იყო ქართველი…

დღეს ერთმა ნაცნობმა მთხოვა გამეხსნა თბილისის ფორუმზე თემა ამგვარი სათაურით და მეთხოვა ფორუმელებისთვის, დაესახელებინათ ის უმთავრესი ”პირობები”, რომელსაც, მათი აზრით, ჭეშმარიტი ქართველი უნდა აკმაყოფილებდეს. რათქმაუნდა თემამ ის სახე არ მიიღო, როგორიც ამ ჩემს ახლობელს ეგონა :D ანუ, აქ არ დაიწყეს ქართველობის ტრადიციული და ბანალური დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა, ისტორიის ცოდნა, ქრისტიანობა და ა.შ. თბილისის ფორუმელები უფრო შორს წავიდნენ და ისეთი დამახასიათებელი ნიშნები ჩამოთვალეს, რომლებიც რათქმაუნდა, 100%-ით ჩვენია, მაგრამ წრფელი გულით მოგინდება, რომ რომელიმე სხვა ერზე იყოს ეს სიტყვები… :|
რათქმაუნდა აქ მთელი თემის გადმოტანას აზრი არ აქვს. უბრალოდ მინდა გამოვწერო Gode-ს მიერ ჩამოყალიბებული 30 ასპექტი, რომლის შესრულების შემდეგაც შენ ჭეშმარიტი ქართველი ხარ! :) იქ სხვა აზრებიც გამოითქვა, თუმცა ამ პოსტმა განსაკუთრებით მომხიბლა. და გადავწყვიტე, რომ საცოდაობა იქნებოდა, იგი ხსენებული ფორუმის მილიონობით პოსტში დაკარგულიყო :D
მოკლედ, შეიძლება ბევრი რომელიმე ან ყველა პუნქტს არ დაეთანხმოთ, შეიძლება ზოგისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, დარწმუნებული ვარ მწვავე კომენტარები მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც დავწერ, შავით თეთრზე :)
მაშ ასე, ”იყო ქართველი…” by Gode
იყო ქართველი ნიშნავს:
- იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი (ამ ცნების მაქსიმალურად გასპეკულერებული ვარიანტით)
- დედის გინებისთვის კაცს კლავდე და შენთვითონ არ აკლებდე (საკუთარი შვილისგან დედას გინება ლოცვად მისდისო გამიგია)
- გიყვარდეს ცოლი სუფრასთან როცა მისი სადღეგრძელო მოუწევს და შვილები ძმაკაცებთან რომ თქვა, მამას გვანან ამათ ვენაცვალეო!
- ახალგაზრდობაში დადიოდე ბოზებში ოჯახს რომ შექმნი მერე გაიჩინო საყვარელი, მარა თუ რამეა მერეც მოსულა ბოზებში სიარული, მთავარია ცოლს არ აკადრო არაფერი ზედმეტი.
- არ გენანებოდეს ძმაკაცებში ახლადაღებული ხელფასის ხარჯვა და სახლში რომ მიხვალ განგრეული მთვრალი შვილისთვის იმის თქმა მაინც მოახერხო, მამი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, ველოსიპედს აუცილებლად გიყიდი შემდეგ თვეშიო!
- იცოდე და პატივს სცემდე ისტორიას და ტრადიციებს. თითონ ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია გულზე მჯიღის დარტყმა გამოგდიოდეს კარგად (შეიძლება სარკესთან ვარჯიშიც) და ისეთ სადღეგრძელოს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, როგორიც გეკადრება.
- ბიჭი რომ 14 წლის გახდება ბოზებში წაიყვანო და დაავაჟკაცო.
- გოგოზე იეჭვიანო და სადმე რომ წავა დაკითხვები მოუწყო.
- წარსული უნდა გიყვარდეს, დიდგორის ომით უნდა ამაყობდე და "ქართული ხმები"-ს მოსმენისას ცრემლები უდნა გადგებოდეს თვალებზე.
- 81 წლის დინამო უნდა გახსოვდეს, ინტერს რომ უგებდა, მილანს რო უგებდა, ლივერპულს რო უგებდა.
- სტუდენტობის წლები უნდა გახსოვდეს (მაინც სხვაა და იმიტომ) როგორ გულაობდით ძმაკაცებთან ერთად სტიპენდიით მოსკოვში, ჯერ რო თვითმფრინავით გადაფრინდებოდით, იქ ნაშებს აყრიდით, მერე ოსტანკინოზე იქეიფებდით და მერე ისევ უკან გადმოფრინდებოდით და დედაშენს რო უნივერსტეტში ეგონე ამ დროს.
- სიტყვით ლომი და საქმით არაფერი უნდა იყო, უნდა გინდოდეს კარგი ცხოვრება მაგრამ უნდა გეზარებოდეს ხელის განძრევა.
- უნდა იცოდე გეგმების დაწყობა რომ შენ ამისგან გააკეთებ!
- ტრადიციებს უდნა სცემდე პატივს, ქართული სუფრით დაწყებული პირველი ღამის მერე ზეწრის გამოფენით დამთავრებული. მთავარია ფაქტი რომ ტრადიციას სცემ პატივს და არ შინაარსი. რადგან ქართულია ე.ი. კარგია, ქართული ცუდი არაფერი არსებობს.
- ბიჭი უმაღლესში უნდა მოაწყო და ჯარის ამბები გაუკეთო. ჯარიდან რო ჩამოვა მერე სადმე სამსახურიც უნდა გაუხერხო, თავიდან რა, ხელი უნდა წაუკრა ცოტა, შვილია ბოლო-ბოლო.
- გოგო უნდა გაათხოვო კარგ ქართულ ტრადიციულ, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ოჯახში, თან მზითევი უდნა გაატანო იმდენი რომ თვალები დაეფსოთ სულ სიძის ოჯახში.
- სიძე კაი ბიჭი უნდა იყოს, კარგი მოქეიფე, კარგი მსმელი, ტრადიციების და ისტორიის პატივისმცემელი.
- კინაღამ დამავიწყდა, ქართული ცეკვა უნდა იცოდე რომ ქორწილში იცეკვო.
- უნდა იყო ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი. აუცილებლად.
- უნდა გახსოვდეს, რომ ადრე 1 10-ზე მიდიოდნენ ქართველები! (და ისიც უდნა გახსოვდეს და გიხაროდეს, რომ შენ ეგ არასოდეს მოგიწევს და შეგიძლია თამამად იამაყო შენი წინაპრებით!)
- უნდა გახსოვდეს რომ ვაზიდან დაწურული სითხით, იმ ვაზიდან რომელსაც უგალობენ, შეგიძლია ისე გატყვრე, რომ საკუთარ ცოლ-შვილს დედა აგინო და მერე შვილი რომ რამეს გეტყვის უთხრა "რა შე დედამოტ&*(&ლო, არ ვარ მართალი? აბა როგორ გაჩნდებოდი დედაშენი რომ არ მომეტ(*&(*ო".
- გენეტიკაში უნდა გქონდეს ნებისმიერი წესის დარღვევა (წითელზე გავლა, ქუჩაზე იქ გადასვლა სადაც გადასასვლელი არაა, ნაგვის ქუჩაში დაყრა, დიდი ოდენობით ნერწყვის გამოყოფა ფურთხის სახით, დედის გინება)
- უნდა იყო უკულტურო.
- უნდა გინდოდეს ყველაფერი რაც მოძრაობს და რაშიც პოტენციურად შეიძლება შეყო ან შეგაყოფინონ.
- უნდა იყო მაგარი უბანში და ლაჩარი სულით, მარა ძმაკაცებისთვის ყველაფრის გამკეთებელი (ნუ თუ საქმე გაჭირდა სირბილიც უნდა იცოდე)
- უბნელებისთვის მობილური უნდა დაალომბარდო თუ იმათ თავანი აქვთ ჩასაბარებელი.
- პატივს უდნა სცემდე ქურდებს.
- უნდა ცხოვრობდე ვაჟკაცი ბიჭის ცხოვრებით.
- უნდა აგინო ძაღლებს.
- ზონაზე თუ ფული გროვდება ვიღაცის ძმაკაცისთვის უნდა გამოიჩინო ვაჟკაცობა და უნდა დადო, დაგიფასდება. (რომ გამოვლენ ორმაგს დაგადებინებენ.)
P.S. ასევე გირჩევთ გადაიკითხოთ ეს კომენტარი. ;)










28 აგვისტო, 2007, 01:05 —
ჰომა ამბობს:
სპეკულიანტ!!!! არა გესმის რა თემა გახსნა რო კლიკები დააგროვო:D
,შვენიერი კარიკატურაა ნებისმიერ სამხრეთელზე.
დავაი იკამათეტ ეხლა არ დაგეზაროთ
28 აგვისტო, 2007, 01:09 —
ყვავა ამბობს:
გვიგონებენ ხალხო, გვიგონებენ…
:ბოლი:
28 აგვისტო, 2007, 03:30 —
ლილიანი ამბობს:
გა და ვყი რა ვდი!!!!!!
ძალიან +
28 აგვისტო, 2007, 06:09 —
martali ამბობს:
რაც მართალია მართალია. რადგან ქართველები ვართ ეხლა ჩვენ არასდროს არ ვიტყვით ეს მართალიაო იმიტომ რომ ასეტები ვართ ქართველები. ჩვენ ვართ მაგრები “ქართველები” სხვები ჩმორიკები და სირები არიან. ჩვენი კულტურაა ირველი მსოფლიოში როცა რო სხვა კულტურა არ გვაქვს ნანახი და აზრზე არა ვართ. ღმერთმა თქვა ღვინო დალიეთო იმ დონეზე რომ გესიამოვნოს განა ისა თქვა რომ ჩასკდითო. მართალს იძახის ეს კაცი და კარგი იქნება თუ ყველა ქართველი წაიკითხავს ამას და ცუდი რაც არის ის მოიშალოს.
უბრალოდ ასე არ შეიძლება “ქართველებო”
ამჟამად მე კანადაში ვცხოვრობ და არც თუ ისე ბევრი ქართველი ცხოვრობს ამ ქალაქში (სახელს არ დავასახელებ..) მარა რათ გინდა თუნდაც ის 10ოდე ქართველი თითქმის სუყველა არის ბრაძიაგა ან ნარკომანი. გუშინ ჩოჩქოლის ხმა შემომესმა სახლში გავიხედე და ქართველებს დაუჭერიათ ვიღაც აქაური კაცი წესიერი კაცი და ურტყამენ. ჩავედი მეთქი რა მოხდა რაზე ურტყავთ გაუშვით მეთქი და რავიცი*ლე არისო გახეულები იყვენ შუაზე ბლიად :–(
მე პირადად არ ვარ ისეთი ადამიანი და გული–შემსტკივა. რატო უნდა დავმალო ჩემი ქართველობა ვიღაც *ლეების გამო გუშინ ჩამოსული ძველი ბიჭების გამო.
28 აგვისტო, 2007, 07:10 —
DelphiKnight ამბობს:
თან მართალია ეს ყველაფერი, სამწუხაროდ და თანაც - არა. მადლობა ღმერთს, ყველაზე ამას ვერ იტყვი. არის ქართველთა კატეგორია, 100%-ით რომ ასეთია, არიან ისეთებიც, არცერთი ეს პარამეტრი რომ არ შეესაბამება. მაგრამ ძირითადში ვართ ისეთები, რაღაც პუნქტები რომ გვეხება. იდეალური ერი არ არსებობს, არც ჩვენ ვართ იდეალურნი. რაც ვართ, ეს ვართ. ეხლა თქვენი სახით ახალი თაობა მოდის, ჭკვიანები, განათლებულნი, კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნენი. ჩვენი თაობა (განსაკუთრებით ჩემი, 80-90-იანელები) ნაწიობრივ დაკარგულია, ბევრი წამალში გაიპარა, ბევრი „რაზბორკებში“ მოკლეს. ზოგს გაუმართლა და მოერგო ამ ცხოვრებას და ფეხი აუწყო. ძალიან ბევრმა კიდევ ვერ შეძლო. მე ბევრს ვიცნობ ჩემ ტოლს, წლების განმავლობაში რომ ამზადებდნენ ბედნიერი ცხოვრებისათვის პარტიული ფუქნციონერის თანამდებობაზე. მათთვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდა გადაწყობა (სულ ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი, ორი დიპლომი მაქვს - გაგონილი გექნებათ ეს ფრაზა!).
იმ ძველი, კომუნისტური ცხოვრებიდან, რომელიც თქვენ არ გინახავთ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ბევრიკარგის გადმოტანაც შეიძლება დღევანდელობაში. დღეს იცით ყველაზე მეტად რა გვაკლია? ღიმილი, შემწყნარებლობა, სულიერი სიმშვიდე, მომავალში შიშის გარეშე მზერა.
