მუსიკალური კონკურსები

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…

სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?

ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? – მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში – ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს…
ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ხდება ხოლმე რატომღაც მსგავს კონკურსში გამარჯვება… უბრალოდ არ მესმის… ვინმემ რომ გვკითხოს, ანტი-რუსულ პოლიტიკას ვატარებთ, ვერ ვიტანთ ამ უზარმაზარ იმპერიას და არსებითად გვძულს. მაგრამ გაიხედავ და – ტელეფონის ნომრებს ისევ „ტრიტსად-პიატ, სოროკ-ვოსემ“-ით ვკარნახობთ ერთმანეთს, დსთ-ს მაინც ვერ ველევით და იურმალას და სლავიანსკი ბაზარის დონის კონკურსებზე კოლექტიურად სახეს ვიხოკავთ…

არც ევროვიზიის გარეთ ვრჩებით ხოლმე – რამოდენიმე თვით ადრე ვემზადებით მსოფლიოს მიერ ყველაზე უაზრო, არაობიექტურ და არამუსიკალურ კონკურსად აღიარებული კონკურსისთვის. შემდეგ კი, თუ ვერ გავიმარჯვეთ – პოლიტიკურ ვითარებას ვაბრალებთ ყველაფერს, ჩვენც ვაღიარებთ, რომ კონკურსანტები შესრულების დონის მაგივრად, დროშის ფერების მიხედვით ფასდებიან (თუ გავიმარჯვეთ – ეს თეორია მომენტალურად უქმდება) და თავს ვიიმედებთ, რომ „სამაგიეროდ ჩვენი შემსრულებელი ყველას ჯობდა!“ მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომავალ წელს ათმაგი ენთუზიაზმით ვანახლებთ ხოლმე მზადებას…

რათქმაუნდა, ძალიან კარგია, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებას აღწევს. ნამდვილად არ მჭირს პარანოია, არ გამოვდივარ განცხადებებით „რა-დროს-იურმალაა-როცა-ხალხს-შია“ და მესმის, რა როლს თამაშობს საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში მსგავს კონკურსებში ჩვენი ქვეყნის წარმატებული გამოსვლა; როგორ უწყობს ეს ყველაფერი ხელს ქვეყნის ცნობადობის და იმიჯის ამაღლებას, და, შესაბამისად – ტურისტების და ინვესტორების მოზიდვას.

მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ზომა! ოფიციალური პირები და პრეზიდენტი (!) არ უნდა იყვნენ ამ დონეზე გათქვეფილი იურმალასა და ევროვიზიის კონკურსის სამზადისში! კიდევ მესმის, რომ რომელიმე მართლაც ღირებული და ღირსეული ჯილდოს მოპოვება მიულოცოს პრეზიდენტმა გამარჯვებულ ხელოვანს, შეხვდეს ოლიმპიურ ჩემპიონს ან მეცნიერებაში მიღწეული წარმატება აღუნიშნოს თანამემამულეს…
თუმცა, ისევ და ისევ იმჰო, პრეზიდენტმა საერთოდ არც უნდა წარმოთქვას დადებით კონტექსტში ისეთი სიტყვები, როგორიც „იურმალა“ და „სლავიანსკი ბაზარია“…
ტეხავს რა უბრალოდ… ტეხავს! © რადიო 105!

36 კომენტარი

  1. ლოლ ღენიალნო, მადლობა, რომ მარტო არ ვარ.

    ამაზე პოსტის დაწერაც მინდოდა, მერე დამეზარა.
    ტოესწ, აი რაზე. ამ პაპსის ზეიმზე გამარჯვების აღმნიშვნელი თემა გაიხსნა ფლეიმში, ნუ სათაური – ვაშააა გავიმარჯვეთ, და აღწერაში რაღაც დაახლოებით – “გაედოთ რუსებსსს!”
    ნუ ცავასწორე მერე სათაური და სინანულით გადავაქნიე ტავი (ნწ ნწ ნწ) – რომ გახარებაც არ შეგვიძლია ბოღმის გარეშე რა.

