გაზეთი ”ალია” ”პლეიბოის” ეხმაურება

alia.jpg

მე ძალიან ვიცინე, ძალიან :) იმედია, თქვენც გაგახალისებთ :D
გთავაზობთ სტატიას გაზეთ ”ალიადან”, რომელიც ”პლეიბოის” მეორე ნომრის გამოსვლას მიეძღვნა. თუმცა, ეს სტატია პირველი არ არის ამ თემატიკაზე. საქმე იმაშია, რომ პირველი ”პლეიბოისადმი” მიძღვნილ რამოდენიმე მარაზმულ სტატიას, რომლებიც ქართულ პრესაში დაიბეჭდა, ”შიშველი გოგოების ჟურნალის” მთავარი რედაქტორი მეორე ნომერში საკმაოდ მწარედ, მაგრამ სამართლიანად გამოეხმაურა :D

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გამოქვეყნდა ქვემოთ მოცემული სტატია :D რომელიც ჟურნალისტიკასთან დაახლოებით ისეთივე კავშირშია, როგორითაც ”პლეიბოი” ქართველების გადაჯიშების მზაკვრულ გეგმასთან ;) მომდევნო წერილი უფრო გაკაპასებული დედაკაცის დაბოდვარს გავს, აფექტის მდგომარეობაში დაწერილს, ვიდრე სტატიას, რომელსაც ხელს მთელი რედაქცია (!) აწერს… :(
მოკლედ, ”ალია entertainment” წარმოგიდგენთ :D


“გამოვიდა ქართული “ფლეიბოის” მეორე ნომერი. თუ წინა ნომერში მარტო გოგოები გააშიშვლეს, ახლა სიახლეა: თვით რედაქტორატიც ამოხტა ტანისამოსიდან. ქართული პლეიბოის პირველ ნომერს “კვირის ქრონიკამ” კრიტიკული სტატია მიუძღვნა და იუკადრისეს, ქოში წაღმა-უკუღმა ჰყარეს და ტანსაცმლიდან ამოხტნენ. ბოღმა მარაოსავით გაშალეს და დაიქნიეს-თავნი გაინიავეს. იუკადრისეს “ქრონიკის” შენიშვნა, რომ ჟურნალი არაპროფესიონალურად და პროვინციულადაა ნაკეთები. მარტო ფოტოები მოეწონათ, დანარჩენი არა, რადგან მიაჩნიათ, რომ რამდენიმე ინფორმაცია არასწორი იყო, იქვე ფრჩხილიც გახსნეს და კატეგორიულად ჩაწერეს-“სულ ტყუილად, სწორი იყო ყველა”. დიახ, ასე ჯიუტად თავს დებენ იმ ინფორმაციის სისწორეზე, რომ მთელი საქართველო დაუბანელი და აყროლებული დადის. მაინც საიდან ამტკიცებენ ამ ინფორმაციის სისწორეს? ყველა ქართველი და საქართველოში მცხოვრები არაქართველი სათითაოდ დასუნეს? მოვეშვათ მათი ცხვირების უკიდეგანო პოტენციალს და მათ ბოღმიან ნაცოდვილარს გავყვეთ:

“სხვისგან პროვინციალიზმსა და არაპროფესიონალიზმში ბრალდებას არ მივიღებთ, მაგრამ ეს ხომ “კვირის ქრონიკაა”, “ალიას” ყოველკვირეული დამატება (აი ის, “ასავალ-დასავალს” რომ ჰგავს!), “ალიამ” და “კვირის ქრონიკამ” კი სხვებზე კარგად იციან, რა არის გემოვნება და პროფესიონალიზმი, გემოვნება ისაა, სხვის გადაღებულ ფოტოებს რომ ურცხვად გადაბეჭდავ იმისათვის, რომ გაზეთში ერთი ნორმალური სურათი მაინც იყოსო. ჩვენი სალანძღავი სტატია გადაპენტილია ჩვენივე ჟურნალიდან დასკანერებული ფოტოებით. ფოტოების შესახებ ბევრი არაფერი წერია, ამიტომ ვერც იმას იტყვი, რაიმეს საილუსტრაციოდ დასჭირდათო…”

შარზე ვართო, ქართული “პლეიბოის” შამქმნელებმა უნდა დაიტრაბახონ! კი მაგრამ, სტატია “პლეიბოიზე” იყო და ვისი სურათები დაგვერთო მასალისთვის? “ცხელი შოკოლადის”, “ამარტასი” თუ “ანაბეჭდის”? ფოტოებზე მაინც რა გინდოდათ დაგვეწერა, გვექო და გვედიდებინა ჯიჯი რეჯინი, გვეთქვა, რომ ამ ხარისხის ფოტო ჯერ საქართველოში არავის გადაუღია, გვეთქვა, რომ ჯერ ქალი ჯიჯი-რეჯინი-ვეჯინის გარდა არავის გაუშიშვლებია ფოტოობიექტივის წინ?