მოკლედ, არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი.
P.S. არა, 7,10,11,24-ე პუნქტებმა რა დაგიშავეს? განსაკუთრებით 24-ემ? ;)
28 აგვისტო, 2007, 09:44 —
azax ამბობს:
უნდა იამაყო შენი ბუნებით კიდე:))უუფ ჩვენ რო ბუნება გვაქოო:))).
28 აგვისტო, 2007, 09:50 —
azax ამბობს:
უარესს ველოდი!
კიდე სვეტი უნდა იყოო სვხებს უნდა დააჯვა თავზე რომ შენ კარგი გამოხვიდე!ფულის შოვნის ტრაკი თუ არა გაქ მთავრობას უნდა დააბრალო და ბოზურ ცხოვრებას!ცოლი დედამამისს კისერზე მოიყვანო:))
28 აგვისტო, 2007, 12:03 —
ნათუშკები ამბობს:
100% სიმართელეა თითოეულ პუნქტში და სიტყვაში.მართლა ასეთი აუტანელი ერი ვართ.ყველა ერთნაირი არაა მაგრამ 99,9% -ის ხასიათი ამ ყველა პუნქტს შეესაბამება.იდეალური ერი არ არსებობს,მარამ არც ერთ ერს არა აქვს პრეტენზია იდეალურობაზე,ქართველებისგან განსხვავებით.აარც ერთი ერი არაა იდეალური მაგრამ არც ამდენი ნაკლი არაა აქვთ
28 აგვისტო, 2007, 12:57 —
AVIAMAN ამბობს:
მდაააააააა…………….. ყველამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ, უნაკლო ამ ქვეყანაზე მხოლოდ ღმერთია, სხვათაშორის არც ერთი პუნკტის თვისებები არ აღმომაჩნდა რაც ჩამოთვლილია ურააააააააა:))))))))
28 აგვისტო, 2007, 14:27 —
ჯიბლა ამბობს:
გენიალური იყო :D :D :D
100%-ით ვეთანხმები თითოეულ პუნქტს!
სამწუხაროდ ეგრეა :( ბლიად! :(
28 აგვისტო, 2007, 15:07 —
ჯაბა ამბობს:
უტრაკო ხალხი ვართ უმრავლესობა რა თქმა უნდა მაგრამ გვეშველება ნახევარ საუკუნეში ალბათ. უკანალის უქონლობა გამოიხატება ჩვენს უუნარობაში და პატივმოყვარეობაში, როგორც გურული იტყოდა გურიაში აფერი ჩვენ არ შეგვიძლია ძამაააა…….
28 აგვისტო, 2007, 15:42 —
ლომა ამბობს:
საღოლ გითხარი!!!!მაგარი იყო.რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!
28 აგვისტო, 2007, 16:24 —
ქართველი ამბობს:
Yლე ვარ !!!
28 აგვისტო, 2007, 16:34 —
მარიამი ამბობს:
დიახ დიახ ეს ჩვენ ვართ ქართველები :სიამაყისგანგაბერილისმაილიკი:
საღოლ ვიღაცას იმენა 100%იანია რა!!! :(((
28 აგვისტო, 2007, 16:35 —
მარიამი ამბობს:
ვაი… :(
28 აგვისტო, 2007, 16:38 —
trancoid ამბობს:
gode მხურვალე აპლოდისმენტები
როკო შენ კი დიდი მადლობა ასეტი სტატიისთვის და ჩვენი გახალისებისთვის
იმენა ავყირავდი უმაგრესია
28 აგვისტო, 2007, 17:03 —
azax ამბობს:
მე მაინც ქართველს ვეთანხმები მართალი ხარ Yლე ხარ
28 აგვისტო, 2007, 17:40 —
Otto ამბობს:
31. უნდა გინდოდეს რაც შეიძლება ბევრი გოგო იძლეოდეს, რომ როცა სიამოვნების მიღება მოგინდება გოგოს გვერდით მიუჯდე და ისიც მაშინვე კალთაში ჩაგიჯდეს (რადგან შებმის ნიჭი არ გაქვს), მაგრამ თავს მოიკლავ და არაქალიშვილ გოგოს ცოლად არ მოიყვან.
28 აგვისტო, 2007, 19:27 —
martali ამბობს:
DelphiKnight არაფერი ძმა. სუყველანაირად გათახსირებურებიც კი არა ვართ ქართველები. დადებითი თვისებებიც გვაქვს. ეს კაცი აღწერს როგორია ქართველი მამაკაცების უმეტესობა და მართალიც არის.
1,7,9,10,11,17,18,24 ეს ის პუნქტები რომელიც შედარებით დადებითი გვაქვს ქართველებს. 7 არ ვარ დარწმუნებული …
28 აგვისტო, 2007, 23:05 —
L T S ამბობს:
მართლა მაგარია და რაც მთავარი და სამწუხაროა სიმართლეა.
აი ეს განსაკუთრებით სიმართლეა და დიდი სირცხვილი ჩვენი :( :(
28 აგვისტო, 2007, 23:24 —
სახელი ამბობს:
ეს ყველაფერი კი მარა საბოლოდ რაც კარგები არ უნდა ვიყოთ 0 ვართ.
29 აგვისტო, 2007, 00:18 —
ლევანი ამბობს:
რითი მოგვაგ თავი ჩვენ, ქართველებს? ვინ ვიყავით ადრე ან ვინ ვართ ეხა? რითი ვართ სხვა ერებისგან გამორჩეულები? დამკვიდრებულია საქართველოში სტერეოტიპი თითქოსდა ჩვენ ვიყოთ გამორჩეულები სხვა ერებისგან. ეს ესე არაა ეს ჩვენი ამპარტავნობის ბრალია მე ესე ვფიქრობ.. რაც შეეხება ამ თემას 100% ვერა მაგრამ ძირითადად ვეთანხმები !… დასაფასებლად უშრომია ამის შემდგენელს.. და ვინც აქ დადო გონივრულად მოიქცა, რადგანაც მართლა საინტერესოა. მარიამობას გილოცავთ!
29 აგვისტო, 2007, 02:21 —
AVIAMAN ამბობს:
ყველას თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და იმიტო, რა გვაქვს ერთი სამარიაჟო ძაან მაინტერესებს რააააა…….., ბლინ რო კითხო ყველას უჭირს მარა ყველას ბოლო გამოშვება მობილური უჩირავს ხელში, მე მგონი hamer 3 მტელ ამერიკასი არ დადის იმდენი რამდენიც საქართველოსი დადის უკვე, ნებისმიერი სერიუზული მანქანა აიღე, და ჩვენ ხალხს უჭირს:)))))))), უბრალოთ ჩვენ მივეჩვიეთ წუწუნს, ერთი ადგილის განძრევა გვეზარება რო გავაკეთოთ, წითელზე თუ გაივლი მაგარი ბიჭი ხარ, მარა იმ წიტელზე გავლის დროს ვიღაცას რო დაარტყა და შეიწირო მაგდენს აღარ ფიქრობენ მერე ესაააა მთელი უბედურება…….., ბლინ ქუჩაში ნაგვის ყუთები იმიტო დადგეს რო ქალაქის სისუფთავეს გავუფრთხილდეთ, მარა ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარებათ რო იქ ჩააგდონ ნაგავი, და კიდე მტავრობის უკმაყოფილოები არიან, ქალაქში სიბინძრუეაო………….ტფუუუუუუუუუუ მე ეგეთი ადამიანის……………….. და ქართველობის
29 აგვისტო, 2007, 02:22 —
AVIAMAN ამბობს:
ბოდიშით გრამატიკული შეცდომებისთვის:))))))
29 აგვისტო, 2007, 09:48 —
პედრო ამბობს:
ასპროცენტიანი სიმართლეა. ბრავო!
29 აგვისტო, 2007, 11:09 —
კნიაჟნა ამბობს:
ეს მამაკაცებზე და ქალებზე იხილეთ ქვემოთ:
1. უნდა იყო დედის ხატი, დედის ანგელოზი … ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი რა თქმა უნდა
2. დედა უნდა გიწერდეს “თემას” სკოლისთვის, რადგან შენ იმის მაგივრად რომ ამ თემაზე გეფიქრა ლაშუკას ან ბექარიკოს ეპრანჭებოდი მთელი გაკვეთილი, დედა არაა ამის წინააღმდეგი რა თქმა უნდა აბა ის ბავშობა იყო მას რომ ჰქონდა? ბიჭისკენ გახედვა რომ დანაშაულად ითვლებოდა … თვალი უნდა გახარო, სანამ გათხოვდები და დაქალდები …
3. საღამოს 10 საათის მერე ეზოში არ უნდა გიშვებდნენ, უფრო სწორად გიშვებენ მაგრამ მერე მთელი კორპუსის გასაგონად გეძახიან ფანჯრიდან ამოდი მაკუცუნა უკვე 10 საათია შვილო … და შენსც უხალისოდ მაგრმა მაინც ადიხარ და დედაც ბედნიერია, მთელმა კორპუსმა იცის რომ გარდა სილამაზიდა და ნიჭიერებიდა მისი შვილი კიდევ დამჯერი და პატიოსანიაცაა … მოკლედ სასურველი სარძლო
4. სახლში ასულმა უნდა მიაშურო საძინებელს რათა 5 საათი ესაუბრო ტელეფონზე ბიჭს რომელიც რა თქმა უნდა არ გიყვარს, მაგრამ ის გიჟდება შენზე და მობილურიდან რეკავს ეხლაც, ეზოდან … გეხვეწება რომ ჩავიდე მაგრამ 5 საათი ხვეწნის მიუხედავად შენ არავითარ შემთხვევაშI არ ჩახვალ ეზოში
5. დილით დედა მოუყვები ამ ღამეული საუბრების მთავარ ღირსშესანიშნაობას, 5 საათი მობილურით გელაპარაკა … ესე იგი გიჟდება შენზე
6. დედა ყავაზე შეკრებილ დაქალოჩკებს მოუყვება რა გოგო ყავს, რა თემებს წერს, მასწავლებლები რომ სულ ეუბნებიან გენიოსიაო და თან ბიჭები მის გამო მთელი ღამე ფანჯრებთან დგანან და 5 საათს მობილურით ეხვეწებიან რომ ფანჯრიდან გამოიხედოს, ის კი არ იხდება რადგან ეძინება და ხვალ სკოლაში ადრეა წასასვლელი და სამეცადინო აქვს …
7. სკოლას ამთავრებს ხუთებზე, უკვე 10 წელია “ინგლისურში ემზადება”, რა თქმა უნდა უპრობლემოდ ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს, არც კი ღელავს … მაგრამ დედა დაქალებთან სიამაყით ამბობს რომ გამოცდების პერიოდში კარავს გაშლის რუსთაველზე რომ შვილს უგულშემატკივროს …
8. ცეკვაზეც დადიოდა 10 წელი, სიმღერაზეც, რამდენიმე კლიპიც კი აქვს გადაღებული … მამამ მოინდომა. თეატრალურის სუდენტი გახდა განა არ არის საამაყო? მერე რა რომ ბევრი საახლობლო ყავთ ლექტორებს შორის და დედაც იქვე “კითხულობს” … შვილს სიტყვაც კი არ წაახმარა და ეხლა ამაყად თავაწეული დადის ინსტიტუტის დერეფნებში
9. მერე მისი ცხოვრება ჩვეულებრივარ ვითარდება, სცენარის მიხედვით … ყველა ლექტორი მასზე გიჟდება, გვარის ღირსეული გამგრძელებელია, ბებია მსახიობი, ბაბუა რეჟისორი, დედა ხელოვნებამცოდნე … პირველივე კურსზე უპოვეს ადგილი სპეკტაკლში რომელიც რუსთაველში იდგმევა … ისევ ყველა ბიჭს უყვარს, ეგღა აკლია რეალითი შოუში მიიღოს მონაწილეობა, მის ოჯახს არ ეკადრება …
10. მესამე კურსის სტუდენტი თხოვდება, ვინმე ვერელ ან ვაკელ ბიჭს მიყვება ცოლად, მუხაშავრიას მაგალითად :) … უბანში პატივს სცემენ, ძალიან მაგარი ტიპია, დაქალები შურით სკდებიან, დედას ცრემლი მოსდის სიამაყისგან რა ოჯახში შევიდა მისი ქალიშვილი … თან სწავლასაც არ უშლის, პირიქით ხელს უწყობს და სამუშაოდაც უშვებს … თვითონ ჯერ არ მუშაობს მაგრამ ჯერ პატარაა, გაიხარონ ახალგაზრდებმა და მშობლები როგორმე არ მოაკლებენ არაფერს …
11. 10 თვეში პატარა ჩნდება, მერე გაუთავებელი უძილო ღამეები, ბავშვის მოსაბეზრებელი მაგრამ ასე საყვარელი ტირილი, გაცდენილი ლექციები, სპეკტაკლები მის გარეშე, გაუთავებელი კონფლიკტები საყვარელ ქმართან, ახსენებს რომ არავის შეეშალოს, მთელი სკოლა მასზე გიჯდებოდა მერე კი მთელი თეატრალური, ის კი არა და ეხლაც ბევრი გიჟდება მასზე, ბავშვიანზეც კი არავინ იტყვის უარს, მამაც არ დატოვებს ისე, არ შეარჩენს საყვარელი შვილის გაუბედურებას … მერე ყველაფერს პატიობს, კაცია უნდა იაროს, ძამაკაცების უნდა ყავდეს აბა რა … აბა რის კაცია ერთი ორჯერ თუ არ იჩხუბა უბანში … ეს მთავრობა კი საშუალებას არ აძლევს ნიჭიერ ახალგაზრდებს დასაქმდნენ. ქმარს სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული …
12. მერე მიხვდება რომ მეტის ატანა აღარ შეიძლება, კი შეუძლია მაგრამ აღარ შეიძლება … გაიგო რომ ქმარი წამალზე ზის და ამდენ ცემა - ტყეპასაც ტყულად იტანდა, არ იქნება მისი გამოსწორება … მიდის დედასთან რომელიც ყველა შესაძლო მომენტს იყენებს ავადსახსენებელი სიძის დასაწყევლად, სიძე რეკავს, ის არ პასუხობს ტელეფონს … მერე ტელეფონს პასუხობს და ზოგჯერ საუბრობენ … მერე პარკში როცა ბავშვა ასეირნებს ქმარსაც ნახულობს, მერე ისეც შერიგებას გადაწყვეტს, ერთი შანსი უნდა მისცე შვილო არიგებ მამა, კცია მაინც ამბობს დედა, ახალგაზრდა გოგო ხარ და გვერდით კაცი გჭირდება … მერე ქმრის სახლში ბრუნდება და ყველაფერი იგივე სცენარით გრძელდება … პერიოსული გაქცევებით და დაბრუნებებით …
მე მგონი ტრაგიკული გამომივიდა :(
29 აგვისტო, 2007, 13:21 —
Rocko ამბობს:
კნიაჟნა,
ტრაგიკული კი არა გენიალური გამოგივიდა! :) ბრავო ;)
29 აგვისტო, 2007, 14:54 —
კნიაჟნა ამბობს:
როკო, მადლობა ქათინაურისთვის :)
29 აგვისტო, 2007, 17:43 —
zosime ამბობს:
ვახ…ზუსტად 10 იანში…
29 აგვისტო, 2007, 17:43 —
Artgeo ამბობს:
ეს უნდა დაბეჭდო ერთი 5000 ცალი და დაარიგო :) ძმაკაცები მყავს მასეთები და საინტერესოა, რომ წაიკითხონ დაფიქრდებიან რამდენიმე წამით მაინც.