    ზოგადად ამ ყველაფერს – პატარა კონკურსებზე ლოყების ხოკვას და “შექსპირის ბებია ქართველი იყოს” – პატარა ქვეყნის კომპლექსი ჰქვია.
    ქვეყნის, რომელიც არაფრითაა გამორჩეული ზოგადად მსოფლიოსგან, არაფერი განსაკუტრებული და უნიკალური არ აქვს, არც დიდია და ძალით აღება არ შეუძლია, არც იმდენად პატარაა, რომ თქვან – ვა, რ აპატარაა! :დ და მსგავსი პატარა”მიღწევებით” ცდილობს თავის გამოდებას.

    პრეზიდენტმა მიულოცა? რა გიკვირს. მიშიკომ ღირსების ორდენები დაურიგა იმ კლიპში თუ სიმღერაში მონაწილეებს, რა ჰქვია, სანატოორიააა – რომ ურევია ))))

    ღირსების ორდენი. კაიფობ? ანუ ვიღაცამ სახე მოიდღნა და რაღაც ღირებული შექმნა ცხოვრებაში – ღირსების ორდენი!
    იმ გოგომ, რა ჰქვია არ ვიცი, ძუძუები დაალაგა – ერთი ბილეთი სოხუმისკენ! – და მასაც ღირსების ორდენი :დ

    რა გავითქვიფე მოკლედ. ლოლ.

    გურჯისტან, ბეიბ, გურჯისტან.

  2. დელფი says:

    შეიძლება ასეთ კონკურსებში გამარჯვება დიდი ვერაფერი საქმეა, მაგრამ ჩვენ მოწყურებულები ვართ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებებით. ამიტომაც გვიხარია ყოველი პატარა წარმატება. პრეზიდენტიც ადამიანია და მასაც უხარია, ისევე როგორც სხვა ადამიანებს.
    ხოლო როდესაც ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ოდნავი მორიდება მაინც გვმართებს და პატივისცემა! ვერ ვიტან, როდესაც ეს ახალი თაობა აგდებულად გურჯისტანად ან საქართვეьლოდ მოიხსენიებს ხოლმე. ჯერ თქვენ შექმნეით რაიმე ღირებული თქვენი ცხოვრების მანძილზე, მერე შეიძლება გქონდეთ უფლება აკრიტიკოთ სხვები.

    P.S. Тоже мне, Гогебашвили!

  3. Rocko says:

    ნუ ბრაზდები ჩემო დელფი :)

    პრეზიდენტი თუ ადამიანია და მასაც უხარია, ჩვენ კიდევ უფრო ადამიანები ვართ და ჩვენც ვბრაზდებით ;)

    კრიტიკის უფლებაზეც ვერ დაგეთანხმები… მე შეიძლება არ ვიყო კარგი რეჟისორი, მაგრამ მქონდეს უფლება, რომელიმე ფილმი გავაკრიტიკო… ან არ ვიყო სანტექტნიკი, მაგრამ უნიტაზის მოხერხებულობა შევაფასო ;)

  4. @დელფი – ლოლ.

    Windows-ს აკრიტიკებ?
    შეგიქმნია რამე უფრო ღირებული?
    არასდროს გაგიკრიტიკებია რაიმე ფილმი, იმიტომ, რომ არ მოგწონებია?
    და შენ გადაგიღია რამე ღირებული?

    და კიდევ, ჩემს კომენტში გურჯისტანის გარდა სულ მცირე ორი ფაქტი იყო, რომელზეც უფრო სასურველი იქნებოდა გამოკიდება: 1. “რუსებს გაედოთ”-ტიპის სიხარული. 2. ღირსების ორდენები.

    :D

  5. როკო,
    ფილმი და უნიტაზები ვაკრიტიკოთ რამდენიც გენებოთ! მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით მაგ საქმეში! ;)

    დოდკა,
    Windows-ს რაც შეეხება, აგერ როკომ კი იცის ჩემი დამოკიდებულება მისადმი. ;)
    რაც შეეხება ჩემს მიერ შექმნილ ღირებულს, არ შემიქმნია ჯერ არაფერი ასეთი, შესაბამისად არც ეხლა და არც რაიმეს შემქნის შემდეგ (შემდეგ მითუმეტეს), მაინც არ მექნება არანაირი უფლება ჩემს სამშობლოზე იქედნური საუბრისა.
    მე არავის გამოკიდებას არ ვცდილობ, ყველამ თვითონ იცის თავისი საქმე. მე არ მაღელვებს ვინ რა ოდენობით და რაში მიიღებს ორდენებს. უბრალოდ პატივი ვცეთ თუ სახელმწიფოს არა, სამშობლოს მაინც.

