აფხაზეთი რუსულ ობიექტივში

ალბათ ბევრს გაგიგიათ ცნობილი რუსი დიზაინერის არტიომ ლებედევის შესახებ. ჩემ ბლოგშიც მიხსენებია იგი რამოდენიმეჯერ…

ნუ, ამ ადამიანზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მისი ჰობი – მოგზაურობაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად დაიარება დედამიწის გარშემო, იღებს ფოტოებს და საუკეთესოებს თავის მობლოგო-საიტზე ათავსებს, კომენტარებითურთ.

დღეს კი, მის საიტზე მორიგი ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ ერთი თვის წინ აფხაზეთში ყოფილა ჩასული. რამოდენიმე დღიანი ვიზიტისას თითქმის ყველა ლეგენდარული ქალაქის მონახულება მოასწრო. და, რათქმაუნდა, ფოტოებიც გადაიღო.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი გაგრის, სოხუმის და პიცუნდის კადრების ნახვა მსგავსი ობიექტური წყაროდან. მაშინ, როდესაც რეალური და სანდო ინფორმაციის მიღება იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, ძალიან რთულია. ინფორმაციულ ომში ვართო და, ჩვენი მხარე სულ ცდილობს გაამუქოს აფხაზეთის მდგომარეობა, რუსული მხარე კი, პირიქით – მეორე ჰავაის კუნძულებს ქმნის აფხაზური კურორტებიდან.

ამ ვიზიტის ორიგინალი ბლოგ-პოსტის ნახვა აქ შეგიძლიათ. მისი სრული ვერსია კი, ქართულად ნათარგმნი კომენტარებით, ქვევითაა მოთავსებული.

მაშ ასე, ლებედევის ვიზიტი აფხაზეთში:
(ყველა უფლება ფოტოებზე ეკუთვნის არტიომ ლებედევს)


 

აფხაზეთში მოსახვედრად საკმარისია ჩაფრინდე სოჭში, აიყვანო ტაქსი „საზღვრამდე“ და ზუსტად ნახევარ საათში საზღვრის მიღმა იქნები.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

შემდეგ კი უკვე ახალი ტაქსით უნდა განაგრძო გზა. თუმცა, არის ჩამოსვლის მეორე ვარიანტიც – პერიოდულად სოჭიდან აქ მატარებელი დადის ოთხ-ოთხი ვაგონით, რომელსაც მოსკოვის მატარებელს ხსნიან ხოლმე.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ბავშვობაში აქ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. მაშინ ამ ადგილებს „აფხაზეთს“ არავინ ეძახდა, უბრალოდ ამბობდნენ – „სამხრეთისკენ წავიდეთო“. მას მერე აქაურობამ შესამჩნევად დაკარგა ტურისტული ღირებულება.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

გაგრა
საკმაოდ მიყრუებული ადგილია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ქალაქში ზუსტად ერთი შუქნიშანია. და ისიც არ მუშაობს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

პიცუნდა
ეს ქალაქი საერთოდ არაა, მთელი პიცუნდა უბრალოდ სანატორიუმების სანაპიროებია. თავის დროზე, აქ დასასვენებლად მოხვედრა საკმაოდ ძნელი იყო. დიდი ხორცის მაღაზიის დირექტორი უნდა ყოფილიყავი, როგორც მინიმუმ.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

გუდაუთა
ტიპიური აფხაზური ნაგვის ურნა. ყველა ქალაქში შეიძლება ასეთების ნახვა.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აქ ზღვაა. თუმცა, დიდად არავის აღელვებს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

მაღაზიაში საქონელი ისეა გამოფენილი, წინა საუკუნე გეგონება.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

წარწერა საპარიკმახეროში ბოლომდე მყარად დგომას მოგვიწოდებს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აფხაზეთში 15 წლის წინ ომი იყო, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებენ. ომზე დილიდან საღამომდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში საუბრობენ.
მაშინ დაღუპულებს დიდ სამამულო ომში მებრძლოების მსგავსად მოიხსენიებენ.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