30 აგვისტო, 2007, 13:35 —
კნიაჟნა ამბობს:
გუშინ საღამოს, ისევე როგორც ყველა საღამოს მას შემდეგ რაც ცნოებიერი ცხოვრება დავიწყე (მე მგონი რომ დავიწყე), ანუ უკვე 5 წელია რაც ასე ვცხოვრობ … პრინციპში ვის რაში აინტერესებს მე როდის დავიწყე და რამდენ ხანს გრძელდება ჩემი ცნობიერი ცხოვრება უბრალოდ დავწერ გუშინ საღამოს რა ისტორიის მომსწრე გავხდი … ესეც ტიპიური ქართული, სისხლით ახლობელი და საყვარელი პულოვერის გაცვეთილი სახელოებივით ნაცნობია … :))) ეს ისე, პათოსისთვის … განვაგრძობ თხრობას. საღამოს, სამსახურის საათების გასვლის და საცხოვრებელი საათების დაწყებისთანავე მივაშურე მეგობრებს რომლებიც თურმე სადღაც ალექსანდროვის ბაღში, რომელირაც “კაფეში” ლუდს მიირთმევდნენ … არ ვიცი რა ეშმაკის ძალამ მიიყვანათ ამ ადგილას რადგან “კაფე” მართლაც რაღაც ეშმაკის (თბილისელი, გაჭირვებული ეშმაკის) საცხოვრისს გავდა … და 9-10 კატა დაძვრებოდა მაგიდების გარშემო … ლუდი არ გამისინჯავს და არ ვიცი რა იყო ის რამაც ჩემი მეგობრები ამ ადგილას შემოიტყუა … გვერდით მაგიდასთან ორი ახალგაზრდა, სქესი მამრობითი - ისხდნენ … სიტყვა მამაკაცისგან შეგნებულად ვიკავებ თავს. ორივე “в стельку пянные” , მაპატიეთ რუსული გამონათქვამი მაგრამ ქართულად მსგავსი არ გვაქვს და ამ ტიპებს სხვანაირად ვერ აღწრ, უფრო სწორად მათ სულიერ მდგომარეობას :))) ერთ - ერთი, წელსწევით შიშველი და მეორეზე მთვრალი პერიოდულად ტელეფონზე კიოდა, მაქსიმალურად უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა და ვიღაცას (რომელიც დაახლოებით ასე აღწერა: დედის სასქესო ორგანოები ოღონდ ბატალიონგადავლილი … ), მოკლედ, მე ვიჯექი გარინდული, ვცდილობდით აც შეიძლება სწრაფად გადაგვეხადა ორი ლუდის საფასური (სერვისის უნილალურობის აღწერას აღარ დავიწყებ) გადაგვეხადა რადგან დარწმუნებულები ვიყავით ეხლა ის ვისაც ტელეფონზე “ესაუბრებოდნენ” მოვიდოდა და მინიმუმ წამებით მოკლავდა ამ “ვაჟკაცს” … და, კაფეში შემოდის “ალექსანდროვის ბაღის ლამაზმანი”, დამახასიათებელი ხმით ესალმება ამ ორ ტიპს, მათ მაგიდას უჯდება და იწყება “ლოვ გარჩევა”, ანუ ეს ქალი იწყებს კივილს მომაკვდინებელ სიხშირეზე … გადმოვცემ ფრაზებს მათი დიალოგიდან: შენ კი არ იეჭვიანე, ეხლა თამაშობ, უბრალოდ პრიჩინა გინდოდა ეს ცეცხლი რომ ჩაგეხეთქა … ბიჭო (მიმართავენ აშკარად მდედრობითი სქესის წარმომადგენელს), ბიჭო ნაწლავებს აგახევ … კჯასგდკუგფ (ანუ მიხვდით რაც) … შენ ქალი არ გინდა, რათ უნდა შენნაირ კაცს ქალი, ამ ცეცხლის გარდა შენთვის არაფეირ არ არსებობს, ფანტანთან ვიჯექი კაცები მჭამდნენ თვალებით …. დარტყმა,ა მერე კივილი … მერე ისევ დარტყმა და გინება … რომ არ მწირდებოდე სალაპარაკოს არც დავხარჯავდი … გესმის შე …. დაეგდე და დალიე … არ დავლევ საქმე მაქვს … საქმეეეე? დაეგდე მეთქი შე ….. და ასე შემდეგ და იგივე სტილში; დაცვა არც გამოჩენილა, ის კი არადა არავის გაკვირვებია ეს საქციელი ჩემს გარდა, ოფიციანტი და ბარის პატრონი მეორე მაგიდასთან ისხდნენ და მშვიდათ, მაგრამ კეკლუცი ღიმილით ესაუბრებოდნენ ვიღაც ჭუჭყიანებს …. :(
ისტორიის “ქიშმიშუნა” (გადმოვაქართულე изюминка): ყველას ეგონა რომ ეს წელსზევით გახდილი განგსტერი ვიღაც თავისნაირ მაგარ ტიპს უყვიროდა და რაღარ საქმე ირჩეოდა … რაც შეეძლო გააკეთა, ყველას ვაჟკაცად დაანახა თავი … და იმ ქალს რომ არ გაეყიდა თავისი გამოჩენით ბოლომდე დაამტკიცებდა კაცობას, აბა ადვილია ადამიანს უშიშრად ეძახო ტელეფონზე მსოფლიოს უშვერი სიტყვების კოკტეილი და თავად მშვიდათ მეგობართან სმა გააგრძელო? ვაჟკაცებს შეუძლიათ მხოლოდ მსგავსი საქციელი :(((
30 აგვისტო, 2007, 13:59 —
ნათუშკები ამბობს:
კნიაჟნა
საღოლ ძაან მაგარ ამბავს შესწრებიხარდა ძაან მაგრათ გადმოგვეცი შენი ემოცია.აი კიდევ ერთი ტიპიური ქართველის ისტორია
30 აგვისტო, 2007, 16:13 —
გიორგი ამბობს:
კიდევ ერთი პუნქტი აკლია:
X. გონებაჩლუნგი უნდა იყო
30 აგვისტო, 2007, 16:18 —
azax ამბობს:
მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი…..
:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
30 აგვისტო, 2007, 18:49 —
AVIAMAN ამბობს:
ტფუუუუუუუუუუუუ სირცხვილი ჩვენნნნნ…………….
1 სექტემბერი, 2007, 21:35 —
ნიკა ამბობს:
აუუუ თქვენ დზაან დაუკრეფავში გადახვედით.. რაგა ესეტი მაგალიტები მოგყავტ განა ევროპასჰი არ არის მსგავსი სჰემტხვევები? არის.. განა “განვიტარებულ” ამერიკასჰი არ ხდება მსგავსი რამ.. რა ტქმა უნდა კი.. და ნურავის ნუ სჰერცხვება რომ ქართველია (AVIAMAN ამბობს: ტფუუუუუუუუუუუუ სირცხვილი ჩვენნნნნ.).. მე მაგრად მეამაყება რომ კარტველი ვარ და სხვატა სჰორის არ ვარ ეგეთი რაც ტქვენს მიერ ცჰამოცერილ “თეზისებსჰია” მოცემული.. ეგეტები არიან საკარტველოსჰი მაგრამ მაგატზე უკეტესებიც არსებობენ.. და ამიტომ არ გვინდა რა კველა ადამიანის ერტ ცჰრილსჰი განხილვა… მარტალია ბევრი ცუდი ტვისება მარტლა გვაკვს მაგრამ ცუდზე უფრო კარგი ტვისებები გვაკვს… და კიდევ აქ ცინიკურადაა მოხსენიებული ის ფაკტი რომ ცჰვენ ვამაკობტ ცჰვენი ცარსულიტ.. იციტ რაა საამაყო გვაქვს და უნდა ვიამაყოთ კიდეც რადგან ისეტი კვეკნები რომელტაც კულტურული მემკვიდრეობის ნასახიც არ გააცჰნიატ ცდილობენ რაგაცა მაინც გამოკეკონ რასაც ფასეულობად გადააკცევენ… და კიდე კნიაჯნას მინდა ვუტხრა ის ხომ მსოფლიოს პატიოსანი მოკალაკეა რომელსაც სდზულს ეგრეტცოდებული “მეშჩანური” ქართული ჩვევები მან რამე გააკეტა იმისატვის რომ ტუნდაც ერტი ადამიანიისტვის მაინც მიეხვედრებინა რომ ეს ცუდია.. რა გააკეტა მან იმისტვის რომ სჰეეცერებინა ის ტიპი რომელიც ტავის ტვალცინ ქალს ურტკამდა… მაგალიტად ცჰემტვის სჰეურაცკოპაა ის რომ კაცმა ჩემს ტვალწინ ქალი სცემოს ………. (ესეც ასე) ისე როცკო მარტლა მაგარი ხარ
2 სექტემბერი, 2007, 13:51 —
კნიაჟნა ამბობს:
ბატონო ნიკა, სალამი :)
თქვენთან დებატებს არ ვაპირებ … მაპატით რა თქმა უნდა მაგრამ მე ვერავის ვერ შევაჩერებ როცა ვინმეს ცემას აპირებენ ან ცემენ … 42 კილო ვარ ბოლოსდაბოლოს და არაფრისგან არ ხარ დაზღვეული ადამიანი … რა ვქნა ვაღიარებ ჩემს “უძლურობას” … მაქსიმუმ პატრულში შემიძლია დარეკვა მაგრამ იმ ქალს საკმაოდ სიამოვნებდა “მის მიმართ გამოხატული ყურადღება” და “იდილიის” დარღვევა ჩემს გეგმებში არ შედიოდა …
2 სექტემბერი, 2007, 16:10 —
კუდა ამბობს:
უნდა გავრცელდეს, იქნებ დაუფიქრდნენ საკუთარ ქცევებს და.. მერე შეიცვლება კიდეც რამე
2 სექტემბერი, 2007, 18:14 —
azax ამბობს:
ნიკა აზზე ხარ იტალიელებს რა ისტორია აქვთ?:))) ალბათ არა;))))
რა გეამაყება ერთი მითხარი ქართველი რომ ხარ?ეგ ხომ ყველას შეუძლია
2 სექტემბერი, 2007, 19:04 —
ნიკა ამბობს:
azax erti eg mitxari shen qartveli xar tu ara? jer erti italielebs rom istoria akvt amakoben kidec tavianti istoriit.. shen istoriashi kargad chaxeduli rom iko moxvdebodi rom dgevandeli evropis shenarchunebistvis erterti dzlieri roli sakartvelom sheasrula gadaxede XI XII da XIII saukuneebis istorias da tu ici tu ramxela safrtxe emukreboda mashin mtels evropas da ra roli sheasrula am regionshi sakartvelom mashin mixvdebi razec gesaubrebi.. es mxolod erti patara pakti movikvane mravali faktidan nutu marto es rom ikos ar unda iamako amit?
