ნინი says:

    მე ცავიკითხე ყველა კომენტარი და ერთი კითხვა გამიჩნდა: ტქვენ მიიღებდით ასეთ შოუში მონაწილეობას?და იცხოვრებდით გეისთან ერთად?

  7. მერრყ says:

    როკო-სან სტატია იზ გუტ, გრძელ, მაგრამ გუდ ენდ ამომწურავ :)

    ნინი, შოუში ვისაც მონაწილეობის მიღება უნდოდა, მგონი გავიდა კიდეც კასტინგზე და მონაწილეობასაც იღებს.
    რაც შეეხება “გეისთან ერთად” ცხოვრებას – დამოკიდებულია “ცხოვრებაში” რას გულისხმობ :) ერთ ოთახში ძილი აპრიორი სქესობრივი კავშირის დამყარებას სულაც არ ნიშნავს. თუმცა თუ ვიღაცისთვის ერთჭერქვეშ დროებითი თანაცხოვრება და სექსი ერთიდაიგივეა, ეს ამ ამადამიანის პრობლემაა და არა რომელიმე პირობითი პაკოსი ან ტელეარხის, თუნდაც ისეთი გაქსუებული ტელეარხის, როგორიც რუსთავი 2-ია :)

  8. ანა says:

    მოკლედ, რა ვთქვა, არ ვიცი.. პაკოს თამამად შეუძლია უჩივლოს რუსთავი2 ს და მოსთხოვოს კომპენსაცია ვალდებულების დარღვევისთვის.. ისე ძაან დადებითად ვარ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხისადმი განწყობილი, მარა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პაკოს მსგავსი ამაზრზენი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს.. მისი მონაწილეობა შოუს სკანდალურ ელფერს მისცემდა, საზოგადოებისგან კი ვერასოდეს ეღირსებოდა კეთილგანწყობას, ის უბრალოდ ვერ მოიგებდა..

  9. Мальчик says:

    ქართველები ვერასოდეს გამოვლენ კომუნისტური წყობილებიდან .

    რას ამბობ კაცო?! “კომუნისტური წყობილებიდან” კაი ხანია გამოსულები ვართ, უბრალოდ ქსენოფობიას ვერ ვაღწევთ თავს. არადა ისაო, ესაო, სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთო. სამოქალაქო საზოგადოებაში კი დაუშვებელია ადამიანის დევნა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო. ყველას აქვს არჩევანის უფლება. რუსთავი 2-მა შეიძლება ითქვას წაგვართვა ეს უფლება! ქართული ტელევიზიაა მართალია ისტერიკა, მაგრამ ეს არაფერს, არაფერს ნიშნავს.

    პ.ს. ნინი ალბათ მართმადიდებელ მშობელთა კავშირიდანაა მოგზავნილი :P

  10. Ladybird says:

    ან რატომ მიიღეს, ან რატომ გაუშვეს… ვერავინ დამაჯერებს, რომ გადაცემის რედაქციამ არ იცოდა წინასწარ, რომ პაკო გეი იყო. ეგ მისი ანკეტიდანაც ჩანს, სურათს და ქცევას რომ თავი დავანებოთ.

    მერე კიდე, ვისაც არ მოსწონს ეს შოუ, იმათ ნუ უყურებენ და ვისაც მოგვწონს, გვაჩვენონ რასაც გვპირდებოდნენ, ე.წ.’ყველაზე,ყველაზე შოუ’.

    23:00 საათი საკმაოდ გვიანია და ბავშვები თუ მაინც უყურებენ ასე გვიან გადაცემებს, ეგ უკვე ტელევიზიის ბრალი კიარა, მშობლების ბრალია…

    ნინის კითხვას მინდა გავცე პასუხი: მე მივიღებდი თუ არა მონაწილეობას, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ახლა, მაგრამ მონაწილეებმა თავად განაცხადეს რომ ყველაფრისთვის მზად არიან ოღონდ კი ფული მოიგონ. ასე რომ უნდა აეტანათ კიდეც ერთი გეი (ან ვის რა დაუშავა, ვერ გავიგე… )

  11. მდაააა.. მაგ პაკოს ადგილზე ვუჩივლებდი. ვიქირავებდი ადვოკატს და კონტრაქტის დარღვევისთვის… კჰმ.. მაგრამ სასამართლოც ხომ აქაურია.. მოკლედ რა. ბლენა… შემეცოდა პაკო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საზიზღარი მანერები ქონდა.
    ისე კარგი სტატიაა როკო :)

  12. ცუდი says:

    ნინი მე თუ მკითხავ ეგ გადაცემა საერთოდ არ უნდა გადიოდეს არც 12ის მერე და არც ღამის 5 საათზე 1 ბავშვი თუ 1000 მაინც ნახავს მაგ გადაცემას ჩვენდა საუბედუროდ ისეთი თაობა მოდის მაგის გამო გაათენებენ და დააღამებენ;)

  13. კნიაჟნა says:

    პაკომ რომც უჩივლოს რუსთავი 2 -ს, ვერაფერს გახდება … იმედია ეს ვიცით აქ ყველამ. დავარაშვილის განცხადება იყო საკმაოდ საინტერესო ჩემთვის… თურმე “ბარი 4″ გვაჩვენებს ახალგაზრდების ჯანსაღ კონკურენციას და მისწრაფებას გამარჯვებისაკენ … მე მაინტერესებს, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს არ აქვს უფლება ან უნარი გვაჩვენოს ეს “ჯანსაღი კონკურენცია”? თუ “ჯანსაღი კონკურენცია” პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან თუ ვისთან გაქვს სექსი? ან დანარჩენი მონაწილეები რატომ არიან უფრო “მორალურები”? მხოლოდ იმიტომ რომ არ აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები (მე მგონი სწორად ვთქვი), ან აქვთ და ჯერ საჯაროდ არ გამოუცხადებიათ … თუ რაიმე სხვა ნიშნით განსხვავდება პაკოს და დანარჩენი მონაწილეების “ზნეობა და გამარჯვებისაკენ მისწრაფებები” გთხოვთ მომწეროდ, საშინლად მაინტერესებს :)

  14. მდაბიო ჩანაფიქრი და გადაწყვეტილება, როგორც თითქმის ყველაფერი ამ ქვეყანაში…

    მორალი…

    მორალი არა ის

  15. ბანძებზე მონადირე 2 says:

    მორალი…

    მორალი არა ის

    ღმერთო ჩემო აი ჩვენი დროის მორალისტებიც..! რაო რამ აღგაშფოთა ასე?

  16. Reviewer.tk says:

    რუსთავი ორი რომ არაჰუმანურად მოიქცა უდავოა, მაგრამ გაცილებით საინტერესო საზოგადოების რეაქცია იყო, როგორც ყოველთვის, პატალა ცირკაჩებივით მოვიქეცით და პროვინციული მანერების მქონე გეისგან ლამის ეროვნული გმირი გამოვაცხეთ

  17. ბანძებზე მონადირევ, რამ აღმაშფოთა და ფსევდო-მორალმა, რომელსაც რუსთავი 2 პარიკივით იყენებს.

