გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე

დონორის ბარათი

ალბათ ყველას გინახავთ მინიმუმ ერთი ისეთი ფილმი, ან წაგიკითხავთ ერთი ნოველა მაინც, რომელშიც ორგანოს დონაციის თემაა გაჟღერებული. აი ის, ყელში ამოსული სიუჟეტური ხაზი — რომელიმე პერსონაჟი მძიმედ ავადაა, სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი გული (ან თირკმელი, ან ღვიძლი…), მისი არცერთი ნათესავი არ არის თავსებადი და ა.შ. და ა.შ.

არ ვიცი, ზუსტად რა არის ამ თემის ასეთი პოპულარობის მიზეზი. შეიძლება, ეს უბრალოდ სცენარისტთა ამოწურული ფანტაზიის შედეგია, მაგრამ შეიძლება — მიზანმიმართული აქცია, რომლის ფუნქციაც მსგავსი საშინელი მომენტის დეტალების ფართო მასებისთვის გაცნობა და იმის ნათლად ჩვენებაა, რომ ტრანსპლანტაციის საჭიროების წინაშე ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება დადგეს. ჩემი ეს პოსტიც მსგავსი ფუნქციის იქნება. და ამით მინდა ერთგვარი მინი-აქცია დავიწყოთ, ქართულ ინტერნეტში მაინც :)
გადაიკითხეთ ეს პოსტი და თუ გადაწყვეტთ დონორობას, გადააწყვეტინეთ თქვენს ნაცნობებსაც, დაწერეთ ამის შესახებ საკუთარ ბლოგშიც, დაიყენეთ სტატუსი ფეისბუქში, ტვიტერში, თუნდაც “ოდნოებზე”. :D
და თუ არ გადაწყვეტთ დონორობას — მიზეზი დამიწერეთ კომენტარებში, რეალურად მაინტერესებს, რატომ შეიძლება შეიკავო თავი ამ მოქმედებისგან :)

მე 4 თვის წინ ჩავერთე გვამური დონაციის ქართულ პროგრამაში. (ჩემი ბლოგი რომ ოპერატიულობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, გეცოდინებათ, ამიტომ, მხოლოდ ახლა რომ ვწერ ამის შესახებ, არ შეიმჩნიოთ). ასეთი პროგრამის მოძებნის იდეა ალბათ ერთი წლის წინ გამიჩნდა, House-ის ან Grey’s Anatomy-ს რომელიმე გულისამაჩუყებელი სერიის ნახვის შემდეგ (ძალიან გავსენტიმენტალურდი ამ ბოლო დროს :D)
მას შემდეგ, პერიოდულად მახსენდებოდა ხოლმე და ვცდილობდი მეპოვა ორგანიზაცია, რომელიც ამ საქმით იქნებოდა დაკავებული, მაგრამ უშედეგოდ. და ბოლოს, ერთმა ნაცნობმა ქირურგმა მიმასწავლა „საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია“. ყველა სახის ინფორმაცია, რაც მაინტერესებდა უკვე ვიცოდი, ამიტომ მისვლიდან ერთ კვირაში ასოციაციის დონორის ბარათის ამაყი მფლობელი გავხდი :)

როგორც გაირკვა, ეს ასოციაცია საქართველოში უკვე 13 წელია რაც არსებობს. ბოლო რამდენიმე წელიწადია კი, მათ აქვთ “ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურა”. ამ პროგრამაში ჩართვა უფასო და ნებაყოფლობითია.

ახლა კი, ზოგადად, რას გულისხმობს გვამური დონაცია?
გვამური დონაცია არის პროგრამა, რომელში ჩართული ადამიანებიც ადასტურებენ, რომ გარდაცვალების შემდეგ, მათი ორგანოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანსპლანტაციისთვის. უფრო მარტივად: გაწევრიანებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი დაღუპვის შემთხვევაში, თუ რომელიმე ორგანო ან ქსოვილი ვარგისი იქნება გადანერგვისთვის, გამოიყენონ იგი სხვა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

რეალურად, იმდენად ცხადი გადაწყვეტილებაა, რომ ფიქრი არც უნდა ჭირდებოდეს. გარდაცვალების შემდეგ გეძლევათ შანსი, რომ გააკეთოთ უკანასკნელი კეთილი საქმე — გადაარჩინოთ მომაკვდავი ადამიანი, რომელსაც სჭირდება თქვენი ორგანო! ორგანო, რომელიც თქვენ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ აღარაფერში გარგიათ :)
თუმცა, მიუხედავად ამისა, დონორად გახდომამდე მაინც არსებობს რაღაც შეკითხვები. ახლა შევეცდები იმ კითხვებს ვუპასუხო, რომლებიც პირადად მე დამებადა და მათაც, რომლებიც ჩემმა ნაცნობებმა დამისვეს ამ ამბის გაგების შემდეგ, ბევრი მათგანი დღემდე რომ უცხოპლანეტელივით მიყურებს :))

მიუხედავად პროგრამაში ჩართვით დასტურისა, გარდაცვალების შემთხვევაში, ორგანოს დონაციაზე საბოლოო თანხმობა მაინც თქვენმა მშობელმა (მეუღლემ, დამ, ძმამ, შვილმა…) უნდა გასცეს. ცხადია, რომ ასეთ მომენტში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის ურთულესი იქნება, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს — რატომღაც ვფიქრობ, მომავალში იმის გაცნობიერება, რომ შენი ახლობელი ადამიანის დაღუპვამ სხვის ახლობელს სიცოცხლე აჩუქა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნათელი წერტილი იქნება ამ ტრაგედიაში.

რეგისტრაციის დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელი ორგანოს ან ქსოვილის დონაციაზე ხართ თანახმა. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა, ერთ-ერთი ან რამდენიმე. სია ასე გამოიყურება: თირკმელი, პანკრეასი, ღვიძლი, ფილტვები, ნაწლავი, გული, კანი, ვენები, ძვალი, გულის სარქველები და თვალის რქოვანა.