  6. მე არ აღვიქვამ საქართველოს, როგორც ჩემს სამშობლოს ჩემი კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ასე რომ თავს უფლებას ვაძლევ ისევე გავაკრიტიკო საქართველო, როგორც გავაკრიტიკებდი რუსეთს, ამერიკას ან პაპუა ახალ გვინეას.

    და თუნდაც სულ მჯიღს ვიცემდე გულზე, არიქა ჩემი სამშობლო საქართველოო, მაინც ვთვლი, რომ გაკრიტიკების უფლებაც მაქვს და შექებისაც – იმიტომ, რომ ბრმა არ ვარ და არც ვაპირებ თვალების დახუჭვას არც ცუდზე, არც კარგზე ; )

  7. დოდკა
    აჰ უკაცრავად მაშინ. ყველაფერი გასაგებია და კამათს აზრი არა აქვს.

  8. მცირე დამატება:
    კრიტიკასა და ქილიკს შორის საკმაო სხვაობაა.

  9. @დელფი

    დიდი სხვაობა არაა, სიმართლე ორივე შემთხვევაში ძალიან წვავს თვალებს )))

  10. რუუდი says:

    ხოო და ეგ არის რომ რა შეგნებაც ააქვს საეთოდ ხალხს ეგეთი კონკურსები რეიბანები და “ორიგინალი” armani-ს მაისურები მოსცონს, ჩვენი ავადმკოფობაა; მინდა პირველობა, მაგრამ მნიშვნელობა არ ააქვს mtv-ზე თუ იურმალაზე. ეს ისეთივე დოგმაა(პირველობის სენს ვგულისხმობ) როგორც მაგალითად ცოლი უნდა იყოს ქალიშვილი პირველ ღამეს.(ეს მთავარია :) რა მაგრბი ვაარტთ რუსებს მოვუგეთ არადა ეს ხომ სასაცილოა ხალხო ‘დიშოვი’ კონკურსი.. მოკლედ დავიგალე ,არა გული მერევა უკვე ამ ადამიანებზე ქვეყანაზე სადაც ყვითელი პრესაა ყველანაირი პრესა და არ არსებობს ნორმალური მსჯელობა ისტერიკის გარეშე ლექს-სენი და ნინო ჩხეიძე რომ არიან ბოლო წლების ყველაზე პროდუქტიული მომღერლები ალბათ ღირსები ვართ. ძალინ დავამძიმე მაგრამ ეს რეალობაა, ჩვენი რეალობა…

  11. როკო, გეთანხმები იმაში, რომ ქვეყანა ცხოვრების წესს არ უნდა იცვლიდეს მსგავსი კონკურსების დროს, მაგრამ Why don’t you take it easy?
    მე ერთი კონცერტისთვისაც არ მიყურებია მაგ იურმალაზე და ძაანაც გამიკვირდა ჩვენებმა თუ მოიგეს. (მოიგეს?)
    უნდა დაიკიდო.
    ნერვები რომ მოიშალო მაინც არაფერი ეშველებათ!

    მე კი

    ჩემი კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე

    ერთი სულიდან სანამ აქედან გავაღწევ. ^^

    ხო, კიდე ამ პოსტს ჩავამატებ ჩემს პოსტში 100 მიზეზი თუ რატომ უნდა წახვიდე საქართველოდან.
    http://marushkin.blogspot.com/2008/05/100.html

    პრეზიდენტიც ადამიანია

    ყველაფერი, ყველაფერი და არ მჯერა! ^^

  12. piccolina says:

    ზა ტო მაგ პერიოდში ხალხს ნძრევის გარდა სხვა საქმეც უჩნდება ;)