    რაღაც ისე ვერ გაიგე ჩემი პოსტიდან, ნიჩივო…

  18. ეჰ says:

    რ2 მაგარი გაბანდზდა :) როცკო ყველაფერში გეთანხმები :) ეგ პაკო მართლა ცუდად იქცეოდა, გარკვეულწულად ეგეც სპეკულანტობდა… არად ასერიოზული რო დაეჭირა, იქნებ ასეთი აგრესია არც გამოეწვია. ეს რათქმაუნდა მის ბედს ვერ შეცვლიდა ( მაინც გამოუშვებდნენ) მარა, ამას მაინც იტყოდა “ხო მაგარი კაცი ვარო ” :)))
    იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ ეს სახე (პაკო) არ უნდა გამხდარიყო პრეცენდენტი, ანუ საზოგადოებას “ცოცხალი გეი” ასე არ უნდა ენახა:) ვინც იცის, ისიც ეცოდინება კასტინგს ვინ ატარებს… არც კომპანია წავიდოდა მისი წინააღმდეგი, , , უბრალოდ, ზემოდან დარეკილმა ზარმა, ბარიც ნაადრევად დაასამარა და მგონი, რუსთავი2-ს დაცემულ იმიჯსაც ვაზელინი წაახმარა:))))))))))))) გასაგებია, რომ ბევრს არ მოგვეწონა პალო, მაგრამ ამათი უაზრო საქციელი , ჩემი აზრით არანაკლებ ამაზრზენია… ყველამ კარგად (დაწყებული მაყურებლიდან დამთავრებული გენ. პროდიუსერამდე ) კარგად იცოდა რა კატეგორიაც იქნებოდა ბარ4-ში. მე ვფიქრობ, რო გარკვეულწილად ის ადამიანი ცოდოა.. იმიტო რო მან ამხელა ღიარება გააკეთა ( მნიშვნელობა არ აქვს მას რო არ ადარდებს!) და უცებ ეუბნებიან რო შენ “ისეთი” რო ხარ მაგიტო ბარგი ჩაალაგეო.. “_ :) მაგ ლოგიკით ნახევარი პროდაქშენი უნდა გავაგდოთ?:)))) ერთი რამ, რაც პაკოს შეუძლია, უნდა იბრძოლოს და თავისი უფლებები დაიცვას. მას დასაკარგი არაფერი აქვს და თუ ამისთვისაც ეყოფა ძალა მერწმუნეთ , ლაივ შოუს სკანდალური ღამე “ჟურნალად” მოგვეჩვენება :))))
    რ2 ფანდარასტ!:))

  19. ეჰ says:

    რამდენიმე ტექსტუალური ლაფსის გამო ბოდიშს გიხდით, მე ამის ღიარება შემიძლია :))))

  20. ბოზებს სიკვდილი ქუდებს სიცოცხლე.

  21. DelphiKnight says:

    მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები კომენტარებს, სადაც პაკოს (ან საერთოდ გეების) მხარდაჭერა ისმის. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს საქართველოა. და მე არ მინდა, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და ცოტა ჭკუაში მოვა, არატრადიციული ორინეტაცია უკვე ტრადიციულად ქცეული დახვდეს. არ მინდა, რომ მასმედიის საშუალებით ეს აღიარებული იყოს როგორც ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ნორმალური ქცევის ნორმა. იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ ფრიად რელიგიური ვარ (ვაი, რომ არა) და მარტო ამ კუთხით ვცდილობ შევხედო ამ საკითხს. თუმცა ეს გადამწყვეტი მომეტია, არსებობს კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი. არატრადიციული სექსი ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს (რომ არაფერი ვთქვათ უფლის კანონებზე). ოღონდ ნუ მომიყვანთ გეთაყვა ზოგიერთი ცხოველის მაგალითს, რომლებშიც შეიმჩნევა ასეთი სახის აქტები. ჩვენ ადამიანები ვართ, მაშასადამე განვსხვავდებით ცხოველებისაგან.
    მესმის, რომ თანამედროვე, ე.წ. “პრადვინუტი” ახალგაზრდებისათვის სასაცილოდ ჟღერს ეს სიტყვები. მე არ გეკამათებით, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ, რომელიც ამ შემთხვევაში კარდინალურად განსხვავდება აქ აზრის გამომთქმელთა უმეტესობის მოსაზრებისაგან.
    მესმის, რომ თითოეული ჩვენგანის არჩევანი გასათვალისწინებელია. ჩვენ იმ გზას ვირჩევთ, რომელიც გვსურს. ზოგი რელიგიურია, ზოგი სატანისიტი, ზოგიც – ათეისტი, ან სხვა “ისტი”. მაგრამ მოდით ნუ გავიგებთ დემოკრატიას ისე, თითქოს ყველაფრის უფლება გვქონდეს.
    გინდა იყო გეი? იყავი, მაგრამ მის პროპაგანდას, ჩვენებას და ამ ქმედების ნორმალურად ჩათვლას ნუ მოითხოვ. იტყვით ეხლა რომ ვარ ქსენოფობი, ფაშისტი და ვინ იცის კიდევ რა. შესაძლოა, არ გეკამათებით ამ საკითხშიც აგრეთვე.
    არ ვართ ჩვენ ევროპა, არ ვართ ჩვენ იმ კულტურის წარმომადგენლები. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენი ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებებით. არასოდეს არ გამჩენია და არც გამიჩნდება სურვილი ვიყო სხვა ვინმე, გარდა ქართველისა. ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. დიახ, ჩვენც გვაქვს უმარავი სამარცხვინო ფაქტი ისტორიაში. სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენი ქართველობა, ჩვენი მეობა, ვაჟკაცობა და სხვა მრავალი დადებითი თვისება მოვიტანეთ როგორღაც აქამდე. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მხრიდან, ხოლო ბოლო 17 წლის განმავლობაში ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მხრიდან მიმდინარეობს მასობრივი დეგრადაციის მცდელობა ქართველი ერისა. ჩვენ ამაზე სიამოვნებით ვუკრავთ ტაშს. ცუდია ეს. ჩემის აზრით. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ის რანიც ვიყავით. შეგვიძლია გადმოვიღოთ სხვა კულტურებიდან დადებითი, საჭირო მომენტები. მაგრამ ნუ გადმოვიღებთ ისეთ საზიზღობებს, რაც თვითონ ევროპელებს უკვე აღარ მოსწონთ. მაგრამ მატარებელი მათთვის უკვე წასულია. მანდ რომ ვინმემ ხმა ამოიღოს შავკანიანზე, არატრადიციული ორიენტაციის პირზე და საერთოდ ნებისმიერ უმცირესობაზე, ლუკმადაც არ ეყოფად ის საწყალი.
    სწორედ გამიგეთ, მე არ ვარ ფაშისტი. ვცდილობ ყველა ეროვნების და რასის მიმართ შემწყნარებელი და მოსიყვარულე ვიყო. ოღონდ… დაე იმ ეროვნებამ თავის ქვეყანაში იცხოვროს. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესის, რომელსაც ინტეგრაცია, გლობალიზაცია ჰქვია, წინააღმდეგი ვარ. ეს ჩემი კრედოა. კარგია ის თუ ცუდი, ის ჩემია და ვერავინ ვერ შემაცვლევინებს აზრს.
    მე არ მინდა, რომ ჩემი პატარა, ლამაზი ერი, აღიგავოს პირისაგან მიწისა. არადა ამის საშიშროება ნაღდად გვემუქრება.
    რომ შევაჯამო ყოველივე ზემოთქმული, ვიტყვი ერთს. ვარ კონსერვატორი და მუდამ ასეთი დავრჩები.

    P.S. წარმომიდგენია, რას იხალისებენ ჩემი აზრის მოწინააღმდეგეები ყოველივე ზემოთქმულზე. კი ბატონო, იქირქილეთ რამდენიც გენებოთ. მე პოლემიკის გამართვას არ ვაპირებ. უბრალოდ გავა გარკვეული ხანი, ბევრი რამ შეიცვლება და ნახავთ, რომ თქვენს მიერ არჩეული გზა მცდარი ყოფილა.

    გმადლობთ ყურადღებისათვის.
    კეთილად მენახეთ.
    დაე უფალი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანის მფარველი.

  22. ბანძებზე მონადირე 2 says:

    ხოო ბოლომდე ამის ჩაკითხვა შეუძლებელია. ჩვენ ე.წ. “პრადვინუტი ახალგაზრდობა” აქ გეი-კონკურსანტს კი არ ვუჭერთ მხარს, უბრალოდ ვგმობთ ადამიანის დევნას მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ფსევდო მორალის სახელით.

    პოლემიკას თქვენთან არავინ აპირებს. უბრალოდ რამდენიმე შენიშვნა მაქვს თქვენი ნებართვით:

    ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს საქართველოა.

    ეს მიზეზი კი არა თქვენი უბადრუკი ლოგიკაა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

    არ მინდა, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და ცოტა ჭკუაში მოვა, არატრადიციული ორინეტაცია უკვე ტრადიციულად ქცეული დახვდეს.

    არ მესმის ეს რატომ გაშინებთ. ძალით არავინ არაფერს დააძალებს და გადამდები არაა. არც ქცევის ნორმაა სხვათა შორის.

  23. მდაა…
    დელფინაითს უნდა, რომ სწორად გავუგოთ… ორასჯერ მაინც ახსენა. აშკარად თავდასხმას ელოდა.