არა, ეგ გუნდრუკი თვითონ იკმიეთ! არც იკლებთ. ჯიჯი რეჯინით ვერ გადაგვრევთ, იცით რატომ? თბილისში სხვებს რომ მოვეშვათ, იური მეჩითოვი დადის, ის მეჩითოვი, არც ქალების გაშიშვლება რომ არ უჭირს და არც მათთვის ხარისხიანი ფოტოების გადაღება. ეს ის იური მეჩითოვია, მხცოვანი ვერიკო ანჯაფარიძე რომ გადაიღო ცალქოშგახდილი. სხვა არაფერი რომ არ გადაეღო არც მანამდე და არც მერე, მარტო ამ ფოტოთი გაინაღდა ადგილი ფოტოხელოვნების ისტორიაში. თქვენი ჯიჯი რეჯინის ფოტოების ბოლო კოორდინატი კი ფეხსალაგია, მოზარდების სახელცქვიტო მასალა… სხვათაშორის, ვერიკო ანჯაფარიძე მეოცე საუკუნის ათ საუკეთესო მსახიობ ქალთა შორის ერთ-ერთად აღიარეს ანა მანიანთან, ვივიენ ლისთან, ჯულიეტა მაზინასთან და სხვებთან ერთად, (ბრიტანელებმა აღიარეს, ბერბუკელებმა კი არა), ვერიკო მსოფლიო სცენის ვარსკვლავი იყო და არა ისე, როგორც თქვენ აცხობთ ვარსკვლავებს, უფრო სწორად, ვარსკვლავებად რომ აცხადებთ იმათ, ვინც “პლეიბოისთვის” გაიხდის. პირველ გვერდზე შორენა ბეგაშვილი გყავთ დაბეჭდილი და იქვე მიგიწერიათ კიდეც: “ფრთხილად, გული არ გაგისკდეთ! ვაკის “სარდაფის თეატრის” ვარსკვლავი შორენა ბეგაშვილი”

ჯერ ერთი: თეატრს ჰქვია არა – ვაკის “სარდაფის თეატრი”, არამედ – თეატრალური სარდაფი ვაკეში. და მეორე, შორენა ბეგაშვილი, თქვენ რომ სარდაფის ვარსკვლავად და დედოფლად გამოაცხადეთ, არათუ სარდაფის ვარსკვლავი არაა, თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსახიობთა ჩამონათვალშიც კი არაა მოხსენიებული. ეგ როგორ გავიგოთ, თქვენ უდგენთ თეატრალურ სარდაფს, ვინაა მათი ვარსკვლავი და დედოფალი? წარდგენაში იმასაც წერთ, 1982 წელს დაბადებულამ შორენა ბეგაშვილმა თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრაო, მაშინ, როცა შორენა ბეგაშვილი შეღერებულიც არ იყო, რომ თეატრალური ინსტიტუტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტად იქცა. ამის მერე დებთ არა თავს სუპერპროფესიონალიზმზე? ან რა იუცხოვეთ პროვინციონალიზმი იმის მერე, როგორც წარადგინეთ შორენა: თუ ბოლო დროს “სარდაფის თეატრში” არ ყოფილხართ, ბევრი დაკარგეთ. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ქართველი მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ხილვის სიამოვნება. “სარდაფის თეატრში” ისედაც ბევრი დადის, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ფოტოსესიის შემდეგ, დარბაზში ნემსი აღარ ჩავარდება”…

ამ მართლაც პროვინციულ წარდგენას რა უჭირს, მთელი ჟურნალი სავსე გაქვთ ამგვარი “მარგალიტებით”. ან ფოტოების გადაბეჭდვაზე რომ ბევრს ლაყბობთ, და ბოლოს იმასაც კი წერთ, “აბა თქვენ იცით, “ალიავ” და “კვირის ქრონიკავ”, შეესიეთ, აამუშავეთ სკანერები, “პლეიბოის” მეორე ნომერი გამოვიდა! ჩვენ ხომ იმისათვის ვხარჯავთ ფულს და ენერგიას, რომ ჩვენი ნაჯაფარი მდარე ხარისხის ფოტოები გადაბეჭდოთ”.