2 სექტემბერი, 2007, 19:08 —
ნიკა ამბობს:
AZAX erti shekitxva makvs shentan shen geamakeba tu ara rom kartveli xar? an saertod is mitxari ra grdznoba gakavshirebs sakartvelostan?
3 სექტემბერი, 2007, 01:17 —
azax ამბობს:
მე საქართველოს ფანი ვარ:)))))
3 სექტემბერი, 2007, 01:17 —
azax ამბობს:
შენ ?
3 სექტემბერი, 2007, 12:38 —
ნიკა ამბობს:
tu chemi mimarteba gainteresebs saqartvelosadmi sheigidzlia zemot dzcerili cerilebis mixedvit gaigo…
3 სექტემბერი, 2007, 12:50 —
ჯუმბერ ლეჯავა ამბობს:
აუ ამდენს რომ ცერტ ცოტა მოკლედ დაცერეტ რაა ვეგარ ვკიტხუკლობ კომენრტარებს და მარტლა როცკოო ყველაპერი 100%იანია პროსტა პიდარასტების ხსენება დაგავიცყდა :)
3 სექტემბერი, 2007, 17:13 —
azax ამბობს:
რა გაგიკეთებია საქართველოსთვის ჩემზე მეტად რომ მოგაქ თავი?ჯარში ხარ ნამყოფი მაინც? (ნიკას)
3 სექტემბერი, 2007, 18:12 —
AVIAMAN ამბობს:
ნიკა რა გეამაყება?????????? დაასაბუთე. ის ხო არა 15 წლის ბავშვები ერთმანეთს რო ჩეხავენ????? თუ ის მოხუცს ხელს რო კრავენ ან მხარს წააქცევენ და მერე დგანან კაიფობენ ვიღაც ნაბიჭვრები?? რა გეამაყება??? თუ ის გეამაყება ზრდილობა რო არა აქვს აღარავის????? თუ ის რო დედის წინაშე ჩემი დედა მოვტ………-ის თქმა მაგარ ბიჩობათ ითვლება?????? რა გეამაყებათ ერთი გამაგებინეთ?????????? სუფრასთან ძმები რო ხართ და 5 წუთში დანას უყრიან ერთმანეთს?????????? ტფუუუუუ ეგეთი სიამაყე და ქართველობა, ისტორიას რო იხსენებ ისაც გაიხსენე რითი ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები, რომელი ერთი ამაყობდა იმითი რო ძმაკაცს და მეგობარს დანა გავუყარეო??? მითხარით ერთი?????????????
3 სექტემბერი, 2007, 21:14 —
ნიკა ამბობს:
AVIAMAN shen getkoba rom magis meti araferi ginaxavs da eget creshi trialeb.. me chems dzmakacs arasodes gavukri danas(…) arc dedaze viginebi(sxvatashoris) cudi da kargi kvelgan da koveltvis iko aris da ikneba.. eg marto sakartvelos seni ar ari… ici es kvelaferi ram moitana? evropasa da azias shoris gachedilma uazro mentalurma carmodgenebma.. ise minda gitxra rom shen rasac ambob eg mtels sakartveloze ar vrceldeba shen rogorc schans tbiliss ar gacdenilxar da saqartvelos sxvadasxva regionebshi ar xar namkofi …. damijere is rac dedakalajshi xdeba mkvetrad gansxvavdeba imisgan rac regionshi kovel shemtxvevashi me makvs shexeba ertert regiontan da shemidzlia davifico rom ik ase ar aris… ici ras getkvi sheni mosazrebebis sacinaamdegod? me samegrelodan var carmoshobit da xshiradac chavdivar xolme ik, da shen rodesac adamianebis da moxucebis pativiscemaze saubrob me minda gitxra rom ubralod chadi moinaxule romelime sofeli samegrelosi(am shemtxvevashi samegrelos imitom vambob rom dzalian axlo kontaktshi var am kutxestan da rac chemi tvalit minaxavs is momkavs magalitad) naxe is xalxi da mere gadackvite unda iamako tu ara sakartveloti… da shen pirvel rigshi sheni kartvelobit unda amakobde da sheni vajkacobit da kargi sakmit unda mokkondes tavi da ara im nabichvrebs adarebde kvelas romlebic egzom araadamianur sakciels schadian… amitom nu shegrcxveba iko kartveli koveli eris carmomadgeneli tavisi eris kvela girsebas da nakls tan atarebs da amitom modi iamake kartvelobit da ikavi iseti kartveli rogoric tundac chveni cinaprebi :)
3 სექტემბერი, 2007, 21:21 —
ნიკა ამბობს:
azax mismine me arc aravisze metad ar momakvs tavi kartvelad, ubralod me avgnishne rom me meamakeba rom kartveli var(shengan gansxvavebit) da damijere is adamiani ufro (mciredit mainc) mets gaaketebs tavisi kveknistvis romelsac eamakeba rom is am kveknis carmomadgenelia vidre is romelic yovelmxriv gmobs tavis kvekanas da romelic mdogvis marcvlis odena kargsac ver xedavs tavis samshobloshi. kargia tu cudia mainc chveni samshobloa mismine sheni shvili (gmertma dagifaros ra tqma unda) invalidi rom daibados uaryof mas?
3 სექტემბერი, 2007, 22:40 —
AVIAMAN ამბობს:
ნიკუშ მისმინე, მე არც ეგეთ წრეში ვტრიალებ და შენზე მეტიც მაქვს ნანახი ამ ცხოვრებაში, მე მთელი საქართველოს მაშტაბით არ მითქვია თუ დაუკვირდები, და მე რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარდეს მაშინ საჰაერო ძალებში არ ვიმსახურებდი, და ოსეთის კონფლიკტშიც არ მივიგებდი მონაწილეობას, ტაკ შტო იმის მტკიცება რო ვის უფრო უკვარს საქართველო უაზრობააააა, თუ გიყვარს და გეამაყება გულში იამაყე და საქმე აკეთე ისეთი რო სამშობლომ იამაყოს შენით, ასე არააა??????
3 სექტემბერი, 2007, 23:04 —
ნიკა ამბობს:
AVIAMAN_ magashi martali xar me arc imis mtkiceba damickia shentvis rom me ufro mikvars sakartvelo… ak me imitom momixda imis dacera rom meamakeba rom kartveli var rom am forumelebis umravlesoba gmobs qartvelobas da samarcxvinod miachniat. me tu avgnishne is pakti rom me vamakob kartvelobit es sulac ar nishnavs imas rom me vigacaze uketesad momakvs tavi ara es me ubralod imat dasanaxad davcere romlebic gmoben taviant samshoblos da acxveniat qartvelobis. da isetebit romlebic ar amakoben sakutari kveknit da cdiloben mxolod cudi edzebon mashi esetebit samshoblo arasodes iamakebs.
3 სექტემბერი, 2007, 23:16 —
ნიკა ამბობს:
ნათუშკები ამბობს:
28 August, 2007 12:03
100% სიმართელეა თითოეულ პუნქტში და სიტყვაში.მართლა ასეთი აუტანელი ერი ვართ.ყველა ერთნაირი არაა მაგრამ 99,9% -ის ხასიათი ამ ყველა პუნქტს შეესაბამება.იდეალური ერი არ არსებობს,მარამ არც ერთ ერს არა აქვს პრეტენზია იდეალურობაზე,ქართველებისგან განსხვავებით.აარც ერთი ერი არაა იდეალური მაგრამ არც ამდენი ნაკლი არაა აქვთ
AUU PROSTA AM NACERS MAINC DAAKVIRDIT… 99,9% TURME EGETI KOFILA MAINTERESEBS ERTI 0,1% AK AM SAITZE ROGOR SHEIKRIBA? KVELA VINC ESET KOMENTARS AKETEBS ALBAT TVITONAA EGETI DA MAGITOMAC ETANXMEBA KVELAFERS. ME MAGALITAD AR VAR EGETI ARC CHEMI SAMEGOBRO CRE ROMELIC ARC TU ISE PATARAA DARCMUNEBULI VAR AQ MKOFTA UMRAVLESOBA ROMELIC GMOBS MSGAVS CUD CHVEVEBS ARC MAT EKOLEBAT MSGAVSI MEGOBREBI.. RA ARAA? MASHIN TU ASE KVELAS ERT KVABSHI NU MOVKARSHAVT.
4 სექტემბერი, 2007, 01:53 —
azax ამბობს:
ეჰ ნიკა გაიზრდები და გაიგებ სადა ბანაობ:)))
4 სექტემბერი, 2007, 12:43 —
AVIAMAN ამბობს:
ეჰჰჰჰ………. ესპანეთში მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააა
4 სექტემბერი, 2007, 14:55 —
შალვა ამბობს:
ყველაფერი, რაც დაწერილია, სიამართლეა… ეს არის ამჟამინდელი ქართველობის რამოდენიმე ზუსტი შტრიხი, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ყველა ძირIთად ტენდენციას.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია .. უბრალოდ ზოგადი მდგომარეობაა ამგვარი.
მიუხედავად ამისა, მე არასოდეს ვიტყვი, რომ “მრცხვენია ქართველობა”, “აუ ნეტა ამერიკაში დავბადებულიყავი”, “რა ქაჯობაა”
მე არასოდეს ვიტყვი “შე***ეცი საქართველოს” მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში “ტრანს”-მუსიკას არ უსმენენ და დიჯეებს “პრასვეტი” ნაკლები აქვთ
-
ფორუმ.გე-ზე იშვიათად ვარ ხოლმე, მაგრამ ერთხელ შემხვდა ასეთი პოსტი და მეხსიერებაში ჩამრჩა მგონი სამუდამოდ.
ვართ ის, რაც ვართ. უკეთესები ჩვენს მამებთან შედარებით და უარესები, ვიდრე ჩვენი შვილები
7 სექტემბერი, 2007, 14:48 —
ალეკო ამბობს:
გენიალური კი არა კაი სირობაა რა ეტყობა თავის გარშემო რაც ხდება იმას ჭიკჭიკებს რა ენაზე ძვალი არაა აქ და ლაპარაკობს
7 სექტემბერი, 2007, 14:51 —
ალეკო ამბობს:
როგორ ამბობს??? ცოლის მერე უეჩველი საყვარელიო იტოგში მე მაგარი გამიტყდა ეგრე სირულად მოაზროვნე ხალხი როა რა. ეკლესიური თუ იქნები აი ეგ სულყველაფერი აგცდება და მაშინ იქნები ქართველი კაცი
7 სექტემბერი, 2007, 14:55 —
tedo ამბობს:
ვკითხულობ ყველა თქვენს მიერ გამოთქმულ აზრს და მწყინს რომ ასე გულ-გატეხილები ხართ, თითოეულმა ჩვენთაგანმა თუ არ ვეცადეთ და ცოტა სულ რაგაც იოტის ოდენა მაინც (მეტი თუ არ შეგვიძლია) სიკეთე არ ვაკეთეთ მართლაც დავიგუპებით და რითაც ჩვენ ვამაყობთ ის ჩვენს შვილებს აგარ დარჩებათ, ყველა ჩვენგანი ვალდებულია იყოს მშობელი ესეიგი იზრუნოს მომავალზე არა მარტო მის ფიზიკურ აღზრდა არამედ სულიერ კვებაზე,
7 სექტემბერი, 2007, 17:18 —
azax ამბობს:
ძირს ქალიშვილობის ძირგამომპალი ინსტიტუტი:))
7 სექტემბერი, 2007, 23:53 —
AVIAMAN ამბობს:
ქალიშვილობის ინსტიტუტი კი არა ნაგავი აზროვნება…………. აზქს მიხვდი??????