    არც კი ვიცი რა არი დოგმებზე დიდი საშინელება. წარმოუდგენელია პირდაპირ…

  24. საკურა says:

    შემეცოდა პაკო :(
    წარმომიდგენია როგორ ნერვიულობდა სანამ ამას იტყოდა და როგორ მოექცნენ :( ბარს ვერ ვუყურებ,რადგან დრო საერთოდ არ მაქვს,ხოდა ხო რამდენიმე დღეა რაც ბარი დაწყო?არავის არ უთქვამს ჩემთვის ამ გეიზე,ანუ არ გამხდარა საჭორაო რატომღაც.ზატო ყველამ დამირეაკა და მითხრა ჩვენი უნის ლექტორზე,გიორგიზე,რომელიც 2 კვირის წინ ვნახე ექსკურსიაზე,მაგრად მომეწონა და მთელი დღე ნაღვლიანად ვუყურებდი მაგის ქორწინების ბეჭედს :D

  25. როკო, გმადლობ ამ თემაზე შენს ბლოგში ჩანაწერის გაკეთებისთვის. როგორც ყოველთვის ზუსტად აღწერე რუსთავი 2-ის “მორალი”.

    ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ ვინმეს აქვს იმ ლაივშოუს ან მასზე გაკეთებული კომენტარების ვიდეო. ომბუდსმენის აპარატმა გამოითხოვა, მაგრამ არ ვიცით რას იზავს ერორი.

  26. ნათულა says:

    პირველად ვნახე live-სჰი გეი:) … და ცოტა არ იყოს შემეშინდა…… ვერაფრით შევეგუები ჩემს გვერდით (ღმერთმა დამიფაროს) ასეთი ადამიანები იყოს,იმიტომ რომ ნამდვილი მამაკაცების გვერდით ვარ გაზრდილი ….. ვერ შევეგუები ვერაფრით….
    რაღაც მომენში მეცოდება კიდევაც ეს ადამიანი. რა ქნას ესეთი დაიბადა, მაგრამ პირდაპირ ეთერში გამოსვლა,ქალური მაკიაჟი და მანერები და პირდაპირ ეთერში სექსუალური სურვილების ხმამაღლა გამოთქმა – გარყვნილებაა და მეტი არაფერი.
    როგორც გინდათ ისე გამიგეთ, მაგრამ მე ძალიან მრცხვენია ამის გამო. მრცხვენიააააააა…….

  27. ჰაჰა, “ცოცხალი გეი” მაგარი იყო…

    მეც ვნახე ერთხელ ცოცხალი გეი დედასგეფიცებით :D:D:D

  28. ხოდა იმას დავამატებდი, რომ მოდი რა ნოდ, მაინცდამაინც გმირად ნუ გამოაცხადებ ახლა…

    საქმე რაშია იცი? გმირობა ჰგონიათ თუკი აღიარებენ რომ გეია, გარდა ამისა საერთოდ არატრადიციული ორიენტაციის ხალხს ძალიან მოსწონს ეს “მრავალტანჯული” ხალხის იმიჯი… (საქართველოში თორე…)

    არადა კაი ხანია უკვე ყველას მააააგარი ახატია გეია ვინმე თუ არა.

    მოკლედ, როგორც ყველაფერი სხვა ეგეც ასევე მახინჯურად შემოდის და მკვიდრდება საქართველოში.

    ფსევდოფასეულობები… ფუიჰ…

  29. Rocko says:

    ხოდა იმას დავამატებდი, რომ მოდი რა ნოდ, მაინცდამაინც გმირად ნუ გამოაცხადებ ახლა…

    და სად გამოვაცხადე კაცო გმირად? :) ეს ჩვენ გვჩვევია უბრალოდ, რომ ყველა დაჩაგრულს და წამებულს გმირის იარლიყს ვაკერებთ ხოლმე, თორე…

    გმირობა ჰგონიათ თუკი აღიარებენ რომ გეია

    დღევანდელ საქართველოში, მამენტ, გმირობის ტოლფასია :D

  30. azax says:

    განა ბიბლიაში არ წერია რომ არ უნდა განსაჯო სხვა?
    და რუსთავი2 მა რაც გააკეთა მაგარი პახაბნობაა!იმენა ხალხზე კაიპობენ რა! გეი კი არა ტრანსექსუალები რომ აფრიალონ ყოველ დღე ჯეოსელის რეკლამების ნაცვლად მე მაინც არ გამიკვირდება!:)საერთოდ ტელევიზია ხომ მასაზეა გათვლილი მაგრამ ეს მეტისმეტია! მართლა ხალხის ტელევიზიის სახელს ამართლებს.ალბათ იმდენი აგინეს მაგ გეის რომ დედამისს უეჭველი სადმეე ააყუდებენ:))))

  31. მზად ვიყავი ტელევიზორი მეექვსე სართულიდან გადამეგდო მხოლოდ იმიტომ რომ მაღიზიანებდა პაკოს ქცევა.

    თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ დისკრიმინაცია უნდა გაუკეთო.

    საზღვარგარეთ ჩემს გვერდით ორი გეი ერთ ამბავში იყო მაგრამ “იქ” იგნორირებას ვუკეთებდი. რატომ? იმიტომ რომ იქ ყველას თავისი სიმართლე აქვს და საქართველოში დიდ გულზე ვართ?

    მე თუ მკითხავ, ყველა ერთმანეთის რეაქციას უყურებს და ასე იქმნება საზოგადოების დამოკიდებულება ამა თუ იმ ფაქტზე.

    რუსთავი2-მა ჭამა ის, რის გამოც რამდენიმე წლის მერე ინანებს. იდეალური იქნებოდა საერთოდ არ გაეშვათ ბარში ის უბედური (თუმცა თვითონ ბედნიერია) პაკო.

  32. მედეო07 says:

    მოკლედ ვკითხულობ თქვენ აზრებს და მეცინება! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! სადამდე დავეშვით ხალხო. ეგ საცოდავი პაკო გამოიყენეს საექსპერიმენტო თაგვად,ახლა მთელი თუ, არა ნახევარი საზოგადოების ტვინები გადართეს ამ უბადრუკი ცალტვინა პაკოს მორალის განსასჯელად.
    საცოდავი საქართველო და ყოველი ქართველი,სადამდე დავედით?!
    და კიდევ ერთი- ბიჭად დავბადებულიყავი და გეი გავმხდარიყავი????
    ფუი………
    ასე არ ჯობია ქართველი ერის გადაგვარება უსისხლოდ,ნაბიჯ-ნაბიჯ,გეებად,ლესბოსელებად,ნარკომანებად! ჰოპ! და აღარ იქნება ქართველობა! აფერუმ საქართველო!!

  33. ლევანი(levani_sesva) says:

    ვიღაც “დიშოვკა” გეი სუ ფეხებზე არ გკიდიათ… =)) მაგსი გამო თავს როგორ იტკივებთ?:))… ლესბოსელები იყვნენ(ხელს არ მიშლიან) და პედიკები არა=))

  34. კუკუშა says:

    ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პაკო როგორ იქცეოდა
    მთავარია ის რომ ჩვენში შესაძლებელია ადამიანი გაანადგურო მორალურად ან ფიზიკურად იმის გამო რომ ის გეია და საზოგადოება ტაშს უკრავს და კმაყოფილებას ვერ მალავს
    მეც გეი ვარ, მერე რა???
    მეც მაგარი არ მევასებით და მაგარს ვარწყევ თქვენს პრიმიტიულ აზროვნებაზე, თქვენს ფსევდომორალზე, თვენს ვითომ პატრიოტულობაზე
    ყველას ვინც ჰომოფობები ხართ გისურვებ სული თა და გულით რომ თქვენი შვილები გეები გამოვიდნენ, აი მერე ნახავთ ეს რას ნიშნავს, როგორი გადასატანია ეგ ოჯახისთვის, დედისთვის ან მამისთვის, ან თვითონ გეისთვის
    ვინც ამას თავის თავზე არ გამოსცდის ისე ვერ მიხვდება
    ადამიანი რომელიც თანახმაა თუნდაიც რაიმე ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციაზე, თვითონ უნდა გამოსცადოს ეს დისკრიმინაცია და მერე მოვა აზზე
    თქვენ სხვისი ტანჯვა გსიამოვნებთ და ამიტომაც იტანჯებით ასე
    და ასი წელი არაა გირსი თქვენნაირი ქართველები ნორმალური ადამიანური ცხოვრების
    ვერც ეღირსებით ვერასოდეს
    თქვენ ქართველომაზე და ვაჟკაცობაზე ლაპარაკობთ და თანახმა ხართ გადათელოთ ნებისმიერი ქართველი თუ კი ის გეია
    სადაა ქართული ტოლერანტობა და შემწყნარებლობა? სადაა ჰუმანურობა? და სადაა ზღვარი საზოგადოებასა და ბრბოს შორის
    რამ დაგაჩლუნგათ ასე?
    თქვენ აიძულებთ გეებს დასტოვონ საქართველო
    თუ კი ჩვენ ნაგვები ვართ — მაშ სადაური წესია შენი ნაგავი სხვას დაუყარო?
    იქნებ ჩვენაც შეგვიძლია ამ კვეყნისთვის რაგაცის გაკეთება?
    რატომ უნდა თქვას საქართველომ უარი საკუტარ შვილებზე?
    სხვა ქვეყანას რატომუნდა მოხმარდეს ჩვენი ენერგია? ჩვენი ცოდნა?
    რატომ ვერ უნდა გრძნობდეს ქართველი თავს დაცულად საქართველოში ? როგორიც არ უნდა იყოს ეს ქართველი?