ჯერ ერთი, თვითონ თქვენი გადაღებული შიშველი ქალის ფოტო 148 გერდიან ჟურნალში სულ 20 ცალი გაქვთ, უცხოური “პლეიბოიდან” გადმობეჭდილი გაქვთ 17 შიშველი ქალის ფოტო, ამას პლუს კიდევ რვა ფოტო-ქალისა და მამაკაცის, ტანისამოსის რეკლამისა და არაფერს ვამბობთ სხვა წვრილ-წვრილ ფოტოებზე და თქვენ იღებთ ამის მერე ხმას? ვიცი, თავს გამოიდებთ, “პლეიბოი” ვართ და “პლეიბოიდან” ვბეჭდავთ სურათებსო, კი მაგრამ რა, უთქვენოდ უცხოურ “პლეიბოის” ვერ იყიდიდდა ქართველი თუ ვერ ყიდულობდა? და რაღა განსხვავებაა, თუ ქართული “პლეიბოიც” უცხოურიდან გადმოღებული სურათებით იქნება აჭრელებული? ამ ნომერში ორად ორი ქალი გააშიშვლეთ, ერთი საერთოდ უცნობი, მეორე კი თავად გამოაცხადეთ სარდაფის დედოფლად. თუ მარტო უცნობი ქალები უნდა გაატიტვლოთ, მასე თქვენამდეც გამოდიოდა და დღესაც გამოდის სხვა სექსჟურნალები, სადაც ქართველი ქალები შიშვლდებიან და უფრო თამამადაც. “ქრონიკას” შარად ისიც მოსდეთ, პირველი ხუთი გვერდი წაიკითხა მარტოო, ან ამ ნომერში რა ჩადეთ თარგმანების გარდა წასაკითხი? კიფერ საზერლენდთან ინტერვიუს აღებით მოიკალით თავი? აქაოდა, ჩვენთან ინგლისურენოვანი კლასიკის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი თანამშრომლობსო (კიდევ კარგი, ივანე მაჩაბელზე უკეთესადაც რომ არ გამოაცხადეთ), და ჟურნალი მისი თარგმანებით გამოჭედეთ. აქ “სექსი ირანშიო” (გეგონება უკვე ამოწურეთ “სექსი საქართველოში”), იქ-სტივენ კინგის “უილა”-ო, ერთით ჟურნალის ათი გვერდი ამოავსეთ, მეორეთი-11… აღარაფერს ვამბობთ სხვა მასალებზე, რომელიც მთლიანად ინტერნეტიდან გაქვთ გადმოკატავებული და თქვენი ქართული მოღვაწეობა, ფიტნეს-ინსტრუქტორზე წერილითა და მეოცე საუკუნის მეკობრეებზე წერით ამოიწურება. “აემ სორი” დამავიწყდა, ორგაზმზე გაქვთ საავტორო წერილი, (ისიც ნახევრადნათარგმნი), სადაც გვანათლებთ კიდეც, “…თუ მრავალჯერადი ორგაზმის ათვისებას მოვახერხებთ, მაშინ იმაზე ფიქრი არ დაგვჭირდება, თუ რამდენი ხანი უნდა ვიტყნაუროთო (ასე ჰქვია ამას ქართულად), და რამდენი ხანია საჭირო პარტნიორის დასაკმაყოფილებლად”. Mანამდე იმაშიც გაგვანათლეთ, რაც ჰქვია ორგაზმს ქართულად: “მაშ რა შუაში უნდა იყოს გათAვება და ევროკომისია?”

ამის მერე თქვენ ლაპარაკობთ “მდარე ხარისხის ყვითელ გაზეთებზე?” თქვენ ხომ არ გგონიათ, რაკი ცარცის ქაღალდზე ბეჭდავთ თქვენს ბოდვებს, თოვლივით თეთრი პრესა ხართ? კი მაგრამ, თქვენ რა ფერის ხართ? გაჭყლეტილი გომბეშოსფერი თუ წვრცანცარა თხისფერი? ღმერთმანი, სიყვითლეზე თუნდაც “ცხელ შოკოლადს” რომ ამოეღო ხმა, არ დაეთანხმებოდი, მაგრამ მოისმენდი მაინც კაცი, მაგრამ თქვენგან?

პროფესიონალიზმის ანაბანასაც ხომ გვასწავლით: “პროფესიონალიზმი კი ისაა (არაპროვინციონალიზმიც), როდესაც ისეთ ინფორმაციას აქვეყნებ, რომელიც ძალიან კარგად იცი, რომ არასწორია, და უბრალოდ მონაჭორია, აი როდესაც “ალიამ” დაწერა, გიორგი კანდელაკი და ნინა წკრიალაშვილი დაქორწინდნენო, თან აბა გამოიცანით, რომელი ჟურნალიდან მოპარული ფოტო ახლდა ამ ინფორმაციას?”

“პლეიბოის” ბიჭებო და გოგონებო, მასე იგიჟებდა თავს თავის დროზე ხათუნა ჟორდანია და მისი საახლობლო, რას ამბობთ, საიდან მოათრიეთ ეგ ბინძური ჭორი, რომ ხათუნა ზურა ხაჩიძეს მიჰყვებაო? Gაჰყვა კიდეც და თქვენი ნინა ლამის ტრუბაშიც გააძვრინა იმ დღეს გრიგოლიას შოუში. თავის დროზე ირინა სარიშვილიც თავს იდებდა, “ალიამ” ჭორი დაწერა, არ ვთხოვდებიო, გათხოვდა!

ეროსი კიწმარიშვილი რომ “რუსთავი2”-დან გაუშვეს, პირველი “ალიამ” დაწერა, გამარჯვებულ ტელევიზიაში ქირქილებდნენ, ეს “ალია” რა ჭორებს წერსო, და მეორე დღეს უეროსოდ დარჩნენ, ასე რომ, სანამ “ალიას” დაწერილ ჭორებზე აჭიხვინდებით, პირში კალიუმის პერმანგანატიანი წყალი გამოივლეთ და ცოტა მოიცადეთ. ღა ვქნათ? ჩვენ მანამდე ვახმაურებთ ინფორმაციას, სანამ თავად ამ ამბის გმირებს მოუნდებათ მისი გახმაურება და გაპიარება.

რაც შეეხება ნინას ფოტოს, ბოდიშით, რომ თქვენსავით ფოტოსესია არ მოვუწყეთ თქვენს მერლინ მონროს.

