კინოსეზონი ქართულად

რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?

მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.

ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს – არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი…
კომერციული კინოც ამ დროს ხდება ყველაზე აქტუალური. კინოკომპანიები დიდი პრემიერებისთვის ემზადებიან, კინოთეატრები პოპკორნის გაათმაგებულ პარტიებს უკვეთავენ, წამყვანი პორტალები სპეციალურ ვებსატებს უძღვნიან ამ ყოველწლიურ პერიოდს…

და რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ყველაფერი ტრადიციულად – ეს ჩვენ არ გვეხება :) ”ამირანის” და ”რუსთაველის” ბიზნეს-ლოგიკა ქვას ხეთქავს. ზაფხულის პერიოდში ჩვენთან კინო კვდება :D ისვენებს :)
მთელი ზაფხულის მანძილზე ქართული კინოთეატრები შესვენებას აცხადებენ. ხოლო ”გამაზულ” პრემიერებს სექტემბერში გადაიტანენ.

აქვე ლოგიკური კითხვა ჩნდება – როგორ მოახერხებენ ზაფხულის უამრავი ბლოკბასტერის ჩვენებას მომავალ თვეებში, როცა იმ თვეებს საკუთარი რელიზებიც უამრავი ექნება? თუმცა ალბათ ყველას არც აჩვენებენ – მხოლოდ რამოდენიმე ყველაზე მომგებიანს შეარჩევენ :) კიდევ ერთი-ორს კი რომელიმე ვარეზნიკიდან გადმოწერენ (DVD-rip-ები უკვე გამოსული იქნება), შონზო Inc.-ს გაახმოვანებინებენ და შემდეგ, გემოვნებადაქვეითებული მაყურებლის ხარჯზე, სრული ანშლაგით გამართავენ პრემიერას. რომელსაც ”კურიერის” მიწურულს, 2 დღის წინ მისული რომელიმე ჟურნალისტი გააშუქებს პირდაპირი ჩართვით :)

ჩვენ კი, ვისაც უბრალოდ გართობა და კარგი კინოს ნახვა გვინდა, უნდა ვისხდეთ სახლში, მონიტორებთან და საშინელი ხარისხის Cam-rip-ებს ვუყუროთ. DVD-rip-ების გამოჩენასა და ჩვენს კინოთეატრებში რელიზს კი – ერთ დღეს ველოდოთ.

ღრრრრრრრრრრ x( ძალიან მეშლება ნერვები!
ახვევის დროა.

დესერტად კი, იმ ფილმების არასრული სია, რომლებიც მაშინ გამოვლენ დიდ ეკრანებზე, როცა ჩვენი კინოთეატრები ძილს იქნებიან მიცემულნი:

17 კომენტარი

  1. გურჯისტან, ბეიბ.

    ზაფხულში ამ ქალაქში მხოლოდ მოწყენილობისგან გარდაცვალებაა შესაძლებელი.

  2. კაცო, შენ ეხლა ჩამჭრელი კითხვების დასმას თავი დაანებე :D

    რუსთაველის არ ვიცი, მარა ნეტა ამირანის მენეჯერს იცნობდე და მივხდები რატოა ისე, როგორც ჩვენ არ მოგვწონს ;)

  3. ალვა says:

    ეგ რომ ვიცოდი ამიტომ სიმწრით მაგრამ მაინც ვუყურე რამდენიმე ფილმის უსაშინლეს ვერსიას
    ტეხავს ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, არადა იმედი მქონდა რომ კარგი ხარისხით ვნახავდი…

  4. ამ თემაზე – დღეს გავყევი ნატოშას პრაიმ-ფიტნესში, სადაც დავდივარ ხოლმე რა შიგადაშიგ ტრენაჟორებზე, აბონემენტიი უნდა აეღო მასაც.

    და ვიძიწელი… იქაურობა 10 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ისვენებს.

    ეგრევე ეს პოსტი გამახსენდა.

    თბილისში ვინც რჩება აგვისტოს, იმათ ადამიანებად არ თვლიან : ((((((

  5. თბილისში ვინც რჩება აგვისტოს, იმათ ადამიანებად არ თვლიან

    ჰმ… ეგ გაფუჭებულები, გათახსირებულები, ეგ სექსუალური ხალხი!