დონორობა არის უფასო. რეგისტრაციისთვის არც თქვენ გადაგიხდით ვინმე თანხას. ეს წმინდაწყლის ალტრუისტული ქმედებაა :)

სხეულის ორგანოს დონაციისთვის მომზადება იწყება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. “გარდაცვალებაში” იგულისხმება ტვინის კლინიკურად დაფიქსირებული სიკვდილი.

დონორთა პროგრამის სია კონფიდენციალური დოკუმენტია. თუ თავად არ გაახმაურებთ ამ ფაქტს, ვერავინ გაიგებს, ვინ არის ამ პროგრამის მონაწილე. რეგისტრაციის დროს არ უთითებთ თქვენს სისხლის ჯგუფს და სხვა ფიზიოლოგიურ მონაცემებს. კონკრეტულ ავადმყოფთან თქვენი ორგანოების თავსებადობის შემოწმება ხდება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ! ასერომ, მომაკვდავის სასოწარკვეთილი ახლობელი არ დაიქირავებს მკვლელს თქვენს მოსაკლავად (ჩემი ერთი ნაცნობის ვერსია :D).

მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია არ ეწინააღმდეგება გვამურ დონაციას. ზოგი მოძღვრის აზრით, ერთადერთი მიუღებელი, რაც ამ ქმედებას თან ახლავს არის ის, რომ ავადმყოფი შედის ცოდვაში, რადგან ბუნებრივად ოცნებობს ადამიანის სიკვდილზე, ორგანოს ლოდინისას. (გადარჩეს და გადავიტანთ ამას როგორმე :))

პროგრამიდან ამორეგისტრირება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ასერომ, თუ მომავალში (რატომღაც) აზრს შეიცვლით, თავისუფლად შეგიძლიათ ამოშალოთ საკუთარი თავი სიიდან. (მთავარია, მოასწროთ :))

ჰო, მემგონი სულ ეს იყო… თუ კიდევ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, მომწერეთ ქვევით. ან, უმჯობესია, პირდაპირ მიმართოთ ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას. აქვე არის შესაძლებელი რეგისტრაციის გავლაც. აი საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკი
თბილისი, წინანდლის 9, მეტრო „300 არაგველთან“ (ქალაქის I კლინიკური
საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული,
ზოგადქურურგიული კლინიკის ბაზა).
ტელეფონი: 77-18-19

ასოციაციას ვებსაიტიც აქვს, მაგრამ ჯერ ცუდად ფუნქციონირებს, როგორც ვიცი, ახალი საიტი უახლოეს მომავალში გაეშვება, სადაც ონლაინშივე იქნება შესაძლებელი რეგისტრაციაზე მოთხოვნის გაგზავნა.

მანამდე კი, ნუ დაგეზარებათ, მიაკითხეთ ოფისში და გაიარეთ რეგისტრაცია. მიეცით შანსი სხვასაც, რომ იცოცხლოს. :) და, შეძლებისდაგვარად გაავრცელეთ ინფორმაცია. თუნდაც, ფეისბუქის ამ გვერდით.

აუცილებლად არის საჭირო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ყურადღების მიქცევა.

იმის მიხვედრა, თუ ამჟამად რამდენი პიროვნებაა რეგისტრირებული ამ პროგრამაში, ჩემი ბარათის ნომრის მიხედვითაც შეიძლება… :(

81 კომენტარი

  1. შენთან ვარ როკო. მეც გავწევრიანდები დონორთა პროგრამაში!!!

  2. David says:

    რამდენი ხანია ეს პროგრამა მუშაობს, თუ შენი რიგითი ნომერი მხოლოდ 25-ია?!

  3. Rocko says:

    რამდენი ხანია ეს პროგრამა მუშაობს, თუ შენი რიგითი ნომერი მხოლოდ 25-ია?!

    ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე წელია.
    მთლიანად პროგრამაში 100 კაცამდეა ჩართული. ძირითადად, ექიმები.
    ჩემი ნომერი 2009 წლის ნუმერაცია იყო როგორც მივხვდი.

  4. აუ მეც ვეძებდი რაღაც პერიოდი აასეთ რამეს, მერე მითხრეს ამას ეკლესია კრძალავსო და მეთქი ვსო იმიტომ ვერ ვნახე რომ ჩვენს ქვეყანაში ესეთი რამის გაკეთებაც ეკლესიის და რელიგიის ეგიდით აკრძალესთქო
    აუ ძალიან მაგარია რომ შეგიძLია დაეხმარო ადამიანს მაშIნაც კი როცა აღარ შეგიძLია .
    ნუ მოკლედ ვბოდიალობ ეხლა მე!
    ხოდა ისა ძალიან კარგი აუცილებლად მივაკითხავ გამოვჯამრთელდე მხოლოდ.

    უი ერთი მაინტერესებს რაიმე სახის აკრძალვა ანუ რის გამოც შეიძლება უარი თქვან დონორად მიღებაზე არსებობს?

  5. Rocko says:

    არა, არანაირი აკრძალვა არ არის.
    უბრალოდ, რამდენად გამოყენებადი იქნება შენი ორგანოები, ეს უკვე გარდაცვალების მომენტში გაირკვევა ;)

  6. Shotamur says:

    საკუთარი თავი წარმოიდგინეთ კუბოში კანის გარეშე…. ან დახუჭული ქუთუთოების ქვეშ რაღაც ბურთულებით…. ან წარმოიდგინეთ, რა განცდა ექნებათ თქვენს ახლობლებს, როცა ეცოდინებათ, რომ გულის გარეშე გმარხავენ….

