ოსკაროსანი ფეხბურთელი

ხომ ნახეთ ეს ფილმი? მოხუცებისთვის ადგილი არ არის :D
ნუ, პოსტერი ცოტა შეცვლილია… :D

გაინტერესებთ რომელმა ყველასათვის საყვარელმა ფეხბურთელმა მიიღო ოსკარი ამ ფილმში შესრულებული როლისთვის? გაგრძელება →

ტაქსის კალპაკი კაპოტზე

მოკლედ, ასეთი ისტორია მომიყვა გუშინ ტაქსისტმა.

ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ტაქსს ტაქსის ნიშანი (შემდეგში – „კალპაკი“ :D) „კაპოტზე“ უდევს ხოლმე :D ნაცვლად მისი ტრადიციული ადგილის – მანქანის თავისა. ხოდა ეს ტაქსისტი მსგავს ტაქსებს აგინებდა – ნაბიჭვრები არიანო. და აი თურმე რატომ: გაგრძელება →

WALL·E — PC-სა და Mac-ის სიყვარულის ისტორია

გამოვიდა, როგორც იქნა გამოვიდა! :)
WALL-E პიქსარის მორიგი სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით ისეთივე დონის ნახტომია, როგორიც 1986 წლის Luxo Jr. იყო. ეს ფილმი ერთდროულად მოიცავს საოცარ ანიმაციურ პროდუქტს, არაჩვეულებრივ ვიზუალურ სანახაობასა და შესანიშნავ საი-ფაი ნაწარმოებს.

რატატუის ნახვის შემდეგ, ნამდვილად არ მეგონა, პიქსარი უკეთეს ფილმს უახლოეს მომავალში მაინც თუ გადაიღებდა, ნებისმიერი კუთხით. თუმცა მათ ეს შეძლეს – ვოლი უდავოდ საუკეთესოა, რაც პიქსარს დღემდე შეუქმნია! და ალბათ უდიდესი მიღწევა სწორედ ესაა, როდესაც სტუდიის ყოველი ფილმი ყველა წინაზე უკეთესია :) გაგრძელება →

ბიჭია, ბიჭი!

როგორც იქნა! ვიმშობიარე! :D
როგორც იქნა დავასრულე ბლოგის განახლება :) მაშ ასე, თქვენს წინაშეა Rocko.Ge – ვერსია 2.0

თითქმის ორთვიანი პაუზა სწორედ ამ განახლებას დაჭირდა. ძრავის ახალ ვერსიაზე გადავედი და ძალიან გამაწვალა ამ პროცესმა. რამოდენიმე პლაგინმა მუშაობაზე თქვა უარი, შემდეგ სკინშიც პრობლემები გაჩნდა… ამიტომ გადავწყვიტე ვიზუალური ფეისლიფტიც გამეკეთებინა.

მთავარი ცვლილება ისაა, რომ ამიერიდან ეს ბლოგი „წელვადია“ :) ანუ, მაქსიმალურად ცდილობს ეკრანის მთელი ფართობი „აითვისოს“. შევეცადე, რომ გაზეთის პრინციპებზე ამეგო და მემგონი გამომივიდა… :) გაგრძელება →

დღეს პირველი აპრილია :)

დღეს 1 აპრილია…

არ გეშინიათ? :D დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო :)

პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი – აპრილის გუგულებს. გაგრძელება →

ტელეფონის ნომრების ამბავი

ალექსანდრე ბელის მიერ გაკეთებული პირველი სატელეფონო აპარატის მონახაზი

შეიძლება ცოტამ თუ იცის არტ.ლებედევის პარაგრაფების შესახებ. არადა, ძალიან სასარგებლო სტატიებია. დიზაინის და არამხოლოდ დიზაინის გარშემო. დღეიდან მე პერიოდულად შევეცდები ზოგიერთი საინტერესო თავი აქ ვთარგმნო ხოლმე.
უკანასკნელ პერიოდში რუსული ენა სულ უფრო და უფრო ცოტა ახალგაზრდამ იცის. ამიტომ, ბევრისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება ლებედევის ”სახელმძღვანელოს” ქართულ ენაზე გაცნობა :)

ცნობილია, რომ ტელეფონში ნათქვამი პირველი სიტყვები 1876 წლის 10 მარტს გაჟღერდა და მისი ავტორი შოტლანდიელი გამომგონებელი ალექსანდრე ბელი იყო: Mr. Watson – Come here – I want to see you (”მისტერ უოტსონ, შემოდით, თქვენი ნახვა მინდა”). მეზობელ ოთახში მყოფ თავის ასისტენტთან დასარეკად ბელს სულაც არ დაჭირვებია ნომრის აკრეფა – მაშინ ხომ მთელ მსოფლიოში ტელეფონის მხოლოდ ორი აპარატი იყო. სწორედ ამ აპარატის მონახაზია ზევით ფოტოზე, თავად ალექსანდრე ბელის დახატული. გაგრძელება →

Happy VESTEL to me :)

HB!