დავუბრუნდეთ პროვინციალიზმს. Pროვინციალიზმი ყველაზე კარგად იუმორში მჟღავნდება, ვნახოთ, სადამდე გწვდებათ იუმორი. “დილაადრიან? ასეთ სიცხეში? შასაპნიდან? თბილი არაყი? დაასხი!”- ამას თქვენ ანეგდოტს ეძახით? დაუძახეთ, ვინ გიშლით, მაგრამ ინსტრუქციაც მოაყოლეთ, სად უნდა გაიცინოს კაცმა.
“- ეს დაღლილობას მოგიხსნით, ეს ნერვულ დაძაბულობას, ეს კიდევ დეპრესიას.
– დიდი მადლობა ექიმო, მაგრამ არყის გარდა სხვა არაფერი გაქვთ?”- თქვენი ჭკუით ესეც ანეგდოტია. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ორმა გოგომ გაჭირვებული რუსთაველი ბიჭი რომ ააგდეს, სახლში რომ აჰყვნენ და “დილამდე რომ იჟიმავეს”. რამდენიმე თვის მერე ერთი გოგო ეუბნება მეორეს: “ამოვიდა ყელში ეს თბილისელი ვითომ სვეტები თავის შარდენიანად და ტრაკში პეროებიანად, წამო რა, რუსთავში ოთარს ავადგეთ. Mეორე ეუბნება: ოთარს? რუსთავში? ვითომ ვეხსომებით?”

მკითხველს არ ეგონოს, ვაჭარბებდე, ამას ეძახიან ესენი ანეგდოტს, რომელეც უნდა დადგე და იხარხარო თურმე. “პლეიბოელებო”, ასეთ ანეგდოტში “ალიას” გამომცემელი ბრეგვაძე არათუ ჰონორარს არ იხდის, პირიქით, აჯარიმებს ხოლმე იუმორისტს. წეღან, სვეტის ხსენებაზე გამახსენდა, ერთგან გიწერიათ: “საშინელი გოიმი გამოდიხართო”. ტრაბახით რომ ტუფლებს ყოველდღე ძირებს აყრევინებთ, უნდა იცოდეთ მაინც სიტყვა “გოიმის” ნამდვილი მნიშვნელობა (სიონისტები არაებრაელებს იხსენიებენ გოიმებად), უნდა იცოდეთ, თორემ გოიმები კი არა, ბანძები გამოდიხართ.

მერე რა, რომ თავს იქებთ, პირველი ნომერი 19 000 ცალი გავყიდეთო (ტრაბახს “სოჩიკი” არ აქვს), ჩვენ მეტი გავყიდეთ, ვიდრე ყველა სხვა ქართულმა პრიალა ჟურნალმა ერთად აღებულმაო. ტირაჟით კი ბაქიბუქობთ, მაგრამ იმავე ნომერში წუწუნებთ, ფოსტით მარტო ორი კითხვა მოგვივიდა, დანარჩენი მეგობრებს გამოვძალეთო, როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს 19 ათასმა კაცმა ჟურნალი იყიდა და იმ 19 ათასიდან 2-ის მეტმა რჩევა არ გკითხათ? ძაან ავტორიტეტულად ჩაუთვლიხართ აი… ერთმა კიდევ წერილი მოგწერათ და ნინო ბურჯანაძის გატიტვლება მოგთხოვათ, იმედია ხვდებით, ვისთვისაც მუშაობთ…

ისე გააჭენეთ, რომ საზოგადოება სამ ნაწილადაც კი დაჰყავით: ერთი ის, ვინც გაიხადაო, მეორე ვინც ჟურნალი იყიდა მათ დასათვალიერებლად და მესამე, ვინც თქვა, პირველს არ უნდა გადაეღო და მეორეს არ უნდა დაეთვალიერებინაო, ჩვენ არც ერთ მაგ ფენას არ ვეკუთვნით, ტანიც მათია და ტანისამოსიც, უნდა ჩაიცვამენ, უნდა გაიხდიან, თუ უნდათ “პლეიბოიში” გადაიღონ, თუ უნდა გმირთა მოედანზე მიშას შადრევანთან იცეკვონ შისვლებმა (გახალისდება მაინც ხალხი), ახლა არც ნინა მყავს ქეთევან დედოფალი და არც შორენა-თამარ მეფე რომ მაგათ ქცევას გადამდები ხასიათი ჰქონდეს, ან ავისკენ, ან კარგისკენ. ვისაც უნდა, ათვალიეროს, თვალს წყალი დაალევინოს, საქმე თქვენთან გვაქვს, მკითხველს ნუ ატყუებთ და იაფფასიანი ღლაბუცით და უცხოურიდან მოთოხნილ-მოთარგმნილი სტატიებით გამოჭედილ ჟურნალს ნუ აპარებთ შიშველი ქალების სერათებთან ერთად.