    თუ გინდათ თქვენი სიკვდილით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ, ისე უნდა იცხოვროთ, რომ თქვენს ახლობლებს, რომლებმაც საბოლოო თანხმობა უნდა განაცხადონ, არ დააწვეთ ეს გადაწყვეტილება მორალურ ტვირთად…

    გინდათ, რომ თქვენი ორგანო სხვას აჩუქოთ და გააბედნიეროთ? გააკეთეთ ისე, რომ ამით სხვა არ გააუბედუროთ…

    და ყველაფერი კარგად იქნება :)

    მგონი ყველაზე კარგი გამოსავალია, თქვენი ეს გადაწყვეტილება გაუმხილოთ მხოლოდ ერთ, ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომელიც ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტებს, ხოლო დანარჩენებს არაფერი ეცოდინებათ!

  7. Shotamur says:

    ახლა დავათვალიერე მაგათი საიტი და გეთანხმები, როკო, ნამდვილად ცუდად ფუნქციონირებს არამარტო ტექნიკური, არამედ შინაარსობლივი თვალსაზრისითაც… აშკარად სჭირდებათ კარგი PR და მარკეტინგის მენეჯერი.
    ერთი გავლით რაც დაგამახსოვრდება მაგათი საიტიდან, ეს არის სიტყვა “გვამი”. ამის შემდეგ იმსჯელეთ, რატომ არის 1997 წლიდან მარტო 100 ადამიანი გაწევრიანებული.

  8. Landish says:

    უახლოეს მომავალში ალბათ მეც გავწევრიანდები…
    ჯერ ახალგაზრდა ვარ, თუმცა ვინ იცის როდის მოვა ჩემი დროც..
    ტაკშო მე თუ ვერ ვიცოცხლე, სიკვდილის წინ მაინც ვქნა ერთი კეთილი საქმე : )

  9. Agasfer says:

    კარგია, მარა აჯობებს ღეროვანი უჯრედების კრიობანკსაც მიაკითხოთ, ონკოლოგიურში.

    იმედია, ეგ ასოციაცია ძალიან მალე დაკარგავს აქტუალობას.

  10. რა უცნაურია რა მნიშვნელობა აქვს გულით დამმარხავენ თუ როლის ბურთებით თვალებში???
    რომ მმარხავენ რა მერე მოსანახულებლად მოდიან თუ ??

    ეს დამარხვაც რა მარაზმია რა!
    კრემაცია აი იდეალური გამოსავალი აღარც ამდენი მახინჯი სასაფლაოა და არც სადმე სიარული საჭირო. და საერთოდ როცა ადამიანი მოკვდება გინდა საფლავზე მიდი და გინდა ჯანდაბაში წადი რა აზრი აქვს სად იქნება მისი გახრწნილი სხეული?

    საკუთარი თავი წარმოიდგინეთ კუბოში კანის გარეშე…. ან დახუჭული ქუთუთოების ქვეშ რაღაც ბურთულებით…. ან წარმოიდგინეთ, რა განცდა ექნებათ თქვენს ახლობლებს, როცა ეცოდინებათ, რომ გულის გარეშე გმარხავენ….

    თუ გინდათ თქვენი სიკვდილით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ, ისე უნდა იცხოვროთ, რომ თქვენს ახლობლებს, რომლებმაც საბოლოო თანხმობა უნდა განაცხადონ, არ დააწვეთ ეს გადაწყვეტილება მორალურ ტვირთად…

    გინდათ, რომ თქვენი ორგანო სხვას აჩუქოთ და გააბედნიეროთ? გააკეთეთ ისე, რომ ამით სხვა არ გააუბედუროთ…

    და ყველაფერი კარგად იქნება :)

    მგონი ყველაზე კარგი გამოსავალია, თქვენი ეს გადაწყვეტილება გაუმხილოთ მხოლოდ ერთ, ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომელიც ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტებს, ხოლო დანარჩენებს არაფერი ეცოდინებათ!

  11. Maggot says:

    მე პასს…

    ჩემი ორგანოები სიკვდილის შემდეგაც ჩემთან დარჩებიან.

    არანაირი სურვილი არ მაქვს მათი გაცემის…

  12. მკვლელს არავინ დაიქირავებს კაცო, მაგრამ უფრო დამშვიდებით მირჩევნია სიკვდილის წინ ბორგვა, როცა მეცოდინება, რომ სულს თუ ვინმე გამაფრთხობინებს, ეს ჩვენი სამედიცინო პერსონალის ბანალური ნაპლივაწელსტვა იქნება და არა ამავე დროს მათი რწმენა იმაში, რომ ჩემს მისიკვდილებასაც კი თავისი დადებითი მხარე ექნება.

  13. ტამარა says:

    მე თაანახმა ვარ !!!! სულ მინდოდა ესე

  14. ჰმ, ინტერესტინგ, დავფქრდი.

  15. miramax says:

    სასიამოვნოა როცა გაიგებ რომ ადამიანს მეორის დახმარება სურს და ამგვარ ჟესტს აკეთებს. :)
    მივესალმები ყველა ხერხს, რასაც ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
    დიდი სიამოვნებით ჩავეწერებოდი, უბრალოდ უკვე ვიცი რომ ჩემი ორგანოები არაფერში არ გამოდგება… სამწუხაროდ.

  16. თაზო says:

    აი, კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, მაგრამ გული არ მიშვებს :) თან, ათასი ეჭვი მღრღნის. მე თანახმა რომც ვიყო, დარწმუნებული ვარ ჩემები ჩემს გვამს ექიმებს ცოცხალი თავით არ მისცემენ საჯიჯგნად. :)

  17. TreZoRA says:

    მეც პასს

    რავი ვერანაირად დავრეგისტრირდები ეგეთ რამზე, როცა მეცოდინება რო სიკვდილის მერე ჩემი სხეული უნდა დაანაკუწონ