  35. მედეო07 says:

    კუკუშა შენც პაკოც და მსგავსნი შენნი,რომელ მორალზე მელაპარაკებით? თქვენ რა უნდა გააკეთოთ კარგი საქართველოსთვის როცა საკუთარი ტრ……… ვერ მოგივლიათ? ან სატრაბახო რა გაქვთ რომ იძახით გეები ვართო? ეს ავადმყოფობა უფროა და სამკურნალო ხართ ბატონო,ასე რომ პატივი დასდეთ თქვენ თავს და სხვისთვის ნოტაციის კითხვას ჯობია საკუთარ თავს მიხედოთ უპირველეს ყოვლისა.შენი სული და ხორცი შენთან უფრო ახლოა და ჯერ იმას მოუარე გაარკვიე შენი სქესი და მერე ნოტაცია სხვას ანუ მთელ ერს უკითხე!!!! პირველი მოვალეობა მამაკაცის დედამიწაზე არის ის რომ გაამრავლოს ერი და არა გეები!

  36. კუკუშა says:

    07 იცი რას გეტყვი?
    ალბათ აგარ გჭირდება მისწავლება საით უნდა წახვიდე(პო რუსსკი)
    ჩემ თავშიც კარგი გარკვეული ვარ და ტრაკიც ძაან კაი მოვლილი მაქვს
    ჯიგრო გამრავლებაზე გამახსენდა რამდენი შვილი გყავს?
    თუ იობარები შემოგაკლდა?
    ან იქნებ ქმარი ვერ იშოვე ამ “თახსირ” დროში?
    მე რა უნდა გაუკეთო ჩემს ქვეყანას ეგ მე ვიცი
    შენ იქნებ იმათთვის შემოგეძახა დღე და ღამე რესტორნებში რომ ცოხნიან
    მათი ფუნქცია მარტო ჭამა სმა ჯმა და გამრავლება რომაა
    ფუ გავკარი ეგეთებს და შენაც კიდე
    შენნაირები თუ არ გამრავლდა ეხლა ხო დაიღუპა მსოფლიო
    და დავაი რა საქმეს მიხედე
    გამრავლება თუ გაწუხებს გახდი გმირი დედა
    და ნუ უტყნავ სხვებს ტვინს ვისაც სხვა რამე აინტერესებს ცხოვრებაში გასაგებია
    საქმეს მიხედე!!!! გამრავლდი:)))))))))))))))

  37. ბანძებზე მონადირე 2 says:

    საცოდავი საქართველო და ყოველი ქართველი,სადამდე დავედით?!

    ქართველი ერის გადაგვარება

    აღარ იქნება ქართველობა! აფერუმ საქართველო!!

    აუუუ წაიღეს რა ტვინი ამ ვაი პატრიოტული ღირებულებებით და მორალით. ქალბატონო მედეა თქვენი “აზრები” უფრო სასაცილოა დამიჯერეთ, იმიტომ რომ პრობლემას, პრობლემის არსს ვერ წვდებით. აქ ნოტაციას არავინ არავის უკითხავს. ყველა თავი აზრს გამოთქვამს! თუ თქვენთვის რამე მიუღებელია, ეს მხოლოდ თქვენი პრობლემაა და არა ერის. ერის სახელით, ტრადიციული, ყავლგასული მორალით სპეკულირება არაა საჭირო.

  38. azax says:

    ქალბატონო მედეა თქვენი აზრები შეიტენეთ უკან თუ შეგეტევათ:)
    და მიეცი საშუალება გამოხატოს თავის აზრი თუნდაც გეიმ! შენ არავინ გეკითხება ვისთან ექნება სექსი! იქნებ გინდა ირანს დავამსგავსოთ საქართველო და დავხვრიტოთ გეები და დასავლური ორიენტაციის ხალხი?საიდან ამდენი ზიზღი და აგრესია?

  39. azax says:

    რაც ყველაზე მაგრად მეზიზღება სხვის პირად საქმეში ცხვირის ჩაყოფაა! ყველას ადამიანი ქვია მაგრამ არაა ადამიანი! დაიფიქრდი ამაზე.

  40. azax says:

    ბევრი არაა ადამიანი-(ესე უნდა დამეწერა)

  41. კუკუშა says:

    საქართველოს გადაგვარება აწი ნახეთ
    ნელნელა დავდივართ ჩვენი ისტორიული პარტნიორების დონეზე
    რა ევროპა თუ ხალხი ხართ
    ირან ი ტურცია
    ვოტ
    თქვენ გეი და ავადმყოფი ერთმანეთისაგან ვერ გაგირჩევიათ და რა გადაგვარება გადმოგვარებაზე ლაპარაკობთ აქ
    და ვააფშე როგორც მეგობრებმა აღნიშნეს შეეშვით რა ამ ილიაობას და ერის მამობას , თუ კი ბაზრობთ იბაზრეთ თქვენი სახელით
    თუ კი აზზე არა ხართ კიდე დავაი წაიკითხეთ ინტერნეტი სავსეა ინფორმაციით
    რაგა დროს ავადმყოფობაზეა ლაპარაკი
    ავადმყოფები თქვენ ხართ, თავს ვერ იკმაყოფილებთ და მოდიხართ და აქ ანძრევთ
    ამდენ პრიმიტივს რა ეშველება მე არ ვიცი
    რა ევროპა თუ ხალხი ხართ დაეტიეთ აზიაში ისედაც მოჭრილი გვაქვს თავი და კიდე ნუღარ გამოხვალთ სცენაზე

  42. ლადო says:

    ხალხნო და ჯამაათნოთი არ დაგიწყებთ ეხლა… ჭკუის სწავლებასავით რო არ გამომივიდეს. მაგრამ ვინმე კიდევ თვლის რომ ეს ნორმალურია, როცა კაცს კაცისადმი აქვს სექსუალური ლტოლვა?! მორალიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და სხვა ფასეული რამეებიც. საინტერესო იქნებოდა პატრიარქის აზრი ჩვენან ამ ტენდენციაზე… ის იყო და გეი აღლუმი უნდა მოვაწყოთო, ერთი გაბედოს ვინმემ!!!

  43. ლადო says:

    პაკო ვინაა არც ვიცი, არ ვუყურებ ჯეობარს, მაგრამ კაც-ქალების ადგილი არაა საქართველო! ან მანდილოსანი უნდა იყო ან ვაჟკაცი კაცი!

  44. ლადო says:

    კაცი რო მოვიდეს და მითხრას, შენი გაცნობა მინდაო ან ამ საგამოს რას აკეტებო.:))) …ხო დაგვერხა და ეგაა…:D

  45. ლადო says:

    “კაცი”……:D

  46. azax says:

    რა დატყ…ამდენ გიჟებს?:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  47. ზედიზედ რამდენიმეჯერ თუ დააკომენტებ, უფრო დამაჯერებელია, ცხადია:))))))))

  48. Sean Penn says:

    პასიურობ მეგობარო, პასიურობ, ასე ცოტა პოსტები და ამხელა ინტერვალები რა ამბავია
    არადა ხო ხედავ არც მკითველი გაკლია და არც კომენტარები.

