ვირუსული ვიდეო: Geo Style!

ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).

არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს.
რატომღაც მეც მქონდა იმის ილუზია, რომ ქართული ინტერნეტი ფართომასშტაბიანი ონლაინ-კამპანიებისთვის ზედმეტად პატარა და განუვითარებელი იყო. მეგონა, რომ ძალიან ცოტა ქართველი მომხმარებლის შესაძლებლობები სცილდებოდა „ადნაკლასნიკებში“ ფოტოს შეფასებას ან ვარეზნიკებიდან ფილმების ქაჩვას. მაგრამ ბოლო პერიოდში დავრწმუნდი, რომ საბედნიეროდ მწარედ ვცდებოდი :)) ჩვენი მომხმარებლები ბევრად უფრო „სოციალურები“ ყოფილან, ვიდრე მეგონა. და ბევრად უფრო გამოცდილები კონტენტ-შერინგის საყოველთაო მანიაში.

დავიწყოთ თავიდან. რა არის ვირუსული ვიდეო?
ასე უწოდებენ მოკლე ვიდეოს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში რომელიმე ვიდეო-შერინგ საიტზეა განთავსებული და რომელსაც ელვის სისწრაფით ეწვევა ხოლმე არანორმალური პოპულარობა. ხალხი ერთმანეთს უგზავნის ბმულებს ამ ვიდეოზე, აფორვარდებენ წერილებს ყველა ნაცნობის ელფოსტაზე, უზიარებენ მეგობრებს ფეისბუკში, ტვიტერზე, მესინჯერებში, ხსნიან თემებს და წერენ პოსტებს ფორუმებში და საკუთარ ბლოგებზე… მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ვიდეო ვირუსივით მოედება ხოლმე მთელ ინტერნეტს და რამოდენიმე დღეში იგი მინიმუმ რამოდენიმე მილიონ ადამიანს აქვს უკვე ნანახი.

მთავარი კი ის არის, რომ მთელი ეს პროცესი უმრავლეს შემთხვევებში ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ბიძგის გარეშე იწყება. ვირუსული შეიძლება გახდეს თითქოს-და არაფრით გამორჩეული ვიდეოც კი. ზუსტი რეცეპტი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შექმნა ასეთი ვიდეო, ბუნებაში არ არსებობს :) თუმცა, ძირითადად ვირუსული ხდება ხოლმე: რომელიმე ტელეშოუს კომედიური სკეტჩი, სატელევიზიო კურიოზი, საკონცერტო ნომერი, სკანდალური კლიპი და ა.შ. მაგრამ ამათთან ერთად, არანაკლები პოპულარობა შეიძლება მოიპოვოს ჩვეულებრივი „მოკვდავის“ მიერ გადაღებულმა სრულმა სისულელემაც, საკუთარი ვებკამერით ან მობილური ტელეფონით :)) მაგალითად, ვიდეომ იმის შესახებ, თუ როგორ სასაცილოდ იქნევს ვარსკვლავური ომების სინათლის ხმალს მსუქანი ბავშვი ან როგორ ეცემა აივნიდან გადმომხტარი კატა ქუჩაში გამვლელს თავზე :))

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბოლო პერიოდში ორი ნამდვილი ქართული ვირუსული ვიდეოც დაიბადა :) როდესაც ერთ დღესაც ეს ვიდეოები მინიმუმ ათმა სხვადასხვა ნაცნობ-მეგობარბა მომილინკა, ზოგმა მესინჯერში, ზოგმა დაფორვარდებული წერილით და ზოგმაც – ფეისბუკში, როდესაც ყოველ მეორე დღეს თბილისის ფორუმის მომხმარებლები ხსნიდნენ ახალ-ახალ თემებს მათ შესახებ და როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე ორჯერ ვნახე თინეიჯერები, ერთმანეთს მობილურში როგორ აწერინებდნენ ამ ვიდეოებს, მივხვდი, რომ ჩვენც გვეწვია ეს ინტერნეტ-ფენომენი :))

ქრონოლოგიურად, პირველი მათგანი იყო „გატრაკება წავიდა, აეეე!“ :)) გაურკვეველი სოფლის გაურკვეველი ქეიფის ეპიზოდი :))

მეორე და ყველაზე წარმატებული კი, ლეგენდარული თემურ ჯახაია კოხორიდან :)) ალბათ ნამდვილად არ დარჩა ქართული ინტერნეტის მომხმარებელი, ვისაც მინიმუმ ორჯერ მაინც არ აქვს ნანახი ეს ვიდეო. პატრულის გადამღები ჯგუფის გადაღებული მასალა მომენტალურად მოედო მთელ ჯინეტს, ფორუმებს, სოციალურ ქსელებს, ოფის-ფორვარდებს და სულ მალე ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე გახდა ჩვენ ქვეყანაში :D