გაზეთი ”ალია”

:(

43 კომენტარი

  1. ნუცა says:

    აუ რა ცოდოები არიან რა, უკვე ვააბშე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს, რას გააგებინებ ხისთავიანებს! ატრაკებენ და უხარიათ! გარკვეულ ფრაზებს მოვკარი თვალი, მაგრამ თავიდან ბოლომდე წაკითხვა ნაღდად არ მინდა, თორემ ისედაც ყელამდე ვარ პატივნაცემი “ალიასმაგვარი” საქართველოს ინტელექტუალ’ი საზოგადოებისგან =))))
    დევიკიდეთ, გავატარეთ!!! =0))

  2. როგორც ყოფილ ალიელს ძალიან გული მწყდება სოფლის კლუბის გამოცემად რომ იქცა ერთ დროს მართლა კარგი გაზეთი. იმ დროინდელი პროფესიონალები წავიდნენ და ახალი “ნედაძელანი” სუბიექტები დიდ იუმორზე დებენ თავს

    ტეხავს უბრალოდ

  3. DelphiKnight says:

    მე ნამდვილად არ დავიწყებ „ალია“-ს დაცვას, მაგრამ დღეს გულდასმით წავიკითხე „პლეიბოი“ და მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი. სამწუხაროდ, ჯურნალი ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს თავის სახელს. კი, ქართველი გოგონების გაშიშვლება ფრიად სახალისო რამ არის (გამოგიტყდებით და ჯერ-ჯერობით მარტო ამის გულისთვის შევიძინე ორივე ნომერი), მაგრამ მე უკვე დიდი ხანია გამოვედი ხელცქვიტობის ასაკიდან, რომ მარტო ამის გულსათვის მჭირდებოდეს ჟურნალის ყიდვა. მე მინდა ჟურნალი, რომელიც გამართობს, საინტერესო სტატიებს შემომთავაზებს (ორგაზმე საინტერესო იყო, ნამდვილად. გულდასმით წავიკითხე :) ). ნაწილობრივ ვეთანხმები „ალია“-ს, ანეკდოტები სრული მარაზმი იყო, ასევე სხვა პატარა ნიუსებიც და პირატებზეც სტატია დიდი ვერაფერი შვილი! ამის გარდა, ძალიან ბევრი გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომა. რუსული ბარბარიზმები (თანაც ისეთი, რომლის შესაფერისი ქართულში არის და შეგიძლია გამოიყენი თავისუფლად).
    მოკლედ, ჩემში ეს ჟურნალი ჯერ-ჯერობით ორგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თან მომწონს, თან – არა.

  4. ძუძუ says:

    ისევ არ მეშვებით…

  5. azax says:

    მართალია ნახევარი საქართველო დასაბანი რომ დადის ეხლა გაიგეთ ალიაში?(სამწუხაროდ)

  6. ცქნაფი says:

    ძაან ბევრი ვიცინე :))))))

  7. კნიაჟნა says:

    სტატია საინტერესოა რა თქმა უნდა … უნიკალურია თავის დარგში :)))))))))

  8. მარიკა says:

    ერთი ცალი თვალით ამანახა ეს ჟურნალისტკა, რა მასალაა :D

    ამდენი ბოღმა რომც გქონდეს, კი არ უნდა გამოაჩინო. სხვისი ცუდი რო გიხარია, ორღობეში რო დგახარ და კაბა ჩამოგხევია, სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანო.

    ისე, ალია ხელშიც არ მჭერია არასდროს და ახლა მივხვდი, რომ არც ღირდა :D

  9. თეო says:

    მე არ ც ამ ნაჯღაპნს აღვიქვამ სტატიათ და არც ალიას გაზეთად. ასე რომ … მარაზმია და მეტი არაფერი. ვწუხვარ რომ ამასაც პრესა ქვია

  10. ჰმ… სტატია თავიდან ბოლომდე წავიკითხე და უნდა ვაღიარო რომ სიმართლე წერია, არც ნაბოდვარია (რატომღაც შენი აღწერის მერე ასეთს ველოდი) რას ერჩი მშვენიერი სტატიაა თან ფაქტებით გამყარებული, რაც მართალია-მართალია ქართული Playboy არანაირ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს (ყდის სისქის და “ძალით ნაშოჩკა” გოგოების პოლიგონის გარდა) შიგნით მახინჯ გოგოებს ბეჭდავენ – ესეც მართალია, არაფერს არ წარმოადგენენ ეს გოგოები – ტოჟე მართალია, ფოტოები ცოტაა – ესეც მართალია, სხვაგან უფრო თამამად იხდიან და თან კაი ხანია – ესეც…

    რას ერჩი მშვენივრად გამართული და ფაქტებით გამყარებული სტატიაა. აქ ბოდიალი მეზარება და თუ გინდა ფორუმზე გავხსნათ თემა :P

  11. აუუუუ… ბოლომდე წავიკითხე! ძააააააააააააააალიან ძლიერი იყო, გაზეთებს არ ვკითხულობ, მაგრამ ამისთანა და%Mა კაი ხანია არ მინახია, ჰაჰაჰაჰაა!