    იმუშავე, თუ დაიწყე ტემპს ნუ აგდებ :)))))))

  49. Rocko says:

    იმუშავე, თუ დაიწყე ტემპს ნუ აგდებ :)))))))

    მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველ წუთში არ მინდა ამის შეხსენება :)

    ეს პირადი ბლოგია და არა საინფორმაციო პორტალი. ასეთი ტიპის ბლოგისთვის კი თვეში 4-5 წერილი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

  50. აირინი says:

    სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, პროვინციელები ვიყავით და ასე დავრჩებით სიცოცხლის ბოლომდე, ჩვენ (ქართველებს) გვიყვარს სხვის თვალში ბეწვის ძებნა, მერე რა რომ საკუთარში დირეს ვერ ვუყურებთ………. რაც მთავარია ჩვენ არ შეგვიძლია განსხვავებულის ატანა. ყველას თავის გზა აქვს ცხოვრებაში, გაუშვით იარონ…………

  51. მამუკა says:

    ვარ 34 წლის, თუმცა არ ვფიქრობ, ნუ თითქოს ახალგაზრდად ვითვლები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გეი-ს გამოჩენა LIVE-ში მესიამოვნა, იცით რა, როდესაც ადამიანისთვის ასეთი რამ მიუღებელია, არ შეიძლება არატოლერანტად ჩათვალო, არ მსიამოვნებს და რა ვქნა, და გოიმადაც ამის გამო თავს არ ვთვლი, აბა შეხედეთ იყო ეგ ტიპი დასავასებელი? პოდლი მასტი იყო, არა თბილისელი მასტი იყო რა. ვერ ვხვდები ეგეთი მასტისადმი რატომ უნდა ვიყო ადეკვატური?

  52. ნატო says:

    სამარცხვინოა!!!

  53. ნატო says:

    სამარცხვინო პროექტია საერთოდ!

  54. ჯაბა says:

    კარგი იქნებოდა რუსთავი 2-ს უჩივლოს სტრასბურგში და იქნებ მოიგოს. ყველა პიდარასტების დედაც მარა რ2-მა ძაან დაჩაგრა, ესე არ შეიძლება მაგას თავისიც ეყოფა, მე ძაან არ მომეწონა მათი საქციელი და ერთი სურვილი გამიჩნდა მარტო რო ჩვენი სასამართლო იყოს იმდენად დამოუკიდებელი რო ტელევიზიების ეგეთი პიარები თურმე ზნეობაზე სათანადოთ ისჯებოდეს.

  55. ჰმმ says:

    ფუ რეებს ლაპარაკობთ პაკოსიც და ბაირისიც ერთად…
    რ2 როგორ მოიქცა დიდად არ მაინტერესებს მარა პაკო ძალიან ძალიან ამაზრზენი იყო, გასაგდები შოუდან კი არა ჩამოსახრჩობია ეგ პიდარასტი,
    ასე გამწარებით რო იცავთ ამ პაკოს რა დაინახეთ მასში კარგი?

  56. azax says:

    პიდარასტები მოდიააააააააააანნნნნ:)))))))))))))))))))))
    კაცები გადამალეთთთ:))))

  57. გედა says:

    :))))))))))))))))))))))))))

  58. ქეთი says:

    მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ იმ ხალხისთვის ვინც ამ მოვლენას (გეები და ლესბოსელები) დადებითად უყურებს, დღეს რომ რეკლამირებას გავუკეთებთ ნებისმიერი ფორმით (ტელევიზია იქნება თუ საინფორმაციო საშუალება), ხვალ რომ აღლუმებს მოვაწყობინებთ, ზეგ რომ ქორწინების უფლებას მივცემთ და მაზეგ რომ თქვენი მომავალი შვილი ულვაშებდაწკეპილ რძალს მოგიყვანთ სახლში როგორ ხასიათზე დადგებით?
    მე არც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან ვარ, არც ჩემდა სამარცხვინოდ ეკლესიური, არც ფაშისტი და არც კომუნისტი, მე დედა ვარ, ორი ბიჭის დედა და თუ ბავშვი გაიზარდა ისეთ საზოგადოებაში სადაც ლესბოსელობა და გეეობა ჩვეულებრივი და მისაღები რამეა დიდი საფრთხეა ყოველივე იმისა რაც ზემოთ ავღნიშნე, ახლა გინდ ქსენოფობისტი მიწოდეთ და გინდ ფაშისტი, მე არ ვამბობ რომ ასეთი ადამიანები უნდა ჩავქოლოთ, მათ თავისი გასაჭირი ეყოფათ, უბრალოდ რეკლამირება არ უნდა გავუკეთოთ, თორემ გეები და ლესბოსელები საქართველოში კოველთვის არსებობდნენ

  59. ენიო says:

    72-73 წელია და კრასნოდარში ვართ მე და გივიას ბიჭი ნუგზარა.

  60. რუსკა says:

    მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს გეების

    საინტერესოა თქვენი ვაჟიშვილი რომ გამოგიცხადებთ მე ჰომოსექსუალისტი ვაროოოოოოოოო (გთხოვთ ვიზუალურად წარმოიდგინეთ რომ ეფექტი ქონდეს) ასე იჭუკჭუკებთ.

    ქართველები ვერასოდეს გამოვლენ კომუნისტური წყობილებიდან

    ლოგიკა, ლოგიკა, და ლოგიკა. სამწუხაროდ ყველასაგან აბუჩადაგდებული და ხსენებული ხანშისესულები გავრიგებენ, (ყოველშემთხვევაში მე) სანამ რაიმეს იტყვი დაფიქრდიო, მოდი დავფიქრდეთ, ხანდახან ეგეც კარგია , ტვინს ავარჯიშებს და შეიძლება სასწაული მოხდეს რაიმე ლოგიკური ვთქვათ. ალბათ დაინეტერესდით რა შუაშია ლოგიკაო, გიხსნით: რაც შეეხება კომუნზმისა და ჰომოსექსუალიზმის მიმართებაში თქვენი დამოკიდებულება ლოგიკას მოკლებულია. გაიგე?

    ახალგაზრდობას არანაირი რეაქცია არ ექნებოდა მაგრამ მოხუცები გაგიჟდებოდნენ და გადაირევოდნენ

    მადლობა ღმერთს აბა რომ საქართველოს მოხუცები ჰყავს.
    რა შუაშია მორალი და ასაკი??? ააააა, მივხვდი თქვენ გგონიათ ალბათ ახალგაზრდას მორალი არ გააჩნია???!!! მინდა ძალიან სასიხარულო ამბავი გაცნობოთ: ახალგაზრდებს მორალი გააჩნიათ.
    ისინი ხომ “საძაგელი და გაუსაძლისი” ხანშიშესულების გაზრდილები არიან.

  61. რუსკა says:

    პ.ს. ნინი ალბათ მართმადიდებელ მშობელთა კავშირიდანაა მოგზავნილი :P

    და თქვენ ჰომოსექსუალიზმის დამცავ მშობელთა ლიდერი ბრძანდებით??? ვაი, ალბათ მსგავსი პარტიებიც გახსნა გვემუქრება.

  62. რუსკა says:

    მდაბიო ჩანაფიქრი და გადაწყვეტილება, როგორც თითქმის ყველაფერი ამ ქვეყანაში…
    მორალი…
    მორალი არა ის

    უი შენ დაიკარგე სადმე სიბნელეში, თუმცა შენ უკვე სიბნელეში ხარ, როგორც შენ ამბობ “საქართველოში”

  63. რუსკა says:

    არ მესმის ეს რატომ გაშინებთ. ძალით არავინ არაფერს დააძალებს და გადამდები არაა. არც ქცევის ნორმაა სხვათა შორის.

    ვააააააააააააა, ევრიკააააააააააააა, ეგ აღარ ვიცოდი, აბა მაშინ რისი და ვისი გვეშინია ქართველებს? არ ყოფილა გადამდები, ეხლახანს კიდევ ის გავიგე არც ბოზობა, არც ნარკომანია არც ქურდობა არც ნაძირლობა ყოფილა გადამდები, კიდევ ერთი ევრიკა.
    მაგარმ რატომღაც საცოდავ საქართველოში ჭარბობენ ამდაგვარები. იქნება და მაინც გადამდებია???