ამ მოვლენას ბუნებრივად მოყვა მავანთა განცხადებები იმის შესახებ, რომ „ჩვენთან ისევ დამნაშავეები არიან პოპულარულები“ და ა.შ. თუმცა, არამგონია ბატონი თემური ხალხს იმის გამო აეტაცა, რომ საფულე მოიპარა. იმას არ ვუარყოფ, რომ ჩვენთან კრიმინალები ბევრს დღემდე ბასა ფოცხიშვილისეულ ნოსტალგიურ რომანტიზმს გვრის, მაგრამ „კოხორა“ ნამდვილად სხვა შემთხვევაა :) უბრალოდ, მართლა ძალიან სასაცილო, სფეციფიური მეტყველების და (რაც მთავარია) ძალიან გულწრფელი პერსონაჟი იყო :)

კოხორა დღეს ბევრ ქართველ სელებრითიზე უფრო ცნობადი სახეა :D მან რეალურად შეძლო და გახდა ცნობილი, თუნდაც უორჰოლისეული 15 წუთით. თუმცა, დიდი შანსია, ეს 15 წუთი ცოტათი უფრო გაიწელოს – ახლადგამოჩეკილ ვარსკვლავს „ვანოს შოუს“ გუნდი დააცხრა და სავარაუდოდ, მანამ არ დაანებებენ თავს, სანამ ბოლო წვეთამდე არ გამოწურავენ პოპულარობას :)) „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“-ის წარმატების შემდეგ, ეს გუნდიც გეგმავს კომედიის გადაღებას და მასში მთავარი როლი უკვე შეუთავაზებიათ ინვერ მანიას ნათესავისთვის. პიქსარის მორიგი შედევრის, UP-ის ქართულ ვერსიაში კი, როგორც გავიგე, Dug-ს (ძაღლს) ასევე კოხორა გაახმოვანებსო :(( ესეც წყარო – კურიერ პოსტსკრიპტუმის სიუჟეტი.

მოკლედ, თემურს ყველაფერი წინ აქვს. ქართული ინტერნეტი კი ახალი ვირუსის მოლოდინშია. :) ამ შესაძლებლობის საკუთარი სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებას კი ჯერჯერობით არცერთი კომპანია არ გეგმავს. საოცრად მოსაწყენ ქვეყანაში ვცხოვრობთ :( სარეკლამო კომპანიებო, იდეების მშენებელ-გამყიდველებო, მარკეტინგის და პიარის მენეჯერებო, აამოძრავეთ ტვინი, გაცდით ბილბორდის ჩარჩოდან გადმოსული ბოთლის ან ხელების დონის კრეატივს და შემოგვთავაზეთ რამე სახალისო :) როგორც ხედავთ, ხალხი მზადაა ამისთვის. იმედია, ეკონომიკური კრიზისი და შემცირებული ბიუჯეტები მაინც გაიძულებთ რამე განსხვავებულის, უფრო ეკონომიურის და ბევრად უფრო ეფექტურის გაკეთებას :) ესეც ბმული ინსპირაციისთვის – ვირუსული მარკეტინგის მხეცები და ნადირები: www.theviralfactory.com
ოღონდ, მხოლოდ ინსპირაცია! სარკეს და კანის ლომების ამბავი არ დაგემართოთ :))

13 კომენტარი

  1. ზოგდად ქართველებს გვიყვარს რაღაცის უცაბედად ატაცება და გაფეტიშება, მითუმეტეს “დაჩაგრული” ადამიანის.
    ეს კოხორა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ აზრის სისწორეს.

    მაგ ვიდეოს პირველად ვუყურე.

  2. ეგ ვიდეო ერთხელ მაქვს ნანახი. მაშინვე მივხვდი, რომ ხალხი ესე აიტაცებდა და უარყოფითი ემოციები გამიჩნდა. ეს რეკლამაა? მოგწონთ ასე რომ გააპოპულარეს უცებ? მაგან რომ უნდა გაახმოვანოს დაგი?
    რაღაც არ მომწონს მე.
    კიდევ ვიღაცის ვიდეო რომაა, ნარკოზიდან რომ გამოდის ბიჭი და მეორე, უფრო ძველი, პატარა გოგოს რომ ურტყავს თავის და (ალბათ) “ინტერვიუს აღებისას”. რატომღაც არცერთზე მეცინება. შეიძლება ჩემი ბრალია :user:

  3. piccolina says:

    ყველაზე დიდი მარაზმი ქართულ ტელევიზიაში ის არის, რომ ზღვარს ვერ გებულობენ
    შეიძლება იმ კოხორელის ვანოს შოუში მიწვევით მათი რეიტინგი გაზრდილიყო, ისევე, როგორც კოხორელის
    მაგრამ, რამდენადაც ქართული ტელევიზია (სფეშალი რ2) სახეების მოყირჭებაზე მუშაობს, ძალიან მალე ხალხს ყელში ამოუვა კოხორელი, გადაცემის რეიტინგი კიდევ დაეცემა

  4. Dv0rsky says:

    საღოლ როკო, კაი პოსტია :)
    იმ გაურკვეველი ქეიფის ვიდეოს ვერ ვუყურე, ნერვებმა აღარ გამიძლო :)

    ჩვენები ჯერ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ – ვირუსული მარკეტინგი ხომ რეკლამის პირდაპირი და ძალიან მარტივი საშუალებაა.