სოხუმი
მთელი საბჭოთა სამხედრო-პატრიოტული რიტორიკა წარმატებითაა ადაპტირებული ადგილობრივ პირობებთან.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

კი, ნამდვილად იყო ომი.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

კი, ყველაფერი დანგრეულია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

და გარშემო სრული ქაოსია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

მაგრამ ეს ყველაფერი 15 წლის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, აფხაზები ქვეყნის აღდგენას არ ჩქარობენ, თითქოს სიამოვნებთ ნანგრევებში ცხოვრება და ვინმეს ლოდინი, ვინც მოვა და ყველაფერს თავისით აღადგენს, როგორც ადრე.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ასევე საინტერესოა, რომ ქალაქ სოხუმს ახლა „Сухум“ ქვია, „Сухуми“-ის მაგივრად. ხაჭაპურს კი აქ ახლა „хачапур“-ად მოიხსენიებენ, „хачапури“-ს ნაცვლად. კიდურა „и“-ს აქტიურად ებრძვიან.

სოხუმში ერთი ახალი შუქნიშანი დაუდგამთ.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

წყლის მწარმოებლები ერთმანეთს იდიოტიზმში ეჯიბრებიან. ერთი „ბროლივით სუფთა წყალს“ გვთავაზობს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

მეორე კი, სიტყვა „жесть“-ზე ამახვილებს ყურადღებას.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ოჩამჩირე
ოჩამჩირე იმ საზღვრის მიღმა მდებარეობს, სანამდეც რუსი ტურისტები დადიან ხოლმე. ამიტომ, აქაურობა განსაკუთრებითაა მიგდებული.
აი მაგალითად, ბუნებრივი ცხელი წლის წყარო.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

საბჭოთა დროიდან ტაქსაფონის ნახევარჯიხური შემორჩენილა.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აქ შემოსულებს თავიდანვე ცერად უყურებენ – დაეტიე შენ გაგრაში, გაირუჯეო.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აქ საკეთებელი მართლაც არაფერია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

სახლში წასვლის დროა. მალე ექსპედიცია დაიწყება.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა


 

სულ ეს იყო. დასკვნები – ტრადიციულად კომენტარებში :)

P.S. ვისაც აინტერესებს, შეუძლია ექვსი წლის წინანდელ თბილისს გადახედოს, ამავე ლებედევის ობიექტივიდან :) რას იტყვით, არაფერი გაკეთებულა მას მერე? ;)

35 კომენტარი

  1. OTO says:

    ადრეც ნანახი მქონდა, მახსოვს რაღაცნაირი ფარული სიბრაზის გრძნობა დამეუფლა . . .

  2. miramax says:

    რა საშინელებაა :(((

    მაგრამ ეს ყველაფერი 15 წლის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, აფხაზები ქვეყნის აღდგენას არ ჩქარობენ, თითქოს სიამოვნებთ ნანგრევებში ცხოვრება და ვინმეს ლოდინი, ვინც მოვა და ყველაფერს თავისით აღადგენს, როგორც ადრე.

    ეს წაიკითხოს მაინც ვინმემ…

  3. piccolina says:

    9ჯერ ჩავასწორე კომენტარი და ბოლოს მივხვდი რომ ბევრი პირადი ემოცია იყო შიგნით
    და ჯობია არ გავაკეთო ამ თემაზე კომენტარი
    მიუხედავად იმისა რომ მინდა :D

  4. iverson says:

    აფხაზეთში არ ვარ ნამყოფი და ამიტომ არ ვიცი რამდენად ობიექტურია.. ზუზუებიანი რუსალაჩკა მომეწონა პიცუნდაში გგგ

    მაგრამ თბილისზე მაგრა აზვიადებს. 2002ში თურმე ხალხი არ დადიოდა მეტროში და გარე განათება არ იყო. წ წ წ არამცდაარამც

  5. შავი ზღვა says:

    არაფრის აღდგენას იმიტომ არ ცდილობენ, რომ ეგ საქართველოს მიწა არ გამოეყო იმის გამო რომ თვითგამორკვევა სურდათ.