  64. რუსკა says:

    ეხლა უკვე ირონიის გარეშე და ლოგიკის დახმარებით.
    პაკო ნამდვილად მეცოდება, ჩვენ ყველა ვებრძვით დემონს. სხვადასხვა გზით, სახით, საშუალებით. მაგ საწყალი ბიჭის და საერთოდ მსგავსი ორიენტაციის ადამიანის საქართველოში გაჩერება, ორივესთვის საზიანოა. (გავმარტავ ლოგიკური მკითხველისთვის: საქართველოსთვის და პაკოსთვის). სამწუხაროდ რომ ვთქვა არიქა ეკელსიაში წავიდეს და ეშველება -თქო არ მჯერა რომ წავა და აქვს სურვილი რომ ეშველოს. ღმერთმა უშველოს.

  65. Mr. Bojangles says:

    რუსკა

    ჰომოსექსუალიზმი სექსუალური გაუკუღმართებაა. ბოზობასთან და ნარკომანიასთან რა კავშირი აქვს? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ აქამდე ჩვენში ბოზობა არ ყოფილა? ან ნარკომანები? გეიც იყო (სხვა სახელით)

    ნაძირლობა ჩვენი ერის მანკიერი თვისებაა. მიდი და ებრძოლე! შენნაირების “ლოგიკა” უნდა გვაშინებდეს მე თუ მკითხავ. თქვენი ეს პროვიდენციალური შეხედულებები და წარმოდგენები ამ ბედკრულ საქართველოზე, დემონებსა და ა.შ. ჩვენს ისტორიულ წარსულში დაბრუნების უბადრუკი მცდელობაა. თქვენ მიბრძანდით და ჩვენ გვაცადეთ ბატონო.

  66. რუსკა says:

    ჰომოსექსუალიზმი სექსუალური გაუკუღმართებაა. ბოზობასთან და ნარკომანიასთან რა კავშირი აქვს? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ აქამდე ჩვენში ბოზობა არ ყოფილა? ან ნარკომანები? გეიც იყო (სხვა სახელით)

    ჩემო არაპროვიდენციალურო მოაზროვნევ, ჰომოსექსუალიზმი სექსუალური გაუკუღმართებაა, აი მაგაში ხომ მაინც ვეთანხმებით ერთმანეთს. ერთი ნაბიჯით წინ. არაპროვიდენციალური შეხედულებები სხვათაშორის,(კარგად გადახედეთ საქართველოს ისტორიას) კარგის მომტანი არ უნდა იყოს. იქნება და ვცდები. არა მგონია.

  67. რუსკა says:

    ბოზობასთან და ნარკომანიასთან რა კავშირი აქვს? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ აქამდე ჩვენში ბოზობა არ ყოფილა? ან ნარკომანები? გეიც იყო (სხვა სახელით)

    ხო სულ დამავიწყდა პასუხი. აბა კარგად დაფიქრდი ………………ოოოოოოოოოო, ეგ არის.

  68. ბანძებზე მონადირე 2 says:

    ნუ რა ლოგიკა, რა ირონია ნწ ნწ ნწ…. რა ჭკვიანი ხარ რუსკა, რა გონებაგახსნილი… მიხარია რომ არსებობ!!!

    კიდევ დარჩა ფილარმონიის სალაროში იუმორინას ბილეთები? ფუუუfff

  69. რუსკა says:

    ვიღას ახსოვს პაკო და ჰომოსექსუალიზმი?1
    ვაააააააააააა, პირდაპირ გასაოცარია თქვენი რეაქცია და ენთუზიაზმი.
    გააგრძელეთ.
    გელოდებით.
    ყოველთვის თქვენი ერთგული .

  70. ნატა says:

    ნეტა თქვენ რა… ამ პაკოს გულისთვის ნერვებს როგორ იშლით…

  71. თამთა says:

    ჩემი აზრით უბრალოდ ზედმეტია ჯეობარზე ლაპარაკი. ამდენს რომ ვლაპარაკობთ ეს უკვე იმას ნიშნავს რომ გადაცემა რეიტინგულია. ასე რომ ხალხო დავანებოთ ამ პიდარასტებზე და ბოზებზე ლაპარაკს თავი. მათ თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ რომ ასეთები არიან.
    ვაი მაგათ პატრონს. სატირალია თუ სასაცილოა ვეღარ გაიგებ.

  72. კარლინგტონი says:

    მდაააააააააააააააააააააააააააააააააა.
    ბავშს 9 საათზე უნდა ეძინოს.
    ფობიები მოხუცებში კი არა და ახალგაზრდობაში უნდა ამოვძირკვოთ.
    ერთხელ ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა(ქართველმა) თქვა, რომ პაზოლინის არ უყურებს რადგან ის ცისფერი იყო და მას კი ციფერი კინო არ უყვარს.
    დაველოდოთ შავ კინოს.

  73. azax says:

    ჩემი ძმა ერთი კუთხეზე გამაჩერე რა:)

  74. ბანძებზე მონადირე 2 ამბობს:
    22 October, 2007 18:21
    ნუ რა ლოგიკა, რა ირონია ნწ ნწ ნწ…. რა ჭკვიანი ხარ რუსკა, რა გონებაგახსნილი… მიხარია რომ არსებობ!!!
    კიდევ დარჩა ფილარმონიის სალაროში იუმორინას ბილეთები? ფუუუfff

    :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    რას დაგვერია?! :))))))))

  75. ქეთი says:

    დარწმუნებული ვარ ასე თავგამოდებით რომ იცავენ გეებს და ლესბოსელებს იგივე პრობლემა აქვთ რაც მათ, ანუ ასევე გაუკუღმართებული ცხოვრებით ცხოვრობენ, თავი რომ დაიცვან ხან პროვინციალიზმს და ხან ისტორიულ წარსულში დაბრუნების უბადრუკ მცდელობას აბრალებენ, იმასაც ამბობენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისთვის საქართველოში საშინელი პირობებია და იძულებულებს გვხდიან “საქართველოს შვილები უცხოეთში გადაიხვეწონ”-ო წადით…. წადით….. შორს წადით…. ჯანდაბამდე გზა გქონიათ, თქვენისთანებისათვის აქ ადგილი არ არის, წადით იქ სადაც ყველა თავზე ხელს გადაგისვამთ, სადაც თქვენივე სქესის ადამიანთან ქორწინების უფლებას მოგცემენ, სადაც თქვენს “ორიგინალობას” მიესალმებიან, გაუშვი საქართველო დარჩეს “პროვინციალების” და “ბნელი” (თქვენი გაგებით) ხალხის ხელში, რომლებისთვისაც კაცი კაცია და თავის უკანალს კაცს არ მიუშვერს, ქალი ქალია და კაცის ალერსია მისთვის პრიორიტეტი და არა კაც-ქალას ხვევნა პროშტნა

  76. Sh@ko says:

    რადგან ბარს ეხება, ერთს ვიტყვი Rocko, ხიშტისხელა მინუსი ჩემგან, რომ ქალბატონის ლანძღვა დაუშვი ბლოგზე. ერთ მინუსს azax-ს ვაძლევ… არა, ბიჭს რომ ეთქვა კი არა, შეურაცხოფა რომ მიეყენებინა და ის გაგელანძღა, კიდევ ხო, მაგრამ ქალის ლანძღვა კაცისთვის საპატიო ნამდვილად არაა!

    ერთმა ქალმა პირადად მიმართა გეის, რომ მის გვერდით დგომა ეუხერხულებოდა, რაზეც გეიმ იუკადრისა (საინტერესოა რა? მამაკაცური მოვალეობის შესრულება რომ არ უნდა?) და მორალის კითხვა დაუწყო შეურაცხმყოფელ ტონზე, რაზეც მეორე ქალი გამოესარჩლა, რომელიც ასევე გამოლანძღული იქნა გეის მიერ და azax, შენც კვერი დაუკარი?! ძალიან ვწუხვარ! არ მეგონა გეის დონემდე თუ დაეშვებოდი…

    პირადად გეიებს ჩაქუჩით არ დავდევ, მაგრამ პაკომ რომ ვიღაც ბიჭს ძუძუები უსრისა (შემთხვევით შევესწარი, ნეტა არ მენახა :)), ჩემთვის რომ ექნა, გავუსიებდი თავს, ჯანდაბას ჯარიმა!!!