    რავი ვერა , არც აქამდე გამჩენია სურვილი და არც ეხა :(

  18. Quick says:

    უცნაური ხალხი ცხოვრობს ამქვეყნად.
    ვერ გავიგებ ალბათ რატომ შეიძლება არ გინდოდეს რომ ქირურგმა დაგჭრას სიკვდილის მერე. სულ ნაწილებად რო დაგშალოს რა რო. შენ მაგას ვერც გაიგებ.
    ძველი საათი დაგიშლიათ როდესმე? ან საბჭოური რადიომიმღები? ან თანამედროვე კომპიუტერი? შეცვლიდით თქვენი მეგობრის ძველ ვიდეოკარტას იმის მერე რაც კვების ბლოკი დაგეწვებათ და მიაყოლებს პროცესორს და მაზერს? გამოცვლიდით ტრანსფორმატორს მკვდარი მიმღებიდან სხვა მუშა მოწყობილობაში, რომელსაც ხვევების შემოკლება მოუვიდა?
    ანალოგია შეიძლება არ იყოს საუკეთესო, მაგრამ მთავარ იდეას მიხვდებით. ადამიანის სხეული არ არის არაფერი განსაკუთრებული, ისეთივე მექანიზმია, როგორც საათი. ისევე ძველდება, ისევე იშლება, ისევე იწყობა. და თუ ვინმეს რამეში გამოადგება ის რაც შენ ნამდვილად არ გჭირდება რატომ უნდა თქვა უარი. არა თუ გინდა წაიღე კუბოში ყველაფერი, ჭიებს მეტი დარჩებათ. და ამ დროს შეიძლება ადამიანი მოკვდეს, რომელმაც ვერ მოუსწრო თავის დონორს.

    მეც გავწევრიანდები ალბათ, ახლოს თუ მოვხვდი. ანდაც საიტზე თუ აამუშავებენ რეგისტრაციას უკეთესი იქნება

  19. რათქმაუნდა კარგი იდეაა და ბევრს მეტყველებს იმ ადამიანზე ვინც გაწევრიანდება მაგ ასოციაციაში. გასაგებია ყველაფერი რომ შენ თუ არ გჭირდება რაიმე რატომ არ უნდა მისცე სხვას, თუნდაც ეს ორგანო იყოს, მაგრამ ამავდროულად ასე მარტივად არ შეიძლება ალბათ მაგ გადაწყვეტილების მიღება, მე ყოველ შემთხვევაში მიჭირს. ვფიქრობ ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო და კარგად გაცნობიერებულიც უნდა გქონდეს ყველაფერი.

    როცა უბედური შემთხვევის შედეგად იღუპება ადამიანი, მაშინ ვერც მოასწრებს იმაზე ფიქრს რომ სულ მალე გაჭრიან და ორგანოებს ამოუღებენ, მაგრამ როცა რაიმე დაავადების შედეგად ლოგინად ხარ ჩავარდნილი და უკვე სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე ფიქრს იწყებ ალბათ რაც პირველი თავში ამოგიტივტივდება სწორედ ეს არის. აი მაგ მომენტში როგორ მოიქცევი უკვე არავინ იცის და ვერც ვერავინ გაგიზიარებს თავის გამოცდილებას :D. შეიძლება ბოლო მომენტში გადაიფიქრო და ამან კიდევ უფრო ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაგაგდოს (ეხლა ვინმემ შეიძლება თქვას რომ რა აზრი აქვს მომაკვდავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას).

    მოკლედ ნამდვილად ჰუმანური და კარგი საქციელია, უბრალოდ ყველაფერს კარგად სჭირდება აწონ-დაწონვა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ეს ის მომენტია როცა არავის არ აქვს უფლება დაგძრახოს, იმისდა მიუხედავად თუ რა გადაწყვეტილება მიიღე.

  20. Andy says:

    ჩემი ახლობელია ვინც ორგანოს გადანერგვებს აკეთებს გია თომაძე. მგონი ერთადერთი სპეციალისტი ამ საქმეში ეგ არის.

  21. piccolina says:

    ეეე რა მაგარია, როკ
    მეც რამდენი ხანია მინდა ეგ იცი? მარა გაგონილიც კი არ მქონდა, რომ საქართველოში არსებობდა ეგეთი რაღაც.
    აუ ძაან გამახარე <3
    ავყრი ახლა შოთიკს და წავალთ მანდ :ჯუმპ:
    ისე, ერთადერთი შეიძლება თვალების ამოთხრაზე ვთქვა უარი. მართალია, ვერ ვიგრძნობ და მოშნად მეკიდება, მარა მაგისი წარმოდგენა მაინც ჟუტკია :)))

    პ.ს. მიხარია, რომ ბლოგი დააბრუნე ;)

  22. სალომე says:

    პირველ რიგში დიდი მადლობა ძალიან ინფორმაციული ბლოგია. ამ თემის გაპიარებას თუ ყველა ერთად შევეცდებით ეგებ ვიღაცის სიცოცხლე მართლაც ვიხსნათ. მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა. დაუშვათ მე თავად მჭირდება გული თირკმელი ან ფილტვი. ეს ორგანიზაცია შენ მიერ გაღებულ ორგანოს მეც უფასოდ გადმომცემს? ან როგორ ხდება ორგანოების ავადმყოფებისთვის გადაცემა, ვის ენიჭება პრიორიტეტი? ჩაწყობა ნაცნობობა და ბევრი ფული არ არის საჭირო????

  23. ლანა says:

    როკო, დიიიდი მადლობა, ძალიან დიდი ხანია ასეთ ორგანიზაციაზე ვკითხულობ( ეტყობა კარგად ვერ ვკითხულობდი) – მთავარია დრო გამოვძებნო მანდ მისასვლელად და ჩემებმა არ გაიგონ :-))) – დროზე ადრე ….

  24. Rocko says:

    ჩემი ახლობელია ვინც ორგანოს გადანერგვებს აკეთებს გია თომაძე. მგონი ერთადერთი სპეციალისტი ამ საქმეში ეგ არის.

    სწორედ გია თომაძეა ამ ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი :)

  25. Sweet says:

    და რა მაინტერესებს…

    მეორედ მოსვლის დროსო მკვდრები საფლავებიდან წამოდგებიანო და რაღაც.