    აუ ნოდ, შენი იყო ქლიბი თუ არ დაწერო რა არ მოგეწონა ამ სტატიაში :D

  12. Rocko says:

    აუ ნოდ, შენი იყო ქლიბი თუ არ დაწერო რა არ მოგეწონა ამ სტატიაში :D

    ეეე, გიო :D მთავარი ვერ გაიგე შენ :)
    მე აქ პლეიბოის ავ-კარგიანობაზე კი არ დამიწყია საუბარი. მართლა საშინელი ჟურნალიც რომ იყოს ქართული პლეიბოი, მსგავსი ტონის სტატიას რომ თავმოყვარე გაზეთი დაწერს და შემდეგ მთელი რედაქციის სახელით გამოაქვეყნებს, უკვე საცოდაობაა.
    ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი წერილი, მაქსიმუმ, რომელიმე ავტორის ბლოგს არ უნდა გასცდენოდა; ჩვენთან კი გაზეთში იბეჭდება. არსებობს ელემენტარული ჟურნალისტური და მორალური ნორმები, რომელიც ასე სასაცილოდ და იაფფასიანად არ უნდა დაარღვიო.

  13. საქართველოში ავტორებს ბლოგები არ აქვთ, სამაგიეროდ აქვთ “რედაქტორის სვეტი” (როგორც წესი პირველი გვერდი) სადაც შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.

    კარგი ვთქვათ კოლეგიალობის ამბავში არ უნდა დაეჯვა ალიას, მაგრამ მაშინ `Playboy`რაღას იჯმევინებოდა? თუ სწორად მივხვდი ალია მხოლოდ გამოეხმაურა და თავად სულაც არ იყო ინიციატორი.

  14. Rocko says:

    კარგი ვთქვათ კოლეგიალობის ამბავში არ უნდა დაეჯვა ალიას, მაგრამ მაშინ `Playboy`რაღას იჯმევინებოდა? თუ სწორად მივხვდი ალია მხოლოდ გამოეხმაურა და თავად სულაც არ იყო ინიციატორი.

    არასწორად მიხვდი :) პლეიბოის რაში დაჭირდებოდა ალიაზე რამის დაწერა? :D პირველი ნომრის გამოსვლის შემდეგ ალიამ და ქრონიკამ (ალიას დამატება) აიმყრალეს პირი.

  15. /_\ says:

    წავიკითხე სტატია და სულაც არ არის ნაბოდვარი. რაც წერია მართლა მასეა და არაფერი მოგონილი და ტყუილი არ დაუწერიათ. მე პირადად არ მიყიდია პლეიბოი, ინეტიდან დავქაჩე და გადავხედე და სწორი შეფასება აქვთ გაკეთებილი. შიშველი ქალების სურათები ჩემთვის მართლაც რომ მეორეხარისხოვანია, ამასთან ერთად ჯურნალი საინტერესო მასალებითაც უნდა იყოს შევსებული რომლის სიმწირესაც აშკარად განიცდიან.

  16. Gუკა Gილმორი says:

    ვაიი რა ეშველებააააათ

  17. AVIAMAN says:

    არც არაფერი გუკა

  18. თქვენ ნაბოდვარი ეძახეთ და ერი “ალიათი” სულდგმულობს.

    საწყლები, ალბათ ყველას, ვინც მათ გოიმს უწოდებს ასეთივე თავგამოდებით უხსნიან ამ სიტყვის მნიშვნელობას ივრითში.

    რა გინდათ – ამაყობენ იმით, რომ პირველი საცვლის მქექავები არიან. დაე იამაყონ. მეეჭვება, მაგრამ შეიძლება მიხვდნენ კიდევაც, რომ ამ ყველაფერს “პირველი” იმიტომ წერენ, რომ სხვას ეს ყველაფერი მაგრა ჰკიდია და ყავის მაგიდასთან თუ შეაწევს ახალი ჭორის კვებას ერთი-ორ სიტყვას.

    ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს. ღმერთო შენ დაეხმარე ყველა ადამიანს საკუთარი თავის რეალიზაციაში, რომ მერე ყველას არ მოუშხამოს სიცოცხლე.

  19. ბენდუქიძე says:

    შევეცი პლეიბოის! მეტი საქმე არ გაქვთ, პიარს უკეთებთ რა! ცუდი დაიწერება თუ კარგი მაინც რეკლამაა მაგათთვის! რეკლამა ძმაო ფულია. ქართველებმაც უნდა გაიხადონ! უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ “ქართველებსაც შეგვიძლია”
    პატივისცემით:
    თქვენი იუდა ბენდუქიძე

  20. ლომა says:

    2 ნომერი პოლნი ატსტოი.სუფთა ქართული ვითომ ვარიანტი.თუ უნდა წაუშალოთ რაღას ხდით?სადაა ზოლი?თუ შეუხორცდათ?ფოტოშოპ 4ევარ

  21. 2 ნომერი პოლნი ატსტოი.სუფთა ქართული ვითომ ვარიანტი.თუ უნდა წაუშალოთ რაღას ხდით?სადაა ზოლი?თუ შეუხორცდათ?ფოტოშოპ 4ევარ

    +1 მაგარი ვიცინე LOL

  22. ქულერი says:

    სტატიას ვეთანხმები 100%. ალიაა თუ ბალია სულ არ მაინტერესებს. ქართული პლეიბოი მაგარი მარაზმია, მითუმეტეს ნინასნაირი მათხოჯების სურათები თუა შიგ. შე დედა$#$#@ნულო თუ წესიერი ქალები ვერ დაითანხმე გახდაზე თავი დაანებე რა, მაგის დრო როცა მოვა მერე დაბეჭდე, რა საჭიროა მსოფლიო მასშტაბით თAვის მოჭრა ვერ გავიგე….