    შევდივარ ჰომოსექსუალების მდგომარეობაში, არ ვდევნი, მაგრამ ნუ მოინდომებენ გეი-აღლუმებს, ნუ შემომთავაზებენ ლოგინში ჩაწვენას. თავიანთ გაუკუღმართებულ ორიენტაციაში დაეტიონ, ან გამოასწორონ, მეტი რა მინდა მათგან?

    კოკოშა! რომ იძახი, ქვეყნისთვის კარგის გაკეთება მეც(ჩვენც) შემ(გვ)იძლიაო, ყველაზე მცირე, რაც შეგიძლიათ საქართველოს გაუკეთოთ, ეს ერის გამრავლებაა და ახლა გრანდიოზულ საქმეებზე ფიქრს ნუ გადაყვები! დაიწყე მცირედით და მერე გადახვალ გრამდიოზულზე!

  77. ბანძებზე მონადირე 2 says:

    ნწ, ძნელია კამათი ისეთ ადამიანებთან, ვინც პროვინციალიზმს და პროვიდენციალიზმს ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან და ვინც ადამიანის მთავარ დანიშნულებად ერის გამრავლებას მიიჩნევს. ნუ რა უნდა ვთქვა? კარგია, ახალგაზრდობა ასეთ მტკივნეულ თემებზე საუბარს რომ არ გაურბის, ცუდია, რომ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობისადმი უფრო მეტად ისინი ავლენენ. რაც უფრო თვალშისაცემია ასაკოვანი ქალბატონები განსაკუთრებული აგრესიით და კატეგორიულობით გამოირჩევიან.

    მეტი სათქმელი აღარაფერი მაქვს.

  78. Sh@ko says:

    ბანძებზე მონადირე 2-ო! მე არ მითქვამს რომ ერის გამრავლებაა მთავარი!!! კარგად წაგეკითხა, მე ვთქვი, რომ ერის გამრავლებაში მონაწილეობა ყველაზე მცირე წვლილია-მეთქი ქართველისა და კაცი სულ უსახელოდ რომ კვდებოდეს, 2-3 შვილი მაინც უნდა დატოვოს ამქვეყნად და არა მაინცდამაინც მარსკვლავებს ეპოტინებოდეს, ვერ წვდებოდეს (ანუ ვერც დიდს აკეთებდეს და მცირესაც არ ცდილობდეს) და თან კაცებს დასდევდეს…

    მოიცა და ასაკოვანი ქალები რა შუაში არიან? ახალგაზრდას მოეწონება ბიჭს რომ სხვა ბიჭისკენ გაექცევა თვალი და არა მისკენ?

    ახლა უცხო სიტყვებით თამაში არ გვინდა. მართლა არ ვიცი “პროვიდენციალიზმი” რას ნიშნავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაშიტური მიდრეკილება მაქვს. ღმერთმა შექმნა კაცი და ქალი, და არა კაცი და კაცი! ასე, რომ კაცების ურთიერთლტოლვა გადახრაა ნორმალური ბუნების კანონიდან და გეები ბუნების კანონდამრღვევები გამოდიან და დიდი სურვილის შემთხვევაში შეიძლება მათი დასჯა თუ არა, იძულებითი ქირურგიული ჩარევა მათ ნორმალურ მდგომარეობაში ჩასაყენებლად.

    ამას ხომ არ ვაკეთებთ??? ანუ არ ვამცირებთ მანამ, სანამ თვითონ არ მოინდომებენ ტელევიზიაში ამ მანკიერი ურთიერთობის ჩვენებას, სანამ მამაკაცს (ნამდვილს) არ შესთავაზებენ ურთიერთობას, სანამ გეი აღლუმის გამართვას არ დააპირებენ. ხოდა დაეტიონ თავიანთ ტყვაში რა!!! სხვასაც ნუ მოუწოდებენ აშკარად თუ ფარულად ამ საზიზღრობას!

    ადრე ქალისა და კაცის წმინდა სიყვარულს უნდოდა მალვა, ვითა ცხენსა ნაპარავსა და ამათმა არ მოინდომეს უკიდურესი გარყვნილების გამომზეურება?!

    სამსახურში მიღებისას, მგონი, არ კითხულობენ ორიენტაციას, ასე რომ დისკრიმინაციას ვერავის დააბრალებენ, არ თქვან და ეგაა! თუ თვითონ გეები ეუნბებიან უფროსებს, ცისფერები ვართ და თქვენთან დაწოლას არ გამოვრიცხავთო, ცხადია, არ მიიღებენ!!! თუ ვინმე მამრობითი სქესის ადამიანს შეეცოდებიან ისინი, სხვები არ დავუშლით რომ თვითონ ჩაუწვნენ ლოგინში, ოღონდ ნამდვილ ქართველ მამაკაცებს თავი დაგვანებეთ! არ დავნებდებით, ვაა! :))

  79. თამთა says:

    ჩემი აზრით მართლაც იცოდნენ ვისაც იღებდნენ და რატო გააგდეს ესე არ ვიცი. მას შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი ნებისმიერი ქვეყნის თუნდაც ამერიკის. ეს არის ადამიანის დისკრიმინაცია, თუ არ უნდოდათ საერთოდ ნუ მიიღებდნენ შოუში. იგი გამოიყენეს, და ამან კიდევ უფრო გაამყარა ეს სტერეოტიპები რაც არის ქვეყანაში.

  80. ნინო says:

    რ2 რმა სკანდალი მოაწყო თავისი მოკლე ჭკუით და მერე მორალის სადარაჯოზე დადგა , ვითომ უნდ ათავის დაცემული რეიტინგი აიმაღლოს საზოგადოებაში. უბრალოდ ერთი იაფფასიანი ტრიუკი იყო… ვითომ არ იცოდა ვინ შემოყავდა … ნეტა როდის მიატოვებს ასეთ დადგმულ სპექტაკლებს საწყალი რ 2 …. მე ყველანი მებრალებიან პაკოც, რ2 იც და მათი მხარდამჭერებიც…. მთელი გულით მებრალებიან ….

  81. პაკოს_რა... says:

    ფუუ ტო აგარ სცხვენიათ რა და მაგის მამა ამბობს შვილი მყავს და გამიზრდიაო???

  82. Rony says:

    В армии. Гей красится в гальюне, заходит прапорщик и говорит: Иванов я же сказал ещё раз увижу что красишься вы..бу!!!
    -Товарищ прапорщик вы всё обещаете, обещаете!!

  83. მედეო07 says:

    გამარჯობათ ყველას!
    ამდენი რეპლიკის მერე დავრწმუნდი რომ ისევ ჩვენ ვუკეტებთ რეკლამას ორიენტაცია შეცვლილ “ადამიანებს”-და რა თქმა უნდა ბრჭყალებში! ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა.
    ჰომოსექსუალისტი სექსოლოგთან მივიდა და განუცხადა:- იცით მე გეი ვარ!- აჰ გასაგებია, ესეიგი თქვენ მხატვარი ხართ?-არა, – აბა მუსიკოსი?-არაა,აააა ესეიგი ხელოვანი არა?— არა ბატონო მე სანტექნიკი სეროჟა ვარ!–აბა გენაცვალე შენ გეი კი არა პედერასტი ყოფილხარ!
    მორალი: გაანებეთ თავი ევროპელობას რააააა! პედერასტებო!!!!!!
    :)))))

  84. კარლინგტონი says:

    როგორც ყოველთვის “მუშათა” კლასისთვის გეი ხელოვანია.
    ამას სტერეოტიპიც აღარ ქვია.
    იქნებ მედეამ გონება მეტად დაძაბოს და რაიმე საინტერესო თქვას?

  85. კარლინგტონი says:

    მედეა ამრავლე ერი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!:)))))
    კუკუშა მართალია, სამრცხვინო ერია.