    ჰოდა, ორგანოებსაც დაგვიბრუნებენ? :|

  26. Quick says:

    მეორედ მოსვლის დროსო მკვდრები საფლავებიდან წამოდგებიანო და რაღაც.
    ჰოდა, ორგანოებსაც დაგვიბრუნებენ? :|

    კი, დაგიბრუნებენ. რაც ჭიებმაც ჭამეს და რაც მფრინველებმა ჭამეს ეს ჭიები, რაც მტაცებლებმა ჭამეს ეს ჩიტები, რაც ბაქტერიებმა ჭამეს ეს მტაცებლები, რაც ნახშირ-აზოტური შეერთებები გამოყვეს ამ ბაქტერიებმა, რაც მცენარეებმა შეირგეს ეს ნივთიერებები, რაც მზის შუქმა ააორთქლა მცენარეების ფოთლებიდან, რაც წვიმად დაბრუნდა ოკეანში და რაც ჭამა პლანკტონმა და ……
    ყველაფერი დაგიბრუნდება :yes:
    ოღონდ ცოტა б/у იქნება, არა უშავს?

  27. George says:

    კარგია : ) აუცილებლად მივაკითხავ :bis:

  28. ket_eva_n says:

    მე თავიდან მომწონდა ეგ იდეა, მაგრამ ახლახანს ჩემმა (მომავალმა)ექიმმა მეგობარმა ამიხსნა, რომ შეიძლება შენ გარდაცვლილად ჩაითვლები, თუ ტვინი შეწყვეტს მუშაობას-მაგალითად რამდენიმე წელი როცა ხარ აპარატზე შეერთებული. მაგრამ არსებობს შანსი,რომ არ ხარ მკვდარი და მედიცინაში ყოფილა ისეთი შემთხვევები,როცა რამდენიმეწლიანი კომის შემდეგ ადამიანს გაუღვიძია.
    ხოდა მანამდე თუ გული ამოგიღეს-რა კარგია :))

  29. Rocko says:

    @ket_eva_n,
    სიკვდილის დაფიქსირება ხდება მაშინ, როდესაც ტვინი კვდება. ტვინის დაზიანების დროს, როდესაც ადამიანი ვეგეტატიურ მდგომარეობაშია, სიკვდილის დაფიქსირება არ ხდება.
    ჰოდა, ტვინის სიკვდილის შემდეგ, მისი “გაცოცხლება” ნამდვილად შეუძლებელია. თუ ექიმმა გითხრა, რომ მკვდარი ტვინის ფუნქციონირება შეიძლება ოდესმე აღდგესო, ვერ ყოფილა მაინცდამაინც კარგი ექიმი… :))

  30. ძალიან ინფორმაციული ბლოგი გაქვს, ეგრე გააგრძელე!

  31. ket_eva_n says:

    მე როგორც ამიხსნა, რამდენიმე წლის მანძილზე კომაში რომ იყო შეიძლება მაინც გაგთიშონ. რადგან თუ სისხლი არ მიეწოდება ორგანოებს -გადასანერგადაც არ გამოდგება. რავი, ამ საკითხში დილეტანტზე დაბლა ვარ, მაგრამ მაინც გადაამოწმე :)

  32. George says:

    რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი კომაზე ტვინის / გულის გაჩერებაზე და ასე შემდეგ :D თუ კომაში იქნებით და თქვენი გადარჩენის შანსი იქნება შესაბამისად თქვენი მშობლები არ განაცხადებენ თანხმობას ტრანსპლანტაციაზე და ვერც ვერავინ შეგეხებათ : ) ეს ყველას გამოგჩათ ? საჭიროა მშობლების ნუ თუ მშობლების არა შვილების ან ნათესავების თანხმობა …

  33. Raycher says:

    მშვენიერი საშუალებაა რაღაცით მაინც ჭეშმარიტად ღირებული გახადო შენი ცხოვრება…. თუნდაც ხშირი გახსენება მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ შენ შანსი გაქვს უსასყიდლოდ, უანგაროდ და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვიღაცას სიცოცხლე ან მხედველობა შეუნარჩუნო, ძალიან დიდი დადებითი მუხტია.. :))

  34. gijmaj says:

    ასეთი რამ საქართველოშიც თუ ხდებოდა არ მეგონა. :)

  35. Katiee says:

    კარგია, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია,
    თუმცა, მართლაც ბევრი კითხვა ჩნდება, როცა ამ საკითხზე ფიქრობ. ჩემთვის პირადად ეს კითხვები უფრო რაციონალურ-მერკანტილური ხასიათისაა.
    მაგალითად:
    1. თუ მე უფასოდ გავცემ ჩემს რომელიმე ორგანოს სიკვდილის შემდეგ, რის საფასურად მიიღებს მას ავადმყოფი? თუ დიდი ფასის სანაცვლოდ უნდა მიიღოს მაინც და უშუალოდ მომაკვდავისთვის არანაირი შეღავათი არაა, მაშინ მეც რატომ უნდა გავცე ჩემი ორგანო უსასყიდლოდ და რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ შუამავალი ორგანიზაციის გარდა ჩემს საკუთარ ოჯახსაც გავუწიო ფინანსური დახმარება სიკვდილის შემდეგ?
    2. თუ მე მხოლოდ ერთ ადამიანს გავუმხელ, ან სულაც არავის, ჩემი პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, მაშინ ვინ შეატყობინებს დროულად ასოციაციას ჩემს სიკვდილს? ორგანოები ხომ გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება ვარგისი და არა “ბალზამირების” შემდეგ
    3. აქვთ თუ არა დამატებითი სერვისი, რაც გულისხმობს რეგისტრანტის და მისი უშუალო ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მომზადებას. შეიძლება ჰყავდეთ თეორიულად 100 რეგისტრირებული პირი, რეალურად კი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შოკში მყოფმა ახლობლემა 99 რეგისტრანტი არ გაიმეტონ “დასაჭრელად”.