  6. მაგრამ ეს ყველაფერი 15 წლის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, აფხაზები ქვეყნის აღდგენას არ ჩქარობენ, თითქოს სიამოვნებთ ნანგრევებში ცხოვრება და ვინმეს ლოდინი, ვინც მოვა და ყველაფერს თავისით აღადგენს, როგორც ადრე.

    ეს წაიკითხოს მაინც ვინმემ…

    რამდენი კომენტარი შეიძლება მაგრამ

    9ჯერ ჩავასწორე კომენტარი და ბოლოს მივხვდი რომ ბევრი პირადი ემოცია იყო შიგნით და ჯობია არ გავაკეთო ამ თემაზე კომენტარი მიუხედავად იმისა რომ მინდა :D

    მართალია
    :( ფარული სიბრაზის გრძნობაც მართალია…

  7. ოჩამჩირეში სახლი მქონდა :(

  8. ააა says:

    Sweet Baby Girl
    :( გითანაგრძნობ

  9. კუდა says:

    ოჩამჩირე ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ ის, რომ მეზობლის ღობეზე ვძვრებოდით და ფეიხოას ვიპარავდით : ))

    და სოხუმიდან მხოლოდ ზღვა, რომლისაც საჩინლად მეძინოდა და არ შევდიოდი.

  10. კუდა says:

    წერა დამავიწყდა.. ბლეჰ

  11. თიკო says:

    აფხაზ ხალხს მოსწონს ესეთ მდგომარეობაში ცხოვრება? ეგონა რუსეთი უპატრონებდა? ვმპუ

  12. აბა რას ველოდებით უნამუსო მოღალატე ერისაგან აფხაზები და ოსები ქურდები და მენაგვეები არიან .მაგარი ბინძური ერია.ფუუუუუუუუუუუუუუუუუუ მეზიზღება დაუნახავი და ქლესა ერები.თუმცა მაგათ არც შეიძლება ერი უწოდო.

  13. მე? says:

    ომი საშინელებაა!!!!!!!!

  14. მე? says:

    აირინ ,მიშა, მოზგ სად ხართ??????????

  15. აუუუუუუუ ომი ცუდია ძააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

  16. მეგი says:

    ამ სურატებმა ჩემში დიდი ტკივილიგამოიწვია მე აფხაზეთი მახსოვს როგორც ყველაზე ულამაზესი მხარე . ეს არც აფხაზების და არც ოსების ბრალია ეს ყველაფერი რუსებმა ჩაიდინეს მაგრამ ამას ჯერ ვერ ხვდებიან მოვა დრო და მიხვდებიან.

  17. პიცუნდა კი არა და ბიჭვინთა…

  18. ავთო says:

    საშინელებაა როცა უყურებ შენს ქვეყანას დანგრეულს და ვერაფერს აკეთებ მის საშველად. პრობლემა ისაა რომ არც აფხაზებს შეუძლიათ რაიმე შევალონ ისინი ხომ რეალურად ვერ მართავენ. და ვინც მართავს ეგ ჩვენ შესანიშნავად ვიცით: ბაგრამიანის ბატალიონის ნაშიერები

  19. ლელუ says:

    მართალია, პიცუნდა კი არა, ბიჭვინთა – ეს ერთი.
    მეორე – თბილისის სურათებისას – მიდი და ეცი ასეთ კაცს პატივი (კაცს…მჰ!): ღვინო არ მოკლებია, ამინდზე ებოდიშებოდნენ და . . . ასეთი სარკაზმი.
    მესამე – რუსმა როგორც აახილა თვალები და და შეხედა სამყაროს X საუკუნეში, იმის მერე მასე ხედავს და ამას ვერ შეაცვლევინებ – ვერც განათლებით, ვერც პატივიცემით. როგორც უნდა, ისე ხედავს და მორჩა!
    და ასევე – ესა არაა ფოტოჟურნალისტობა – ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური – ეს კი რაა – სუბიექტური, რუსული ხედვა….
    ერთი სიტყვით, კაის ვერაფერს ვიტყვი და Piccolina სწორი იყო – ამ ემოციას უსიტყვოდ უფრო გამოვხატავდი, ვიდრე ამდენი უაზრო სიტყვით…

