
უკვე რამდენიმე თვეა, რაც გუგლმა ქართული ენის მორფოლოგიური მოდელი აითვისა და ძიების დროს სიტყვას სხვადასხვა ბრუნვაში და ფორმაში ამთხვევს. მაგალითად, თუ მოვძებნით სიტყვას „წიგნს“, იგი შედეგებში ამთხვევს არა მხოლოდ მითითებულ მიცემით ბრუნვას, არამედ სხვა ბრუნვებს და ფორმებსაც — „წიგნი“, „წიგნში“, „წიგნად“ და ა.შ.
ამას უკვე შევეჩვიეთ, მოგვწონს და გვიხარია :))
მაგრამ დღეს მოხდა ის, რასაც ნამდვილად არ ველოდი! Google Translate სერვისს დაემატა ქართული ენა! მართალია, ჯერ Alpha ვერსიაა (ანუ, ძალიან, ძალიან სატესტო), მაგრამ ძირითად შემთხვევებში მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას.
ვინც არ იცით, Google Translate არის გუგლის თარგმნის სერვისი, რომელმაც ახლა უკვე მსოფლიოს 52 სხვადასხვა ენა იცის! მას შეუძლია ამ ენებიდან ნებისმიერზე დაწერილი ტექსტის ნებისმიერ სხვა ენაზე გადათარგმნა, სინტაქსის, წინადადების ფორმის და სიტყვების მეზობელი ტერმინების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სერვისით შეიძლება ნებისმიერი ვებგვერდი მომენტალურად ითარგმნოს სასურველ ენაზე. ისევე, როგორც ატვირთული დოკუმენტი მიიღოთ ნათარგმნი სახით. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ ევრონიუსის ვებგვერდი ქართულად ან ქართული ბლოგების აგრეგატორი — ინგლისურად :)
მოკლედ, ძალიან გამიხარდა! საკმაოდ სერიოზული და დიდი ნაბიჯია მსოფლიო ინტერნეტის კონტენტის მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომად გახდის საქმეში. მადლობა გუგლს და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტში მუშაობდა.
ესეც პოსტი გუგლის ამ სერვისის ოფიციალურ ბლოგზე.
ვააა, მაგარია!!!!!!
აწი ჩვენც დავისვენებთ და სმმ-ც :)
ნამდვილად არ მეგონა, თუ კი ამ დღეს მოვესწრებოდი : )
მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ მთლად კარგი თარგმანი არაა. როგორ დავეხმაროთ გუგლს?
“Alpha ვერსია”
ლოლ, ეს ბეტას წინაა? ანბანური თანმიმდევრობით :) :დამოუკიდებელიმიგნება:
მე ვიცოდი რომ მოვესწრებოდი! მჯეროდა რომ შემს მიერ გაგზავნილი იმეილები არ ჩაივლიდა უშედეგოდ :)
my name is nick ჩემი გვარი არის ნიკ
და აქედან შეიძლება უკეთესი ნათარგმის შეთავაზება
Contribute a better translation:
ვახ კარგია.
მართლა დავისვენებთ.
ასწორებს :))
ამ რილი რილი გლედ
დიდი ხანია, ველოდი მაგას
ისადა… ახლა მაინტერესებს, ქართულს როგორ კითხულობს :))
ლოლ
ახლა ვნახე და “good morning” მითარგმნა, როგორც “დილა”
და არც ახმოვანებს ნათარგმნს :/
იმედგაცრუებული ვარ ამ უკანასკნელი ფაქტით
ჩემს სიაში საერთოდ არ არის GEOღGIAN KA
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ვა, ყოჩაღ.. ძალიან მაგარია… ნაღდად არ ველოდი ამ მოვლენას უახლოეს მომავალში :))
მიახლოებით რომ გამოვხატო ჩემი ემოცია, აღფრთოვანებული ვარ. როგორც იქნა მოიხედა სამყარომ და დაინახა რომ ამიერკავკასიაშიც ყოფილა ცივილიზაციის ნაშთები…
დიდი მადლობა გუგლს და ყველა ადამიანს ვინ წვლილი შეიტანა ამ საშვილთაშვილო საქმეში..
+1 აქტიური მოხალისე უკეთესი თარგმანის შეთავაზებაში…
აბა, ვის ეპარებოდა ეჭვი საქართველოს ევრო-ინტეგრაციაში?
ვინ ამბობდა, მინისტრი ბარამიძე მუქთა პურსა სჭამსო?
ამას მართლა არ ველოდი :D :D :D მაგარია
საინტერესოა საქართველოს მხრიდან ვინ შეიტანა წვლილი )
კარგია! ალფაა ჯერ და მაინც კარგია :)
ცოტა ხანში გახმოვანებაც ექნება
ვაშ!ა მეგობრებო ვაშა!
ვეფხისტყაოსანს წავიკითხავ სომხურად :))) …ისა და სომხური არი?^^
http://translate.google.com/translate?hl=en&sl=ka&tl=hy&u=http%3A%2F%2Fblogroll.ge%2F
:)))))))))))))
[...] tweetmeme_style = ‘compact’; Google translate now offers an (alpha – ie very much experimental) translation service for Kartuli (the Georgian language) – they need help to improve the quality of the translation, so lend a hand [...]
მაგარიაა!!! მეც ვიტრანსლავე ეხლა.
გამიხარდა გუგლმა რომ მოწყალე თვალით გადმოგვხედა. ნამდვილად კარი საქმეა
ძალიან მაგარია!
მშვენიერია.
საინტერესოა, ვინ ეხმარებოდა გუგლს და ხელმისაწვდომია თუ არა ქართული ენის მათემატიკური მოდელი
ვაშაააა!
ვაიმე, არ მჯერა! დამბურძგლა, ისე გამიხარდა!!!