    მოკლედ,
    საკმაოდ რთული საკითხია და საინტერესო.
    პ.ს. თვალების ამოთხრა მეც არ მინდა :D თან, მჯერა, რომ თვალები რაღაც ინფორმაციას იმახსოვრებს და არა მგონია ღირდეს გადანერგვა :D

  36. Rocko says:

    1. თუ მე უფასოდ გავცემ ჩემს რომელიმე ორგანოს სიკვდილის შემდეგ, რის საფასურად მიიღებს მას ავადმყოფი? თუ დიდი ფასის სანაცვლოდ უნდა მიიღოს მაინც და უშუალოდ მომაკვდავისთვის არანაირი შეღავათი არაა, მაშინ მეც რატომ უნდა გავცე ჩემი ორგანო უსასყიდლოდ და რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ შუამავალი ორგანიზაციის გარდა ჩემს საკუთარ ოჯახსაც გავუწიო ფინანსური დახმარება სიკვდილის შემდეგ?

    ორგანო რეციპიენტს უსასყიდლოდ გადაეცემა.

    2. თუ მე მხოლოდ ერთ ადამიანს გავუმხელ, ან სულაც არავის, ჩემი პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, მაშინ ვინ შეატყობინებს დროულად ასოციაციას ჩემს სიკვდილს? ორგანოები ხომ გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება ვარგისი და არა “ბალზამირების” შემდეგ

    რეგისტრაციისას გეძლევა ე.წ. დონორის ბარათი, რომელიც სულ თან უნდა გქონდეს, პირადობის მოწმობასავით. უბედური შემთხვევის დროს, სასწრაფო მსგავსი ბარათის პოვნისას, უკავშირდება ასოციაციას.

    3. აქვთ თუ არა დამატებითი სერვისი, რაც გულისხმობს რეგისტრანტის და მისი უშუალო ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მომზადებას. შეიძლება ჰყავდეთ თეორიულად 100 რეგისტრირებული პირი, რეალურად კი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შოკში მყოფმა ახლობლემა 99 რეგისტრანტი არ გაიმეტონ “დასაჭრელად”.

    არა, მსგავსი სერვისი არ არსებობს.

  37. მარი says:

    ნაცნობებთან მქონდა ამ თემაზე დისკუსია, სამწუხაროდ, უმეტეს წილად ამ აქციის საწინააღმდეგო აზრი გამოითქვა… საოცარია რამდენი აბსურდული იდეა მოსდის ადამიანს თავში როცა საკუთარ სიკვდილზე ფიქრობს და საკუთარი წარმავლობის აღიარებასთან დაპირისპირება უხდება… მე პირადად მომხრე ვარ, მაგრამ მხოლოდ ერთ ახლობელს (ეგეც ანონიმური დარჩება) ვაკისრებ მოვალეობას ბოლო გადაწყვეტილება მან რომ მიიღოს და არა ჩემმა მოხუცმა მშობლებმა…
    მაგრამ ისე , ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს!!! :)))
    P.S. სისხლის ჩაბარებაც ასევე მადლიანი საქმეა!

  38. ნანა says:

    მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ…. ეს ალბად ბევრს დააფიქრებს- 2 წლის წინ ჩემს შვილს 15 წლის ბიჭს დაუსვეს ღვიძლის ცეროზის დიაგნოზი – ცეროზი გამოწვეულია ქრონიკული ბ ჰეპატიტით. როგორც ეტყობა ჰეპატიტი ბავშმა აიკიდა 2 თვის ასაკში სისხლის გადასხმის დროს. დაგვიანებული დიაგნოზის გამო მკურნალობა დაგვიანებულია. ექიმები ერთხმად ამტკიცებენ რომ ადრე თუ გვიან ალეკოს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდება. ჯერჯერობით ბავშვის ღვიზლი უძლებს დატვირთვას. საზღვარგარეთ მას უკვე აღრიცხვაზე აიყვანდნენ. გია თომაძე იბრძვის იმისთვის რომ მიაღწიოს საქართველოში ამ სახის ოპერაციის ჩატარებას და ჩემი შვილის მონაცემებიც აქვს.
    მე ვთვლი რომ ორგანოების ბანკი საქართველოში მომავლის საქმეს აკეთებს და რაც შეეხება მორალურ მხარეს ამას ისავ ჩემი შვილის მაგალითზე ვიტყვი- ალეკო ეხლა არის 11 კლასში ის 10 ქულოსანია. წერს ლექსებს, ნათარგმნი აქვს ბლოკის, ჰაინესა და ესენინის ლექსები, აქვს უამრავი დიპლომი, უკრავს პიანინოზე და გიტარაზე, არის ეკლესიური, ფილოსოფიურად დანჯი მოაზროვნე ახალგაზრდა და თუ მისი გადარჩენა მომავალში ვინმეს შეეძლება ეს რატომ უნდა იყოს საძრახისი ან საკამათო საკითხი? და კიდევ ჩემთვის როგორც დედისთვის აუტანელი იქნება იმაზე ფიქრი რომ მე ჩემი შვილი ვერ გადავარჩინე იმიტომ, რომ მე საქარტველოში ვცხოვრობ იქ სადაც ამ საკიტხზე განსჯა და კამათი მიდის იმ დროს როცა სხვაგან უკვე დიდი ხანია საქმეს აკეტებენ.

  39. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ნოდარ დავითურს!!. ასეთი კარგი საქმე გაგიკეთებია ჩვენი დარგის განვითარებისთვის და რატომ არ გამაგებინე?:)
    ჩვენ ასოციაციას უკვე აქვს ახალი ვებგვერდი: http://www.transplantation.ge, სადაც შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში განაცხადოთ სურვილი დონორობაზე. დონორის ბარათს მოგაწვდით ჩვენს ასოციაციაში.