  20. აუუუუუუუუუ დამბრუნება მომინდაა :(

  21. კობა says:

    მაგის ღირსები არიან ცალკე ვერაფერს მიახცევენ, რუსებტან ერთად ხო საერთოდ

  22. ეგრისელი says:

    იცით აფხაზურად ზღვა როგორ არის?? რუსულიდან აქვთ აღებული და გამოდის”ამორე” თუ რაგაც ამის მსგავსი. როგორც ენათმეცნიერები ამტკიცებენ ყველა იმ ერს რომელიც თავიდანვე ზღვის ნაპირზე ცხოვრობდა აქვს საკუთარ ენაში “ზღვის” აღმნიშვნელი თავისი ეთნიკურის სიტყვა. შესამაბისად როცა აფხაზები ამტკიცებენ რომ ამ ადილის აბორიგენი მოსახლეები ვართო მაშინ რუსებიდან კი არ უნდა სესხულობდნენ (საერთოდაც ყველაფერი რუსული აქვთ, მე-4 კლასის იქით სახელმძღვანელოებიც არააქვთ თავიანთ ენაზე) ზღვის აღმნიშვნელ სიტყვას, არამედ თვითონ უნდა ქონდეთ, როგორც ეს გვაქვს ქართველებს და სხვა საზღვაო აკვატორიაში მცხოვრებ ერებს, ეს კიდე ართხელ ამტკიცებს იმას რომ ისინი იმ ადგილის მკვიდრები არ არიან(ახალი ამბავი :D) იქ ჩამოსახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი რეგიონიდან. კიდევ ერთი რამ ნურავინ იფიქრებს რომ აფზაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგება , არამგონია ასე ეფიქრათ ჩვენ წინაპრებს აჭარაზე ;)

  23. დათო says:

    თუ ასე გააგრძელებენ აფხაზები ,ცოტა ხანში მათ შესახებ აღარავის ეცოდინებათ,დიდი-დიდი თბილისში გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოებში მოიხსენონ ისინი,როგორც ყოფილი ერი.აფხაზებო დროზე მოეგეთ გონს!!!!!

  24. sopo says:

    სხვის ომში ყველა ბრძენიაო, ნათქვამია, შორიდან ლაპარაკი ადვილია, მარტო ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველებმა ვიცით რა საშინელი დღეები გადავიტანეთ, ომი არავის უნდა, რუსებმა ქართველებსაც და აფხაზებსაც ჩვენ ჩვენი როლები 5იანზე შეგვასრულებინეს, აფხაზი ერიც, ისევე როგორც ჩვენ, ქართველები მსხვერპლია რუსეთის ტირანიზმისა და დიქტატორული მისწრაფებების.

  25. sopo says:

    “ფოტინე ამბობს:

    აბა რას ველოდებით უნამუსო მოღალატე ერისაგან აფხაზები და ოსები ქურდები და მენაგვეები არიან .მაგარი ბინძური ერია.ფუუუუუუუუუუუუუუუუუუ მეზიზღება დაუნახავი და ქლესა ერები.თუმცა მაგათ არც შეიძლება ერი უწოდო.”