  23. ნახე რას says:

    ბრავო ალიას.ამ დროს სცორედ ასეტი სტატიები გვჭირდება.ამ სტატიამ თავის დონით ილის დროინდელი სტატიები გამახსენა .შეადარეთ და ნახავთ. ზოლი მაგარი იყო

  24. ჩოსე says:

    ჩემი აზრით ალბათ ყველა თინეიჯერი და არათინეიჯერიც დამეთანხმება რომ ფლეიბოი კარგ საქმეს გვიკეტებს ჩვენ ჩემს ეზოში ცხოვრობს ერთი მოდელი სახლში რომ მოდის ყველას თვალი მის უკანა ტანს მიყვება ხოლმე ალბათ კაცისტვის დამახასიათებელი რამ ხდება და ალბათ ყველას უნდა მისი გაშიშვლებული სხეულის ნახვა და ამ 2 ტვის უკან ფლეიბოიმ დიდი საჩუქარი გაგვიკეტა და ქალბატონი იანა გაგვიშიშვლა არ ვიცი ფლეიბოიმ ასეტი საჩუქარი გაგვიკეტა და ვნახოტ ალია რა საჩუქარს გაგვიკეთებს ვნახოთ

  25. AVIAMAN says:

    ბლიად………. PLAYBOY-s შემქმნელებს არ ერჩივნათ რამე საბავშვო ჟურნალი გამოეცათ ბავშვების მადლიერები მაინც იქნებოდნენ, ტფუუუუუუუუუუ ამათი პროფესიონალიზმი მომინდომეს აქ ბელმონდო………:))))))))))

  26. დაგიჯვით ჟურნალზე:) მეც მაგ აზრისა ვარ AVIAMAN

  27. Fawkes says:

    ძალიან მაგარი სტატია იყო

    იეეეე

    აი ასეთი არგუმენტირებული კრიტიკა მიყვარს რა

    წასაკითხადაც სასიამოვნოა

    მაგრამ ნაწილობრივ გაზეთში დასაბეჭდიც არაა, რაღაც ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს,

    უფრო სწორი იქნებოდა ფლეიბოის რედაქციისთვის მიეწერათ, გამოქვეყნების გარეშე

  28. საკურა says:

    ეს როცა დაიბეჭდა და წავიკითხე,იმის მერე აღარ ვკითხულობ ამ იდიოტურ გაზეთს,არადა ბავშვობიდან ვკითხულობდი.ისე,კაი ხანია რაც გააფუჭეს.თან დააკვირდით,პირველ გვერდზე უზარმაზარი ასოებით რომ წერენ სტატტის სათაურებს,ბოლოში ყველს კითხვის ნიშანი აქვს,ანუ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და ჭორებზე აწყობენ მთელ გაზეთს

  29. Dante says:

    “”"მთელი საქართველო დაუბანელი და აყროლებული დადის”"”"

    მთელი საქართველო არ ეწერა იქ, იქ ეწერა პროცენტული მაჩვენებელი რომელიც მე დაბალი მომეჩვენა თქვენ წარმოიდგინეთ. მეტროში და ავტობუსში ასვლა არ შეიძლება ყარს ხალხი ოფლის სუნით…

    =============

    და საერთოდ, ჩემი აზრით, ასეთი აჟიოტაჟი ჟურნალის ხარისხიანობაზე მიუთითებს. რაც ცუდი და უვარგისია, ის ყველას ფეხებზე ჰკიდია და რაც კარგია, იმას მისდევს ყველა კრიტიკოსი თუ მოკრიტიკოსე ელემენტი ხმალამოღებული.

  30. ენიო says:

    მაგრები ვართ რა.. ბანძ გაზეთში ბანძ ჟურნალზე დაწერილ ბანძი სტატიას ვარჩევთ.

  31. ნინო says:

    სიმარტელ გითხრათ დამეზარა ამის წაკითხვა ბოლომდე .. რა შუაშია ახლა ჩემი ნათქვამი არ ვიცი მაგრამ ერთს ვიტყვი რომ მცხვენია იმ ქალებსაც რომლებსაც პლეიბოისთვის გაშიშვლბება ეამაყებათ მაგათაც ქართველები ქვიათ. ქართველი მანდილოსნები :))))ჰაჰაჰაჰაჰა:))))))) ფუუუუუ საზიზგრობააა.. ქაჯები არიან მაგარი მაგათ გონიათ ელიტის წამომადგენლები არიან … ვაი საქართველოვ დღეს შენ ელიტას ეს ხალხი რომ ქვია……:(((((

  32. გედა says:

    აღშფოთებული ვააარ. ჯერ რო “ალია”ამას დაწერს, აუუუუფ
    “ფლეიბოი” ხო საერთოდ რააააა

  33. თამთავარ says:

    მე დღეს საქართველოში სხვა ფერის პრესა არ ვიცი, ეგ თქვენი “ალიაც” და “პლეიბოიც” მკაფიოდ ყვითელია და არაფერი ეშველებათ სანამ პროფესიონალიზმის დონე არ ამაღლდება საერთოდ ყველა სფეროში. ალია თუ სერიოზულ პრესად თვლის თავს ასეთი შინაარსის თუნდაც გამოხმაურება არ უნდა დაბეჭდილიყო, თუმცა თავის მხრივ ყველაფერი მართალი წერია ჩემი აზრით ამ სტატიაში პლეიბოის შესახებ. მაინც მგონია რომ ალიას არ უნდა ეკადრა ამაზე გაზეთის გვერდებიდან საჯარო კამათი. თუ რა თქმა უნდა თვითონაც მისი დონის არ არის… ( ყვითელია და რა ქნას:)

  34. აუუ რეები იბოდიალა ალიამმმ, ალიასავით არცერთი გაზეთი არ იყიდება საქართველოში ანუ როგორც ჩანს რაღაცად გირს, ეს სტატია ცოტა ბულგარულია და რაგაცნაირი ქაჯური მაგრამ მესმის ალიასი პლეიბოის თუ უწერია ჯურნალის ბოლოს “მიდით ალია და ქრონიკა დაიწყეთ თქვენებური კრიტიკა” ალიას მოწოდება “ნი ტრაკუი შვილ” არანაირად არაა გასაკვირი და უფრო მეტის გაკეტებაც შეეძლოთ. მაგრამ შეეძლოთ ეს სტატია არ გაეკეტებინათ და თვითონ მაგ იდიოტური აზრებით გადაწედილ ფლეიბოის რედაქციაში გაეგზავნათ სტატია და ამ შემთხვევაში ალიას ცუდად არავინ არ განსჯიდა და უფრო მეტი ზე დონეზე დაჯმევა შეეძლოთ და თუ აუცილებლად წირდებოდათ სტატია ფლეიბოიზე დაეწერათ მაგრამ ასეტი ტონით არა. საქმე იმაშია რო არცერტს არ ყოპნიტ აზრები რა უნდა გააკეტონ და ტუ აზრები ყოფნიტ მაშინ დაისმის კითხვა კიდე რა ყოფნით……….

  35. რამდენი მოცლილია საქართველოში…

  36. ბოღმა მარაოსავით გაშალეს და დაიქნიეს-თავნი გაინიავეს. იუკადრისეს “ქრონიკის” შენიშვნა, რომ ჟურნალი არაპროფესიონალურად და პროვინციულადაა ნაკეთები.

    :D

  37. არ მიყვარს გაზეთების კითხვა, ტელევიზორის ყურება, არც ეროტიკა მიყვარს, მე უფრო მძაფრი შიშველი სანახაობები მირჩევნია და თუ შიშველი სხეულების ნახვა ან წარმოდგენა მინდა, ინტერნეტში შევდივარ, წიგნებს ვკითხულობ, ფოტოებს ვათვალიერებ, ფილმებს ვუყურებ ხოლმე… თქვენ კი, თავი დაანებეთ ამ გოგოებს, დე, გაშიშვლდნენ, თუ სურთ, მეტი რა ქნან, ყურადღება როგორ მიიქციონ, როცა სხვა შანსი მათთვის უბრალოდ არ არსებობს?! პასუხი იმ ხალხს უნდა მოჰკითხოთ, იმ “მნიშვნელოვან ფიგურებს,” რომლებიც ქალებს ჩაგრავენ, სექსის სანაცვლოდ დაცვას სთავაზობენ, მფარველობას (ყველამ, ვინც აზროვნებს, იცის, როგორია ეს მფარველობა!) და სანაცვლოდ მათ საკუთარ იდენტურობას ართმევენ. ისე, მე ძალიან მშურს იმ ხალხის, რომლებსაც ახლა სხეულები ეკუთვნის და არც ეს გოგოები მომწონს. იცით, მე ქალების უდიდესი უმრავლესობა რატომ არ მომწონს? იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე თვითონაც კი არ დარდობენ. ისინი არაფერზე დარდობენ. მათი უდარდელობა ამაზრზენია. ეს იგივეა, რომ ცეცხლმოკიდებულ სასტუმროში იჯდე და დარაბებს ხურავდე. ამიტომ მათი უდარდელობა შიშს მგვრის.

  38. ბოლომდე ვერ წავიკითხე ისეთი სასწაული იყო.რო კითხო ამის ავტორი ალბატ სიწმინდეებზე დაგელაპარაკება იმაზე რო ჩვენ ქრისტიანულ ქვეყანაში ბლაბლაბლა და იმას კიი ვერ ხვდება რო პირიდან ბოღმის ბოროტების და სიძულვილის ცეცხლი გამოუშვა.

  39. ბესო says:

    მე ვარ კარიკატურისტი

  40. ვანიკო says:

    სისულელის სიმფონია!!!

  41. ეკა says:

    მე იმას ვიტყვი რო ამ წუთას დძააან ცუდად ვაარ, დღეს სამსახურიდან გამომიშვეს ;(

  42. ნაპოლეონი says:

    azax ამბობს:!
    თუ დასაბანი დადის ეგ წკრიალაშვილის საყვარელი პრეზიდენტის დამსახურებაა.ისე კი მე თუ მკითხავთ ნატვრის ხის ცნობილი პერსონაჟის გაღეღილი მკერდი გაცილეფით ეფექტურია ვიდრე ნინას მთელი შიშველი სხეული.

კომენტარის დამატება