    საქართველოში უკვე 106 ორგანოგადანერგილი ცხოვრობს. მათგან 99-ს თირკმელი აქვს გადანერგილი, 7-ს კი ღვიძლი.

    სიამოვნებით ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას, რომელიც შეიძლება დაგებადოთ ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებით.
    გია

  40. დიდი ხანია მინდოდა მსგავსი ფორუმის შექმნა. რა კარგია, რომ ეს უკვე შექმნილია. შეიძლება, რომ ეს მისამართი ჩვენი ასოციაციის ვებგვერდს დავუკავშიროთ (ლინქით ან ???)? ან პირიქით, ჩვენი ასოციაცია დავაკავშიროოთ ამ მისამართთან?

  41. Rocko says:

    სალამი ბატონო გია,
    რათქმაუნდა შეიძლება.

    უთხარით თქვენ ვებმასტერს, რომ ამ სურათის ზომის http://rocko.ge/blog/omedia.png ბანერი დაამზადოს და ჩავსვამ ბლოგზე.
    აი ჩემი ელფოსტა: ndavituri@gmail.com

  42. თუ გაინტერესებთ ორგანოთა ტრანსპლანტაცია და/ან დონორობა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვეერდზე: http://www.transplantation.ge, გახდეთ დონორი და /ან გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები ქართულ ვერსიაში არსებული კითხვარის საშუალებით.

  43. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩXვენი ვებგვერდი, მას შემდეგ რაც ბტონმა ნოდარ დავითურმა დაგვიწუნა, შევეცადეთ რომ გადაგვეკეთებინა. უფრო სწორად ახალი შევქმენით. იქნებ შეგვიფასოთ დაინტერესებულებმა. განსაკუთებით გვაინტერესებს “დონორად გახდომა” და “გამოკითხვა”

  44. ნოდარ! შევქმენით სიმღერა ორგანოთა დონაციაზე. გაგიკვირდება და ეს სიმღერა გვაჩუქა გიგა მიქაბერიძემ. თვითონვე მღერის. გინდა რამენაირად ეს შენთანაც გამოვაჩინოთ? კარგი სიმღერა გამოვიდა.

  45. ნათია says:

    გამარჯობა როკო :) გაიხარე დზალიან გამიხარდა ეს ბლოგი რომ წავიკითხეე! 100 პროცენტით გეთანხმებიი… ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცივლებელია რაც შეიძლება მეტმა გააცნობიეროს.. 2 წელია რაც დავინტერესდი გავხდე დონორი, იმ მიზეზით რომ მე საქართველოში არ ვცხოვრობ ალბატ აჯობებს სადაც ვცხოვრობ იქ დავრეგისტრირდე მაგრამ დზალიან დამაინტერესა საქართველოში როგორ ხდებოდა ეგ ყველაფერი და დზალიან მეტკინა გული რომ გავიგე 3 წლის წინ თურმე მარტო % იყო გაწევრიანებულიი… ვერავინ ვერ გამიგო რომ გამოვტკვი ეგ სურვილი და დგემდე დიდი კომფლიკტი მომდის მაგ თემასთან დაკავშირებით, მეგობრებთან და ოჯახთან.. სარწმუნოებაც გრდზალავსო და მამაოსტანაც კი გამიშვეს :D მამაომაც მიტხრა რომ ცოდვააო და ამას ვერ ვხვდებიი… მოკლედ მიცჰვეული ვარ უმცირესობაში ყოფნას და რაც მე მიმაჩნია მართალ გზად იმას ავირჩევ…

  46. ნათია გამარჯობა!

    ქრისტიანული სარწმუნოება ამას არ კრძალავს
    მსოფლიოში 1-2 რელიგია ტუ არის რომელიც ამას კრძალავს (ბუდისტური და ა.შ.)
    საქართველოში ცოტა სხბვა სიტუაციაა
    აქ ეკლესიის ზოგადსი გადაწყვეტილება არ არსებობს, რადგან ამისათვუის სინოდის გადაწყვეტილებაა საჭირო. ამ უკანასკნელს კი ჯეტრ არ განუხილია
    ამიტომ თითოეული მოძღვარი ამ საკითხს უდგება თავისებურად. ზოგადად ტრანსპლანტაციის მომხრე ყველაა, განსაკუთრებით ცოცხალი დონორობის შემთხვევაში
    აზრთა სხვადასხვაობაა გვამურ დონაციაზე, კერძოდ იმ საკითხზე, თუ როდის იტვლება ადამიანი გარდაცვლილად, ანუ როდის ტოვებს სული სხეულს: როცა გული ჩერდება, თუ როცა ტვინი ჯკვდება
    წმინდა მამების მოძღვრებით (მაგ. წმ. გაბრიელი), სულის ადგილსამყოფელი ტვინია.
    ასე რომ ქრისტიანობა ტრანსპლანტაციას არ კრძალავს.

  47. სიცოცხლესში დაეხმარო ადამიანს ეს თუ არის შესაძლებელი??? და ეს ყველაფერი უსასყიდლოდ ხდება???

  48. სიცოცხლეში თუ არის შესაძლებელი დონორი იყო,,და შენი ორგანო მისცე ადამიანს??? და ეს უსასყიდლოდ ხდება??

  49. ქეთი says:

    შემთხვევით მოვხვდი ამ ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაში, მე ვარ 26 წლის და სასწრაფოდ მესაჭიროვება რქოვანის გადანერგვა, ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, ყველაზე ძნელი და მტკივნეული მერწმუნეთ ეს იმ ადამიანისთვის არის ვისაც ეს ესაჭიროვება:((( მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოში არ არის ამის საშუალება,რქოვანას იძიებენ ევროპის სხვა ქვეყნებში:( და ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ერთი თვალის რქოვანა ღირს 5800 ლარი, მე კი ორივე თვალზე მესაჭიროვება, ერთი ძალიან სასწრაფოა და მეორე რამდენიმე წელში უნდა გავიკეთო, თანხა გადახდილი მაქვს და ველოდები როდის დამირეკავნ ანუ როდის მიძიებენ :( და ძალიან მიხარია რომ საქართველოში განვითარდეს ეს პროექტი!