  5. A_I says:

    ეგ დღეს “ცხელი” ტოპიკია იმჰო. ამ ბოლო დროს მტკიცდება რომ თურმე ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც შესაძლებელია ადამიანური მარკეტინგი და ის მოვლენები რომელიც მსოფლიოს სხვა ადგილებში ხდება ჩვენს ვებშიც არის შესაძლებელი :) იმედია ესენი ერთჯერადი შემთხვევები არ იქნება და ამას ტენდენცია მოჰყვება.

    მეც მქონდა ამას წინ ამაზე პოსტი ჩემთან:
    http://usatauro.wordpress.com/2009/06/03/viral-video-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93/

  6. Rocko says:

    :) ახლა ვნახე ეს კომენტი, საკაიფო პოსტია. რატომ არ ვიცოდი შენი ბლოგი აქამდე? :))

  7. David says:

    ერთი რამე გავიწყდებათ ტკბილო ხალხო: საქართველოში იმ მენეჯერთა უმრავლესობამ, ვინც უნდა გაეცნოს და დაგიმტკიცოს მარკეტინგული პროექტი ან გეგმა, ჯერ “კლასიკური” მარკეტინგი ძლივს გაიგო, ხოლო მისი ვირუსული კი H5N1 და H1N1 ვირუსებთან ბუნდოვნად დაკავშირებული აქტივობა ჰგონია.

    მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს სწორედ ვისურული მარკეტინგის სიიაფეში. ვის აწყობს ეს? სარეკლამო სააგენტოებს? არა. მრავალ მსხვილ თუ მცირე მოთამაშეს მედია განთავსების ბაზარზე? არა. მარკეტინგის მენეჯერებს? ვთქვათ ასე – ყოველთვის არა (“ატკატების” მაღალი სიტკბოება ზოგიერთს დღემდე დიაბეტს მართებს, მაგრამ მიჩვეულს ნუ-ო… და მიუჩვეველს ნუ-ო…). ვინ დაგვრჩა?

    ენთუზიასტების მცირე ჯგუფი, რომლებიც მზად არიან საკუთარი კორპორატიული ავტორიტეტის დაქვეითების ან/და პატიოსანი სახელის შენარჩუნების ხარჯზე ერთი-ორი კვირით მეტი დახარჯოს ფიქრზე და რამე ნორმალური და საინტერესო გამოაცხოს. როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით ასეთები არ ჩანან… :)

    2B gagrdzeled…

  8. A_I says:

    @Rocko

    მაისის ბოლოს გავაკეთე და საიდან გეცოდინებოდა :D

  9. ნეკრო says:

    კაი პოსტი იყო :)

  10. Raycher says:

    კარგი იყო თავიდან, ეფექტური! მაგრამ როგორც ზვიოს ჭყიპინი ამოგვივიდა ყელში და გვზარავდა მაგის ხმის გაგონება, ისე მოგვბეზრდება ეგეც…

  11. მართლა უნდა აამუშავონ, ან ჩვენ უნდა ავამუშავებინოთ ტვინები.
    კრეატიული კომერცია პოპულის “პოპ არტის” ბარათზე იწყება და მანდვე მთავრდება.
    კომპანიებს არ გააჩნიათ Stuff ის ინსტიტუტი, ადამიანი, რომელიც სარეკლამო კომპანიებთან მოაგვარებს ურთიერთობებს და ყოვლ მეორე წუთში არ ცვლიდეს თავის აზრს რეკლამასთან დაკავშირებით. მე ამის არაერთ ფაქტს შევსწრებივარ.

  12. Taa says:

    საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).

    ეგ თემა ჩემი ტკივილია

    მაგრამ უფრო მეტი ტკივილი ისაა რომ ზოგიერთებს ინტერნეტი ჯერ კიდევ ფხალი გონიათ და იჭმევაო კითხულობენ
    და კრეატიულ რეკლამებზე რქები ამოსდით
    – პირადი მწარე გამოცდილებით –
    ერთმა თავის ჭკუაში გამეკაიფა კიდეც, კრეატიული გალსტუკი მიყიდეო

  13. წლების წინ, როცა ეს პოსტი წავიკითხე, გამიჩნდა სურვილი მეც გადამეღო ვირუსული ვიდეო.
    შეიძლება ითქვას ეს სურვილი წინა კვირას ამისრულდა. გადავიღე, გავავრცელე. ერთი კვირაა მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ ამ ვიდეომ უფრო დამაზარალა, ვიდრე რაიმე სარგებელი მომიტანა.

    თუმცა ერთ რამეს მივხვდი, მარკეტინგის ლექციები არ უნდა გამეცდინა:)

კომენტარის დამატება