აუ რაც მე მაგათ, ოღონდ ვის არ ვიცი, წერილები ვწერე, დაამატეთ ქართულითქო ! იეს! :happy: :happy: :happy:
ძალიან მომეწონა მეც გუშIნ გავიმაუმუნე ცოტა ხანი ვთარგმნე რაღაც რაღაცეები.. ჯერ კი შესასწორებელია მაგრამ ეგ არაფერი
მეც გუშინ ვნახე მაგრამ მთავარი ეგ არაა.. მთავარი ისაა რომ როკო შენ რაღაც ისეთ პოსტებს აღარ უშვებ და აგვიანებ…..ეეეეეეე :( მწყინს…… ყველაფერი წავიკითხე… თუ გინდა დაგეხმარებით… იდეებში … ბევრი რამ არის რაზეც შეიძლება დაწერო :( რამე ჰიდენ მესიჯები გააკეთე…
დიდად არ გამკვირვებია,რამდენადაც ვიცი გუგლში რამდენიმე ქართველი მუშაობთ,ალბათ იმათ აქვთ ლომის წვლილი შეტანილი ამ საქმეში. ყველანაირ შემთხვევაში მისასალმებელი ფაქტია, დიდი მადლობა გუგლს :)
რა უცნაურია, ხშირად არ ვიყენებ ხოლმე და რატომღაც დღეს დამჭირდა….ქართული ხომ არ დაამატეს- მეთქი, და შევამოწმე ყოველი შემთხვევისთვის და ….. გამიხარდა მოკლედ :) დაემთხვა რომ შენი ბლოგიც წავიკითხე ახლა, არადა აქაც იშვიათად შემოვდივარ
ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ძალიან ცუდად ტარგმნის. დარწმუნებული ვარ გაუმჯობესდება
უმჯობესდება, ძალიან კარგია
იშვიათად ვიყენებ, სხვა ენებზე უკეთესად თარგმნის
გავიხსენოთ 08 08 08
გულისცემა შეწყდა…
ომი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!
არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი სიბნელე, ვიდრე იმ ღამეს. არასოდეს ყოფილა გზა თბილისისკენ ისეთი ძნელად სავალი, როგორც მაშინ. ცოცხალ–მკვდარი ადამიანი ამ გზას მიუყვებოდა, სხეული დამძიმებოდა და ახლა მხოლოდ ფიქრებიღა ემსუბუქებოდა…
…
მაშინ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო და მანქანის უკანა სავარძელზე ბორკილებდადებული იჯდა. ჯარისკაცებმა სახლის კარი შეამტვრიეს, დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარეთ გამოყარეს. კაცს ესროლეს. როგორც ჩანს ქალი ოსი იყო; უყვიროდნენ, ქართველ კაცთან რა გინდა, აქ რა დაგრჩენიაო. მგლოვიარე დედას კაბა შემოახიეს და მანქანაში შეაგდეს. სუნთქვაშეკრულ და გაფითრებულ ბავშვს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში შეუძახეს. ალი დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს მოედო, მწვანე მარცვლები ცრემლებად იღვრებოდნენ…
გაგრძელება:
http://ipiqre.blogspot.com/2010/08/080808.html
რაც კარგია კარგია!
დახვეწენ იმედია
კაი პონტია ესა
კაი რამეა
მეც ვხახე და ძალიან გამეხარდა. იმედია მალე უფრო დახვეწავენ.
alert(‘xss’);
ვტესტავდი დაიკიდე ))
ქართულისთვის ვერასოდეს ვერ გაკეთდება ისეთვიე სისტემა როგორიც სხვა ენებისთვის არის, ქართულსი ერგატიულობის გამო.
:ბრმადტაშისდაკვრადასხვებისკრიტიკაასწორებს:
ნამდვილად კარგია, რომ გუგულას გაახსენდა საქართველო, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ედსენსის ქვეყნებში შეგვიყვანს
რამაგარია !!
ძალიან გასახარია, რომ წინ მივდივართ.
ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, პლიუს თუ პეიპალმა დაგვარეგისტრირა წელს ჰო საერთოდ გადასარევი იქნება ))
მიუხედავად ალფა ვერსიისა საკმაოდ კარგად თარგმნის, ქართლი ენი სირთლი კვალობაზე… ადლობა გუგლსს:*
ძალიან მაგარია ))
და გამოყენებაც დიდი ექნება ალბათ))
დახვეწონ დახვეწონ !
იმედია გავიქაჩებით =))
ძალიან კარგია იქნებ ქარტველებსაც ოდესგაც რამე გვეშველოს ხომ შეიძLება
შეიძლება აბა რა მაგრამ მაპატიეთ და ტრაკის განზრევა გვეზარება ყველას და მიტოა ესე რომ ვართ მემგონი დამეთანხმებით
სრულიად ვეთანხმები რტლ ს ჩვენ გვინდა სახლსჰი ვიჯდეთ და თავისით მოდიოდეს ფული და კარგი ცხოვრება ეგრე არსად არ ხდება ხალხნოოოოოოო არსად მსოფლიოში მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე მაგრები ვართ :)
რა საინტერესო რამეებზე საუბობთ. ბევრ რამეში არ გეთანხმებით მაგრამ აი ერტსჰი კი ნამდვილად გეთანხმებით. ქართველებს ყველაფერი კარგი გვინდა და თანაც უშრომელად და უწვალებლად :D
ნუ მაინც კარგია
newqutaisi.wordpress.com შემოდით ყველამ გაიგეთ ქუთაისზე მეტი და მიიღეთ ყველაზე ახალი ინფორმაციები ქუთაისზე
მაგარიაააააააა
იმედია თავის ყველა სისტემაში გაუშვებენ
ვააა განახლდა ბლოგიიი ,წარმატებები