8 სექტემბერი, 2007, 01:55 —
azax ამბობს:
რევიცი ერთია ნაგავია რა მართლა! აზროვნება და ქალიშვილობა
8 სექტემბერი, 2007, 07:15 —
AVIAMAN ამბობს:
ვაააააააააააა სასწაული ტოოოოოოოოოო აზაქსა პირველათ დამეთანხმააააააააა ფეირვერკები უნდა გავუშვაააააააააა:))))))))
8 სექტემბერი, 2007, 09:07 —
საკურა ამბობს:
great
მხოლოდ პირველ პუნქტს შევასწორებდი:არა ჭეშმარიტი ქრისტიანი,არამედ მართლმადიდებელი!იოო!
20 სექტემბერი, 2007, 00:33 —
Dante ამბობს:
ვიღაცის პოსტს მოვკარი თვალი,- არცერთი ”სიმპტომი” არ აღმომაჩნდა აქედანო. რატომ იტყუები. რაღაც სიმპტომები ყველას გვაქვს..
მე მაგალითად, ნიჭიერი ვარ და ზარმაცი, კიდევ ხშირად ვიფურთხები ქუჩაში.
”უნდა იცოდე გეგმების დაწყობა რომ შენ ამისგან გააკეთებ!” - ეს რომ წავიკითხე იმ წუთას საკუთარ თავზე დავფიქრდი, სულ გეგმებს ვაწყობ და მათ 6 ან 7 %-ს ვასრულებ.
მაგრამ მაინც მიხარია, რომ არ მესადაგება აქ ჩამოთვლილთაგან ყველაზე საზიზღარი, ”ზეწრისგამოფენა”, ”ოჯახისგინება” და მსგავსი სიმპტომები.
20 სექტემბერი, 2007, 01:06 —
მაია ამბობს:
თუ ეს ყველაფერი ცინიკურადაა ნაგულისხმევი, ანუ იმ სურვილით, რომ ჩვენ ნაკლს ხაზი გავუსვათ და მკაფიოდ დავანახოთ საზოგადოებას, რა უნდა შეიცვალოს … მაშინ საინტერესო ჩამონათვალია!
სხვა შემთხვევაში, მე ეს ქართველი არა ვარ! და თქვენი კრიტერიუმების მიხედვით ქართველი არ ვარ ;-)
21 სექტემბერი, 2007, 18:58 —
ზოსიმე ამბობს:
კი ბატონო 100 პროცენტით მართალია…ვეთანხმები ყველაფერში მარა ქართველებს რომ ასეთი ცუდი თვისებები გვაქ იქნებ წახვიდეთ მიქექ მოქექოთ და სხვა ერების ნიდასსტატკებიც გამოაქვეყნოთ და ნახავთ რო არაფრით ბევრად არ ჩამოგვივარდებიან….
22 სექტემბერი, 2007, 18:52 —
daiv ამბობს:
ვა, რა ჭკვიანი ხალხი ყოფილა აქა!
22 სექტემბერი, 2007, 18:54 —
daiv ამბობს:
კნიაჟნა, ძალიან მომეწონა შენი “შემოქმედება”!
22 სექტემბერი, 2007, 18:56 —
daiv ამბობს:
რაც შეეხება ქართველების ნიშან-თვისებებს, ყველა არაა ასეთი და ზოგჯერ უმცირესობაც ცვლის სიტუაციას - გააჩნია უმცირესობას!
23 სექტემბერი, 2007, 18:42 —
მარი ამბობს:
ხალხო ძალიან მომეწონა თქვენი ნაწერწბი არ მეგონა საქართველოში კიდე თუ აზროვნებდნენ ახალგაზრდები ასე მაგრა გამისწორდა. საქმე ისაა რატო გავხდით ასეთები ადრე მართლა გვქონდა საამაყო.რატო გადავგვარდით?
23 სექტემბერი, 2007, 18:54 —
მარი ამბობს:
ძალიან მომეწონა აზახის მოსაზრებები და კნიაჟნასი და ავიამენის.იცით რა ახლა მივხვდი რა გვაქ საამაყო ის რომ თქვენნაირები კიდე არიან .მიკვირს როგორ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გადაგვარება როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ.მარტო დათა თუთაშხიათი ვიმსჯელოთ არ მინდა სხვების ჩამოთვლა ძაან გამიგრძელდება.რატო ყავთ ახალგაზრდებს კუმირებათ რომელიღაც უცხოელი მსახიობი ან თუნდაც სპაიდერმენი და არა ქართველი მეფეები ცოტა გვყავდა საამაყო? უკვე გიჭირს თქვა ეს ქართველი კაციაო ან ქალიაო ელემენტარულად შეგრცხვება .თავმოყვარეობა დავკარგეთ ყველა ცდილობს ვიღაცას მიბაძოს და დაემსგავსოს.
25 სექტემბერი, 2007, 02:33 —
Canarinho ამბობს:
მაინც ვერ გავიგე, ნიკა ჯარში თუა ნამყოფი…?
27 სექტემბერი, 2007, 14:02 —
გედა ამბობს:
საზიზღრობაააააააა( თვითონ სინამდვილეეე ) ამაზრზენია
მარი, რატო გონია რო გადავგვარდით, ან რატო გიკვირს ასეთI ახალგაზრდები რო არსებობენ? რატო?
მე პირადად, ისეთ გარემოში გავიზარდე, რო ჩემთვის გასაოცარი ასეთი საზიზღარი ადამიანების არსებობა უფროა :(:(:(
ვიცი, რო ეს სიმანდვილეა, ვიცი, მინახავს და მძულს
მაგრამ, რაა? შედეგად რაა?
იცი ყოველთვის მაინტერესებდა ის ადამიანები, ვინც ძალიან ლამაზად(ნუ თუ ამას ლამაზი ქვია) და საოცრად ზუსტად აღწერენ მსგავს თავბრუდამხვევ ამბავს, როგორები არიან?
ხო,რათქმაუნდა, არ იგინებიან, არ ბილწსიტყვაობენ, არ ჩაგრავენ სხვეებს :(:(:
იყო ქართველი, ჩემთვის მართლა დიდიი პატივია, არ ვიცი სხვა რას როგორ აკეთებს, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ ღირსი ვიყო ქართველობის.
კარგი და ცუდი ყველგანააა, და მთავარი იცი რააა, სხვები კი არ განვიკითხოთ და ფორუმებზე ვაი დედა ვიძახოთ, არამედ, ჩვენ თვითონ ვიყოთ მაგალითები სხვებისთვის, ჩვენი ჩვენი საქმე ვაკთოთ და მეგობრები არ დავივიწყოთ.
ღმერთი გვფარადვეს ყველას და მუდამ!
27 სექტემბერი, 2007, 18:06 —
ნინო ამბობს:
მართალია რასაც კნიაჟნა ყვება დგევანდელი რეალობაა სამცუხაროდ , მაგრამ ხალხნოოოოო მედალს ორი მხარე აქვსსს,, ქანდაკებას კი იმ მხრიდან უნდა შეხედო საიდანაც ლამაზიაა…. ჩვენც ასე მოვიქცეთ.ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა მაგრამ მთად ასე ფეხქვეშგათელო შენი ერი ესეც არ შეიძლება.ამასთვის არ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ერთადერთი ხსნაა იყო ჭეშმატირი მართმადიდებელი, ის გასწავლის ისეთ ცხოვრებას, რომლის არც შენ და არც შენ შვილს არ შერცხვება…..გასწავლის ადამიანების სიყვარულს, და სადაც სიყვარულია იქ ბოროტებაც არაა.
28 სექტემბერი, 2007, 20:46 —
ტატა ამბობს:
ვერაფერს იტყვი სიმართლე სინათლე:) რეალობაა აშკარად ! მე პირადათ ბევრ რამეს შევცვლიდი……გარდა 3 რამისა: 1)ენა 2)მამული3)სარწმუნოება…აი ეს არ უნდა დაავიწყდეს ნაგდ ქართველს………… და კიდევ ქართველმა მამაკაცმა ისწავლოს ქართველი ქალის პატივისცემა. პატივს სცემენ ისეთებს რომლებიც ნამდვილად არ არიან გირსნი:(
28 სექტემბერი, 2007, 21:02 —
ტატა ამბობს:
საუკეთესონი, უნაკლონი და უცოდველნი არ არსებობენ და არც ჩვენ ვარტ გამონაკლისნი…… მარა გული მწყდება ქათველი რომ ცუდათ მოიხსენიებს საქართველოს..რას ქვია..ვინ ვიყავით ადრე და ვინ ვართ ახლა?………………….ეგ თუ არ იცის:(:(:(:(:(:( ქართველმა მას არაფერი მოეკითხება:(:(:(:(:( ……… მე მიყვარს ჩემი საქართველო როგორიცააა და უზომოდ მენატრება მანდ ყოფნა…!:(
29 სექტემბერი, 2007, 13:14 —
ნენე ამბობს:
რა თქმა უნდა სიმართლეა, მაგრამ არ შეიძლება ყველა ერთნაირი იყოს და ამას თქვენც ადასტურებთ იმით, რომ ხედავთ იმას რაც საქართველოში ცუდი ხდება. მაგრამ საამაყო როგორ არ გვაქვს ხალხო?! ასეთი პატარა ერი აქამდე რომ მოვედით საამაყო არაა? სუხიშვილები ლა სკალას სცენაზე 14-ჯერ რომ გაიყვანეს საამაყო არაა? ის ყველაფერი რაც იქ ქართველ კაცებზე ეწერა მართალია, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ კომუნისტების დროიდან დაიწყო, ჩვენ ყველას შეგვიძლია გამოვასწოროთ ყველაფერი, მაგრამ საქართველოს და ქართველების სიძულვილით კი არა-სიყვარულით!
1 ოქტომბერი, 2007, 02:01 —
პაკიპუკა ამბობს:
ისე გული დამწყდა ეს რომ წავიკითხე, ნუთუ მართლა ასეტი ვართ ქართველები? მამაჩემი ასეთი არ იყო, გიჟდებოდა საქართველოზე და ამ სიყვარულით დაიღუპა კიდეც, ეამაყებოდა ქართველობა და პატარაობიდან საქართველოს სიყვარულს მასწავლიდა…სხვათა შორის აქ ჩამოყალიბებული პუნქტებიდან თითქმის არცერთს არ აკმაყოფლებდა,ასევეა ჩემი უამრავი ახლო ადამიანი და დარწმუნებული ვარ ჩემი ქვეყნის გულისთვის უმრავლესობა ისევე არ დაიშურებს სიცოცხლეს როგორც თავის დროზე მამაჩემმა. მაპატიეთ მაგრამ ყველას არ აქვს უფლება გაკიცხოს ქართველი ერი,ილია და აკაკი როცა კიცხავდნენ საქართველოს მათ ეს ეპატიებოდათ მაგრამ ყველა ჩვენგანს არ აქვს უფლება შეურაცჰყოს იგი და აკაკის სიტყვები გაუმეოროს…
1 ოქტომბერი, 2007, 08:44 —
ნენე ამბობს:
პაკიპუკა ასეთი არ ვართ, ასეთი არიან!
2 ოქტომბერი, 2007, 19:56 —
ნინო ამბობს:
გეთანხმები პაკიპუკა არავის არააქ მსგავსი რაგაცეები სტქმის უფლება ჩვენ ჩვენი ქვეყანა თუ არ გვეყვარება და პატივი არ ვეცით არც გვაქ უფლება სხვას მოვთხოვოთ იგივე. ისე როც ასაქმე საქმეზე მიდგება მარტო გინებით იცავენ უგული ქართველები თავიანთ ქართველობას. და არ გეგონოს რომ ყველანი ასეთები ვართ, ჩემს ირგვლიცავ ბევრი მამაშენისნაირად საქართველოზე შეყვარებული ადამიანია ჩემი ჩათვლით დ აგული არ გაიტეხოო. ასეთები საკმაოდ ბევრნი ვართ და ამიტომაცაა რომ დღევანდელ დღემდე მოვედით და უფლის ნებით კიდე დიდიხანს ვიქნებით.