  50. გია says:

    ვეხმაურები ქეთის!
    თუ დღემდე ვერ მოიძიეთ რქოვანა, დაგვიკავშირდით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საინფორმაციო ბანკში. 277 18 19. იკითხეთ გია ან ქრისტინა

  51. გია says:

    ნოდარ, თუ შეიძლება, რომ იმ შემთხვევაში თუ ბლოგში დაისმება კითხვა, რომელიც პროფესიონალურ პასუხს საჭიროებს, ჩემთან (ჩვენს ასოციაციაში) გადმომისამართდეს?

  52. ლიზა says:

    ვარ 56 წლის ჯანმრთელი ქალბატონი მინდა გავხდე დონორი სიცოცხლეში.ვიცი რომ ეს ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული.მაგრამ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მე მზად ვარ გავცე ნებისმიერი ორგანო რომლის გაცემაც რისკებთან არის დაკავშირებული და არა 100 % სიკვდილთან. თუ ეს შესაძლებელია სად და ვის უნდა მივმართო.

  53. nino says:

    var jamrteli gavxdebi donori557629923

  54. kaxam says:

    var janmrveli 44 clis .2dadebiti.ara mceveli.595376684

  55. rati says:

    var jamrteli gavxdebi donori 557 52 56 13

  56. kaxa says:

    var sruliad janmrteli gavxdebi donori.44clis 2dadebiti.

  57. ლიზას, ნინოს, კახას, რატის!
    გაცნობებთ, რომ ორგანოების გაყიდვა კანონით აკრძალულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 15 წლამდე :(

  58. ქეთი says:

    მაინტერესებს ძვლის ტვინის დონორი თუ შემიძლია გავხდე, რამდენად მაქვს ამის უფლება და ვის ან რა შესაბამის სტრუქტურას უნდა მივმართო. სიმართლე გითხრათ მჭირდება გარკვეული თანხა, საკმაოდ მცირე სასწრაფოდ. ძალიან არ მინდა თანხაზე რომ ვსაუბრობ ,როცა სიცოცხლის გადარჩენაზეა ზოგადად საუბარი.მაგრამ იქნებ მიპასუხოთ შესაძლებელია თუ არა ძვლის ტვინის დონორი გავხდე?

  59. ქეთი says:

    საკონტაქტო ნომერია 557229731 . ქეთი 33 წლის.

  60. luka says:

    nar jamrtveli ganxdebi donori 29 clis

  61. luka says:

    var jamrtveli 29 clis gavxdebi donori.555786441

  62. roini says:

    var jamrteli da gavxdebi donori 558 41 02 02

  63. kaxam says:

    var 45 clis gavxdebi donori 2dadebiti.sruliad janmrteli.

  64. gio says:

    var 29 clis gavxdebi donori

  65. giorgi says:

    var 29 clis gavxdebi donori telefuni 558715040

  66. kaxam says:

    595376684var sruliad janmrteli 2dadebiti

  67. რა მააგარი მაფიოზები ხართ თუ გაჩუქებთ ორგანოს შეიძლება კარგი ადამიანი ვარ და თუ ფული მოგთხოვეთ ცუდია დავიჯიროთ. მაშინ არც ექიმებმა აიღონ ფული და უსასყიდლოდ უმკურნალონ ხალხს.

  68. ყველა ფულს რატო ითხოვს თუ დანაშაულია ფულის აღება მაშინ ყველა დასაჯერია. კაი მაშინ მე გაჩუქებთ ჩემ ერთ ერთ ორგანოს თუნდაც თირკმელს. გსვხდები დონორი.მე იმას გჩუქნით რაც ორი მაქვს ჩემს ერთ თირკმელს.მოდით თქვენც მაჩუქეთ მე რაც არმაქვს და თქვენ ბევრი გაქვთ.

  69. ჩემი ნომრია597562146. სისხლი პირველი დადებით. 34 წლის.

  70. lasha says:

    sisxli 1 uarkopiti gavxdebi donori 551858530

  71. giorgi says:

    me maqvs gatarebuli gvidzlze yve;la analiszi da srulid jamrteli var magaram mere vegar gadainerga anu gvidzlis fasi ra aris da tirkmlis fasi ra aris?

  72. aniko says:

    gavxdebi tirkmlis an xvidzlis donori 579 264 464 ani ….20 wlis

  73. nona says:

    Mec minda gavxde tirkmlis donori..577-50-13-07..damikavshirdit.

  74. nona says:

    Var rezus uaryofiti 2jgufi.31clis

  75. maya babaeva says:

    Var jamteli gavcem organos gavxdebi donori 558295209 damireket

  76. maya babaeva says:

    Var maya babaeva sruliad jamteli arasdros momicevia arasdros damilevia alkoholuri sasmeli aranairi operacia ar hMitarebia var sisxlis donori gavxdebi donori organosi gtxovt damikavwirdet 558295209 var 29 clis kalbatoni

  77. Icit raa gindat axla mogcemt organos da gindat sikvdilis merec. Var sruliat janmrteli yvela gamokvleva chatarebuli maqvs 1 dadebiti sisxli. 597562146

  78. vazha says:

    viqnebi tirkmlis donori damikavshirdit 555640241

  79. lasha says:

    vyidi tirkmels 30000 dolarad damikavshirdit 598845245.maqavs 2urayopiti jgupis sisixli var jamteli

  80. dato says:

    gavcem tirkmels sicicxlis gadasarchenat.var jamrteli.2 dadebiti jgupi. T; 599012312

  81. Natia says:

    ვარ 32 წლის პირველი დადებითი ჯგუფის სრულიად ჯანმრთელი გავხდები თირკმლის დონორი ტელ: 551685961

კომენტარის დამატება