მანა – „დარჩით ჩვენთან“

000.jpg

გახსოვთ ეს ფესტივალი? ალბათ ქართული ტელევიზიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა…

ვინც არ იცის: სატელევიზიო ფესტივალი ”მანა” პირველად 1994 წელს ჩატარდა. მისი ფუნქცია ძალიან მარტივი იყო – ქართულ ტელესივრცეში მოღვაწე ხალხის ერთად შეკრება და მათი დამსახურებების რაღაც ფორმით აღნიშვნა. ფესტივალი 1995 წელსაც ჩატარდა. 1996-ში მან უკვე საერთაშორისო სახე მიიღო; რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ უაზრო გადაწყვეტილება გახლდათ… ამ წელს ნომინაციების უმრავლესობაში რუსულმა ტელეკომპანიებმა და ტელესტუდიებმა აიღეს მთავარი პრიზები და, ცოტა არ იყოს, ჩაიკარგა ქართული ტელესივრცე და მისი წარმომადგენლები; რომელთაც ბევრად უფრო მეტად ჭირდებოდათ მსგავსი სახით სტიმულის მიცემა, ვიდრე შედარებით უკეთეს პირობებში მყოფ რუს კოლეგებს :)
1996 წლის ”მანა” უკანასკნელი იყო, სამწუხაროდ. რიგი მიზეზების გამო, იგი აღარ ჩატარებულა. როგორც ვიცი, უფლებები ამ ფესტივალზე და ზოგადად, სახელზე ”მანა” ზაზა შენგელიას ეკუთვნის. დღეს ნამდვილად დროა, რომ განახლდეს ”მანა”, ისევ ჩატარდეს ეს ფესტივალი და იქცეს პერიოდულ მოვლენად.

დღევანდელ სატელევიზიო მედიას აუცილებლად ჭირდება ხარისხის შემფასებელი, რამე ფორმის მაინც, რეიტიგებისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელი. არსებული ტემპებითა და ლოგიკით, როდესაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მაყურებელთა რიცხვის ამაღლებაზე ფიქრობს პროდიუსინგი და კონკრეტული არხების ხელმძღვანელობა, კიდევ დიდხანს დარჩება ქართული ტელესივრცე იმ დონეზე, რომელზეც იგი ბოლო წლების მანძილზეა შემხმარი.
”მანას” მსგავსი ფესტივალი კი დამატებით მოტივაციას გაუჩენს ტელემუშაკებს იმისა, რომ რეიტინგის გარდა პროდუქტის ხარისხსა და შესრულების პროფესიონალურ დონეზეც გაამახვილონ ყურადღება.

ერთი სიტყვით, საჭიროა ”მანა”, ან რამე მისი მსგავსი, თანაც აუცილებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც კომერციულადაც ძალიან გამართლებული იქნება მისი ჩატარება… ასერომ, გელოდებით :) ითავეთ ვინმემ, რომელიმე სტუდიამ, რომელიმე საინიციატივო ჯგუფმა, რომელიმე ასოციაციამ…
ბიიიძიებო, თქვეეენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ჩაააგვიატარეთ მანა! © 105

მანამდე კი, ძველი დრო გავიხსენოთ :)

”და აი ისიც – ტელეფესტივალ ”მანას” ბოლო აკორდი. ჰიმნი, რომელიც იქცა ფესტივალის აპოთეოზად. ჰიმნი, რომელმაც აამღერა ”მანას” ყველა მონაწილე და გულშემატკივარი. სიმღერა, რომელიც უდიდესი მონდომებისა და შრომის შედეგია. მონდომების, რომლის საფუძველი საერთო საქმისაგან გამოწვეული სიხარული იყო. ჰიმნი ხომ ნებისმიერი ფესტივალისთვის დამახასიათებელი ატრიბუტია. ეს იყო სიმღერა, რომელმაც კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა ყველა ტელეჟურნალისტი თუ წამყვანი. ჰიმნის ჩაწერა სტუდია ”მელოდიაში” საოცრად ხალისიანად, მაგრამ რთულად მიმდინარეობდა, რადგან მღეროდნენ ისინი, ვისაც არასოდეს არ უმღერია. თითოეულ ჩვენთაგანს საოცრად დიდი სურვილი ჰქონდა იმისა, რომ ჰიმნი ისეთი ლამაზი გამოსულიყო, ყველას რომ გაუკვირდებოდა. მივაღწიეთ თუ არა ამას – თავად განსაჯეთ; და თუ ვერ მივაღწიეთ, ის მაინც გავიგეთ, რომ თუ რაიმეს ძალიან მოვინდომებთ, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება…”

და აი ისიც – ”დარჩით ჩვენთან”

ჩამოტვირთვა

ისე, ამ კადრებს რომ ვუყურებ, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაშინ უფრო იყო კოლეგიალობა, ერთმანეთისადმი პატივისცემა და ადამიანური დამოკიდებულება ჟურნალისტებსა და სხვა ტელემუშაკებს შორის, ვიდრე დღეს… ეჰ, რე ვიცი, რე ვიცი…

10 კომენტარი

  1. და ბიჯო, მანა რატო ერქვა? :D

  2. /// RIDER says:

    [blogpostquotequote]და ბიჯო, მანა რატო ერქვა? :D[/blogpostquote]
    [b]ჯიბლა[/b]

    [b]M[/b] ინდა [b]A[/b]ვირტყა [b]N[/b]ახუი [b]A[/b]ტსუდა ასე იშიფრება

  3. Dante says:

    ისა, როკო.. გამარჯობა კი არა და..

    ძაან მომეწონა შენი ბლოგი…

    “ჩაგაბლოგროლებ” და შენც ქენი ეს სიკეთე… ა?

    “დანტეს უბის წიგნაკი” დააწერე… ;;)

  4. Dv0rsky says:

    დაგლიჯა :)

  5. უპს says:

    იცი? მართლა ძაან დიდი სიურპრიზი იყო როკო შენი ასაკი.
    19 წლის და ეგეთი საინტერესო ინტერესები???
    მეინტერესები ზალიან :)

    მართლა ძალიან საინტერესო, გემოვნებიანი და გამართული ბლოგია.

    თქვენი მუდმივი სტუმარი ვარ ;)
    ველი სიახლეებბსსსს

  6. ანკა says:

    აბსოლუტურად გეთანხმები როკოო რომ ესეთი ფესტივალი საჭიროაა და აუცილებლად უნდა გაკეთდეს:) მოდი გავაკეთოთ:):):)

  7. [...] P.S. მანა-94-ის სიმღერის ჩანაწერი კი იხილეთ ამ პოსტში. [...]

  8. თიკა says:

    წავიკითხე თქვენი სტატია და ძალიან მომეწონა. მაინტერესებს გაქვთ თუ არა კიდევ სხვა ინფორმაცია ფესტივალ “მანას” შესახებ ან ხომ არ იცით სად შეიძლება მოვიძიო ეს ინფორმაცია.

  9. [...] P.S. მანა-94-ის სიმღერის ჩანაწერი კი იხილეთ ამ პოსტში. [...]

  10. ნინა says:

    ძალიან მიყვარდა ”მანა”,90-იანი წლების ყველაზე გემოვნებიანი ფესტივალი,მართლა პროფესიონალი ჟურნალისტებით და ბევრი ბევრი სიყვარულით გამოხატული ერთიანი ემოცია ყოველგვარი შურის და ღვარძლის გარეშე,earth wind and fire-ს განუმეორებელი მუსიკის ქართული ინტერპრეტაციის თანხლებით❤️

კომენტარის დამატება