2 ოქტომბერი, 2007, 20:05 —
გედა ამბობს:
ნიიიიინიი,პაკიპუკააააა მეეეც თქვენთან ვაარ :*
3 ოქტომბერი, 2007, 10:33 —
თამთავარ ამბობს:
ნამდვილად მჯერა რომ გულწრფელია თქვენი გულისწყრომა ამ სტატიასთან დაკავშირებით და მიხარია! თუმცა ისიც შეიძლება რომ ბევრმა საკუთარი თავი ამოიცნოს უმეტეს პუნქტში თუ არა ზოგიერთებში მაინც. რაღაც შინაგანი უწესრიგობა, სიზარმაცე და “ყოვლისშემძლეობა ოღონდ ზეგ” ასევე მუდამ წინაპრებით სიამაყე, რომელსაც დღეს თითქმის არაფერი ემატება საამაყო მეც აღმომაჩნდა და ვწუხვარ. ისე მართლმადიდებლურად სიამაყე ერთერთ ცოდვად ითვლება და მოდით სულ შევეშვათ ამ სიამაყეს. რაც კარგი გვაქვს ისედაც კარგია და ჩანს, აი ცუდი რომ უნდა გავკიცხოთ ეგ მართალია და არაფერია მოსარიდებელი თუ არა მხოლოდ “ისინი ასეთები არიან”-ის პრინციპით არამედ, საკუთარ თავზეც ვისაუბრებთ, საკუთარ ცუდ თვისებებზე, რომლებიც ასე თუ ისე ქართული ტრადიციებით არის განპირობებული, რადგან ჩვენ ასე გვზრდიდნენ (ქართული ტრადიციებით, ოღონდ არა დედის გინებით:) და როგორც არ უნდა ვიუაროთ რაღაც გავლენა მაინც აქვს ჩვენზე მოქცეული, ზოგზე მეტად, ზოგზე ნაკლებად, ესეც აღზრდაზეა დამოკიდებული ისევ და ისევ. მოდით, საკუთარ თავზე ილაპარაკეთ უფრო მეტი კონკრეტულად და თავი დავანებოთ ამ განზოგადებას, რომ თურმე ქართველები არიან ესეთი ცუდები ან კარგები ან უკულტუროები უწესრიგოები და ასე შემდეგ. ყველამ თავისი თქვას ოღონდ გულწრფელად და მერე ვნახოთ როგორები ვყოფილვართ.
3 ოქტომბერი, 2007, 21:05 —
კორძა ამბობს:
საღოლ როკო, საღოლ, მაგარი კაცი ხარ, აი იმნეა რო იტყვიან “ქოლორ”-ში ბაზრობ რა, დღეს მინიმუმ 75% ეგრეა, მათ შორის მეც შევდივარ უეჭველია და კიდე ბევრი ისეთი ვინც აქ დაპოსტა რო საშინელებაა და ცხოვრებაში არ ყოფილა ეგეთი, ეს კიდე ერთი თვისება გამოგრჩა, შენიანი ყველა კაია :)))) ვოტ ტაკ, მაგარი ხარ, მართლა მაგრად მომეწონა, თუნდაც ქრისტიანობაზე, რა აზრი აქვს ისეთ თავის გამოდებას როცა აზრზე არ ხარ ქრისტე ვინ იტო, ან რამდენო მოწაფე ყავდა, ან იმას ეკლესიას რო ჩაუვლი ძმაკაცთან ერთად, პირჯვარს გადაიწერ და მერე გააგრძელებ “ხოდა რას გეუბნებოდი ცჰემი დედა….” საღოლ, მაგრად მომეწონა ;)
5 ოქტომბერი, 2007, 22:59 —
კარლინგტონი ამბობს:
გსმენიათ მოსაზრება ქრისტიანობაზე???
რომ არა ბერძნები ქართველი საიდან იქნებოდა ქრისტიანიო??
ამას ქართველი გკიტხავს??
არაფერს ვამბობ, რომ თურმე მედიაც კი ბერძენი ყოფილა.
ესეც ქართველის მოსაზრებაა.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იოსელიანი ბერვი ქართველისთვის ფრანგი რეჟისორია.
მგონი გაგრძელება აღარ ღირს.
უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ ( ევროპელ ქართველებთან).
7 ოქტომბერი, 2007, 07:55 —
აკულა ამბობს:
ჰომა გეთანხმები… თუ წაგიკითხავთ დანიოსის “მავანი ბატონი ბლო” ზუსტად იგივეა ნათვამი ფრანგებზეც…. და საერთოდ იტალიელებზეც…ესპანელებზეც…. იგუვეა რა….. სამაგიეროდ ვერბალური ეფექტი აქვს აშკარად
13 ოქტომბერი, 2007, 20:06 —
ავთო ამბობს:
მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ გულისყურით გადავიკითხე ჩამონათვალი. ძალიან გამიხარდა, რომ ერთ პუნქტს (სხივისი ამბებით დაინტერესებულთათვის დავაკონკრეტებ, N.12) მაინც ვასრულებ და ამით 100%-იანი ვერა, მაგრამ 1%-იანი ქართველი მაინც ვარ.
ახლა კი ყურადღება მინდა მე-5, მე-17 და 21-ე პუნქტებში აღნიშნულ ქვეთემაზე გავამახვილო, კერძოდ სმაზე.
პატივცემულო თანამეკომენტარენო! გთხოვთ დაგმოთ, ის ირონიული ტონი, რომელიც ამ პუნქტებში შემალულა და ხითხითებს! ღვინო ჩვენი ეროვნული სიამაყეა და ჩვენ ღვინოს ასე ადვილად ვერ შეველევით. და ეხლა გთხოვთ, ნუ მომვარდებით პასუხებით, რომ ზომა წონა უნდა ვიცოდეთ და მისთანები. გამოტყდით, რომ ერთი ჭიქის მერე, ზომა-წონა ძნელი გასარკვევია.
თანაც ნუთუ ასე ცუდია სმა? აი მაინც რამდენი სასარგებლო რამ მოაქვს … აი … აი, მაგალითად ფილმში “სიყვარული ყველას უნდა” როგორ კარგად შემოუვლის ვენახი მევენახეებს. არადა უსმელ მდგომარეობაში რამდენი შრომაა საჭირო ამ სამუშაოს შესასრულებლად. კი მაგრამ რაა ამაში ცუდი, თუ საქმის იოლად გაკეთება ვიცით? მთავარი ხომ მაინც გეგმის შესრულებაა! ეგ კი არა, ჩვენი წარმატების რეცეპტო მსოფლიო მასშტაბით შეგვიძლია გავყიდოთ … და სწრაფად უნდა გავრბოდეთ პატენტის მისაღებად. ჩვენ კი აქ ყველაფრის ეჭვის ქვეშ დაყენებით ვკარგავთ დროს :-( …
თანაც ასეთი დისკუსიებით ქართველ ახალგაზრდობაში და ბავშვებში გაურკვევლობას გამოვიწვევთ. ნუთუ ის, რასაც მათი მშობლები ასე ხშირად სვამენ, მართლა ასე ცუდია?! ამან შესაძლოა თაობათა შორის განხეთქილებაც კი გამოიწვიოს…
კი მარა, გეკითხებით, არის ეხლა ამის დრო? არა, პატივცემულო თანამეკომენტარენო! არ არის ამის დრო! გათავდეს ერთხელ და სამუდამოდ კრიტიკის და გადატრიალებების ხანები! ჩაბარდეს წარსულს უკმაყოფილო გამონათქვამები, იქნება ეს ჟურნალ-გაზეთებში, დემონსტრაციებზე თუ ა.შ. და განსაკუთრებით სუფრებზე. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა ბედნიერ ხანაში გვიწევს ცხოვრება და რამხელა წვლილი მიუძღვის ამ ბედნიერი ხანის აღქმაში … დიახ ბატონებო, სწორედ რომ ღვინოს!
ახლა კი გაემზადეთ, ყველანი ჩემთან ხართ რესტორანში დაპატიჟებული (ვიღაცამ ჭორის დონეზე გამაგებინა, ხვალ აპირებენ დანგრევასო და სანამ მართლა დაუნგრევიათ … არავისთან თქვათ თქვენი ჭირიმე … რესტორანს რას დავეძებ … ჭორების გაგებისთვის არ დამაპატიმრონ!) ვიქეიფოთ!
აი ესაა ყველაზე სწორი და მართებული, რაც კი ჩვენს თაობას შეუძლია თავის სამშობლოს გაუკეთოს! ნუთუ ვინმე ჭოჭმანობს თავისი სიფხიზლე სამშობლოს რომ შესწიროს?!
პატივისცემით
თქვენი ავთო
—————
იმედია რომ მიხვდით, ეს ყველაფერი ხუმრობაა. პასუხისმგებლობას სასწრაფოდ გამოძახებული ტაქსისთვის, საგონებელში ჩავარდნისათვის ან სხვა, ჩემი ტექსტით გამოწვეული მძიმე სავალალო შედეგებისთვის წინასწარ ვიხსნი ;-)
პატივისცემით
ხატია
13 ოქტომბერი, 2007, 21:52 —
ნენე ამბობს:
კარგად ვერ გავიგე ავთო ხარ თუ ხატია, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცინე შენს კომენტარზე, ძალიან მაგარიაა! :))))))
16 ოქტომბერი, 2007, 09:37 —
ქეთქეთა ამბობს:
ეს რა ჭირი გვჭირს…
ეგეთია გარემო ზოგადად, მართლა, რა უჟასია… რამდნია რეგვენი, ამპარტავანი, პიტალო ქართველი დამყაყებული იდეებით თავგამოტენილი და თან მორალს რო გიკითხავს, უიმმმმ … საშინელებაა.
იმდენი ცუდი წავიკითხე, გული გამისკდა. არადა მართლა ასეა.
მოდი მე ცოტა კარგ რამეებს დავწერ, ჰა? ძაან მომინდა კარგიც დავწერო რამე, რა გულუბრყვილობაა არა?:)
ხო არსებობენ გულღია, კაი ტიპი ქართველები (რახან თემას ქვია ასე თორე ქართველების ნაცვლად ადამიანების დაწერას ვამჯობინებდი უბრალოდ), ნიჭიერები, ‘რაღაცნაირად თავისებურები’, მხიარულები, უბრალოები, მშვიდები, ტყლარწვის გარეშე რო ლაპარაკობენ, კითხულობენ (სიამოვნებით, უნდათ და იმიტომ), კარგ მუსიკას უსმენენ და ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ ხმამაღლა და გამზადებული ტექსტებით, მართლა უყვართ, თუ უყვართ, მართლა ზრუნავენ ახლობელ ადამიანებზე… და თან სისხლში გამჯდარ რაღაც ქართულს ყოველთვის ავლენენ, მარა ეს არაა გამაღიზიანებელი და ხელოვნური, შეიძლება ცოტა პათეტიკური, მაგრამ მაინც არც ისე გამაღიზიანებელი … ნუ ეს სისუსტე გვაქვს:)
მე რაც ძალიან მხიბლავს ამ ქვეყანაში, ეს რაღაცნაირი შინაურული სულია… აი ხედავთ როგორ შევაპარე პათეტიკა, ფიჰ…:) არ ვიცი შესაბამისი სიტყვა გამოვიყენე თუ არა, მაგრამ ამ წუთას ეს მომივიდა თავში.
ჩემთვის ასეა, შინაურულია, შეჩვეული და საყვარელია ყველაფერი, ძალიან სათუთად მოსაპყრობი და ძვირფასი… და ამდენადვე გაუგებარი, აუხსნელი და თავზარდამცემი ის რაც ხალხს ემართება… სრული დეგრადაცია…
რა ვქნათ, მეგობრებო?
17 ოქტომბერი, 2007, 20:24 —
ხატია ამბობს:
მადლობ ნენე :-) მეც ძალიან ბევრი ვიცინე ;-) :-)
30 ოქტომბერი, 2007, 02:55 —
კუკუშა ამბობს:
მე არ ვეთანხმები მაგ პუნქტებს, ასე იქცევიან ასე ვთქვათ მდაბიონი, და ყეყეჩები, და რაც მთავარია ეს ყველა ქართველს არ ახასიათებს
აი რა ახასიათებს ყველა ქართველს უკლებლივ…
1. ცეკვა სხვის დაკრულზე–ზატო ძაან ამაყად , ისსე რომ მუსიკის შემკვეთი გადარიო
2. უცხოს გაუკეთო ის რასაც საკ უთარ ძმასაც რომ არ გაუკეთებ, და თუ კი გაუკეთებ……….