  86. კუკუშა says:

    ქეთი ძვირფასო
    ნუთუ მართლა გჯერა იმისა რომ შესაძლებელია ორიენაციის რეკლამირება?
    ესეიგი შენ გინდა თქვა რომ, შენ თავისუფლად იქნებოდი ლეზბოსელი, პროსტა რეკლანაში არ გაგიმართლა, ან საკმარისია რომ ერთი ორი თვე გასმენიოთ რეკლამა და შენ ეგრევე გაი გახდები
    ეხლა იტყვით არაო, მე ეგრე არ დამემართებაო…
    მაშინ რატომ აფასებთ იგივე თქვენს სვილებს ასეთ დაბალ დონეზე, რომ ისინი მზად არიან ეგრევე გეები გახდნენ , რეკლამას თუ მოუსმინეს….
    როგორ დავიჯერო ეხლა რომ თქვენს შვილებს თქვენზე 1%-ით მეტი ტვინი არ ექებათ თავში?
    თქვენს აგრესიაზე კომენტარს აგარ გავაკეთებ, მაინც არაფერი გიშველით…

    და კიდევ მე გავმრავლდები თუ სად წავალ და წამოვალ ეგ სულაც არაა თქვენი საქმე , და მე როცა ვამბობდი რომ იქნებ გეებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანას გამოადგნენთქო, ეს იმიტომ ვთქვი რომ ნანახი მაქვს ევროპაში ბევრი წარმატებული ადამიანი(ქართველი) და გეი
    და კიდევ ტუ კი თქვენ არ მოგწონვართ, ა ბატონო აგერ ირანი და მისი ჯანი თქვენნაირებისთვის პირდაპირ მიწიერი სამოთხეა, ხომ არ გადახვიდოდით?

  87. პაკოსი არ ვიცი მარა მე ლესბიანკა ვარ

  88. კუკუშა says:

    მაგარია
    იცი რამდენია და არ ამბობს
    და აქ გამოდიან და ტვინს ტყნავენ
    მეც გეი ვარ და ძაან კარგადაც ვგრძნობ თავს
    ვოტ ტაკ:))))

  89. azax says:

    სად ხარ ლესბიანკა?

  90. იციტ რაა არის უბრალოდ ესეტი ნაბიჟვრები არ უნდა იყვნენ ქართულ საზოგადოებაში რა და სხვებს არავინ უყურებს უბრალოდ მე ვარ ქარტველი კაცი და მე ყოვლად მიუგებლად მიმაჩნია ესეტების ატანა ჩემს საქარტველოში

    თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვერ ავიტან მასეთი ცჰემს გვერდიტ რომ დავინახო :) პატივისცემით KoTkoTa

  91. კუკუშა says:

    გიორგი რას გეტყვი იცი?
    ჯერ ერთი საქართველო შენი არაა, საქართველო ყველასია, შენია შენი სახლი ან ბინა და შიგ შემომვარდნის….
    მეორეც შენნაირი ნაბიჭვარი თუ ვერ ამიტანს ამ ჩემს ყლეს
    მესამეც შენთვის გეუბნები თორე მე კიდე სულ ყლეზე არ მახატიხართ შენაც და შენნაირებიც???
    გმადლობთ ყურადღებისთვის

  92. აირინი says:

    აუუუ… არ დაიღალეთ ხალხოოოოოო???????? შეიძლება ვერც ხვდებით მაგრამ რაც უფრო მეტს ილაპარაკებთ გეებზე და ლესბებზე ამით მხოლოდ მათ წისქვილზე დაასხამთ წყალს.. ალბათ არ იცით; ანტი რეკლამაც რეკლამაა. რამდენიც არ უნდა ლანძღოთ გეები, ამით მხოლოდ მათ პოპულარიზაციას მიაღწევთ და მეტს ვერაფერს…
    ჯობია საერთოდ იგნორი გაუკეთოთ, ვიდრე უნებლიედ მათ პიარშიკებად იქცეთ!!!!!!!!

  93. ქეთი says:

    კუკუშა ხარ თუ ბუნების შეცდომა იცი რას გეტყვი? შენნაირი და პაკოსნაირი შვილები რომ მყავდეს პირველივე ხეზე ჩამოვიკიდებდი თავს, მე მთელი გულით მეცოდება დედაშენი (თუ ჯერ კიდევ ცოცხალია სირცხვილით), რაც შეეხება ჩემს ლეზბიანკობას, ღმერთმა დამიფაროს, მე ნამდვილი ქალი ვარ და ვამაყობ ამით, შენ კი კაცი ხარ თუ ქალი ვერ გაგირკვევია და ამიტომ მეცოდები შენც და შენისთანებიც…
    ირანი და ევროპა კი შენთვის დამითმია იქ მეტი გასაქანი გექნება

  94. azax says:

    აუუ რა გეშველებათ კიდევ კარგი გავასწარი საქართვრლოდან

  95. კარლინგტონი says:

    მგონი მართლა უნდა გვრცხვენოდეს.
    ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.
    შენთვის რატომ არის გადამწყვეტი ღამე ვინ ვისთან წევს??????????????????????????????????????????
    არ ღირს ჰომოფობური ერის გამრავლება.
    გეის პოპულარიზაცია??????
    ეს მართლა არ მესმის. მსგავსი არაფერი მსმენია.
    მგონი აირინს აერდაერია.

  96. დათო says:

    ღამე ვისთან წევს გადამწყვეტი არაა, მაგრამ არც გეი ცხოვრების ასეთი პოპულარიზაციაა ჩემთვის მისაღები.

    არ მინდა ტელევიზორში ქალის ტრუსიკში გამოწყობილი აკცი დარბოდეს.

    აქვს ხო საზღვარი რა არის საჯარო და რა არის ინტიმური, ანუ დაფარული.

    რარაც ყოველთვის დაფარული უნდა იყოს…

    სხვანაირად გადავდივართ მა რა ზმში

  97. სანდრო says:

    მგონი, აქ უკვე არა პოპულარობაზე და გარყვნილობაზეა საქმე, არამედ ფულის შოვნაზე (როგორც ყოველთვის). ჩემი აზრით, რუსთავი2-ის დირექციას ამაზე ინფორმაცია ჰქონდა. რა, არ ეტყობა რო შეხედავ რო პიდარასტია?(ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ საჭიროა). ნუ მგონი მორალი ამ გეისა და ამ შემთხვევაში არაპატრიოტულ “შოუს” შორის ზედმეტია. იმიტომ, რომ არ შეიძლება უბრალოდ, ესეა ქართველი ადამიანის ფსიქიკა ჩამოყალიბებული, რომ არ შეიძლება იყოს ესეთი ტელეშოუ და მითუმეტეს ასეთი “შოუ-მენების” მონაწილეობით. ნუთუ შეიძლება ამათ საერთოდ ადამიანი დაუძახო? ნუ მგონი შორსაა საერთოდ ადამიანური უფლებები “ბარულ” უფლებებს შორის. არც შეიძლება რა ესე თავისუფლად გადმოსცე პორნოები : ). დღეს ხომ ყველა მოზარდი ამაზეა გადართული, არ ვიტყვი ეხლა ამ სიტყვას, მაგრამ ყველა მიხვდება რაცაა. “გოიმი” არავის ვეგონო, მაგრამ არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ამდაგვარ ტელე-შოუებს უპრობლემოდ გაუშვებენ.

  98. დავითა says:

    სანდრო სავსებით გეთანხმები. ისე მაგრა გვეკაიფებიან ქართველ ხალხს. პედერასტებზე საუბარი შეიძლებაო, ხოლო ქვეყანას რომ ენძ..ო ამაზე არაო. მოკლედ, უჭკუო და დადუმებული პედერასტებისა და ბოზების ქვეყანად უნდა გადაგვაქციონ. დაგვღუპავს მიხოს ლიბიდო.

  99. ბესი says:

    ყველაზე ძალიან ის მომეწონა რომ აი ესე ამაყად გამოვიდა და პირდაპირ თქვა რომ გეია…და ამის თქმა არ შერცხვა
    ბოლოს და ბოლოს ის პირველი გეია ვინც ასე მოიქცა :)

  100. ნანუკა says:

    ჰომოსექსუალიზმი გადამდები არაა ……..პედერასტად ან იბადები ან არა ხოდა პაკოს დაინახავ ეთერში თუ ვერა ეს შენს ორიენტაციაზე არ იმოქმედებს….გეები ყოველთვის იბადებოდნენ და სულ დაიბადებიან დროა შეეგუოთ..ნუ ხართ ისტერიკაში:D არ ვამბობ რომ გეები მაგარი ხალხია მაგრამ ხალხია და გამოიჩინეთ ელემენტარული ზრდილობა და არ იგინოთ…სირცხვილია უკვე და საერთოდ ბევრი გეი ჯობია ბევრ ძალით “მამაკაცს”

კომენტარის დამატება