ესეც ასე. მეხუთედი საუკუნე გავლიე :D
და თინეიჯერობა დავკარგე :) უკვე 20-ის ვარ :(

შესაბამისად, ვიღებ მილოცვებს :)
ვიცი, რომ ცოტა ეგოისტური პოსტია, მაგრამ…
… მაგრამ როიალი ჩემია და სადაც მინდა იქ დავდგამ :D

:)

P.S. 29-ზე შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ გუგლი უფრო ფართო რეინჯს არ აჩვენებდა და… :D
და არც სურათის გაშავთეთრება დამვიწყებია – არ აწყენს აქაურობას სულ ცოოტა ფერი, დღეს მაინც :)

თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ…

90-იანები

ბოლო რამოდენიმე თვეა მთელი რუნეტი ნოსტალგიურმა პოსტებმა მოიცვა. ყველა იხსენებს საბჭოთა კავშირს, ძველ დროს, ყრიან ძველი რუსეთისა და მოსკოვის ფოტოებს, საბჭოთა პროპაგანდისტულ პოსტერებს, მაშინდელი გამოშვების ყოველდღიური ნივთების სურათებს… ერთი სიტყვით, იხსენებენ ყველაფერს, რაც მათ ბავშვობასთან ასოცირდება. თავისთავად, საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა :)

შესაბამისად, რადგანაც ჩვენი და მათი ყოველდღიურობა რამოდენიმე წლის წინ ჯერკიდევ ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ზოგიერთმა ფოტომ და მოგონებამ მეც გამახსენა ძველი, ”კარგი” დრო :) ის პერიოდი, როდესაც ცხოვრების აზრზე მოვდიოდი და შემეძლო ყოველი უსარგებლო და უინტერესო ნივთისგან მთელი სამყარო შემექმნა, შემდეგ კი მასზე უამრავი მოგონება მიმეწეპებინა, მომავალში, ასეთ მომენტებში გასახსენებლად. :) გაგრძელება →

თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები

top-25.jpg

ამას წინათ ჟურნალმა BusinessWeek თავის მკითხველებსა და ავტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი 25 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე ინტერნეტის ფორმირებაზე.

მემგონი საინტერესო იქნება, გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)

1. შემქმნელი: ტიმ ბერნერს-ლი

როგორც Webpark წერს, 1989 წელს ბერნერს-ლიმ ჰიპერტექსტის გამოგონებით საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტში ინფორმაციის ორგანიზების ძირითად პრინციპს – მარტივად რომ ვთქვათ, მან ბმულების სისტემა შექმნა. 90-იან წლებში კი სწორედ მან დაიწყო ე.წ. ”სემანტიკურ ვებზე” (Semantic Web) მუშაობა, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის განაწილების უფრო მოსახერხებელ, ტეგებზე აწყობილ ფორმას გულისხმობდა. დღეს ბერნერს-ლი, ორგანიზაცია World Wide Web Consortium-ის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებითაა დაკავებული. გაგრძელება →

სიმფსონები: დაბადება

სიმფსონები: დაბადება

არ მოგწონთ საკუთარი ოჯახი? მაშინ ნახეთ სიმფსონები და მადლობელი იქნებით იმის, რაც გაქვთ! :)

The Simpsons – ძნელად თუ მოიძებნება დღეს ადამიანი, ვისაც ეს შოუ ნანახი არ აქვს. 18 წლის წინ შექმნილმა და დღემდე უზომოდ პოპულარულმა ამ სამყარომ უდიდესი გავლენა იქონია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრების წესზე. ეს არის შოუ, რომლის ნახატი გმირები ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე გახდნენ ცნობადები; შოუ, რომლის ციტატებით წლების მანძილზე საუბრობდა მთელი ინგლისურენოვანი სამყარო; და შოუ, რომელიც სამართლიანად ითვლება სატირისა და იუმორის ეტალონად.

თუმცა მსგავსი პოპულარობა მომენტალური არ ყოფილა. გაინტერესებთ როგორ იწყებოდა ყველაფერი?.. :) მაშინ დავიწყოთ. გაგრძელება →