    და სიმართლე რომ ვარ უკვე გული მერევა ყველა მხრიდან რომ მეკითხებიან, იურმალას უყურე? აუუუუუ რა კარგები იყვნენ ჩვენები იცი?
    და კიდევ ძალიან მეშინოდა რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ ამბის გაგებისთანავე იურმალაში გაიქცეოდა პირველივე რეისით, სცენაზე ავარდებოდა, ხელში აიყვანდა რომელიმე ნაშას და მაგრები ვართო დაიძახებდა
    მარა მადლობა (არ ვიცი ვის) ეს არ მოხდა :bis:

    ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სლიშკამ პატარა და სავზებით უაზრო რაღაცეებს
    და მამენტ არ ვიცი რამდენად გამოსწორებადია ეგ ამბავი
    მგონი დიაგნოზი იქნება : უსაშველო :D

  13. piccolina says:

    უიუი აქ რეებო მომხდარა
    დელფი, გრცხვენოდეს (c) ზიკი
    როდესაც შეფასების და რაღაცეების გაკრიტიკების უფლებებზეა საუბარი, i’m sorry, მარა მართლა არ აქვს მნიშვნელობა, უნიტაზზეა საუბრი, ვინდოუსზე, თუ ისეთ უკიდეგანოდ უაზრო და არაფრის მომცემ კონკურსზე, როგორიცაა იურმალა ან თუნდაც ჩვენი ძვირფასი სამშობლო :D
    ისე, ყველამ კარგად იცის იმის თქმა, რომ რაც უფრო შინაური და ძვირფასია ადამიანი, მით უფრო კრიტიკდება, იმიტომ რომრაც უფრო ახლობელია, უფრო მეტად გვინდა რომ კარგი იყოს
    მარა ამის გამოყენებაც, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში ხდება, როცა გვაწყობს, და როცა არ გვაწყობს შინაური არ უნდა გააკრიტიკო და თვალები დახუჭო მის სლეობებზე, ან უარესი, ვარდისფერი სათვალე დაიკუსო ცხვირზე და ბედნიერად გააგრძელო ცხოვრება :)
    არ ვარ კოსმოპილიტანი, ვარ საქართველოს “შვილი” მარა ეგ არავის აძლევს უფლებას, წამართვას ჩემი აზრის გამოთქმის უფლება, რომელიც სხვათაშორის სხვისაზე უფრო მართალიც შეიძლება იყოს ;)

    უფ
    რამდენი ვწერე ა :D

  14. აკულა says:

    სამშობლოოოოო, სამშობლოოოოოოო… ამოდის მზეეეეეე.. მარა რო არ ამოდის? იმენა ბნელა, ბნელაააააა!!!!!!

  15. იმენა ბნელა

    +1 :ბოლი:

  16. iverson says:

    აჰა, გეთანხმები. მარაზმბლექი

    და კიდე 1 ისტორია ვიცი ვიღაც ქართველი მოზარდების მეცნიერული მიღწევა რომ არ დააფასა ქვეყანამ მაგრამ არ ვარ დარწუნებული რომ ეს კომენტარი დაიპოსტება და ამიტომ თავს შევიკავებ :mo:

  17. iverson says:

    ვახ დაიპოსტა!

    მოკლედ რამდენიმე წლის წინ, აი ეროვნული გამოცდები რომ პირველად ჩაატარეს 3 აბიტურიენტი გაემგზავრა ბრაზილიაში რაღაც ძაან სერიოზულ მათემატიკურ ოლიმპიადაზე, მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ მოზგი ბავშვები და ზუსტად არ მახსოვს შედეგები მაგრამ ეს 3ვე 5ულში თუ 10ულში მოხვდა რა. ერთმა მეორე ადგილი აიღო თუ სწორად მახსოვს..
    და ნუ გამოცდებს დაემთხვა ეს ოლიმპიადა და რო ჩამოვიდნენ განათლების სამინისტრომ პონტია არ დავნიშნავთო დამატებით გამოცდებსო.
    არა ხო აზზე ხარ ბავშვები რაღაც ტვინი რო გადმოსდით და რაღაც და ნუ არაო და გააგზავნეს საბუთები რაღაც მათემატიკურ უნივერსიტეტებში საზღვარგარეთ და სხოდუ მიიღეს იმათმა და დააფინანსეს და ყველაფერი წიპა რო ნახეს რა მოზგები იყვნენ.