3. იცეკვო სკალაში და იამაყო რომ გადარიე იტალიელები და ამავდროულად ამტკიცო რომ ყველაზე მაგრები ვართ დდა არ იკითხო მაშინ რა სა საჭიროა სხვების ტაში? დიდი განსხვავებაა იმას შორის, როცა შენ ჩადიხარ იქ და ბედნიერი ხარ რომ იქა ხარ და უპლება რომ გაქვს იმ სცენაზე იდგე, და დაკრული ტაშით დაცინო თვითონ მასპინძლებს, ესეიგი რხან გაგიჯდნენ ესეიგი ჩვენ უკეტესები ვართ, და ასე რომ იყოს რომ იტალიელი ჩამოდის საქართველოში რადგანაც გაუგია რომ ისინი ყველაზე მაგრბი არინა და მერე გიჯდება აქქაური სიტუაციიტ ან თუნდაც ცეკვით ეს სხვა ამბავია, მარა ტუ კი ესთი რამ ხდება და ვინმე დარტყმული მართლაც ჩამოვა ჩვენთან და გაგიჯდება –ჩვენები მას ტელევიზიით აჩვენებენ….
4. რეცენსიების წერა გვიყვარს ჩვენს თავზე რაა..
5. გვიყვარს შექება და ერთმანეთის პირში ქება–მაგრამ ქება გვწყენს
6. თბილისი მეორე(აღმოსავლეთის) პარიზია…. ანუ ამის გარეშე თბილისი ჩვენს თვალში არაა ლამაზი
7. სტუმრის გაგიჟება, გადაყოლა, ავადმყოპური ხელგაშლილობა და ზურგსუკან….
8. Mტავრობის გინება
9. ქართველების ან რადიკალური ქება ან რადიკალური ლანძღვა
10. რადიკალიზმი
11. და ყველა იზმები დედამიწაზე
12. ტავის შედარება ყველაზე მაგარ ქვეყნებთან და ძახილი რომ უბდურები ვარტ…
13. ნე ტო შტო მუშაობის არ სიყვარული არამედ დაჯე არცოდნაც–ჩვენ არ ვიცით რა არის მუშაობა
14. მასიური დილეტანტიზმი
15. ტყუილი
16. აგრესიულობა
17. საკუთარ ნაჭუჭზე ფიქრი–არა საზოგადოებრივი აზროვნება
18. ბატონთან ლაქუცი, მაგ ადრე რუსეთთან, ეხლა ამერიკასთან..
რავი კიდე რამდენი რამაა კაცი ვერ ცამოთვლის, მაგრამ ისე უნდა ითქვას რომ აშკარად უკეთესი თაობა მოდის და ეგეთი რამეები ნაკლებად ახასიათებტ
30 ოქტომბერი, 2007, 12:07 —
azax ამბობს:
13 და 16 მართალია გეთანხმები მაგრამ აი 18 მაგარი სირობა თქვი
31 ოქტომბერი, 2007, 12:27 —
ია ამბობს:
მე კი მთელი ტექსტიდან მხოლოდ მე-17 და ნაწილობრივ მე-18, მე-13 პუნქტებში ვეთანხმები.
3 ნოემბერი, 2007, 00:01 —
გვანცა ამბობს:
არა როგორ გული მწყდება მაგრამ რას იზამ. მწარე რეალობაა. არა საყვარლები ვართ ეგრეც არაა ,მაგრამ ძალიან ბევრი მინუსები გვაქ. მაგრამ მამაკაცებო აგიარეთ,რომ ტქვენი მასიური დეგრადაციააა დაწყებულიიი და ჩვენთან ხო საერთოდ. არა მანდილოსნებიც არა აკლებენ ქართველები. “ზმანებზე” დახამებული და ყველანაირად ხელოვნური და დაყენებული ახალგაზრობა. მეზარება უბრალოდ მეც ჩამოწერა ყველაფრის თორე თუ დავიწყე ალბათ ვერ გავჩერდებიი.
11 ნოემბერი, 2007, 22:52 —
ერტი უბრალო გოგო ვარ:))) ამბობს:
ეეჰჰჰ თუ ამდენი იცით რატომ ჩავდივართ ამდენ სისულელეს???? დზაან მაინტერესბეს:(:(:(:(
13 ნოემბერი, 2007, 03:40 —
FIDELIO ამბობს:
ჰოროსკოპს ჰგავს :))))))) რაგაცეები რომ ნაღდად ემთხვევა. მეც დავინახე ჩემი თავი ზოგოერთ პუნქტში, მაგრამ ძალიან ბევრი პუნქტი საერთოდ არ მეხება. ახლა აქ არ დავიწყებ რა და როგორ, აღსარებაზე ხომ არ ვართ? ისე ეს ჩემს წინა გამომსვლეი გოგონა სწორად კითხულობს , რასაც კითხულობს. ერთიცაა, ნამდვილად მოდიან უკეთესები. ჩEმს ირგვლივ საოცრად კარგი ბავშვბი იზრდებიან და დარწმუნებული ვარ მაგათგან ძალიან კარგი ადამიანები (მოქალაქეები / ქართველები) დადგებიან. ასე რომ არ გვინდა რა, ამდენი თავში ქვების შენა.
25 თებერვალი, 2008, 00:32 —
Raycher ამბობს:
ერთადერთი, რასაც არ ვეთანხმები, ზეწრის გამოფენაა.
ეგ ქართული ტრადიცია არაა, რუსებს სცოდნიათ მსგავსი რაღაც.
დანარჩენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ყველაფერი 5იანზეა..
14 მარტი, 2008, 15:40 —
წკიპო ამბობს:
გამწარებულია ხალხი :D
ნაგდად არავინ მყავს გვერდზე და გვერდითას კიდე გვერდზე ამდაგვარი და ერთი-ორის გადამკიდე ასე რამ გაამწარა ეს ხალხი?! :D
მოკლედ უაზრო ფილოსოფოსობას ჯობია საკუტარ გულებში ჩავიხედოთ და ქუჩაში ნაგავი არ დავაგდოთ,წითელზე არ გავიაროთ,უადგილო ადგილას არ გადავიდეთ და ავტობუსებში სავარძლები არ ვგლიჯოთ :P
კიდე კვირაში ერთხელ მაინც ეკლესიაში წავიდეთ და შევიგნოთ რო მამაოებიც ადამიანები და ცოდვილები არიან… და რაც არუნდა ცოდვილი იყოს მამაო ის სჰენ კარგი რცჰევის გარდა არაფერს მოგცემს,რამეთუ სახარება და ლოცვანი წირვაზე მას უჭირავს ხელში…
24 მარტი, 2008, 18:50 —
ბაქარი ამბობს:
რაც უფრო მეტი დაიპოსტება ქართველების აუგზე მით მეტად გამოვასწორებთ……ალბათ, რადგან ქართველის შემგუებლობის ამბავი რო ვიცი (სად ხაე იქაური ქუდი დაიხირე - ამაზე უაზრო ანდაზის ..) თავის აუგს თავისივე საამაყო თვისებად და ტრადიცულ დამახასიათებელ ნაკლად გაასაღებს…ბოლოს და ბოლოს ქალებს ხომ ჩვენი ნაკლის გამო ვუყვარდებით :) ქალი კი წმინდაა…. ისე ქართველიც წმინდაა….როცა დალევს
28 მარტი, 2008, 02:18 —
ხატია ამბობს:
@ბაქარ
ამაზე “ბოლოს და ბოლოს ქალებს ხომ ჩვენი ნაკლის გამო ვუყვარდებით :)”
კარგად ხმამაღლა ვიცინე :))) ჩაგეთვალა :)
7 ოქტომბერი, 2008, 00:42 —
დავითა ამბობს:
~გამოსწორებამ~ კარგ ხასიათზე დამაყენა. ერთ მშვენიერ დღეს, მრავალწლიანი აღმზრდელობითი (რაც უფრო მეტი დაიპოსტება ქართველების აუგზე) საქმიანობის შედეგად, კარდინალურად შეცვლილი, სათნო (და ა.შ) და გულადი (და ა.შ), ხალხი გავხდებით :D როგორი ხალხიც ვართ ქვეყანაც ისეთ დღეშია.
იცით რატომ ვართ ცოტა რაოდენობით და მიწაც რატომ გვაქვს ასე ცოტა? ვერ ~ვქაჩავთ~ ძმებო, ვერა. საშველიც არაა.(((((((((((((( ანუ, მომავალშიც ვერ ~გავქაჩავთ~. კონსტანტინეპოლის აღების ბოლო დღეს, ბიზანტიელები, ქალაქში გამოკეტილები, გადამწყვეტი ბრძოლისთვის კი არ ემზადებოდნენ. ერთმანეთს ედავებოდნენ თურქებს მივცეთ ქვეყანა თუ რომსო. მაგ ხანას გავცდით. მგონი, ცოტა მიწა შეგვრჩება. საამაყოა, რომ ბიზანტიასავით ქვეყნის დასახელება არ გაქრება რუქიდან. ა ნ უ, ვერც გამოვსწორდებით და ვერც ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე. ერთმა აზერბაიჯანელმა ანეგდოტი მომიყვა კავკასიაზე. სამი დიდი კასრი ციხედ გაუკეთებიათ რუსებსო. პირველში სომხები იხდიან სასჯელს. თავი დახურული აქვსო, რადგან ერთი სომეხი თუ ამოძვრა ყველას ამოიყვანსო. მეორე კასრს თავი ღია აქვსო. იქ ჩვენ ,აზერბაიჯანლები, ვზივართო. იქაც კარგად ვართო თავს რად უნდა დახურვაო. ხოლო მესამეში, რომელსაც თავი ოდნავ ღია დაუტოვესო ქართველები ზიანო. ისინი ერთმანეთს არ უშვებენო. ყველას პირველი უნდა გაიქცესო. ხოდა გამოვსწორდებით აწი ჩვენ? თითო კაცია დარჩენილი, ისინიც ჩვენს საცოდაობას უყურებენ კასრდან ერთმანეთს, რომ არ ვუშვებთ.(((((((((
8 ოქტომბერი, 2008, 15:46 —
OTO1880 ამბობს:
მაგარი ზეინტელექტუალური სირობები დაუწერია ზოგიერ|თს. !!!
პირადათ მე #13 კიიი #19 კიიი და # 30 კიიი (უეჭველიიიი : ))))))))))))))))))))
გრუზინობა მეამაყება ბევრს ვაგინებ ცხოვრების სტილს და მამენტ რელიგიურ დოგმატებსაც, მაგრამ რატომღაც იგივე საქციელისთვის 2 არსება მყავს სასტიკად გატყეპილი მაქიდან დავასკვენი რომ საქართველოს შეურაცყოფისთვის რომ ადამიანს სასტიკად გატყიპავ მაშინ გულის სიღრმეში ეს ქვეყანა მაგრათ გიყვარს!!!
მიდით ეხლა და საკუთარ თავზე იმუშავეთ!!! (ზოგ-ზოგმა)
15 ოქტომბერი, 2008, 13:37 —
ნუგზარი ამბობს:
უდნავ უტრირებულია, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტია. ლუარსაბის შემდგომ არც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, უარესობისაკენ კი შეიძლება შეიცვალა. ისე ვინც ამის ადრესატია, მგონი არც კითხულობს არაფერს და ვინც კითხულობს ის კი ამნაირი არ უნდა იყოს
23 ნოემბერი, 2008, 17:44 —
ნაჩა ამბობს:
ყველა ერთ ქვაბში არ მოვიხარშებით , მაგრამ ქართულია მაინც,რომ:
დაბადების დღეზე დაპატიჟო ის ,ვინც შენ დაგპატიჟა;
თუ არ კვდები ექიმთან არ უნდა მიხვიდე,თუ მიხვედი დასმული გაქვს დიაგნიზი,შედგენილი მკურნალობის გეგმა,არჩეული წამლები,იცი როდის გჭირდება ოპერაციული ჩარევა და ვინ არის ეს თეთრხალათიანი ,შენს კომპეტენციაში ეჭვი რომ ეპარება ,ერევა და არ გაცდის მკურნალობას
შეიძლება არც ერთი კბილი არ გქონდეს,მაგრამ რა საჭიროა კბილი,მთავარია ბოლო დონის მობილური და მაგარი მანქანა.რომელ ქვეყანაშია კიდევ უკბილობის კულტურა?