    ამ კომენტარს რაც შეეხება, გეთანხმები, რომ აფხაზებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ სანამ სხვისკენ გავიშვერდით ხელს, იქნებ ისიც გავიხსენოთ, ზოგიერთ ვაი ქართველს რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ამ ტრაგედიაში, განა აფხაზები იყვნენ შევარდნაძე და მისი ამფსონები, ან აფხაზები იყვნენ ის “მხედრიონელები” ვითომ ქვეყნის სადარაჯოზე რომ იდგნენ და ამ დროს მარადიორობდნენ და ისედაც დაბეჩავებულ მოსახლეობას რომ ძარცვავდნენ, გადახედეთ დღევანდელ ბიზნეს ელიტას, მეტი წილი იმ სვავებისა, რომლებიც ახლა ათობით ბიზნესს აკონტროლებენ, და ბოლო მოდელის მანქანებით დასეირნობენ საქართველოს ქუჩებში, თავის დროზე იმ ავადსახსენები “მხედრიონის” წევრები იყვნენ. რამდენი ქართველის თუ არაქართველის სისხლით არის ის მილიონები შეღებილი, ამ სურათბს რომ ვუყურებ, სული მტკივა, უსაშველოდ მენატრება ჩემი კუთხე, ჩემი სახლი, და უპატრონიდ მიტოვებული მშობელი მამის საფლავი,ნეტავ ამ ნმონატრებას ოდესმე დაადგება საშველი????

  26. ნიკო says:

    სასტუმრო “აფხაზეთი” ომამდე 8 წლით ადრე დაიწვა.

  27. არ ვიცი ეგეთია თუ არა მართლა დღეს აფხაზეთი? მოკლეთ როგორც ერი აფხაზი მალე, გადაშენდება!!!! გინდ რუსების და გინდ ჩვენს ხელში . გღეს აფხაზეთში აფხაზი 50 000 – ია. მოკლეთ მაგათ მაინც დაერხათ. მაგარ ყლეში გაყეს თავი. თავის სისულელეებით.

  28. მარი says:

    მაპატიეთ,მაგრამ სულაც არ ვთვლი,რომ აფხაზები და ოსები ქურდები,ნაგვები და ბინძური ხალხია! მე აფხაზეთიდან ვარ,მაგრამ სამწუხაროდ იქ არ ვცხოვრობ,გული შემტკივა,რომ საქართველოში არიან ადამიანები,რომელთაც აფხაზები არ უყვართ..რა მათი ბრალია,რომ ასე მოხდაა..ჩემი აზრით ყველაფერში რუსია დამნაშავე და არა აფხაზიი :( .. განა მათ უნდოდათ ასეე? გგონიათ ისინი ბედნიერად ცხოვრობეენ?-არა!!! ისინი იქ რუსის სიყვარულის გამო კი არ ადრჩნენ,არამედ იმიტომ,რომ თავიანთი სახლ-კარი არ მიატოვეს,არ მიატოვეს ძაღლი,რომელიც თვალებაცრემლებული შეჰყურებდა მათ :(.. ჩვენ კი შევშინდით და გამოვიქეცით :( ისინი არიან გმირები !!! მიყვარს აფხაზეთი და აფხაზი ხალხი!

  29. მარი says:

    სოფოს მინდა გამოვეხმაუროო..არ ვიცი რა ასაკის ხარ,მაგრამ სწორად მსჯელობ! ნეტავ ყველა ასე იყოოს :*
    გითანაგრძნობ მამის გამო :( შენ აუცილებლად ნახავ მის საფლავს,რადგან ადრე თუ გვიან “ჩვენ დავბრუნდებით”,იმიტომ,რომ აფხაზ და ქართველ ხალხს არაფერი გვაქვს გასაყოფი!
    დაა ერთი რამ მინდა ვთქვა ყვალას გასაგონად-ომში არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე,ომში ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის..ქართველმაც და აფხაზმაც ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა,მაგრამ ეს წარსულია და ამ წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ..! ჩვენ მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ,რომელიც შექმნეს ჩვენმა წინამორბედებმა!!!

