SMS-მარკეტინგი ქართულად

აი ასეთი მესიჯი მივიღე ჩემ ტელეფონზე გუშინ. ღამის პირველ საათზე :D

აბა სამი ცდიდან ვინ გამოიცნობს მსგავსი მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელს? :D

თვითმფრინავში…

როგორ მივიქციოთ თვითმფრინავში თქვენს გვერდით მჯდომი ადამიანის ყურადღება?

ესეიგი:

  1. ვიღებთ ჩანთიდან ლეპტოპს
  2. წყნარად ვხსნით მას
  3. ვრთავთ
  4. ვრწმუნდებით, რომ მეზობელი ეკრანს უყურებს
  5. ვხსნით საყვარელ ბრაუზერს მთელ ეკრანზე
  6. ვხუჭავთ თვალებს და თავს ვწევთ უკან
  7. ღრმად ჩავისუნთქავთ და ვაჭერთ ამ ბმულს
  8. რამოდენიმე წამის შემდეგ ვაკვირდებით მეზობლის გამომეტყველებას

:D

Fall 2008: ახალი სატელევიზიო სეზონი აშშ-ში

მართალია, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ტელეკომპანიის გეგმები შეცვალა, მაგრამ ისინი არც მშვიდობიან დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნოვატორულობით. :( ამიტომ, მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სექტემბრის თვეში პირველად სწორედ აშშ-ს ახალ სეზონზე ვისაუბრებ.

შარშანდელთან შედარებით, როცა ამერიკის ტელესივრცეში ახალი შოუების ბუმი იყო, წლევანდელი წელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება :) თუმცა, ეს ”მოკრძალებულობა” პირობითი ნათქვამია – ახალი შოუები საკმაოდაა, უბრალოდ წინა წელს მართლა სასწაული იყო, როდესაც 9 ახალი და კიდევ უამრავი returning შოუ მხოლოდ ABC-მ დააანონსა აგვისტოს ბოლოს :D გაგრძელება →

დილა მშვიდობისა

გამარჯობა.

ასეთ დროს კიდევ უფრო კარგად ხვდები, რომ მართლაც, მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს, ვერავის ვერაფერს უსურვებ.

რაც შენია – შენია. მალე – ტელეფონის ნომერიც!

ნომრის პორტაბელურობა – ეს ცნება შეიძლება უახლოეს მომავალში საქართველოშიც რეალური გახდეს.

ნომრის პორტაბელურობა არის მომხმარებლის უფლება, შეინარჩუნოს მისი საკუთარი ტელეფონის ნომერი (მობილური ან ფიქსირებული) ოპერატორის/სერვისის მომწოდებლის შეცვლისას. ეს ძალიან სასარგებლო და ცივილური მომსახურებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. და რომელიც, შესაძლოა, მალე ჩვენთანაც დაინერგოს. :)

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ღრმა ძილიდან ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას და ამ საკითხის განხილვას. საკონსულტაციო დოკუმენტი უკვე მზადაა, ახლა სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კარგად შეისწავლის საკითხს და ჩვენი ქვეყნისა და ბაზრისთვის მისაღებ მოდელს შეიმუშავებს. გაგრძელება →

აფხაზეთი რუსულ ობიექტივში

ალბათ ბევრს გაგიგიათ ცნობილი რუსი დიზაინერის არტიომ ლებედევის შესახებ. ჩემ ბლოგშიც მიხსენებია იგი რამოდენიმეჯერ…

ნუ, ამ ადამიანზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მისი ჰობი – მოგზაურობაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად დაიარება დედამიწის გარშემო, იღებს ფოტოებს და საუკეთესოებს თავის მობლოგო-საიტზე ათავსებს, კომენტარებითურთ.

დღეს კი, მის საიტზე მორიგი ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ ერთი თვის წინ აფხაზეთში ყოფილა ჩასული. რამოდენიმე დღიანი ვიზიტისას თითქმის ყველა ლეგენდარული ქალაქის მონახულება მოასწრო. და, რათქმაუნდა, ფოტოებიც გადაიღო. გაგრძელება →

ქართველები საზღვარგარეთ

რამოდენიმე თვის წინ თბილისის ფორუმში საინტერესო თემა გაიხსნა – უცხოეთში ქართველების ქართველებთან შეხვედრის ისტორიები. გახსნის დღიდან თვალს ვადევნებდი. უამრავი ისტორია დაგროვდა – ზოგი ისეთი, თბილად რომ მეღიმება :) ზოგზე – ამელის მსგავსად რომ ვიღვრები :*) ისტორიების ნახევარი კი, უბრალოდ მაიძულებს, რომ შემრცხვეს ხოლმე ჩემი ეროვნების :(

თუმცა, თავს ვიიმედებ ხოლმე – ცუდი და კარგი ყველა ერშია… გაგრძელება →

მუსიკალური კონკურსები

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…

სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?

ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? – მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში – ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს… გაგრძელება →

კინოსეზონი ქართულად

რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?

მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.

ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს – არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი… გაგრძელება →

დღეში ერთი ბუშტი

ძალიან მიყვარს ჩვეულებრივი ნივთების კონცეფციაში ახლებურ გადაწყვეტილებებს რომ იგონებენ ხოლმე. დღესაც ერთ-ერთი მსგავსი ნივთი ვიპოვე ნეტში – ბუშტულებიანი კალენდარი <3

ბევრი „ნოვატორული“ კალენდარი მინახავს :D ათასნაირი ფორმების, ფერების, შინაარსის… „ანაბეჭდის“ წლევანდელი კალენდარიც მაქვს ნანახი, ჯააან არტ- და შხვანაირობაზე რომ აქვს პრეტენზია :D
თუმცა „იუზაბილითის“ თვალსაზრისით კლასიკურ ვარიანტს არცერთი არ ჯობდა. გაგრძელება →