19 იანვარი, 2009, 17:25 —
თამთა_დოკვა ამბობს:
. საღამოს 10 საათის მერე ეზოში არ უნდა გიშვებდნენ, უფრო სწორად გიშვებენ მაგრამ მერე მთელი კორპუსის გასაგონად გეძახიან ფანჯრიდან ამოდი მაკუცუნა უკვე 10 საათია შვილო … და შენსც უხალისოდ მაგრმა მაინც ადიხარ და დედაც ბედნიერია, მთელმა კორპუსმა იცის რომ გარდა სილამაზიდა და ნიჭიერებიდა მისი შვილი კიდევ დამჯერი და პატიოსანიაცაა … აი ეს მაგარი იყო დზლივს გადავჩვიე ბებიაჩემი პანჯრიდან კივილს ჩემს შემთხვევაში ცოთა სხვანაირად იყო : პური ამოიტანე ან ხინკალი გინდა ბებუცუნა?? არაა აბა პელმენები?? არც ეეგ ჩახოხბილი ბები . . .. დედა რა უჭმელი მყავს ეს ბავშვი ( ბავშვში 17 გოგოს გულისხმობს :| ) ვახ!!!!!
26 ივნისი, 2009, 11:42 —
ტორესა ამბობს:
სისულელეა. საქმე იმაში კი არაა რომ ესაა ”ჭეშმარიტი ქართველობა”, საქმე იმაშია რომ საზოგადოების გარკვეულ მახინჯ ნაწილს სურს ეს გაასაღოს ”ჭეშმარიტ ქართველობად” და პროგრესულ ნაწილს ბრალს დებს გადაგვარებაში, სამშობლოს ღალატსა და საკუთარი სახის დაკარგვაში. ეს ფსევდო ჭეშმარიტებები კი ჭეშმარიტად საღდება იმიტომ, რომ საზოგადოების ბნელი ნაწილი, უმრავლესობას წარმოადგენს. ყველაზე დიდი პრობლემა კი თვითონ საკითხის დასმაშია. გამოდის რომ არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ცნება ”ქართველი” და ”ჭეშმარიტი ქართველი”. როგორც წესი საკითხს ასე სვამს სწორედ ბნელი ნაწილი, რადგან თავადაც კარგად გრძნობს რომ ყელამდე ნეხვშია და ამას გამართლება უნდა მოუძებნოს. ანუ უნდა ამტკიცოს რომ არსებობენ ქართველები და არსებობს თვითონ, ანუ ”ჭეშმარიტი ქართველი”, მაგრამ მთავარი არის ამის შემდგომი მსჯელობა, თავის გასამართლებელი: 1. მთავრობა დანიშნა ამერიკამ იმიტომ რომ ქართველობის მოსპობა სურს; 2. სოროსი აფინანსებს ჰომოსექსუალებსა და იაღოველებს რომ ქართველობა ამოძირკვოს; 3. ევროპელებს სურთ რომ ქართველები მათი მოსამსახურეები გავხდეთ. ამ სამ ყველაზე გავრცელებულ მსჯელობას ლოგიკურად მოსდევს მეოთხე ანუ ფინალური აკორდი: მე ”ჭეშმარიტი ქართველი” ვარ, ამიტომ ეს ყველა, ამერიკა და მისი ქართული მთავრობა, სოროსი და ევროპა არ მაძლევს საშუალებას ვიმუშაო. ანუ მე მსხვერპლად ვეწირები საკუთარი ტრადიციების დაცვას. ანუ, საკუთარი სიჩლუნგე კი არ მიშლის ხელს, რომ ვიშოვო ფული და ვიყო უზრუნველყოფილი, არამედ მთელი დანარჩენი სამყარო. ეს არის ყველაზე პრიმიტიული გონების თავდაცვითი რეაქცია იმ გარემომცველ სამყაროზე, რომელთან ადაპტაციაც ვერ შეძლო დაბალი განვითარების გამო.
ისტორიას რაც შეეხება. წაიკითხეთ ბერტრან რასელის ესსე ”თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა” http://www.lib.ge/body_text.php?5455 ესაა ლინკი. საინტერესო კუთხით დაგანახვებთ საკითხს. დარწმუნებული ვარ ისტორიის შესახებ რასაც ამბობს ბერტრან რასელი, თქვენც მოგსვლიათ თავში, ბავშვობაში, როცა პირველად გიკითხავდნენ ისტორიის კურსს და დაგბადებიათ კითხვა ნეტა როგორ ასწავლიან სპარსეთში იგივე ბრძოლას? მოკლედ ნახეთ, თუ არ დაეთანხმებით, შეეკამათებით მაინც და ესეც სასარგებლოა გონებისთვის
9 ივლისი, 2009, 04:26 —
GOG ამბობს:
90% ქართველს რომ კითხოთ ეთანხმება ამ პუნქტებს, მაგრამ რა მაგარი როჟააა თვითონ ხო სხვანაირია. ისე არ დაიგალეთ გარჩევით ვინ როგორია? ამდაგვარ რაგაცას უკვე მეათეთ ვკითხულობ.
9 ივლისი, 2009, 12:52 —
ჯუბა ამბობს:
კარგია, რომ ეს დისკუსიები მიდის. საჭირო და დროული კამათია, როცა ასე ვფიქრობთ ე.ი. არ ვართ ცუდი ქართველები და რაღაც დადებითი ხდება, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ სანამ ბოლო მოგონება არ გაქრება საბჭოთა კავშირის დეგენერატულ ნოსტალგიებზე და37 მანეთად ნაგულავებ მამებზე, მაინც იქნება გასაკრიტიკებელი, მთავარია ჩვენ არ ვშვათ ახალი სენი, მანკი და დასაცინი, რომ მერე შვილიშვილებმა იგივე არ გვითხრან. ამიტომ ყველამ ჩვენთვის დავფიქრდეთ, ზემოთ დაწერილი კრიტიკის ობიექტები ალბათ რაღაც მიზერით ყველანი ვართ და საკუთარ თავთან უფრო მეტი გვაქვს სამუშაო ვიდრე გვგონია. თუ ძალიან არ გადავამეტე ეგ არი რააა…
9 ივლისი, 2009, 15:39 —
სანდრო ამბობს:
დისკუსია მთლიანად არ წამიკითხავს, მაგრამ ყველა ქართველზე ამას ვერ ვიტყვით, უმრავლესობაზე კი უდავოდ. წესიერი ქარტველებიც ხომ არსებობენ თითო-ოროლა, ბოლო-ბოლო ;)
9 ივლისი, 2009, 15:42 —
სანდრო ამბობს:
და კიდევ, იყო ქართველი, ნიშნავს იმ დრეს, როცა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობ, არ იხმარო დეზადორი.
9 ივლისი, 2009, 16:58 —
ფროსია ამბობს:
დავსძენ თუ შეიძლება:
1. ქართველებს გვახასიათებს წარსულით სიამაყე და მომავლის იმედი (რომელიც როდის დადგება არავინ იცის). მაგრამ აწმყოზე არავინ არაფერს იძახის. ალბათ იმიტომ რომ ბევრი არაფერი გვაქვს საამაყო
2.ასევე ,,რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ” -ის ძალიან ხშირად ძახილი
3. თუ გინდა რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, რომელიმე უმცირესობად უნდა მოიხსენიო: შე სომეხო, პიდარასტო, ლეიბორისტო ……..
4. ლაპარაკის დროს უნდა გამოიყენო ან უამრავი ბარბარიზმი ან ჟარგონი და ან ისეთი ლექსიკით უნდა იმეტყველო უბრალო მოკვდავთ რომ არ ესმით
მოყვარეს პირში უძრახეო… იქნებ მართლა დავფიქრდეთ? ცოტათი მაინც. დავანგრიოთ ეს სტერეოტიპები და წავიდეთ წინ!
ხო კიდევ ერთი: აქ უმრავლესობა დაეთანხმა აქ ჩამოთვლილ ქართველთა მახასიათებლებს, მაგრამ აბა ეს ვინმე რუსს ან სომეხს დაეწერა! რა ამბავი ატყდებოდა…..
13 აგვისტო, 2009, 17:15 —
aliencat ამბობს:
არ დაგავიწყდეთ რომ ბინები ქირავდება მხოლოდ 1 ან 2 სტუდენტ გოგონაზე, ხოლო იმთზე ვინც სწავლა დაამთავრა, მუშაობს და დამოუკიდებლად ცხოვრებასაა მიჩვეული ბინები არ ქირავდება! ლოლ?:/ ეჰ…
არც ის დაგავიწყდეთ რომ საღამოს მამრობითი სქესის ადამიანებს ტაქსი არ უჩერებს სანამ მათ პატრული არ დაეხმარება ტაქსის გაჩერებაში.
არც ის დაგავიწყდეთ რომ ძმაკაცის დის შეყვარება გრეხია, ის ხომ ფაქტიურად შენი დაიკოა, ეს როგორ შეიძლება ცჰემი დედა მო….ნ (ვაი)
9 სექტემბერი, 2009, 07:40 —
კრიპი__ ამბობს:
რაც წერია აქ ყველაფერი სიმართლეა
ქართველების უმრავლესობა სწორედ ასეთია, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველა არა.ახალ თაობაში წესიერად მოაზროვნეები გამოჩნდნენ მაინც
წინა თაობას რო ვაკვირდები სულ ლანძღავენ ჩევნს თაობას =D არ მოსწონთ ეს ჩაშავებული თვალები ტანსაცმელი და ა.შ
მდააა…
სხვის ნაკლებს რო ლანძღავენ აბა გაიხსენონ მათ დროს რეები ხდებოდა???
თვითონ მოსკოვში 20 მანეთად გადაფრინდებოდნენ და გადმოფრინდებოდნენ
თვითონაც ბევრ რამეს აკეთებდნენ მალულად მაგრამ ეხლა აღიზიანებთ რომ ყველაფერს ყველას სანახავად აკეთებენ
ყველა ნარკომანი და ქურდი იყო
ეხლა თინეიჯერები უფრო თავისუფლები არიან და აკეთებენ იმას რაც უნდათ, ერთობიან და ეს მომწონს(მაგრამ რათქმა უნდა ზომიერების ფარგლებში თუა)
ჩვენდა საუბედუროდ აქ დაწერილი ყველაფერი სიმართლეა
ქართველები მაგარი ზარმაცი ხალხი ვართ. არ გვინდა რომ ცვენი შრომით მოვიპოვოთ რამე, ადვილ გზას იპოვიან - ქურდობენ.
რა საშინელებაა როდესაც შენს მინაპოვარს ვიღაც ნაძირალა მიითვისებს ხოლმე..
და კიდევ ქართველები ვართ მაგარი შურიანები და ჭორიკნები.ისეთ რაღაცეებს იტყვიან ხოლმე რომ უბრალოდ რო არ დაიკიდო მაგრა დაიტანჯები…
მიხარია რომ ბევრი ხედავს ამ ნაკლებს და იმედია მათ გამოსწორებაზე იზრუნებენ :)
3 ოქტომბერი, 2009, 19:20 —
ლიზიკო ამბობს:
რაც აქ დაიწერა ვერავის ვერ შეგედავებით ყოველივე ეს სიცრუეაო,მაგრამ რაც აქ დაიწერე ქართველ გოგოებზე ბევრ რაგაცაზე სხვა მოსაზრება გამაჩნია.ჩემი აზრით დღესდღეობით არიან ისეთი ოჯახები ,რომლებიც თავიანთ შვილებს ისე
ზრდიან როგორც ქართველ ქალს ან ვაშკაცს შეეფერება .( არა ვინმეს მოსაჩვენებლად და დასანახად არამედ იმ ტრადიციების, კულტურის და რელიგიის გამო რომელიც ჩვენ გაგვაჩნია) ჩემი აზრი ასეთია, რომ ქართველების უბედურება ისაა,რომ ბევრ რამეში ვბაძავთ სხვა ქვეყნებს ,რასაც მივყავართ იქამდე რომ ქართველებმა დავივიწყეთ ჩვენი პირველი მოვალეობა, რომ ვიყოთ ქართველები:) თუმცა ქართველობა ქართველში არასდროს დაიკარგება. თუ რამე ისე ვთქვი რაც სხვებისთვის გაუგებარი ან მიუგებელი იყო ნუ მიწყენთ, ამ თემის წაკითხვის შემდეგ მინდოდა ჩემი აზრიც გამომეხატა.
16 ნოემბერი, 2009, 23:04 —
jiako1 ამბობს:
gaixare. egrea namdvilad.
2 იანვარი, 2010, 20:38 —
ტინარი ამბობს:
რაც მართალია, ძირითადად ასეა სამწუხაროდ, ნამდვილად შეადგენენ ასეთი ადამიანები საქართველოს უმეტესობას. იმაზე ვიფიქროთ ეს როგორ უნდა შეიცვალოს, რა გვაქ მართლა დასაფასებელი ტრადიციები და რა უნდა მოვაშთოთ : ) ეს ფაქტია რო არავის მოწონს, და ისიც დაწერეთ სინამდვილეში რას ნიშნავს იყოს ქართველი.