  6. გუგლის ბოტი says:

    ბინზეს ლოგიკა არა…

    არადა ამასობაში დარქ ნაითი IMDB ს ტოპებს ხსნის, 64% მაყურებლებისა ვინც უკვე ნახა ფილმი, მზადაა მეორეჯერაც იხილოს…

    CamRIP ს შანსი არაა – არ გადმოვწერ!

  7. ჰენკოკს ვუყურე. ნუ ხოარ შეუძლიათ ამერიკელებს არ ჩამიჟვან კაიფში თავისი იდიოტური დასასრულებით :დ

  8. შოთა დეიდა says:

    რაზე უნდა ელაპარაკო მაგათ. თავში რომ ჭკუა ჰქონდეთ, ბევრი რამე შეიცვლებოდა მათ პოლიტიკაში… მაგათ დუბლირებულ ფილმებზე ხომ აღარ ვიძახი – უგემოვნების უმაღლესი დონე. ისე ეს რაღაც ისტორია რომ არის დრაკონზე, ლოხ-ნესის ურჩხულივით რომ არის რაღაც პატარა – ახლა შემოიტანეს მარტო….

  9. მართალი ხარ როკო, მე wanted-ს და Hancock-ს პრემიერას ველოდებოდი მაგრამ… :(

    პ.ს. ქართული კინოთეატრებიც არ ვარგა, ასე რომ დაველოდოთ დვდ-ის და კაი ცხოვრებას :)

  10. აზაქს says:

    ვოლი როგორც კი გამოვიდა მეორე დღესვე 3 ბილეთი ვიყიდე და სხვათაშორის შენი ბლოგიდან გავიგე როკო. ასე რომ დიდი მადლობა და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას….რუსთაველის ხელმძღვანელობას იდეები რომ აკლია დიდი ხანია ვიცით… ზუგდიდში არიან გადასულები ან კიდევ უპრო იქით მგონი:))

  11. (c) Anika says:

    WALL-E მინდა :(

  12. ვუყურე წალლ-ე-ს და შუაში ჩამეძინა :D

  13. რუუდი says:

    ნუ როკო გესმის რა გრძნობ და მაინც არ ამბობ რომ რუსთაველის და ამირანის დირექცია კიდევ სხვა ბევრი დირექციები და დაწესებულებები იმიტომ იქცევა ასე რომ თვითონ ხალხი კარნახობს ამას. პრობლემა გამოთაყვანებულ ქარტველ ერშია. მე მოვჩი

  14. ოე ოე
    მაზოლიდან ფეხი აიღე აფტარ :D
    ქობულეთიდან კისრისტეხით ჩამოვვარდი, იქნება და X Files დაითრია რომელიმე ქართულმა კინოთეატრმა მეთქი, ხოდა 09-ში მიპასუხეს, გენაცვალე ისვენებენ ქართული კინოებიო.
    იტოგში, ისვენებენ, ისვენებეეეეენ

  15. Get Smart
    Wanted
    Hellboy II: The Golden Army
    Journey to the Center of the Earth 3D
    Transsiberian
    Space Chimps
    The X-Files: I Want To Believe
    Disaster Movie
    Babylon A.D.
    Traitor
    Bangkok Dangerous

    ესენი არ ვიცი და ამათ:

    WALL-E + ინტერნეტით ვნახე
    Hancock + კინოში ვნახე
    Meet Dave + ინტერნეტით ვნახე – კინოშიც გადიოდა
    Batman: The Dark Knight + ინტერნეტით ვნახე
    Mamma Mia! + ეგ გამოვა ახლა რუსთაველში
    The Mummy: Tomb of the Dragon Emperor + გამოსულია რუსთაველში გადის

  16. /// RiDER says:

    ჯობდა არ წამეკითხა ნერვებზე მოვიშალე :((

  17. მართლაც ასეა აქ : |
    ჩვენი ქვეყანა ყველაფერში ჩამორჩენილი უნდა იყოს : |

კომენტარის დამატება