  30. მეცოდება აფხაზები რომლებიც უბიხების ბედს გაიზიარებენდა მათსავით გადაშენება მოუწევთ, მაგრამ რაც მთავარია ცჰვენ არ დავკარგოტ ერთმანეთი

  31. მარი says:

    მართალია,ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი**…მაგრამ იმათ არ უნდა მივცეთ უფლება საუბრის, ვინც აფხაზეთს და აფხაზებს ცუდად მოიხსენიებს…მინდა აფხაზ პოეტ-შალვა წვიჟბას სიტყვები შეგახსენოთ:
    „დავგმოთ შური, ხელყოფა,
    სადაც ვიყოთ მყოფელი,
    მიწა ყველას გვეყოფა,
    რა გვაქვს გასაყოფელი?!“
    იქნებ დავფიქრდეეთ? ამ პოეტის სახით აფხაზი კაცი გვევლინება,რომელსაც უნდა აფხაზი ისევ ქართველი იყოს დაა არის კიდეეც,საქართველოს რუქას დახედათ და ნახავთ!!!

  32. მახო says:

    ეჰ რა დრო იყო

  33. პატივცემულო ავტორო გაკეთებით ბევრი რამე გაკეთდა მაგრამ რის ფასად? როცა ედოს დროს არ გვქონდა ვალები(ჰა ჰა 1-2 მილიარდი) და ეხლა 11 მილიარდ დოლარზე მეტია ჩვენი ვალები ამას ეძახი წინსვლას? მიკვირს რბილად რომ ვთქვა. ეგრე მეც ავიღებ ვალად ბევრ ფულს ვიყიდი მაგარ მანქანას მაგარ სახლს, ჩემს გემოზე ვიცხოვრებ და მერე? ვალებზე რომ მომადგებიან რა ვქნა? აი ამაშია საქმე ჩემო კარგო…

    ასეა დღეს საქართველ;ოც. ოღონდ ამ ვალებს დაამატე კიდევ ისიც რომ რაც იყო ქვეყნის სიმდიდრე ისიც გაყიდულია(ტყე, მიწა. რკინიგზა, გაზი, დენი). ასევე რაც მსხვილი ბიზნესია(ბენზინი, დენი, გაზი, წამალი, ზეთის ეხსპორთი , შამპუნი, ხაზის ტელეფონი, მობილურის სასაუბრო, წყლის გადასახადი და მისი დაბალი ხარისხის წყალი, ნაგვის გადასახადი…..) სულ მონოპოლიზირებულია. ხოლო წვრილი ბიზნესმენები მთავრობას ეტენებიან თორემ აუცილებლად დაერხევათ.

    ხალხი ტელეფონში ყველაფერზე ვერ ლაპარაკობს რადგან ისმიინება.

    დასაქმების მხრივ არაფერი ან უკეთეს შემთხვევაში თითქმის არაფერია შეცვლილი(არადა საუკუნის მეათედი გავიდა) არ გაიხსნილა ცეხები რომ ხალხმა იმუ\შაოს, რამე საქონელი შექმნას, არ არის ფაქტიურად ინდუსტრია, მეცნიერებაზე თამამად შემიძლია ვთქვა რომ უკან სვლა განიცადა შევარნაძის დროს თან შედარებით( ონკოლოგიური საავადმყოფო გააუქმეს არადა იქ კიბოს აკვირდებოდნენ, სწავლაზე გადასახადები სულ ცოტა 2,5 ჯერ გაზარდეს, პრაქტიკები არ არის ან არის უხარისხო, მეცნიერებების დაფინანსება ქვეყნის ბიუჯეტიდან ისედაც ცოტა იტო და ესეც შეამცირეც)

    ვითომ ტანკს და უპილოტო თვითმფრინავს ამზადებს საქართველო? ტანკი არა იხვის ტოლმა. საქართველოს არ გააჩნია წაროება: ველოსიპედის, დრუჟბის(მატორი ვერ მზადდება) მოტოციკლეტის, მანქანის ხომ მითუმეტეს არ მზადდება

    მერე იარაღი? საქართველო ვერ ამზადებს პისტოლეტსაც კი არამცთუ ავტომატს და რითი დაამზადებს ტანკის იარაღს?

    და ამის მერე ვინმეს გჯერათ რომ საქართველო ამზადებს ტანკს რომელიც არის მძიმედ შეჯანშნული და ისვრის?

    ცოტა გადავცდი თემას მაგრამ არაუშავს………

კომენტარის დამატება