    ვოტ

  18. Spieler says:

    იმენა ბნელა

    არა, არ ბნელა, უბრალოდ ბინდია…

    :yes:

  19. nikoloz says:

    “ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას?”

    იმიტომ რომ გოიმები ვართ და ასეთივე გოიმური ფესტივალები გვგონია სამყაროს მუსიკალური პიკი
    მანდ ვინც გამოდის სუყველა კოპიროვშიკი მუსიკოსია და მეტი არაფერი, მასაზე გათვლილი მუსიკა მე პირადად რაიმე ახალს არ მეუბნება და სწორედ ასეთი მუსიკა რომელიც არაფერს ახალს არ ამბობს მე ვფიქრობ ბანალურია. ამ კოპირებას და ვითომ იმპროვიზირებას თითმის მთელი ჩვენი ქვეყანა ყოველ დღე უსმენს ამიტომ გასაკვირი იმაში რომ აჟიოტაჟი ხდება ხოლმე ასეთი სუპერმუსიკალური ღონისძიებების დროს ამაში გასაკვირი არაფერია
    –––––––––––––––
    nikala1.log.ge

  20. ლოლ, შარშანდელი გამწარებული პოსტი ვიპოვე საკუთარ ბლოგზე. იურმალა ანუ ქართულად დოზანა, რეგულარული უჟასი.
    http://ketascloset.blogspot.com/2007/07/blog-post_26.html

  21. OTO says:

    ТЕМНО КАК В . . .

    : ]

  22. გივი says:

    პრეზიდენტი და მთავრობა დგას თავისი ქვეყნის წარმომადგენლის გვერდით, ჩემთვის ეს მისასალმებელია.

    რა არის იმაში ცუდი რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საკუთარი წარმომადგენლით, ეს სტიმულია, მითუმეტეს ისეთი პატარა ერისთვის როგორიც ჩვენ ვართ.

    ჩვენთვის მცირედი გამარჯვებაც დიდი გამარჯვებაა და ცოტა გვინდა ბედნიერებისთვის…

    ყოველ შემთხვევაში მე კმაყოფილი ვარ იმით რაც ხდება, აბა რაზე ილაპარაკოს ხალხმა? თუ როგორ შიათ და როგორ გაძვირდა ყველაფერი? უფრო მეტად “გადაიგრუზონ” გონება? რა საჭიროა? როცა შეიძლება რომ გაიხარონ და ცოტათი მაინც განიტვირთონ…

    მოკლედ, როკო ხანდახან არ მომწონს შენი სტატიები რა :D

  23. ბაჰლაუნდ says:

    ყველა გზა პოლიტიკისკენ მიდის :).. პრინციპი თუ დოგმა თუ აქსიომა თუ აპრობირებული მეთოდია: მიეცი ხალხს პური და სანახაობა… ვგიჟდები რომაელებზე. მარა ვაღმერთებ ნიკოლშოუს, რომელმაც უგენიალურესი სიმგერა დაწერა: კაკ ვილიკი “ნიკოლშოუ” გავარილ – ზოგი ასე უბერავს და ზოგი ისე.. :)) ასე რომ ზემორე ხსენებული “ჩაბერვა” სამართლიანად “ბეს-პრიდელ-ნიკია” :)) მოდი ვიკომენტაროთ უნივერსალურ პასუხზე თუ სოფიზმზე..იტოგში რაცაა: “შენ რა გინდა…ვინ რაში ნახულობს კაიფს :)) …

  24. Rocko says:

    მოკლედ, როკო ხანდახან არ მომწონს შენი სტატიები რა :D

    კარგია მერე ეგ :) აბა ყველას ყველაფერი ხომ არ უნდა მოწონდეს :)

  25. გივი says:

    კარგია მერე ეგ :) აბა ყველას ყველაფერი ხომ არ უნდა მოწონდეს :)

    ;)

  26. შოთა დეიდა says:

    ხო..ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს…რუსეთის გავლენას ვერ ვიცილებთ. ნაწილობრივ მადლობა საბჭოთა კავშირს – შენი ბლოგის ერთ-ერთ პოსტში ბავშვობის ტკბილი მოგონებებია განხილული და ფაქტია, რომ რუსული ტელევიზიის წყალობით ვიზრდებოდით ბევრ საინტერესო ტელეპროდუქციაზე…დღეს კიდევ რომ ვუყურებ ხალხს, მეცინება..ამდენი ანტირუსულად განწყობილი ადამიანი – და ყოველ მეორეს ბუტირკა აქვს მობილურში ჩართული.. რაც შეეხება ოფიციალური სახელმწიფო პირების გაჩითვას ასეთ ამბებში – არც ვიცი, რა ვთქვა. კი, შეიძლება ამას მარტო ის გამართლება ჰქონდეს, რომ ჩანდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ახლო ქვეყნების მხარდაჭერა, თან ისეთ დონეზე, რომ პრეზიდენტიც კი არ იშურებს დროს, რათა პირადად მიულოცოს ეს გამარჯვება (იმ დროს, როდესაც საკუთარ ხალხთან სირცხვილით ვერ გამოჰყოფს ცხვირს)….მაგრამ აშკარად ქართულ მეტიჩრობასთან გვაქვს საქმე რა…

  27. ნამდვილი გივი says:

    ეს გივი მე არ ვარ :D

  28. გივი says:

    ეს გივი მე არ ვარ :D

    ეე, ეს ჩემი ნიკია :D

  29. ალვა says:

    არ ტეხავს რადიო 105
    ეს რათქმაუნდა ხუმრობით, რაც შეეხება სერიოზულად

    რა დონის ქვეყანაც ვართ იმ დონის კონკურსებზეც ვიღებთ მონაწილეობას.

  30. ნამდვილი გივი says:

    ეე, ეს ჩემი ნიკია :D

    ხო, მაგრამ ნამდვილი გივი მე ვარ :D

    ღოცკოკომაც და სხვადანარჩენებმაც იციან თუ ვინ არის გივი :D
    ის ერთადერთი და განუმეორებელი მე ვარ :D

  31. პატენტი გივი says:

    :D:D:D:D

  32. დანიანი ქაუნთერის ბოტი says:

    ჩვენ რა – პრეზიდენტიც გვყავს?

  33. musloman says:

    ჩემი აზრით კი ისეთი პატარა ქვეყნისთვის რომელიც რუკაზეც არ ჩანს (ნუ ძლივს) – საკმაოდ ნორმალური მოვლენაა ის რომ თუნდაც ასეთ “არაფრისმომცემ” კონკურსებზე გაგზავნილ თანამემამულეებს მთელი ქვეყანა “ბალეშიკობდეს” . თუნდაც იმიტომ რომ – ვიღაცამ მაინც გაიგო რომ – ეს ქვეყანა არსებობს . ალბათ ასეა სხვა მიზეზი – არ ვიცი = რატომ დგება მთელი ქვეყანა ფეხზე როდესაც ასეთი არაფრის მომცემი კონკურსები იმართება :) ხო და კიდე პახოდუ

    რო ბნელა +1

  34. ირაკლი says:

    წერილი ძალიან მომეწონა, ცოცხალია და კარგად იკითხება, მაგრამ გამაოცა ბოლოში გამოყენებულმა სიტყვამ “იმჰო” რომელიც თუ არ ვცდები რუსული IMXO ს ქართული ადაპტაცია უნდა იყოს და ეს ყველაფერი იმის შემდეგ რაც წერილის ავტორი ამბობს “გაიხედავ და – ტელეფონის ნომრებს ისევ „ტრიტსად-პიატ, სოროკ-ვოსემ“-ით ვკარნახობთ ერთმანეთს” ) თუმცა აღიარებს, რომ თვითონაც ასე კარნახობს ხოლმე ასე რომ ვერ მოედავები)

  35. Rocko says:

    ირაკლი,
    საერთაშორისო ინტერნეტ-სლენგის ელემენტი “იმჰო” მოდის ინგლისური აბრევიატურიდან IMHO, რომელიც იშიფრება ასე:
    In My Humble Opinion

    :)

კომენტარის დამატება